შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-16


20-01-2018, 23:50
ავტორი Tasska
ნანახია 2 802

თავი 16
ბაბლუანი ჯერ გახევებული იდგა, ეტყობა გაცეცხლების დაშოშმინებას ცდილობდა.
-ეგ ყველაფერი კაი, მაგრამ ამ გოგომ საიდან გაიგო ყველაფერი?-საკმაოდ ლოგიკური კითხვა დასვა გაბრიელმა და დაშტერებული მზერით გამომხედა.
-აი ეგ უკვე ნამდვილად არ ვიცი-სიცილით ვუთხარი.
ბაბლუანმა ერთი შემომიბღვირა, მერე კი თქვა.
-ეგ და იმნაძე ძველი მეგობრები იყვნენ, მაგან გამაცნო თაკუშა.
-ხოდა ეტყობა გაუხარდა მეგობრის ბედნიერება-ცინიკურად განვაცხადე და ბავლუანს გავხედე.
-სანდრო იცოდე, არ აწყენინო თამარას, თორემ გაბოროტებული იმნაძე არ გაპარიებს. -ისევ სიცილით ვუთხარი ბაბლუანს.
-ლაწირაკო, ჩემ ნერვებზე რომ უკრავ ხვდები?-ისე მითხრა, ეტყობოდა ეომ ძლივს თოკავდა გაცოფებას.
-კი, თანაც ძალიან სასიამოვნოდ-კვლავ გავაგრძელე ნერვებზე დაკვრა.
რაღაცს თქმას აპირებდა, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებამ შეაწყვეტინა.
-მოგესალმებით ყველას, დღეს ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდრე ბაბლუანი კვლავ ეხვევა სოციალური ქსელის პოპულარულ სიახლეებში. ზუსტად რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ბაბლუანი ცოლს ირთავს! მისმა საცოლემ ამ ყველაფერზე ცალკე ისაუბრა, ინტერვიუს კი ახლავე ნახავთ. -ეს თქვა თუ არა ჟურნალისტმა ეკრანზე თაკუშა გამოჩნდა რომელიც მისი და ბაბლუანის ზღაპრულ ისტორიაზე საუბრობდა.
-გამარჯობაა ყველაას.. მე ვარ თაკუშა, უახლოეს მომავალში კი თაკუშა ბაბლუანი ვიქნებიი-აუჰ, ამის თქმაზე ბაბლუანის ჩაწითლებულ თვალებს დავაშტერდი, მის გაჭირვებაზე სისცილი ამიტყდა. არა ისე ტყლარწი ხარ შვილო თუ ჟუაჩკა? რა არის ყველგან ასე გატყლარწვა შეიძლება? ამ უცნაურმა ფიქრებმა შემომიტია.
-იქნებ მოგვიყვეთ, თუ სად, როგორ ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი თქვენ და ბატონმა ალექსანდრემ.
-ვაიმეე, მე და სანდრიკომ ერთმანეთი ორი წლის წინ კლუბში ჩვენი მეგობრის დახმარებით გავიცანით, მერე ცეცხლივანი ღამე გვქონდა და იქედან მივდუვართ ერთად. -ამაზე საერთოდ ჩავკვდი, ახლა ბაბლუანი საქვეყნოდ ცნობილი ბიზნესმენობით კიარა, ცეცხლივანი ღამეებით იქნება.
-ცოლობა როგორ გთხოვათ?
-ცოლობა არ უთხოვია, შერცხვა ეტყობა ჩემ შავ პანტერას, არც კი ვიცოდი ჩემი ცოლად შერთვა თუ უნდოდა, თურმე წლების განმავლობაში ვყვარებივარ, სხვადასხვა საჩუქრებითაც მანებივრებდა ანონიმურად, ჩემი ახალი ტოიოტაც თავისი ათიათას ლარიანი ნომრით მისი ნაჩუქარია. -გაბრწყიბებული თვალებით განაცხადა გოგომ, არა, ასეთი მარიაჟა და ტრიპაჩა რატომაა... ნერვები მეშლებოდა მასზე, მაგრამ ორმაგად მეცინებოდა კიდეც, რა დღეში ჩავაგდე ბაბლუანი, მოკლედ ვაი იმის დღეს ვინც ჩემ პირში ჩავარდება! ვფიქრობდი ჩემთვის, ბაბლუანის მკვლელ მზერაზე კი უკვე ოთხმაგად ავხარხარდი.
-ქორწილს დაახლოებით როდის გეგმავთ?
-ქორწილი ორ კვირაში გვექნება, ვგეგმავთ რომ ჩვენი ქორწილი მსოფლიოსთვის გახდეს ცნობილი და ამის გამო ერთის მაგივრად სამდღიან ქორწილს ვგეგმავთ, ათიათას კაციანს, მეორე და მესამე დღეს კი უახლოესი მეგობრები წავალთ და აღვნიშნავთ ჯერ ფიჯის კუნძულებზე, მერე კი მალდივებზე.-ამხელა ფანტაზია საიდან აქ ამ გოგოს? ისე ამან რაც ჩამოთვალა მაგხელა ბიუჯეტი ბაბლუანს კიარა თვით ბედკრულ საქართველოსაც არ ექნება..
-თაფლობისთვეზე რას გეგმავთ?
-ოო, თაფლობისთვე გვექნება საუკეთესო! სამთვიანი იქნება და მსოფლიოს ყველა კუნძულის მოვლას ვგეგმავთ!
-თქვენ უკვე დიდი გეგმები გაქვთ! ამასთან ერთად ბავშვებზეც იფიქრებდით ალბათ..
-რა თქმა უნდა, ბავშვებზეც ვიფიქრე უკვე! ჩვენ დიდად არ გვინდა რომ ძალიან გადავიტვირთოთ, ამიტომ დაახლოებით სამი შვილი გვეყოლება, ორი ბიჭი და ერთი გოგო—დოლჩე, დადუ და დიკო. მათ ბებიას და ბაბუას დავუტოვებთ აღსაზრდელად და თვრამეტო წლისები რომ გახდებიან სანდრიკოს, ნუ აწ უკვე ჩემ კომპანიაში იმუშავებენ.
-კარგით ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას..
-ასე დამთავრდა ინტერვიუ, რასაც ყველად სიკვდილამდე ხარხარი მოყვა. ერთი ბაბლუანი იდგა ძარღვებდაბერილი.
-შანდრიიკ შენ საცოლეს უწინასწარმეტყველებია ყველაფერი, და იქნებ მეც მითხრას რამე ჩემ მომავალზე-წავკბინე ბაბლუანს.
-მე თვითონ გეტყვი.. ახლო მომავალი გექნება გამწარებული ანასტასია ახვლედიანო, ამას არ გაპატიებ, გაზღვევინებ ორმაგად!-განაცხადა და კარში გავარდა.
-არა ამ გოგოს ამხელა ფანტაზია თუ ქონდა კიარ წარმომედგინა!-სიცილით თქვა მაშომ.
რაზეც მხოლოდ მე და მას გაგვეციბა, დანარჩენები კი დაზაფრული სახეებით იდგნენ.
-რაიყოთ ხალხნო მოკვდა ვინმე?-ვიკითხე გაოხრბულმა.
-ვინმე არა, მაგრამ შენ შესაძლოა მოკვდე ჩემი ბიძაშვილის ხელით, ასეთი გაცოფებული ჯერ არ მინახავს. -შიშით განაცხადა ელენემ.
-კაი რა ელიკო, დიდი ამბავი, ღირსი იყო!-ვთქვი და გავაგრძელე ისტერიული სიცილი.
***
-ბიჭო სად გავარდი, დაგველოდე. -მომმართა დემეტრემ რომელიც გაბოსთამ და ლეოსთან ერთად მორბოდა.
-გამოვვარდი, თორემ შემომაკვდებოდა ის ლაწირაკი.-ზიზღით მივანიშნე ახვლედიანზე.
-აუ ისე მაგრა გაგ*დო მაგ გოგოსგან-სიცილით მითხრა გაბრიელმა.
-კაი შენი ღადავი მინდა მე კიდე სრული ბედნიერებისთვის!-გაცოფებულმა მივახალე გაბოს.
-არა, იმ სულელმა გოგომ საიდან მოროშა ამდენი?-იკითხა დემეტრემ რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს.
-კაი ტოო, ახლა შენც ნუ დამიწყებ ღადავს, ისედაც ამტკივდა თავი უკვე, არა ახლა როგორ გამოვძვრე ამ სიტუაციიდან? არ წარმომედგინა ეგეთი დებილი გოგო თუ იყო!
-აბა რა გეგონა შე*ემა? მისნაირები ეგეთები არიან.
-არა, ტასოს არ შევარჩენ ამას!
-კაი შე*ჩემა ჩვენ ტასიკოსთან რაღა გინდა?-ახლა სიცილით მკითხა ლევანმა.
-რა რამინდა ბიჭო, მაგის ბრალია ყველაფერი!
-ღირსი ხარ მერე, შურისძიებაა ძმაო! კაი წამო დავლიოთ ახლა, გულს გადააყოლებ.-განაგრძო ლევანმა და ყველა წავედით ბარში.
რამდენიმე საათი ვსვით, და გალეშიკები დავეყარეთ სავარძელზე.
-შე*ემა, რამე მირჩიე რა-ყოყმანის შემდეგ მკითხა დემეტრემ.
-გისმებ აბა.
-მალე ჩემი მაშიკოს დაბადების დღეა და მაგარი სიურპრიზის გაკეთება მინდა.
-ბიჭო შენ მაშოს სერიოზულად უყურებ თუ პროსტა ისე პონტისთვის?
-არა რა პონტი გაგიჟდი შე*ემა? სერიოზულად ვიყურებ?, მიყვარს ტო..-სევდიანად თან აღტაცებულად განაცხადა ავალიანმა.
-ხოდა მე ვიცი მაშინ რაც უნდა ქნა!
***
-მაშო, ადექი ქალო! ვერ ხედავ რა გეღირსა? მე გაღვიძებ დილით-სიცილით ვუთხარი და ზემოდან დავახტი მძინარე მაშოს.
-აუ რაგინდა გოგო, გადავტყდი ძვლებში.
-ადექი მალე თორე დავაგვიანებთ სასამართლოში.
-საად? სასამართლოში რა გინდა?
-ხაში მაშო, რა მენდომება შენი აზრით სასამართლოში?
-ტასო, რამეს მიმალავ?-შიშშეპარული ხმით მკითხა მაშომ.
-ხო მაშო, სერიული მკვლელი გიზის სახლში. -ვუპასუხე ცინიკურად.
-რ..რა?
-რადა თუ არ ადგები ახლავე შენც მიემატები ჩემი მსხვერპლების სიას. ადექი გოგო დავაგვიანეთ. რამ გამოგაშტერა გოგო იმნაძის სასამართლოა და მე გავდივარ მოწმედ და შენც რომ მომყვები დაგავიწყდა? სკლეროზიანო იმეეე..
-კაი არ გინდა ახლა შენებურები ვდგები ვააახ.
მაშოა ადგა მოემზადა, სასამართლოში მივედი, ყველაფერი მოვყევი რაც მიხდა, ბოლოს ისიც დავამატე რომ სხვაში შევეშალე და ბოდიში მომიხადა, მაინც შეუმსუბუქონ იქნება სასჯელი, ცოდოა მაინც, მერე ბაბლუანის და იმ თამარას პირში ჩავარდება...
რამდენიმე კითხვა დამისვეს და დაამთავრეს.
კარგი ადვოკატი ყავდა, ჯარიმით შემოიფარგლა.
მერე მომვარდა და მადლობების თქმა დამიწყო... არა თავიდან ისეთი კაი ტიპის იმიჯი ქონდა და ახლა ასეთი ბუნჩულა რამ გახადა?!
სასამართლოდან გამხიარულებული წამოვედით სახლში...



№1 სტუმარი მარიამმი

ძალიან სახალისო და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა ^_^♡♡♡აი შენკიდე ძაან მაგარი გოგოხარ 10დღეში ერთხელ რო არდებ სხვებივით და ყველაფერს ესე კარგად რო წერ ^_^წარმატებები ^_^

 


№2 სტუმარი gggg

Simartle gitxra chemma fantaziam gagrdzeleba warmoidgina shemdrgnairad irtvebi sainformacio da sityvit gamodis babluani:" es yvelaferi shecdoma iyo garda imisa rom me martlac momyavs coli magram ara takusha aramed taso " ara ra ra fantazia mak joy male dade ra magari gogo xar :heart:

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფიო

ძალიან მომწონს ეს ისტორია. უკვე ძალიან შემიყვარდა ტასო.

 


№4 სტუმარი tako

Auu magarii gohoa raa es tasikoo

 


№5  offline წევრი cicino

Sainteresoa ra moxdeba veli shemdegs

 


№6 სტუმარი Franko

უძააან მაგრესი ისტორიაა;დ სასწაულად მომწონს მართლა (^.^) თავებს თუ გაზრდი გაგვიხარდება, არ მყოფნის ერთი დღე <3

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუ ძაან კარგი იყო მაგრად წერ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤ ❤ ❤

მაგრამ არცმე მყოფნის შეეცადე რო გაზარდო რა თავები ????

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკა

მალე გთხოვ მალ მალე დადეთავები მომწონს კარგია არ მაქ შენიშვნა

 


№9 სტუმარი gggg

Dges dadeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent