შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებაში ყველაფერი სულ შემთხვევით ხდება თავი მეთორმეტე


22-01-2018, 22:24
ავტორი Mariami 1408
ნანახია 2 209

პირველ სართულზე ატირებული ჩავედი და თან უზარმაზარი ბარგიც ჩავიტანე. ბოლოჯერ მოვავლე თვალი ამ სახლს, სადაც უამრავი მოგონება მაკავშირებს ბედნიერებით და უბედურებით სავსე. ეს სახლი საუკეთესო მოგონებებს ინახავს ჩემი და ანდრეასას,ადამიანის რომელიც იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე ოდესმე ვინმე წარმოიდგენს, მიყვარს რაღაც აღუწერელი გრძნობით. რაც არ უნდა იყოს, ეს ხომ ნამდვილი გრძნობაა ეს ხომ ნამდვილი სიყვარულია თანაც იმაზე ძლიერი ვიდრე ვინმეს ოდესმე წარმოუდგენია.
კიდევ რამდენჯერმე გადმოუშვი ცრემლი, გარემოს მოვავლე თვალი და იქიდან გიჟივით გამოვვარდი. ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, რამდენი დრო გავიდა და ერთმა უბედურებამ ყველაფერი დაანგრია. ჩემოდანი იქვე მივაგდე და გამოვიცვალე, ყავა მოვიდუღე თან აივანზე გავედი და სიგარეტის მოწევა დავიწყე, ზოგადად არ ვეწევი მაგრამ ახლა ამ ნერვიულობაზე ნამდვილად დამჭირდება.
გადავწყვიტე რომ ცხოვრება გავაგრძელო, მართალია შიგნიდან ყველაფერი მჭამს და ერთიანად მწვავს მაგრამ არ ვაპირებ დანებებას. ანდრეამ არ დამაფასა, მიუხედავად იმისა რომ სიგიჟემდე მიყვარს არ დამაფასა,ამიტომ არ ვაპირებ არ ვაპირებ დანებებას.
ახალ კომპაინიაში დავრეკე ვაკანსიის თაობაზე, და იქ ჩემი გამოცდილების მიხედვით ამიყვანეს.
გარდერობიდან შავი შარვალი თეთრი ზედა, შავი კოსტუმი და თეთრი ფეხსაცმელები გამოვიღე, ხვალინდელი დღისთვის დავალაგე და ლოგინში დავწექი. არ დამძინებია დიდი ხანი თუმცა ბოლოს მაინც მოვახერხე ფიქრების უკუ გდება და ცოტახნით ჩათვლემა.
დილით ადრიანად გავიღვიძე,შხაპი მივიღე და ტანსაცმელი მოვირგე, თმა მაღლა ცხენის კუდად შევიკარი, ღია პომადა წავისვი ჩანთა და მზის სათვალე ავიღე და სახლიდან სასწრაფოდ გავედი.
ტაქსიში ჩავჯექი და ოფისამდეც მალე მივედი.
შენობაში ფეხსაცმელების კაკუნით შევედი და თანამშრომლებს გავუღიმე, ისიც შევამჩნიე რამდენიმეს მწველი მზერა რომ არ მწყვეტდა თვალს.
კაკუნით შევედი უფროსის ოთახში და შუახნის მამაკაცს გავუღიმე
-მარიანა არა?-მკითხა სასიამოვნო ღიმილით
-დიახ მარიანა-ვუთხარი და გავუღიმე
-მოკლედ მართალია ფოტოგრაფი ხარ მაგრამ ეხლა მხოლოდ ასისტენზე გვაქ ვაკანსია, ხელფასი იგივე გექნება რადგან ეს მნიშვნელოვანი საქმე ანუ 5000 ლარს აიღებ თქვეში, თუ თანახმა ხარ
-კი თანახნა ვარ ბატონო თემურ-ვუთხარი და გავუღიმე
-წამოდი შენს უფროს გაგაცნობ-მითხრა და გამიღიმა. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭის ოთახში შემიყვანა, დაახლოებით 27 28 წლის,საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი წარმიდგა წინ.
-ნიკოლოზ გაიცანი შენი ასისტენტი მარიანა
-კარგი თავის კაბინეტი აჩვენე-თქვა ისე რომ თავიც არ აუწევია
-ეს შენი კაბინეტია შვილო შეგიძლია დაიწყო მუშაობა-მითხრა თეიმურაზმა
-კარგით მადლობა-ვუთხარი და კაბინეტში ჩემი ადგილი დავიკავე.
ტვინში ისევ ანდრეა მიტრიალებდა და მასზე ფიქრი არ მშორდებოდა თუმცა თავს ძალა დავატანე და მუშაობა დავიწყე.
ჩემი უფროსის კაბინეტში შევედი როდესაც მის წინ მჯდომი ანდრეა შევშნიშნე.
ერთიანად გავიყინე,ადგილიდან ვერ დავიძარი, ერთი ორი შევბარბაცდი კიდეც თუმცა არაფერი შევიმჩნიე და თავი გავიმაგრე
-ბატონო ნიკოლოზ თქვენ შეხვედრა გაქვთ არაბ ინვესტორებთან ხუთ საათზე დავნიშნო?-ვკითხე ისე რომ ანდრეასთვის არც შემიხედია, სამაგიეროდ ის მიყურებდა დიდი ინტერესით
-კი კი მცალია შეგიძლია დანიშნო მაგრამ ხვალინდელი შეხვედრა გადაიტანე-მითხრა და გამიღიმა
-კიდევ თუ არაფერი გნებავთ მაშინ გავალ
-არაფერი წადი-მისი თქმა და ჩემი გამოვარდნა ერთი იყო. თვალებიდან ცრემლები გადმოუშვი თუმცა მელევე შევიმშრალე და დერეფანში გავედი.
არა ეს არ უნდა მომხდარიყო ანდრეა არ უნდა ყოფილიყო აქ, მე მისი დავიწყება მინდა ის კი ყველაგნ არის, ოო რადავაშავე ღმერთო გავიფიწრე ჩემთვის.
კაბინეტში შევიკეტე და სამსახურის დასრულებამდე იქიდან არ გამოვსულვარ, 7 საათზე შენობიდან გამოსვლისას მძიმე სხეულს შევეჯახე რათქმა უნდა ანდრეა. არაფერი მითქვამს ისე ავუარე გვრდით და სახლში დამძიმებული წავედი. დამღლელი დღის შემდეგ ცხელი შხაპი მივიღე და ტელევიზორის წინ მოვთავსდი, რაღაც ფილმს ვუყურე და საჭმელი ვჭმე შემდეგ კი დასაძინებლად დავწექი. ანდრეაზე ფიქრები ისევ მჭამდნენ თუმცა თავს ძალა დავატანატე და ძილი შევძელი.
დილით ადრიანად გავიღვიძე და გარდერობიდან იასამნისფერი კაბა გამოვიღე, შავი ფეხსაცმელებით და შავი ჩანთით.
როდესაც ქვემოთ ჩავედი შევბარბაცდი, შემდეგ ყველაფერი დატრიალდა და ბოლოს სრული სიბნელე.
თვალები პალატაში გავახილე,თავზე უცხო გოგონა მედგა
-გამოფხიზლდით?-მკითხა შეშინებულმა
-რამოხდა-ვთქვი და გარემო მოვათვალიერე
-გული წაგივიდა და შემთხვევითდაგინახე მაშინვე აქ მოგიგვანე-მითხრა და სკამზე ჩამოჯდა
-რაგქვია?-ვკითხე ღიმილით
-ლიზა შენ?
-მარიანა
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც-ვუთხარი და გავუღიმე. პალატაში ექიმი შემოვიდა და ბედნიერი სახით მითხრა
-ორსულად ხართ გილოცავთ
-რაა?-წამოვიყვირე ხმამაღლა და ლოგინიდან წამოვდექი
-დიახ ორსულად ხართ შესანიშნავია არა?-თქვა და ლიზას გაუღიმა
-შეუძლებელია-ვთქვი ჩემთვის
-შესაძლებელია-თქვა ქალმა და რაღაც საბუთები მომცა რომლის შევსების შემდეგაც ოფისში წავედი.
არ მჯეროდა ორსულად ვარ, ანდრეასგან, არა ეს შეუძლებელია, ანდრეას არ ვეტყვი ვერ ვეტყვი მან მიმატოვა არ მჭირდება ის. შემოვუძახე ჩემს თავს და კომპანიაში შევედი.
კაბინეტში შესვლისას პირდაპირ უფროსის რისხვა მეცა და შევნიშნე იქვე მდგარი ანდრეა
-სადხარ რატომ დააგვიანე ამიხსენი-დაიღრიალა ნიკოლოზმა
-შეიძლება მიზეზი ვთქვა?-ვუთხარი წყნარად და მყარად დავდექი
-გისმენ
-საავადმყოფოში ვიყავი, ანუ გული წამივიდა და საავადმყოფოში ვიყავი-ვუთხარი წყნარად და წყალი მოვსვი სახეზე ფერის მოსასვლელად
-აქამდეე რატომ არ მითხარი? შეგიძლია ერთი კვირა დაისვენო-მითხრა დაწყნარებულმა და გაიღიმა
-დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ-ვუთხარი და გარეთ გავედი. ნაბიჯი უნდა გადამედგა როდესაც მხარში ხელი ჩამავლო ვიღაცამ. რათქმაუნდა ანდრეა
-რატომ იყავი ექიმთან რა დაგემრათა
-შენი საქმე არ არის(მარიანა)
-მარიანა რა დაგემართა-ახლა უფრო მკაცრად მითხრა
-შენი საქმე არ არის-ვუთხარი გაბრზებულმა
-წამოდი-მითხრა და მანქანაში ჩემტენა.
ჩემი ყვირილი ყურად არ იგდო ისე დაძრა მანქანა. იმდენად სწრაფად ატარებდა რომ მეშინოდა სადმე არ გადავჩეხილიყავით
-ანდრეა გაჩერდი-დავიყვირე და ცრემლები გადმოვუშვი
-რატო იყავი ექიმთან-დაიღრიალა მან
-რამეს დაგვიშავებ-ვუთხარი და უფრო ავტირდი
-ვის დაგიშავებთ რამეს-დაიღრიალა მან
-მე და ჩემს შვილს-ჩემი თქმა და მანქანის გაჩერება ერთი იყო, ყველანაირი ემოციით გამომხედა და თვალებში ჩამაშტერდა,მივხვდი რომ დღეიდან ჩევნი ცხოვრება შეიცვლებოდა...
პს. ბოდიშით პატარა თავია ნელნელა დასასრულს უახლოვდება ჩვენი ისტორია ორ სამ თავში დავამთავრებ ალბათ თუ მოგეწონათ კომენატრებში დამიწერეთ მიყვარხართ



№1 სტუმარი manana

მომწონს, კარგია, ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი blondeangel631

მომწონს პატარა იყო მაგრამ მაინც საოცრება მალე დადე heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი ani

მალე დადე შემდეგი რა ეს ძალიან მაგარი იყო

 


№4 სტუმარი სტუმარი კატო

კარგია მომწონს მაგრამ პატარა თავია და შემდეგი მალე დადე რა გთხოვ

 


№5  offline წევრი mia15

ძალიან კარგია.ველოდები შემდეგ თავს

 


№6 სტუმარი gggg

Ertianad wavikitxe yvela tavi da dzaan momewona gansakutrebit is ro musikaze aketeb akcents da tan rac mtavaria karg musikaze mokled velodeb shemdegs magari gogo xat :<3:

 


№7 სტუმარი სტუმარი ლიკა

შემდეგს როდის დადებბ

 


№8 სტუმარი A

კვე 3 დღეა ველოდები და აღარ დებ ახალ თავს. ასე არ შეილება რა. გთხოვ დადე რაც შეილება მალე.... მოუთმენლად ველი...

 


№9 სტუმარი gggg

Male dade ra ukve ramdeni xania velodebi

 


№10  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძააალზეეედ კარგიააა♥♥♥
არა! არაჩვეულებრივია!!♥♥♥
მომწოონს ძალიიაან ძალიაან! ♥♥♥
არ დააგვიანო!
გელი მთელი გულით და სულით ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent