შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გეი ბიჭის დღიურები თავი (8)


28-01-2018, 12:29
ავტორი konstantine13
ნანახია 2 765

მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, სხეულით საწოლში თუმცა გონებით საბასთან ვიყავი, ათასნაირი ფიქრი მიტრიალებდა თავში.მეგის ნათქვამი გულზე ცივად მომხვდა, რასაკვირველია შეისაძოა სანერვიულო არც მქონდა და ჩვეულებრივი მეგობრული შეხვედრა იყო თუმცა, ჩემი მეორე ნახევარი მჭამდა შიგნიდან და საპირისპიროს ფიქრს მაიძულებდა. როგორღაც მზის სხივები დავინახე და შვებით ამოვისუნთქე. სკოლაში წასვლისთვის მოვემზადე, ფაქტობრივათ სკოლაში წასვლა საბასთან წასვლას ნიშნავდა.

-გავედი მე.
-ჯერ ადრეა.
-საქმე მაქვს პროექტი უნდა დავასრულო კლასელთან ერთად.

ტაქსიში ჩავჯექი და ვთხოვე რაც შეიძლება სწრაფად ევლო. საბას მეორე გასაღები მე მქონდა ამიტომაც შევძლებდი ჩემი თვალით მენახა რა სიტუაცია იყო,ყოველგვარი მოტყუებების გარეშე. ასვლისას მაღაზიაში ლუდი და საჭმელი ვიყიდე, მეტად დამაჯერებლობისთვის და ავედი. კარი ჩუმად გავაღე და პირდაპირ საბას ოთახისკენ წავედი, ფეხის ხმაზე საბას ძილი მალე უფრთხებოდა და გონზე ადვილად მოდიოდა, ამიტომ ცოტა სწრაფად შევედი. სანახაობამ მოლოდინს გადააჭარბა,გაოგნებული დავრჩი.

-დილამშვიდობის.
-კონსტანტინე აქ რასაკეთებ.-შეშინებული ხმით მითხრა საბამ.
-არაფერს საჭმლის მოსატანად ამოვედი და უკვე გავდივარ.
-სად მიდიხარ?
-სკოლა მაქვს ალბათ იცი.
-დამელოდე ჩავიცვამ და გაგაცილებ.
-არ მინდა როგორმე ჩემით გავიკვლევ გზას.

ამასობაშ საბამ შარვალი ამოიცვა და ოთახიდან გამოვედი, რა თქმა უნდა მეგის ისევ ღრმად ეძინა სრულიად შიშველს საბას თბილ საწოლში იმ მხარეს სადაც ალბათ მე უნდა მძნებოდა. ახსნა განმარტებების მოსმენის თავი,რასაკვირველია არ მქონდა ამიტომაც სწრაფად გამოვედი ოთახიდან და დამშვიდობების გარეშე მივაჯახუნე კარი. მანაც არ დააოვნა კარი გააღო და უკან გამომყვა.

-კოსტა მოიცადე აგიხსნი ყველაფერს დავილაპარაკოთ გთხოვ.

უკან მივბრუნდი მისი ლაპარაკი თითქმის არც მესმოდა, მაგრამ არც კი მიცდია ისეთი სახე მიმეღო თითქოს და კარგი მსმენელი ვიყავი მისი.

-გასაღების მოცემა დამავიწყდა.- მისი სტყვები განზე გავწიე.

გასაღები დავუტოვე და წამოვედი, არვიცოდი რა გამეკეთებინა ან სად წავსულიყავი ტაქსიში დაახოლებით 4 წუთი საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, გაბრაზებული, გაოგნებული და ნაწყენი ვიყავი, ის უფრო ცუდი იყო რომ საუკეთესო მეგობარმა ასეთი რამ გამიკეთა თუ შეყვარებულმა ვერ ვაანალიზებდი. სკოლაში წასვლა გადავწყვიტე ვიცოდი რომ იქ ვერ მომაგნებდა საბა ან თუ მომაგნებდა არ შემოუშვებდნენ და თავიდან ავიცილებდი მის ლაპარაკს. მასწავლებლების ნერვებიც არ მქონდა მაგრამ სხვა გზა არ იყო. ყველა კლასელმა და შემოსულმა მასწავლებელმა მკითხა რამჭირდა. მეკი დროს არ ვკარგავდი და ყველა გაკვეთილზე ვეთხოვებოდი მასწავლებელს და ტუალეტშ სიგარეტს ღერი-ღერზე ვეწეოდი სანამ გაკვეთილის დამამთავრებელი გამაღიზიანებელი ზარი არ დაირეკებოდა.

-კოსტა მიპასუხე, რომ გირეკავ. დალაპარაკება მინდა.

ეს ფრაზა მეგის და საბას ნომრიდან გაუჩერებელი და უპასუხო ზარების შემდეგ მაწუხებდა, ჩვეულებრივ ვიდექი მაგრამ ვერ ვაზროვნებდი, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა ნახევარი სკოლა გადავიკიდე მგონი დასმულ კითხვებზე უპასუხოდ დატოვების გამო. მოუსვენრობა მჭირდა არვიცოდი რა გამეკეთებინა სკოლაშიც ვეღარ ვჩერდებოდი, ჩანთა ავიღე მასწავლებელს ვუთხარი რომ ცუდად ვიყავი და გამოვედი სკოლიდან. სახში ავედი ჩანთის დასატოვებლად , თან წყალი გადავივლე და გამოვიცვალე.

-დე ფული მომე უნდა გავიდე.
-სად მიდიხარ დე?
-ბავშვები უნდა ვნახო და კინოში გავიდე.
-რაგჭირს რა სახე გაქვს?
-არაფერი დავიღალე ორი გაკვეთილი პროექტზე ვლაპარაკობდი დე.
-კარგი მიდი და არ დაიგვიანო იცოდე.
-კარგი დე. მიყვარხარ.
-მეც.

სახლიდან გამოვედი და დაახლოებით 15 წუთში ტელეფონის ვიბრაციამ შემაწუხა, ვიფიქრე ალბათ ისევ მეგი ან საბა იქნებოდნენ და არ ვიღებდი ტელეფონს. მაგრამ მაინც გადავამოწმე.

-ხო დე?
-რატო არ მპასუხობ?
-არ მესმოდა დე.
-საბა და მეგი არიან აქ და გკითხულობენ.
-არცალიათქო უთხარი.
-დაელაპარაკე.
-გისმენ.
-სად ხარ?
-არვიცი.- დამცინავად გავეცი პასუხი, ვალდებულების მოხდის მიზნით, რომ მიუგდებენ ხოლმე სიტყვას ზუსტად მასე.
-სად ხარ მითხარი რომ გნახო.
-კარგი არ მცალია კარგად.

ტელეფონი გავთიშე და მესიჯიც მივაყოლე. დედაჩემი ვიცი რამეს იფიქრებდა და ინერვიულებდა ამიტომაც დასამშვიდებლად მივწერე.

-დე არ ინერვიულო დათო და ეკა უნდა ვნახო.
-კარგი დე. რა მოხდა?
-არაფერი კაცო ვიჩხუბეთ მე და მეგიმ და არმინდოდა მაგის ნახვა, ხოიცი როგორც ვიცით ხოლმე.
-კარგი დე.

არავის ნახვა არმინდოდა მინდოდა, ამიტომაც ერთი წყნარი კაფე ვიცოდი თან სიბნელე იყო შიგნით ახლობელს რო გაევლო ვერც გიცნობდა თავსაც ავარიდებდი ხალხს და საბაც აზრზე ვერ მოვიდოდა სად ვიყავი. სამი საათი მარტო ვიჯექი ვფიქრობდი რა გამეკეთებინა და ლუდს ვსვამდი. ბოლოს მოვიფიქრემ, რომ ასე თუ ისე მაინც მომიწევდა საბასთან შეხვედრა და დალაპარაკება ამიტომაც მისამართი მივწერე საბას რომ მოსულიყო ოღონდ მარტო. მეგის გამაღიზიანებელი ლაპარაკის და ქცევების თავის ხასიათზე არ ვიყავი.

-გამოვდივარ მანდ იყავი.
-ხო აქ ვარ 

20 წუთში კარის მიმართულებიდ მჯდარმა ჩემმა თავმა საბას გადაფითრებული სახე გარკვევით შენიშნა. ხელი ავწიე და ვანიშე სადაც ვიჯექი.
-რა გჭირს?
-არაფერი ბედნიერი ვარ.
-დალიე?
-არა.
-სახეზე ვერ გცნობ ისეთი მთვრალი ხარ მოტყუება საჭირო არაა.
-მე დავლიე თუ არა ეგ შენი საქმე არაა.
-რანაირად ლაპარაკობ.
-რავიცი ვიფიქრე ნაწყენი არიყოს ჩემზე მშვიდი ძილის დარღვევისთვის მეგისთან ერთად თქო.
-ნუ სულელობ წამოდი ჩემთან წავიდეთ და ყვეალფერს აგიხსნი.
-მეგის თხოვე სიამოვნებით ამოვა და მალე მითხარი რისი თქმაც გინდა უნდა გავიდე მეჩქარება.
-ნუ მელაპარაკები ეგრე ჯერ მომისმინე.
-ხო ცოტა მალე ქენი.

საბა ერთ წამს გაჩუმდა და თავი დაბლა დახარა. ღრმად ჩაისუნთქა და ნელა ამოისუნთქა, ისეთი სახე ქონდა თითქოს დიდი გაურკვევლობა მოხდა და ის არაფერ შუაში იყო, მართლა დავინტერესდი რას მეტყოდა იქნებ მე გავიგე არასოწრად ან არვიცი იქნებ ის მართალი იყო და მე მტყუანი, ცოტა დავმშვიდდი მაგრამ სახეზე ისევ საშინელი გამომეტყველება მქონდა, არმინდოდა ეგრძნო, რომ ბრაზმა ცოტა გადამიარა. როგორც იქნა ხმის ამოღებაც შეძლო.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

სად იყავიი ამდენ ხანს :/ თან რა პატარა თავი დადე

მაგრამ მოთხრობა მომწონს ძალიან, განსხვავებულია და ამდენ ხანს გვაცდევინებ :დ

 


№2  offline წევრი konstantine13

სტუმარი ქეთი
სად იყავიი ამდენ ხანს :/ თან რა პატარა თავი დადე

მაგრამ მოთხრობა მომწონს ძალიან, განსხვავებულია და ამდენ ხანს გვაცდევინებ :დ

პირადი პრობლემები, გამოცდები, პირადი ცხოვრება და ასე შემდეგ მაგრამ დავბრუნდი და ვედები აღარ დავიგვიანო <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Enni

Konstantine!!! UuuuuuuDzalianmaagreso, uuuuuusakvarlesoo da kvelaferi uuuuu???? :ddddd axlagadavudet mtavarzee, she saadzagelo, sazizgaro, goro, usindisooo sadxar amdenii xani? Ratom malodine usasrulod? Megona agar dadebdi. Ise rom vtkvat, gikris coota, tu reallobaas yvebi, arafers getkvi, magram icode am wkvils tu daasshoreb, mteli ushishroebis charrevac rom momiwios, gipovi da mogklav (eg xumrobit, ra tka unda, sheni nebaa rogor daasruleb ) shemikvardii :/// :*

 


№4  offline წევრი Gotham

Shen?!
Megona morchi da dagviviwye
Ase sheidzleba?kargi ra konstantine

Tu gapatio amxela shualedebi da tu vapatio megis es yvelaferi
Imedi maqvs mogvardi da amieridan sistematiurad gixilav

Ise ra mainteresebs es chveni kosta da saba ra asakis arian?

 


№5  offline მოდერი pekhshvela

კოსტააა რაკარგ რაღაცას წერ და როგორ მომნატრებია თურმე ❤❤შენი მდგომარეობისას მესმის. იმედია ყველაფერი კარგად არის და მალე დადებ ახალ თავსაც. წარმატებები შენ❤

 


№6  offline წევრი talia

ვაიმეეე ბომბია, heart_eyes სად იყავი ამდენხანს? დასჯილი ხართ რადგან ასე დაიგვიანეთ დაჟინებით ვითხოვ, რაც შეიძლება მალ-მალე დადოთ შემდეგი თავებიიიიიი laughing

 


№7 სტუმარი დიმმა

აუ კოსტაა
დადე გთხოოვ
სულმოუთქმენლად ველოდები

 


№8  offline წევრი konstantine13

სტუმარი Enni
Konstantine!!! UuuuuuuDzalianmaagreso, uuuuuusakvarlesoo da kvelaferi uuuuu???? :ddddd axlagadavudet mtavarzee, she saadzagelo, sazizgaro, goro, usindisooo sadxar amdenii xani? Ratom malodine usasrulod? Megona agar dadebdi. Ise rom vtkvat, gikris coota, tu reallobaas yvebi, arafers getkvi, magram icode am wkvils tu daasshoreb, mteli ushishroebis charrevac rom momiwios, gipovi da mogklav (eg xumrobit, ra tka unda, sheni nebaa rogor daasruleb ) shemikvardii :/// :*

მადლობა ასეთ კარგი სტყვებისთვის და მეც მიყვარხარ რადგან ასეთი კარგი ხარ დავდე ახალი თავი იმედია მოგეწონება . <3

Gotham
Shen?!
Megona morchi da dagviviwye
Ase sheidzleba?kargi ra konstantine

Tu gapatio amxela shualedebi da tu vapatio megis es yvelaferi
Imedi maqvs mogvardi da amieridan sistematiurad gixilav

Ise ra mainteresebs es chveni kosta da saba ra asakis arian?

ახალი თავი დავდე და ვცდილობ როგორც მოვახერხებ ესევე დავდო ახალი თავები ძალიან მიხარია რომ მოგწონს <3

სტუმარი shalo
swavlob ? ....

კი ვსწავლობ და ერთ-ერთი მიზეზი ესაა რატომაც ვერ ვახერხებ დადებას ხოლმე მალე მაგრამ დავდე და ვეცდები მალე დავდო შემდეგი<3

pekhshvela
კოსტააა რაკარგ რაღაცას წერ და როგორ მომნატრებია თურმე ❤❤შენი მდგომარეობისას მესმის. იმედია ყველაფერი კარგად არის და მალე დადებ ახალ თავსაც. წარმატებები შენ❤

მადლობა მადლობა და კიდევ მადლობა ძალიან მიხარია რომ მოგწონთ დავდე ახალი თავი და ვეცდები აღარ გალოდინოთ. <3

სტუმარი shalo
depresiashi var

თქვენი დეპრესიის მიზეზი რომ ვხდები ცოტა თავს ცუდად ვგრძნობ :დ მაგრამ ჯერ სად ხართ. :დდ მადლობა რომ კითხულობთ.

talia
ვაიმეეე ბომბია, heart_eyes სად იყავი ამდენხანს? დასჯილი ხართ რადგან ასე დაიგვიანეთ დაჟინებით ვითხოვ, რაც შეიძლება მალ-მალე დადოთ შემდეგი თავებიიიიიი laughing

დავდე ახალი თავი და იმედია მოგეწონებათ მონაცემთა ბაზაშია და ვეღარ ვითმენ ისე მინდა თქვენი აზრები ახალ თავზე :დ

დიმმა
აუ კოსტაა
დადე გთხოოვ
სულმოუთქმენლად ველოდები

დიმა მადლობა ასეთი კომენტარისთვის და იმისთვის რომ კითხულობ და ელოდები, მონაცემთა ბაზაშია გადამოწმდება და დაიდება მეც ძალიან მინდა რომ მალე დაიდოს.<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent