შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტრუქციები VI


26-01-2018, 19:18
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 360

მანქანა ულამაზეს სახლთან გაჩერდა.. ნუ მთლად „სასახლე“ არ იყო,მაგრამ არც ჩამოუვარდებოდა რამით.
სახლში შევედით თუ არა ნატაშა შემოგვხვდა,რომელიც ისეთი სახით მიყურებდა,თითქოს თვალებს ვერ უჯერებსო.ყურადღება არ მიმიქცევია და სასტუმრო ოთახში „მოვკალათდი“.
-ჩემი შვილი სად არის?-მივმართე ნატაშას.
-Какой?-თითქოს ვერ გაიგო რას ვამბობდი
-Где мой мальчик.-უკვე ყვირილით ვუთხარი.
ამ დროს მატეო დავინახე კიბეებზე მორბოდა.. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-დე..-წაიჩურჩულა მატეომ
-დამშვიდდი დედიკო შენთან არის.-მთელი სხეულით შევიგრძენი მატეოს სითბო..
დივანზე დავჯექი და მატეო ჩავიხუტე,რომელიც თვალს არ აშორებდა ნატაშას..
ანდრეიც მალე მოვიდა.. არ ვიცი მას რა სჭირდა.. ან ამ ხუთ ხლის მანძილზე რა გადახდა თავს,მაგრამ ახლა სულ იღიმის,რაც ვნახე მის სახეზე სულ ღიმილს ვხედავ და რატომღაც ვერ ვეგუებოდი.მატეომ ანდრეი დაინახა თუ არა მაშინ მომმართა.
-დე.. მაპატიე..
-არაუშავს საყვარელო.. ვორონცოვა ხარ,არ გამკვირვებია..-რა თქმა უნდა ბავშვმა ვერ გაიგო რა ვუთხარი,მაგრამ რაც მთავარია მამამისსმა გაიგო კარგად.
-დაგვტოვეთ!-განკარგულება გასცა ანდრეიმ.ნატაშა ახლოს მოვიდა და მატეოს ხელ ჩაკიდა..
ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო ნატაშა.. სულ ანდრეის გვერდით იყო,ესეც ისეთი ბედნიერი სახით უყურებდა ხოლმე ნამდვილი ცოლ-ქმარი ისინი გეგონებოდათ.სასტუმროში იმხედა ხმაზე უყვიროდა ნატაშას,ფეხი არ მოეცვალა რომ მეგონა მოკლავდა.. ნუ თუ არ მოკლავდა მის გვერდით მაინც ვეღარ ვნახავდი.. თან თვალში არც მე მოვდიოდი,ახლა კი უცებ ბავშვთან ურთიერთობა მოინდომა.
-ანუ ვორონცოვებს ომი გამოგვიცხადე?
-ეგ იდიოტური ღიმილი მოიშორე სახიდან.-შევუღრინე მე.
-ასეთი ქოფაკი როდის მერე ხარ? ასაკი მოგემატა,დამშვენდი უფრო,მაგრამ შენს ენას არაფერი შველის...მაგრამ ეგ ჩემი ბრალიცაა რომ თავის დროზე საკმაოდ ლმობიერი ვიყავი შენთან..
-ლმობიერი? სახეში იმხელა დამარტყი კმილი მომტყდა და შენ საუბრობ ლმობიერებაზე? მაინცდამაინც ქამრით უნდა გეცემე?-ჩემს სიტყვებზე ისევ გაეცნა..
-როგორ მომენატრა შენთან ჩხუბრი,მაგრამ შენი მოფერება უფრო მომენატა.-ნელი ნაბიჯით ჩემკენ დაიძრა,მეც ამავე ტემპით დავიწყე უკუსვლა.
-ანდრეი არ გირჩევ მომეკარო..-თან მუქარებს ერთი მეორის მიყოლებით ვესროდი.
-თორემ რას იზამ ამაფეთქებ?თუ ამჯერად საქმეს შენს ხელში აიღებ?იქნებ სექსის დროს გირჩევნია ჩემი მოკვლა.
-ამაზრზენი ადამიანი ხარ.
-თუმცა უნდა აღიარო,რომ მაინც გიყვარვარ.
-სულაც არ მიყვარხარ.-ზურგთ უკვე კედელს ავეკარი და ვეღრსად წავიდოდი.ანდრეის ტუჩის კუთხეში ღიმილი შევნიშნე.შემდეგ ის ტუჩები ისე სწრაფად მიეწებნენ ჩემსას შეწინააღმდეგების დროც არ მქონის.. და სიმართლე ვთქვა არც სურვილი მქონდა ამის.
დილით გაღვიძების მეშინოდა.. მეშინოდა,რომ მისგან ისევ სიცივეს ვიგრძნობდი,ისევ დაფარულ გრძნობებს,დაცინვასა და დამცირებას..
თვალები ნელ-ნელა გავახილე.. ჩემს გვერდით ანდრეი დავინახე,რომელიც იწვა და სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა.. ახლა კი ნამდვილად მეგონა თავი სიზმარში..
არ ვიცი შეიძლება კი ადამიანის რადიკალური გარდასახვა?იქნებ ახლაც თამაშობდა?მაგრამ ანდრეის თამაში მხოლოდ საწოლამდე გრძელდება,შემდეგ ქარიშხალს დაატრიალებს და დილით ყველაფერი დამთავრებულია,აღარც სინაზე,აღარც სითბო.. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად იყო.
-მატეო გველოდება,მოვემზადოთ და სასაუზმოდ ჩავიდეთ.-ანდრეიმ შუბლზე მაკოცა და საწოლდან ადგა..
არაფერი მითქვამს მისთვის,მხოლოდ ეჭვისთვალით ვუყურებდი ამ სიტუაციას..
ქვემოთ ნატაშა და მატეო დაგვხვდა...
ნატაშა ბავშვს ინგლისურად ესაუბრებოდა,რადგან ბავშვმა რუსული არ იცოდა,ეს ფაქტი უსიამოვნო აღმოჩნდა მამამისისთვის.
-არ იყო საჭირო რუსული?-იკითხა მან.
-არ ჩამითვლია საჭიროდ.
-ახლა ამაზე უკდა ვიკამათოთ?-იკითხა მან
-არა.. ახლა ნატაშას თემას გავარკვევთ.-ნატაშამ იუკადრისა
-გასარკვევი რა არის?-იკითხეს ერთიმეორეს მიყოლებით
-ძალიან მაინტერესებს ვინ არის ნატაშა და რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში.
-ეჭვიანობ?-სიცილით მკითხა ანდრეიმ
-არა.. მე თუ აქ დავრჩები მხოლოდ ქმართან და შვილთან ერთად.. არათუ შენს ნაშებთან ერთად.. მაფიოზი ხარ თუ შაჰ აბასი?
-შენ შედარებებში როგორ ხარ? შაჰ აბასიც თავის მხრივ მაფიოზი იყო.-ისევ გაიცინა მან.-რაც შეეხება ნატაშას,ის ჩემი და არის და აქ დარჩება.
საუზმემ მშვიდად ჩაიარა..
მატეო აღფრთოვანებული ჩანდა მამამისით,სულ მის გვერდით ცდილობდა ყოფილიყო.. მისი პატარა ორეული იყო..
თითქოს ცხოვრება დამშვიდდა და როგორც ყველა ნორმალურ ოჯახში ხდება ჩვენც ვცდილობდით ერთმანეთის გაგებას..
მაფიას ჩამოვშორდი.. უფრო სწორად ჩამომაშაშრეს,რადგან ვაჟბატონი თავს მშვიდად ვერ გრძნობდა..
სიმართლე ვთქვა მომეწონა მაფიოზობანას თამაში.. ყველაფერი რომ შენს ხელთ არის.. შენი ერთი სიტყვა და ყველაფერი მზად არის,ახლა კი მოწყენილობისაგან ვკვდებოდი..
-ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.-იცოდა ანდრეიმ როგორც კი ასე დავიწყებდი საუბარს სადამდეც მივიდოდი.
-შენ ჩემი მაფიის ბოსი ხარ ,მაგრამ სახლში.-ამ სიტყვებს იტყოდა თუ არა კოცნას და მოფერებას იწყებდა,რომ აღარ გამეგრძელებია საუბარი..
შმაგის მატეო ძალიან მოეწონა და მასთან გავგზავნეთ ჩვენ კი დროს ერთმანეთს ვუთმობდით,მაგრამ იმ განსხვავებით რომ სახლდში „მურმნის ეკალი“ საელად ნატაშა გვყავდა,რომელსაც შავი ჭირივით ვეზიზღებოდი.
რაღაც უკმარისობის განცდა მქონდა.. ყველაფერი რაც არ უნდა გამეკეთებინა უკმაყოფილო ვიყავი,გარდა ამისა შიში მქონდა.. შიში მომავლის..
ყველაფერი ისე მშვიდი და მდორე იყო.. ასეთმა სიჩუმემ ქარიშხალი იცისო გამიგია..
ანდრეი კი დამცინოდა პარანოიდი ხარო...
ერთ-ერთ საღამოსს ნატაშა მეგობრებთან ერთად წავიდა გასართობად..
ანდრეიმ კი ნამდვილი ზღაპარი მომიწყო..
წვეულება ორ პერსონაზე...
შამპანიურითა და ყველა ჩემთვის საყვარელი ფილმიდან საყვარელი ფრაგმენტი...საყვარელი ციტატები,მაგრამ ანდრეის ინტერპრეტაციით.
ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა,ყველაფერი საწოლისაკენ მიდიოდა,როცა უცნაირი ხმა გავიგონეთ.
სახლში სრულიედ მართოები ვიყავით.. მხოლოდ მთავარ შემოსასვლელთან იყო დაცვა...
ანდრეიმ ყველაფერი შეამოწმა მაგრამ ვერაფერი იპოვნა,ამიტომ „იერიში“ კვლავ ჩემზე მოიტანა..

ანდრეის ბიზნესს რომელიც სასრუმროებს,რესტორნებს,ღამის კლუბებს მოიცავდა მე ვხელმძღვანელობდი.. ეს გამოსავალი იპოვნა ანდრეიმ,რომ ისევ მაფიის „ბოსი“ არ გავმხდარიყავი.
დილით პრესკომფერენცია იყო ჩანიშნული,ამიტომ საუკეთესოდ მოვემზადე და ჩემი ახალი „როლსროისით“ წავედი ფრმაში.
სახლიდან გავედი თუ არა რამოდენიმე კილომეტრში შავი ფურგუნით გზა გადამიჭრედ და იქედან შავ ფორმაში ჩაცმული,შავი ნიღბებით ხუთი მამაკაცი გადმოვიდა.
მათ არ დავლოდებივარ მანქანაში უმოქმედოდ... უკუსვლით საკმაოდ დიდი სიჩქარით წავიყვანე,მაგრამ გზა გადამიკეტეს.. ამიტომ „ბარდაჩოკიდა“ სახელდახელოდ ჩაგდებული იარაღი ამოვიღე.სამწუხაროდ ვერაფერს გავდი,რადგან ხუთმა მამაკაცმა მაშინვე იარაღი დამიმიზნეს.. უკნიდან კი ერთ-ერთი მოიპარა და ჩემივე იარაღი შუბლზე მომაბჯინა.
-რა გინდათ?-ვეცადე გამოვლაპარაკებოდი,მაგრამ არც კი მისმენდნენ..
ფურგუნში ჩამსვეს ძალით,თან თვალებიც ამიხვიეს..
ძალიან ავნერვიულდი,მაგრამ არა საკუთარი თავის გამო,უბრალოდ რამე რომ დამმართნოდა ჩემი მატეო წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდებოდა.. მხოლოდ საკუთარ შვილზე ვღელავდი სხვა ყველაფერი ჩემთვის სულ ერთი იყო..
არ ვტიროდი და არც გაშვებააას ვთხოვდი,რადგან ვიცოდი ეს საქმეები როგორც გვარდებოდა,მაგრამ ჩემგან რას მოითხოვდნენ არ ვიცი,ან ვინ შეუკვეთა ჩემი გატაცება.
მანქანა გააჩერეს თუ არა ძალით ჩამომიყვანეს,ცოტახანი ფეხით ვიარეთ და უცებ სკამზე დამსვეს.. ხელები უკან გამიკრეს და მხოლოდ ამის შემდეგ მომხსნეს თვალებიდან შავი ნაჭერი.
თვალები ნელ-ნელა გავახილე.. ჩაბნელებულ ფარეხს წააგავდა აქაურობა,რაღაც ამაზრზენი სუნი იდგა ვერ ვხვდებოდი რისი..
-ბიჭები უხეშად ხომ არ მოგექცნენ?-მომიახლოვდა ვიღაც თეთრებში „გამოწკეპილი“ შუახნის მამაკაცი.
-არა,საკმაოდ თავაზიანები არიან.-ირონიულად ვუპასუხე და დაველოდე სანამ გამეცნობოდა.
-ლამაზი ცოლი ყოლია ანდრეის,არა ბიჭებო?-სიცილით ჰკითხა ახლა ჩემს გამტაცებლებს,შემდეგ ისევ მე შემომხედა და ჩემი აღწერა დაიწყო.-ასეთი თეთრი კანი ჯერ არ მინახავს.. როგორი შავი თმა და ზღვასავეთ ცისფერი თვალები გაქვს.. მსგავსი გარეგნობა არ მინახავს.. ზოგადად თუ თმა შავია თვალებიც და კანიც შავია და თუ ქერაა კანი თეთრი და თვალებიც ცისფერი აქვს.. მართლაც იდიალური გემოვნება აქვს ანდრეის,რას ერჩით.
-თუ დაამთავრეთ ჩემი აღწერა.. იქნებ საქმეზე გადავსულიყავით?-ჩემი გაღიზიანებული ტონი არ მოეწონა
-მომისმინე ჩიტო.აქ მე ვსაუბრობ მხოლოდ ამ ტონით,რადგან მე გაგიტაცე და მე შემიძლია შენი ბედი გადავწყვიტო, შენ კი შეგიძლია იტირო და ღმერთს გადარჩენა სთხოვო.-შემდეგ უცნაურად შემათვალიერა და განაგრძო..-როგორი დამცინავია არა ცხოვრება? წუხელ ცეცხლოვანი ღამე გქონდა შენს ქმართან დღეს კი თავი სად ამოყავი.. იქნებ ბოლოჯერაც კი იწექი შენს ქმართან.
-ანდრეი ამ საქმეს ასე არ დატოვებს...
-ანდრეის ცოლს რომ მოუ@#$%*ვენ მერე მოვა აზრზე და სხვის ცოლებს შეეშვება.-უკვე მივხვდიი საქმე რაშიც იყო და ღრმად ჩავისუნთქე.
-ანუ თქვენ ჩემი ქმრის ერთ-ერთი ძუკნას ქმარი ხარ?
-შენ არანორმალური ხარ? შენ ქმარს საყვარლები ყავს და შენ ასე მშვიდად ეგუები ამ ყველაფერს?
-ეგ აზრი მეც მაწუხებს მაგრამ ვინმეს ქმარი არ გამიტაცებია და არ მითქვამს მისთვის რომ მისი ცოლი ჩემს ქმარის ძუკნაა.
-აბა რას აკეთებ?-იკითხო მოულოდნელად.. იცით შემეცოდა ეს კაცი
-როცა ანდრეი მაწყენინებს მას ბიზნესს „ვახევ“ და რამოდენიმე საწარმოს ვუფეთქებ..-კაცს თმა ყალყზე დაუდგა..
-მაინც ვინ ხარ გარდა მაფიოზის ცოლისა?
-მე? აქ ჩემზე საუბარს არ ვაპირებ,თუ შენთვითონ უხეირო კაცი ხარ,რომლის ცოლიც მაფიის „ბოსთან“ წვება,ესეიგი შენს ცოლს ძალაუფლების მქონე კაცები უყვარს,თანაც სპორული აღნაგობის.. მე მოგცემ შანსს,აგაფეთქებინებ ანდრეის სახლს ამით შენს კრეტინ ცოლს აჩვენებ რომ თვით ანდრეი ვორონცოვის არ შეგეშნინდა,ჩემს მექალთანე ქმარს კი რამოდენიმე მილიონის ზარალს მიაყენებ,რაც მისთვისაც ჭკუის სასწავლებელი იქნება.-მე საუბარს მოვრჩი მასთან.
-მოვიფიქრებ..
კაცი სხვა ოთახში გავიდა..
რაღაცნაირად გული დამწყდა,რომ ამისთანა უბადრუკი კაცის უბადრუკ ცოლთან მიღალატა ანდრეიმ,ან როდის ახერხებდა ამდენი ქალის გამოცვლას?
ეგეც არ იყოს მგონი მართლა არანორმალური ვარ,ჯერ ერთი იმიტომ რომ ვფიქრობ ერთხელ გამიტაცეს და ისიც ნორმალურს გავეტაცებინე ვინმეს.. და მერე მეორეც საკუთარ სახლს ვაფეთქებდი უკვე მეორედ,ვიმედოვნებდი „ასკოლკა“ მაინც მოხვდებოდა ჩემ ტვინგაყინულ ქმარს და გონს მოეგებოდა.
მამაკაცი მალევე დაბრუნდა და თანხმობა განმიცხადა ჩემს შეთავაზებაზე..
რა თქმა უნდა საქმეში ჩემი ხალხი ჩავრთე.. ის ვინც თითოეულ ნიუანსს საიმედოდ მომიგვარებდა.
გეგმა შევადგინეთ,ახლა ისღა დაგვრჩენოდა ანდრეისათვის „გამტაცებეს“ დაერეკა,რადგან დარწმუნებული ვიყავი უკვეიცოდა გატაცების შესახებ,რადგან ჩემი ახალი მანქანა თავისი „რადარით“ აღჭურვა.
გამტაცებელმაც დარეკა და ათი მილიონი დოლარი მოითხოვა,ნუ ეგ პირობითი იყო თანხა არ მწირდებოდა მაგრამ რამე ხომ უნდა გვეთქვა?
და აი დაიწყეს ჩემი მაშტაბური ძებნა მთელს მოსკოვში და მის შემოგარენში.. ალბათ წარმოგიდგენიათ რა ძალის რესურსს ვუფლანგავდი ჩემს საყვარელ მეუღლეს.
ხუთი დღის განმავლობაში გასაიდუმლოებულად ვცხოვრობდი ამ „ფარეხში“..
პარაკეკურად თვალს ვადევნებდი ყველაფერს რაც კი ხდებოდა..
ხუთი დღის თავზე ანდრეისთან კიდევ ერთხელ დარეკეს „გამტაცებლებმა“ და შეხვედრის ადგილი დანიშნეს..
ანდრეიმ დიდი სპორტული ჩანთა გამოიტანა სახლიდან.. სავარაუდოდ ჩვენი ათი მილიონი იყო..
ანდრეი მანქანაში ჩაჯდა და სახლს რამოდენიმე მეტრით მოსცილდა თუ არა დეტონატორით სახლი მთლიანად ჰაერში ავწიეთ...
წარმოგიდგენიათ ალბათ რეაქცია,ანდრეის თავზარი დაეცა...
რა თქმა უნდა ამ ყველაფერში კორუმპირებული პოლიციაც ეხმარებოდა...
სახანძრო მანქანები ჩვენი „სახლიდან“ წავიდნენ თუ არა მე ტაქსით მივედი „სახლში“...


ანდრეი

ულამაზესი იყო დილით ვიკი.განსაკუთრებით ცდილობდა მომზადებას,რადგან პრესკომფერენცია ჰქონდა და უნდოდა ტელევიზიით ლამაზად წარმდგარიყო.
ვიკი სახლიდან გავიდა..
შეხვედრაზე მიმავალს მისი ახალი მანქანა,რომელიც ორი დღის წინ ვაჩუქე შუა გზაში გდია.კარები ღია და გასაღებიც შიგნით იყო მაგრამ ვიკი არსად ჩანდა..
გზაზე კი საბურავების კვალი იყო..
ყველა საჭირო ადამიან ჩავრთე მისი ძებნის საქმეში..
ყველა საქმე გადავდე და შესაძლო გამტაცებელს დავუწყე ძებნა..
ვერაფერი მოვახერხე,კვალს ვერა და ვერ დავადექი...
საღამოს ტელეფონმა დარეკა და გამოსასყიდი მოითხოვეს,რატომღაც სისულელედ მომეჩვენა ჩემი ცოლის გამტაცებელს გამოსასყიდი მოეთხოვა,ან ვიღაც დამცინოდა ან ფსიქიკურად აშლილი იყო..
ხუთი ღამის განმავლობაში წუთითაც არ მძინებია,წუთიც კი არ შემიწყვეტია ჩემი ცოლის ძებნა..
უსაფრთხოების მიზნით ნატაშა ჩემს დაჩაზე გავუშვი,რომლის არსებობაც არავინ იცოდა..
მეორე ზარის ხმაც გაისმა.. შეხვედრა დამინიშნეს და მეც დიდი შემართებით წავედი დათქმულ ადგილზე.. გამტაცებლები წუთიც ვერ იცოცხლებდნენ მას შემდეგ რაც ვიკი ჩემთან იქნებოდა,მაგრამ აფეთქების ხმა გაისმა,ტალღამ მანქანა ჰაერში ასწია..
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ან რა მოხდა აზღზე ვერ მოვედი..
რამოდენიმე საათში ჩვენს „ნასახლათან“ ტაქსი გაჩერდა...
მანქანიდან ვიკი გადმოვიდა,ბედნიერი სახე ჰქონდა,თითქოს გამტაცებლებთან კი არა ჰავაის კუნძულებზე ისვენებდა.
მაშინვე მივხვდი საქმე რასთანაც მქონდა,როგორ ვერ მივხვდი მის ოინებს..

ვიკი

ანდრეიმ თავი მობეზრებულმა გადაატრიალა,ცალი წარბი ზემოთ ასწია და სწრაფი ნაბიჯით მოიჭრა ჩემთან.მკლავში ისე ძლიერ დამეტაკა რომ ლამის სისხლი აღარ მოძრაობდა.
-გამიშვი მტკივა.-შევკივლე მე
-ეს რა გააკთე შე არანორმალურო?-მიყვირა მან
-სანამ ვინმესთან მიღალატებ ეს მომენტი გაიხსენე თორე შემდეგში იმ სახლს ავაფეთქებ რომელშიდაც იქნები.
-სულ გაგიჟდი? ვისთან გიღალატე?
-მეც მაგას გეკითხები ვისთან მიღალატე? აწი გადახარშე გიღირს თუ არა ვინმე ქალი შენი ქონების ფასად.
ანდრეიმ ხელი ჩამავლო და ჩვენს ერთ-ერთ სასტუმროში წამიყვანა,რომ უფრო მშვიდ გარემოში მეჩხუბოს..


პ.ს მეტი ვრცელი თავი ვერ დავდე ამჯერად მომიტევეთ.. შემდეგში ავანაზღაურებბ :D



№1 სტუმარი სტუმარი nutsa-mariam darbaidze

ძაან მაგარიააა <3 თუ მოახერხებ საღAმოს კიდევ დადეე <3

 


№2 სტუმარი ani

Ai mesmis coli imat ki ar gavs isterichkebi ro arian
Dzalian magaria gtxov erti tavi Dade kide es ar meyoo
<3

 


№3 სტუმარი სტუმარი თათა

არ მეყო ეს თავი კიდევ მინდა :-( <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent