იქ სადაც.. 1
ხშირად მიფიქრია სიკვდილზე.. ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ადამიანი უბრალოდ კვდება, თუ სადმე მიდის? გამარჯობათ მე ლინდა მქვია, თვრამეტი წლის, სკოლა ახლახანს დავამთავრე და ქალაქში გადმოვედი უმაღლესი განათლების მისაღებად, ჩავირიცხე და როგორც ყველა სტუდენტი, თავიდანვე დიდი მონდომებით დავიწყე სწავლა, თუმცა მათგან განსხვავებით მე შემდეგაც კარგად ვსწავლობდი.. მოკლედ ქალაქში გადმოსვლამ არანაირი განსაკუთრებული გავლენა არ მოახდინა ჩემზე, არც დიდი ჩაცმის მოყვარული გახლდით და არც გართობის. სწორედ ეს გამომარჩევდა სხვა თანატოლებისგან, მიყვარდა წიგნების კითხვა და ფილმების ყურება, ბავშვობაშიც კი, როცა მშობლები სხვაგან სტუმრად მიდიოდნენ, არასდროს მივყვებოდი, ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი.. სოფელში დიდი ხის სახლი გვაქვს, ორი სართულით და აივნებით, პირველ სართულზე ბუხარი და დიდი მაგიდა თავისი ბარით, ხოლო მეორეზე საძინებლები... ყოველთვის მიყვარდა ბუხართან ჯდომა და საინტერესო წიგნის კითხვა.. ხშირად ვკითხულობდი მისტიკას და რომანებს, ახლა იტყვით სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგანო, მაგრამ მე სწორედ ეს მხიბლავდა, სიყვარულის არ მჯერა, ვფიქრობ რომ მწერლები უბრალოდ წერენ იმას რაც უნდათ, რომ არსებობდეს და არა არსებობს, თუმცა ამაზე ბევრთან მომსვლია კამათი, მაგრამ მაინც ვერ გადაუთქმევინებით.. მოკლედ აესეთი ჩემებური ადამიანი ვარ. ქალაქში გადმოსვლამ ცოტა დამავნია და შემაშინა, ამხელა ქალაქი, ასეთი ხმაური, ამდენი ქუჩა, ავტობუსი და ამხელა საერთო ბინები, არანაირი მცენარე, მხოლოდ ხელოვნური ყვავილები.. ეს მე არ ვიყავი, ქალაქში ჩასვლიდან რამოდენიმე კვირა მოვუნდი იმას, რომ უბრალოდ შევჩვევოდი ხმაურს და ყველა ამ საშინელებას. ძალიან მენატრებოდა ჩემი სოფელი, ჩემი ხალხი, მეგობრები და რაღაცნაირად ვცდილობდი მეც შევრეოდი ამ ცხოვრებას ანუ ამდაგვარს როგორც აქ ცხოვრობენ. უმივერსიტეტში მეგობარი არ მყავდა იმიტომ, რომ უბრალოდ სოფლელი ვიყავი, ეს დიდად არც მაღელვებდა, მაგრამ მაინც მარტო ყოფნა მბეზრდებოდა ხოლმე, ჩემი ყოველდღიურობა მხოლოდ სასწავლებელი და სახლი იყო... დიდად არ გამოვირჩეოდი მრავალფეროვნებით, მეცვა ორიზომით დიდი ნაქსოვი სვიტრები და ელასტიკები, მიყვარდა ნაქსობი ქუდები, და დიდი ფართხუნა პალტოები, მაკიაჟს არ ვხმარობდი, მხოლოდ პომადა მესვა და ფეხზე ყოველთვის კეტები მეცვა.. ალბათ ახლა არც თქვენ გიკვირთ მეგობარი, რომ არ მყავდა. კორპოსში მეხუთე სართულზე ვცხოვრობდი, პატარა ორითახიან ბინაში, ამის ქირასაც ძლივს ვიხდიდი..მარტო ყოფნისას ბევრ საინტერესო თემაზე მიყვარდა საკუთარ თავთან გონებაში საუბარი, თუმდაც ქუჩაში, დიახ ქუჩაშიც სულ ჩაფიქრებული დავდიოდი... საშინელი წვიმა იყო, როგორც ყოველთვის სასწავლებლიდან გამოვედი და მიუხედავად იმისა, რომ სახლამდე ძალიან დიდი გზა და თან ასეთი ამინდი იყო, გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი, ცოტახანში სიცივე რომელიც ძვლებში მივლიდა გაქრა, სხეული შეეჩვია.. მხოლოდ ერთი ნაქსოვი სვიტერით და ფერადი ელასტიკით კივაბიჯებდი ქუჩაში და ჩემთვის მეღიმებოდა.. - ოხ ლინდა ახლა დედაშენი გხედავდეს თქო ვფიქრობდი.. გრძელი წელამდე გაშლილი შავი თმა წვიმამ ისე დამიმძიმა თითქოს რაღაც მძიმე მედო თავზე და ხელი თმაზე ჩამოვისვი, მართლაც ისე წვიმდა, თითქოს ვედრით ასხავენ ვიდანო... გალუმპული სვიტრი ტანზე მეკვროდა, ტროტოარზე მივაბიჯებდი, როცა ერთმა უცნაურმა ბარმა მიიქცია ჩემი ყურადღება, წარწერა „ბარი“ ამშვენებდა, და ვიტრინაზე წიგნები ელაგა, ამან ცოტა გამაკვირვა და ღიმილიც მომგვარა სახეზე.. ძალიან ციოდა, ამიტომ გადავწყვიტე შევსულიყავი, თან ცოტას გავთბებოდი და თან წავიკითხავდი რამეს.. კარები შევაღე და სასიამოვნოდ მეცა სითბო სახეზე, ვიგრძენი როგორი გაყინული ვიყავი, ხალხი საკმაოდ იყო, არცერთი მაგიდა აღარ იყო თავისუფალი, ისევ გამოსვლა დავაპირე, როცა დამიძახეს.. - ჰეი გოგონი... აქეთ-იქით დაბნეული ვიხედები, მერე ხელი სვიტერის სახწლოდან გამომაქვს და თითით ჩემზე ვეკითხები.„მე?“ - ჰო ჰო შენ.. სად მიდიხარ? მოდი დაკექი, მე ისედაც გასვლას ვაპირებდი, აქ ვმუშაობ ისე ჩამოვჯექი, ზრფილობიანად მითხრა იქვე კარებში მჯდომმა გოგონამ და ფეხზე წამოდგა... - ძალან დიდი მადლობა, ნამდვილად მჭირდებოდა ეს.. ხელი ჩამოვართვი, ჩემი ხელის სიცივემ შეაკრთო, მალევე გამიშვა და ბარისკენ წასვლა, რომ დააპირა მობრუნდა. - რამეს ხომ არ იმებებ? - ყავა თუ შეიძლება, ტკბილი ყავა.. უსიტყვოდ გაბრუნდა და ბარისკენ წავიდა, მე გემრიელად მოვკალათდი მაგიდასთან, ჩემდა საბედნიეროდ იქვე ფანჯარასთან გამათბობელიც იდგა... ვგრძნობდი როგორ მაშრებოდა ტანსაცმელი... წიგნებს ჩამოვუარე და თვალში ძვლების ქალაქი მომხვდა, ავიღე და კითხვა დავიწყე, კლერის ნამდვილად გაუმართლა მეთქი ჩავილაპარაკე, და მეათე გვერდზე გადავშალე, მაგრამ სწორედ ამ დროს მოვიდა ოფიციანტიც.. - ინებე შენი ყავა.. მხარზე ხელი დამადო, რომ იგრძნო რა სველი ვიყავი, თვალები გაუფართოვდა და თან გაეცინა.. - წამომყევი.. - კი, მაგრამ სად? გაკვირვებისგან და შიშისგან მოვათვალიერე ბარი.. - ნუ გეშინია, გამოიცვალე, მე მოგცემ ჩემს ტანსაცმელს სანამ ეგ გაშრება, მე მაინც უმიფორმა მაცვია.. თბილი ღიმილით მანიშნა გასახდელისკენ.. - არა მადლიბთ, ნამდვილად არ მინდა, ასე უკეთ ვგრძნობ თავს, მადლობთ ყავისთვის. თბილადვე ვუპასუხე, და ყავა მოვსვი... - კარგი, შენ როგორც გინდა. ბარისკენ წავიდა და რამოდენიმე წუთში სულ დაიკარგა.. საჭირო ოთახის პოვნას ვცდილობდი, ხან იქით გავედი და ხან აქეთ გამოვედი, ბოლოს მაინც ვნახე, სარკეში ჩავიხედე, და თმა ჩავიწენი.. გამოსულს წიგნი აღარ დამხვდა მაგიდაზე...შეშინებულმა და თან დაბნეულმა დავიწყე აქეთ-იქით ყურება, ბოლოს ვართან მივედი, და იმ ვარდისფერ თმიან ოფიციანტს ვკითხე.. - ბოდიშს გიხდი, უბრსლოდ წიგნს, რომელსაც რამოდენიმე წუთის წინ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.