შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი ნაწილი მეორე, 1თავი


20-01-2018, 23:36
ავტორი katiusha
ნანახია 3 573

მანქანა დიდი სიჩქარით მოიქროდა ტრასაზე და გაჩერებას არ ჩქარობდა.პირიქით უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს. მხოლოდ მესამე წრის ბოლოს უკლო სვლას და ფინიშის ბოლოს ისე მკვეთრად დააჭირა მუხრუჭის პედალს ფეხი რომ მანქანა ნიშნულის გადაკვეთის შემდეგ საბურავების ხმა გაისმა და ბოლი აუშვა. მანქანა კი ადგილს მიელურსმა. მძღოლი გადმოსვლას არ ჩქარობდა.ხელები ისევ ძლიერად ეკიდა საჭეზე და ტრასას გაჰყურებდა იდუმალი,ამოუცნობი,დემონური მზერით. სევდაც გამორეოდა მწვანე თვალებში. ისევ ფიქრებში წავიდა და მოსწყდა სამყაროს. ბოლო დროს კიდევ უფრო მოაწვა სევდიანი მოგონებები და ისე შორს გაიტაცა რომ ვერ გაიგო როგორ მიუახლოვდა მამაკაცი და ფანჯარაზე მიუკაკუნა. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს რომ გაამეორა.ფანჯარას ჩაუწია და ჩაფხუტი მოიხსნა.
-მშვენიერია ჩემო დედოფალო. კიდევ რამდენიმე წამით გააუმოჯობესე შედეგი. წამზომი აუფრიალა ცხვირწინ ბიჭმა, რომელსაც სახეზე კმაყოფილებისგან ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.
-ჩემი რეკორდი თუ მსოფლიო?ურეაქციოდ ჰკითხა გოგომ,ისე რომ მისკენ არც გაუხედავს.
-ნუუ შენი პირადი..ყოყმანით უთხრა მან
-ესეგი კიდევ მაკლია რამდნეიმე წამი და მეტი ვარჯიში მინდა.... ღვედი ისევ გადაიჭირა და მანქანის დაქოქვას აპირებდა როცა ბიჭმა შეაჩერა, კარი გაუღო და ანიშნა გადმოსულიყო.
-ელეე ასე არ შეიძლება უნდა დაისვენო. გადაიღლები. ხერხემალისთვის ცუდია.თანაც დრო ჯერ კიდევ გვაქვს. რატომ ჩქარობ?ყველაფერს მოვასწრებთ და მოვაგვარებთ.
-მიშო შენ არ გესმის.ეს ჩემი შანსია,რომელიც სერგიმ გამომიგზავნა და არ მინდა იმედები გავუცრუო.
-არ გაუცრუებ. მან კარგად იცის შენი შესაძლებლობები. გადმოდი.ნუღარ მალოდინებ, წამოდი რამე დავლიოთ, ცოტა დაისვენე და მერე გავაგრძელოთ.
ელენეს სხვა გზა აღარ ჰქონდა,მანქანიდან გადავიდა. გვერდით ამოუდგა ბიჭს და შენობისკენ წავიდნენ
-კიდევ არაფერი ისმის მისგან?სადაა?როგორაა ნეტა?
-არა. ბოლო კვირებია საერთოდ არაფერი გამიგია, არც დაურეკავს და არც კონტაქტზე გამოსულა. ნეტავ მშვიდობა აქვს?მოიღრუბლა მიშოც
-მშვიდობა ექნება, ხო იცი რა ტიპია თავს არავის დააჩაგრინებს, ჩაეღიმა ელეს.-თან ამხელა დაწესებულება ჩვენ ჩაგვაბარა და გვანდო და არ უნდა გავუცრუოთ იმედები.
-შენ ყოველთვის სხვაზე რატომ ფიქრობ და ზრუნავ?საკუთარ თავსაც უნდა მიხედო ჩემო კარგო. მგონი დროა აქედან გახვიდე და პირად ცხოვრებაზეც იზრუნო
-ესაა ჩემი პირადი ცხოვრება მიშო და აი ის მანქანა, გაეცინა ელეს და თავის მანქანას გახედა. შენ რა ქენი შეურიგდი ცოლს?
-არა. არ მირიგდება, ეჭვიანობს თან ვისზე? შენზე?-ხმამაღლა გაეცინა მიშოს.-მე კიდევ დავიღალე მუდმივი ახსნებით და თავის მართლებით.რამეს მაინც ვაშავებდე ტოო...
-უნდა შეურიგდე მიშო,დაუთმო, ქალია და მოფრთხილება გვინდა ქალებს ხო იცი. ორი თითი ლოყაზე მოუჭირა ელემ და ლუდის ბოთლი მიაწოდა, რომელიც იმ წუთას გამოიღო მაცივრიდან, მეორე თავისთვის აიღო და სამზარეულოში ჩაშენებულ ბარს მიუსხდნენ.
-ვიცი რომ ქალია,უნდა დავუთმო და გავუფრთხილდე, მაგრამ მეც დავიღალე გესმის?ასე ყველანირ გრძნობას ანადგურებს. არ მენდობა და თუ არ მენდობა რა აზრი აქვს ერთად ყოფნას. შეენ მართლა იმ დასავით გიყურებ რომელიც არასოდეს მყოლია და სულ მინდოდა მყოლოდა. არ ესმის,ვერ გავაგებინე და რა ვქნა მეტი? გულდაწყვეტილმა თქვა ბიჭმა.
-ეჰ ჩემო მიშო. ნეტავ იცოდე როგორ მიხარია რომ ბედმა თვენთან მომიყვანა და თქვენი თავი გამაცნო. ის ოჯახი მაჩუქა რომელიც დავკარგე. მიხარია რომ ახლა რუსას გარდა თქვენც მყავხართ. იქნებ ძმა რომ მყოლოდა ის უბედურება არ მომხდარიყო და ვიღაცას მეც დავეცავი,ჩემი სიმართლე ერწმუნა. ელენეს თვალებზე ცრემლი მოადგა და შეეცადა შეეჩერებინა, მაგრამ ვერ შეძლო და ერთი ორი ცალი მაინც გადმოუგორდა.
-აბა ეხლა ცრემლები არ დამანახო.გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგდ იქნება და ამიერიდან შენს თავს არავის არ დავაჩაგვრინებთ...
ელენეს რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ მისმა მობილურმა დარეკა და შეწყვეტინა.ნომერს დახედა და ეკრანს თითი გაუსვა,
-გისმენ თინანო...რააა?... ახლავე მოვდივართ..მისამართი მითხარი.კარგი მალე მოვალთ..
მობილური ჯიბეში ჩაიდო და მიშოს მიუბრუნდა.
-წავედით თინანოს მშობიარობა დაეწყო...ჩქარა მანქანაში.. ბედნიერმა შესძახა და გასაღებს დასწვდა. არანაკლებ გახარებული მიშო უკან აედევნა და სერგის დატოვებულ სპორტულ მანქანაში ჩასხდნენ.საჭეს თვითონ მიუჯდა და ისეთი სიწრაფით მოსწყვიტა ადგილს მიშომ ღვედის შეკვრა ძლივს მოასწრო
-სერგის დაურეკე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს დღეს უნდა დავუკავშირდეთ, უბრძანა, თუმცა ის ისედაც უკვე რეკავდა და თან იგინებოდა რომ არ პასუხობდა.
ელენე ისე ჩქარა მიდიოდა დარწმუნებული იყო რომ პოლიციიის ყურადღების ცენტრში მოექცეოდა, თუმცა ახლა ეს სულ არ აინტერესებდა. ახლა მთავარი იყო თინანოსთან დროზე მისულიყვნენ,
-ცოტა ნელა ელე, პრობლემები არ გვინდა.
-ყურადღებას მიფანტავ მიშო, მოკლედ მოუჭრა და კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს და მოხერხებულად აუარა გვერდი სატვირთო მანქანების კოლონებს.
*******************
რუსამ მანქანის ნორმალურად გაჩერებაც არ აცადა ირაკლის მაშინვე გადავიდა და გაბრაზებულმა გამეტებით მიუჯახუნა კარი.უკანაც არ მოუხედავს ისეთი სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა სადარბაზოსკენ.სულაც არ აპირებდა დალოდებოდა ბიჭს რომელიც უკან გაეკიდა.
-მოიცადე გთხოოვ.დამელაპარაკე, სადარბაზოსთან დაეწია და მკლავში მოჰკიდა ხელი, თავისკენ მიატრიალა. რუსამ ხელი გამოსტაცა და უყვირა
-ხელი გამიშვი იდიოტო, რატომ მომდევ?დამანებე თავი და წადი იმ ბოზ..ან.ის განუგეშებს და დაგამშვიდებს.
-გეფიცები მართლა არაფერი არ მომხდარა რუუს, ხელები გაშალა ირაკლიმ
-ესეგი მე ვერ ვიხედები თვალებიდან კარგად და მხედველობა დამაკლდა?საკუთარი თვალით დაგინახე რომ კისერზე გეხვეოდა.წარმოიდგინე ხუთი წუთით გავედი და დრო უქმად არ დაკარგე. თვალს მომდგარი ცრემლებს გასაქანი არ მისცა რუსამ და სწრაფად შეტრიალდა რომ ბიჭს არ დაენახა.
-დამიჯერე სიმართლეს გეუბნები და აქ ნუ მაყვირებ და მახსნევინებ რაღაცეებს შუა ქუჩაში სახლში მაინც შევიდეთ, მოთმინებიდან გამოვიდა ირაკლიც და ხმას აუწია მანაც
-ტყუილია ხო?ესეგი ტყუილია რომ კისერზე ვიღაც ქალი გეკიდებოდა როცა მე ტუალეტში გავედი.და ისიც ტყუილია რომ ის შენი საყვარელი იყო?
-არა ეგ არ იყო ტყუილი, ეგ სიმართლეა მაგრამ...
მეტი აღარ დააცადა გოგომ ადგილს მოსწყდა და სადარბაზოში გაუჩინარდა.არც ირაკლი დაბნეულა და უკან გაეკიდა ისევ სირბილით ისიც. ნამდვილად არ აპირებდა უაზრო სცენის გამო გოგოსთან ჩხუბს და დაშორებას.ახლა უნდა აეხსნა და გაერკვია სიმართლე თორემ მერე რუსა აღარ გაიკარებდა კარგად იცოდა. მაშინ დაეწია როცა გოგო კარის დაკეტვას აპირებდა. კარს ფეხი დაუხვედრა და თითქმის ძალით შეგლიჯა,უკან შეჰყვა და ამის შემდეგ მიხურა კარი.
-რას აკეთებ?წადი თქო ხო გითხარი? მკაცრად უთხრა რუსამ
-მომისმინე გთხოვ და მერე მართლა წავალ თუ მოინდომებ კიდევ რომ წავიდე.
რუსამ ჩანთა დივანზე მიაგდო,ფეხსაცმელები ოთახში უწესრიგოდ მიმოყარა და ფეხშველა ნერვულად მოჰყვა ოთახში წინ და უკან სიარულს.ირაკლი დაიღალა მისი ყურებით და სავარძელში ჩამოჯდა რომ მის დამშვიდებას დალოდებოდა.
-რას აკეთებ?ამაზე უფრო გადაირია გოგო
-გელოდები როდის დაწყნარდები რომ მშვიდად ვილაპარაკოთ,
-არ მჭირდება შენი ახსნა,მექალთანე ხარ, ნამდვილი მუსუსი,ყველა ქალს ეკიდები და ხელიდან არც ერთს არ უშვებ,-ბობოქრობდა რუსა .
-შენ კიდევ ეჭვიანი, ისტერიჩკა, ნერვული ქალი ხარ, მოთმინებადაკარგული წამოხტა ირაკლი და მანაც არ დააკლო ყვირილი, გოგო არ ელოდა მისგან ამას და შისიგან ადგილზე შეხტა და უცებ მოიკუნტა, ხელები ერთმანეთზე შეაერთა და უკან უკან დაიწყო სვლა, როცა დაინახა რომ ბიჭი გააფთებული სახით წავიდა მისკენ.
-ჰოო, მართალი ხარ, ის კისერზე მეკიდებოდა და წარსულში ჩემი საყვარელი იყო,მაგრამ წარსულში იყო ეგ გესმის წარსულში?იქამდე სანამ შენ გაგიცნობდი,შენ იმდენი მოახერხე რაც აქამდე არავის არ გაუკეთებია. შენ დამავიწყე ყველა ქალი და არავისკენ გახედვა არ მინდა როცა ხარ შენ. მართლია ის კისერზე მეკიდებოდა, მაგრამ ნასვამი იყო და თავს ვერ აკონტროლებდა.მის მოშორებას ვცდილობდი და მაშინ გამოხვედი შენც.. სულ უფრო უახლოვდებოდა ირაკლი გოგოს და ისიც სულ უფრო და უფრო იხევდა უკან იქამდე სანამ კედელს არ აეკრო დამიხვდა რომ ვეღარსად გაიქცეოდა.დამნაშავესავით აცეცებდა აქეთ იქით როცა ბიჭის აღსარებას ისმენდა და სულ უფრო რწმუნდებოდა რომ შეცდა და არასწორი დასკვნა გამოიტანა. ირაკლიმ ორივე ხელი კედელზე მძიმედ დაუსვა და წასასვლელი ჩაუკეტა რუსას.სულ უფრო ახლოს მიიწია მისკენ, თითქმის სხეულზე აეკრო და თვალებში გამომწვევად ჩახედა.უკვე მის სუნთქვასაც გრძნობდა სახეზე გოგო.
-შენ.. ხო შენ ხარ ერთადერთი ქალი ვინც ისე მიმიზიდა და ისე მომაჯადოვა რომ სხვა ქალისკენ გახედვაც არ მინდა.მხოლოდ შენ მინდიხარ,მხოლოდ შენზე ვფიქრობ,მხოლოდ შენთან მინდა. შენს გამო ნომალურად აღარ მძინავს.. ხო შენ ხარ ერთადერთი ქალი, ჩემო ოცნების ქალი,რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა რუსუდან ვაშაკიძე გასაგებია ეს შენთვის?იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ. სიყვარულით ანთებული თვალები მიანათა დაბნულ გოგოს და მის ვნებიან ტუჩებს დაეწაფა...
რუსას მთელ სხეულში ცხელმა ტალღამ დაუარა და გულმა კიდევ უფრო გამალებით დაუწყო ძგერა.მთელ სხეულზე დააყარა ტაომ და მუცელში პეპლებმა დაუწყეს ფრენა. ჯერ დაიბნა, მერე კი ისიც აჰყვა კოცნაში, რომელიც უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა.თვითონაც შეუცურა ხელები თმაში და სხეულით მის სხეულს აეკრო.კვნესა კი აღმოხდა მის ბაგეებს, მითუმეტეს როცა ბიჭმა კისრისკენ გადაინაცვლა და სველი კოცნების კვალს უტვებდა. თვალბი მინაბა და თავი უკან გადააგდო, ამ წუთებში ყველაფრისთვის მზად იყო.მზად იყო მისი გამხდარიყო.და ელოდა კიდეც ამას, მაგრამ მოულოდნელად ბიჭმა კოცნა შეწყვიტა, შუბლი შუბლზე მიადო და თვალები დახუჭა,მის გულისცემას უსმენდა.
-რა მოხდა?მხოლოდ ამის თქმა მოახერხა დაბნეულმა რუსამ
-ნუთუ მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?ან კითხვები არ გაქვს?ან პასუხი?ინტერესით მიაჩერდა ბიჭი.
-ნუუ მაქვს როგორ არ მაქვს, მაგრამ.. თვალები ეშმაკურად ააციმციმა, კისერზე შეკრული ხელები გახსნა და მის მკერდს ჩამოაყოლა.ასეთი სითამამე საიდან თვითონაც არ იცოდა.პერანგის ღილი შეუხსნა, ერთი.. მეორე.. მაგრამ ირაკლიმ შეაჩერა..
-ის არ მოხდება რასაც შენ ფიქრობ.-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
-მეც მიყვარხარ.. უთხრა გოგომ და გაუღიმა. ვიცი ამას ელოდი...
-და მაინც არაფერი არ მოხდება ჩემო ლამაზო. მანაც გაუღიმა. ხელები გაშალა და თავის მკლავებში მოაქცია გოგო.-
-აქ ამისთვის არ ვარ და არც ეგაა ჩემთვის მთავარი როგორც შენ ფიქრობ.მთავარი შენ ხარ ჩემთვის,ჩვენი მომავალი და ჩვენი სიყვარული.
ბედნიერმა გოგომ წელზე შემოხვია ხელები და ცხვრით მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა
*****************
ელენე და მიშო საავადმყოფოს მოსაცდელში ნერვიულობისგან ბოლთას სცემდნენ და თითქმის ყველა ექიმს და ექთანს ეკითხებოდნენ თინანოს მდგომარეობის შესახებ, პასუხი ჯერ არ იყო, დაელოდეთო ეუბნებოდა ყველა. ცალკე მიშო ნერვიულობდა სერგი რომ არ პასუხობდა, ზარი გადიოდა და ჯიუტად არ იღებდა ბიჭი ყურმილს.ის კი არ ნებდებოდა. ბოლოს ტელეფონი დაჯდა. მანქანიდან სატენი ამოიტანა და იქვე დერეფანშივე შეაერთა.
შუაღამე მოვიდა. ხალხისგან ნელ-ნელა დაცარიელდა საავადმყოფო და დერეფნები, კანტიკუნტად დაინახავდით რამდენიმე ადამიანს. თეთრხალათიანებიც უკვე ნაკლებად დადიოდნენ.
-კიდევ არ პასუხობს?-ჰკითხა განერვიულებულმა ელენემ
-არა, არ პასუხობს,თავი გააქნია ბიჭმა.-ნეტავ ხო მშვიდობაა? უკვე ვნერვიულობ.
-მეც უკვე ძალიან ავნერვიულდი.მშობიარობაც როგორ გაიწელა, ნეტავ ხო არაფერი გართულდა?
-იმედია ყველაფერი კარგადაა. ერთსაც ვცდი და მორჩა უკვე აღარ შემიძლია. როცა ამდენი ზარს ნახავს მიხვდება რომ რაღაც მოხდა და დარეკავს თვითონ. გამეორების ღილაკს დააწირა ხელი და სწორე ამ დროს გამოჩნდა ექიმი. არადა სერგიმაც სწორედ ამ დროს უპასუხა და ბუნდოვნად მოჰკრა ყური ექიმის სიტყვებს.
-გილოცავთ.ქალბატონ თინას ჯანმთელი ვაჟკაცი შეეძინა. ოთხი კილო და ასი გრამი, სიგრძე ორმოცდათორმეტი სანტიმეტრი. ჩაარაკრაკა ექიმმა.-დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, მალე პალატაში გადაიყვანენ და შეგიძლიათ ინახულოთ.
გახარებული ელენე და მიშო ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მერე ყვირილით ერთ ადგილზე ხტუნვა დაიწყეს და ამ ორმა ადამიანმა იქურობა კივილით აიკლო. სიხარულის ცრემლებს ძლივს იკავებდნენ. ტელეფონის ზარმა კი სულ გადარია ორივე. ხმამაღალ რეჟიმზე ჩართეს და ორივემ ერთად ჩასძახა ტეეფონში.
-მამიკოო გილოცავთ.ახლახანს იმშობიარა თინანომ ბიჭის მამა გახდი.
ძლივს ამოიღო ხმა. რაღაც ამოუცნობი და აქამდე უცნობი გრძნობა გაღვივდა მასში.
-ვბრუნდები ყველა გააფრთხილეთ.ისევ ვიკრიბებით. მოკლედ მოჭრა სერგიმ და გათიშა.
-რაო რა თქმა?დაბნეულმა იკითხა ელენემ
-ვბრუნდები ყველა შეკრიბეთო. არ მოგვესმა ხო?
-არააა. სიხარულისგან იკივლა ისევ ელენემ. გახარებულმა მიშომ ისევ ხელში აიტაცა და ჰაერში რამდენჯერმე დაატრიალა
-გხედავდეს ახლა შენი ცოლი. გაეხუმრო გოგო
-მართალი ხარ. დასერიოზულდა ბიჭი და უკან დააბრუნა იატაკზე.-წავალ ყველას შევატყობინებ და სასმლს ვიყიდი, ერთი-ორი ჭიქით ხომ უნდა დავილოცოთ. ღიმილით გააყოლა ელენემ დერეფანში მიმავალ მიშოს თვალი და თავის ტელეფონს დახედა.
-ღმერთო როგორ დამავიწყდა. მომკლავს. ჩაილაპარაკა და ეკრანს ხელი გაუსვა.-გისმენ რუსა...დღეს ვერ მოვალ, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. ხვალ ყველაფერს აგიხნი...
***************
თერთმეტი ხდებოდა რუსას რომ გაეღვიძა. არადა წუხანდელი ემოციებისგან გამთენიისას ძლივს ჩაეძინა.დღეს ისვენებდა და გადაწყვიტა საწოლში ენებივრა, ბალიში თავზე გადაიფარა და დაძინება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.ტელეფონმა დარეკა. უხალისოდ გაუსვა ეკრანს ხელი ისე რომ არც დაუხედავს ვინ იყო, მაგრამ საყვარელი ადამიანის ხმა რომ გაიგონა მაშინვე გამოფხიზლდა და საწოლში წამოჯდა.
-დილა მშვიდობის ჩემო საყვარელო. ხომ არ გაგაღვიძე?
-არა, მეღვიძა, მაგრამ ისევ ვიწექი.შენ ადრე გაიღვიძე?
-დილით ადრე გამომიძახეს სამსახურში, გამოძახებაზე მივდივარ ახლა და ვიფიქრე ორი წუთით დავურეკავ მის ხმას გავიგებ რომ დღემ კარგად ჩაიაროს-თქო,გაეცინა ირაკლის
-სწორად გიფიქრია..
-როგორ გეძინა?
-მეტი უკეთესი არ შეიძლებოდა, თან ისეთი წინაპირობა მქონდა...
როგორ მინდა ახლა შენს გვერდით ვიყო და შენი ტუჩების გემო კიდევ ერთხელ გავიგო.
-შე ცუღლუტო. გუშინ რომ გითხარი არ დარჩი...
-არ შეიძლებოდა..
-კარგი რაა...
-ნუ ცდილობ შემაცდინო..
-ისე იცი რა მაინტერესებს კოცნა და გული რომ მომპარე ამ გამომძიებელმა კაცმა ამისთვის სასჯელი არ არსებობს?
ირაკლის გულიანად გაეცინა გოგოს გულუბრყვილო ნათქვამზე.
-საჯელი შენ მოიფიქრე ჩემო ლამაზო, მაგრამ ისევ ჩხუბით და ჩემგან წასვლით არ დამსაჯო კარგი?
-მაშინ მოვიფიქრებ რამეს..მმმ..ჩაფიქრდა გოგო.-კარგი მოვიფიქრე საქმეებს რომ მორჩები დღევანდელ საღამოს ჩემან გაატარებ.
-საჯელი გამოტანილია?
-კი და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უპასუხა რუსამ.
-კარგი საღამოს გნახავ. ახლა რომ წავიდე ხომ არ გეწყინება?
-არა არ მეწყინება, მიხედე საქმეებს, მე კი რამეს მოვამზადებ საღამოსთვის.დროებით. მიყვარხარ. ჩასძახა გოგომ ყურმილში გაუცნობიერებლად და იგრძნო როგორ აუწითლდა ლოყები.
-მეც მიყვარხარ. უპასუხა ირაკლიმ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.გაჩერებული მანქანიდან გადავიდა და უფროსს მიესალმა.

****************
აეროპორტში გასავლელთან იდგა ელენე და მგზავრებს დაძაბული ათვალიერებდა. სერგი კი არადა არ ჩანდა, ერთ ხანს ისიც კი იფიქრა რომ არ ჩამოვიდაო და იმედიც კი გადაეწურა, ღამენათევს და ნანევიულებს თვალები ისედაც უფრო მეტად ასტკივდა.უძილო ღამეს მის სახეზეც ემოქნედა მაგრამ არ ნებდებოდა. ის იყო გამობრუნება დააპირა რომ სერგის მოჰკრა თვალი, მისგან რამდენიმე მეტრში იდგა და უღიმოდა. მისკენ გაიქცა,ბიჭმაც ხელები გაშალა და გულში ჩაიხუტა.ჰაერში აიტაცა, რამდნეჯერმე დაატრიალა
-სერგიი.. როგორც იქნა ჩამოხვედი.. როგორ მომენატრე მამიკო..გილოცავ.. უთხრა ელენემ და ლოყაზე აკოცა.
-მადლობა ჩემო გოგო, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და ჩავეხუტები ორივეს. ჩანთას დასწვდა და გასასვლელკისკებ წავიდნენ
-წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ მიჭირდა უთქვენოდ და როგორ მენატრებოდით.როგორ ვნანობდი რომ თინანოს გვერდით არ ვიყავი მაგრამ ასე იყო საჭირო.
-მოდი დღეს არ გვინდა ცუდზე ლაპარაკი სერგი.დღევანდელი დღე თქვენია. დანარჩენი მერე.სთხოვა გოგომ.-აბა მზად ხარ ჩემთან ერთად პირველად იმგზავრო?
-იმედია მშვიდად მიმიყვან ადგილამდე.გაეცინა მას
-გარისკავ მამიკო?-თვალი ეშმაკურად ჩაუკრა
-ეს ახალი ხუმრობაა?ახლა ასე უნდა მეხუმროთ?
-ცოტა ხანს კიი.უპასუხა ელენემ და მანქანა ავტოსადგომიდან ნელ-ნელა გამოიყვანა
-აბა შენ რას შვებოდი მანამდე?ხომ არ ცელქობდი?
-არა მხოლოდ კლუბში გამოვდიოდით. ისიც იშვიათად.
-გავიგე რეკორდები დაგიმყარებია.
-ჯერ ბოლომდე ვერა. მაგრამ სულ ცოტა მაკლია.
-ყოჩაღი გოგო ხარ. მაგასაც ადვილად გადავლახავთ. ახლა ქ ვარ და პირადად გავაგრძელებ შენს მომზადებას.უთხრა და გოგოს გახედა რომელიც დაძაბული მართავდა საჭეს და დარწმუნებული იყო რომ მისთვის ამ ტრასაზე ასეთი ნელი სიჩქარით მოძრაობა ტანჯვა იყო...
საავადმყოფომდე რამდენჯერმე გააჩერებინა ელენეს.ჯერ ყვავილების უზარმაზარი თაიგული იყიდა. მერე ასეთივე მოცულობის თეთრი დათუნია. პატარასთვის ტანსაცმელი და ბოლოს საჩუქრების მაღაზიასთან შეჩერდნენ.
-ამაზე რას იტყვი?-ჰკითხა ელეს ყელსაბამზე
-იცი მაგას აი ეს ჯობია..
-მართალი ხარ. რაღაც ველოდოთ, დროა უკვე, უფრო სწორად დავაგვიანეთ.გაეცინა სერგის და კონსულტანტს ბეჭდები კოლოფში ჩაადებინა...
ელენემ რომ პალატასთან მიიყვანა აღელდა და კანკალი დააწყებინა.თითქოს პატარა თინეიჯერი ბიჭი ყოფილიყო. პირველი გოგო შევიდა, თინანოს პატარა ხელში ეჭირა და აჭმევდა.ისიც გაყუჩებულიყო და დროდადრო უცნაურ ხმებს გამოსცემდა ჭამის დროს,
-შენთვის სიუპრიზი გვაქვს, აბა მოემზადე..ერთი..ორი და სამიი...
კარში სერგი გამოჩნდა ამდენი ყველიებით და საჩუქრებით ხელში. თინანოს თვალები გაუფართოვდა მოულოდნლობისგან და ისე შეჰკივლა რომ ბავშვს შეეშინდა და წამოიტირა.
-ჩუუ პატარა ჩუუ..მშვიდად, სერგიმ ყველაფერი იქვე სავარძელში მიაწყო, ყვავილები ელენემ გამოართვა და საყვავილეში ჩადო. ცრემლიანი თვალებით უყურებდა მათ და მათი ბედნიერებით ტკბებოდა.
სერგი თინანოსთან მივიდა. საწოლზე მიუსკუპდა,ცალი ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა. მეორე ხელით კი პატარას მოეფერა. მანაც თითქოს იგრძნო მამის მოსვლა,თავის პატარა თითები მის საჩვენებელ თითს მოჰკიდა და აღარ უშვებდა. სერგის გულში აქამდე უცნობმა გრძნობამ გაიღვიძა და თვალზე ცრემლიც კი მოადგა.
-უკვე გიგრძნო ხედავ. ბედნიერმა ახედა გოგომ-
-ეს მომენტი რომ არ გადავირო არ შეიძლება.- ელენემ მობილური მოიმარჯვა და რამდენიმე კადრი გადაიღო.-მეც ხომ მინდა მოიცადე აბა გაიღიმეთ სელფს ვიღებ. .. ესეც ასეეე...
-ძალიან მომენატე, ამოიჩურჩულა თინანომ
-მეც ძალიან მომენტრეთ. ხომ იცი გრძნობების და ემოციების გამოხატვა არ შემიძლია, შენ ყოველთვის იმიტომ იყავი განსაკუთრებული რომ ჩემი უთქმელად გესმოდა და იგებდი იმას რასაც ვგრძნობდი
-ვიცი.უპასუხა კმაყოფილმა თინანომ და თავი მკერდზე მიადო..
მეტი არ დასცალდათ. ბიჭებმა შემოგლიჯეს ხმაურით პალატის კარი. წინ მიშო მოუძღვოდათ შამპანურებით და ჭიქებით ხელში.
-აბა გუგულებოო როგორ გრძნობთ თავს?
-მიშო ჩემო ძმაო. წამოდგა სერგი და ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მერე ყველას ჩამოუარა და ერთმანეთის მიყოლებით ჩაეხუტა.მონატრებული მეგობრები მხიარულობდნენ და ხმაურით იკლებდნენ იქაურობას. იქამდე სანამ ექიმი არ შემოვიდა და არ სთხოვა დაეტოვებინათ პალატა და საავადმყოფო.
-ახლავე გავალთ ექიმო. მხოლოდ ორი წუთით მადროვეთ. სთხოვა სერგიმ და ჯიბეში ჩაიყო ხელი. ელენემ ზუსტად იცოდა რაც მოხდებოდა ახლა და ისევ მოიმარჯა ტელეფონი რომ ვიდეო გადაეღო სამახსოვრო.
სერგი თინანოს მიაუხლოვდა მის წინ დადგა და დაბნეულმა დაიწყო ლაპარაკი.
-არ ვიცი ახლა ასეთ დროს რას ამბობენ ან როგორ იქცევიან ხოლმე მამაკაცები, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი მხოლოდ რომ ცოტა დავაგვიანე.თიინ მაპატიე რომ აქამდე შენთან არ ვიყავი, მაგრამ გპირდები დღეიდან გვერდიდან არ მოგშორდები. მახსოვს მაშინ რომ წავედი გამომშვიდობებისას მითხარი ერთი სიტყვა, მე კი ისე წავედი ჩემი პასუხი არ გითხარი, ახლა გეტყვი, ამას მაშინაც ვგრძნობდი და ახლა უფრო მეტად როცა დაგინახე ჩვენს შვილთან ერთად, მოკლედ სანამ კიდევ ბევრი ვიბოდიალე მინდა გითხრა რომ მეც ძალიან მიყვარხარ, ცოლად გამოყვები?
-თვალცრემლიანმა გოგომ თავი მორიდებით დაუქნია.სერგის ღიმილმა გაუპო სახე, ბეჭედი თითზე მოარგო და ჩაეხუტა
-ასე არ შეიძლება კოცნა, კოცნაა, იყვირა ყველამ ერთად. სერგისაც დრო არ დაუკარგავს და საყვარელი ქალს მორიდებით აკოცა...
ბედნიერი წუთები კადრებზე აღბეჭდეს და მერე საავადმოფოდანაც ისევე გაუჩინარდნენ რანდენიმე წამში თითქოს სულ არ ყოფილიყვნენ იქ. მხოლოდ ბედნიერი წყვილი დატოვეს შვილთან ერთად...
გაქრობაში და გაუჩინარებაში ხომ შეუდარებლები იყვნენ..მათმა მწვანეთვალება დემონმა კი სახლისკენ აიღო გეზი, ერთი სული ჰქონდა რომ სახლში მისულიყო და ბალიშს ჩახუტებოდა. ზამთრის სიცივეს გაქცეოდა და თბილ ლოგინში ჩამთბარიყო...თუმცა სახლში მისვლა არ უნდოდა, ახლა ნამდვილად არ ჰქონდა რუსასთან საუბრის თავი. მისთვის ახლა ყველაფრის ახსნა ტანჯვის ტოლფასი იყო.
მანქანა სახლთან გააჩერა და თვითონ იქვე მდებარე სკვერში ჩამოჯდა. დეკემბრის ბოლო იყო საკმაოდ ყინავდა. თავზე ქუდი წამოიფარა და სკამზე ჩამოჯდა, ტელეფონს ხმა ჩაუწია.
მოგონებები აეშალა. ისევ წარსული გაახსენდა.დედა მოენატრა, მასთან ჩახუტება ისე მოუნდა ახლა როგორც არასდროს. მის კალთაში ჩაედო თავი და ისე დაეძინა როგორც მაშინ ბავშვობაში როცა მოიწყენდა ხოლმე. ბავშვობიდანვე მარტოსული იყო, ძნელად პულობდა ადამიანებთან საერთო ენას. მხოლოდ რუსა მიიღო თავიდანვე. მხოლოდ მასთან იყო სხვანაირი, ლაღი,თავისუფალი და მხიარული.მერე მასთან გამოაჩინა თავის ნამდვილი სახე როცა პირველად შეუყვარდა, მას ენდო ბოლომდე თუმცა მანაც ასე მწარედ გაწირა...
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა..ბევრი რამე მოხდა.მას შემდეგ ისევ ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში...მერე ახალი ეპატი დაიწყო, უჩინარების ეტაპი... მაშინ იყო სრულიად სხვა ელენე როცა მათთან ერთად საჭეს მიუჯდებოდა და ქალაქში დააგელვებდა ავტომობილს. მათთან გაიხსნა ოღონდ ისინი ელენეს კი არა ელას იცნობდნენ, მეორე შინაგან ელენეს რომელსაც ზოგმა ანგელოზი შეარქვა. ზოგმა დემონი, ხოლო სერგისთვის და მიშოსთვის ის რბოლის დედოფალი იყო...
არ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი მანქანას ასე მართავდეს და სიკვდილს ასე უყურებდეს ხახაში და მაინც ცოცხალი გამოდიოდეს იქიდან როგორც ელაო, ამბობდნენ და აქედან შეერქვა მას მწვანეთვალება დემონი.მიუხედავად იმისა რომ დაშლილები იყვნენ და ქალაქში აღარ გამოდიოდნენ კლუბში უკვე ასე იცნობდნენ მას. ქალაქშიც გავარდა ხმა მის სსახებ, თუმცა ვერავინ მოიხელთა, პოლიციამაც კი. რატომღაც ყველას კაცი ეგონა დემონი და ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ ქალი იყო..ამიტომ ვერ გავიდნენ მის კვალზე...
ეს რა თქმა უნდა მანაც იცოდა და ამაზე კარგად ხალისობდა. ახალაც როცა ეს გაახსენდა ისევ ჩაეღიმა. რატომღაც მოუნდა რომ პოლიციას მის შესახებ გაეგო.რატომღაც ისევ მოუნდა მათ გაჯიბრებოდა და ახალი განცდები შეეგრძნო. ისევ ეგრძნო ადრენალინის გემო. უნდოდა გაეგო როგორი იყო იყო როცა პოლიცია მოგდევს და შენ გარბიხარ. გეძებენ და დამნაშავედ მიაჩნიხარ. ისედაც მთელი ცხოვრება ყველას დამნაშავე ჰგონია და ახლა პოლიციასაც რომ ჰგონებოდა რა შეიცვლებოდა ამით. დიდად არ ინაღვლებდა მაინც ამაზე...
რა თქმა უნდა აუცილებლად მოხვდებოდა მათი ყურადღების ქვეშ, ოღონდ რიგით პოლიციელს კი არა ქალაქის საუკეთესო გამომძიებელს თვით გელოვანს უნდა ეძებნა ის, გელოვანი უნდა გამოეწვია ერთი-ერთში. საიდან მოუვიდა ეს აზრი თვითონაც არ იცოდა.
გელოვანი?ჰმ..ჩაეცინა. ისე რამდნეი ხანია არაფერი გაუგია მის შესახებ, მართალია მისი მეგობარი რუსას ხვდებოდა მაგრამ მასთან შეხვედრას ყოველთვის გაურბოდა და არც რუსას წამოსცდენია რამე მის შესახებ. არა უნდა გაარკვიოს რა ხდება და სად წავიდა გელოვანი. მხოლოდ ის იქნებოდა ის მოწინააღმდეგე რომელიც ელენეს უნდოდა. ის იქნებოდა ღირსეული მეტოქე მისთვის.რატომ მოიცვა მისი გონება გელოვანმა არ იცოდა.ჯერ ახსნას ვერ უძებნიდა მაგრამ,მის შესახებ აუცილებლად უნდა გაეგო რამე.
წამოდგა და სახლისკენ წავიდა, იცოდა რუსასთან ირაკლი იყო სტუმრად და დრო იყო მეგობრის თაყვანისმცემელი ახლოდან გაეცნო.მაღაზიაში მარტინი, ნატურალური წვენი და ნამცხვარი იყიდა და კიბებს აუყვა. კარზე ზარი რომ დარეკა რუსას თვალები შუბლზე აუვიდა მის დანახვაზე.
-ხო მშვიდობაა?რა ხდება?რას ავღნიშნავთ?
-სასიძო უნდა გავიცნო კარგად. შესძახა მხიარულად და მისაღებში შეაბიჯა. დაბნეული წამოდგა ირაკლი სავარძელიდან და მისკენ წავიდა.თბილად მოიკითხა
-აბა მომავალო სიძევ რას ვშვებით დღეს ვსვავთ?ჰკითხა და მარტინი ხელში შეათამაშა
-როგორც თვენ ინებებთ. ღიმილით აიჩეჩა მანაც მხრები და ცერა თითი მაღლა შემართა კმაყოფილების ნიშნად
-თქვენ რა მართლა დალევას აპირებთ?
-შენ ეს ნამცხვარი გამომართვი. სადმე დადე, შენ კი ბატონო ირაკლი სამზარეულოში მობრძანდი.დარწმუნებული ვარ ქალბატონს უკვე გაშლილი ექნება მაგიდა.
-სწორედ ახლა ვაპირებდით ვახშმობას.-უპასუხა ირაკლიმ
-ხოდა კარგ დროს მოვსულვარ.მოდი მოდი. თქვენ დასხედით, მეც ხელებს დავიბან და ახლავე მოვალ. უთხრა და სააბაზანოში გაუჩინარდა
-ნეტავ რა სჭირს?-ჩაილაპარაკა გაოცებულმა რუსამ და ნამცხვრის დაჭრას შეუდგა...


ვიციიი ვიციი რომ ძალიან დავაგვიანე და თქვენი გულისწყრომა გამოვიწვიე, არც გამიკვირდება რომ აღარ გახსოვდეთ და აღარ კითხულობდეთ.. არც ის ვიცი გამოვიდათუ არამეორე ნაწილი ისეთი როგორიც მინდა რომ იყოს, მაგრამ მაინც ავთვისრთავ. ველი თქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი გეგა

უკვე მეგონა , საერთოდ აღარ დადებდი და აიი რო დავინახე ძალიან გამიხარდა❤️❤️გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი

 


№2  offline წევრი katiusha

აღარც მე აღარ მეგონა თუ დავწერდი მეორე ნაწილს :)

 


№3  offline წევრი ფსიქოპატი

კინაღამ დამავიწყდა ეს ისტორია. მაგრამ მაინც მეცნო ეს სათაური♡გამიხარდა ძალიან რომ კვლავ აგრძელებ...
--------------------
tamo♡

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმეეე, როგორ გამახარეეე. არადა აკვიატებული მქონდა და მოლოდინში ვიყავი. კარგი დასაწყისია, დაველოდევი მონდევნოს და აღარ დააგვიანო რააა

 


№5 სტუმარი makukuna

კატუშ, სად დაიკარგე ამდენ ხანს heart_eyes

 


№6  offline წევრი cicino

Dzalian gamaxere sheni dabrunebit velodi rodis gamochndebodi warmatebebi velodlodebi shemdeg tavs

 


№7  offline წევრი katiusha

არ დაგაღალატებთ, დღეს იქნება შემდეგი თAვი

 


№8 სტუმარი მარი. ელ❤

იცი რამდენი ხანია ველოდებიი:( იმედ გადაწურული ვიყავი და დადეე უზომოდ გამიხარდაა აღარ დააგვიანო ვგიჟდები ამ ისტორიაზეეე ყველაფერი მომწონს განსხვავებულიაა და აასე გააგრძელეე❤❤❤

 


№9  offline წევრი katiusha

რამდენიმე წუტსი დაიდება მეორე თავიც :) მადლობა ასეთი სიყვარულისთვის და მოლოდინისთვის

 


№10  offline მოდერი ენემი

ვაიმეეეე heart_eyes ჩემი გიჟები დაბრუნდნენ heart_eyes ძალიან გამახარე innocent გელოვანი სად "მიჩქმალე" გოგო joy

 


№11  offline წევრი katiusha

შემოვა მალე გელოვანიც :D

 


№12  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

არ შემშალო არ შემშალო და კიდე არ შეწყვიტო ჭკუიდან გადავალ იცოდე.. ასეთ მაგარ ოსტორიას როგორ უნდა წერდწ არ ვიცი ღმერთო სუნთქვაშეკრული ვკითხულობ... მალე დადე გთხოვ რა ძალიან გთხოოვ ♡♡♡

 


№13  offline წევრი katiusha

Vici rom bevrs gawvalebt da didxans galodinebt magram es imitom,xdeba rom xshirad ver vaxerxeb komptan ose dajdomaa rom erti gemroelad davwero.tan wina tavis atvirtvis shemdeg maleve avtvirte mwpre tavi da ratomgac asminma washala ar gamlqveynda.axla radgan sbenaxuli ar mqonda momiwevs tavodan dawera.tumca gpirdebit male gamoswprdeba yvelaferi da gaganebivrebt axal axali tavebitda cxel cxeli istoriebit <3

 


№14  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

katiusha
Vici rom bevrs gawvalebt da didxans galodinebt magram es imitom,xdeba rom xshirad ver vaxerxeb komptan ose dajdomaa rom erti gemroelad davwero.tan wina tavis atvirtvis shemdeg maleve avtvirte mwpre tavi da ratomgac asminma washala ar gamlqveynda.axla radgan sbenaxuli ar mqonda momiwevs tavodan dawera.tumca gpirdebit male gamoswprdeba yvelaferi da gaganebivrebt axal axali tavebitda cxel cxeli istoriebit <3

ანუ დაახლოებით როდის დადებ შემდეგს?!

 


№15  offline წევრი katiusha

Daaoebit sam otx dgeshi

 


№16 სტუმარი marika

როდის დადებთ გაგრძელებას დავიტანჯე ბექასა და ელენე ფიქრით. ერთი სული მაქვს მომდევნო წავიკითხო. ზოგჯერ ვფიქრობ ნეტა არ წამეკითხა მეთქი ვერ ვისვენებ ისე მაინტერესებს. რაა...

 


№17  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კაი რა კაი რაააა დავიტანჯე უკვე დადე მალე

 


№18 სტუმარი nia

dadet gagrdzeleba male vtxoovt raa dzalian gtxoovt

 


№19  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გამართლებაც არააქ ამ საქციელს.

 


№20  offline წევრი katiusha

დღეეეეეს :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent