სოხუმსკი (12 თავი)
“სიყვარული იდეალური მცნებაა, ქორწინება რეალური.” – გოეთე დილაუთენია დაიწყო მომზადება, ყველაფერზე ნერვიულობდა და ღელავდა. გოგა და ლიკა შეძლებისდაგვარად ამშვიდებდნენ. ნანამ დილით დაურეკა და უთხრა მე და გიორგი პრდაპირ რესტორანში მოვალთო. ეწყინა, მაგრამ არაფერი არ თქვა. ეს ხომ მოსალოდნელიც იყო. აქამდე არასდროს ულაპარაკიათ ამ დღის მოახლოებაზე. სანერვიულო არ აკლდა. მათეს ბიძასა და ბიძაშვილებსაც დღეს უნდა შეხვედროდა და გაეცნო. ქაოსი იყო. არეულობის პიკი.. ჯერ შხაპი მიიღო, მერე კი სალონში ჩავიდა თმები და მაკიაჟი გაიკეთა. სახლში ასვლისთანავე თავის მეჯვარეს დაურეკა. -სალ, სად ხარ? -გოგო ტაქსში ვარ. -მალე მოხვალ? -ოც წუთში ვიქნები შენთან. მობილური გათიშა და კაბის ჩაცმა დაიწყო. ლიკა ეხმარებოდა მოწესრიგებაში. სალო, რომ მივიდა უკვე ჩაცმულ და გაპრანჭული დახვდა. -დიანა დამეხვა თავბრუ, დაჯექი ან დადექი რას დადიხარ აქეთ-იქით? -ვნერვიულობ. -მოვა ნუ გეშინია არ დატყდება.. იკა შევიდა მისაღებში მშობლებითურთ. -ირაკლი შეეშვი თორემ გადაგისვრის აივნიდან. ლევანი მოეხვია დიანას. -შენ კიდე დაწყნარდი და დამშვიდდი. ყველაფერი იქნება მაგრად. -არაფერი არაა ნორმალურად. -ნუ ართულებ ახლა..ოთახში შესულს უკან გაყვა და კარი მიხურა.- ნანა აქ მომსვლელი, რომ არ იყო არ იცოდი? -ვიცოდი, მაგრამ ხომ შეეძლო ჩემს გამო, რომ მოსულიყო.. ტირილის პირას იყო მისული. -არ იტირო ახლა არ გადამრიო. ლოყაზე მოეფერა..-დილას რო ვნახე თვითონაც ვერ იყო ხასიათზე. -მაკლია.. -ვიცი. მარა რას იზამ? მისთვის აქ მოსვლა ძნელია. რამდენი წელი იცხოვრა ამ სახლში? რთულია ამ წლების მერე ასე უბრალოდ შემოაბიჯოს აქ. შენ უნდა გაუგო. -როდემდე უნდა ვიყო გამგები? აღარ შემილია ლევან, ყოველთვის მე ვარ გარიყული. მათეს ბიძას ვინ წარვუდგინო დედათ? არ იტყვის ეს რა ოჯახიაო? ხმას აუწია. -ნერვიული შეტევა გაქვს მგონი ტო. მკლავში წაავლო ხელი და მაგრად ჩაიკრო. - ახლა ყველა ფეხებზე.. შენი დღია.. მათე და შენ ხართ მთავარი და შეეშვი გოდებას. ვერ შეცვლი შენს ცხოვრებას და ტყუილად ნუ იტანჯავ თავს. -ყველაფერი რიგზია? გოგა შევიდა ოთახში. -კი, ყველაფერი მაგრადაა. ლევანმა გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. -ლიაკო მოვიდა.. ლიკამ დაიძახა მისაღებიდან და ლეოც აორთქლდა ოთახიდან. -დიანა, მა რამე ისე ვერაა? საწოლზე ჩამოჯდა და შვილს ახედა. -ყველაფერი რიგზია. თითქოს თავი დაარწმუნაო ისე თქვა და ოთახი დატოვა. გოგამ თავი ჩახარა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. ახლობლები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ. ბიჭებიც ამოვიდნენ, აკო და ანუკიც მოვიდნენ და ვატო და ნიკაც არ ჩამორჩნენ მათ. -ულამაზესი ხარ. უჩა გადაეხვია და ლოყაზე აკოცა. -ბედნიერებას გისურვებ დიანუკ. გაუღიმა და ოდნავ გაცილდა. -მადლობა. შენი და არ მოვა? -კი. რესტორანში მოვა იმ ს*რთან ერთად. -მაგაზე უნდა მეკითხა. რა ხდება მაგათთან? -რავი უყვარს იმასაც ამასაც და იტანენ ერთმანეთს. ეს აღარ შეხებია და თუ შეეხება მერე დაერხევა. -დღეს არ აწყენინო ნანოს და ბიწაძეს არ აუშარდე ოღონდაც. -არ იღელვო დღეს არ შევეხები. თვალი ჩამიკრა. -ჩემი ბაჩუკი. გვერდით მდგომს მივეხუტე და დათას ენა გამოვუყავი. -სულელი ბავშვი. თავი გააქნია დათამ. სიგნალების ხმა, როგორც კი გაისმა მაშინვე ფეხზე წამოხტა დიანა და ფანჯრიდან გაიხედა. -მოვიდნენ. ვაიმე მოვიდნენ. ხელს ჰაერში მარაოსავით იქნევდა. -ხო ლამაზი ვარ? წინ დაუდგა იკას. -არაგიშავს. წამიერად შეხედა და ცხვირი აიბზუა. -დამპალო. ხელი მხარზე მიარტყა. -გოგო თაიგული დაიჭირე. ანუკიმ მიურბენინა პატარა ხელოვნური ყვავილებით შეკრული ბუკეტი. კარზე ზარის ხმაც გაისმა. -მოიცადეთ არ გააღოთ. სარკეში თავისი თავი შეათვალიერა. -იდგნენ ახლა ძეგლებივით თუ შემოვუშვა? ხოდზე იყო იკა. -გააღე. გაინაზა და მომლოდინე მზერა მიაპყრო კარს მიღმა გამოჩენილ მათესა და მის თანმხლებ პირებს. ბოკუჩავას შავი სმოკინგი და ხელში დაკავებული იასამნის თაიგული ამშვენებდა. გოგოს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა, გული აუჩქარდა და ნერვიულობამ აიტანა. ყვავილები დიანას გადაულოცა და მის ნაზ კანს ტუჩებით შეეხო. რამდენიმე წამი თვალები დახუჭა და მისი სურნელით აივსო. ყურში ჩუმად ჩაჩურჩულა ულამაზესი ხარო და უკან გაიწია. -გაიცანით ეს ბიძაჩემია ლადო.. იქ მყოფ ხალხს წარუდგინა მის გვერდით მდგომი მამაკაცი. -ეს ბიცოლა ნინი და ესენი ჩემი ბიძაშვილები ლილე და კოკა არიან. ღიმილით დაასრულა გაცნობის ცერემონია. -სასიამოვნოა. კოკამ გაუწოდა ხელი დიანას და გოგოს ხელზე ეამბორა. ბატონმა ლადომ ოფიციალობას გვერდი აუარა და მისთვის უკვე ახლად ნაპოვნი შვილი ჩაიკრა გულში. მათეს, ბიძამისის ეს ქმედება ძალიან ესიამოვნა. გოგას გახედა, რომელიც დიანას უყურებდა დანაღვლიანებული. რამდენიმე ჭიქა შამპანურით დაულოცეს წყვილს მომავალი და სახლიც დატოვეს. დიანა და მათე მანქანის უკანა სავარძელში მოთავსდნენ, სალო კი საჭესთან მჯდომის გვერდით მოთავსდა, რომელიც ბოკუჩავას ძმაკაცი და მეჯვარე გახლდათ. -აქამდე ვერ გაგაცანით ერთმანეთი და ახლა გაგაცნობთ. ეს სანდროა ჩემი ბავშვობის ძმაკაცი და სანდრექს ეს არის ჩემი პატარა გოგო. -მიხარია დიანა შენი გაცნობა. სარკიდან გამოხედა . -მეც ასევე. თავი დაუკრა გაღიმებულმა. -ეს სალოა. წარუდგინა ბიჭებს. მათემ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. ავტომობილის დაძვრისთანავე ატყდა სიგნალები. ვიდეოს გადამღები ჯგუფი წინ მიდიოდა და აფიქსირებდა კადრებს. მათემ მანქანას თავი ახადა და დიანასთან ერთად აიწია. იკამ და ლევანმა გონკაობა დაიწყეს, იკას გვერდით მჯდომმა დათამ, მეფე-პატარძლის მანქანას შამპანური გადაასხა. ლევანმა გაუსწრო იკას და გასწრების დროს სარკე მოაგლიჯა. ოდნავ გაიკაწრა მანქანა მარა არავის არაფერი არ მოსვლია. -გიჟები. დიანამ წამოიყვირა. -მიყვარხარ პატარა. თავისკენ მიქაჩა და ტუჩებზე დაეწაფა. ვიდეოში კარგად გამოჩნდებოდა ეს ულამაზესი კადრი, დიანას კოცნის დროს ფატა, რომ მოძვრა და ასე გაფრინდა. მათემ დაჭერა ვერ მოასწრო და მომცინარ გოგოს დამნაშავეს სახით გახედა. -გაფრინდა. -არაუშავს. კისკისით მოეხვია ყელზე და ბაგეებზე ეამბორა. დარჩენილი გზა სიგნალების თანხლებით განვლეს. ავტომობილები შიომღვიმის მამათა მონასტერთან გააჩერეს და გადმოვიდნენ. დიანას ფატის არ არსებობოს გამო მოუწია იქვე დადებული კალათიდან ამოერჩია თავსაბურავი. ღია ცისფერი მოსახვევი დაიფარა თავზე და მონასტერში მათესთან ერთად შევიდა. ჯვარი დაიწერეს და მონასტრიდან უფლისგან დალოცვილები გამოვიდნენ. მეფე-პატარძალი და ახალგაზრდები ლამაზ ადგილზე გაჩერდნენ და ფოტოების გადაღებაც დაიწყო. რესტორანში მისულებს, ეზოში მწკრივად დადგმული სკამები დახვდათ. რომელსაც ძირს დაყრილი ვარდები უფრო მეტად ალამაზებდა . ხელის მოწერის ცერემონია უკვე დასასრულს უახლოვდებოდა წვიმა, რომ დაიწყო. დიანამ ბოკუჩავას დაბღვერილ სახეს შეხედა. -ხომ გეუბნებოდი. -მე მიყვარს წვიმა, მათესთან ერთად. დაიყვირა და მათეს ყელზე ჩამოეკიდა. სოხუმსკიმ წელზე მოხვია ხელი და დააბზრიალა. -ცოლ-ქმრად გაცხადებთ. ხმამაღლა თქვა ქალმა და მაგიდაზე არსებული ფურცლები ხელში დაიკავა. იქ მყოფების ტაშის ხმაზე წვიმამ უფრო მეტად იმატა , ამიტომ შენობაში გადაინაცვლეს და დაიწყო ქეიფი და გართობა. თამადამ ახლად შექმნილი ოჯახი დალოცა და ბედნიერება უსურვა. -ახლა მეფე-პატარძალმა უნდა იცეკვოს. სანდრომ მხარი გაკრა მათეს. -რააა? თავი წამოყო დიანამ. -რაო რძალო ცეკვა არ იცი? გაიცინა სანდრექსამ. -აუ მათე. -ერთი გავიცეკვოთ და ეგაა. ტუჩის კუთხე ჩატეხა და გოგო ფეხზე წამოაყენა. -ცეკვა ქართული. შესძახა სანდრომ და წყვილს ტაში დაუკრა. სალომე წამოდგა ფეხზე და მობილურით სურათების გადაღება დაუწყო მოცეკვავე ცოლ-ქმარს. ცეკვის დამთავრებისთანავე დაიწყო თანამედროვე მუსიკა. დიანამ კომპლექსები სადღაც შორს მოისროლა და მათესთან ერთად დაიწყო "ცანცარი". ძალიან გაერთო. არც ერთი მუსიკა არ გამოუტოვებია. სუფრა უფრო გაძლიერდა. ყველა სვავდა და ერთობოდა. სასმელი თავისას შვებოდა და ხალხს აბრუებდა. დიანას კარგად მოკიდებოდა წითელი მათრობელა ღვინო, რომელიც უფრო მეტად ახალისებდა. -რძალო არ მეცეკვები? სანდრომ გაუწოდა ხელი პატარძალს. -წამო. მაშინვე დათანხმდა და მოცეკვავე ხალხს შეუერთდნენ. -უკვე მეორედ ვარ ასეთ სიტუაციაში და ახლა ნამდვილად ვიცი, რომ მათეს სიგიჟემდე უყვარს ის ერთი რომელთანაც სამუდამოდ დარჩება. -ვერ გავოგე, რას გულისხმობ? წარბები შეკრა დიანამ. -ა ისეთი არაფერი. კარგად ცეკვავ.. -მიხვდა შეცდომა სადაც დაუშვა და თემა შეცვალა. -შენც ასევე. სადმე დადიოდი? -რაგბზე. გაიცინა. -მე ცეკვა ვიგულისხმე. სიცილში აჰყვა ბიჭს. ცეკვასთან ერთად ლაპარაკსაც ასწრებდნენ. მერე პარტნიორი სალოს პარტნიორში გადაცვალა და ახლა ბაჩუკისთან ერთად დაიწყო ცეკვა. -მიხარია ასეთი ბედნიერი, რომ ხარ. გაუღიმა. -შენც მენახე ასეთი ბედნიერი სუ რამოდენიმე თვეში. -ო ეგ არ გამოვა ჯერ. გაიცინა. -შენ ეცადე. თვალი ჩაუკრა. ცეკვის დასრულებისთანავე თავის ადგილს დაუბრუნდა. შუა სუფრასთან მჯდომი გუკა ფეხზე წამოდგა და წყვილისკენ გაემართა. -გილოცავთ ტო სუ ბედნიერები ყოფილიყავით. გადაეხვია ბოკუჩავას, გოგოს კი ლოყაზე აკოცა. დიანამ სალოს გახედა, რომელიც სახეზე აწითლებულიყო. -დიანა არ მეცეკვები? -ძაან დავიღალე, არ გეწყინოს გუკა რა. აი მე თუ ვერა ჩემი გოგო გეცეკვება. ხელი მოკიდა სალოს და ფეხზე წამოაგდო. -კაი მარა შენც მეცეკვები იცოდე. -აუცილებლივ. გაუღიმა მიმავალ წყვილს. მათეს ეჭუკჭუკებოდა ნანა, რომ მიუახლოვდა. ნაწყენმა გახედა დედამისს. ბოკუჩავა მიესალმა ქალს და ფეხზე ადგა.. -მე ეზოში გავალ მოვწევ. საფეთქელთან აკოცა ცოლს და გაცილდა. -გილოცავ დედა. -მადლობა ნანა. -დიანა ნუ მელაპარაკები მასე. არაფერი დამიშავებია. ცრემლით აევსო თვალები. -მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი, ნუთუ ასეთი ძნელი იყო? -ვერ მოვიდოდი. -ახლა ხომ მოხვედი? ნანა ხანდახან მგონია, რომ გოგა ისევ გიყვარს. -ნუ სულელობ. ახლა იმიტომ მოვედი, რომ შენ ხარ. იქ კი ის სახლია სადაც წლები გავატარეთ მხოლოდ ჩვენ სამმა. აღარ მინდა დიანა წარსული, ის მოგონებები და გახსენებები. მომავალი წინაა და უკან ვერ გავიხედავ. -დედა გთხოვ ხელს ნუ მკრავ იმის გამო, რომ შენი წარსული გოგას უკავშირდება. მარტოს ნუ დამტოვებ შიშისა და მოგონებების გამო. ნანა მჭირდები. ისევე მჭირდები როგორც გოგა. -ძალიან მიყვარხარ დიანა. გადაეხვია. -ჩემი შვილი ხარ. ჩემი პატარა გოგო.. გთხოვ მაპატიე. -აღარ გვინდა, ვსო. ლოყაზე აკოცა ნანას და დედამისთან ერთად საცეკვაო მოედნისკენ წავიდა. გიორგი მიუახლოვდა დედა-შვილს, ამიტომ დიანამ უკან დაიხია და თავის მეუღლეს გააკითხა. მათე სიგარეტს ეწეოდა და ზურგშექცევით იდგა. ამიტომ ჩუმად მიუახლოვდა და უკნიდან მიეკრო. -უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ.... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. გულიდან წამოსული ემოციით ამოთქვა. -შენ უკვე ბევრი დაგილევია. სიგარეტი გადააგდო და გოგოს ხელები წელზე შემოხვია. -ჩემო პატარა. ტუჩები მიაკრო ყელზე. -შენთვის სურპრიზი მაქვს. გაუღიმა თვალებ აბჭყვიალებულს. -რა სურპრიზი? -ის რომ მე და .. -სადაა ცოლ-ქმარი?.. სად დატყდა მეფე და დედოფალი?.. სიტყვა რესტორნიდან გამოსულმა ხმამ გააწყვეტინა, რომელიც ლეოს ეკუთნოდა. -ვიხმობ ახალდაქორწინებულებს. მიკროფონის ხმა უფრო მეტად იკვეთებოდა. -რა ხდება? წარბები შეკრა მათემ. -წამო შევიდეთ თორემ ეგ არ გაჩერდება. ხელი ჩაკიდა მეუღლეს და შენობაში შეაბიჯეს. -აი გამოჩნდნენ.. სიტუაცია ასეთი იყო, ლევანი მიკროფონით ხელში იდგა შუა სცენაზე, უკან ბიჭები ედგნენ, რომლებიც იცინოდნენ და წყვილს უყურებდნენ. - ჩემი დიანა, ჩემი და რომელიც ასე, რომ ვთქვათ გამიფრინდა და დამტოვა მიტოვებული ტყუპივით, გათხოვდა. ბევრი ლაპარაკი არასოდეს მიყვარდა, მაგრამ ახლა არ გავჩუმდები. თითს სასაცილოდ იქნევს და აგრძელებს. -ერთ დღესა და წელს დავიბადეთ. ერთად გავიზარდეთ, ერთად დავდიოდით სკოლაში და ახლაც ერთად დავდივართ უნიში. რამდენიმე თვის უკან ვერც ვიფიქრებდი ეს მომენტი ასე მალე თუ დადგებოდა. რატომღაც მეგონა, რომ დიანას მე დავასწრებდი და თავად მოუწევდა ჩემი გამოგლოვა მისი მიტოვების გამო, მაგრამ შევცდი. ახლა ვუყურებ მის ბედნიერებას და მეც ვიზიარებ მის სიხარულს. არ მემეტება ჩემი გოგო არავისთვის მაგრამ მე ვინ მკითხავს. ყველაფერი იცვლება დროსთან და წელთან ერთად, მაგრამ ჩემჯ და შენი სტატუსი ვერასოდეს გაქრება. შენ მაინც ჩემი დიანუკა იქნები. ისევ ის გოგო მე, რომ ვიცავდი ხოლმე. ვიცი ძაან გამიგრძელდა, მომიტევეთ დალეული მაქვს თან. იცინის... - მათე აქამდე ნათქვამიც მაქვს და ახლა საჯაროდ გეტყვი, დიანას წყენინება ჩემი წყენინებაა და ჩემს გაბრაზებას არ გირჩევ. ნუ მუქარა იქით იყოს, ახლა ორივეს ბედნიერებას გისურვებთ , სულ ასეთი თვალებით შეგეხედოთ ერთმანეთისთვის, სიყვარულის თვალებით. ჭიქა მაღლა ასწია. -ახალ-დაქორწინებულ წყვილს გაუმარჯოს. ხმამაღლა შესძახა და ხალხიც აიყოლია. მათე და დიანა იცინოდნენ. უცებ კარაოკე ჩაირთო დიდ ეკრანზე, ახალგაზრდები სცენაზე დადგნენ და რამოდენიმე მიკროფონი მოიმარჯვეს. ერთად მღეროდნენ Daniel powter-ის crazy all my lifeს. თან ტანს აყოლებდნენ მუსიკას და მხიარულობდნენ. მერე ცალცალკე იმღერეს სხვადასხბა სიმღერა, სხვადასხვა ჟანრის. დაღლილები დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილს. დიანა ისევ კისკისებდა. სასმელი უკვე კარგად მოკიდებოდათ ახალგაზრდებს.. უკანა სუფრაზე რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და სანდრო მაშინვე ფეხზე წამოვარდა. -სანდრექს მშვიდათ. ბოკუჩავამ თვალით გოგოებზე ანიშნა და დინჯი ნაბიჯებით წავიდა მოჩხუბარი ახალგაზრდებისკენ.. ბიჭები რესტორნის ეზოში გავიდნენ. სოხუმსკიმ მშვიდობიანად მოაგვარა უაზრო წაკამათება და ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა. აკანკალებულ დიანას ხელი გადახვია. -დამშვიდდი არაფერი მოხდება. -ტვინს ტყ*ავენ ეს ღლაპები. სანდრომ თვალი გააყოლა შემოსულ ბიჭს. -ვინაა ეგ ვაფშე? -ჩემი კურსელია.. დიანამ დამნაშავესავით ჩახარა თავი. -კაი არაუშავს. მორჩა. თავზე აკოცა ცოლს. -მათუნა არ უნდა მეცეკვო? ლილე მიეკრო დეიდაშვილს. -უი ეს აქ არის. სანდრომ ვითომ ახლა დაინახა ქალბატონი. -ისე დაბერდა თვალებშიც დააკლდა. ვითომ არაფერი ისე თქვა და მათეს ფხუკუნზე თავი უფრო მეტად აწია ზევით. -ენის დამოკლება არ გაწყენდა. ბრაზით აენთო თვალები. -რაო სნდრექს გიჭამს ნეერვს? კოკა მიუახლოვდა და დიანას გვერდით დასკუპდა, სადაც წესით სალომე უნდა მჯდარიყო, რომელიც იმ წამს გუკასთან ერთად ეზოში იყო გასული. -ეჰ.. ხელი ჩაიქნია სანდრომ. -ის ნაშა ვინაა ტო? კოკამ თითი შავგვრემან გოგოსკენ გაიშვირა. -ჩემი ძმაკაცის დაა. ბოკუჩავას ეს ფრაზა იმას ნიშნავდა, რომ მორაგბის დაა ეგეთები არ გაგივა რაც გაგდის სხვებთანო, ამიტომ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, გოგო კიდევ ერთხელ აათვალიერა და მის მიმართ გაჩენილი ფიქრები წამში გააქრო. მათე და ლილე საცეკვაოდ წავიდნენ. კოკამ დიანა დაპატიჟა და ისიც გაერთო. -რა ქვია? მაინც ვერ მოისვენა. -კესო. -ლამაზი სახელია. მისკენ დაიძრა. -კოკა. მათემ სცადა შეჩერება, მაგრამ დიანამ შეუშალა ხელი. . -დაანებე თავი გაერთოს. -ვიცი მე მაგის გართობა. ღამის საათები იყო ხალხი, რომ აიშალა. რესტორანი კლუბის სტილში გადაიქცა, შუქი ჩაქრა და ფერადი განათებები ჩაირთო. ახალგაზრდობამ შეუბერა..ასე რომ ვთქვათ თავზე დაიმხეს რესტორანი. დაშლას მგონი არც აპირებდნენ, ამიტომ დიანა და მათე დატყდნენ. მათეს არც ისე ბევრი ქონდა დალეული, ამოტომ ავტომობილი უპრობლემოთ ატარა. დიანა ხელში აყვანილი შეაბრძანა სახლში და მისაღებში დივანზე ჩამოსვა. იატაკზე სულ ფერადი ბუშტები ეყარა, კედლებზე კი ფერადი ქაღალდები იყო მიკრული, რომელზეც მიყვარხარ ეწერა. ბოკუჩავამ კარები გადაკეტა და დიანასკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. გოგო ეშმაკურად უღიმოდა აციმციმებული თვალებით. -მგონი ეს შუქი ზედმეტია. სინათლე წამში ჩააქრო. დიანას ხელი მოკიდა და თავისკენ მიიზიდა. -და ეს კაბა მგონი გასუქებს. -რააა? ხელის კვრით მოიშორა ბიჭი და თავისი თავი აათვალიერა. -მერე ახლა მეუბნები მაგას? -ჯობია მოგაცილო. სიცილით გაუხსნა ელვა შესაკრავი. -ცანცარა. გაუცინა და ყელში აკოცა ბიჭს. -მართლა მასუქებს? -ნწ.. გამშვენებს მარა ახლა არ გვაწყობს. თვალი ჩაუკრა მის პატარას, ხელში ბუმბულივით აიტაცა და ოთახისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. “სიყვარულია როდესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში.” – ერნესტ ჰემინგუეი დილით გაღვიძებისას ისევ ერთმანეთის თვალებს გადააწყდნენ, ამჯერად სულ სხვა ემოციებით ავსებულები. -პატარა მალე ადექი მივდივართ. შარვალი ამოიცვა მათემ და ფარდები უფრო მეტად დააშორა ერთმანეთს. -სად მივდივართ? საწოლზე წამოჯდა. -სურპრიზია. -მითხარი რა მათე. მუხლებზე დადგა და ბიჭს ყელზე მოეხვია.. თან სახეს უკოცნიდა. -იცი როგორც უნდა იმოქმედო ხო? გოგო მსუბუქი ხელის კვრით გადააგდო უკან და გაღიმებული ზევიდან მოექცა. -გერმანიაში პატრა. მთელი თვით. მხოლოდ ჩვენ ორნი..ტუჩებში მოწყვეტით აკოცა კაოცებულს და ფეხზე წამოდგა.. და ამის -თითი მის შიშველ სხეულს აატარ ჩაატარა. - to be continued. ტუჩის კუთხე ჩატეხა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.