ჩემი ცხოვრების 3 წელი (თავი 2)
ალბათ მიხვდით რაც მოხდა ბანალურად რომ არ გამოვიდეს გავრცობა, საოცარი სისწრაფიტ ადგილს მოწყვეტილი სანდრო ჭავჭავაძეზე მომავალ დიდ სამარშუტო ტაქსის შეეჯახა.. ვითარება როგორია ქალბატონო? გამეცით პასუხი, ხომ შეიძლება ჩაგვაყენოთ საქმის კურსში- პანიკური შემოტევა ჰქონდა გიკას, თათას მისი ხელი მთელი ძალით ეჭირა ხელში და უჭერდა, რომ არ დაეკარგა გონება. გიკა გთხოვ ჩემო გოგონა დამშვიდდი, ხომ იცი ნერვიულობით ვერაფერს გამოასწორებ, ხომ იცი სანდრო ესეთს რომ დაგინახავს უფრო ცუდად გახდება, არ იტირო, წამოდი ქვემოთ პატარა სალოცავია და იქ ჩავიდეთ.- მორჩილად გაჰყვა თათას გიკა და ერთადერთი რაც უნდოდა გაეგო ის იყო რომ სანდრო ცოცხალია, დანარჩენი? დანარჩენზე თვითონ იზრუნდება, იცოდა რამდენ ძალას მისცემდა სანდროს მისი სიტყვები, ერთადერთი რისი გაგონებაც უნდოდა ექიმებისგან მარტო ეს იყო, ისინი კი ჯიუტად აიგნორებდნენ თითოეულ დასმულ კითხვას. კუთხეში ქალი იდგა, ცივი სახით და აცრემლიანებული თვალებით, ურეაქციოდ, გამყინავი ღიმილითა და დაძაბული ტუჩებით ცდილობდა რამის გარკვევას, ეს სანდროს დედა იყო, მთელი ოჯახი ერთად იდგა იმ კუთხეში და ცდილობნენ არარსებული სიმშვიდის შენარჩუნებას. -თათა ეს სანდროს მშობლები არიან, კარგად არ ვიცნობ მათ, არ მაქვს ძალა მათ ავუხსნა რა მოხდა, ხომ იცი სხვანაირად გაიგებენ, ძალიან გთხოვ მომეფარე და სწრაფად ჩავიდეთ კიბეზე- მიაყარა გიკამ წამებში დიდი წინადადება თათას, გოგონამაც არ დააყოვნა და ყველანაირი ბუნებრიობით ეცადა ამ ადგილიდან შეუმჩნევლად გასვლა. -ღმერთო თუ კი ოდესმე რამე მითხოვია მთელი გულით, ეს მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაშიდა გასაჭირში ხდება, გთხოვ არც ეხლა არ მიმატოვო და დამეხმარე, დამეხმარე რომ სანდრომ თვალები გაახილოს რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში იყოს, გპირდები მე ვიზრუნებ მასზე სანამ არ გამოჯანმრთელდება გთხოვ დამეხმარე უფალო. - ლოცულობდა გულში გიკა როდესაც გონება სადღაც შორს წავიდა და ის იყო უნდა დავარდნილიყო რომ თათამ შეაჩერა . ჩემო გიკა გთხოვ გამოფხიზლდი, ეს სიზმარია რომელიცმალე კარგად დამთვრდება გპირდები, ვგრძნობ ამას გაახილე თვალი და გაძლიერდი გთხოვ! -გიკას თითქოს სასწაულის სახით ჩაესმა ესსიტყვები, რაღაც გასაოცარი ძალა იგრძნო, თვალები გაახილა და აცრემლებული თათას დანახვამ სიხარულიც კი მიანიჭა, რადგან გვერდით ყავდა ესეთი ადამიანი, ადამიანი რომლისაც სწამდა და სჯეროდა. -არ ინერვიულო თათუ უკეთ ვარ, მართლა კარგად იქნება ყველაფერი? -იმედიანი თვალებით შეხედა მეგობარს -კი გიკა გპირდები, შენს თვალებზე მარტო სიხარულის ცრემლები იქნება!- გაუღიმა თათამ და ჩაეხუტა გოგონას. -მადლობა რომ გამოჩნდი, მადლობა რომ იმ დღეს წითელი ფერი გეცვა, ასე ბევრად მარტივად გიპოვე ეს იცოდე. -ჰაჰაჰა შენ ხარ ჩემი სუპერ გოგო! მოდი ეხლა ავიდეთ ზემოთ გავიგოთ რა ხდება კარგი? - გიკამ თავი დაუქნია და გაეშურნენ იმ კუთხისკენ სადაც სანდროს ოჯახი იდგა. -გამარჯობბბა - წამებში ანერვიულდა გიკა -გამარჯობათ ქალბატონო მე გიკას მეგობარი ვარ, დიდი ხანია ვცდილობთ სანდროს ამბის გაგებას , იქნებ თქვენ მაინც გვითხრათ როგორ არის? -სტაბილურად ცუდად. - გაისმა გამყინავი ხმა და გაბრაზებული მზერა გიკას მიმართ. -ერთი წუთით შეიძლება? ჰკითხა თათამ სანდროს დედას და გვერდით გასვლაზე მიანიშნა. ქალი უხმოდ გაჰყვა გოგონას. -მესმის ეხლა ამ ყველაფრის დრო არ არის მაგრამ გიკა არაფერ შუაშია, სანდრო მარტო იყო , როგორც ჩანს საჭესთან ნასვამი იჯდა, იქნებ მითხრათ როგორ არის და რა სჭირს? - უკვე გითხარი რომ სტაბილურად ცუდად, მრავალი მოტეხილობა აქვს და ჯერჯერობით გონებაზე არ არის და შენ საიდან იცი რომ ნასვამი იჯდა? - თათა დაიბნა მიხვდა რომ ამდენი არ უნდა ელაპარაკა,- მე მე გიკასგან ვიცი უნივერსიტეტში გამოიარა გაღიზიანებული იყო და ყვიროდა, შემდეგ დაჯდა მანქანაზე და ძალიან სწრაფად წავიდა, მალევე გავიგეთ შეჯახების ხმა. -გასაგებია ყველაფერი, ესეც შენი გიკა, როგორ ნერვიულობს თურმე სანდროზე, როგორ გაუშვა ნასვამი? საერთოდ ხვდებიით რა მოხდა? იმას მაინც თუ ხვდებით რომ შეეძლო გიკას სიტუაციის გამოსწორება? - ესმოდა, ყველაფერი ესმოდა გიკას. ბოლო წვეთი ძალა მოიკრიბა და გაეშურა მათკენ. - მართალი ხართ შემეძლო, გპირდებით რაც მე სანდროსთვის შემიძლია ყველაფერს ვიზავ, გპირდებით კარგად იქნება, -იმედია, თორემ ამ ცოდვით როგორ უნდა იცხოვრო თუ მართლა ესეთი კარგი ხარ როგორც სანდრო ამბობს. - სიჩუმე ჩამოვარდა, მუშტი შეეკრა გიკას სიმწრისგან, უნდოდა ეს ქალი დაეხრჩო, დაერტყა, მაგრამ გულის სიღრმეში დანაშაულს გრძნობდა. - მარინა!!! გეყოფა!!- გაისმა მკაცრი ბარიტონი, ეს სანდროს მამა იყო, - ნუ მოაწყობ ჩვეულ სპექტაკლებს, რაც მოხდა მხოლოდ შენი შვილის ბრალია, ამხელა ბიჭი თავის სიცოცხლეს თუ არა სხვისას მაინც რომ არ უფრთხილდება და ნასვამი ჯდება საჭესთან! - კიდევ კარგი ეს გოგონა მაინც არ ეჯდა გვერდით, - არ იდარდოთ გოგოებო, გიკა შვილო, ექიმები იმედს გვაძლევენ რომ გამოუვალი სიტუაცია არ არის, მჯერა სანდროს ყველა ერთად გამოვაჯანმრთელებთ, ამისათვის კი ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად, მოდი ეხლა შენ წადი დაისვენე ფერი არ გადევს, მე შენს ნომერს ჩავიწერ და გპირდები ყველაფერს გაგაგებინებ, ოღონდ ძალიან გთხოვ არ შემეწინააღმდეგო. - გიკას მოერიდა უარის თქმა და დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით რომ ყველაფერს ზუსტად გააგებინებდა ბატონი ვახტანგი, - წამოვიდნენ თათა და გიკა, მაგრამ სახლში არა, საავადმყოფიში იყვნენ, ზედა სართულის მოსაცდელში დაჯდნენ, ხმაც რომ გაეგოთ და ახლოაც რომ ყოფილიყვნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ გიკას თელეფონზე სმს მოვიდა, გიკა შვილო სანდრო გონზე მოვიდა, კარგად არის არ ინერვიულო. - ვიცოდი, ვიცოდი რომ დიდი ხანი არ მანერვიულებდა! წამოიყვირა გიკამ და თათას მესიჯი წააკითხა, თათამ გულში ჩაიკრა და ჩაკოცნა გიკა, -თათ მე მინდა რომ სანდრო ვნახო , წამოდი რა ჩვიდეთ -კი ჩავიდეთ <3 -შვილო შენ რა ესე მალე მოხვედი? არ მითხრა რომ შენც ასე გიჟივით დადიხარ მანქანით !- შეეგება ვახტანგი. -არა უბრალოდ... -გასაგებია არც წასულხარ, არც გამოგიცვლია და უარეად დაღლილი ხარ, მოდი მე შეგიყვან სანდროსთან იმ პირობით, თუ მერე მე წაგიყვანთ ორივეს სახლში. მოსულა?! -კარგით დიდი მადლობა ვახო ბიძია- აუცრემლიანდა თვალები გიკას. არ ეგონა გიკას ესე თუ გაუჭირდებოდა თვალის გასწორება სანდროს სხეულზე, ერთდროულად გრძნობდა შიშს, ტკივილს, დანაშაულის გრძნობას, სიხარულს, ამ განცდებში იყო აპარატის ხმამ რომ გამოაფხიზლა, რითიც მიხვდა რომ საკმარისზე მეტად აუჩქარდა სანდროს გული -სან , სანი გთხოვ დამშვიდდი, მე აქ ვარ შენთან! კარგად უნდა გახდე ისე არ დაგანებებ თავს! -კარგად რომ გავხდები მერე კი ხო?- დამარცვლით გამოსცრა კბილებიდან სანდრომ. გოგონას გული ეტკინა ამ სიტუაციაშიც ესეთი მკაცრი რომ იყო ეს ბიჭი, მაგრამ ბოლომდე უნდ დახარჯულიყო, პირობა მისცა ღმერთს და თავის თავს. -მაპატიე, არ უნდა დამეტოვებინე მარტო, მოდი აღარ გავიხსენოთ ეს ყველაფერი, მოკიდა ხელი მარჯვენა ხელზე და ნაზად აკოცა. - მე შენთან ვარ! -სულ იქნები? -იქამდე სანამ ვიგრძნობ რომ შენ მე გჭირდები- გაუღიმა გიკამ რამაგარია ანუ სულ იქნები - გაუღიმა სანდრომ. ექიმმა კარი შემოაღო და გიკას გასვლა თხოვა. -მოდი სანი მე წავალ , მარჯვენა ხელი გიმუშავებს, ხო და თუ რამე დაგჭირდება მომწერე. იცოდე მე შენთან ვარ. აკოცა კიდევ ხელზე და პალატიდან გავიდა გიკა. -გაღიმებული გოგონას დანახვისას, თვით ქალბატონ მარინასაც მოუდუნდა სახეზე დაძაბული მზერა, - კარგად ვიქნებიო ესე დამპირდა - თქვა ღიმილით გიკამ. -ძალიან კარგი მიუგო ვახტანგმა, -ახლა კი სახლებში წასვლის დროა სანდრომ უნდა გამოიძინოს, ასევე თქვენც, როგორც შევთანხმდით ოქეი? - პირველად გაიღიმა ვახტანგმა და ამან ძალიან დაამშვიდა გიკა. გახარებული თათას თვალების დანახვამ კიდევ უფრო დიდი ძალა შემატა გიკას და გაუდგნენ გზას, - გიკა მოდი ჩემთან დარჩი დღეს? - აუ ძალიან მინდა მაგრამ დედა ინერვიულებს არ მტოვებს ხოლმე არსად, იქნებ დედაშენი დავითანხმოთ რომ ავუხსნათ სიტუაცია? ხო იცი დედაჩემს საერთოდ არ ველაპარაკები სანდროზე და მითუმეტეს ეს ამბავი საერთოდ არ მინდა ბევრმა გაიგოს ხო ხვდები. - -კარგი ჩემო ლამაზო მაგას მე მოვაგვარებ, მაშინ წავიდეთ პირდაპირ შენთან, - -მადლობა რომ არსებობ ჩემო წითელო თათუნა! - ბედნიერი ღიმილით გადახედა გოგონას. ემოციებისგან გადაღლილებმა, მხოლოდ ჩაის დალევა მოახერხეს, ერთ საწოლზე წამოწვნენ და ლაპარაკობდნენ და აიმედებნდნენ ერთამენთს და ამ ფიქრებში ორივეს ჩაეძინა. - ეს იყო მეგობრობაზე მეტი, ეს იყო სულიერი ურთიერთგაგება, უსიტყვო და სიყვარულით სავსე, ორივე გაოცებული და ბედნიერი იყო მოკლე ვადაში ასეთი მეგობრობის ჩამოყალიბებით, მიუხედავად იმისა რომ არც ერთს აკლდა დაქალი, ეს ორი ერთმანეთისთვის რაღაც სხვა იყო, სხვა ბედნიერება, რაც ალბათ ნამდვილად საჩუქარია. ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა გიკა. სმს იყო სანდროსგან. -შეგიძლია ჩემთან დარჩე დღეს? - გიკას ეწყინა სანდროს ეს მესიჯი, იცოდა სანდრომ გიკა სხვაგან არ რჩებოდა, მაგრამ დღეს ეს უნდა გაეკეთებინა, გააღვიძა თათა აუხსნა სიტუაცია და უთხრა რომ თუ დედა გაიღვიძებდა და სიტუაცია დაიძაბებოდა მესიჯი მიეწერა, - კარგი გიკა, უბრალოდ ეცადე მალე დაბრუნდე იქნებ დააძინო და მოხვიდე ხომ იცი მერიდება მეც თიკასთან - კარგი გპირდები მალე მოვაგვარებ. მივიდა გიკა სანდროსთან, დაუჯდა საწოლის გვერდით, მისი ხელი ხელში დაიჭირა და ღიმილით უყურებდა ძილმორეულ სანდროს, -სან გპირდები მალე ფეხბურთს ითამაშებ, თუ გინდა მეც კი გეთამაშები, ოღონდ მალე გამოკეთდი კარგი? -რატომ, რომ მიმატოვო მალე? ისევ ეწყინა, ისევ გაბრაზდა გიკა მაგრამ ამ ყველაფერზე წინ მისი პირობა იდგა, რომ ამ ბიჭის გამოჯანმრთელებისათვის ყველაფერს იზავდა. - არა სან მე შენთან ვიქნები ხო გითხარი, მოდი არ გინდა დღეს დატვირთვა დახუჭე თვალები და წარმოიდგინე როგორ ვთამაშობთ ფეხბურთს- გაეღიმა გიკას თავისივე წარმოსახვაზე, სანდროსაც ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეებში და მალევე დაიძინა, გიკა მშვიდობით დაბრუნდა სახლში , სანდროს მესიჯი მიწერა დილით რომ დახვედროდა. - -სან მაპატიე რომ წავედი, ხომ იცი დედას არ უყვარს სხვაგან რომ ვრჩები ამიტომ ცოტა ხნით გამოვეპარე გუშინ, არც შენ გაწყენინე და არც დედა ვანერვიულე. გკოცნი და დღეს უკეთესად უნდა იყო იცოდე! - 2კვირა ყოველღამე ერთი და იგივეს აკეთებდა გიკა სანდროსთვის, იმას აკეთბდა რაც არ წარმოედგინა რომ იზავდა, არ ეგონა თუ ოდესმე თიკას მოატყუებდა, მაგრამ პირობას ასრულებდა, ასრულებდა მთელი გულით რადგან უნდოდა სანდრო ჯანმრთელი ყოფილიყო, ყოველდღე მიჰქონდა ხილი, უკითხავდა ახალ ამბებს, წერდა მესიჯებს, უნივერსიტეტში არც კი მისულა ისიც იმიტომ რომ სანდროს არ წყენოდა ერთი წუთით მაინც, უნივერსიტეტის ამბებს თათა უგვარებდა, ამაზე არ დარდობდა, მთვარი იყო პირობა შეესრულებინა ესეთი იყო გიკა. - სანდრო ორ კვირაში გამოწერეს ხელის მსუბუქი მოტეხილობით, უკვე ყველაფერი დალაგებული იყო, მაგრამ გიკა მაინც ძველებურად აქცევდა ყურადღებას, ერთადერთი რაც შეცვალა- უნივერსიტეტში დაიწყო სიარული, გამოცდები ჰქონდა. - -სან მე უნივერსიტეში მივდივარ დღეს და მოგვიანებით გნახავ კარგი? - -უნივერსიტეტში რა გინდა? მეგონა არ ივლიდი კიდევ ცოტა ხანი. - -გამოცდები მაქვს - კონკრეტული სმს მიწერა გიკამ. - -კარგი , შეგიძლია დამირეკო ვიდეო თვალით? მაინტერესებს რა ხდება მანდ. - ეს უკვე ზედმეტზე ზედმეტი იყო, უკვე ეკეტებოდა გიკას, მაგრამ პირობის გამო ესეც გააკეთა, სცხვენოდა, იმის კი არა რომ ვიდეოთვალით ელაპარაკებოდა შეყვარებულს , იმის რომ არ ენდობოდა სანდრო, არა და არასდროს ამის მიზეზი არ მიუცია გიკას. ამაზე წყდებოდა და ტკიოდა გული. თავდახრილი ასრულებდა სანდროს ყველა მოთხოვნას და კაპრიზს, ისევ იმ პირობის გამო, ამასობაში მოვიდა ზაფხული, სანდრომ მოინდომა ზღვაზე გიკასთან ერთად წასვლა, დაურეკა გიკას და უთხრა რომ ჩაელაგებინა ნივთბი რადგან მეორე დღეს ზღვაზე მიდიოდნენ. გიკას უნდა გახარებოდა ალბათ, მაგრამ ეწყინა, ეწყინა იმიტომ რომ სანდრომ იცოდა გიკას ოჯახური სიტუაცია, იცოდა რომ ვერსადაც ვერ წავიდოდა და მისი აზრის გარაშე გადაწყვიტა ყველაფერი. - სანდრო მე ვერ წამოვალ და ძალიან გთხოვ მიზეზები არ ამახსნევინო, რადგან ისედაც კარგად იცი. - - 3 წლის ხარ გიკა? - -არა 19 მაგრამ ... - -რა მაგრამ? - - ის რომ მე ჩემს ოჯახს პატივს ვცემ და არ ვაპირებ ჩემი გართობის გამო ეს პატივისცემა დავკარგო! - მკაცრი პასუხი გასცა გიკამ და ტელეფონი გაუთიშა- ღმერო ჩემო ეს ბიჭი დრო და დრო მაგიჟებს, ჭკუიდან გადავყავარ , როგორ შეიძლება ესეთ სიტუაციაში ჩააყენო ადამიანი? - გიკა საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ ეს ურთიერთობა ვერაფრით ვერ ლაგდებოდა, თითქოს ყველაფერი ტკიოდა. - გიკუ რასშვები? - დაურეკა თათამ - არაფერს, მოუყვა წინა ზარის შესახებ და უკმაყოფილო კომენტარებით გალანძღა სანდრო. - -ხო მესმის , მეცმეწყინებოდა, კარგი დაიკიდე არაუშავს არ წახვალ და ვსო, უთხარი რომ ჯერ პატარა ხარ და არ შეგიძლია თუ გაგიგებს ძალიან კარგი თუ არა და ძალიან ცუდი - სიცილით მიუგო თათამ - რას ფიქრობდა თათა ამ ურთიერთობაზე?- რატომგაც პირველივე წამებიდან არ ჯეროდა გიკას ბედნიერების, თითქოს ძალით იქმნიდა ილუზიას რომ სანდრო თვისი ადამიანი იყო არა და თათასთვის რომ გეკითხათ გიკას სანდრო ყველაფერს აცლიდა, ყველაფერს დადებითს და ავსებდა ნეგატიურით, ერთადერთი რაც კარგად გამოსდიოდა გიკას ნაირნაირი საჭმლით გამასპინძლება იყო, ხომ იცით როგორ უყვარს ჩვენ გიკას ჭამა. მაინც გული წყდებოდა თათას, თუმცა არასდროს გაუმხელია ეს მეგობრისთვის, ერჩივნა თვითონ მოეყოლა რაც იყო და როგორ იყო გიკას თუ კი ამას გადაწყვეტდა. - ფიქრებში გართული გიკა, რომელმაც წარმოიდგინა ზღვაზე გატარებული დრო სანდროსთან ერთად უსიამოვნო ტალღამ გამოაფხიზლა, ეს იყო გარდამტეხი წამი, ეს იყო წამი როცა მიხვდა რომ გაიზარდა, მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა, მიხვდა რომ რაც არუნდა დრო გასულიყო ის არასდროს გახდებოდა სანდროს მეუღლე, რადგან ყველაფერი ხელოვნურად გამოსდიოდა სანდროსთან, სიმშვიდიდან დაწყებული მხიარულებით დამთვრებული, რადგან სანდროსთან ვერც სიმშვიდეს გრძნობდა და ვერც მხიარულებას.- გიკას ცხოვრების მთვარი არსი კი ზუსტად ეს ორი ემოციური მდგომარეობა იყო. თითქოს რაღაც გადაწყვიტა, თითქოს მიხვდა სად უნდა დაესვა წერტილი, სანდროს დაურეკა. - -სანდრო შეგიძლია გამოხვიდე მნახო? - -კი შევჭამ და გამოვალ , ან მოიცა მოიცა ერთდ ვჭამოთ , შენ რგორ გამოგატოვებინებ მაგას - -კარგი -არაბუნებრივი სიმხიარულით უთხრა გიკამ, მაგრამ სანდრო რისი სანდრო იყო ეს ხელოვნურება მაინცდამაინც ეხლა რომ შეემჩნია. - სადღაც დასხდნენ. აჭარულები შეუკვეთეს, გვერდითა მაგიდიდან ერთმა ბიჭმა უბრალოდ გამოხედა გიკას, ეს სრულებით საკმარისი აღმოჩნდა სანდროს ხმა რომ არ ამოეღო მთელი ერთი საათი, მიხვდა გიკა და არაფერი უთქვამს არც ცუდი და არც კარგი, გამოვიდნენ გარეთ - მოდი გავისეირნოთ სანდრო თან ვილაპრაკოთ - -მეზარება მანქანაში ჩავჯდეთ - -კარგი რა რა კარგი ამინდია ნახე- უპასუხა გიკამ - -მეზარება რა - -კაი - დასხდნენ მანქანაში, 5 წუთიანი სიჩუმის შემდეგ დაიწყო - - სანდრო , მე შენ რაღაც მინდა გითხრა, ხომ იცი ტყუილები არმიყვარს, მე კი მივხვდი რომ ვიტყუები ამიტომ ამას ვერ დაგიმალავ, მინდა გითხრა რაც არუნდა მტკივნეული იყოს, მინდა რომ იცოდე, - -რა ხდება? კარგად ვარ და ვსე? - - მაცადე სანდრო -უკვე გამწარებულმა უპასუხა გიკამ - დავიღალე დაძაბულობით , ხელოვნურობით, ჩხუბით, გაუგებრობით, იმდენს ვკამათობ შენთან მე სიყვარულის არც დრო მრჩება და არც ძალა, დავიღალე გესმის? დიდი ხანია არ მიგვრძვნია არაფერი სიყვარულის მსგავსი. არ მინდა მოგატყუო მაგრამ ეს დასასრულია, ნუ ადგები და გამწარებული ნუ წახვალ და იგივეს ნუ გაიმეორებ, უბრალოდ არ მინდა ის ნაბიჯი გადავდგა, მთელი ცხოვრება რომ ვინანებ, და ვგრძნობ რომ ამ ურთიერთობის ბევრად გასერიოზულება მე არ მინდა, არც შემიძლია. მაპატიე რომ გტკენ, მაგრამ მირჩევნია ეხლა გატკინო, ვიდრე მერე. - გადმოვიდა გიკა მანქანიდან მშვიდად და აუჩქარებლად , თვალები მოჭუტა ელოდებოდა სიგიჟეს, ყვირილს, მაგრამ რაც გაიგო იყო : - კარგი მესმის და ზუსტად ამის მეშინოდა, წარმატებები, გინდა სახლში დაგტოვო? -არა სანდრო მადლობა ფეხით გავივლი. -კარგი -და კიდევ მადლობა გაგებისთვის. ყველაზე მეტი იყო რაც შეგეძლო ჩემთვის გაგეკეთბინა. -წარმატებები. -სევდიანად მშვიდი დაშორება იყო, განიცდიდა გიკა, მაგრამ იმას განიცდიდა იცოდა სანდროს რად დაუჯდა ეს სიმშვიდე, პირველად ნახა ადეკვატური ემოციების სანდრო, იცოდა რომ ძალიან ატკინა, გიკას ერთი ნახევარი უბედური იყო სანდროს მიტოვებით, მეორე ნახევარი კი საოცარი ბედნიერების სურნელს გრძნობდა. -ალიო ხო გიკუ - თათუ დავამთავრეთ ყველაფერი მე და სანდრომ... - სად ხარ გამოვალ ყავა დავლიოთ. - ორივეს გაეღიმა რადგან ორივემ იცოდა. გიკამ ის იცოდა რომ თათა ყველაფერს ხვდებოდა, თათამ კი ის იცოდა რომ გიკაც ყველაფერს ხვდებოდა მის დამოკიდებულებაზე სანდროს მიმართ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.