შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტრუქციები VII


27-01-2018, 19:13
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 140

ანდრეიმ ხელი ჩამავლო და ჩვენს ერთ-ერთ სასტუმროში წამიყვანა,რომ უფრო მშვიდ გარემოში შეძლებოდა ჩემთან ჩხუბი..
ანდრეი უხასითოდ იყო,დაუბრუნდა ძველი „მკაცრი“ გამომეტყველება რაც ძალიან მომეწონა..
-რატომ ცდილობ სულ მოთმინებიდან გამომიყვანო?-მისი ხმა ალბათ მთელ სართულს ესმოდა,იმხელა ხმაზე ღრიალებდა.
-აბა რა გამეკეთებინა ანდრეი? წავსულიყავი და სამაგიერო ღალატით გადამეხადა,თუ ისტერიკები მომეწყო და ის პელენწუკა თმებით მეთრია? ჩემგან რას მოელოდი?-სრულიად მშვიდი ვიყავი,აი მეც კი მიკვირდა ასე მშვიდად როგორ ვიყავი.
-გოგო კარგი მესმის გაბრაზდი,მაგრამ სახლს მაინც რაღას აფეთქებ თან უკვე მეორედ.
-პირველი იმის საფასური იყო,რომ თავიდან მომიცილე და საქართველოში გამიშვი ისე რომ არაფერი ამიხსენი.მეორე პროსტა იმ კაცს გავუსწორე თავისი,იცი როგორ შემეცოდა?
-ვიღაცეებს ეგრე ნუ უსწორებ ვიკი თორემ ერთ დღესაც ბენზინგასამართ სადგურზე მომიწევს მუშაობა შენი წიკების დასაკმაყოფილებლად.
-ჰოდა საყვარელო ქმარო.. შეეშვი ძუკნებს თორემ ბენზინგასამართ სადგურზე მხოლოდ შენთვის მოგიწევს თანხის დაგროვება.
-მოკლედ შეშლილი ხარ.. ასე იოლად არ ჩაივლის ეს ყველაფერი და დაისჯები.-ანდრეის ხმაში სერიოზულობა ჩანდა.
-როგორ?
-როგორ და ნახავ.. ბავშვი რუსეთში,ჩემთან დაბრუნდება.. დილით უკვე მე მეყოლება,შენ კი დაახვევ საქართველოში და მოიქცევი ისე რომ გაპატიო.
-იცი მაგისთვის რასაც გიზამ არა?-ისევ გამიჩნდა ახალი იდეები ანდრეის გასამწარებლად.
-რაზედაც კი ხელი მიგიწვდება ყველა რესურსს დაგიბლოკავ მერე რას იზამ მაგასაც განახებ.-ანდეიმ კარები მაგრად გაჯახუნა და „ჯანდაბაში“ წავიდა.
ანდრეის საუბარს ყურადღება მხოლოდ მაშინ მივაქციე,როცა მანქანაში გამეღვიძა.. აქ როგორ აღმოვჩნდი ნამდვილად არ ვიცოდი.. გვერდით ანდრეი მიჯდა.. მძღოლი კი მანქანას მართავდა.. მონიტორზე ბოლო გაჩერებად აეროპორტი იყო მონიშნული.
-გაიღვიძე?-შუბლზე მაკოცა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.
-ანდრეი უკვე ზედმეტი მოგდის.
-არა საყვარელო ეგ შენ გადახვედი ზღვარს,ძალიან მიყვარხარ მაგრამა ხლა ასეა საჭირო.. დაიმსახურებ და შენთან ჩამოვალ უკან წამოსაყვანად.
-არ მჭირდება.. ნუ ჩამოხვალ ჩემგან განქორწინების საბუთებს დაელოდე.-ნელ ნელა ტონს ავუწიე.
-დამშვიდდი.-გასცა ბრძანება დაბალ ხმაზე.-მცდელობას წინ არაფერი უდგას,ასე რომ შეგიძლია სცადო ეგ საქმე მოაგვარო,მაგრამ იმედი მაქვს ბავშვთან ცხოვრებით ისიამოვნე ოთხი წლით,რადგან ბავშვი ჩემთან დარჩება.
-ანდრეი.. მატეო ჩემი შვილია,ჩემს ნამდვილ გვარზე.. შენ კი გატაცებისთვის გიჩივლებ.
-საინტერესოა თუ იპოვნიან ბავშვს.. -გამღიმა ირონიულად
მე და ჩემმა „ტკბილმა“ მეუღლემ მუქარები არ დავიშურეთ ერთმანეთისთვის ისე ჩავედით აეროპორტში.
არსაიდან მოდიან ადამიანები... არნახული სისწრაფით იკავებენ ადგილს ჩვენ ყოველდღიურობაში... არაჩვეულებრივად გვივარდებიან გულში... არანორმალური სიგიჟით გვივსებენ სულს... მერე უცებ დგებიან და ისევ არ საით მიდიან... ჩვენ კი გვიწევს თავის დაჯერება, რომ ეს ყოველივე არ გვადარდებს ..
არადა მადარდებს და თანაც როგორ..
აეროპორტში ანდრეისთან ძალიან ახლოს მივედი და მაგრად ჩავეხუტე.. ისე ძლიერად რომ მისი გულის ცემაც კი ვიგრძენი..
-.მაგრამ იცოდეთ,თუ ადამიანი ჭეშმარიტად გიყვართს,ვერ შეძლებთ მუდამ ნაწყენი იყო მასზე.-ჩავჩურჩულე ყურში და უკან მოუხედავად ავედი ანდრეის თვითმფრინავში.
არავითარი მრისხანება არ შეედრება სიძულვილში გადასულ სიყვარულს.-ამიტომ ღმერთს ვევედრებოდი ჩემი სიყვარული სიძულვილში არ გადასულიყო თორემ მესამე მსოფლიო ომი ჩემს სახელთან იქნებოდა ასოცირებული..
მე არ ვიყავი უბრალო ეჭვიანი ქალი,არც ისტერიჩკა,მე უბრალოდ სამართლიანობა მიყვარდა..
დამიჯერეთ ვერცერთი ქალი ვერ აიტანს ქმარი ყოველ დღე სხვა ქალთან იყოს,შემდეგ სახლში დაბრუნდეს და ისე მოგეგცეთ თითქოს მისი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და მის ცხოვრებაში სხვა მდედრობითი სქესის არსება არ „ჭაჭანებდეს“.-ასეთივეა ანდრეიც..
სიმართლე ვთქვა, მე მირჩევნია ვიცოდე მისი ღალატის შესახებ,ვიდრე ვერაფერი გავიგო და უპირობოდ მიყვარდეს ადამიანი რომელმაც სიყვარულის უფლება დიდიხანია დაკარგა.
იმდენჯერ დავშორდით და შევრიგდით უკვე ვეღარც დანაკლისს ვგრძნობ..
საქართველოს ვერადავერ ვეგუებოდი.უკვე თვეზე მეტია აქ ვარ და ყველაფერი გულის ამრევად მეჩვენებოდა.
-შვილო ახლა რაღა დააშავე?-მკითხა შმაგიმ და გვერდით დამიჯდა.
-სახლი ავუფეთქე.-ვითომ არაფერი ისე ვთქვი
-რატომ?
-იმიტომ რომ მიღალატა,თან ბევრჯერ.. მე კი მისი ძუკნას ქმარმა გამიტაცა.. საცოდავმა.
-ორიგინალური ხერხია ქმრის დასასჯელად.. მაგრამ,ამით მხოლოდ შენი თავი დაისაჯე..
-მამა ისეთი ხერხიც ვიცი საიდანაც სიამოვნებასაც მივიღებდი,მაგრამ ეგ უმადური კიდევ აქეთ არის დიდ ფეხებზე.-მამაჩემს გაეცინა..
ჩვენთვის ეს საუბარი, დიდად ჩვეულებრივი იყო,მამაჩემს აღარაფერი აკვირვებდა,რადგან დედაჩემმა მასაც კარგი გაკვეთილები მოუწყო თავის დროზე.
ისე მობეზრებულად ვგრძნობდი თავს,შოპინგზე წასვლაც კი გადავწყვიტე სავაჭრო ცენტრში..
უაზროდ და უმიზნოდ დავბორიალებდი.. არაფრის ყიდვის სურვილი მქონდა..
კაფეში შევედი და რძიანი ყავა შევუკვეთე,როცა ჩემი სახელი მომესმა.
-ვიკი?-უკან მივიხედე,თვალებს არ ვუჯერებდი.. ეს ჩემი საყვარელი მაიორი იყოო..
-ჩემი რატი..-ვიკივლე და ლამის ზედ შევაფრინდი სიხარულით,მის გვერდით ახალგაზრდა ლამაზი ქალი შევნიშნე,რომელიც უკმაყოფილო სახით მიყურებდა.
-გაიცანი ეს ჩემი მეუღე ნინაკოა..-ყურებს ვერ დავუჯერე,რომ თქვა მეუღლეო,როგორც ჩანს გადამიყვარა ამდენი წლის შემდეგ.
-სასიამოვნოა.-ხელი არ გამიწოდებია,მისთვის.
ერთად ვისხედით და ყავას ვსვამდით.. ჩემსა და რატის საუბარში დროდადრო უაზროდ „ჩაეკვეტებოდა“ „ნინაკო“
-იმ დღის შემდეგ აღარ მინახიხარ.. როგორი გალამაზებული ხარ.-იმ დღეს გულისხმობდა,როცა ვაკოცე.
-ჰოო..-გავიღიმე მე.. ნინაკო კი ეჭვებში ჩავარდნილ ქათამს გავდა.
-ისიც აქ არის?-ანდრეიზე მეკითხებოდა.
-არა.. ისევ გამომაგდო.
-შენს ადგილზე გავშრდებოდი.
-მაგრამ ბავშვი წამართვა.. ამიტომ ვერ გავშორდები.-ახლა რატიმ ვერ დაუჯერა ყურებს.
-ბავშვი?
-ჰოო.. ჩემი შვილი მატეო.
რატის თვლები ძველებურად მიყურებდნენ,მივხვდი მას ჯერაც არ დავვიწყებივარ,კვლავ მე ვუყვარდი,მაგრამ ცოლი? ეს ცოლი რომ არა ახლა ნამდვილად არ გავუშვებდი რატის ხელიდან..

რამოდენიმე დღე გავიდა..
ანდრეის კვლავ ვერ ვუკავშირდებოდი,ბავშვს არ მალაპარაკებდა,ასე ცდილობდა დავესაჯე.. არც ჩემი ერთგული ხალხი დაუტოვებია სამსახურში.. ყველა გაუგდია,რომ ინფორმაცია არ მოეწოდებინათ ჩემთვის.. ძალიან გაღიზიანებული ვიყავი.. ანდრეის დანახვაც აღარ მინდოდა.. ვხვდებოდი როგორ მიცრუვდებოდა გული მასზე და მის მუქარებზე,ამიტომ რატს დავურეკე.
-რატი გცალია,რომ შემხვდე?
-კი სამსახურში ვარ,გამოიარე.
მაშნვე რატის მივაკითხე,რომელმაც კაბინეტში შემიყვანა და ფანჯრებზე ჟალუზი ჩამოუშვა.. მაინც ყოველი შემთხვევისათვის,რომ არავის ვეცანი..
-რა მოხდა?-მკითხა მან და სავარძელში ჩაჯდა მე კი მის პირდაპირ მაგიდას მივეყუდე.
-კარგი.. უფრო სწორად ძლიერი ადვოკატი მჭირდება,რომელსაც ვორონცოვასი არ შეეშინდება,ძალიან გთხოვ მიპოვე.
-განქორწინებას აპირებ?მერე ბავში?
-მინდა ბავშვიც დავიბრუნო პარალელურად,ამიტომ გეუბნები საუკეთესო ადვოკატი მჭირდებათქო,მის ფსიქოლოგიას კი მე შევარყევ ადვოკატი კი კანონის ძალით იმოქმედებს..-ძალიან დავღონდი ამიტომ რატი ადგა და ჩამეხუტა რომ დავემშვიდებინე.
-დამშვიდდი,მაგრამ დიდი ხნის წინ შეცდი,როცა ცოლად გაყევი.-არ მინდოდა მეხსენებინა ჩემი სულელი ქმრის ცახლართული საქმეები,ამიტომ ცივად მოვიშორე რატი და კაბინეტის დათვალიერება დავიწყე..
-სიმართლე ვთქვა განქორწინება არ მინდა,უბრალოდ მინდა მიხვდეს რომ როცა ჩემს გვერდით არ არის ბევრად ცუდ რარაცეებს ვაკეტებ ვიდრე მის გვერდით.-რატი დაინტერესდა.
-მის გვერდით რა გააკეთე?
-გეტყვი მაგრამ როგორც პოლიციელს კი არა როგორც საყვარელ მეგობარს ისე გეუბნები და დებილობა გამოძიებები არ დაიწყო ახლა.-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია,ამიტომ მოვუყევი ძუკნაზე,მის ქმარზე და ჩემს შურისძიებაზე.
-ჩემმა ცოლმა რომ ასე გააკეთოს,ჩემი ხელით მოვკლავ,იმის მიუხედავად რომ მაიორი ვარ.
-რატი შენ არ გიყვარს შენი ცოლი და მაგიტომ მოკლავდი,თანაც იმის გათვალისწინებით რომ არ გიყვარს მაინც არ მგონია უღალატო.. შეიძლება წლების შემდეგ კი,როცა ძალიან ტვინს მოგი@#$%&*ს,მაგრამ ახლა არა.
-საიდან მოიტანე რომ არ მიყვარს?
-რომ გიყვარდეს,მასაც ისე შეხედავდი,როგორც მე მიყურებ ხოლმე.. კაფეში მისთვის ერთხელაც არ შეგიხედავს,არ დაინტერესებულხარ რამე ხომ არ უნდოდა,სამაგიეროდ მე შემჭამე იმდენჯერ მკითხე.კი ძალიან პელო ქალია,მაგრამ მაინც შენი ცოლია.
-ახლა ქალური სოლიდარობა გამოუცხადე თუ რა იყო ეს?
-არაფერსაც არ ვუცხადებ,ვწუხვარ ასე რომ ვლანძღავ მაგრამ ქათამი შეირთე ცოლად.. ეგრე რომ ჩემ ქმარს გაეკეთებინა დარწმუნებული იყავი თავს იმავე ღამეს წავაცლიდიდ.
-არ გაუკეთებია? როგორ დავიჯერო.
-როცა ჩემს გვერდით არის მთლიანად მე მეკუთვნის,მისი მზერა,გონება და გული ჩემკენ არის მომართული,აი როცა მე არ ვარ მასთან ყველაფერი.. მზერა,გონება,გული და სხეულის ორგანოები სხვადასხვაგზით დაფრინავს.. როგორ დაიჯერო ძვირფასო რატი და ანდრეის თავი ჯერ კიდევ კისერზე ადგას.-ირონიულად გავიღიმე და თემა შევცვალე.
-მე კი მგონია უბრალოდ ეჭვიანობ ნინაკოზე.უბრალოდ არ გინდა შენი ნაცნობი მამაკაცს სხვა ქალი გაეკაროს.. ამას კი ეგოიზმი ქვია
-მე უბრალოდ მინდა ჩემი ერთადერთი მეგობარი ბედნიერი იყოს.-გავუღიმე გულწრფელად,მის სახეზე კი ტკივილი აღიბეჭდა.
-თუ ჩემთვის ბედნიერება გინდოდა სად წახვედი ხუთი წელი? არც ერთი ზარი,არც ერთი შეტყობინება რომ კარგად ხარ.არც ერთი წამი არ გიფიქრია ჩემზე და ჩემს ბედნიერებაზე,რადგან ჩემი ბედნიერება შენ იყავი.. თავს ლაღად ვრძნობდი,უფრო ღრმად ვსუნთქავდი როცა ჩემს გვერდით იყავი,მაგრამ შენს წასვლაში ჩემს თავს ვადანაშაულებ..
-რას ამბობ რატი?-თვალები „დავჭყიტე“ ისე გამიკვირდა
-მე რომ არ შემეჩერებინე იმ წყეულ დღეს,როცა ჩემთან ატირებული მოხვედი ახლა ანდრეის შვილის დედა კი არა ჩემი შვილის დედა იქნებოდი,ჩემს გვერდით იქნებოდი და მე გულს არასოდეს გატკენდი.-რატის სახე მთლიანად აწითლდა,დაიძაბა,მე კი ვერ ვუჯერებდი რაც მოვისმინე.. ვიცოდი რომ ვუყვარდი,მაგრამ არც ამდენად გადაფსიხებული მეგონა ჩემზე.რატი ჩემკენ დიდი სიჩქარით წამოვიდა,ხელში ამიტაცა და მაგიდაზე შემსვა,კისერში მკოცნიდა და ცდილობდა პერანგის ღილები შეეხსნა ჩემთვის.
აზრზე ვერ მოვედი,ვერ ვეწინააღმდეგებოდი,შემდეგ ხელის კაბის ქვეშ შეცურება სცადა,მაგრამ აღარ გამოუვიდა.არ ვიცი რა ძალა მომემატა,ან საიდან.. რატის ხელი ვკარი და მე მაგიდიდან ჩამოვხტი.გახსნილი პერანგი შევიკარი,კაბა შევისწორე და კარებსაკენ წავედი,მაგრამ სანამ გავიდოდი შემოუტრიალებლად ვუთხარი.
-ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო,ბედნიერებას გისურვებ მეუღლესთან.-კარების სახელურს ხელი მოვკიდე თუ არა რატიმ ხელზე ხელი შემახო და მაშინვე სწრაფად გავაშვებინე.-აღარ გაბედო მომეკარო.-კბილებში გამოვცერი და გარეთ გამოვედი
ასე უმწეოდ ტავი არასოდეს მიგრძვნია,გული მერეოდა ამ ყველაფერზე... თვალებიდან კი ცრემლები ჩემდა უნებურად გადმოცვივდა..
თავი საზიზღრად ვიგრძენი და ტროტუარზე ჩამოვჯექი... ვცდილობდი ცრემლიანი თვალები დამემალა მაგრამ არაფერი გამომდიოდა.,ალბათ იმიტომ რომ „ერთგული მეგობარი“ დავკარგე..
მეგობარი რომელსაც ვეღარასოდეს ვნახავდი..
რატი რომ ვერ შემეცერებინა ანდრეის სამუდამოდ დავკარგავდი.მე არჩევანი გავაკეთე ჩემს საყვარელ მამაკაცსა და მეგობარს შორის.. ეს არ იყო საკუთარი გადაწყვეტილება,არამედ იძულებითი..
ჩემს ფიქრებსა და განცდებში ვიყავი „გადაკარგული“,როცა მამაკაცმა სალფეთქი მომაწოდა ცრემლების შესამშრალებლდა,მინდოდა მადლობა მეთქვა მაგრამ ხმადაკარგული ვიჯექი ისევ ტროტუარზე.
ჩემს მძღოლს დავურეკე და მისამართი მივეცი..
სახლიდან გასვლის სურვილი საბოლოოდ დავკარგე.. აღარც ოთახიდან გამოვდიოდი და არავის ვესაუბრებოდი.. ყველას დეპრესიაში ვეგონე ქმარ-შვილთან განშორების გამო,მაგრამ მე სულ სხვა რამის გამო მქონდა დეპრესია..
მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვეღარ ვნახულობდი,რატი მაინც საკუთარ ძმასავეთ მიყვარდა,ამერიკაში ყოფნისდროსაც ძალიან მაკლდა და მენატრებოდა,მაგრამ ახლა... ახლა თითქოს ხორცი ამაგლიჯესო თავს ასე ვგრძნობდი..
ერთ-ერთ დილით კარებზე კაკუნი გაისმა..
ძილნარევი ხმით ვუთხარი შემოსულიყო,ისე რომ თვალებიც არ გამიხელია..
ვიგრძენი როგორ ჩამოჯდა ვიღაც საწოლზე და ცივი ხელი სახეზე შემახო.
-ჩემო საყვარელო.-ყურებს ვერ დავუჯერე ეს ანდრეი იყო.. სასწრაფოდ წამოვიწიე საწოლიდან და ცრემლმორეული ჩავეხუტე.. ძააალიან მაგრად ვეხუტებოდი და თან ვტიროდი.-დამშიდდი შენთან ვარ ჩემო პატარავ..-ეს სიტყვები ისე მენატრებოდა..
-არასოდეს მომექცე ასე.. ნუ მაიძულებ შენგან შორს ვიყო..-თვალებიდან ცრემლებს მწმენდდა და მეხუტებოდა.
-არასოდეს გაიძულებ,გპირდები.-ხელახლა განმიახლდა ჭრილობა მისი დანახვისას,რეალურად გავიაზრე რა ცოტა მაკლდა მის დაკარგვამდე და ამ აზრს ვერ შევეგუე.როცა ანდრეიმ დამამშვიდა ცადა გაერკვია რა მჭირდა.-ასე ცუდად რატომ ხარ?
-მატეო მომენატრა,შენც მომენატრე..
-ვიცი რომ გენატრებოდით,მაგრამ აქ სხვა ამბავი მგონია ვიკა.-ანდრეის ვერაფერი დაარწმუნებდა იმაში რომ მის გამო ასე ვტიროდი.-შენს თვალებზე ცრემლი დიდიხანია აღარ მინახავს,რაღაც სერიოზული მოხდა და მიმალავ.
-საიდან მოიტანე?
-ვგრძნობ ვიკა.. ვგრძნობ.ახლა კი ან შენ მეტყვი რა მოხდა ან მე თვითნ გავარკვევ და შემდეგ ღმერთიც რომ ჩამოვიდეს შენს დასაცავად,მაინც ვერაფერს გახდება.-მივხვდი ანდრეის სხვა ეჭვები აწუხებდა.. მივხვდი რაზეც მიმანიშნებდა და უბრალოდ ირონიულად გამეღიმა,ცრემლეი შევიმშრალე და ვცადე ისევ ის ძლიერი ვიკი გავმხდარიყავი.
-სისულელეებს ამბობ..
-ვიცი რატის ორჯერ შეხვდი,ბოლო შეხვედრის მერე ტიროდი,დღემდე ასეა.. ვიკი რა უნდა ვიფიქრო მითხრი?იცოდე იმ მაიორს ახლავე ჩემი ხელით მოვუგრიხავ იმ კისერს თუ არ იტყვი რა ხდება.-როგორც ჩანს მისი ჯაშუშები კარგად მუშაობდნენ,ანდრეიმ ზედმიწევნით იცოდა ჩემი გადაადგილება.
-რაც გინდა ის გააკეთე.-ანდრეი გაცოფებული გავარდა საძინებლიდან,მე კი მისი დადევნების და შეჩერების ძალაც აღარ მქონდა.
უკვე საღამო იყო და ანდრეი ჯერაც არ იყო დაბრუნებული,მამაც საქმეზე იყო გასული.. მოგვიანებით ანდრეიმ შემოაღო კარეი,მისი თეთრი პერანგი სისხლისფრად იყო შეღებილი.. ხელები სახელდახელოდ ჰქონდა გაწმენდილი,მაგრამ მაინც სისხლიანი ჰქონდა..
დამინახა თუ არა თვალები სევდისფერი გაუხდა,თითქოს მეუბნებოდნენ „მაპატიეო“,შემდეგ ანდრეი სწრაფი ნაბიჯით მოვიდა ჩემთან და მთელი ძალით ჩამეხუტა,ლამის ძვლებმა ღრჭიალი დაიწყეს.მე კი ვიდექი ურეაქციო სახით,არც ანდრეის ვეხუტებოდი და არც მის მოშორებას ვცდილობდი,უბრალოდ სადღაც.. სივრცეში ვიხედებოდი და უჩუმრად,ცრემლები მცვიოდა თვალებიდან..
ანდრეიმ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია,რომ ჩემი სახე კიდევ ერთხელ შეეთვალიერებინა..
-ღმერთიც ვერ მიშველის არა?-უგრძნობი,ცივი ხმით წავიჩუქჩულე,თითქოს ხმაჩამიწყდა და მაინც ვსაუბრობდი.
-მაპატიე.. არ ვიცოდი რისი გადატანა მოგიწია.
-დიახ,არ იცი! ვერ გაიგებ რისი გადატანა უწევთ ქალებს.შენ ისე მომისროლე არც კი გიფიქრია მე რა დამემართებოდა.მე რომ ვერ შემეძლო.. მე რომ ვერ შევწინააღმდეგებოდი ანდრეი ახლა რა იქნებოდა?-მთელ ხმაზე ვყვიროდი,არ ვერიდებოდი ირვლივ არაფერს.-გეკითხები რა იქნებოდა?პასუხი არ გაქვს არა? მე გეტყვი! რატის მოკლავდი,მე კი ცოცხლად დამმარხავდი.-ყვირილს რომ მოვრჩი ანდრეი ისევ მაგრად მომეხვია.
-დამშვიდდი ვიკა,ყველაფერი დამთავრდა,ჩემს გვერდით ხარ.. გპირდები ხელს ვერავინ გახლებს.
-შენი ბრალია.. არასოდეს გაპატიებ.-ანდრეის ვეხუტებოდი და თან ვემუქრებოდი.-ამისთვის ცხოვრების ბოლომდე მოგიწევს პასუხი აგო.
-მე შენ სახლში დაგაბრუნებ და გპირდები აღარასოდეს დაგტოვებ მარტო,რაც არ უნდა გააკეთო.-ანდრეიმ პირობა მომცა და შბლზე მაკოცა


პ.ს მეგობრებო როგორია?
შემდეგი თავი ხვალ დაიდება საღამოს.. დამიჯერეთ ის რაც იქ მოხდება გაგაოცებთ :D :D

პ.ს.ს არ ვიცი ამ საიტზე რა ხდება მაგრამ თქვენგან მაინტერესებს თუ არის მსგავსი შემთხვევა.. საიტზე მგონი სექტაა და ყველა ერთიანად გაგიჟდა,შემოვალ თუ არა წერილების დიდი რაოდენობა მხვდება.. "მიშველე" "მომკალი" და ასეთი რარაცეები.. თქვენთანაც ასეა თუ რა ხდება? (ამ თემაზე პოსტის დადებას ვერიდები და ამიტომ დავწერე აქ)



№1 სტუმარი სტუმარი თათა

კარგი თავი იყო <3 ვეოოდები შემდეგ თავს <3

 


№2 სტუმარი ani

scream rati mokvda? Imedia ara radgan ar minda anderei mkvleli iyos
Ra iqneba daalagon Cxovreba tavi unakolaaa rac dzalian magaria gtxov ar shewyvito
Zogadad wera radgan didi nichi gaqvs momavalshi zustad am
Sataurit minda gamoices wigni romlis avtoric iqnebi shen kissing_heart

 


№3  offline მოდერი The Dreamer

ani
scream rati mokvda? Imedia ara radgan ar minda anderei mkvleli iyos
Ra iqneba daalagon Cxovreba tavi unakolaaa rac dzalian magaria gtxov ar shewyvito
Zogadad wera radgan didi nichi gaqvs momavalshi zustad am
Sataurit minda gamoices wigni romlis avtoric iqnebi shen kissing_heart

მადლობა საყვარელოო <3 ჩემი ერთგული მკითხველი ხარ :*

 


№4  offline მოდერი The Dreamer

barbarebibileishvilii
ki martalia mec momdis egeti werilebi ogond naxe aweria roca megzavneba
kargi nu saocrebaa martalia aqamde komentars ar vtovebdi magram koveltvis vkitkhulobdi da sasiamovnoa
ubralod mainc majvs shenishvna an rcheva rac ginda is uwode
zedmetad male gaanvitare movlenebi 7 tavia da ukve ramdeni ram moxda da ar minda male damtavrdes swored amitom geubnebi magas
magari gogo khar da ase gaagrdzele

გაწელვას და შუში რაღაც ბანალურ "სასიყვარულო" ურთიერთობის ჩართვას ყოველთვის ვცდილობ რაღაც პერიოდები გამოვტოვო და მნიშვნელოვან მომენტები ავსახო..
ამიტომ ხუთი წელის შუალედი ავიღე და ასე რამოდენიმე თვეს ან დღეს ვიპარავ რომ ისტორია არ "გაბაძდეს" :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent