შეუმჩნეველი ცრემლი.თავი 1
-დარინა ადექი.დღეს,ხომ გასაუბრებაზე ხარ დაბარებული.იქნებ გაგიმართლოს,გაგონილი მაქვს,რომ ძალიან მკაცრია იმ კომპანიის უფროსი.ნუ შეგაჩვევს თვალს, პირველი შეხვედრისას დაგვიანებულს.დარინამ თავი ასწია და ნამძინარევი,დაბოხილი ხმით თქვა. -უარესი მკაცრი ვარ მე თუ დაგავიწყდა,თუ ავყვირდი იქით შევაშინებ.გაუღიმა ელზას.ელზა და დარინა ერთად გაიზარდნენ,ბაღიდან ერთად მოდიან და ერთმანეთის ტკივილს თუ სიხარულს ერთად იზიარებენ.ელზა ობოლია,დარინას მშობლები კი საზღვარგარეთ ცხოვრობენ.მიეჩვია მარტო ცხოვრებას,უკვე დიდია და უნდა თავისი ხელფასი ჰქონდეს.ზლაზვნით წამოდგა და თავის მოწესრიგებას შეუდგა. -ხო,ხო,ხო,ხო ჩვენი კომპანიის ვარდები.გოგოებოოოო,თვალს დამიბნელდა თუ დღეს მართლა ასე საოცრად ლამაზად გამოიყურებით.პაატამ მოეფერა გოგოებს.დილა პოზიტიურად დაიწყო,მაგრამ ვისთვის როგორ.დარინამ მოემზადა,შავი კლასიკური შარვალი ჩაიცვა, ლურჯი თხელი პერანგი და ზემოდან ასევე შავი ფერის თხელი მოსამცმელი.უკვე დააგვიანა კიდეც გასაუბრებაზე,მაგრამ მაინც აუჩქარებლად გამოვიდა სახლიდან და ტაქსის ლოდინში იყო,რომ კარის მეზობელმა გამოიარა და ფეხებთან გაუჩერა ბაიკი,გაუღიმა და უთხრა. -ჩემი გულის კიბოვ,რა ლამაზად გამოიყურები.გინდა გული გამისკდეს ხომ?მითხარი,სად მიდიხარ რომ გაგიყვანო.დარინამ მის წინ მდგარ ბესოს შეხედა,ჯერ გაეცინა და შემდეგ გაკვირვებულმა უთხრა. -რითინ გამიყვან,ბაიკით?შენ,მგონი ვერ ხარ ან გაგიჟდი.არა,მეშინია.ბესოს გაეცინა და უთხრა. -რამ შეგაშინა, საცობი არ გაგვაჩერებს და 10 წუთში ადგილზე მიგიყვან.დარინამ წარბი ასწია,საათს დახედა და უკვე დაგვიანებული იყო,ამიტომ ჯერ კარგად შეათვალიერა ბაიკი და ფრთხილად შემოუჯდა ბესოს უკან.შიშით ეკვროდა უკნიდან,რაზედაც ბესო იცინოდა და მოულოდნელად ერთ შავ მერსედესს გადაურბინა წინ,რომელმაც უეცრად დაამუხრუჭა და გაბრაზებულმა გახედა ბაიკს.დარინას არც შეუხედია გაბრაზებული მძღოლისთვის,შეაშინა უეცრად მანქანის დამუხრუჭების ხმამ და უკან მოუხედავად მოაძახა. -დაბრუციანდი,თუ ელამი ხარ და ვერ იხედები წესიერად.გაბრაზებული იყო ბაიკის უცებ წინ გადმოხტომით,მაგრამ მაინც ვერ შეიკავა სიცილი და გულიანად გაეცინა,როცა ბაიკი გაჩერდა და მძღოლთან ერთად ძირს გადმოვარდა გოგონა. -პაატა ჩემთან შემოდი,ახლავეს.პაატა გოგოებთან ერთობოდა და უცებ დაასერიოზულა მამაკაცის მკაცრმა ხმამ.თავი მიანება გოგონებთან საუბარს და დასერიოზულებული სახით შევიდა კაბინეტში. -გისმენ ძია ლევან. -პაატა შენი დახმარება მჭირდება. -ჩემი?რაში უნდა დაგეხმარო,გაუკვირდა პაატას. -განცხადება გამოვაქვეყნე,უჩას პირადი მდივანი უნდა ავუყვანო. -მერე აქ გოგონები არ გვყავს?ვარსკვლავებს ეთამაშებიან,ავირჩიოთ ამათში რომელიმე და იყოს პირადი მდივანი,არ გაუჭირდებათ საერთო ენის გამონახვა. -მოიცადე.უთხრა ლევანიმ და ტელეფონზე გადარეკა.-ნუნუკა მოვიდა უფროსი?არა ხომ,რა ეჩქარება ჯერ.თქვა და ტელეფონი გათიშა. -მოიცადე,რას ნიშნავს პირადი მდივანი,რას გულისხმობ,უჩას ხომ ყავს მისი მდივანი. -ჭირდება მდივანი,მისი ყველა საიდუმლო რომ იცის.დღე და ღამ ერთად ხართ,ერთად ჭამთ,ერთად სვამთ,ერთად გძინავთ,ერთად დადიხართ,შენ არაფერს არ ამბობ და მდივანს ეცოდინება მისი ყველა ნაბიჯი. -გვძინავს ერთად,მაგრამ ცალ-ცალკე საწოლში.შეუსწორა პაატამ. -გაიგე,რას ნიშნავს პირადი მდივანი? -მე გავიგე,მაგრამ ისიც საწოლში უნდა ჩაიწვინოს? -ჩემი საუბრიდან მეტი ვერაფერი ვერ გაიგე,ამდენი ხანი რას ვამბობ? -კი გავიგე,ალბად კარგი მკერდი უნდა ჰქონდეს და კარგი ტრა...ი. -მეტზე არაფერზე არ იფიქროთ,არც შენ და არც შენმა უფროსმა.წადი,წადი მიხედე შენს საქმეს,აზრი არააქვს შენთან საუბარს.დღეს ერთს ველოდები,უნდა მოსულიყო აქამდეც.შავი მერსედესი კომპანიის შესასვლელთან გაჩერდა,გასაღები დაცვას ჩააბარა და თავად დინჯი ნაბიჯებით შევიდა კომპანიაში.იქვე ახლოში კი დარინა ბესოს ეჩხუბებოდა. -რა მოუხერხებელი ხარ,ეს რა მიქენი. -კარგი რა,დარო ძალით ხომ არ მინდოდა.საცოდავად შეხედა ბესომ. -არ დამენახო თვალით.შეუღრინა და კოჭლობით შევიდა მთავარ შესასვლელში.ლევანიმ დაინახა უჩა და შორიდან მიაძახა. -რა გეჩქარებოდა,ჯერ ისევ ადრეა და დაგეძინა კიდევ ცოტა. -თავს უვლის,უკვე სერიოზულ ასაკში შედის.უთხრა ლევანს პაატამ და მის წინ მდგარ უჩას წარბები აუთამაშა. -რა გინდათ,პირი შეკარით და დილიდანვე დავიწყოთ ჩხუბი? -არა,როგორ გეკადრებათ უფროსო.ცინიკურად უთხრა ლევანიმ. -ლევან მოეშვი ირონიას და მითხარი,მომიძებნე ვინმე კარგი გოგო? -განცხადება გამოქვეყნებულია,მაგრამ ჯერ არავინ არ ჩანს. -ყველას ეშინია შენი ასე შორიდანაც კი.არ ჩერდებოდა პაატა რაც უჩას სერიოზულად აბრაზებდა.ამ საუბარში უჩა თავის კაბინეტში შევიდა და უკან შეყვა ორივე.შეხედა ლევანს და გაბრაზებულმა უთხრა. -მე მაინც მიკვირს,რა უნდა უთხრათ.უჩას პირადი მდივანი ხარ და ტელეფონზე უპასუხე ჰორმონებ მოძალებულ ქალებსო?ისე ლევან არ დაგავიწყდეს,უცხო ენაც უნდა იცოდეს,ეს აუცილებელია.ლევანიმ პაატას შეხედა და გაბრაზებულმა თქვა. -შეხედე,ეს არასერიოზული ადამიანი აქეთ რომ მიგდებს მასხრად.ოქრო ადამიანის შვილი ხარ და შენ ვის დაემსგავსე ასეთი ტვინით ავადმყოფი,ვის.უნდა ვიზრუნო,სანამ გოგოები მოგიტაცებს,მამაშენის მოსვლამდე მოვალე ვარ გაგიფრთხილდე. -მერე?გაეცინა უჩას. -მერე რაც გინდა ის ქენი. -ლევან,ახლა შენ მეშაყირები ხომ?რა გინდათ ხალხო,ჩვენი საქმე კარგად არ მიდის?მეც ხომ მინდა ხანდახან გავლა,ახალგაზრდა კაცი ვარ.კარგი ბატონო აიყვანე ეს პირადი მდივანი,როგორც შენ ამბობ,მაგრამ გაფრთხილებ,ლევან არ შემიყვარდეს და არ შევუყვარდე. -ეს როგორ,სიყვარული დავუშალო ადამიანს?გაუკვირდა ლევანს. -არ ვიცი,რაც გინდა ის ქენი,მაგრამ ეს შენ მოაგვარე. -ლევან შენ წამოიწყე ეს საქმე და შენ ხარ თავით ჩამბული ამ ყველაფერში.ამიტომ,შენ უნდა იყო თავად ფსიქოლოგიც ამ საქმის.უთხრა პაატამ და ყურადღება გადაიტანა გარეთ შექმნილ გოგოების ხმაურზე. -რა ხდება,რა ხმაურია.იკითხა გაკვირვებულმა ლევანიმ და გარეთ გავიდა. -გამარჯობათ,გასაუბრებაზე ვარ მოსული. -გასაუბრებაზე?გაიკვირვა გოგონებმა. -კი უფროსმა დამიბარა,მაგრამ ცოტა დამაგვიანდა. -მართალს ამბობ?კარგი,გასაგებია .უცხო ენები იცი? -კი ვიცი იტალიური,გერმანული,არაბული და ინგლისური. -კარგია,ჰოდა აქ დაწერე რომ თანახმა ხარ იმუშავო დამლაგებლად.თქვა მაღალმა შავთმიანმა და ხმამაღლა გაიცინა.დარინა გაბრაზდა ძალიან და იქვე მდგარი ჭიქით წყალი შავთმიანს სახეში შეასხა.გოგონა წამოდგა და დარინასკენ გაიწია,ამ დროს კი ლევანი გადაუდგა წინ და მკაცრად უთხრა. -რა ხდება,რა დღეში ხარ. -გასაუბრებაზეა მოსული,მაგრამ არ ესმის რომ გასაუბრება უკვე დასრულებულია. -ენ დაასრულე გასაუბრება?როგორც ვიცი ჯერ არავინი არ მოსულა და რა დღეში ხარ,გაქვს უფლება ადამიანი სასაცილოდ აიგდო?უყვირა ლევანიმ შავთმიანს.ვერ გასწავლე ადამიანური მოქცევა ამ წლების მანძილზე,ამიტომ შეუძლებელია ეს შენი ქცევა კიდევ ჩავყლაპო. -ამით რა გინდათ მითხრა ბ-ნო ლევან.შეეკითხა აკანკალებული ხმით შავთმიანმა ლევანს. -განცხადება დაწერე და შემომიტანე.მკაცრი იყო ლევანის ხმა და მტკიცე. -ბ-ნო ლევან ............. -არ მინდა მოგისმინო,განცხადებას ველოდები.თქვენ კი ჩემთან წამობრძანდით.დარინამ ამაყად აუარა გვერდი გაოგნებულ გოგონებს და ლევანთან ერთად კაბინეტში შევიდა. -მართლა გაანთავისუფლებთ? -ამჯერად კი,რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის და უამრავი გაფრთხილება აქვს მიღებული,ამიტომ არ ვაპირებ ყოველთვის გაიტანონ ის რაც მათ უნდათ.ამ კომპანიის მთავარი სახე ვარ და ეს ადვილად შემიძლია,მთავარი სახე,მაგრამ უფროსის შემდეგ.ლევანი ჩემი სახელი.ხელი ჩამოართვა და მაგიდასთან მდგარ სავარძელზე მიუთითა იქ დამჯდარიყო. -დარინა,დარინა გიგაური 24 წლის. -უმაღლესი განათლებით? -კი,ბიზნეს ეკონომიური დავამთავრე. -ოჯახური მდგომარეობა? -მყავს მშობლები საზღვარგარეთ,პირად ცხოვრებაში კი ჯერ-ჯერობით ვტკბები თავისუფლებით.ლევანს გაეცინა და უთხრა. -უნდა ვაღიარო,რომ მომეწონა თქვენი ცოცხალი სახე.მე მიგიღე,ხვალ დილით უფროსს შეგახვედრებ და ცოტას გაგესაუბრება. -დიდი მადლობა.ძალიან გახარებული დატოვა დარინამ ლევანის კაბინეტი,თავად ლევანი კი უჩას კაბინეტში შევიდა. -შენ ისევ აქ ხარ,არ წასულხარ?მე წასული მეგონე და გოგონა გავუშვი სახლში. -ვინ გოგონა.უცებ გამოფხიზლდა უჩა. -მე ვფიქრობ,რომ სწორედ ისეთი გოგონა აღმოვაჩინე,როგორიც შენ გჭირდება.კარგი გოგოა და თან ჭკვიანი. -ლევან ხომ იცი მისი სილამაზე არ მაინტერესებს. -კარგი ეს მეც ვიცი,მაგრამ არ მინდა აქ ვინმე მახინჯი შემოდიოდეს და შეხედვა შემეშინდეს მისი,ცოტა შეხედული ხომ უნდა იყოს. -რა მოხდა,რა ხმაური იყო რომ გახვედი.ლევანიმ მოუყვა ყველაფერი და უჩას არაფერი უთქვამს შავთმიანის განთავისუფლებაზე. -ლევან ვფიქრობ ძალიან ბევრი გოგონები არიან ამ კომპანიაში და ზიოგჯერ ვხედავ ტყუილად ვყრი ფულს,რადგან არაა საჭირო ამდენი ზედმეტი კარდი.ვწუხვარ,მაგრამ კარგი ქენი რომ გაანთავისუფლე,მის შეცდომაზე სხვები ისწავლიან წესრიგს. -უჩა თავს არ ვიმართლებ,მაგრამ ძალიან ამაყია,ბევრჯერ გავაფრთხილე,ადამიანთან მოქცევის წესებს დაკვირვებოდა,მაგრამ ვერ შევასმინე ვერაფერი.ჰოდა,მიიღო ის რაც დაიმსახურა. -ლევან შეეშვი მაგას,ავად ვარ. -ვიცი,ეს ხომ ახალი არ არის,შენ ტვინით ხარ ავად.მხოლოდ ერთ რამ მინდა,შენს გულს ვინმე მოედოს და შეგიყვარდეს.მაგრამ შეგიყვარდეს,ისე რომ არც ძილი იყოს შენთვის და არც მოსვენება.სხვაგვარად შენ ვერ დაჭკვიანდები,ვერ მოხვალ აზრზე რაა ნორმალური ცხოვრება.უჩას გაეცინა,მაგრამ ჩააფიქრა ლევანის სიტყვებმა.მართლა უნდოდა ვინმე შეყვარებოდა მის გულს ისე ძლიერ,რომ მხოლოდ იმ ერთზე ეფიქრა.მთელი დღის განმავლობაში არ მოცილებია ლევანის სიტყვები და დაფიქრებული იყო.უჩასთან ტირილით შესულმა შავთმიანმა და მიუხედავად ბოდის მოხდისა,მაინც მოაწერა ხელი განთავისუფლების განცხადებას ლევანის შემდეგ და გაისტუმრა ამაყი და ირონიით სავსე მომუშავე პერსონალი,შემდეგ კი მკაცრად გააფრთხილა ყველა,რომ არავის არ შეიცოდებდა და მსგავს შემთხვევაში ასე დატოვებდა სხვაც სამსახურს.დაღლილი მივიდა სახლში და მთელი ღამე ლევანის სიტყვები უწივოდა ყურებში.ფიქრებით დაღლილს თავზე დაათენდა და გამოუძინებელი წავიდა კომპანიაში.ლევანი შემოეგება წინ და გაოცებულმა უთხრა. -რა დღეში გაქვს თვალები,არ გიძინია? -ლევან შემეშვი,გიამ დარეკა? -გია ძალიან კარგად არის,შენ თავს მიხედე შენ. -მოვიდა შენი არჩეული გაზაფხულის მერცხალი?ლევანს გაეცინა,თავი გააქნია და უთხრა. -მოვა,მალე მოვა.უჩასაც გაეცინა და შეაღო თავის კაბინეტი.ისიც შევიდა კაბინეტში და დარინაც შემოვიდა კომპანიაში.ლევანი გარეთ იდგა და ღიმილით უთხრა. -მოხვედი?ცოტა ადრე მოგიწია მოსვლა. -მართლა?წავიდე უკან? -არა,არა ჩემთან შემოდი ჯერ,რაღაც საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ.დარინა შევიდა ლევანის კაბინეტში და ყურადღებით უსმენდა ლევანს. -გისმენთ ბ-ნო ლევან. -პირველი უნდა გაგაფრთხილო,რომ შენთვის ძია ლევანი ვარ.მეორე,ეცადე უფროსთან დაიცვა მანძილი როგორც უფროსი და თანამშრომელი და არ შეგიყვარდეს.ეცადე,ყოველთვის შორს დაიჭირო მასთან ყოფნის დროს თავი. -რატომ?ფლირტიც აკრძალულია?გაუკვირდა დარინას მაგრამ შემდეგ გაეცინა და ლევანიც გააცინა. -დარინა სამსახურში ასეთი რამეები აკრძალულია,ამ კედლებს იქით კი შენი პირადი საქმე და პირადი ცხოვრება,ჩვენ არ გვეხება. -ძია ლევან,მე არ მომწონს ასაკით უფროსები. -ძალიან მინდა დავიჯერო ჩემო გოგო,მაგრამ ამას დრო გვიჩვენებს ყველაფერს.ახლა წამოდი უფროსი მოსულია და გაგაცნობ. -მოსულია?იკითხა აკანკალებული ხმით დარინამ. -არ მითხრა,რომ შეგეშინდა.გაუკვირდა ლევანს. -არა,არ მეშინია მისი,მაგრამ თქვენი სიტყვები მაშინებს.ძია ლევან ასე ძალიან საშიში ადამიანია?ლევანს გაეცინა და დარინასთან ერთად გავიდა კაბინეტიდან.უფროსის კაბინეტში შესული დარინა გაოცებული დარჩა,როცა წარმოდგენით უფროსს შეხედა,მის წინ კი იდგა მაღალი,ძალიან სექსუალური აღნაგობის პიროვნება,რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და ლევანს ხელით ანიშნა შესულიყო. -ეს არის უფროსი არისო?კითხა ჩუმად ლევანს.ლევანის კი გაეღიმა და უთხრა. -კი ეს არის უფროსი,ამ კომპანიის მფლობელი.უფროსმა ტელეფონი გათიშა და დარინას შეხედა. -გაიცანით ერთმანეთი,მე დაგტოვებთ.უფროსმა დარინას ხელი გაუწოდა.უჩა თუთბერიძე.ძალიან კარგი მითხრეს თქვენზე,იმედია წყნარად და მშვიდად ვითანამშრომლებთ. -დარინა გიგაური.კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა,ბოს.უჩას გაეცინა დარინას სითამამაზე და ხელზე ხელი მოუჭირა ოდნავ და ღიმილით უთხრა. -იმედია კეთილი იქნება,დაბრძანდით. -თქვენ დაბრძანდით ჯერ უფროსი ხართ.უჩას ჩაეცინა და თან დარინას თვალს არ აშორებდა. -საქმეზე გადავიდეთ,როგორც იცი და აგიხსნეს იქნები ჩემი პორადი მდივანი.საქმით არ იქნები დიდად გადატვირთული,მაგრამ ვერც იმას დაგპირდები იოლი სამუშაო გექნებათ. -რა უნდა გავაკეთო.ცოტა არ იყოს,შეეშინდა დარინას. -ბევრ,ძალიან ბევრ შემთხვევაში ცხოვრება ზოგჯერ უცნაურია.უნდა უპასუხო ტელეფონის ზარებს და ჩაიწერ ზარის მფლობელის ვინაობას,შემდეგ კი ერთად განვიხილავთ ვინ ამოვიღოთ სიიდან და ვინ დავტოვოთ,რადგან ამ ბოლო დროს ძალიან შემაწუხებელი სატელეფონო ზარებია,რომლებიც არ მაინტერესებს.შეძლებ რომ გაუმკლავდე ამ შემოტევას?დარინამ გვერძე გაიხედა და ჩაილაპარაკა. -სამუშაოს ვეძებდი და მეც ვნახე დასაფეთებელი სამსახური. -რამე მითხარით?კითხა უჩამ გაკვირვებულმა. -არა,არა არაფერი,ვფიქრობ,რომ შევძლებ.უჩას მოწონდა დარინას დაბნეული გამოხედვა,უცნაური ჩალაპარაკებები და მოულოდნელად შეეკითხა. -შეყვარებული გყავთ? -კი,არა.მოიცადე,აუცილებელია რომ მყავდეს?დააბნია უჩას შეკითხვამ. -ეს თქვენი პირადია,მაგრამ მე მოვითხოვ ისე უნდა ვიყოთ, როგორც უფროსი და თანამშრომელი.არ უნდა იფიქროთ ზედმეტი არაფერი,რადგან ეს არასოდეს არ მოხდება.დარინამ გაბრაზებულმა გახედა უჩას და ასევე გაბრაზებულად უთხრა. -მე სამსახური მჭირდება და არა გართობა თქვენთან. -კარგი,ყველაფერი გარკვეულია და ხელფასზე ლევანი შეგითანხმდება.თქვენი შრომა დაფასდება და არ გექნებათ უკმაყოფილო ხელფასი.კაბინეტში ლევანი შემოვიდა და ორივეს ინტერესით დააკვირდა. -აბა,როგორაა საქმე,გაიცანით ერთმანეთი,შეთანხმდით? -ყველაფერი კარგადაა ლევან და აჩვენე მისი კაბინეტი.ლევანიმ ღიმილით გაუძღვა წინ დარინას და კაბინეტში შესვლისთანავე ტელეფონიც ახმაურდა. -დარინა შვილო,შენი სამუშაო დღე უკვე დაიწყო,უპასუხე პირველ ზარს.დარინამ გაკვირვებულმა შეხედა ჯერ ლევანს და შემდეგ ტელეფონს და თქვა. -სუნი ეცათ ახალი მდივანის თუ ამ დილა ადრიან რა უნდათ.დილამდე გამოჰყოლიათ ამ მამაკაცზე ფიქრი და ახლა გადამოწმება უნდათ რომელ საათზე მიიცლის მათთვის.უჰ,მაპატიე ძია ლევან უეცრად მარტო წარმოვიდგინე თავი.შემდეგ ტელეფონი აიღო და თავისი ნაზი ხმით უპასუხა. -გისმენთ.დღევანდელი შეხვედრა თუა ძალაში?იქით შეეკითხა მოსაუბრეს გაკვირვებულმა და ლევანს გადახედა,რომელმაც ხელით ანიშნა,არაო.ამიტომ დამაჯერებლად და მტკიცედ უპასუხა,-იმედი ნუ გექნებათ,რადგან დღეს ბ-ონ უჩას გადაუდებელი შეხვედრა აქვს უცხოელ პარტნიორებთან.უკაცრავად,ვინ ბრძანდებით,რა გადავცე ბ-ონ უჩას? -ირმაკო ვარ,თავად მიხვდება თურმანიძე. -ირმაკო ვარ,თავად მიხვდება თურმანიძე.გაიმეორა თავადაც იგივე სიტყვები და გულიანად მოხარხარე ლევანის ხმამ გამოაფხიზლა. -უკვე ვიცი,რომ არ შევმცდარვარ და ამ საქმეს კარგად გაართმევ თავს. -ვეცდები,უფროსი არ შეაწუხოს უთავმოყვარეო ქალებმა. -აბა წარმატებები.უთხრა ლევანიმ და ღიმილით გავიდა დარინას კაბინეტიდან.იჯდა,ბევრი საქმე მართლა არ ჰქონდა,მაგრამ ხანდახან ჰქონდა ზარების შემოტევა,ისე ძლიერ რომ ჩაწერას ძლივს ასწრებდა.ფიქრებში იყო გართული,რომ კარები ახალგაზრდა მამაკაცმა გააღო რომელსაც თმა თავზე საერთოდ არ ჰქონდა. -გამარჯობა,შეიძლება შემოვიდე? -უკვე შემოსული ხართ,ეს შემოსვლამდე უნდა გეკითხათ.მამაკაცს ჩაეცინა და დარინას წინ დაჯდა,ჯერ კარგად დააკვირდა და შემდეგ შეეკითხა. -არ მეტყვი რა გქვია?დარინამ გაბრაზებულად შეხედა და მოკლედ ესროლა მისი სახელი. -დარინა. -ოოო,ჩემი საყვარელი სახელია.ჩემს ცხოვრებაში,ყოველთვის ვოცნებობდი გამეცნო ქალი და მისი სახელი ყოფილიყო,დარინა. -და გინდათ გაიცნოთ როგორია სინამდვილეში ნამდვილი დარინა? -დიახ,მიმიხვდი.მინდა ახლოდან გაგიცნო და საღამოს ვახშამზე დაგპატიჟო დარინა. -არა,საღამოს არ ვვახშმობ. -მაშინ,ბარში წავიდეთ. -არა,ბარებში არ დავდივარ. -შაურმა ვჭამოთ.არ მითხრა ახლა,შაურმას არ ვჭამო. -არა,საღამოობით სახლში ვარ და წიგნს ვკითხულობ. -საინტერესო ქალი ხარ,როგორ ცხოვრობ. -ჩვეულებრივად და ახლა უკეთესია თუ მარტო დამტოვებთ. -როგორც თქვენ მიბრძანებთ,თუ რამე დაგჭირდეთ აქვე მნახავ ჩემი სახელი კი პაატა. -იმედია არ დამჭირდებით.პაატა კაბინეტიდან გავიდა და პირდაპირ უჩასთან შევიდა. -სად დადიხარ შენ,რომელ საათზე იწყება შენი სამუშაო საათები. -დაწყნარდი და ნუ გამოაჩენ შენს კლანჭებს ჩემთან მაინც.შენს ახალ მდივანთან ვიყავი,უნდა ვაღიარო რომ მომეწონა.დავპატიჟე საღამოს ვახშამზე,იმედია არ გეწყინება. -დაგთანხმდა?გაუკვირდა უჩას პაატას სითამამე. -რა დამთანხმდა,ლამის გამომაგდო მისი კაბინეტიდან.უჩას კმაყოფილი სახით ჩაეცინა და პაატას უთხრა სიცილით. -ჯერ არ მოსულხარ,თვალი კარგად არ გაგიხელია და უკვე ქალებს დაუტრიალდი.იცი რომ შავთმიანი გაუშვით სამსახურიდან? -ამიტომ ვერ შევხედე დღეს და დამაკლდა მისი დეკოლტეში გემრიელობების დაზვერვა.რატომ გაუშვით?.გაუკვირდა პაატას. -უხეშად მოქცევისთვის.შენ ის მითხარი გინდა ახლოდან გაგაცნო ახალი?არ დაელოდა პაატას თანხმობას და ტელეფონზე გადარეკა,ხმა ჩაიწმინდა და მკაცრი ხმით უთხრა. -დარინა ჩემთან შემოდი. -მასე შეაშინებ შე ჩე...ა.ახლა აღიარე,გინდა მე გამაცნო ახლოდან თუ გინდა თვალი შეავლო.ვერ მოასწრო პასუხის გაცემა რომ მალევე შეაღო დარინამ უჩას კაბინეტის კარი და იქ პაატა დახვდა. -დარინა გაიცანი ჩემი ახლო მეგობარი და მარჯვენა ხელი.თუ რამე დაგჭირდეთ,შეგიძლიათ მას ენდოთ. -კარგი დამხმარე გყავთ,საძინებელში გზასაც გაგინათებთ რომ დაგჭირდეთ. -მომწონს შენი იუმორი.უთხრა უჩამ.შემდეგ პაატას გადახედა და უთხრა.-შეგიძლია მარტო დაგვტოვო? -უკვე?გაუკვირდა პაატას. -გადი იდიოტო,სალაპარაკო მაქვს დარინასთან.პაატამ დარინას შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა. -ნუ დასცინი შენ ჩემს თავს,თორემ ერთ დღეს მწარედ გაზღვევინებ. -ოჰ,როგორ შემაშინეთ.არ დაიხია უკან არც დარინამ. -მორჩი სიბრაზეს და დროზე გადი,10 წლიდან დაგეწყო თმების გაცვენა და ახლა შეამჩნიე? -შენც?შენც მაგარი მეგობარი ხარ.უთხრა უჩას და კაბინეტიდან გავიდა.უჩას გაეცინა და დარინას ანიშნა ხელით დამჯდარიყო. -გისმენ დარინა,დღეს რამდენი ზარი იყო. -დღეს ზარი არ ყოფილა ბევრი,მაგრამ უცნაური ხასიათის იყვნენ თითქმის ყველა. -მაინც?დააინტერესდა უჩას უცნაურობაში რა იგულისხმა დარინამ. -მაშ ასე,დილით ვინმე ირინიმ დარეკა.შემდეგ ვინმე ნინომ,შემდეგ მაია და ბოლოს ლია ვარო. -ნინო და ლია ვერ გავიხსენე,არ გითხრეს ვინ ვართ და საიდანო? -ნინომ მგონი თუ არ ვცდები,ამერიკიდან დარეკა და ლიამ თურქეთიდან. -ვინ არის ეს ნინო.დაფიქრდა უჩა. -მე რა ვიცი,ეს თქვენ უნდა იცოდეთ.თან მითხრა ბ-ონ თურმანიძეს აქვს ჩემი ნომერი და შემეხმიანოსო. -ააააა,გამახსენდა.როგორ არის,არ ველოდი მისგან ზარს. -ხო ისე მოენატრე,მარტო მოკითხვისთვის დაგირეკა ამერიკიდან.ფული შემოაკლდა ალბად და მოგიკითხა.კაბინეტში შესულმა ლევანიმ დაგესლა უჩა. -ლევან ნუ მკბენ,არ იცი როგორი კარგი გოგოა.ლევანმა ხელი ჩაიქნია და გავიდა ისევ კაბინეტიდან. -ხოოო?გაგახსენდა უკვე?საინტერესოა,ყველა ქალი გახსოვთ ვისთანაც კი გაგივლიათ? -გაინტერესებს?გეტყვი,სიმართლე გითხრა არც მე მახსოვს ისინი,მაგრამ თავად მახსენებენ თავს.უთხრა დარინას ირონიულად უჩამ და თან დიდი ინტერესით აკვირდებოდა. -გასაგებია არაა საჭირო დაწვრილებით მოყვეთ თქვენი სექსუალური ცხოვრება.მე მაინტერესებს,აქ რას ვშვრებით ვის ვშლით და ვის ვტოვებთ. -ეს ორი ამოიღე სიიდან,შორს არის ორივე და ახლა ნამდვილად არ მაქვს დრო იქ წასასვლელად. -მაშ გადავშალოთ.ნინო და ლია გადაიშალა,აი ასეც. -კიდევ გვაქვს რამე გასარკვევი? -არა,დღეს ეს იყო ჯერ-ჯერობით. -კარგი თავისუფალი ხარ. -შეიძლება?კარი ახალგაზრდა ქერა გოგონამ შემოაღო და უჩას გაუცინა. -ოოოჰ,არ გელოდი,შემოდი.გოგონამ პირდაპირ უჩასთან მივიდა და მოურიდებლად აკოცა ვნებიანად. -ელეონორა გაიცანი,ეს ჩემი ახალი მდივანია. -ხოოოო?არ მეგონა ასეთი ახალგაზრდა მდივანი თუ გყავდა.შემდეგ დარინას მიუბრუნდა და ვითომ დიდი სიხარულით შეეკითხა.-როგორ ხართ? -მადლობთ კარგად,ბ-ნო უჩა თუ დავასრულეთ მე დაგტოვებთ. -თავისუფალი ხარ დარინა.ქერამ დარინას გასვლისას თვალი გააყოლა და უჩას გაბუტულმა უთხრა. -არ მომწონს,ასეთი ახალგაზრდა მდივანი რომ გყავს. -შენ უმჯობესია ის მითხარი,ამ საღამოს რა გეგმები გაქვს.ქერამ მოიწყინა და უჩას შეხედა. -რა ხდება,კარგად ხარ? -დღეს მძიმე დღე მაქვს. -რატომ? -დედასთან ერთად ოჯახური კრება გვაქვს,მამას სიკვდილის შემდეგ პირველად უნდა ვისაუბროთ ანდერძზე და ქონებაზე რა თქმა უნდა,ვის რა გვეკუთნის. -გასაგებია,მართლა მძიმე საღამო იქნება,მაგრამ მე რომ შენთან მინდა და ძალიან მინდებხარ? -ერთი ღამე მოითმინე,დღეს თუ ასე ძალიან გინდებვარ,დარწმუნებული ვარ ხვალაც მოგინდები.უფროსის კაბინეტიდან გამოსულ დარინას ტელეფონის ხმა შემოესმა და გულაჩქარებულმა მიუსწრო. -გსმენთ. -დარო ლანა ვარ. -რა მოხდა ცეცხლი წაგეკიდათ თუ ვინმე მოგდევთ მოსაკლავად აქ ამ ტელეფონზე რომ მირეკავთ. -რა დღეში გაქვს გოგო ნერვები,არ გამოდიხარ ჯერ? -რა ხდება,შეგიძლია მითხრა? -დღეს თორნიკემ რესტორანში დაგვპატიჟა და სანამ გადაიფიქრებს უნდა დავჯავშნო მაგიდა. -რაშია საქმე,რა უხარია შენს ხელში ჯერ კიდევ ცოცხალი რომ არის თუ ხელფასი აიღო და არ იცის სად დახარჯოს? -ნუ გაქვს შენ მოწამლული ენა. -არ ეშინია,რომ გავაღარიბებთ დღეს? -მორჩი და 7 საათზე მზად იყავი. -7 საათზე მე სამსახურიდან გამოვდივარ. -უთხარი შენს სექსუალურ მაჩოს და ადრე გამოგიშვებს. -გოგო ჯერ ახლა მოვედი სამსახურში და ასე უცებ გამოშვება ვუთხრა? -მიდი,მიდი არ გეტყვის უარს.დამიჯერე,პირიქით ეჭვში ჩააგდებ. -ხოოო,ასე ფიქრობ?მაშინ ვეტყვი და თუ გამომიშვა მოგწერ. -გელოდები დარო.დარინამ დიდი მორიდებით შევიდა ლევანისთან და ლევანის გაუკვირდა. -რა მოხდა შვილო,რამე გითხრა უჩამ? -არა,არა ყველაფერი კარგადაა.ვიცი ეს ცუდია ახლახანს მოვედი,მაგრამ რაღაც უნდა გთხოვოთ ძია ლევან. -გისმენ,რამე გჭირდება? -არა,არა ასეთი არაფერი,მხოლოდ თუ შესაძლებელია ადრე რომ გამიშვათ. -სანამ იტყოდი რა გჭირდა,გული ლამის გამისკდა დარინა. -მე გიშვებ,უფროსს შეეკითხე და წადი. -უფროსს არ სცალია,ვერ შევალ მასთან. -რატომ,ვინმემ მოაკითხა? -კი,ვიღაც ქერა ელეონორაა. -აააა,უკვე სამსახურშიდაც დაუწყო მოკითხვა?ეს კი არ მომწონს.კარგი წამოდი მე დაველაპარაკები.ლევანი წამოდგა და დარინასთან ერთად შევიდა უჩას კაბინეტში. -რა მოხდა ლევან. -მარტო ხარ? -როგორც ხედავ,წავიდა ელეონორა. -ოჰ,ასე დაგწყდა გული დავიჯერო? -დღეს ვერ შევხვდები და ესაა გულდასაწყვეტი. -დავიჯერო,რომ უარი გითხრა შეხვედრაზე? -არა,მაგრამ დღეს ოჯახური კრება აქვთ ანდერძის და ქონების თაობაზე. -გასაგებია,იმედია მართალს ამბობს.მიხედე დარინას სათხოვარი აქვს შენთან.უჩამ დარინას შეხედა გაკვირვებულმა. -გისმენ,რამე გჭირდება? -არა,არა არაფერი არ მჭირდება.მხოლოდ,მინდოდა ადრე თუ გამიშვებთ დღეს,თუ არის შესაძლებლობა. -რატომ,რა ხდება.ხომ კარგად ხარ. -კი კარგად ვარ,მაგრამ მნიშვნელოვანი ვახშამი მაქვს. -ააა,გასაგებია.აბა შეყვარებული არ მყავსო?წარი ასწია უჩამ. -თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ბოს,მყავს თუ არ მყავს. -არანაირი,წადი თავისუფალი ხარ.ბრაზმორეულმა უთხრა და მაგიდაზე გაშლილ ქაღალდებს ჩააცქერდა.ლევანს უჩვეულოდ მოეჩვენა უჩას ქცევა და ორივეს შეუმჩნევლად წარბი ასწია მაღლა.დარინამ ღიმილით მოუხადა მადლობა ორივეს და კომპანიიდან მხიარულ ხასიათზე გავიდა. -ლანა არ დაიჯერებ და თავისუფალი ვარ. -გაგანთავისუფლა?რაო,როგორ ხასიათზე იყო. -რაღაც სიბრაზე შევატყვე ხმაში,თითქოს გაბრაზდა რომ ვუთხარი ვახშამზე მივდივართქო. -აი,აი,აიიი,ხომ გითხარიიი.აკისკისდა ლანა. -კარგი მომწერე სად იქნებით და მე მოვალ ელზა თუ იქნა სახლში წამოვიყვან მასაც. -კარგი მისამართს მოგწერ,ძალიან გამახარე დარო.სახლში მივიდა,ელზა არ დახვდა და მაცივარზე წერილი დაუტოვა.მომზადებისთვის დიდი დრო არ დაუთმია,ძალიან სადად გამოეწყო და 7 საათისთვის დათქმულ ადგილზე მივიდა,სადაც ლანა მეუღლით და ქეთი ელოდებოდა. -აი მეც მოვედიიი,როგორ ხართ.თოკო რა ხდება,კარგად ხარ ძმაო ლან ას ხელში? -კარგად ვარ,რატომ მეკითხები.შენც მიხვდი რომ მიჭირს და გაძლებაზე ვარ დარო.ორივემ გულიანად გაიცინა რამაც ლანა ძალიან გააბრაზა. -ეს რას მოვესწარი,რა გამორჩეული დღე გვაქვს ქეთი.ვხედავ,დღეს ჩვენს ხელშია რესტორნის დალაშქვრა.იცინოდა დარინა. -მომისმინე შენ გიქრის თავში ხანდახან და იმედია არ აგივარდება თავში დღევანდელი საღამო,ამ ერთხელ გამოგიყვანეთ გარეთ და ჭკუიდან ნუ გადამიყვანთ,თორემ ვდგები და მივდივარ,გტოვებთ მარტოებს. -ეეე,მეც აქ დამტოვებ? -შენ ვერ შეგელევი ჩემო ტვინის მჭამელო.გაეცინა თორნიკეს და შემდეგ ისევ დარინას მიუბრუნდა.-როგორ ხარ,როგორ მოეწყვე ახალ სამსახურში. -უმჯობესია არ მკითხო ძმაო. -რა მოხდა,თუ არ მოგწონს შეეშვი და სხვას იშოვი. -სამსახური კარგია,ხელფასიც კარგია და .............. -უფროსიც კარგი მაჩო ყავს.დაასრულა ლანამ. -შენ რა იცი მისი უფროსი. -ვიცი,თავად მითხრა. -გოგო,უფროსი შეგიყვარდა? -თოკო აკრძალულია მისი შეყვარება,მკაცრი გაფრთხილებაა თავიდანვე.შორიდან ვუყურებ და ვპასუხობ სატელეფონო ზარებს,მისით დაინტერესებულ ქალებს ვიგერიებ ოსტატურად. -თოკო ერთი შეკითხვა მაქვს.უთხრა ქეთიმ. -ქეთი გისმენ,მაგრამ სერიოზულად,ხომ ხედავთ რამდენი ხალხია ნუ აუშვებთ აფრებს დღეს. -არა,მართლა სერიოზულად გეკითხები.შენ როგორც მამაკაცი და გყავს მაგალითად უამრავი საყვარელი. -რამდენი მაინც.გაეცინა თოკოს და ლანას გადახედა ცალი თვალით. -რა რამდენი ერთი არ გყოფნის?აიფოფრა ლანა. -მოიცადე,ნუ ყვირიხარ ხომ გესმის სერიოზული კითხვა დამისვა. -დაიცა გოგო შენ.შეუბღვირა ქეთიმ ლანას და ისევ თოკოს მიუბრუნდა. -დარინას რომ არ თვლიდე შენს მეგობრად და დად,როგორც ქალს შეხედავდი შენი მდივანი რომ იყოს?გულახდილად თქვი თოკო. -არ ვიცი,არ ვიცი მართლა რა გითხრა,მაგრამ მე როგორც თორნიკე და გიცნობთ რამოდენიმე წელია ვერც დავითვლი წლებს ჩვენი ნაცნობობისა,არასოდეს არ ვიფიქრებ მაგ საკითხზე,მაგრამ სხვა თვალით რომ შევხედო,შესაძლებელია კი,გვერდს ნამდვილად არ აუვლიდი. -აი გესმის?მეც ასე ვფიქრობდი.თქვა ქეთიმ გამარჯვებულის სახით. -ვაიმეეეეე.აღმოხდა უეცრად დარინას. -რა ხდება,ვინ დაინახე. -გამოვიჭირე,ელეონორა არის უკან მაგიდასთან. -ესაა შენი უფროსი?გაუკვირდა ქეთის. -არა,სხვასთან ერთადაა. -რააა?ამასთანაც არის და შენს უფროსთან? -აი ესაა ქალი.თქვა ლანამ გაოცებულმა. -რა თქვი?შენ ეს რასაც შეხედე ნორმალურად თვლი? -არა,რა თქმა უნდა,მაგრამ როგრც მივხვდი,მაგარ გამორჩენაშია ერთთანაც და მეორესთანაც. -ამას ხვალ გაარკვევს თავად უროსთან.თქვა დარინამ და კმაყოფილებით სავსემ შეუდგა ჭამას. -თოკოოო,სიბერემდე გეყვარები?თოკომ შეხედა ლანას და სიყვარულით სავსემ უთხრა. -ჩემი ტკბილი და ჩემი შოკოლადი.ათასი დარინა და ათასი ქეთი რომ დადგეს ჩემს წინ,შენს თავს მე ვერცერთი ვერ გადამავიწყებს.გახსოვდეს,იქამდე მეყვარები სანამ ჩემს გარშემო იარსებებს ეს სამყარო.სანამ შენი სუნთქვა გამაღვიძებს დილით,რომელიც მე მაცოცხლებს. -მიყვარხარ და ჩემი სიცოცხლის იქითაც მეყვარები მე შენ. -გამოიხედე აქეთ ჩვენი ძმა. -არ მცალია თქვენთვის,ჩემს მეუღლეს ვეფერები. -ეეეე მოფერება აქ არა,სახლში,თქვენს მყუდრო სავანეში.ახლა ის ამიხსენი,რა შუაში იყო აქ დარინა და ქეთი.თოკოს გაეცინა და გოგოებს ღიმილით მიუბრუნდა. -გაბრაზდით?ეს ისე მაგალითისთვის ვთქვი სულელებო.დარინამ და ქეთიმ ვითომ გაბრაზებულებმა შეხედეს თოკოს და შემდეგ ოთხივენ გულიანად იცინა.კარგად გაერთო და სახლშიდაც კარგ ხასიათზე დაბრუნდა,დილით კი ღიღინით ადგა ელზა არც ახლა იყო სახლში და ცოტა გაუკვირდა კიდეც,ტელეფონზე გადარეკა და ელზამ პირველ ზარზევე უპასუხა. -სად ხარ,რატომ არ მოხვედი ელზა. -რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვები. -კარგი,საღამოს ყველაფერს მეტყვი.გაუთიშა და ისეთი კარგ ხასიათზე იყო სახლიდანაც ღიღინით გავიდა და ასევე ღიღინით შევიდა კომპანიაში. -ვხედავ დღეს შესანიშნავ ხასიათზე ხარ,გუშინდელი ვახშამი ალბად სასიამოვნო მეწყვილესთან ერთად გაატარე.ღიღინით მიმავალს უჩა წამოეწია და ცინიკურად აათვალიერა დარინა.დარინამ კი შეხედა და ღიმილით უთხრა. -ვერ დავმალავ სიხარულს და კმაყოფილებას,ძალიან კარგი საღამო მქონდა. -გეტყობა,მთელი გზა ღიღინით მოდიხარ და ვერც ვერავის ამჩნევ გვერდით თუ გიდგას. -დილიდანვე ნუ მომიშხანავ ბოს ხასიათს,ისე მე სადაც ვიყავი,იმ რესტორანში თქვენი ქერაც ვახშმობდა გემრიელ პარტნიორთან ერთად. -ვინ?ელეონორა?არა,ეს შეუძლებელია. -ბოს,ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და სათვალე აქამდე არ დამჭირვებია,რომ ვერ ვიცნო რაღაც ორ მეტრში მყოფ მაგიდასთან მჯდომი ადამიანი,რომელიც გუშინ ვნახე აქ თქვენს კაბინეტში. -მართლა დარწმუნებული ხარ,რომ ელეონორა იყო? -სავსებით,როგორც ახლა იმაში,რომ ჩემს წინ ძალიან გაბრაზებული ჩემი ბოსი დგას. -ააააა,გამახსენდა.ვიცი,ვიცი ვინც იყო,მისი ნათესავია და ალბად ერთად გავიდნენ სავახშმოდ. -რაღაც არ გავდა ნათესაურ შეხვედრას მათი შეხვედრა ბოს. -არ მაინტერესებს,მე ვენდობი ელეონორას და შენ რაც გინდა ის იფიქრე.გაეცალა დარინას და გაბრაზებულმა შევიდა თავის კაბინეტში,შემდეგ კი ტელეფონზე დარეკა. -დილა მშვიდობის ელეონორა. -უჩა?არ ველოდი შენს ზარს ასე ადრიანად,რამ შეგაწუხა.მაგრამ მგონი მივხვდი,რომ ვერ ითმენ და უნდა მოვიდე ჩვენს ადგილზე. -ნუ შეწუხდები,ნუ გაიფუჭებ დღეს და გააგრძელე წუხანდელი სიამოვნება.დღევანდელი შეხვედრა გაუქმებულია,შეხვედრა აღარ შედგება. -რატომ,რა მოხდა.რა გემართება,კარგად ხარ? -მე კარგად ვარ,შენ კი ვერ უნდა იყო კარგად,რადგან წუხანდელი ღამე ძალიან დამღლელი აღმოჩნდა შენთვის. -უმჯობესია თუ პირდაპირ მეტყვი,რისი თქმაც გინდა. -იმედია იმდენი აზრი გაქვს,თავად უნდა მიხვდე თუ რისი თქმა მინდა ელეონორა.უთხრა და ტელეფონი გაუთიშა,რამდენიმე წუთში კი თვალებგაფართოვებული და საოცრად ანერვიულებულმა ელეონორამ შეაღო უჩას კაბინეტის კარი და პირდაპირ ყვირილით დაიწყო. -შეგიძლია ამიხსნა რას ნიშნავს შენი ეს საუბარი,ან რა ბზიკმა გიკბინა?უჩა ფეხზე წამოდგა და ელეონორას წინ დადგა,უცქირა და ძალიან მშვიდი ხმით უთხრა. -როცა ურთიერთობა დავიწყეთ თავში გაგაბრთხილე,დროებით თუ სამუდამოდ თუ ერთად ვიქნებით,იქნები მხოლოდ ჩემთანთქო,გახსოვს? -მახსოვს და მახსოვს ძალიან კარგად.მაგრამ თუ ის გინდა,რომ ქალმა შენს გვერდით იყოს და ქალად იგრძნოს თავი,მასთან უნდა იყო ყოველდღიურად. -რაო,დაქორწინებას მთხოვ ელეონორა? -დაუქორწინებლადაც ცხოვრობენ წყვილები. -და ჩვენ წყვილი ვართ?ჩვენ წყვილი არ ვართ და ნუ გავიწყდება,რომ ჩვენ ორი მხოლოდ იმიტომ ვართ ერთმანეთთან,რომ ერთმანეთს დავეხმაროთ გრძნობების ჩაცხრომაში. -და გამოდის,შენ როცა მოგინდება მეც ფეხებგაშლილი უნდა დაგხვდე? -თუ მოთმინება არ შეგიძლია და თავს ვერ ერევი,კარი იქით არის,გადი და გაიხურე. -დარწმუნებული ხარ?თვალები დააკვესა ელეონორამ. -სავსებით,რადგან გუშინ ტყუილი მითხარი და საღამოს კი რესტორანში იყავი სხვასთან ერთად.დაგინახეს,ტყუილად ნუ ეცდები და ნუ გაიგიჟებ თავს. -შენმა მდივანმა დამინახა და ენაც მოგიტანა. -ისე ურცხვად მიყურებ,არც უარყოფ.მიხვდი კიდეც ვინ მითხრა,არც დაფიქრებულხარ.გაეცინა უჩას. -არა,არ ვუარყოფ,რადგან მეც მომწყინდა შენთან ერთად ცხოვრება და ვფიქრობ დროა ჩემი ცხოვრება შევცვალო.უჩამ კარი გააღო და მტკიცედ უთხრა. -არავინი გაკავებს.მიბრძანდით,ჩემი კაბინეტიდანაც და ჩემი ცხოვრებიდანაც. -განანებ დღევანდელ დღეს.უთხრა გაბრაზებულმა და კაბინეტიდან გავიდა,მაგრამ ისე არ წასულა თავისი მრისხანება დარინაზედაც არ გადმოენთხია.დარინას კაბინეტში შეუვარდა,წინ დაუდგა თვალებგაფართოვებული და გამყინავი ხმით უთხრა. -ყოჩაღ,მოსვლისთანავე მიახარე უჩას წუხანდელი ამბები.რაო წაგახალისა კიდეც,თუ დაგპირდა ჩემს ადგილზე შენ დაგაყენებდა. -როგორ ცდები საბრალო ელეონორა.მე იმ სტატუსით არასოდეს არ დავდგები უჩას გვერდით,რა სტატუსიც შენ გქონდა.მეორე კი უნდა შეგახსენო,რომ მე იმისათვის მიხდიან აქ ხელფასს,რომ ჩემი უფროსი დავიცვა უთავმოყვარეო ქალებისაგან.უნდა ვაღიარო,რომ პირველი შენ მოხვდი ამ სიაში. -ორივე,ორივე ინანებთ ჩემს ასე დამცირებას. -შენს თავს შენ თავად იმცირებ,მეცოდები.ახლა კი წადი,არ არის საჭირო ამდენი დრამატიზმი,დარწმუნებული ვარ უკეთესს მოძებნი შენ ხომ დასპეცებული ხარ უკვე ფულიანი მამაკაცების დათრევაში.ლევანი და პაატა იდგა კარებთან და სიტყვა-სიტყვით გაიგონეს დარინას სიტყვები,რამაც სიამაყე მოჰგვარა ორივეს.ელეონორამ კი კარი გააღო და გიჟივით გავარდა გარეთ.სულ ცოტა ხანში კი უჩა შევარდა დარინასთან. -გაფრთხილებ,შემდეგში მე რომ ქალი მომეწონება............... -ეს როგორ გავიგო მე,თქვენ ვინ მოგეწონებათ. -გაიგებ,თავად გეტყვი როცა დრო მოვა.ასე რომ,არ მეტყვი არაფერს თუნდაც ვინმესთან ერთად საწოლშიდაც რომ დაინახო.ეს არაა შენი საქმე,შენ მხოლოდ ზარებს უპასუხე.გასაგებია? -გასაგებია.უჩა გავარდა კაბინეტიდან გაბრაზებული და გაოცებული ლევანი იდგა თვალცრემლიანი დარინას წინ. -რა მოხდა შვილო.მე გავიგონე იმ ალქაჟს რაც უთხარი,მაგრამ ვერ გამიგია ეს ასე რამ გააბრაზა. -ყველაფერი გამიგია ძია ლევან მაგრამ,ადამიანს მოსწონდეს ის,თუ როგორ ატყუილებენ ეს პირველად გავიგე.მოუყვა ლევანს რაც მოხდა და ლევანმა კი გაოცებისგან გაშალა ხელები. -ღმერთო როდის დაბრუნდება მამამისი,რომ შეხედოს მისი შვილი რა დღეშია.წადი შვილო სახლში,დაისვენე და ორშაბათს მოდი. -მადლობა ძია ლევან.არც შესულა უჩასთან ადგა და წავიდა სახლში და დაქალებს შეხვდა,უჩამ კი გაბრაზებულზე მორიგ ნაშას დაურეკა და სასტუმროში წაიყვანა.თვალებიდან არ ამოდიოდა დარინას სახე,საწოლში იწვა გვერდით ქერა ჰყავდა და ის დარინაზე ფიქრობდა.ადგა საწოლიდან,ორმაგი ვისკი დაისხა და იქვე დაჯდა,ქერამ ადგა თავზე დაადგა უჩას და უთხრა. -რისთვის მომიყვანე აქ შენს საყურებლად?წამოდგა,ფული გადაუხადა და უთხრა. -დაიძინე,არავარ დღეს ხასიათზე. -მაშინ წავალ. -როგორც გინდა.ქერა წავიდა და უჩას მთელი ღამე თეთრად დაათენდა ფიქრებში.ფიქრებს დაყრდნობილი,დიადი წამი იდგა მის წინ,რომელმაც გამოაფხიზლა,ვერ ხვდებოდა ბედნიერი რომ არის,მთელი არსებით რომ გრძნობს ბედნიერებას,მაგრამ ეშინია გამხელის.ვერ ვიჯერებ,რომ თავიდან ბოლომდე ჩემს წინ დგეხარ.რაღაც უხილავი სხივით მოვდივარ შენსკენ.ვერ ვიჯერებ,რომ მიპყრობ ნელ-ნელა.თან მიკვირს როგორ შემიპყრო ასე შენმა სურვილმა,როცა შენთვის თითიც კი არ დამიკარებია.გუშინ რა შეშინებული მიყურებდი,ახლა რომ დავფიქრდი იმ თვალებში მხიარული სხივის რომ ვხედავ ყოველთვის,რაღაცნაირად მაბედნიერებს.არა,არ მინდა თავს გამოვუტყდე,მაგრამ დარინა შენს გარეშე ვფიქრობ დედამიწაზე მარტოობის შემეშინდება.სანამ დროა თავს უნდა მოვერიო,არ უნდა შემეტყოს არაფერი.უჩა სარკის წინ იდგა და თავის თავს გამოუტყდა დარინაზე გულგრილი რომ არ იყო.ადგა,სასტუმრო დატოვა და პირდაპირ კომპანიაში წავიდა.შორიდან შეამჩნია პაატამ უჩას უძილარი და დაღლილი თვალები. -არაფერი არ თქვა,ძალიან ცუდად ვარ.წესით არ უნდა მოვსულიყავი. -რატომ მოდი,დღესაც გინდა შეაშინო თუ გინდა მისი სახის რეაქცია დაიმახსოვრო,რომ მოყვები, თუ როგორ გაატარე ღამე წუხელ.იცი გუშინ შენს გამო იმ ალქაჯს რა სიტყვები უთხრა?შენ რა გააკეთე,გალანძღე და უფრო მტკივნეული ის არის,შეაშინე კიდეც. -პაატა ძალიან დაღლილი ვარ. -რატომ,გაბრაზებულმა ქალებზე იყარე ჯავრი? -არა,ქერა დავითრიე წუხელ,მაგრამ ისე გავუშვი ხელიც არ დამიკარებია. -არ მითხრა,რომ სინდისმა შეგაწუხა. -მაგარ ქალი იყო,მაგრამ სულ დარინას სახე მედგა თვალწინ და მისი ცრემლიანი თვალები.ხო,მართლა დაგინახე წასვლამდე ერთ წითურთან რომ იყავი. -მოგეწონა?ძალიან კარგი გოგოა ელზა. -სერიოზულად მოგწონს? -საქმე გააკეთეთ რამე არაფლის მაქნისები არ ხართ. -ლევან ძალიან გთხოვ,დღეს არ დამელაპარაკო საქმეზე. -აღარ შემიძლია თქვენი აღარც ყურება და აღარც მოსმენა. -გუშინ დარინას უხეშად ველაპარაკე,დაუძახე რა ლევან შემოვიდეს. -ტელეფონი მანდ გიდევს და თავად დაუძახე.უჩამ ტელეფონს დაწვდა და გაუჭირდა,მაგრამ ხმა დაიმორჩილა და დარინას დაუძახა.მალე შემოვიდა ისიც და თავისი წყნარი ხმით შეეკითხა უფროს. -გისმენთ,მეძახდით? -როგორ ხარ,ჩემო გოგო.როგორც ყოველთვის თბილად მიესალმა დარინას ლევანი და გაუღიმა. -გმადლობთ,კარგად ვარ ძია ლევან. -დარინა გუშინ ცოტა ზედმეტი მომივიდა,უხეშად გელაპარაკე. -ცოტა?თუ დაფიქრდები თავად მიხვდებით,რომ ცოტაზე მეტი იყო თქვენი უხეშობა. -გითხარი თავიდან,ადვილი საქმე არ გექნებათქო. -არა უშავს,ძია ლევან უკვე მივეჩვიე რომ ჩემი უფროსი ძნელად აღსაზრდელია. -რაო,რაო?მკაცრად შეხედა უჩამ დარინას. -არაფერი,იმის თქმა მინდა,რომ ვაღიარებ რთულია გაუმკლავდე ამდენ ქალებს და მეც ვცდილობ ძალიან დავიცვა ჩემი უთქმელი და წყნარი უფროსი ამ სექსუალირი ქალებისაგან. -ახლა შენ ხომ არ მოგდის თავად ზედმეტი. -არა,მე გაფრთხილება მინდოდა და არ გინდა?ამიტომ ქვაც გიხლია თავში. -გაჩუმდები თუ გაგაჩუმო ჩემით. -საინტერესოა როგორ აპირებ ჩემს გაჩუმებას. -მე გავედი აქედან,რადგან არ მინდა დავესწრო ამ უაზრო კამათს. -წადი,წადი ლევან და ის კომპანია გადაამოწმე.მე ვიცი,რომ კარგი იქნება მათთან თანამშრომლობა,კარგი სახელის კომპანიაა. -კარგი,მეც მომწონს შენი არჩევანი.მივდივარ და არ დაწყვიტოთ ერთმანეთი.ლევანი გაჩუმდა და უჩამ დარინას შეხედა. -მაშ ასე,ესე იგი მე ძნელად აღსაზრდელი ვარ? -გაქვს ძალიან ბევრი მინუსები. -დაჯექი და მითხარი. -რა გითხრა,თავად არ იცით? -მაინც რა არ მოგწონს,შენ მითხარი რა უნდა შეიცვალოს ჩემში. -პირველ რიგში ხასიათი. -ხოოოო?უჩას გაეღიმა. -მე რაც გავაკეთე,ეს თქვენი დაცვის მიზნით გავაკეთე. -იცი?უცებ ძალიან გავბრაზდი,მაგრამ ახლა მადლობა მინდა მოგიხადო. -ნუთუუუ?გაუკვირდა დარინას.პირი დააღო რაღაც უნდოდა ეთქვა,მაგრამ გადაიფიქრა.უჩამ შეასწრო თვალი და უთხრა. -თქვი,თქვი რისი თქმა გინდა. -ვთქვა?უჩამ თავი დაუქნია.-მართლა ვთქვა?ისევ დაუქნია თავი,რადგან პირის გახსნა და გულიანი ახარხარება ერთი იქნებოდა,რადგან ხალისობდა დარინას გაოცებულ სახეს რომ უცქერდა.დარინამ მიაჩერდა და უცებ მიაყარა. -სუფთა მექალთანე ხარ.უჩამ ვეღარ შეიკავა თავი და მისი ხარხარის ხმა ლევანმაც კი გაიგონა კაბინეტში და თავადაც სიცილით გააქნია თავი.უჩამ დარინას სიყვარულით სავსე თვალებით უცქირა და შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო და კომპიუტერი ჩართო,დარინას გახედა ეშმაკურად და უთხრა. -ახლოს მოდი ვიღაც უნდა გაჩვენო.დარინა ახლოს მივიდა უჩასთან და დაკვირვებით დააკვირდა კომპიუტერის ეკრანს. -მოგწონს?მელანო ჰქვია და ვფიქრობ რომ ამჯერად გამიმართლა,ძალიან კარგი გოგოა. -მიხარია ამჯერად რომ გაგიმართლა,ეტყობა რომ ოჯახის გოგოა.ქალი ლეგენდაა პირდაპირ,სად მუშაობს ან საერთოდ არ მუშაობს და თქვენს ხარჯზე უნდა იცხოვროს. -დარინა მე სერიოზულად გელაპარაკები.იცი რითინ მომეწონა?მართლა ოჯახის გოგოა,მუშაობს და არავის არ ხვდება. -მოსამსახურე,არავის არ ხვდება. -ხო,არავის არ ხვდება. -ეტყობა კი,ერთი შეხედვით ეტყობა, რომ სახლი და სამსახური ან სამსახური და სახლის გზის მეტი არაფერი არ იცის. -რა გემართება და ჩაიხვიე,რამე გაქვს სათქმელი? -არა,არაფერი ჯერ-ჯერობით.ოჯახის გოგოა კარგია.დარინას რა მოასვენებდა,რომ არ გაეგო ვინ იყო მელანო და შეუდგა ძებნას,ზუსტად ერთ კვირაში დაადგინა ვინც იყო მელანო.ფოტო-მოდელი,რომელიც იღებდა შიშველ ფოტოებს,მაგრამ არაფერი არ თქვა,ხომ აუკრძალა არაფერი არ თქვაო,ჰოდა ჩუმადაც არის.მხოლოდ ერთ დილას,მისვლისთანავე დაიბარა უფროსმა. -დარინა ახლავეს ჩემს კაბინეტში. -მოვდივარ,მოვდივარ.ღმერთო ჩემო რა ეტაკა,რამ გადარია ეს კაცი ამ უთენია.შევიდა უჩასთან და კაბინეტი თითქმის გადმონგრეული,დასამტვრევი-დამტვრეული,ქაღალდები ძირს მოფენილი.ერთი თვალის მოვლებით გადაავლო ამ ყველაფერს თვალი და მიხვდა ამ ოთახში ქარიშხალი ამოვარდნილიყო რამდენიმე წუთის წინ,ამიტომ ჩუმი ხმით მიესალმა იქ მყოფთ. -დილა მშვიდობის,როგორ ხართ. -როგორ უნდა ვიყო ამ გადარეულის ხელში.თქვა ლევანიმ და უჩამ დარინას გახედა და დაუღრიალა. -რამდენჯერ გითხარი,როცა ქალთან ვარ ის ქალი არ უნდა იყოს სხვასთანთქო.დარინამ გაკვირვებულმა შეხედა უჩას და უთხრა. -მე რატომ მიყვირი,ერთად ვართ და მე გავიწიე სხვისკენ? -დარინა გითხარი თუ არა. -კი მითხარი,მაგრამ მე რა შუაში ვარ აქ. -ეს ვინ არის იცნობ? -ჩემზე კარგად თქვენ იცნობთ. -დარინა არ მეთამაშება და შეეცადე ნუ ითამაშებ დღეს ჩემს ნერვებზე.იცოდი,შენ იცოდი ვინც იყო. -თავიდან არ ვიცოდი,მაგრამ მერე გავიგე. -რატომ არ მითხარი არაფერი. -ახლა მოიცადე,რატომ ყვირიხარ გგონია მაგ ყვირილით რამეს აკეთებ?როცა თვალები აგიხილე,ლამის მიმახრჩვე და ახლა მსაყვედურობ რატომ არ გითხარი სიმართლე?ხომ გაიგე უჩემოდაც ყველაფერი,ჩემი რა ბრალია.თავად არ გინდა თავიდან სიმართლის გაგება,დაავლებ ამ ქალებს ხელს და შენი სიამოვნების დასაკმაყოფილებლად ყველ სახლში მიგყავს,მე რაში მადანაშაულებ შენ ვერ არჩევ კარგს და ცუდს,და ყოველთვის შეცდომაში შედიხარ,ეს იმიტომ რომ არ გინდა სხვას დაუჯერო,რადგან ყოვლის მცოდნე გგონია შენი თავი.რა გგონია ქალს თუ დიდი მკერდი და დიდი ტრა...ი აქვს ყველა უნიკალურია? -დარინა როგორ მელაპარაკები,ეს ერთი თვე მიყურებდი,რომ მე უჩა თურმანიძე კლოუნის და მარიონეტის როლში ვიყავი? -დარწმუნებული ვარ,ხვალ იგივე შეცდომას დაუშვებ.უთხრა დარინამ მშვიდად.ლევანის მოეშალა ნერვები და უჩას შეუყვირა. -რა გაყვირებს,გაგაფრთხილა მაგრამ აუკრძალე არაფერი არ ეთქვა. -შენ გაჩუმდი ლევან. -ამიერიდან ყველაფერ მეუბნები. -რა აზრი აქვს,მაინც არ დაიჯერებ. მხრები აიჩეჩა დარინამ და როგორ მოწონდა ლევანის დარინას აგდებული საუბარი როგორც ელაპარაკებოდა უჩას. -გაიგონე,ამიერიდან ყველაფერს მეუბნები. -უარვყავით პირველი ნათქვამი? -უარვყავი,წადი ახლა.დარინა გავიდა კაბინეტიდან და ტელეფონმაც დარეკა. -გისმენთ,ვინ გნებავთ?ბ-ნი თურმანიძე?ვწუხვარ,რომ ამ წუთებში დაკავებულია და თქვენთვის არ სცალია.გაბრაზებულმა გაუთიშა ტელეფონი და მთელი ძალით დაარტყა ხელი მაგიდაზე.უჩამ მიხვდა,რომ დარინა სრულიად მართალი იყო მის წინაშე და დამნაშავედ გრძნობდა თავს.დარინამ ის ღამე ტირილში გაათენა,მისი ცრემლი ჯერ არავის არ ენახა,ამიტომ უკეთესი იყო ეს ცრემლი შეუმჩნეველი დარჩენილიყო ყველასგან.დილით გაბრუებული ადგა,თვალებ დაწითლებული და დასიებული.სამზარეულოში ელზა საუზმეს ამზადებდა და მთელი ჯავრი მასზე ამოანთხია. -სად ბრძანდებოდით მთელი ღამე? -ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან გთხოვ ნუ ჩამამწარებ. -მე არ გამწარებ არაფერს,უბრალოდ როცა ასე წასვლას დააპირებ,გთხოვ გამაფრთხილო.სხვა შენ იცი შენი საქმე რასაც აკეთებ,მე არ გიშლი არაფერში ხელს,მაგრამ კარგად დაუკვირდი და სანამ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამ,კარგად გაიცანი,რომ ორ თვეში უკან გამოქცევა არ მოგინდეს. -დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება. -კარგი,მე მოვემზადები და უნდა წავიდე.მოემზადა და უკვე კარებთან იყო,უნდა გასულიყო,რომ კარზე ზარი იყო და დაუფიქრებლად გააღო,მაგრამ გაოცებული დარჩა,კარებში უცხო მამაკაცი იდგა ლამაზი თაიგულით ხელში. -გისმენთ,ვინმეს ეძებთ? -თაიგული ბ-ონ თურმანიძესგან,ეს კი მანქანის გასაღები.ამიერიდან კომპანიის მანქანით ივლით სამსახურში. -იქნებ ეს შეცდომაა,სხვაგან გაგიშვათ და შეგეშალათ მისამართი. -არა,სწორ მისამართზე მოვედი.უცნობი წავიდა და დარინა გაშტერებული იდგა ღია-კარში.აზრზე მოსვლისას კი ბარათი ნახა ყვავილებში და ხელის კანკალით გახსნა.ჩუმად კი ჩაიჩურჩულა. -არა,ეს ცხადია,არ არის სიზმარი. -მაპატიე,გუშინ სიმშვიდე დავკარგე და ჯავრი შენზე ვიყარე.შენ ხარ ერთადერთი ადამიანი,რომელიც ზრუნავს ჩემზე.იმედია ჩემზე ზრუნვა არ მოგწყინდება და მუდამ დამიცავ არასასიამოვნო პირებისგან,რაც ასე ძალიან მომწონს და მსიამოვნებს. შენი ბოსი ,,უჩა თურმანიძე''. როგორ მომნატრებია აქაურობა,დავბრუნდიიი.იმედია გაგახალისებთ ამჯერად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.