შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარასოდეს(5)


20-01-2018, 22:08
ავტორი sati
ნანახია 1 602

-იცი ხოლმე მომენტების გაფუჭება-სახის გამომეტყველება არ შეცვლია, პასუხი კი არც გაუფიქრია.
-არ მენდობი?
-გიცნობ საერთოდ?
-შეგვიძლია გავიცნოთ ერთმანეთი.
-არა, არ გამოვა.
-რატო?
-ჩემ დას მოწონხარ.
მათეს გაეცინა.
-საიდან მოიტანე?
-უბრალოდ ვიცი, ამიტომ ჯობია ის გაიცნო.
-მე რომ შენთან მინდა ურთიერთობა?
-მე მკითხე რა მინდა?
-არა, შენ ჯიუტი ხარ და იმას არასდროს მეტყვი რასაც ფიქრობ.
-იქნება და გითხრა.
-მიდი. მომიყევი.
-ეხლა არა. თავი მისკდება.
-კარგი-წამოდგა და გასვლა დააპირა.
-მადლობა.
არც მოუსმენია ისე გავიდა. შემდეგ კი ქრისტინე შევიდა.
-რა ტვინის შერყევა რატომ იცის სრულიად უცნობმა ადამიანმა და მე არა?
-მათე სრულიად უცნობია? ლაზარემაც იცოდა.
-ლაზარემ მაინც რატო არ თქვა?
-მე ვთხოვე.
-ეკატერინე გამოდის რომ ყველაფერი იცოდა ყველამ ჩემ გარდა, როდის გაწყდა ჩვენ შორის ურთიერთობა?
-არ გამწყდარა, უბრალოდ ვიცოდი რომ ტყუილად დაიწყებდი ნერვიულობას. 2დღეში გადამივლის და მოგეხმარები კაფეში.
-2დღეში არა ის, კარგახანი მოგიწევს აქ წოლა.
-შენ ხო მათე გიყვარს?
-კი.
-ხოდა არაფრის კეთებას არ აპირებ? უკვე დროა.
-რისი დროა.
-დაბერდი ქრისტინე! გათხოვების დროა!-ეკატერინემ გაიცინა.
-მართლა თავი მიგირტყამს-მძიმედ ამოისუნთქა.
-არა, მართლა. დაგეხმარები, ხვალ კაფეში დავპატიჟოთ, მარტო იქნებით და რავი, მემგონი შეყვარებული არ ყავს, ეხლა ერთი თბილი ჩახუტება და დამიჯერე...
-ეკატერინე, ნუ მასწავლი. ძაან მაგრა დაგირტყამს თავი.
-დაპატიჟებ?
ქრისტინე წამოდგა და კართან მივიდა, გასვლის წინ კი სწრაფად უპასუხა.
-კი-და გავიდა. ეკატერინე თვითონ ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა, მაგრამ იცოდა რომ კარგს არაფერს. დილით სახლში არავინ დახვდა, ქრისტინე უკვე კაფეში იყო წასული. საათს რო დახედა 1იყო დაწყებული, პირველად ეძინა ამდენი ხანი. უსაქმურობა კლავდა. წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, საუზმე გაიკეთა და მაგიდასთან დაჯდა. მხოლოდ შემდეგ გაახსენდა რომ საღამოს ლექცია ჰქონდა.
-და რა ვქნა... ვერ გავაცდენ... იქნებ ლაზარეს ეცალოს და გამიყვანოს.
ტელეფონი აიღო და ლაზარეს გადაურეკა.
-ალო?-ტელეფონში ლაზარეს ჩურჩული გაისმა.
-რატო ჩურჩულებ?
-ლექციაზე ვარ, რა იყო?
-ა, არაფერი. დღეს გცალია?
-3ლექცია მაქ მიყოლებით, საღამოს გვიან კი. რამე მოხდა?
-არა, კაი მერე დაგირეკავ-გაუთიშა, ეხლა გაბრიელზე დაფიქრდა, მაგრამ მალევე შეიცვალა აზრი, რადგან იცოდა რომ არ გაიყვანდა, ტვინს წაუღებდა რადგან წოლითი რეჟიმი უნდა დაეცვა. ვინ რჩებოდა? დიტო, მაგრამ მისთვის დარეკვაც არ უნდოდა, ეზარებოდა მისი გაუთავებელი ლაპარაკი. თავი საკმარისად ტკიოდა. მოუწევდა მარტო გასვლა. იქამდე იწვებოდა და ალბათ გამოკეთდებოდა კიდეც. ტელეფონში ყურება არ შეილებოდა, არც წიგნის კითხვა, რა უნდა ეკეთებინა მთელი დღე? საწოლში დაბრუნდა და მალე ისევ ჩაეძინა. საღამოს გაეღვიძა, ლექციამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი. წამოდგა , ჩაიცვა, ჩანთა გადაიკიდა და სახლიდან გავიდა. იქამდე ფეხით მოუწია წასვლა, რადგან აგვიანდებოდა. ნელი ნაბიჯებით მიდიოდა, თვითონ უკვირდა თავბრუ როგორ არ ეხვეოდა. როგორც იქნა მიაღწია. გაუმარტლა რადგან ამ ლექციაზე არც ანა იყო და არც ლაზარე. ამიტომ ვერც ერთი ვერ წაუღებდა ტვინს. როგორც კი დაამთავრა, სახლისკენ წავიდა. რო მივიდა მათე და ქრისტინე დახვდა, მისაღებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ.
-შენ, არ გეძინა?-ქრისტინემ გაკვირვებულმა შეხედა.
-ლექცია მქონდა-კარი დაკეტა და გასაღები მაგიდაზე დადო.
-აუ ეკატერინე ეხა არ თქვა ფეხით წავედიო.
-რა მექნა, არც ლაზარეს ეცალა და არც გაბრიელს.
-დაურეკე რო გაბრიელს?
-არა.
-იმიტო რო იცოდი რო მე მეტყოდა.
-ხო აი ზუსტად მაგიტო ქრისტინე, რო ორი წლის აღარ ვარ. ღამე მშვიდობის.
-რა ღამე მშვიდობის, მოდი დაჯექი ჩვენთან ერთად-მათემ თხოვა.
-ხო დაჯექი-ქრისტინეს სახე მოეღუშა.
-არა-მისი სახის დანახვაზე აზრი შეიცვალა-დავიღლე და თავბრუ მეხვევა, ალბათ არ უნდა წავსულიყავი, მართალი ხარ ქრისტინე-ოთახში გავიდა და კარი მოიხურა. მათე მიხვდა რის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ მის თამაშს არ აყვებოდა. სხვა ადამიანების გრძნობებზე თამაში არ უყვარდა. ამიტომ ქრისტინეს მიუბრუნდა.
-ქრის, მე და შენ რამდენი ხანია ვმეგობრობთ? ბავშვობიდან... ხო იცი როგორ მიყვარხარ, პატარა დასავით მყავხარ, როგორც ჩემი მეორე და.
-და? მარტო და?
-ხო... შენ არა? როგორც ძმა-ცდილობდა ეს ყველაფერი ღიმილით ეთქვა.
-გასაგებია...-სკამიდან წამოდგა.
-ქრის... არ გვინდა რა ამ მეგობრობის გაფუჭება, გთხოვ. თან ეხლა ის დრო არ არის ჩემ ცხოვრებაში როდესაც... მე არ ვარ მზად ურთიერთობისთვის.
-სხვა გიყვარს?
-არა.
-კარგი...
-წავალ ხო? დას უნდა მიხედო.
-კაი...
ერთმანეთი გადაკოცნეს და მათეც წავიდა. ქრისტინე კი ოთახში შევიდა და ლოგინში დაწვა.
-ქრის?-ეკატაერინემ თავი წამოყო-რატო წავიდა?
-არ ვუყვარვარ და იმიტო.
-საიდან მოიტანე?
-თვითონ მითხრა, ისე ვუყვარვარ როგორც და.... არ მინდა ამაზე ლაპარაკი. დაიძინე.
მასაც არაფერი უპასუხია, არ უნდოდა მისი ნერვების აშლა. დილით ქრისტინე ისევ ადრე იყო წასული. ოღონდ ამჯერად კაფეში არ მისულა, ბაკურიანში წავიდა თავის კურსელებთან ერთად, ისევე როგორც ეკატერინე 1კვირის უკან. რამოდენიმე დღით გადაწყვიტა დასვენება. ეკატერინე კი მეორე დღესვე შეუდგა მუშაობას. მათე კარგა ხანი არ უნახავს. კაფეში ხან ლაზარე, ხან ანა ზოგჯერ დიტოც კი ეხმარებოდა. საღამოს ყველა ერთად იკრიბებოდა და ერთობოდნენ.
-აბა, ეკატერინე გამოგვიტყდი-ეკატერინე სავარძელზე იყო წამოწოლილი და თავი ლაზარეს კალთაში ედო.
-რაზე?
-რაზეო-დიტოს გაეცინა.
-ვინ არის?
-რა ვინ არის ანა თქვენც ტვინის შერყევა გაქვთ?-წამოჯდა და სიცილი დაიწყო.
-კარგი... ჩვენ არაფერს არ ვამბობთ-ლაზარემ გამომწვევად შეხედა.
-რას არ ამბობთ?
-ვერ ვხედავთ ვიღაც რო გიყვარს?
-საიდან მოგაქვთ ეგეთი სისულელეები, წავალ ყავას მოვიტან.
-ყავა საკმარისად გვაქ-დიტომ გააჩერა.
-მე აღარ მაქვს, დამექცა-ხელი კრა ყავის ჭიქას, შემდეგ მაგიდა მოწმინდა და ბართან გავიდა.
-ვინ არი ანა?-ეხლა ანას მიუბრუნდნენ.
-მე იმდენი ვიცი რამდენიც თქვენ.
-ვინ შეილება... ვინმე უნივერსიტეტიდან?
-არა უნივერსიტეტში მე და შენ ყველას ვიცნობთ -ანა ლაზარეს მიუბრუნდა.
-იქნება და ის ტიპი, მათე?-ეხლა ყველამ დიტოს შეხედა, ეკატერინე ჩუმად ყურს უგდებდა.
-არა, არც იცნობს წესიერად-ეს ვარიანტი მაშინვე გამორიცხეს.
-რაზე ჩურჩულებთ?-ახალი ყავის ჭიქით დაბრუნდა, ისევ დაწვა და ლაზარეს მიეყუდა.
-ვინმემ ამიხსნას, აქ ბალიშად ან სავარძლად დავიწყე მუშაობა თუ რატო მაწევს ეს ადამიანი?
-რბილი და საყვარელი ხარ და იმიტო-ეკატერინე მაშინვე გაეკრიჭა და ყავა მოსვა.
-პათხალიმო.
ამ დროს კაფეს კარი გაიღო და ზარის ხმა გაისმა.
-დახურულია!-ეკატერინემ ისე დაიძახა რომ არც გაუხედავს ვინ იყო.
-ჩემთვისაც?-მათეს ხმა მოესმა, მაშინვე გასწორდა და დაბნეულმა შეხედა.
-უგზო უკვლოდ ადამიანებისთვისაც დახურულია. მაგრამ შენ შემოგიშვებთ.
-მადლობა.
შევიდა და ეკატერინეს გვერდით დაჯდა. ის მაშინვე წამოხტა.
-ი... ყავას მოგიტან.
-არ მინდა-სიცილი ძლივს შეიკავა მის ესეთ რეაქციაზე-დაჯექი.
-ეხლა კიდე ჭიქას კრავს ხელს და გვეტყვის რო თვითონ უნდა-ამაზე ეკატერინემ მკვლელი თვალებით გახედა დიტოს, ცოტაც და ჭიქას გადაატეხავდა. მაგრამ თავი შეიკავა და დაჯდა.
-სად დაიკარგე?
-რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. ბაკურიანში.
-ხოო? ქრისტინეც ბაკურიანშია. თქვენ ორი ერთად ხო არ იყავიიით?-ანამ გაღიმებულმა შეხედა.
-არა, არ ვიცოდი რო მანდაა. მე, ჩემი და და მისი შვილი.
-აჰა, კარგი. გვჯერა.
-შენ დიდიხანია რაც მუშაობ?-ეკატერინეს მიუტრიალდა.
-არა.
ყველამ გაკვირვებულმა შეხედა. ისე ცივად უპასუხა ეს არა რომ ვიღაცას ეგონებოდა სრულიად უცხო ადამიანს ელაპარაკებოდა.
-მაინც რამდენი დღე?
-2.
მათეს გაეცინა.
-რამე მოხდა? გარედანაც მესმოდა შენი ხარხარი.
-არაფერი, გადავიღალე.
-მე უნდა წავიდე, სახლში ტვინს წაიღებენ-ლაზარე წამოდგა.
-ჩემი ბალიშიიი-ეკატერინემ წუწუნი დაიწყო.
-შენი ბალიში ხვალ დილიდან დაგეხმარება კაფეში.
-მე საღამოს-ანამ უთხრა და ისიც წამოდგა.
-აუ რატო იშლებიით.
-მე გაგიყვან, შენ ძმასთან საქმე მქონდა-დიტოც გაყვა.
-მადლობა!-კარიდან გასულები იყვნენ, მაგრამ მაინც დაიყვირა იქნება და გაიგესო.
-გვიანია... კაფე უნდა დავხურო.
-რატო ვიყოთ ცოტახანი.
ეკატერინე მოპირდაპირე სავარძელში გადაჯდა.
-ვიკბინები?
-არა, უბრალოდ დისტანციას ვიცავ.
-რატო?
-ჩემი დის გამო.
-რა შენი დის გამო?
-მოსწონხარ.
-მერე მოვწონვარ? ა... შენ გგონია რო მე შენ მომწონხარ-მათეს სიცილი აუტყდა, ლამის სავარძლიდან გადავარდა-მე შენ?!
ეკატერინეს კი ეწყინა, პირველად ვიღაცამ შეძლო მისი გრძნობების გამოღვიძება, მიუხედავად იმისა რომ ეს წყენა და სევდა იყო.
-ხო... სასაცილოა-თმებით დამალა თვალები, ადგა და ჭიქები გაიტანა, შემდეგ კი რეცხვა დაიწყო. მათე ცოტახანი გაურყევლად იჯდა, მიხვდა რომ გული ატკინა. ისიც ადგა და მასთან მივიდა.
-ეკატერინე. ეკატერინეეე. გაბრაზდი?
-არა, მე, გამიხარდა რო არ მოგწონვარ. ისე გიყურებ როგორც ...
-ძმას?
-მინდოდა პატარა ვირთხას რომელიც საყვარელია თქო, მაგრამ ეგეც გამოდგება.
-ვირთხა? იმედი მაქვს ეგრე ეძახი ყველა დამიანს რომელიც გიყვარს.
-მათე, საქმე არ გაქ?
-როგორ არა, შენი ხასიათზე მოყვანა.
-პირიქით აკეთებ. თუ ჩემი ხასიათზე მოყვანა გინდა, კარი იცი სადაც არის.
მათემ ღრმად ამოისუნთქა, ხელი მოკიდა და მისკენ შემოატრიალა.
-ნუ მექცევი ესე. თუ მოგწონვარ მითხარი პირში.
-ხო გითხარი.
-გეყოფა, მართლა.
-რა გითხრა, რო მომწონხარ? მე შენ უნდა მომწონდე? რითი? შენი პირდაპირობით? სინაგლით? ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო? არა, მე საყვარელი ადამიანი სულ სხვანაირი მყავს წარმოდგენილი.
-რატო იტანჯავ თავს?
-იცი რა მაინტერესებს? ქვა ხარ? საერთოდ არ გაინტერესებს რას გეუბნები.?
-რაც არ უნდა მითხრა, ამით გულს ვერ მატკენ.
-დარწმუნებული ხარ?-თვალი თვალში გაუყარა, იცოდა რითიც შეძლებდა მისი გულის ტკენას, მაგრამ ესე შორსაც არ უნდოდა წასვლა.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს-ხელი გაუშვა, გატრიალდა და წავიდა. ეკატერინეს ერთ ნაწილს უნდოდა გაყოლოდა, ბოდიში მოეხადა და ყველაფერში მაშინვე გამოტყდომოდა... მაგრამ მეორე ნაწილი... უემოციო ნაწილი... მას უბრალოდ სახლში წასვლა და ძილი უნდოდა. მას სიყვარულის გაგონებაზე ეცინებოდა, თითქოს ქვეცნობიერი ეუბნებოდა, ერთხელ უკვე მოიტეხე კისერი და ძლივს გადარჩიო, ახლა ვეღარაფერი გიშველის. მაგრამ არ ეუბნებოდა რომ არ შეყვარებოდა, რადგან ეს უკვე გვიანი იყო... მეტი ფიქრი აღარ უნდოდა, რაც უფრო უღრმავდებოდა ამ საკითხს, მით უფრო აწვებოდა ემოციები და გარეთ გამოღწევას ცდილობდნენ. გასაღებს დაავლო ხელი, კაფე გარედან ჩაკეტა და სახლში წავიდა. მეორე დღეს ჩვეულებრივად წავიდა კაფეში, შემდეგ უნივერსიტეტში, მთელი დღე მუშაობდა. საღამოს არავის თავი არ ჰქონდა, მალე დაკეტა კაფე და სახლში წავიდა. საღამოს კარზე კაკუნი გაისმა. უკვე დაწოლას აპირებდა, მაგრამ მაინც წამოდგა, ხალათი შემოიცვა და კართან მივიდა. მათე იყო. კარი გააღო და უემოციოდ შეხედა.
-ქრისტინე აქ არ არის.
-ვიცი.
-მაშინ რატო მოხვედი?
-შენ სანახავად. შემომიშვებ?-ხელი უკან ჰქონდა წაღებული, უცებ ყვავილები მიაჩეჩა ხელებში და შიგნით შევიდა-მადლობა არ გადამიხადო, ქუჩაში შემომტენეს უფასოდ, საყვარელ ადამიანს აჩუქეო, მეც ან საფლავზე უნდა მიმეტანა ან შენთან.
-და მე ამირჩიე?-გაეცინა.
-არა, სასაფლაოზე ღამე არ მიყვარს სიარული. ემოები, კატები... ეს თაობა სულ გაველურდა.
-აჰა-ყვავილები ვაზაში ჩადო-ძალიან თავაზიანი ხარ. საათს დახედე?
-კი. ძილს აპირებდი?-სავარძელზე ჩამოჯდა, თითქოს საკუთარ სახლში იყო.
-ნათქვამი აქვთ რომ შენ სითავხედეს საზღვარი არ...
-აქვს? კი, ნათქვამი აქვთ. მოდი დაჯექი.
-იმედი მაქვს რამე მნიშვნელოვანი უნდა მითხრა, რადგან ესე თუ არ არის, კარი იცი სადაცაა.
-მაგდებ? ყავას მაინც არ შემომთავაზებ?
-ღამე ყავას არ სვამენ, ძილს უშლის ხელს.
-ჩემზე ზრუნავ, ანუ ჩემს მიმართ რაღაც გრძნობებს განიცდი, თუ არა? ჰა? ეუმოციო ყინულო.
-მე ვარ უემოციო ყინული? შენ ადამიანმა რაც არ უნდა გითხრას წარბსაც არ არყევ.
-რა მოხდა ესეთი? მშობლებზე ვიცი, მაგრამ აქ მარტო ამაში არ არის საქმე. რა, შეყვარებულმა გიღალატა? სხვა ყავდა? შენ დაქალთან ერთად იყო? ნარკომანი იყო?
-არც ერთი მაქედან.
-აბა?
-ხედავ? შენ წარმოდგენაც არ გაქვს, ოდნავ ახლოსაც არ ხარ. შენი პრობლემები არის... უბრალო და მეტი არაფერი. რამდენი წლის ხარ? ქრისტინეს ხელა?
-24.
-24. მე 20ის. 20წლის ასაკში ვერ წარმოიდგენ რა მაქვს გადატანილი! რასთან მომიწია გამკლავება!! რასაც შენ 30წლამდე ვერ გაიგებ, მე ეს დიდი ხნის უკან...
-ხოდა მითხარი-სავარძლიდან სწრაფად წამოდგა და ხელებში ჩაეჭიდა.
-არა, არ ღირს. გეხვეწები წადი.
-არ წავალ. ჩაიცვი.
-რა?
-წადი, ჩაიცვი. სადღაც მინდა წაგიყვანო.
-არა, გვიანია...
-ეკატერინე, გეხვეწები წადი ჩაიცვი-მის თხოვნაზე უარის თქმა არ შეეძლო, ეს ისეთი ხმით თხოვა რომ მაშინვე ოთახში გავიდა და ჩაიცვა. შემდეგ კი სახლიდან გავიდა და მანქანაში ჩაუჯდა.
-სად მივდივართ?-გზაში ჰკითხა მაგრამ პასუხი ვერ მიიღო-მათე.
-ნახავ. მალე მივალთ-ოდნავ აუჩქარა და ცოტახანში სასაფლაოსთან გააჩერა.
-აქ რა გვინდა?
-გადმოდი.
-რა, უნდა გამატყავო?
მათეს ოდნავაც არ გაღიმებია. მანქანიდან გადავიდა, ეკატერინეც დიდხანს არ დარჩენილა შიგნით და გაყვა. მათე სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, ბოლოს ერთ საფლავთან მივიდა და გაჩერდა. იქ ყვავილები იდო. ულამაზესი გოგოს სურათი იდო. ყავისფერი თმები, ცისფერი თვალები, კურნოსა, ლამაზი ცხვირი...
-ვინ არის?-ეკატერინემ ხმადაბლა ჰკითხა.
ამაზეც არ მიუღია პასუხი. მათე ცდილობდა ხმის ამოღებას, მაგრამ რამდენჯერაც აქ მოდიოდა ესეთი რამ ემართებოდა. ბოლოს მოიკრიბა ძალა და ხმა ამოიღო.
-ემილი ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო.
-მ... მათე... მე.. არ ვიცოდი... მაპატიე, მაშინ არ დავფიქრდი... გაბრაზებული ვიყავი და...
-ეხლა იცი. ძალიან დიდი ხანი ვიყავით ერთად, მის გამო ოჯახზე ვთქვი უარი. ქვეყნიდან წავედით, ერთად ვცხოვრობდით. ვმუშაობდი, ის კი სახლში მელოდებოდა ხოლმე. ყოველ დღე! ყოველ დღე როდესაც სახლში მივდიოდი ვენებგადაჭრილი მხვდებოდა... ხელებს ისერავდა, ტანს, ფეხებს... შემდეგ ისტერიკებს მიწყობდა, მეუბნებოდა რომ მე მისგან დავიღალე, რომ აღარ მიყვარდა. მიუხედავად ყველაფრისა მასთან ბოლომდე ვიყავი. ფული დავაგროვე, მილიონჯერ უკეთესი ბინა ვიპოვე. მანქანა უკვე მყავდა. შემდეგ... ბეჭედიც ვუყიდე. სახლში მივედი და... ღამე არ მძინავს... სულ ის მომენტი მიდგება თვალწინ... ოდნავ ადრე! ოდნავ ადრე რომ მივსულიყავი... დრო ბევრს წყვიტავს... მე მიყვარდა, თავდავიწყებით, ყველაფერზე მეტად, მზად ვიყავი მის მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, მისთვის ჩემი სიყვარული საკმარისი არ აღმოჩნდა.. -თვალიდან ცრემლი წამოუვიდა, მაგრამ მაშინვე მოიწმინდა-მე თუ დღეს... შევძელი, აქ მოგიყვანე... და ყველაფერი მოგიყევი. შენ ვალდებული ხარ... რომ ... მომიყვე. ჩვენ... ყველაფერს გადავლახავთ... გესმის?
-ჩვენ?-გაეცინა-მათე, აქ მე და შენ ვართ... ჩვენ... არ არსებობს.
-გინდა მითხრა რომ ჩემ მიმართ გულგრილი ხარ?
-არა... რათქმაუნდა არა... უბრალოდ... ტერმინი ჩვენ, ზედმეტად ნაჩქარევია. შენ ნახევარიც არ იცი იქიდან ... რომ გაიგებ, შეილება შეგეშინდეს. დამტოვო... მე კი...
-არა. პირიქით, ეკატერინე ყველაფერს გეფიცები, მენდე, მითხარი, რაც არ უნდა იყოს, აქ დაიმარხება, დავივიწყებთ. ყველაფერი დაივიწყე და ახლიდან დავიწყოთ-ისევ ხელებში წვდა, ახლოს მიიზიდა და იმედით სავსე თვალებით უყურებდა, ელოდებოდა როდის მოუყვებოდა ეკატერინე მის გულის ნადებს. ცდილობდა რამე ემოციეა გაეღვიძებინა.
-გინდა იცოდე?-ოდნავ ხმას აუწია-გინდა იცოდე?!! დარწმუნებული ხარ?!-უკვე ყვიროდა.
-მინდა-მათემ ხმადაბლა უპასუხა მიუხედავად ეკატერინეს ტონისა.
-მე ცოლიანი კაცი მიყვარდა!! მზად ვიყავი ოჯახიდან წამომეყვანა! დამენგრია მისი ოჯახი! ცოლთან გამეშორებინა!! იმდენად მიყვარდა... მზად ვიყავი ეგოისტურად მოვქცეულიყავი... გავაგრძელო?!-ცხარე ცრემლებით ტიროდა-გინდა?!!
-ეკატერინე..-წელზე ხელი შემოხვია-თქვი.. მოგეშვება... მითხარი, აქვე დავმარხავთ, შენი მთელი სიმძიმე აქ დარჩება, ყველაფერი გადმოანთხიე. აღარ იქნები ესე ცუდად.
-არა, არა!-ემოციები ავსებდნენ... თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო, იმ ტკივილს თავიდან გრძნობდა, ყველაფერი გაახსენდა... სიძულვილი, სინანული, სევდა, ზიზღი, სიმარტოვის შიში... მაგრამ აქედან ყველაზე ძლიერი მაინც სიყვარული იყო. ეს აშინებდა, რომ ამდენი რამის შემდეგ კიდევ შეეძლო სიყვარული...-მომეშვი! ხელები უხეშად მოიშორა და გაიქცა.
***
<3



№1 სტუმარი tako

Auu magaria dzaan maggram maledaderaa gtxoov shemdegi

 


№2 სტუმარი taso

ai vaafshe yvelaze magari motxrobaa da vinc ar uyuurebs bevrs kargavs imiis miuxedavad ro bevri gamoxmaureba ar gaq da popularroba mainc dzaalian magariaa da sheecade ro kide gaagrdzelo sxva motxrobebis weraac

 


№3  offline წევრი sati

taso
ai vaafshe yvelaze magari motxrobaa da vinc ar uyuurebs bevrs kargavs imiis miuxedavad ro bevri gamoxmaureba ar gaq da popularroba mainc dzaalian magariaa da sheecade ro kide gaagrdzelo sxva motxrobebis weraac

მადლობა <3 უფრო ხშირად რო ვდებდე ალბათ ექნება, მაგრამ არაუშავს. ესე ხდება ხოლმე, მერე სრულად რო ვდებ ბევრი ნახვა აქვს. ისევე როგორც ჩემ ბოლო მოთხრობას <3 <3 <3

 


№4 სტუმარი taso

xooda dadddera davitanje lodinit

 


№5 სტუმარი gggg

Axali tavi dade ra male gtxooooooovvvvvv

 


№6 სტუმარი gggg

Axli tavi gtxovvvv

 


№7 სტუმარი ჭხ

აუ მალედსდერაა

 


ძალიან აი უძალიანმაგრესად გთხოვ არ შეწყვიტო ამ მოთხრობის წერა და მალე დადე რა))❤❤

 


№9 სტუმარი Allamaria

რატო აღ დაამთავრე??? მიდი რაა ველი

 


№10 სტუმარი Nana Zhamerashvili

რამდენი დაუნთავრებელი ისტორიაა, რა უბედურებაა?

 


№11 სტუმარი სტუმარი irina

ესეს დადე ბოლომდე რა აღარასოდეს დადე ბოლომდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent