შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების 3 წელი (თავი 3)


28-01-2018, 02:53
ავტორი Gvantso
ნანახია 1 114

გიკას ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა...
შეიცვალა მარტო ის რომ სანდრო უბრალოდ აღარ იყო, გიკას ნახევარი განიცდიდა მის გარაშ, მაგრამ მეორე ნახევარი ზეიმობდა კიდეც ამ ყველაფერს. ორი თვე გავიდა
თავისუფლად ისწავლა ცხოვრება, გიკასთვის თავისუფლება ბედნიერება იყო, ბედნიერება, რომელსაც სანდრო გაუაზრებლად ართმევდა ალბათ.
ძილის წინ ყოველთვის ფიქრობდა თუ როგორ იყო სანდრო, საერთოდ არ იცოდა ისე გაქრა ერთი რამეც კი არ გაუგია მის შესახებ, თითქოს პირნათლად
ასრულებდა გიკას სურვილს , თითქოს არც არსებობდა ისე წავიდა გოგონას ცხოვრებიდან, ალბათ ეს ტკიოდა გიკას, მაგრამ ხვდებოდა რომ სანდროსთვის იყო
ესე უკეთესი.. ხვდებოდა იმასაც რომ გული ბიჭის მდგომარეობაზე უფრო შესტკიოდა ვიდრე მის დაკარგვაზე, ამიტომ არ უნანია არცერთი წუთით თავის
გადაწყვეტილება.
ორი თვის შემდეგ უნივერსიტეტში სანდროს ძმაკაცი შეხვდა, ისიც შემთხვევით, ისიც თავის არიდებას ცდილობა, მაგრამ გიკა არ დანებდა , ლუკა ლუკა-
ეძახდა მთელ ხმაზე, ბიჭს სხვა გზა აღარ ჰქონდა უზრდელურად გამოუვიდოდა, რადგან გამორიცხული იყო ვინმეს გიკას ხმა არ გაეგო იმხელაზე გაჰკიოდა.
-ლუკაა როგორ ხარ?- აშკარად სირბილისგან აჩქარებული ხმით ჰკითხა გიკამ
-კარგად შენ? - თბილად შეხვდა მეგობარი
-მეც კარგად, იცი რა მაინტერესებს, ცუდად არ გამიგო, უბრალოდ ადამიანურად მაინტერესებს სანდრო როგორ არის, მინდა რომ
კარგად იყოს და მარტო ეს მაინტერესებს მეტი არაფერი.
-გიკა იცი, სადნრო იმდენს გვიყვებოდა ყველას შენზე ვიცი რომ ამას მართლა ადამიანური ინტერესის
გამო მეკითხები, ისიც ვიცი რომ გყვარებოდა ესე არ დათმობდი, ერთადერთ რამეს გეტყვი, სანდრო არც უბედურია, არც ბედნიერი, თითქოს
აზრზზე მოვიდა, სიმართლე გითხრა დამშვიდებულია, არვიცით არავინ რა მოხდა, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო ფაქტია, ორივესთვის კარგად მოხდა ყველაფერი ,
მე თუ რამეში დაგჭირდი შენს გვერდით ვარ, კარგი ადამიანი ხარ! - თბილად კონკრეტულად და ამომწურავად უპასუხა ლუკამ
- თითქოს შვება იგრძნო, თითქოს ეს აკლდა, თითქოს კისრიდან მოხსნეს 50 კილო ტვირთი, თითქოს ბავშვური სილაღე გაეჭედა კისერში,
ბედნიერი იყო, დიდი მადლობა გადაუხადა ლუკას და ამაღლებული განწყობით შევიდა ლექციაზე.
- გოგო რამ დაგადებილა დაშტერებული იყურებიი იუჰუუუუუ- ხელებს უქნევდა წინ თათა კარგა ხანს
-აა ხოო უი, თათ - გაეცინა გიკას
-ჰა იტყვი რა მოხდა?
- სანდროზე მითხრა ლუკამ რომ არც ბედნიერია და არც უბედურიო, მიხარია რომ ცუდად არ არის , იცი რამდენს ვდარდობდიამაზე?
- აუ მეთქი რაღაც სასწაული მოხდა, დერეფანში ვიღაც ჯონი დეპი დაგეტაკა და ცოლობა გთხოვა - დაჟგანული სახით უთხრა თათამ
- პასუხად გიკასგან კარგი პრწკენა მიიღო.
-კაი ხო ვხუმრობ, ვიცი როგორი გულიანი გოგოც ხარ და ვიცოდი რომ მაგაზე ნერვიულობდი, ამიტომ ეხლა სანერვიულო
რომ აღარ გაქვს, საღამოს შევიკრიბოთ შენი და ჩემი გოგოებით და რამე კარგ ფილმს ჩავუჯდეთ კაი?
-უი რა კარგია გაუხარდებათ მაგრად ხო იცი უკვე ძაან ეჭვიანობენ
-ჰაჰაჰ ხოო სულელები
-კაი მე გრუფს გავაკეთებ და ყველას დაგპატიჟებთ საღამოს ჩემთან თიკა მაგარ პიცას გაგვიკეთებს
-თიკა რომ არ აწვალო და ჩვენ გავაკეთოთ არა? -
-კი რატომაც არა თქვენ გააკეთეთ- ეხუმრა გიკა
საღამოს ყველა შეიკრიბა გიკასთან, ექვსი გოგო იჯდა მრგვალ მაგიდასთან, ალბათ ყველაფერს წარმოიდგენთ მკითხაობიდან დაწყებული
სულის გამოძახებებით დამთავრებული :დ არა, მაგიდასთან რაც ხდებოდა მარტო იქ დარჩა! არსად არ გასულა, არავის გაუგია, ექვსივე გოგოს
ყველა თითი დასვრილი იყო, პირი მოთხუპნული ჰქონდათ, მაგიდაზე პიცის ნარჩენებიც კი არ ეყარა იმ დონეზე შეისრუტეს ყველაფერი, სიმართლე გითხრათ
რასაც ეგენი ჭამდნენ რომ დატყობოდათ, ალბათ რომელიმე მაინც შევიდოდა წითელ წიგნში. ეხლა გაგაცნობთ გოგოებს უფრო ახლოს.
ქეთა და თეო გიკას ბავშვობის დაქალები არიან.
ნინა და სალი - თათასი.
ქეთა შარიქაძე- 19 წლის, მეორე კურსის სტუდენტი, ხელოვანი, მხატვარი, სიმაღლე -168, ღია მწვანე თვალებით, მუქი ყავისფერი თმით,
ძალიან მხიარული, პოზიტიური, მისის სიცილიც კი აქვს სიგელის სახით, ბავშვური და უზომოდ კეთილია.
თეო ქათამაძე- 19 წლის, მეორე კუსრის სტუდენტი, ბუღალტერი, დასტოინკა, მაგრამ ხელოვნურად, ისე მაგარი გიჟია, აი ყველას რომ
სამეგობროში საშინელი სიცილის მქონე ადამიანი ყავს ეგეთია თეო. სიმაღლე-170, გამხდარი, შვგვრემანი, დიდი მწვანე თვალებით , დიდი ტუჩებით, მოკლედ
ირინა შეიკის ქართული ვარიანტია.
ნინა ონიანი- 20 წლის, მესამე კურსის სტუდენტი, ძალიან მხიარული, გიჟი, საყვარელი გოგოა, სიმაღლე 167, არც გამხდარ იარც მსუქანი,
პროფესიით მომავალი ექიმი, რათქამაუნდა უგანათლებულესი, უდასტოინესი , და მთელი სადაქალო რჩევას რომ ეკითხება ეგეთია ნინა.
სალი გოგუა- 19 წლის, ქერა, ცისფერთვალება, გამხდარი, სიმაღლე -165, სალი არც იქით არის არც აქეთო უცხო რომ იტყვის ეგეთია, მაგრამ თუ დაგიმუღამა
მაგრად შეიყვარებ და შეუყვარდები. პროფესიით მომავალი ფსიქოლოგი.
საბოლოო ჯამში ეს იყო გოგოების ექვსეული არავინ არავის რომ არ ერჩოდა უაზრო მიზეზების გამო, ერთადერთი რაც აწუხებდათ,
გიკას და თათას მოუცლელობა იყო, დანარჩენი ყველაფერი კარგად ააწყვეს.
- აუ გოგოებო იმდენი ვჭამე არასდროს აღარ მომშივდება-
-აუ თათა აი ეგ რო არ გეხუმრაა უეჭველი არ შეგერგებოდა - ეხუმრა ნინა
-ჰაჰაჰ გგეთანხმები იმენა 31 დეკემბერს რომ გეუბნებიან იი ერთი წელი ახლა ვეღარ გნახავ მოდი გაკოცოო და 1 იანვარს რომ უნდა
ნახო ეგ თემაა - აყვა ქეთაც :დ
-კაი კაი დაიღალეთ მგონი ))
-კაი მოდი ქეთას მოვაყოლოთ თავისი სთორებიი, რაღაც მაქვს მოსაყოლიო და მიდი აბა დაიწყე და მერე ხო იცი რაღა გაგვაჩერებს- თქვა გიკამ
აუუ გოგოებო დაჯექით - გაიღიმა თეომ
- რატო რო ვიდგე წავიქცევი ისეთი ამბავი გაქვს? - დაასწრო ხუმრობა გიკამ და ორ ისააათი იცინოდა თავისივე იდიოტურ ხუმრობაზე
რათქმაუნდა ყველა აიყოლია ისიც იმიტომ რომ საოცარი სიცილის მანერა ქონდა, ამას პლუს თეოს ხვიხვინი და მოკლედ ცოტა გაეწელა ქეთას ამბის მოყოლა
- კაი რო მორჩებით მერე იყოოს - ნიშნისმოგებით თქვა ქეთამ და ტელეფონში გააგრძელა ღიმილიან ისაქმიანობა
-კაი კაი დავიწყოთ რაა- თქვა სალიმ
-მოკლედ სანამ ჩემი დაბადების დღე მოვიდოდა, დამირეკა ერთი საათით ადრე ანუ 11ზე ღამე, ეხლა ბანალურად რომ არ გამომივიდეს,
სურპრიზს გიმზადებო, შარშანდელივით პიჟამოთი ნუ ჩამოხვალო :დ ხო და მოვემზადე მეც გამომიარა 12ის ნახევრისკენ , ჩამსვა მანქანაში და დავიძარით, კაი ხანი მივდიოდით,
იცის რომ ყვავილები მიყვარს, ხო და მაღაზიასთან გააჩერა, თურმე იქ დაოვებული ჰქონდა ჩემთვის თაიგული გამოართვა და მომიტანა წითელი ვარდების დიდი
შეკვრა, ხო იცით ჩემი ემოციურობა , თვალებზე ცრემლები მომადგა, ეს ყველაფერი არ არისო, ხოდა ვიფიქრე ალბათ ბავშვებს დამახვედრებს სადმე თქო, მოკლედ მივედით
კანდელაკზე, გააჩერა ერთ ერთ სახლთან, ზომით პაწაწუნა იყო, ვიფიქრე იქირავა და ბავშვები მელოდებიან შუქჩამქვრალ ოთახში თქო,
=ქეთა ეს არაა ის რაც შენ ფიქრობ, სახლში არავინ არ არის. - თითქოს გამოიცნო ჩემი ფიქრები.
-აბა?
-ხუთ წუთში გაიგებ, მინდა შენი მე-20 დაბადების დღე დასამახსოვრებელი იყოს.
-კარგი მაგრამ ისედაც არის უკვე - ვერ ვითმენდი მე
- უფრო რომ იყოს, - ჩამიხუტა გულშიდა ესე გაიყვანა დრო
-აი გასაღები, მიდი გააღე.
გული ამიჩქარდა, ყველაფერი ვიფიქრე, ორი საათი ვეჯაჯგურე კარს, ხელი მიკანკალებდა ემოციებისგან, ბოლოს გავაღე, არაფერი ჩანდა , ბნელოდა,
ნიკამ წინ გამასწრო, შუქი აანთო და აქედან ზუსტად 5 წამში მთელი სახლი ჩემმა ბედნიერმა ცრემლებმა მოიცვა, ოცნება ამისრულა ერთ ღამეში, ჩემი ოცნება რომელიც
წლებია მაქვს , მხოლოდ ერთხელ ვუთხარი, ისიც ძალიან ადრე, რომ სახელოსნო მინდოდა სადაც ვიმუშვებდი, თავს ისე ვიგრძნობდი რომ არ ვაწუხებ არავის
და არ მეჩქარება არსად, მერე ჩემს ბიზნესს გავაკეთებდი, და ამით ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი რათმაუნდა ნიკასთან ერთად,
-აუ რამაგარიააა
-აუ გავგიჟდიი , ზოგს ცრემლებიწამოუვიდა, გიკამ ხტუნაობა დაიწყო, თათა კვდებოდა სიცილით , ესეთი უცნაური ემოციის გამოხატვა იცოდა.
დანარჩენ გოგოებს შეყვარებულები არ ყავდათ, ნინა და სალი საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას სწავლის გასაგრძელებლად, თან რატომღაც ქართველი
მამაკაცების ერთგულების არ სწამდათ, ამიტომ არც კი ყოლიათ შეყვარებული. თეო , თეოს ერთი ბიჭი მოსწონდა- გაბრიელი, მაგრამ რისი თეო იყო რომ ეაქტიურა,
არც კი ეჩხირებოდა თვალში ზედმეტად, მეზობელი იყო კარის, იმასაც კი ცდილობდა რომ არ შეხვედროდენ ერთმანეთს, როცა გოგოები პირიქით ვცდილობთ
გადავაყაროთ ვითომდა შემთხვევით ჩვენს სატრფოებს :))
მოკლედ კარგი ხანი იჯდნებოდნენ კიდე რომ არა გიკას ტელეფონზე შემოსულ იზარი,
-დიახ გისმენთ
-ქალბათონი გიკა ბრძანდებით?
-დიახ ვინ მკითხულობს>
-მე თეატრალური დასიდან გიკავშირდებით, ხვალ 12 საათზე დაბარებული ხართ მარჯანიშვილის თეატრში შერჩევითი ტური აქვს ბატონ ჭოლას და გადმომცა
თქვენ დამებარებინეთ.
-კარგით მადლობა ხვალ აუცილებლად მოვალ.- ძლივს იკავებდა ყვირილისგან გიკა თავს, ყურმილი გათიშული არ ჰქონდა ხტუნაობა რომ დაიწყო, პანიკაში ჩავარდა
, უბედნიერესი იყო, ვერ ჩერდებოდა, სულ ფიქრობდა სცენაზე და მსახიობობაზე მაგრამ ეხლა? ეხლა მართლა უნდა დამდგარიყო სცენაზე, თვით ბატონი ჭოლას
წინ და წარმოეჩინა თავის მაქსიმალური შესაძლებლობები.
-აუუ გიკა რა მაგარია
-ზუსტად ვიცი რომ აგიყვანენ
-შენზე არტისტული ვინ უნდა ნახოოონ??
-აუუუ რა მაგარია უფასო ბილეთები მექნებაა - სხვადასხვა ემოციებს გამოხატავდნენ გოგოები.
-მოკლედ გიკა ჩვენ ეხლა წავალთ შენ უნდა გამოიძინო, ენერგია აღიდგინო, ხვალ კიდე მაგრად გავერთოთ და ავღნიშნოთ შენი მომავალი წარმატება
-აუუ გოგოებოო იმედია ყველაფერი გამომივა
ზუსტად ვიცით! - დაემშვიდობნენ გოგოები ერთმანეთს, გახარებული თიკა მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა ოთხიდან , არ უყვარდა გოგოებს რომ აწუხებდა,
ჩაეხუტა შვილს, მოეფერა. - დედი, ვიცი რომ ეს შენი ოცნებაა, იცი რას გეტყვი? შენ იყავი ჩემი ოცნება ხო და ხო ხედავ აგისრულე! ხო და ხვალ შენც
აისრულებ ოცნებას მსახიობობის შესახებ, მთავარია გწამდეს!
-დეეეეეეეე როგორ მიყვარხაააააააარ!! - ესე თბილად და ტკბილად დაიძინა გიკამ იმ ღამეს ეიფორიის კორიანტელში.
დილით მაღვიძარამ გააღვიძა, მალევე ადგა, ჯინსის თავისუფალი სტილის კომბინიზონი ამოიცვა, თეთრი საროჩკა მოუხდინა, ფეხზე თავის უსაყვარლესი მუქი
ლურჯი ფერის კეტები ჩაიცვა, თავის აფრიკული ნაწნავებით დიდი კოსა გაიკეთა, მსუბუკი მაკიაჟი წაისვა, ასევე მუქი ლურჯი თავისუფალი სტილის პიჯაკი მოიგდო
ხელში თვის საყვარელი პოლ სმიტის ჩანთა დაიჭირა და გავიდა სახლიდან, დიდხანს მოუწია საცობში დგომამ, როგორც კი მივიდა მარჯანიშვილზე, დიდება მის ბედს და ადგილი შეხვდა
ზუსტად თეატრის გვერდით მანქანის გასაჩერებლად, იმდენად ჩქარობდა და იმდენად დაბდნეული იყო უცბად დააპარინგა მანქანა არც ისე იდეალურად და გაუდგა გზას მომავალი ოცნებებისაკენ
-გიკა პირველი
-დიახ აქ ვარ
მობრძანდით გაისმა ყველასათვის საყვარელი რეჟისორის ხმა და სცენაზე ასვლისკენ ანიშნა გიკას
-გამარჯობა გიკა, მე ვიცი შენ თეატრალურზე სწავლბ, ამიტომ მოდი დავიწყოთ დრო ცოტაა, სამუშაო ბევრი
-კიბატონო,
გიკამ პირველი ტური წარმატებით გადალახა, სიმღერით- შენ დაგეძებ, შემდეგი იყო ლექსის წაკითხვა , ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა ხო და - ყივჩაღის პაემანი წაიკითხა
ბოლოს ბატონმა ჭოლამ უთხრა
- წარმოიდგინე რომ აღარ არსებობს ჰაერი.
-გიკას არც კი უფიქრია, სუნთქვა შეიკავა, ბუნებრივად ეცადა არ ესუნთქა, არ ესუნთქა იქამდე , სანამ ფილტვები არ აეწვებოდა, დარბოდა აქეთ იქით,
შეშინებული, ფერწასული, იქამდე სანამ ძირს არ დაეცა.
- ყველას შეეშინდა, მივარდნენ, აღვიძებდნენ,
-უცბად გოგონას კისკისი გაიგეს, ესეიგი საკმაოდ დამაჯერებელი იყოო - მორიდებულად ჩუმად თქვა.
-ბატონი ჭოლა ხელზე ეამბორა, სულ რამოდენიმე სიტყვა უთხრა გიკას :
იცოდე შვილო ეს ის ხელებია მომავალში ავტოგრაფებს რომ დაარიგებს, ჩვენ ერთად ბევრ შედევს შევქმნით,
გიკა? გიკა გაფრინდა, გაოცდა, იტირა, იმღელა, იცეკვა, დარბაზიდან სულ ცეკვა ცეკვით გამოვარდა, არაამქვეყნიური შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს ბედნიერების გრძნობამ ფრენა ასწავლა.
შენობიდან გამოსული მანქანაში ჯდებოდა, არავინ და არაფერი ახსოვდა, ახსოვდა მარტო სცენის მტვერის სუნი, სცენის სიყვარული და ასრულებული ოცნება
, მანქანას ძრავდა ნაცნობი სილუეტი რომ დაინახა, თითქოს უცბად გამოფხიზლდა, თითქოს ესეც არ შეარგეს, როგორც ჩანს მისკენ მოდიოდა, სხვა გზა არ იკო უნდა ენახა.
-გიკაა? როგორ ხარ? -
-კარგად გივიკო შენ?
- მმეც კარგად, რამდენი წელია არც კი მინახიხარ, გამიხარდა შენი ნახვა-დაბნეული, გახარებული და გაცებული ათვალიერებდა ბიჭი გიკას.
- ხო დიდი ხანია- ნატკენი ხმა შეეპარა გიკას. - კარგად ვარ, მადლობა.
-აქ რა გინდა?
-თეატრალური... ისე უპასუხა გიკამ რომ გივიკომ ას პროცენტიანი იცოდა ბევრი რამ მის შესახებ.
-ესეიგი შენი ოცნება აისრულე , ეს შეძელი ხო?
- კი ეს ხომ ყველას არ შეუძლია. - ისევ ნატკენი ხმით, გაბრაზებული თვალებით დაეკონტაკტა გივიკოს.
-ბიჭი დაიბნა, ვერაფერს ამბობდა და ვერც აკეთებდა, უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, და მარტო ამ ორმა იცოდა
ზუსტად რა ხდებოდა ერთმანეთის თვალებში.
-კარგი მეჩქარება- გამოფხიზლდა უცბად გიკა
-მოდი გაიგყვან - დაუფიქრებალდ უპასუხა ბიჭმა, დაავიწყდა მანქანიდან გადმოსული გიკა.
-არა მადლობა- მანქანაზე ანიშნა გოგომ,- კარგი წარმატებები აბა
-კარგი , შენც წარმატებები, გადაკოცნა გივიკომ გოგონა .
გიკა ავტომობილში ჩაჯდა, სწრაფად მოწყდა ადგილს, იქვე ნახა ადგილი, მშვიდი და წყნარი, გააჩერა, და გაითიშა.
სურნელმა ყველაფერი ამოუტივტივა, გივიკოს ისევ იმ სურნელმა.
2007 წელს გაიცნეს ერთმანეთი, ჯერ კიდევ სულ პატარები იყვნენ, გივიკო 14 წლის იყო, გიკა 11 ის, ერთ სკოლაში სწავლობდნენ უბრალოდ,
გიკას კლასელი გოგოები იცნობდნენ გივიკოს კლასელ ბიჭებს და ფისკულტურის გაკვეთილი უტარდებოდათ ერთ დროულად, ამიტომ
შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი, სკოლაში მალე იცოდა ყველა ბიჭმა, რომ გიკას არავინ არ უნდა გაკარებოდა, ყველა გივიკოს გიკას ეძახდა, ყველას ერთად
წარმოედგინა ეს ორი, ყველას გიკას გარდა, იმდენად პატარა იყო, არც გაუგია, არც უფიქრია.
არც გივიკო იყო დიდი, მაგრამ ელოდებოდა გიკას გაზრდას, ორი წელი ინტერნეტით ეკონტაქტებოდა უმეტესად, არ უნდოდა შეეშინებინა
პატარა გოგო, იცოდა როგორი ხისტი იყო გიკა, იცოდა რომ თუ შეეშინდებოდა გაბრაზდებოდა და ახლოს აღარ გაიკარებდა გივიკოს, ამიტომ ფრთხლობდა,
პირველი დღიდან ფრთხილობდა გიკას შენარჩუნებას პატარა გივიკო.
ორი წელი წერდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებულს არაფერს, მაგრამ მიეჩვია პატარა გოგო გივიკოს ყურადღებას, სულ თბილად ესაუბრებოდა, საინტერესო
თემებზე უყვებოდა, ცდილობდა მალე გაეზარდა გიკა, რომ ყველაფერი ეთქვა და არ შეშინებოდა, მაგრამ ესეთიც რომ ძალიან უყვარდა?
2 წლის შემდეგ, 2009 წლის ზაფხული იყო, გიკა ოჯახთან და ქეთასთან ერთად ზღვაზე იყო წასული, მაშინ გიკა 13 წლის იყო, არსად არ დადიოდნენ
მშობლების გარაშე გოგოები, ქვიშაში ერთობოდნენ, სურათებს იღებდნენ, ზღვაში ხტუნაობდნენ, ერთ დღეს გიაკს სმს მოუვიდა ტელეფონზე.
-გიკა არ შეგეშინდეს გივიკო ვარ.
- ხო გივიკოო რაკარგია ეგრევე რომ მითხარი როგორ ხარ ხო მშვიდობაა?
-კი უბრალოდ ინტერნეტთან ვერ გნახე ორი დღეა და ლაპარაკი მინდოდა მოვიკითხავ თქო.
-ა ხო ზღვაზე გადავწყვიტეთ წასვლა, დედამ უცბად მოიფიქრა და ვეღარ მოვასწარი მეთქვა .
0მართლა? მეც ხვალ მოვდივარ . ბათუმში ხარ?
-კი ბათუმში ვარ. ე რა მაგარია, ქეთა და მე ერთად ვისვენებთ, დედებთან ერთად.
-ხო და დედიკოებს ვთხოვ ერთი დღე მათხოვოს თქვენი თავი ყველაზე გემრიელი აჭაერული უნდა გაჭამო, ვიცი როგორგიყვარს ჭამა.
-აუ რა მაგარია ჭამაა :დ
-თუ ჩემთან ერთად რომ შეჭამ? - პირველად გაუბედა გივიკომ მსგავსი რამ, პასუხს ანერვიულებლი ელოდა.
- შენც შეგჭამ.
- გივიკო პასუხმა გააბედნიერა, ის იყო რასაც არ ელოდებოდა, არაფერი განსაკუთრებული , მაგრამ გიკასი იყო, გიკა განსხვავებული იყო
მისთვის, ყველა სიტყვარასაც გიკა ამბობდა, ყველაზე კარგი და სწორი ეგონა გივიკოს.
მოკლედ ზღვაზე შეხვდნენ ერთმანეთს, გივიკომ დანაპირები აასრულა, უფრო დაახლოვნენ, გიკამ იგრძნო რომ გივიკოს გარაშე დიდი ხანია არ გახარებია არაფერი, მართალია ეს
შეხვედრა იყო პირველი, მაგრამ ის ურთიერთობა, რაც დაამყარეს მიხვდა რომ რაღაც განსაკუთრებული იყო, გივიკოს რომ ხედავდა გული უჩქარდებოდა,
რომ წერდა ეღიმებოდა, მუცელი ეღიტინებოდა, გადაწყვიტა დედიკოსთვის ეკითხა ყველაფერი.
-დეე რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ ჩუ ქეთამ არ გაიგოს კაი?
-კი დედი რა არის? ხო არ იჩხუბეთ?
-არა დე. დე იცი რა? აი აქ- მუცელზე და გულზე დაიდო ხელი გიკამ - აი აქ რომ მეწვის ხოლმე ადამიანს რცა ვხედავ
რას ნიშნავს ეგ?
-თიკა თავიდან ვერ მიხვდა მაგრამ მალე გაიაზრა , თავის ოცნების გოგო რაზე ესაუბრებოდა.
- დე ეგ სიყვარულია, როცა ადამიანი ძალიან გიყვარს მისი დანახვა გიხარია.
-დე მე შენ სულ ყველაზე ძალიან მიყვარხარ მაგრამ ეგრე არ მემართბა ხოლმე
-ვიცი დე, მეც მამიკოს რომ ვხედავ ხოლმე ეგრე მემართბა.
-ანუ მე ვიზეც ეს მემართება ჩემი ქმარი უნდა იყოს?
-არვიცი დე, მაგას ვერ გეტყვის ვერავინ, ვიზე ამბობ გივიკოზე?
-ხო დე - დაიმორცხვა გიკამ
-ჩემი გოგო შეყვარებულია- მოეფერა შვილს
- არვიცი დე მაგრამ კარგი ბიჭია, ხო იცი ცუდი ბიჭებიარ მომწონს მე,
-ვიცი დე ისიც ვიცი რომ კარგი ბიჭია და ისიწ რომ შენ ცუდი არ მოგეწონებოდა.
ესე მიხვდა გიკა რომ გივიკო უყვარდა, სულ პატარაობიდან უყვარდა, დიდი ხანია გულში ყავდა მაგრამ ეხლა მიხვდა.
სკოლარომ დაიწყო გივიკო აქტიურად აცილებდა სახლამდე გიკას, ოღონდ უკან მიყვებოდა რომ გიკაზე ზედმეტი არავის არაფერი ეთქვა,
ყოველდღე ყვავილს უწყვიტავდა სკოლის ეზოდან თეთრ ფერს, გიკა ბედნიერი იყო, მაგრამ არ ამბობდა არავისთან, ეშინოდა ამ ბედნიერების დაკარგვის და თაავისთვის
ინახავდა.
ერთ დღესაც წითელი ვარდი მისცა გივიკომ- გიკას გაუკვირდა, შემდეგ წერილიც ამოიღო სადაც ეწერა რომ სკოლის შემდეგ დაელოდებოდა და სახლამდე მიაცილებდა,
ამაში უცნაური არაფერი იყო, ამას ისედაც აკეთბდა ყოველდღე. გაკვეთილების შემდეგ, გივიკო კართან იდგა, ელოდებოდა თავის გიკას,
-გივიკო დღეს ვარდი წითელი რატომ არის?
-იმიტომ რომ ჩვენი გაცნობის დღეა
-შენც გახსოვს/
-გიკა შენ რა გახსოვს?
- კი როგორ არა მახსოვს 30სექტემბერი.
-აღარ იცოდა გივიკოს რა ეთქვა ამიტომ მივარდა გიკას ჩაიხუტა გულში, შუბლი დაუკოცნა ნაზად ყურთან კი შემდეგი სიტყვები უთხრა-
- კიდევ მეტს ვერ გავძლებ შენგან შორს, ზუსტად ორი წელია მიყვარხარ, შემიყვარდი ისე რომ ერთი წამით არ ადგიტოვებია ჩემი გული
, შენ ჩემი სიყვარული ხარ, პირველი და უკანასკნელი, ამას ვგრძნობ!
-გიკა აცრემლიანებული უყურებლდა - გივიკო მეშინია!
- ჩემთან? ჩემთან არ შეგეშინდეს რა , არასდროს მიგატოვებ, შენ გივიკოს გიკა იყავი და მე შენ არასდროს მიგატოვებ! მთელს მსოფლიოს
მივცემ ამის პირობას.
- არ მინდა მთელი მსოფლიო მე მომეცი ეგ პირობა.
- გპირდები გიკა, გპირდები, არასდროს არასდროს არ იქნები ჩემს გარაშე, ვგრძნობ. მიყვარხარ სულით.
-გივიკო, მეც მიყვარხარ- დაიმორცხვა გიკამ, ჩაეხუტა გივიკოს, შემდეგ მოკიდა ხელი ხელზე და ესე მივიდნენ გიკას სახლამდე,
ამის შემდეგ 4 წელი ყოველ დღე ესე დადიოდნენ, არ ყოფილა დღე ეჩხუბათ და ეგრევე არ შერიგებულიყვნენ, არ ყოფილა დღე რომ ერთმანეთი არ ენახათ
, არ ყოფილა დღე რომ ერთმანეთი არ ყვარებოდათ, ეს ორი იყო - ერთი, ბევრი უკვე გი-კო- ს ეძახდა. ესე შეარქვეს ამ წყვილს.
ყველა გიჟდებოდა , იშვიათი იყო ალბათ ესეთი ურთიერთობა, წმინდად უყვარდა გიკოს გივიკო და გივიკოს გიკო, არაფერი არ აინტერესებდათ სხვა,
გიკა 17 წლის იყო, გივიკო 20 ის,გივიკო უნივერსიტეტში სწავლობდა, მესამე კურსი განსაკუთრებით დატვირთული იყო, თან მუშაობა დაიწყო, გეგმა ჰქონდა.
-გიკა ჩემო სიყვარულო , მე შენს ოქროს დაბადების დღზე სურპრიზი მაქვს შენთვის!
-რა სურპრიზი ჩემო სიცოცხლე ხო მეტყვი?
- ძალიან მინდა რომ გითხრა მაგრამ ვერ გეტყვი.
-აბა რატომ მითხარ ისაერთოდ :( გაებუტა გიკა
-კარგი შენარ გეწყინოს არაფერი მე გეტყვი - მოკლედ შენს დაბადების დღეზე 18 თებერვალს ცოლობა უნდა გთხოვო, შენ უნდა იყო ყველაზე ბედნიერი,
შენ უნდა დაგამახსოვრდეს შენი ოქროს დაბადების დღე ისე რომ ჩვენი ოქროს იუბილეზეც მაგაზე ვილაპარაკოთ.
-გიკა ტიროდა, ბედნიერებისგან ტიროდა, სლუკუნებდა და ვერ აჩერებდა ვერავინ.
-გიკა არგინდა? აცრემლიანებული თვალევით კითხა გივიკომ
-გაგიჟდი? სლუკუნით უპასუხა გიკამ. ეს ყველაზე მეტია რაც მინდა. მიყვარხარ და მინდა იყო ჩემს გვერდით! სულ! ხო გახსოვს შემპირდი!
ჩაეხუტნენ ერთამენთს და ტკბებოდნენ მომავალი ბედნიერების წარმოდგენით.
თითქოს ვიღაც ბოროტმა გაიგო, თითქოს ზუსტად ამდროს დაგეგმა ვიღამაც ეს ყველაფერი,
გივიკოს ერთი ჯგუფელი გოგო იყო, თავს არ ანებებდა, გივიკო ახლოს არ იკარებდა , მაგრამ ის მაინც არ ეშვებოდა,
გიკამ იცოდა ეს ყველაფერი, ოღონ გივიკოსგან არა, ახლობელმა უთხრა, ესე და ესე არისო. არც კი უეჭვიანია, გაიცინა და აღარც კი გახსენებია.
ენდობოდა გივიკოს, ისე ენდობოდა როგორც საკუთარ თავს.
გიკას აბიტურიენტობაც დამღლელი იყო, ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს, მალე ახალი წელი მოდიოდა და გეგმავდნენ დასასვენებლად წასვლას გიკა და გივიკო,
ერთი თვე იყო დარჩენილი, ერთი თვე, გიკასთანაც საგიჟეთი იყო დრო არ ჰქონდა და გივიკოც დღე და ღამე მუშაობდა და სწავლობდა.
დაიძაბა ყველაფერი...
არაფერი აღრ იყო ისე როგორც ეს 4 წელი...
უცბად გივიკო შეიცვალა, ვერ ხვდებოდა გიკა, ხმასაც კი არ იღებდა,
ეშინოდა მაგრამ პირველად არ უთქვამს გივიკოსთვის რომ ეშინოდა, გივიკო მეტ თავისუფალ დროს ატარებდა
ჯგუფელებთან ერთად, იმდენად ხშირად აღარ ურეკავდა გიკას, საერთოდ აღარ იყო ის სამაგალითო გიკა და გივიკო რომელიც აქამდე არსებობდა.
ტიროდა, ყოველ ღამდე ტიროდა გიკა, არ იცოდა და ვერც ხვდებოდა, ვერც ეკითხებოდა, ენდობოდა გივიკოს,ეხლაც სიგიჟემდე ენდბოდა.
უნარებზე მივიდა გიკა მასწავლებელთან, ნანა მასწავლებელი გივიკოს უნვიერსიტეტში ლექტორი იყო, გივიკოს კიდე ყველა იცნობდა გიკას გარშემო,
რატომღაც გაკვეთილის შემდეგ დატოვა ნანამ გიკა თავისთან, გიკას ეგონა სწავლით იყო უკმაყოფილო ნანა მაგრამ არა.
- გიკა არ ვიცი ეხლა ამ პერიოდში თუ შეიძლება შენთვის ასეთირამის თქმა , მაგრამ შენ ჩემი საყვარელი გოგო ხარ,
არ დავუშებ ვინმემ შენზე ილაპარაკს.
-რამოხდა მას? შეშინდა გიკა
გივიკო და ნატა...
-ვინ ნატა? გაოცებულმა იკითხა
-ის ნატა თავს რომ არ ანებებდა 3 წელი,
და რა?? რა მოხდა?
- მთელი უნივერსიტეტი მაგათზე ჭორაობს რომ ერთად დადიან.
-დარწმუნებული ვარ ტყუილია ნანა მას, ცრემლებს უკან ყლაპავდა გიკა.
-მე მაინც უნდა მეთქვა . - აკოცდა ნანამ და გაუშვა სახლისკენ,
-პირველად ცხოვრებაში პირველად უნდოდა ეყვირა დაერტყა გივიკოსთვის ისე რმ არაფერი ეკითხა, ერთმანეთთან რომდააკავშირა ამდენი რაღაც,
მიხვდარომ შეიძლებოდა ყოფილიყო 1% მაინც იმისა რომ ეს სიმართლე იყო, ამ 1%მაც კი გააგიჟა გიკა, სიმართლეს როგორ შეეეჯახებოდა?
-გივიკო გამომიარე უნარებზე რა ცუდად ვარ დახმარება მჭირდება,
-რა გჭირს? - არასდროს არ უკითხავს აქამდე გივიკოს, უსიტყვოდ მოდიოდა ადგილზე
-გიკამ გაუთიშა,
-მალე მივიდა გივიკო. არც ისე შეშინებული იყო, არც ისე თბილი ჰქონდა თვალები, არც ისე ბედნიერი იყო, გრძნობდა ამას გიკა.
არაფერი უკითხავს
- მირჩევნია არვიცოდე რომ ეს სიმართლეა, მირჩევნია არ მითხრა რომ კი გიკა ეგრეა, მირჩევნია უბრალოდ თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს და
სამართლიანი ადამიანი ხარ ტყუილში არ მაცხოვო და უბრალოდ ერთი ჩამეხუტე , მერე კი სამუდამოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან.
- გივიკო გაშეშდა, 2 წუთი ესე იდგა, თვალებიც არ დაუხამხამებია, ჩაეხუტა, კი ჩაეხუტა და ეს იყო ბოლო ჩახუტება რაც გიკას დაუტოვა.
გივიკომ პირველად არ შეასრულა პირობა ოქროს დაბადების დღის გეგმაზე.
ამ დღის შემდეგ შეზიზღდა გიკას საკუთარი დაბადების დღე.... კიდევ რამდენი რაღაც მოხდა ამის მერე, ყველაფრის
ქრონოლოგიურად გახსენებას ცდილობდა გიკა უცბად
ტელეფონზე მესიჯი რომ მოვიდა.......



№1  offline წევრი mia15

საინტერესოა და ველი შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

shemecoda gika :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent