შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-18 დასასრული


23-01-2018, 20:55
ავტორი Tasska
ნანახია 3 152

თავი 18
ორი კვირაც გავიდა და უკვე ქორწილის დღეს მოვიდა!
-გოგო ადექი დამაგვიანდება სალონში რააა-შიშნარევი ხმით მითხრა მაშომ.
-რა დაგაგვიანდება გოგო გაგიჟდი? პრი საათია ჯერ თორმეტამდე მაცადე გამოგიტირო სიზმარში... ისე გამითხივდები ახლა და დავრჩები მარტო!
-მზითვში გაგიყოლებ მაშო, შენზე უკეთესს მაინც ვერაფერს მივუტან დედამთილს.
-გაანაბე ჩემ მანანა დეიდას თავი რააა-სიცილით ვუთხარი მაშოს და წამოვხტი ლოგინიდან.
ორი საათი ჩვენ მომზადებას დასჭირდა. მალე სალონშიც მივედით. ორივე გადაგვშპაკლეს. მე ცოტა მოვიშორე მაკიაჟი, თორე ძალიან კეკელკური მქონდა, აი მაშო კი ზღაპრულად გამოიყურებოდა.
-მაშო, დემეტრე რომ გნახავს თავიდან შეუყვარდები!-სიცილით ვუთხარი.
უკვე კაბებიც ჩავიცვით და ავალიანმაც მოგვაკითხა.
-დემეტრე თვალები დახუჭე პატარძლის ქორწილამდე ნახვა არ შეიძლება. -ნიშნისმოგებით მივაძახე.
-ეგ პატარძლის კიარა საპატარძლო კაბის ნახვა არ შეიძლება ქორწილის დღემდე ალქაჯო. -ახლა უკანა რიგებიდან მომაძაცა ბაბლუანმა.
-შენ გაჩუმდი ცხოველო.
მთელი გზა ასე კამათში გავლიეთ, მალე ეკლესიაშიც მივედით, ნეფე-პატარძალმა ჯვარი დაიწერა, მერე კი საქორწინო დარბაზში წავედით.
მე და გაბო მაშოსა და დემეტრეს გვერდით დავსხედით, ისე როგორც მეჯვარეები, დანარჩენი ბავშები კი ჩვენ გვერდით მაგიდაზე დასხდნენ. თავიდან ცოტა წაიმამაპაპურებდა, მაგრამ რას ვიზამთ...
-ერთი წუთით! მინდა დიდი ბრდნიერება, სიხარული და თქვენნაირივე ბავშვები გისურვოთ! კიდე მინდა ჩემმა მაშიკომ ჩემ ზაურისაც მოუნახოს ერთი მისნაირი კაი გოგო, არ შეიძლება კაცო ასე, დეიტაცეს ყველა და დარჩა ჩემი ოქროს ბიჭი მარტო... -წამოდგა მაშოს გარე ბაძაშვილის მამიდის მაზლი.
-აგერ უკვე ვხედავ, შენი მეჯვარე შენსავით ლამაზი და პატიოსანი გოგო ჩანს და იმედია ბედიც მასეთი თავისუფალი აქვს ჩემო გოგო..-თქვა კარგად გამომყვრალმა კაცმა და შემომხედა.
-აგერ შვილო, ჩემი ზაურიც წემევიყვანე, მოი ბიჭო აგერ. გეისწორე ხალსტუკი და მაი ქოჩორი რა წესია!-ვიღაცა დაბალ, ქოჩრიან ბიჭს დაუძახა და მიუთითა გვერდით გადავარდნილ ჰალსტუხზე.
ამასაც ბედი ქვია რაა.
-მაშო, მოი ჩემეიყვანე ახლა შენი გოგო და შევახვედროთ ერთმანეთს!
მაშოს ჯერ სახე აელეწა და სიმწრისგან ოცდათორმეტივე კბილით გაიკრიჭა, მერე კი ჩემკენ დაიძრა. არა მაშო, იმედია ახლა იმას არ აკეთებ რასაც ვფიქრობ!
-ტასო, იცოდე ახლა უბრალოდ ჩამოხვალ და ლამაზად ეტყვი უარს, არ დაიწყო შენნაირები თორე ხოიცი მამაჩემი აფრენს მის ბიძაშვილებზე და ვინმე ნაწყენი რომ გაუშვას ქორწილს ჩაშლის. და თუ რამე ერთი ცეკვაც ეცეკვე დიდი ამბავი.
-სიცილით მითხრა მაშომ.
-ბარემ ხელსაც მოვაწერთ დიდი ამბავი!
მე და მაშო მივედით მამა-შვილთან.
-გამარჯობა. -მითხრა კილოთი ზაურმა.
-გამარჯობა.
-მე ზაური ვარ. შენა? -იგივე ხმით გაიმეორა ბიჭმა.
-ანასტასია.
-ხოდა ტასია ახლა მოი იცეკვეთ ჩემმა ბაღანამ მთელი თორმეტი წელი იცეკვა სამეჯლისო ცეკვები. -მითხრა ზაურის მამამ.
-კარგი, რა გაეწყობა. -ვუთხარი და მკვლელი მზერით შევხედე მაშოს.
დავიწყეთ ვალსის ცეკვა. სად ამის თორმეტწლიანი ნასწავლი და სად ჩემი ყურებით ნასწავლი ვალსი, ათასი თავით ვჯობივარ! სიცილით გავიფიქრე.
-ტასია, შენი უმჯობესად გაცნობა შესაძლებელია?-მითხრა გაკრეჭილი სახით ზაურმა. შენი გრამატიკა არ მეისპო!
-ზაურ აჯობებს ანასტასიას ან ტასოს თუ დამიძახებ. და გაცნობას რაც შეეხება ცეკვის განმავლობაში თუ მოასწრებ ჩემ გაცნობას მაშინ გამიცანი. -ვუთხარი და გავუღიმე.
-ტასო, შენა რამდენისა ხარ? მე ოცდაერთისა ვაარ. -ოცდაერთის მე ვიცი ბიჭები და ეს უკვე ხანშია შესული მემგონი!
-მე ოცდაოთხის ვარ ზაურ.
-რაიი? ჩემზე პატარაი რაფერ მევიყვანო? მარა შენ იმფერი ლამაზი ხარ ვერავინ მიხტება მაგას სოფელში და არ შევრცხვები. -მითხრა და მკლავზე გადამწია.
-მერე ვინ მოგყვება შვილო?-გაცხარებულმა ვუთხარი და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ამ ერთუჯრედიანს ხელში ძალა არ ეყო და დავუვარდი. ამაზე ყველამ ჩვენკენ გამოიხედა, მათ შორის მიტრუკმა ბაბლუანმაც და ცინიკური ღიმილით დამაჯილდოვა.
-ტიტუუუ, აი რაფერ დეგვემართა, ახლა ხომ შევარცხვინეთ აი გოგონა ჩვენ, აუცილებლად ცოლად უნდა მევიყვანოთ!-განაცხადა ზაურის მამამ და მომვარდა და წამომაყენა.
-წევედით მალე, ბეჭდებს მამიდაშენი წამეიღებს დუურეკე.
სანამ გამოვეეკვიე წამომაყენა და თითქმის კართანაც მიმიყვანა კაცმა.
-ერთი წუთით, არ ვაპირებ მე გათხოვებას, მომშორდით კაცო!
-რაფერ მოქშორდე შვილო, ჩემმა ბედოვლათმა შვილმა ამდენ ხალხში უცხო გოგო რომ შეგარცხვინა რაფერ შეიძლება, ახლა ამის გამო ვინ უნდა წაგიყვანოს, ან ამას ვინ უნდა გაყვეს შვილო?
-მე არავისზე გაყოლას არ ვაპირებ და თქვენი შვილის ბედი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ახლა კი გთქოვთ მომშორდეთ!-განრისხებულმა კულტულურად და ლაკონურად ვუთხარი. აბა მერე უსმინე შენ მაშოს ჯუჯღურს.
-რაფერ კაცო, გოუთხოვარი ქალი ხარ, არც საქმრო გყავს არც არავინ და ასე უპატრონოთ რაფერ დაქტოვოთ. -ახლა ხმა ამოიღო მართლაც რომ ბედოვლათმა ზაურმა და ყველის ვაჭარივით გაიკრიჭა.
-მე ვარ საკუთარი თავის პატრონი!-ისე ვთქვი რომ მთელი დარბაზის მზერა ჩემკენ წამოვიდა.
-არა, ქალს კაცის მეტი პატრონი ვერ ეყოლება! ამიტომ ახლა წევიდეთ ჯვარი დევიწეროთ, მერე ჩვენთან გურიაში სეფა გავშალოთ და ამაზე ორჯერ უკეთესად ვიქეიფოთ!-ისევ მომახალა გაკრეჭილმა ბიჭმა. უკვე ძლივს ვიკავებ სიცილს, აღარ შემიძლია! და წამსკდა ხარხარი. მთელი დარბაზი ჩემმა ხმამ წაიღო, ეს ორი მამაკაცი მკვლელი სახით მიყურებდა, ცალკე მაშოს სახე...
ტასო, საფრთხეში ხარ!
-შენ რაცხა გეშლება მგონი! დასაცინი რა ნახე აქა? ჩემი ბაღანა თუ ქორწილი?
-არა, ეს სიხარულის სიცილია. -ცინიკურად მივახალე, მაგრამ სად იციან ამათმა ირონია, მომმვარდა ზაური, მუხლებქვეშ ხელი ამომდო და წამიყვანა კარისკენ.
ეს ვერარი ხო?
ოხხ მაშო, იციდე ახლა ეს დეგრადირებული თუ წამიყვანს მე თვითონ ჩაგიშლი ქორწილს და არ გაცოცხლებ! ცოფებს ვყრიდი და თან ვფართხალებდი.
-ნუ თქვითქვიფებ სიყვარულო, ახლა წავალთ სოფელში და დედაჩემმა სპეციალურად პირველი ღამისთვის რომ შემინახა იმ ოქროს კრაოტზე დაგაწვენ!- მე რომ არ ვყოფილიყავი ამ დღეში ალბათ მივკვდებოდი სიცილით! ეს თქვითქვიფებ რამე ახალია?გავიფიქრე, თან ზაურის საკიცნელად მოწეულ სახეს ვიგერიებდი.
-გამიშვი, საქმრო მყავს მე!-ვიყვირე და მთელი მაშოს სანათესაოს დაჭყეტილმა თვალებმა მომანათა.
-მაი რაფერ?
-რაფერ და იმფერ ვააახ. -გავუმეორე და გადავიკისკისე.
-დამსვი ახლა!
-არა, სადაა კალიცო? ანდა ქმარი სა გყავს?
-საქორწინო ბეჭედი არ მომწონს და არ მიკეთია და ქმარი არ არის აქ. -უკვე ტყუილზე გადავედი.
აბა მაშვინ ვერ დიგიჯერეფ. მე და შენ ყველაზე მაგარი ბეჭდები გვექნება, შით ეწერება ზუს პლიუს აი ტოლია ცოლი და ქმარი!-მოვკვდი! ამდენი მგონი ცხოვრებაში არ მიცინია...
-კაი, ვიცინეთ კარგად, დამსვი ახლა.-ვუთხარი სიცილით გამსკდარმა.
-რაი დაქსვა ქალო? რას მარცხვენ აქა ამდენ ხალხში? შენ არ გაგიგია ჩვენებურათ ქალს ხელს რომ დაავლეფ იქა მორჩება საქმე!
-მე მე შენებურად არ ვცხოვრობ, დამსვი ახლავე თორე პოლიციაში დავრეკავ.
-დაქვამ, მევიდეს შენი ქმარი და ჭირსაც წოუღია შენი თავი!-თვითონაც აგრესიაზე გადმოვიდა.
-არ არის ჩემი ქმარი აქეთ და რა გავაკეთო?
-ხოდა სხვაგან რომაა და რომ ჩამოხვალ და აქ არ დახტები ურტყას მერე კრუგები!-ახლა რაღა გავაკეთო? ისე ამხელა ძალა საიდან მოიკრიბა? აბა მაშინ ცეკვის დროს რა ჭირი ეკიდა, ახლა მარწუხებივით მაქვს შემოხვეული მისი ტორები.
-დასვი ახლავე! აქ ვარ მისი საქმრო -გაისმა მთელ დარბაზში მკაცრი ბარიტონი, მადლობა მუტრუკო?
-კი მარა აქამდე სათ იყავი? რა ვიცოდი მე რომ აი ქმრიანი იყო? მუუარო უნდა პაწა შენ ცოლს, რაიცი ვინ როის დაადგამს თვალს. -ვითომ თავაზიანობით მიმართა ზაურმა მასზე ორი თავით მაღალ ბაბლუანს.
ძლივს შევეხე მუარ მიწას!
შემდეგ წავიდა მაშოს გარეული ნათესავები, ახალგაზრდობამ კი დავიმხეთ იქაურობა. არავინ იცოდა, თუ ვინ ვის ახტებოდა თავს.
უკვე დადგა თაიგულის სროლის დროც. მაშო სცენაზე ავიდა ირგვლივ კი ყველა გაუთხოვარი თუ დაუქორწინებელი დადგა.
-ისე მემგონი არ უნდა ჩავეეულიყავი თორე შენ სხვა ცოლად ვინ მოგიყვანდა?
-რავიცი, შენი აზრით?-სიცილით ვკითხე.
-შენნაირი ჩაქნეული ტასოფილები!
-შენ რაღაცა ძალიან შემოქმედების ხასიათზე ხარ, მიდი იქნებ დაიჭირო თაიგული, მერე მეორე ნახევარს ლექსები შეუდგინე, ოღონდ არ წაუკითხო თორე გაგექცევა. -ცინიკურად მივახალე და გადავიკისკისე.
-არ მჭირდება მე დადგომა, მყავს უკვე მეორე ნახევარი. ისე, არც შენ გინდა, მაინც არავინ მოგიყვანს. -მითხრა და გავარდა. დამტოვა აქ გახევებული. არა ისე შემ რა გინდა ტასო? რაში გაინტერესებს ამ მუტრუკს ვინ ყავს? როდის იყო ეგეთები მოგწონდა?
არა, უნდა ვაღიაროთ ბაბლუანის სიტყვებმა რაღაც ჩამწყვიტა...
მე არ მივაქციე იმ მუტრუკს ყურადღება და დავდექი ხალხის შუაგულში. ისე პრინციპში, ისეთ ადგილას ვდგავართ მაინც არ მომიწევს, მაგრამ არაუშავს. აბა შენ იცი მაშო.
დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემამდე ვერც მოაღწევდა თაიგული, ამ გამგელებული მანდილოსნების ნაკადში მაგრამ ჰოი საიცრებავ! პირდაპირ თავში მხია თაიგული!
დავიჭირე და გაღიმებული გადავჭერი შურიამად მომზირალი ადამიანების ხროვა.
-ვაა, ტასოც გვითხოვდება ტოო- სიცილით განაცხადა გაბრიელმა.
-ისე გაშპა ყველა, მე დავრჩი ერთი...
-ხო, ჩემი ფერია აქ მყავს მე.. პრინციპში სანდრიკა დარჩა. -თქვა ლევანმა რომელმაც ელიკო მიიხუტა და ბაბლუანს გახედა.
-მეც მყავს ჩემი, ოღონდ ფერია არა..-ზოგადად განაცხადა ბაბლუანმა, რაზეც გავბრაზდი, მეწყინა რატომღაც, არ არის საჭირო მისი პირადი ურთიერთობის შესახებ ყველგან საუბარი! გავედი გარეთ.
შემდგომ მკლავში ხელის ჩავლება ვიგრძენი.
-წავედით. -მითხრა ბაბლუანმა და მანქანისკენ გამიძღვა.
-სად წავედით?
-რომ მივალთ ნახავ, დაიშალა ყველა.
-მერე მე ბავშვებთან ერთად წავალ.
-არ არის იქეთ ადგილი, ხომ იცი მე შენი პერსონალური მძღოლი ვარ. -სიცილით მითხრა და მეც გავყევი. ადგილი მის გვერდზე დავიკავე და ღვედი შევიკარი.
-მოვედით. -მითხრა და სადგაც უღრან ტყეში გააჩერა.
-რა მოვედით, შენ ნორმალური ხარ? რა გვინდა აქ?
-წამოდი კაცო ჯერ არ მოვსულვართ.
-არსადაც არ წამოვალ!-გავჯიუტდი და მანქანას არ ვშორდებოდი.
-ისევ უნდა გამწყვიტო ხო წელში. -მობეზრებულად მითხრა ბაბლუანმა და ჩემკენ დაიძრა, მხარზე გადამიდო და წავიდა ტყისკენ.
-ვერ ხარ იდიოტოო? დამსვი ახლავე.
-ნუ ხვანცალებ, ჩამოვარდები.
-დამსვი ცხოველო!
-გაჩერდი, მივალთ მალე.
მართლაც მალევე მივედით ლამაზ, ხის სახლთან.
-მოიცა ახლა რაღაცას გკითხავ და მიპასუხე კარგი?
-ჰო მიდი.
-შენ ზოოფილი ხარ ხო?
-რაა? აა, შენ მიმართებაში კი. -სიცილით ვუთხარი. რაშუაში იყო ახლა ეს?
-მე იცი რავარ?
-არ მაინტერესებს ბაბლუანო, შევიდეთ მალე.
-კაი თუ გაინტერესებს გეტყვი, მე შენნაირი ჩაქნეული ტასოფილი ვარ!-განათებული სახით მითხრა და ბაგეებზე წამეტანა.
მე ხელი ვკარი და ვუბიძგე.
-მოიცა, ის ვიღაცა მთელი სღე რომ ახსენებდი?
-ალქაჯო შენ გახსენებდი!-ისევ სახეგაბრწყინებულმა მითხრა. მეც იგივე სახე მივიღე და ახლა მე წავიწიე მისკენ.
შიგნით შევედით და რას ვხედავ?
მოშტერებულ ხუთ წყვილ თვალს.
-რა ხდება?
-ვქორწინდებით!-მითხრა სახეგაბადრულმა. რაზეც ისეთი ხარხარი მოვრთე რომ სადაცაა მეწყერი ჩამოწვა.
-სერიოზულად გეკითხები!
-მეც სერიოზულად გეუბნები.
-შენ არა ხარ ხო ნორმალური? ახლა?
-ხოო, აბა მერე არვის ეცკება, ესენი თაფლობის თვეში მიდიან და ამათმა ქორწილის საქმეებზე უნდა იზრუნონ..-მიუთითა ბაბლუანმა ჯერ დემეს და მაშოს, მერე კი ლეოს და ელიკოს.
-მოიცა ხელი ამან უნდა მოგვაწერინოს?-სიცილით ვიკითხე და ცალკე მდგომი გაბოსკენ მივუთითე.
-არა, აი ამან.-თქვა და ოთახში სასიამოვნო გარეგნობის ქალი შემოვიდა.
-გამარჯობა, თქვენ ხართ ჩვენი ბედნიერი წყვილი? მიუთითა საქორწინო კაბით მდგომ მაშოს და დემეს.
-არა ჩვენ. -უთხრა ბაბლუანმა და მის გვერდზე დამიყენა.
ქალმა დაიწყო ჩვეული საუბარი, ბოლოს კი თქვა.
-ალექსანდრე ბაბლუანო, თანახმა ხართ თუ არა ნებაყოფლობით ცოლად შეირთოთ ანასტასია ახვლედიანი და მასთან ერთად იყოთ როგორც ჭირში, ისევე ლხინში, სიმდიდრეში თუ სიღარიბეში?
-თანახმა ვარ!
-და თქვენ ანასტასია ახვლედიანო?
-არა.-ვთქვი და ყველას გამტყდარი მზერა ჩემკენ წამოვიდა, ბაბლუანს კი სახეზე დიდი იმედგაცრუება და სევდა გამოესახა.
-არა, მანამ სანამ სამაჯურს არ დამიბრუნებს საქმრო!-მტკიცე ხმით განვაცხადე, რაზეც ყველას სიცილი და შვება მოყვა. ბაბლუანს სახე კვლავ გაუნათდა, პიჯაკის ჯიბიდან კი ჩემი სამაჯური ამოიღო და ხელზე მომარგო.
-ახლა თანახმა ვარ!
-შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს.
თქვა თუ არა წავეტანეთ ერთმანეთს. შემდეგ ბაბლუანი მომწყდა და ბრილიანტისთვლიანი ნიშნობის ბეჭედი გამიკეთა.
შემდეგ ჩვენი ქორწინება აღვნიშნეთ, დავლიეთ, ვიცეკვეთ...
მალე ყველა წავიდა და დავრჩით მე და ბაბლუანი ულამაზეს ხის სახლში.
მე ბაბლუანისკენ წავედი, ისიც ჩემიკენ წამოვიდა.. მედეგ უცებ შევჩედი.
-მოიცა, აღარ მინდა მე შენი ცოლობა..-ამოვიკნავლე უცებ.
-რას ბოდავ გოგო?
-გშორდები ბაბლუანო!
-რატო?-მკითხა ცივი, მკაცრი ხმით.
-შენ მითხარი რომ ტასოფილი ვარო, ანუ ყველა ტასო გეყვარება?-ეს ვთქვი თუ არა სახლში ბაბლუანის გამაყრუებელი სიცილი გაისმა.
-არა, მე მარტო შენნაირი ჩაქნეული, ალქაჯების ტასოფილი ვარ!
————
ჩვენი ქორწინებიდან უკვე ერთი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში თაფლობის თვეში ვიყავით. სახლში კი გაბერილი მაშოს სანახავად ჩამოვწდით.
-ჩემი გოგოო, გაიბერაა!-ვთქვი და პირდაპირ მივვარდი მაშოს და ჩავეხუტე.
-ფრთხილად კაცო რამე არ მოუვიდეს. -განაცხადა დამფრთხალმა ავალიანმა.
-მამის ამპულაში არ წარმომწდგინე ტო!-სიცილით მოეხვია ბაბლუანი დემეტრეს.
ბევრი ვისაუბრეთ, გავერთეთ...
რამდენიმე საათში სახლში დავბრუნდით. ბაბლუანი უკვე იმდენად დაღლილი იყო, რომ პირდაპირ ლოგინში შეწვა, მეც გვერდით მივუწექი. რამდენიმე საათი ვიწრიალე, ვერ დავიძინე, მერე კი კარგად ჩაძინებული ბაბლუანის გაღვიძება დავიწყე.
-ოე ქმარო! გაიღვიძე. -სიცილით ვუთხარი.
-რ..რა გინდა?-ნახევრად მძინარემ მკითხა.
-გაიღვიძე, გკითხო უნდა რაღაცა.
-რაგინდა?-უკვე ფხუზელმა მკითხა.
-ისე ალქაჯს რომ მეძახდი გველს რატო არ მეძახდი ხოლმე?
-შენ ვერ ხარ გოგო? ამ ღამე მაგის გამო მაღვიძებ?-
-მიპასუხეე!-გავუძალიანდი ქმარს.
-ადრე არა, მაგრამ მართლა გველი ხარ შენ! მაცადე ახლა ძილი!
-არა მოიცა..
-რაგინდა?-მითხრა ჩვეულ ხმაში.
-რატო მიყვირი?
-არ გიყვირი ტასო, უბრალოდ მითხარი რა გინდა. -გაბრაზებას ძლივს თოკავდა ბაბლუანი.
-გინდა გაგახარო?-აღფრთოვანებული ხმით ვკითხე.
-მიდი..-მითხრა მობეზრებულმა.
-შენ გველს მალე წიწილები ეყოლება!
———
ოცდაათიოდე წლის მერე, ისევ ამ ხის სახლში, ვართ ყველანი, მთელი სამეგობრო, გაბომაც ნახა თავისი მეორე ნახევარი... ჩვენი შვილები და შვილიშვილები ეზოში, ცალკე თამაშობენ ერთობიან, დამარჩენებიც მათთან არიან. ერთი მე და ბაბლუანი ვართ სახლში, აივანზე ვსხედვართ და ერთმანეთს შევცქერით სიყვარულჩამდგარი თვალებით.
-ქმარო, რაღაცას გკითხავ..
-ტასო, ახლა შენი სისულელეები არ დაიწყო, თორე გავრეკავ.
-აუუ, აბა რა ვქნაა? გკითხავ რაა..
-ხო მიდი..- მობეზრებული ხმით მკითხა.
-სულ მინდოდა მეკითხაა..
შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?
—————————
აი ესეც დასასრული..
იმედია მოგეწონათ!დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ძალიან მიყვარხართ...
ამ დროის განმავლობაში თქვენი ყველა კომენტარი, მოწონება, ასევე ისიც რომ მოგეწონათ და კითხულობდით ამ მოთხრობას ძალიან მახარებდა.
უძალიანმაგრესად გახარებული ვარ!
მალე დავბრუნდები <333 <333
მიყვარხართ <3333333



№1 სტუმარი მარიამმი

კარგი დასასრული იყო^_^♡♡რამეშველება ეხლა საიტზე რო შემოვალ და ამ ისტორიის ახალი თავი რომ არ დამხვდება :((

 


№2  offline წევრი cicino

Dzalian kargi iyo magram velodi rom kidev gagrdzeldeboda tumca kargia warmatebebi da velodebi axal istorias

 


№3  offline წევრი Tasska

მარიამმი
კარგი დასასრული იყო^_^♡♡რამეშველება ეხლა საიტზე რო შემოვალ და ამ ისტორიის ახალი თავი რომ არ დამხვდება :((

მადლობა <33 ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ ვიღაც ასე ძალიან ელოდა ამ ისტორიას :დდდდ

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფიო

აღბრთოვანებული ვარ! ძალიან მომეწონა

 


№5 სტუმარი kusa13

ცოტა დაჩქარდა მოვლენები, მაგრამ საბოლოო ჯამში მომეწონა ძალიან <3 მხიარული იყოო საწაულაად იმ "ოქროს კრაოტზე " და "შენს გველს მალე წიწილები ეყოლებაზე" ჩააავკვდიი :დდდდ ჰუჰჰ კაი იყორაა :<33 წარმატებებს გისურვებ და იმედია მალე დაბრუნდები ახალი ჩასაკვდომი ისტორიით :დდ <33

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძაან მომეწონა ნუ იმაზე ხო ძაან ვიცინე ტასო რო მიყავდათ და უნდა გაეთხოვებინათ ძალით ზაურის თუ როგორც იყო ნუ მოკლეთ ძაან მომეწონა და იმედია ახალ ისტორიასაც მალე დაიწყებ ❤ ❤ ❤

 


№7 სტუმარი BabyStarGirl

კაიიიი??? სასტიკად არ მომეწონა დასასრული, ეს რა იყოოო? უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა უცებ წერის დროს თავში დაგარტყა: უი ახლა დავამთავრებ მოთხრობას მომბეზრდაო და მიაყარე ყველაფერი ერთად, ტასოს
და ალექსანდრეს წყვილი რაღაც მომენტებში იყო და ისიც ძაან კბენდნენ სულ ერთმანეთს, როგორც წყვილი ან ერთმანეთზე შეყვარებული ორი ადამიანი საერთოდ არ გამოჩენილა იმის გარდა რომ ბოლოს ტასომ იეჭვიანა. ???? ბოდიში პირდაპირი ვარ საერთოდ. არადა ძაან მაგრად წერ. უკეთეს დასასრულს ველოდი.

 


№8 სტუმარი ანუკა????

აი ძაან მაგარი იყო საუკეთესო დასასრულით უბრალოდ არ მჯერა რო დამთავრდაა არმინდოდა დამთავრება საუკეთესო ხარ წარმატებები და ახალ მოთხრობას ველოდებიი ????????????????????

 


№9  offline წევრი Tasska

BabyStarGirl
კაიიიი??? სასტიკად არ მომეწონა დასასრული, ეს რა იყოოო? უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა უცებ წერის დროს თავში დაგარტყა: უი ახლა დავამთავრებ მოთხრობას მომბეზრდაო და მიაყარე ყველაფერი ერთად, ტასოს
და ალექსანდრეს წყვილი რაღაც მომენტებში იყო და ისიც ძაან კბენდნენ სულ ერთმანეთს, როგორც წყვილი ან ერთმანეთზე შეყვარებული ორი ადამიანი საერთოდ არ გამოჩენილა იმის გარდა რომ ბოლოს ტასომ იეჭვიანა. ???? ბოდიში პირდაპირი ვარ საერთოდ. არადა ძაან მაგრად წერ. უკეთეს დასასრულს ველოდი.

მართალი ხარ, მე ნამდვილად გადავწყვიტე მოვლენების დაჩქარება და შევეცადე მალე დამემთავრებინა, მაგრამ არა იმიტომ რომ წერა მომბეზრდა ან რამე მაგდაგვარი.. უბრალოდ, დრო აღარ მრჩებოდა წერისთვის.. ასევე ისიც არ მინდოდა, რომ კვირების და თვეების განმავლობაში თითო თავი დამედო და მკითხველი დამევიწყებინა. აი ამიტომ გადავწყვიტე მოვლენების დაჩქარება.
რაც შეეხება დასასრულს. დასასრული თავიდანვე ასეთი მქონდა ჩაფიქრებული და შენ თუ დასასრული არ მოგწონს ეს მოვლენების დაჩქარების ბრალი ნამდვილად არ არის. სათაურიც აქედან გამომდინარე შევურჩიე.

სტუმარი მარიამი
ძაან მომეწონა ნუ იმაზე ხო ძაან ვიცინე ტასო რო მიყავდათ და უნდა გაეთხოვებინათ ძალით ზაურის თუ როგორც იყო ნუ მოკლეთ ძაან მომეწონა და იმედია ახალ ისტორიასაც მალე დაიწყებ ❤ ❤ ❤

ძალიან დიდი მადლობა <333 იმედია მალე დავბრუნდები :დდდ <333

kusa13
ცოტა დაჩქარდა მოვლენები, მაგრამ საბოლოო ჯამში მომეწონა ძალიან <3 მხიარული იყოო საწაულაად იმ "ოქროს კრაოტზე " და "შენს გველს მალე წიწილები ეყოლებაზე" ჩააავკვდიი :დდდდ ჰუჰჰ კაი იყორაა :<33 წარმატებებს გისურვებ და იმედია მალე დაბრუნდები ახალი ჩასაკვდომი ისტორიით :დდ <33

მადლობაა <3333

სტუმარი სოფიო
აღბრთოვანებული ვარ! ძალიან მომეწონა

მადლობა <333

cicino
Dzalian kargi iyo magram velodi rom kidev gagrdzeldeboda tumca kargia warmatebebi da velodebi axal istorias

შევეცდები მალე დავბრუნდე <333

ანუკა????
აი ძაან მაგარი იყო საუკეთესო დასასრულით უბრალოდ არ მჯერა რო დამთავრდაა არმინდოდა დამთავრება საუკეთესო ხარ წარმატებები და ახალ მოთხრობას ველოდებიი ????????????????????

მადლობა დიიიდიი <333 :დ

 


№10 სტუმარი მარი. ელ❤

მადლობა შენ ასეთი პოზიტიური ისტორიისთვის შესანიშნავი წყვილებით:) იმდენი ვიცინე რო არ ვიციი ტასოს ვითომ გათხოვებაზეე:დდ მაგარი იყოო❤❤❤

 


№11  offline წევრი Laliashvili009

Dzalian momewonaa ❤❤❤

 


№12  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიმეეეეეე ძაან მაგარი იყო :) ????კარგად ვიხალისე მიყვარს ეს ისტორია ძალიან..❤ ისე ამ ბაბლუანმა როდისღა მოასწრო ალქაჯის შეყვარება:????
მოკლედ გელოდები საყვარელო ახალი და გემრიელი ისტორიით ❤მიყვარხარ????????❤

 


№13  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

დასასრუულს საერთოდ არ ველოდიი ისე ვიყაავი შეჩვეული ამ ისტორიაზე♥♥♥
თითქოს ჩქარობდი კიდეც..
მაგრამ
მაინც ძალიან მომეწონა!
ძალიაან კარგიი ! თბილი! ტკბილიი და სასიამოვნო წასაკითხი იყო! ♥♥♥ ძალიან კარგი გოგო ხარ დაასე განაგრძე ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent