შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამთხვევა2


23-01-2018, 21:19
ავტორი anonym dandelion
ნანახია 1 235

თითქოს არაფერი შეცვლილა მას შემდეგ რაც თბილისი დავტოვე და იტალიაში წავედი,მაგრამ განსხვავება მაინც ძალიან დიდი იყო.აი,თუნდაც ის იყო სიახლე,რომ სალომე გიორგისთან,აწ უკვე მეუღლესთან, ერთად მელოდებოდა აეროპორტში,მაშინვე გამოქანდა სანდრა ჩემკენ გოჭოს ძახილით
-სანდრულიკა,როგორ მომენატრეე,-ვუთხარი და სახეზე ვუჩქმიტე
-მეც,რა არი გოგო კიდე გაიზარდე სიმაღლეში?მე კიდე მინდოდა 15სანტიმეტრიან ქუსლებზე შემეყენებინე,-თავს ვითომ გამკიცხავად აქნევდა
-შენ რა ჩემი მოკვლა გინდა,გოგო?უი,სიძევ,როგორ ხარ?რომ დაგტოვეთ ჯერ კიდევ გვრიტები იყავით, ახლა კიდე სიძეობას მიპირებ,რა უცებ გადის დრო
-ცოლის დავ,კიდევ გალამაზებულხარ და მაიმუნობაც არ მოგიშლია,-გადავეხვიე გიორგისაც
-სალომე რა ჩამომიტანე?-ვეღარ ითმენდა სანდრა
-ვაიმე,რა მოუთმენელია ეს გოგო,ჯერ არ იცი ვისთან გაქ საქმე,გიორგი,-ვთქვი და გვერდზე გავიწიე სანდრას ხელი რომ ამეცილებინა,-კაი ხო,წამოდი ბარგი ავიღოთ და ვნახოთ იქნებ რამე ჩამოგიტანე
-ხო თუ ჩამოიტანე ბარგი საერთოდ,-მიკბინა სანდრამ
-რა ხუმარაა ეს გოგო,-ეს კი ვთქვი მაგრამ უცებ გონებაში დავიწყე იმის გახსენება ხომ დავაწერე ჩემი სახელი კარგად,ბარგის ასაღებად რომ მივედი ყველამ აიღო თავისი ბარგი და ერთი ზედმეტი ჩემოდანიც კი არ ჩანს სადმე
-ღმერთო, სადაა ჩემი ბარგი,-ისტერიკულად ამოვიკვნესე
-ჯანდაბა,ხუმრობა ამიხდა,-სანდრაც ანერვიულდა
-კარგით,ნუ ღელავთ,გავარკვიოთ ადმინისტრაციაში,-მოგვაწოდა აზრი გიორგიმ,მას შემდეგ რაც ჩემი ჩანთა აღვწერე ადმინისტრაციაში გვითხრეს,რომ შესაძლოა ვიღაცას აერიაა და აუცილებლად დააბრუნებდა
-შესაძლოა არეოდა?აბა ფეხს ხო არ აიდგამდა ჩანთა,-ჩემი უიღბლობით შეწუხებულმა,ჯავრი ადმინისტრაციაზე ვიყარე
-კარგი,სალომე,ვიპოვით,მანამდე რამე პოზიტიურზე იფიქრე,იქნებ შენი ჩანთა ვიღაც სიმპათიურმა ტიპმა წაიღო,გახნის,ნახავს შენს ნივთებს ,დაგიკავშირდება,გაიცნობ,იქნებ შეგიყვარდეთ ერთმანეთი,-ყველანაირად ცდილობდა სანდრა სერიოზული სახე ჰქონოდა ამის თქმისას.სიცილი ვერ შევიკავე და გადავიხარხარე
-ბავშვებო აქ სანამდე ვიყოთ,ნომერი დავუტოვოთ და წავიდეთ,-თქვა გიორგიმ,ადმინისტრატორს ნომერს რომ ვუტოვებდი ისე ვიღაც გოგო მოვიდა
-გამარჯობა,შემთხვევით ვიღაცის ჩანთა გამყვა,მასაც ჩემი სახელი და გვარი ეწერა და აღარ დავკვირვებივარ
-ვაიმე,ჩემი ჩანთა,-ვიყვირე სიხარულით,მას შემდეგ რაც გოგონას ხელში ჩემი შავი ჩანთა აღმოვაჩინე
მოკლედ,აღმოჩნდა,რომ სეხნიები და მოგვარეები ერთდროულად ვყოფილვართ და მაგიტო შეშლია,ამ გოგონამ ბოდიში მოგვიხადა და წავიდა
-როგორი დამთხვევაა,რომ ორივეს ერთი და იგივე სახელი და გვარი გაქვთ,-აღნიშნა გიორგიმ
-ხო,ძალინ მაგარია ასეთი დამთხვევები,-დაეთანხმა სანდრაც
-კარგით ბავშვებო გავსქუროთ,რომელიმე სასტუმროში დამტოვეთ,რომ დავლაგდე
-რაა?სასტუმროში?ლიკა სადაა?თბილისში არაა?
-ქალბატონი ლიკუნაა ისვენებს თავის კურსელებთან ერთად გასულია თბილისიდან
-კარგი მაშინ ჩვენთან წამოხვალ,-თქვა სანდრამ
-სანდრა,მაგის შანსი არაა,რაღაც ერთი კვირაა ერთად ხართ და ვერ დავრჩები თქვენთან
-ნუ სულელობ,სალომე!წამოხვალ.
-სალომე,ხომ იცი შეგიძლია დარჩე,-ჩაერია გიორგიც,-სასტუმროში ვერ დაგტოვებთ
-ხალხო ,ერთი წელია იტალიში ვარ,სასტუმროში რა მომივა
-მაშინ სხვა ქვეყანაში იყავი და ვერ გაკონტროლებდი,-გაიცინა სანდრამ
-მოვიფიქრე,რადგანაც სალომეს ჩვენთან არ უნდა და სანდრას სასტუმროში არ უნდა,ჩემ აგარაკზე დარჩი
-გენიოსი ქმარი მყავს,-თქვა სანდრამ და გიორგის ლოყაზე აკოცა
-ხო ეგ კიდე შეიძლება,-გამეღიმა მეც
-ოღონდ,მანდ ჩემი ძმაკაცია რა რამდენიმე დღით,პრობლემა ხომ არაა?
-არა,მე პრობლემა არ მაქ
-შეყვარებული ყავს?-იკითხა სანდრამ და გადმომხედა
-სანდრაა!-გავძახე ჩემ მეგობარს
-არა,არ ყავს,-სიცილით უთხრა გიორგიმ
ულამაზესი იყო გიორგის აგარაკი,დიდი ორსართულიანი სახლი,ლამაზი ყვავილებიანი ეზოთი,ნუ ნორმალურად ვერც დავათვალიერე,უკვე ბინდდებოდა,მანქანას მოვკარი თვალი ეზოში,ალბათ გიორგის ძმაკაცისაა,სანამ მანქანიდან გადმოვბობღდი,გიორგიმ ბარგი შეიტანა სახლში,მე კი სანდრა გაუჩერებლად მეჭორავებოდა ქორწილის გეგმებზე.სახლიდან სიცილის ხმა გამოდიოდა,იმედი მაქ ვინმე უჟმური არ იქნება,ეგეთი ჩემი თავიც მეყოფა
-სალომე,გაიცანი ეს ჩემი მეგობარი..
-თორნიკე?
-სალომე?
ერთდროულად ვთქვით მე და ჩემმა კურსელმა თორნიკემ,დიახ დიახ,აი იმან ლიფტებში ზედმეტად კარგად რომ ერკვევა.უხერხულად გადავეხვიე და თორნიკემ რომ მაკოცა გამახსენდა ის მომენტი პირველად რომ გადამკოცნა,განა რამე განსაკუთრებული უბრალოდ სხვებივით ლოყას კი არ გადებდა,იხრებოდა და მისი ტუჩების ცხელ კვალს გიტოვებდა ლოყაზე,ჯანდაბა ამას არასდროს შევიმჩნევ!თორნიკეს კურსელობამ მხოლოდ 6 თვეს გასტანა,იმიტომ რომ სხვა საგნებზე აღარ ვემთხვეოდით,მას შემდეგ ნორმალურად ვერც ვხედავდი,მხოლოდ გამოცდების დროს თუ მოვკრავდი თვალს და აი ახლა,ჩემ წინ დგას უფრო გასიმპატიურებულა
-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს?-ეჭვის თვალით გადმოგვხედა სანდრამ
-მე და სალომე კურსელები ვიყავით,-თქვა თორნიკემ
-ხოდა ძალიან კარგი თუ იცნობთ ერთმანეთს,სალომე წამოდი ამოლაგებაში დაგეხმარები,-სანდრას ახლა ნამდვილად მოსამართლის მკაცრი ხმა ჰქონდა,ვიცოდი განსაცდელს მიქადდა,
როგორც კი დამიმარტოხელა,მაშინვე ლოგინზე გაწვა
-აჰ,თორნიკე არაა?რატო არ მითხარი რომ იცნობდი?-მიცინოდა სანდრა
-სანდრა,არ ვიცოდი გიორგის ძმაკაცი თუ იყო,-თავის მართლებასავით გამომდიოდა
-გოგო ასეთი კარგი კურსელი თუ გყავდა გეთქვა და კუპიდონის სახელზე ვილოცებდი რომ თქვენთვის ისრები მოერტყა,-ახლა კი კისკისებდა სანდრა.რთულია მის სიცილს არ აყვე,ამოვალაგე და სანდრას საჩუქარი გადავეცი,მისი საყვარელი ფირმის ქალის თეთრეული ჩამოვუტანე,გიორგის საჩუქარი ჩავიტანე და დივანზე თორნიკეს გვერდით მოკალათებულ გიორგის გადავეცი
-სიძევ ,ეს შენ,-გავუწოდე საჩუქარი
-არარსებობს,ჩემი საყვარელი სუნამოო,ძალიან დიდი მადლობა,სალომე,-გადამეხვია გიორგი,-რა ცოლის და მყავს რაა
-კაი,წავიდეთ,ახლა,ვაცადოთ სალომეს დასვენება,ჭკვიანად ბავშვებოო,-სანდრამ თვალი ჩამიკრა და ოთახიდან სიცილით გავიდა,მოვკლავ ამ გოგოს
-კარგად თოკო,ხვალამდე სალომე,-დაგვემშვიდობა გიორგიც.დავრჩით მარტონი და დივანზე ჩამოვჯექი
-სალომე,რამდენი ხანია არ შევხვედრილვართ,როგორ მიდის საქმეები
-რავიცი,იტალიაში ორწლიანი კურსის გავლა გადავწყვიტე პადოვას უნივერსიტეტში და ახლა ვისვენებ,შენ?
-მე ერთ-ერთ კომპანიში ვმუშაობ მენეჯერად
-ძალიან მაგარია,აუ ძაან მშია,არის რამე საჭმელი?
-მემგონი პიცაა,-სიცილით მითხრა თორნიკემ
-ოღონდ ეს არაა,მთელ წელია მაგის მეტი არაფერი მიჭამია,ქართული მინდა რამე,მაგალითად ხინკალი,აუ,შევუკვეთოთ რაა
-როგორც შენ ბრძანებ,-გამიღიმა თორნიკემ,ხინკალი ნახევარ საათში მოვიდა,ჭამისას ვილაპარაკეთ ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაზე.ჭამის შემდეგ გარეთ ჩამოვჯექი,თორნიკეც გამოვიდა ცოტა ხანში ლუდი მომცა და გვერდით მომიჯდა,ხმას არცერთი არ ვიღებდით და ჩუმად სვამდით,სიჩუმე ჩემმა სიცილმა დაარღვია,თორნიკემ ინტერესით გადმომხედა
-მეცინება,თავშესაფრის გარეშე რომ დავრჩი და ესენი თავისთან მეპატიჟებოდნენ,-ისევ გამეცინა.თორნიკეც ამყვა
-შენ რატომღა განმარტოვდი აქეთ?
-გიორგის აგარაკის მოწყობა სანდრას გემოვნებით უნდა და მე დამტოვა,სანდრა არ ამოვაო,სიურპრიზი უნდა გაუკეთოს,მეც დღეს მოვედი
-ჰაჰაჰა,სანდრა შეშლილია .ეგ არ შეაჩერებს,კარგი როგორც შემიძლია დაგეხმარებით
-უი,რა გამახსენდა,მძაფრსიუჟეტიან ფილმებს აღარ უყურებ შენ,ხო?-თქვა და გადაიხარხარა
-ჰაჰა,გახსოვს?ნუ იცინი მაშინ პანიკაში ვიყავი და მეპატიებოდა
-მე ბევრი რამე მახსოვს,სალომე,-თქვა და შემომხედა
-კარგი გვიანია,სჯობს დავწვე,ხვალამდე,თორნიკე,-სწრაფად წამოვდექი და ფეხი ყვავილების ქოთანს ფეხი წამოვკარი,ქოთანი გატყდა,ამდენი ხანია უიღბლო ვარ,რაღა ახლა გამიმართლებდა
-ეს არ უნდა გემატეხა,ხო?-წყენით ვიკითხე,თორნიკეს გაეცინა,სასწრაფოდ მოვაწესრიგე იქაურობა და ოთახში ავედი და იმაზე ფიქრში ჩამეძინა,რომ მიუხედავად უიღბლობებისა,მაინც კარგი დღე იყო



№1  offline წევრი ქეთიtaisia

ჰაჰა თოკა რა ტიპია :) რა გაიხსენა:)) კარგი თავი იყო ველოდები შემდეგს❤❤❤

 


№2 სტუმარი ia

shemdegs male dadeb ?? dzalian momewonaa,velodebiiii .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent