შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-17
თავი 17 -აუ რა მაგარია ტო, დღეს მაშოს დაბადების დღეა!-გაბრწყინებული თვალებით წამოიძახა დემეტრემ. -გეღირსა ძლივს, თორე ერთი კვირაა მაგას ელოდები, ეჰ ჩემი საცოდავი ძმაკაცი მოარჯულა მაშიკომ. -სიცილნარევი ხმით ვუთხარი. -შენ ვინ უნდა მოგარჯულოს ერთი ჰაა?-ცინიკურად მკითხა. -არ დაბადებულა ჯერ ეგეთი.-ნიშნისმოგებით მითხრა. -არაა, საერთოდ, ძმაო ჩვენ მხოლოდ ერთნაირი გიჟები მოგვარჯულებენ!-მითხრა დემეტრემ ირონიულად. -რას გულისხმობ? -რაც გაიგე იმას-სიცილით მომახალა. -დემეტრე, მე ქალები მიზიდავს ალქაჯები კიარა. -ხო რა ვიცი ვნახოთ. ისე ტაკუშას საქმე მიაგვარე? -აუ ეგ საერთოდ, ტვინს მიხნავს რასაც ქვია რაა, გონებრივად შეზღუდულია ეგ გოგო, არ მომყავხარ ცოლად მეთქი და რატო გადამიყვარეო, ახლა თავს მოვიკლავო.. მერე ძლივს დაიჯერა, რომ მოატყუა იმნაძემ, ჯერ იმასთან მივარდა, მანამდე ეგეც დავამუშავე და ძლივს დაიჯერა იმ სულელმა რომ არ მომყავს ცოლად. -მერე იმ საინფორმაციოებს და გაზეთებს რა უნდა უქნათ?-სიცილით მკითხა დემეტრემ. -აუ ახლა მაგის თავი არ მაქ, ჯერ ტასოზე შური უნდა ვიძიო! ————— -რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ჩემი მაშკას დაბადების დღეა!!!!-დილით მძინარე მაშოს დავახტი თავზე ბუშტებით და უზარმაზარი ტორტით. -რაიყო გოგო აპოკალიფსია?-ხრიწინიანი ხმით მკითხა მაშომ. -აბა რაარი გოგო? ჩემი დაბადების დღე რომ იყოს წამოვხტებოდი და მთელი დღე ვიგრიალებდი აქეთ-იქეთ და შენ რა ჭირი გეტეკა? -მეძინება-მომაბეზრებელი ხმით მომაძახა. -ადექი ახლა თორე ეს გემრიელი შოკოლადის ტორტი პირდაპირ სახეში წამოვა!-გამაფრთხილებელი ხმით მივახალე. -კაი ავდგები თორე შენ მართლა ხარ მაგის გამკეთებელი. დაახლოებით თხუთმეტ წუთში გამოფხიზლებული მაშო ამესვეტა წინ, მე კი ტორტის დაჭრით ვიყავი დაკავებული. -ისე, ამ დილაუთენია ტორტი სად ნახე? -გუშინ ვიყიდე და გულნარასთან მქონდა დატოვებული. -ეგ ისეთია შხამს მოასხამდა ფრთხილად იყავი-მითხრა მაშომ რაზეც ორივეს სიცილი აგვიტყდა. -კაიი.. ახლა მოვაგვაროთ საქმეები... დღეს შენები ჩამოვლენ და ჩემებიც მგონი.. -ტასო, იცოდე დედაჩემს არ დაანახო რომ ამ ნახშირწ....ბით სავსე ტორტს მივურთმევთ, თორემ დაიწყებს ამდენი კალორიის ერთბაშად მიღებამ მრავალი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს..-თქვა მაშომ და დედამისის წვირილი ხმის იმიტაცია გააკეთა. -რესტორანი დავჯავშნე უკვე და დღეს საღამოს 8 საათზე მივალთ. -კაი რა რესტორანი გოგო, გაგიჟდი? ხო გითხარი არ მაქ ახლა მე გვერდზე მსხდომევის მამაპაპური სადღეგრძელოების და ამბების მოსმენის თავი არა? ვიცოდი რა რომ ჩემით უნდა მომეგვარებინა.. ერთხელ მაქ წლის განმავლობაში დაბადების დღე და იმაზეც სამადლობელები და რაღაც სისულელეები უნდა ვისმინო-ისე მითხრა ფაქტობრივად ისტერიკაში ჩავარდა მაშო. -კაი არ ამოხტე ნასკებიდან-სიცილით ვუთხარი მაშოს. -კლუბში მივდივართ ნუ გეშინია.. შენი კურსელები წამოვა ყველა აბაშიძის და თოფურიას გარდა. -ეგენი როდის იყო სადმე დადიოდნენ.. -მაგათთვის ადგილი არც დამიჯავშნია, ვიცოდი რომ არ წამოვიდოდნენ. -სიცილით ვუთხარი მაშოს. -კაი ახლა დავგაზოთ მოლში კაბები ვიყიდოთ თან მაგ დროში უკვე ჩვენებიც ჩამოვლენ. მოლში რამდენიმე საათი ვიყავით და ორი ერთმანეთზე უკეთესი კაბა ვიყიდეთ. უკან რომ დავბრუნდით უკვე შამპანურით ხელში მაშოს მშობლები, არყით ხელში კი ჩემები დაგვხვდნენ. -აუ როგორ მომენატრეეთ-ერთად მივმართეთ მშობლებს და ჩავეხუტეთ ერთამნეთს. მაშო საჩუქრებით გაამდიდრეს, მერე რამდენიმე ჭიქა დავლიეთ და ამასობაში დროც გავიდა და მალე კლუბში უნდა წავსულიყავით უკვე კარგად შეზარხოშებულები. -აუ გოგო.. დემეტრესთან და ბავშვებთან ერთად ნეტა ბაბლუანიც იქნება? -წასით უნდა მოსულიყო და არ ვიცი... რვაზე უკვე კლუბში ვიყავით. ყველა მოვიდა, გულიანად მოულოცა მაშოს და საჩუქარიც გადასცა. დემეტრე გაბრწყინებული სახით მოძრაობდა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ემჩნეოდა. -ის ხეპრე სად ბრძანდება?-ვკითხე დემეტრეს. -ჯერ რაღაცა საქმეები ჰქონდა, მაგრამ მოვა მალე. -ხო არ ცალია მაგას, ქორწილის საქმეები აქვს მოსაგვარებელი, მაინც სამდღიანია და მთელ მსოფლიოს უნდა გააგებინონ, მეტი კი არაფერი..-ცინიკურად ვუთხარი დემეტრეს. -მოვაგვარე მე უკვე ყველაფერი, ახლა კი ჩემი გოგოსთვის მოვიცლი. -კარებში მყოფმა ბაბლუანმა მომახალა და მაშოსკენ წავიდა. გადაკოცნა და საჩუქარი გადასცა. -ისე სად გადაწყვიტეთ, ჯერ აქ იქნება ქორწილი თი მალდივებზე?-ცინიკურად და გამაღიზიანებლად ვკითხე ბაბლუანს. -ოოო, შენ მაგაზე არ იდარდო, მე ისეთი გეგმა მაქ ყველასთვის შოკი იქნება. -სიცილით მომახალა ბაბლუანმა. ამაზე ყურადღება არ მიმიქცევია, დიდად არც ბაბლუანს მოუწცევია ყურადღება ჩემთვის და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ ცეკვა და გართობა. ——— ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდებოდა მანამ, სანამ მთელ კლუბში შუქი არ ჩაქრა. შემდეგ უცებ პატარა ნათურა აინთო, იმას მეორე მოყვა, შემდეგ მესამე... და ასე მანამ, სანამ ყვავილებით ხელში ავალიანი არ გამოჩნდა, რომელიც გაბრწყინებული სახით მოდიოდა ჩემკენ. -დღეს არის საუკეთესო დღე ჩემ ცხოვრებაში, რადგან დღეს არის ჩემი სიყვარულის დაბადების დღე და მომავალში ჩვენი ნიშნობის თარიღიც იქნება! ჯერ ვერ ჩავწვდი მისი ნათქვამის შინაარსს, მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა მის ხელზე არსებული პატარა ყუთი დავინახე და მუხლებზე დამდგარი დემეტრე. სიხარულის ცრემლები წამომივიდა... -მაშო, გახდები ჩემი მომავალი ცოლი, შვილების დედა და ნერვების ჭია მანამ სანამ სკლეროზი არ დაგვაშორებს ერთმანეთს? -მოიცა, მოიცა სკლეროზი რომ დაგვაშორებს მერე უნდა მიმატოვო?-უცებ ჩამიქრა სახე და გაბრაზებულმა ვკითხე. -არა სულელო, ისევ შეგიყვარებ და ცოლად მოგიყვან! -მაშინ თანახმა ვარ! ვუთხარი, ჯერ თითზე ულამაზესი ნიშნობის ბეჭედი წამომაცვა მერე კი უკვე წამომდგარ საქმროს ტუჩებზე ვეძგერე. ტასოს ჩვენ დანახვაზე ცრემლები წამოუვიდა, მეც მის ბედს ვიზიარებდი. ეს არის საუკეთესო დღე ჩემ ცხოვრებაში!(ჯერჯერობით) ———— ჩემი გადარეულების ქორწილი ორ კვირაში დაინიშნა. ყველაფერი მე და მაშომ მოვაგვარეთ, უზარმაზარი შლეიფით, ულამაზესი კაბა ვიყიდეთ პატარძლისთვის, ჩემთვის კი როგორც მეჯვარისთვის ულამაზესი, ლურჯი ატლასის კაბა. ———— ორი კვირაც გავიდა და უკვე ქორწილის დღეს მოვიდა! -გოგო ადექი დამაგვიანდება სალონში რააა-შიშნარევი ხმით მითხრა მაშომ. -რა დაგაგვიანდება გოგო გაგიჟდი? პრი საათია ჯერ თორმეტამდე მაცადე გამოგიტირო სიზმარში... ისე გამითხივდები ახლა და დავრჩები მარტო! -მზითვში გაგიყოლებ მაშო, შენზე უკეთესს მაინც ვერაფერს მივუტან დედამთილს. -გაანაბე ჩემ მანანა დეიდას თავი რააა-სიცილით ვუთხარი მაშოს და წამოვხტი ლოგინიდან. ორი საათი ჩვენ მომზადებას დასჭირდა. მალე სალონშიც მივედით. ორივე გადაგვშპაკლეს. მე ცოტა მოვიშორე მაკიაჟი, თორე ძალიან კეკელკური მქონდა, აი მაშო კი ზღაპრულად გამოიყურებოდა. -მაშო, დემეტრე რომ გნახავს თავიდან შეუყვარდები!-სიცილით ვუთხარი. უკვე კაბებიც ჩავიცვით და ავალიანმაც მოგვაკითხა. -დემეტრე თვალები დახუჭე პატარძლის ქორწილამდე ნახვა არ შეიძლება. -ნიშნისმოგებით მივაძახე. -ეგ პატარძლის კიარა საპატარძლო კაბის ნახვა არ შეიძლება ქორწილის დღემდე ალქაჯო. -ახლა უკანა რიგებიდან მომაძაცა ბაბლუანმა. -შენ გაჩუმდი ცხოველო. მთელი გზა ასე კამათში გავლიეთ, მალე ეკლესიაშიც მივედით, ნეფე-პატარძალმა ჯვარი დაიწერა, მერე კი საქორწინო დარბაზში წავედით....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.