შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდრების თამაში 6თავი


19-10-2016, 21:23
ავტორი zia-maria
ნანახია 2 860

---დარინა. - დარინამ მიიხედა გვერდით და მისგან, ცოტა მოშორებით გაღიმებული თორნიკე იდგა.- საღამო მშვიდობის დარინა. ბარში ვიყავი, ვიფიქრე ცოტას განვიტვირთებითქო და იქ შენს სიმღერას მოვუსმინე. არაჩვეულებრივი ხმა გაქვს და ბრწყინვალედ მღერი.
---თორნიკე? დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის.
---უარს არ მივიღებ, სახლამდე მიგაცილებ. უთხრა მორიდებით თორნიკემ.
---არა მადლობა, მე თავად წავალ. თქვენი შეწუხება არ არის საჭირო.
---ღმერთო რა უკარება ხარ დარინა. გაბრაზდა თორნიკე.
---არავარ უკარება, თორნიკე ცხოვრებამ გამხადა ასეთი. დღე ბანკში ვმუშაობ, ბანკში სადაც ვერ ვიტან ჩემს სამუშაოს და ღამით აქ ვმღერი. ვეხმარები დედას ეკონომიურად, მან არ იცის ბარში თუ ვმღერი, არ მინდა ინერვიულოს და ჩემით გული ეტკინოს.
---შენ დიდი მომავალი გაქვს წინ და წარმატებული. ყველაფერი გამოგივა, მე გპირდები, რომ შენს გვერდით ვიქნები. შემდეგ შეხედა და შეეკითხა. დარინა რამდენი თვეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
---არ ვიცი, ალბად 5-თი თუ 6 თვეა. შემდეგ დაფიქრდა და დარწმუნებით თქვა. ხო ასეა, რატომ მეკითხები?
---რომ გითხრა, პირველი დანახვისთანავე შენზე ვფიქრობთქო დამიჯერებ? -დარინამ ღიმილით გახედა და მის თვალებში, ბედნიერების სხივი დაიჭირა თორნიკემ რამაც, ძალიან გაახარა და სითამამე შეჰმატა.ამიტომ გაბედა და წელში ხელი შეუცურა და ჩუმი, ვნება მორეული ხმით ყურში ჩასჩურჩულა. დარინა მჭირდები.
---რამდენი ხნით? ასეთივე ვნებიანი ხმით უპასუხა დარინამ.
---ჩემი სიცოცხლის ბოლო დღემდე.
---ხოდა, მე სიყვარულით მიგიყვან მაგ დღემდე. თორნიკემ გულში ჩაიხუტა დარინა და ყელში აკოცა. მაგრად მოხვია მისი ძლიერი ხელები და არ უნდოდა გაეშვა.
---ისე შევეჩვიე შენზე ფიქრებს, ძალიან მენატრები დარინა. თითქოს ჩემი იყო და უფლება მქონდეს შენი მონატრების. იმედია დღეიდან შეიცვლება ყველაფერი, შენს თვალებში დავინახე ის დიდი ნაპერწკალი რომელიც დიდ სიყვარულს და სურვილს ასხივებს. უნდა გითხრა რომ ეს სიყვარულის ნაპერწკალი ჩემშიდაცაა, ისე როგორც სურვილი და ვნება და ამ ყველაფერთან ერთად შენი წითელი ტუჩები მიწვევს, მიზიდავს და არ შემიძლია დავაიგნორო. დარინა წამები საუკუნედ მეჩვენება და ეფექტი მემატება.დაიხარა ნელა ნელა და ნაზად დაუკოცნა გემრიელი ბაგე დარინას და ორივე რომანტიულ ქარცეცხლში გაეხვია. ერთმანეთის სურვილი მონებაზე ძლიერი აღმოჩნდა და ორივემ სრულყოფილებისაკენ გასწია. იქამდე კოცნეს ერთმანეთი, სანამ ჟანგბადის უკმარისობა არ ამოეწურათ. ნელა-ნელა მოშორდნენ ერთმანეთს, ორი ლავას მსგავსად, ადუღებული სხეული.გულის ჩქარი მოძრაობით ტელეფონის ნომრები გაცვალეს და ერთმანეთს დაშორდნენ.
დარინამ გაბადრულმა შეაღო სახლის კარები, ღიმილით გადაივლო წყალი და ისე შეწვა საწოლში, მის ბაგეს ღიმილი არ მოშორებია. უკვე თვალები ეხუჭებოდა და ძილის ქვეყანაში გადადიოდა მისი გონება სამოგზაუროდ, რომ მის ტელეფონზე ესემესის მელოდიამ გაიჟღერა. ცალი თვალ მოჭუტულმა დახედა ნომერს და ისევ გაიბადრა, ღიმილით ჩაიკითხა შეტყობინება.
,,ჩუუუუ, მე არ გაღვიძებ,ზარი გაღვიძებს...რადგან გაიღვიძე,კარგად წაიკითხე; მაგრად მენატრები და ახლა დაიძინე.“ გაეღიმა და პასუხი მიწერა.-
--უკვე გამაღვიძე და დამიფრთხე ძილი.
---მაპატიე საყვარელო.წასვლისას დიდხანს გიყურებდი, როგორ მშორდებოდი და არ მინდოდა გამეშვი. მინდოდა ჩემს გვერდით მყოლოდი და მთელი ცხოვრება ვუყურო შენს შავ თვალებს.
---შენ იქ ხარ მოსული, სადაც მუდამ ნამდვილი და წრფელი გულით გელიან თორნიკე.
---დღევანდელმა დღემ, შენი მონატრების გრძნობა უფრო გამიღვივა. მინდა ბოლომდე ასე მენატრებოდე, გვერდით მყავდე, მაგრამ შენით ვერ ვივსებოდე. ხომ იქნები ჩემთან სიცოცხლის ბოლომდე დარინა.
---ჩვენი ერთად ყოფნა თორნიკე ღმერთმა ინება და დაშორებაც ღმერთის ნებაა.
---დაიძინე საყვარელო. ტკბილი ძილი, ხვალ გნახავ.
---ტკბილი ძილი თორნიკე ხვალამდე.დაუბრუნა დარინამ პასუხი და გაღიმებულს ჩაეძინა.
წინა დღით მიღებული სიამოვნება ,დილას გაცისკროვნებული სახით იხატებოდა. ისაუზმა დედის თბილი და ტკბილი ხელით მომზადებული საუზმე და ღიმილით დატოვა სახლი. როგორც ყოველთვის, დღესაც დააგვიანდა საცობის გამო და ჩქარი ნაბიჯით გასწია მისი სამუშაო მაგიდისაკენ. ირმას მაგიდასთან გოგოები იყვნენ შეკრებილნი და მათ მიესალმა.
---გამარჯობათ.
---ლიპარიშვილო, შენ ფულს რისთვის გიხდიან?
---დაგვიანებისთვის.დარინას მოპირდაპირე მაგიდიდან წამოიძახა ერთერთმა გოგონამ, რომელიც დარინას ყოველთვის შურით უცქერდა.
---ბოდიში ქალბატონო ირმა საცობში მოვხვდი და ამიტომ დამაგვიანდა.
---არ მჭირდება შენი გულუბრყვილო და უსამართლო თავის მართლებები. რამოდენიმე დღე არ ვიქნები და რომ დავბრუნდები, ჩემს მაგიდაზე, შენი ხელით დაწერილი განცხადება დამხვდეს, სამსახურის დატოვების.
---გასაგებია. რაც შეეხება განცხადებას, არა რამოდენიმე დღეში, არამედ დღესვე დავწერ და ახლავეს.- უთხრა არა ნაკლებ მკაცრად დარინამ რადგან ყელში ჰქონდა უკვე ამოსული ირმას ამპარტავნობა. ირმა არ ელოდა დარინასგან შეპასუხებას და ცოტა არ იყოს შეშფოთება გამოესახა სახეზე. ხმის ტონი გააკონტროლა და ცოტა შერბილებულად უთხრა.-დღესვე არა,დღეს მჭირდები.
---იცით რას გეტყვით ქალბატონო ირმა? თქვენთ ისეთივე მუშაკი და მომსახურე პერსონაჟი ხართ ამ დაწესებულებაში, როგორც ყველა ჩვენთაგანი. მხოლოდ განსხვავებაა ერთია ის, რომ ჩვენზე მაღლა დგეხართ ერთი საფეხურით და ეს საფეხურია თქვენი თანამდებობა. ეს კი ნამდვილად არ გაძლევთ იმის უფლებას, მომსახურე პერსონალს ისე ელაპარაკოთ და მოექცეთ, როგორც უსარგებლო და გადაგდებ ნივთს. როგორც მე, დარწმუნებულკი ვარ ყველას მოწყინდა თქვენი ქედმაღლური საუბარი და უაზრო გამოხტომები. კი არ მომწყინდა, სიტყვა სამსახური შემაზიზღეთ. მე მაპატიეთ, რომ არ შემიძლია ზოგიერთებივით პირფერობა. პირიქით, ძალიან ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს. ახლა გინდა გამაგდეთ და გინდა გამანთავისუფლეთ. დარინას ყველა უსმენდა. ზოგს შიში ჰქონდათ თვალებში, ზოგს კმაყოფილება, რამოდენიმემ ტაშიც კი დაუკრა დარინას გამოსვლას. ირმამ ადგა და დარინას მიუახლოვდა არაფლისმთქმელი სახით.
ყველას ეგონა ორთა ბრძოლა გაიმართებოდა, რადგან ირმა არასოდეს, არავის, არაფერს, არ პატიობს. მაგრამ აქ არ იყო არაფერი ზედმეტი, აქ თვითეული სიტყვა სიმართლე იყო, გულის ტკივილით ნათქვამი. ოდესღაც ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა სიმართლე და ეს ვიღაც აღმოჩნდა დარინა. რომელიც ამაყად იდგა, ცეცხლ ანთებული თვალებით ირმას წინ და არ ნანობდა, არც ერთ მის ნათქვამ სიტყვას. ირმამ უყურა დარინას და წყნარად უთხრა.
---შენ მართალი ხარ დარინა. მეც ვხვდები, რომ ჩემი ზოგიერთ მომსახურე პერსონაჟს ეშინია ჩემი, ზოგო კი ძალით მიღიმის რომ დამინახავს. შენ ხარ ერთადერთი ამ დაწესებულებაში, რომ ჩემს ჭკუაზე ვერ გაგატარე.შენ მე დღეს, ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრე და თვალებიც ამიხილე. დაჯექი და ანგარიშებს გადახედე. შენ არსად არ წახვალ, აქ მჭირდები.
როგორც დარინა ისე ყველა, გაოცებული იყო ირმას შეცვლით. რა ძალა გაქვს სიყვარულო, ასე რომ ცვლი ადამიანის შინაგან სამყაროს.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომეწონა ეს თავი ძალიან
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი zia-maria

მადლობა საყვარელო. kissing_heart

 


№3  offline წევრი natia23

6ივე ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ეს ირმა ცოტათი კი არა ძალიან უბრრავს და იმას ამტკიცებს რო ეგრეთწოდებული "ჟეშტის" გოგოა :D

 


№4 სტუმარი Nino kvirikashvilii.ta

თანდათანნ ვიხიბლებიი დარინეს პიროვნებიით..მისიი თამამი საქციელით კი აღმაფრთოვანა..ყოჩაღ !!დარინე...ძალიან მიმწონს საყვარელოო..უფალმა დგგლოცოსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent