შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი(მესამე თავი)


20-01-2018, 15:09
ავტორი gulia
ნანახია 1 084

-მე... მე... კარგი_მხოლოდ ესღა დამცდა, ამის მეტი არც იონეს უთქვია რამე.
ისევ ჩუმად ვისხედით, სანამ იოანემ მზერა ჩემი მხრისკენ არ გამოაპარა, კაბის მახარი ოდნავ გადამიწია და ხმამაღლა ამოიკითხა:
-სიკვდილმისჯილი!_ცოტა ხანს ჩაფიქრდა და_ რატომ ეს?
-ალბათ იმიტომ, რომ როგორც ყველას ისევე ჩემი ბოლო სიკვდილია ანუ სიკვდილმისჯილი ვარ!
-ამის მეტი აღარ გაქვს?!
-არა!
-და არ გინდა? ან უკეთესი მე და შენ ერთად დავიწეროთ რამე!
-რატომ ერთად?
-ისე უბრალოდ!_მივხვდი ეს გულწრფელი პასუხი არ იყო მაგრამ აღარ ჩავეძიე და უბრალოდ დავთანხმდი. მას კი ისე გაეხარდა ჩემკენ მოიწია და მაგრად ჩამეხუტა. იმ დაძაბული წუთების შემდეგ თითქოს ორივემ შვებით ამოვისუნთქეთ.
შემდეგ ისევ საჭეს მიუტრიალდა და ქალაქისკენ გავემართეთ. გზაში გადავწყვიტეთ რომელს რა უნდა დაგვეწერა და ტატუმასტერისგან რომ გამოვედით მე მაჯასთან “happiness-ბედნიერება“ მეწერა, იოანეს კი “unfamiliar- უცნობი”.
გამოვედით, იოანეს არაფერი აღარ უთქვამს ეგრევე სახლისენ წამიყვანა. მანქანიდან გადმოვედი და იოანეც უკან გამომყვა. კორპუსში შესვლას ვაპირებდი, რომ მან ხელი დამიჭირა და მაგრად ჩამეხუტა. ისე მესიამოვნა, რომ მინდოდა ეს წამი არასდროს დამთვრებულიყო. შემდეგ ყურში ჩამჩურჩულა:
-მიყვარხარ ბუზღუნა._ და სახლისკენ გამიშვა, რაც იმ წამს ეს საშინლად არ მინდოდა მაგრამ რა გზა მქონდა.
სახლში რომ შევედი უკვე თორმეთის ცხრა წუთი იყო. კარი ბრთხილად დავკეტე, მეგონა ნიას ეძინებოდა, მაგრამ ის გაბრაზებული დივანზე იჯდა. რომ დამინახა წამოხტა და დაიწო:
-შენ გოგო ნორმალური ხარ?! სად ხარ ამდენ ხანს?! მთელი ხუთი საათია სამსახურს მორჩი და... ლამის გავგიჟდი ნერვიულობისგან! ზუსტად ცხრამეტჯერ დაგირეკე!
-ნია._ პასუხზე ჩავფიქრდი და გამეცინა_ მე და იოანე ერთად ვიყავით და იმიტომ შემაგვიანდა.
-რაა!_ გაოგნდა ნია და ახლა მან გააპარა მზერა ჩემი ახალი ტატუსკენ თვალი. _ ეს რა არის?!
-კარგი, კარგი მოგიყვები_ საწოლში შევწექი და დავიწყე მოყოლვა. თან თბილად მეცინებოდა აქა-იქ.
მეორე დილით ისევ ადრე ავდექი. ნია ისევ ეძინა. სამსახურისთვის გავემზადე და კალენდარში ჩავიხედე. უკვე 29 ივნისი იყო და გულში გავიფიქრე ჩვენი დასვენების დროც მოვიდა. ჩემი სტატის საქაღალდეს და ჩანთას ხელი დავავლე და ნახევარ საათში უკვე სამსახურში ვიყავი.
გზაში კი გადავწყვიტე, რომ ნიასთვის სურპიზი გამეკეთებინა და სამსახურში შვებულება ამეღო. რათა დასავენებლად ქობულეთში წავსულიყავით.
ოფისში შევედი. იოანეს თბილად მივესალმე და გავუღიმე. შემდეგ ჩემი დაწერილი სტატია ერთ-ერთ რედაქტორს ვაჩუქე და დირექტორის კარზე დავაკაკუნე:
-შეიძლება ბატონო დირექტორო?
-კი მია შემოდი! რამე მოხდა?
- დიახ ბატონო დირექტორო. იცით მე შვებულების აღება მინდა ერთი თვით!
მიზეზიც არ უკითხავს ისე მომცა შვებულება. სასწრაფოდ სახლში გავჩნდი. შიგნით შევედი და ვყირივარ:
-ვაშააა! დასასვენებლად მივდივართ!
ჩემს ყვირილზე ნიაც მალე გამოერკავა, ოთახიდა გამოვარდა და მაგრად ჩამეხუტა.
-არც კი მჯერა! რა მაგარია!-სიხარულით მიპასუხა.
შემდეგ ორივენმა ჩვენი შეგროვილი თანხა გადმოვიღეთ და საშოპინგოთ წავედით. ქუჩაში მოვდიოდით როდესაც ნია ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინასთან გაჩერდა გაოცებული სახით.
-მია, მია ნახე! რა ლამაზი კაბაა! ზუსტად საშენოა!_მართლაც ძალიან ლამაზი იყო. მუქი შინდისფერი იყო, მოშიშვლებული ზურგით, მუხლამდე ვიწრო, მუსხლი ქვემოთ კი ლამაზად ეშვებოდა ფართო ნაწილი.-წამოდი ვიყიდოთ რაა!
-კარგი წამოდი!_არც ისე მიყვარდა კაბები მაგრამ ამ კაბამ ძალიან მომხიბლა.
საღამოს მატარებლი ბილეთები ვიყიდეთ და სახლში დავბრუნდით. ბარგი ჩავალაგეთ, ყველაფერი მოვამზადეთ და ათ საათზე დავწექით. მაგრამ ვერც ერთმა ვერ დავიძინეთ.
-მია გძინავს?
-არა ვერ ვიძინებ. სულ იოანეზე ვფიქრობ.
-რამე მოხდა?
-არა, მაგრამ მთელი დღეა არც მოუწერია და არც დაურეკავს. _ თითქოს გულმა უგრძნოო, ხუთ წუთში ესემესი მომივიდა ტელეფონზე. „ საყვერელო გაემზადე და დაბლა ჩამოდი, სადღაც მივდივართ <3 <3 <3“
ამ ესემესს ყურადღება არ მივაქციე და ისევ თვალები დავხუჭე. ოც წუთში ისევ მომდის ესემესი. „ახლავე დაბლა გელოდები, მანდ არ ამომიყვანო <3 <3 <3“ ესემესი ხმამაღლა ამოვიკითხე და ნიამ მითხრა:
-წადი ნუ ჯიუტობ, ხომ იცი რომ არ მოგეშვება!
-ჰო კარგი!
საწოლიდან ისე ავდექი თითქოს წასვლა არ მინდოდა, არადა ძალიან მონდოდა მისი ნახვა.
სწრაფად გავემზადე და დაბლა ჩავედი. ჩემს დანახვაზე იოანე მანქანიდან გადმოვიდა, მომიახლოვდა, მაგრად ჩამეხუტა და ყურში ჩამჩურჩულა:
-მომენატრე ბუზღუნა.
-მე არც ისე._ უხეშად ვესროლე და სიმართლე ისევ არ ვაღიარე.
-აბა რატომ ჩამოხვედი?_ამით კი საპასუხო გზა მომიჭრა, მაგრამ მითხვას კითხვითვე ვუპასუხე და თავი ავარიდე პასუხს.
-შენ ის მითხარი აქ რატომ ჩამომიყვანე?
-დაჯექი და გაიგებ!
-რომ არ მცალია.
-დაჯექი ჩემთვის გცალია!
ტყუილუბრალოდ წაკინკლავება და იოანესთვის ნერვებისმოშლა აღარ მოვინდომე და მანქანაში დავჯექი. მთელი გზა აუზროდ ვიჯდებოდი, მანქანაში ყურსასმენები რომ არ მეპოვნა. „Pasclal Junior- Shadows”-ს ჩავრთე და ღრმა ფიქრებში წავედი და მანამდე ვერ გამოვერკვი სანამ მანქანა სადღაც ტყის პირას არ გაჩერდა. ყველაფერი რომ შევათვალიერე, შემეშინდა და მთელი შიში თვალებზე ამესახა. იოანემ კი ხელი მომკიდა და მითხრა:
-რაიყო, ნუ გეშენია ბუა კი არ ვარ!
-სად ვართ?
-ჩემი აგარაკია. ძალიან წყნარი და სასიამოვნა ადგილია, მოგეწონება.
ხელი-ხელჩაკიდებულები ორ წუთში ხის არც თუ ისე პატარა სახლს მივუახლოვდით. შიგნით რომ შევედით, ოთახის შუაში მაგიდა იყო გაშლილი ორ კაცზე. ამის დანახვაზე გული ძალიან გამითბა და სიხარულის ცრემლები წამომცვივდა.
-მია!_ წარბშეკრულმა მიმანიშნა ნუ ტირიხარო.
-კარგი მაპატიე._ და ცრემლები მოვიწმინდე.
- არ მიყვარს როდესაც ტირიხარ.
-კარგი აღარ ვიტირებ!
-მოგეწონა? მთელი საღამო ამ ყველაფერს ვაკეთებდი.
-ძალიან ლამაზია. მადლობა!
მაგიდას მივუსხედით, ცოტა ვივახშმეთ. შემდეგ მაგიდიდან ჭიქები და ღვინო ავიღე, ტელევიზორში კომედიური ფილმი ჩავრთე და დივანზე მოვკალათდი. იოანეც გვერდზე მომიჯდა და ხელი გადამხვია. ნახევარი საათი ღვინოს ვწრუპავდით და ვიცინოდით. შემდეგ ვეღარ მოვითმინე და იოანეს ჩავეხუტე.
დილით ისევ სახლში გამეღვიძა. გაოგნებული ვიყურებოდი და ვფიქრობდ: ნეტავ ეს მომეჩვენა?
ნია ოთახში რომ შემოვიდა და ჩემი სახე დაინახა, გაიცინა და მითხრა:
-დაწყნარდი ეს ყველაფერი არც დაგსიზმრებია და არც მოგჩვენებია. გუშინ სადაც იყავი, იქ ჩაგძინებია და იოანემ სახლში ისე მოგიყვანა რომ არც კი გაგაღვიძა. კარგი ახლა ადექი და გაემზადე, თორემ დაგვაგვიანდება მატარებელზე.
აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი, ბარგი ავიღე და ჰერი-ჰერი ბათუმის სადგურში და შემდეგ ქობულეთში. მაგრამ მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი რომ აქ წამოსვლის თაობაზე იოანესთვის არაფერი არ მითქვამს და ალბათ რომ გაიგებდა როგორ გაბრაზდებოდა. ვფიქრობდი და თან გეგმებს ვაწყობდი როგორ დამეძვრინა მოსალოდნელი სიტუაციიდან თავი.
მატარებლიდან რომ ჩამოვედით მაშისნვე ჩვენი სასტუმროსაკენ გავეშურეთ, გასაღები ავიღეთ და კიბეებზე მივდიოდით, ყურში იოანეს ხმა რომ ჩამესმა. მაგრამ ალბათ მომეჩვენათქო და ყურადღება აღარ მივაქციე. მაგრამ დერეფანში რომ შევედი და იქ იოანე რომ დავინახე თავის ვიღაც ძმაკაცთან, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. იოანემაც მალე დამინახა, ჩემსკენ წამოვიდა და ყელში მაკოცა:
-შენ რა გეგონა აქ მარტო გამოიპარებოდე საგულაოდ?
-მე... შენ საიდან გაიგე, რომ აქ მოვდიოდით?
-მაგის გაგებას რა უნდოდა! მხოლოდ რამდენიმე წამი!_ეშმაკურად გამიღიმა.-გაიცანით ეს ჩემი ძმაკაცი ნიკუშაა, ნიკუშა ეს მიაა, ეს კი ნია! ხო და მთავარი მე და შენ, მია ამ ოთახში ვიქნებით ერთად, ნია და ნიკა კი აქ!
-არარსებობს!_თითქმის ერთდროულად წამოვიძახეთ მე და ნიამ.
გასარები ამოვიღე და ნიასთან ერთად ჩემს ოთახში ვაპირებდი შესვლას. მაგრამ ნიას იოანემ დაასწრო შემოსვლა, კარი გადაკეტა და გარეთ დარჩენილებს მიაძახა:
-კარგად შეეწყვეთ!
-რას აკეთებ?!
-ოთახში შემოვედი! მეც ხომ მინდა დასვენება!
-ახლავე გადი აქედან და ნია შემოუშვი_კარისკენ წავედი, მაგრამ იოანემ არ გამიშვა და წინ გადამეღობა.
-კარგი რა მია! ნიას უკვე აქვს ოთახი._და საწოლზე გადაეშვა.
-კარგი რახან ასე გინდა იყოს ასე! მაგრამ ინანებ ამას!
-მაგასაც ვნახავ! ისე მე და შენ ერთად დავიძინებთ ხოლმე?
-რაა? რა თქმა უნდა არა! შენ დივანზე დაწვები ხოლმე!
-ჰმ. ასეც ვიფიქრე.
ბარგის ამოლაგება დავიწყე. ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინე. შემდეგ იოანემ დაიწყო თავისი ნივთების მოწესრიგება. აბაზანაში შეიტანა რაღაც-რაღაცეები და იქიდან გამომძახა:
-მია, აქ მგონი ვიღაცას შამპუნი დარჩა!
-რა შამპუნი?
-აი ეს!_და გარეთ გამოიტანა._საბავშვოა ნახე!
-სულელი ხარ!
-რატომ? მე რა შუაში თუ ვინმეს დარჩა?
-ეგ ჩემი შამპუნია და დადე თავის ადგილას!
-რა? შენი? შენ გოგო მართლა არ გაზრდილხარ?_ ხმამარალი სიცილით შევიდა ისევ სააბაზანოში.
უკვე საღამო იყო. ყველანი ძალიან დაღლილები ვიყავით, ამიტომ იმ დღეს სახლში დარჩენა გადავწყვიტეთ. ათ საათზე დასაწოლად მოვემზადე. იოანე ისევ საწოლზე იწვა და ტელეფონს ჩასცქეროდა. გამოსარკვევად კი ხელი მივკარი.
-გადადი უნდა დავწვე!
-აუ მეც აქ დავწვები რა! არ მინდა იქ ძილი._თავის ჭკუაში თავს შემაცოდებდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-არა გადადი, ახლავე.
-ჰო კარგი, ჯუიტი_წაიბურდღუნა და დივანზე მოკალათდა.მე კი ისე დავწექი. რომ იოანე არ დამენახა. კარგა ხანს თვალები მეხუჭა, მაგრამ ვერ დავიძინე. როგორც ჩანს ვერ იოანემ, რადგან ცოტა ხანში დივნიდან წამოდგა და თავზე ბრთხილად მაკოცა.
დილით თერთმეტ საათზე ნიას ესემესმა გამაღვიძა."ძილისგუდებო, ადექით გარეთ გავიდეთ". საწოლიდან წამოვდექი და იოანეს წინ დავიხარე.
-იოანე.
-რაიყო?
-ადექი ზღვაზე გავიდეთ რა!
-ახლავე._ თან მთქნარებას ვერ იკავებდა.
ტანსეცმელი ავიღე და აბაზანაში უნდა შევსულიყავი, რომ იოანე წამოხტა და შესვლა დამასწრო.
-საზიზღარო!_მივაძახე.
ხმა არ გამცა და თხუთმეტ წუთში ოთახში, შორტებში გამოწყობილი გაჩნდა. ახლა მე გავემართე და იქიდან მოკლე ჯინსის შორტითა და ტოპით გამოვედი. იოანე მე მომაშტერდა და ძლივს ამოღერღა:
- ძალიან ლამაზი ხარ!
აბაზანის კარზე მიმაყუდა და ყელში კოცნა დამიწყო. ამ წამს მივხვდი, რომ ჩემი ინიციატივის გარეშე ტუჩებში ალბათ არასოდეს მაკოცებდა. მის ხუჭუჭა თმაში ხელი შევაცურე, თავი მაღლა ავაწევინე და ვნებიანად ვაკოცე. ეს ჩემი პირველი კოცნა იყო და ძალიან სასიამოვნოც. ჩემი ტუცები მისას რომ მოვაშორე, იოანე იდგა და გაშტერებული მიყურებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent