სიყვარულის ინსტრუქციები IX
-არა ანდრეი! შენ ჩვენ ორიდან უნდა აირჩიო ერთ-ერთი.თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებ აუცილებლათ აირჩიეთ მეორე, იმიტომ,რომ პირველი რომ გყვარებოდათ,მეორე აღარ გამოჩნდებოდა შენს ცხოვრებაში. -ვიკა.. -ანდრეი! აირჩიე! გელოდები!-ანდრეი ჩუმად იდგა და ხმას არ იღებდა. ანდრეი ხმას არ იღებდა,მხოლოდ მიყურებდა და თვალებში ეტყობოდა რომ მოთმინებას კარგავდა.მეც ვკარგავდი მოთმინებას,რადგან ის ამდენიხანი ფიქრობდა ვინ უნდა აერჩია.მოულოდნელად ანდრეიმ ხელში ამიტაცა და მხარზე ხურჯინივით გადაკიდებული მანქანაში ჩამსვა. -წაიყვანეთ და სახლიდან ნებართვის გარეშე არ გაუშვათ.-მომესმა ანდრეი როგორ აძლევდა დაცვას მითითებას. მთელი გზა ვფიქრობდი რა უნდა მომემოქმედებინა.. გამოსავალს ვეღარ ვხედავდი,ჩვეულებრივ შემეძლო ცხოვრების გაგრძელება თითქოს არაფერი მომხდარიყო და ანდრეისთან ერთად მეცხოვრა.. მაგრამ არ დავუშვებ ვიყო „მეორე“ ან თუნდაც „პირველი“ მე არც რიგში ვარ და არც ასეთი ადამიანის სიყვარულისთვის გავიღებ მსხვერპლს.. ჰოდა ასე.. ბატონი ანდრეი ვორონცოვი,რომელმაც ახალაზრდა ასაკში შეძლო და რუსეთი „ხელში“ აიღო,მე მასთან ბრძოლას ვწყვეტდი.ნაცნობ ადვოკატს დავურეკე მანქანიდან და განქორწინების საბუთების მომზადება ვთხოვე,რა თქმა უნდა ხელი არ მომიწერია „ანგარიშის ნომრით“ მოვაგვარე ეს საქმე.. ჩემი წასვლის შემდეგ კი ანდრეის ამ საბუთებს გადაუგზავნიდნენ. სახლში შევედი თუ არა ჩუმად ოთახში შევედი.. ბარგის ჩალაგება დავიწყე,ისე რომ არცერთ მოახლეს და მით უმეტეს ნატაშას არ გაეგო... ბარგი გარაჟში ჩავიტანე და ჩემს „ასტონმარტინში“ ჩავაწყვე,შემდეგ კი მატეო მოვძებნე.. -სად მიდიხართ?-მკითხა ნატაშამ. -შენი საქმე არაა! როდის მერე ითხოვ ანგარიშის ჩაბარებას.-პასუხს არ დაველოდე და მატეოსთან ერთად გარაჟში ჩავედი. -დედიკო სად მივდივართ? -მატეო,ძალიან გთხოვ.. ცოტაც მოიცადე და ყველაფერს აგიხსნი.-შუბლზე ვაკცე და მანქანა დავძარი. მთავარ ჭიშკართან დაცვა იდგა,რომელიც სავარაუდოდ ანდრეი ბრძანებას შეასრულებდნენ,ამიტომ მუქარებით აღვიჭურვე და მანქანიდან გადავედი. -მაპატიეთ ქალბატონო ვერ გაგიშვებთ! -შენ დიდიხანია ხომ ანდრეისთან მუშაობ?მახსოვხარ სასახლიდან.. -კი ძალიან დიდიხანია. -მაშინ კარგად გეცოდინება ჩემი წიკები! ან ამ სახლიდან მშვიდობიანად გამიშვებ ან არადა ამ სახლს ავაფეთქებ და შიგნით ყველანი ერთად ამოვიწვებით,მათ შორის მეც და ჩემი შვილით,ჰო კიდევ უსაქმური ნატაშა.. შედეგ გაქცევაში მოგიწევს მთელი სიცოცხლე არსებობა,რადგან ანდრეი ცოცხლად გაგატყავებს ჩვენ რომ რამე დაგვემართოს,ეს ხომ იცი! -ქალბატონო მაპატიეთ,ბატონ ანდრეის ვერც ისე გადავურჩებით! -ან ახლავე გახსნი ჭიშკარს ან არა და გავიტან!-მამაკაცი ისევ უარზე იყო.. მანქანაში დავბრუნდი და მატეოს ღვედი კარგად შევუკარი,რომ თავი არ დაერტყა,მეც გადავიკარი ღვედი და მთელი სიჩქარით ჭიშკრისაკენ წავედი. დარტყმა იმდენად დიდი იყო,რომ „შიტოკი“ და „კაპოტი“ გავაფუჭე,მაგრამ ჭიშკარი თავის ადგილზე აღარ იყო. არც კი გავჩერებულვარ,მთელი სისწრაფით მივქროდით მოსკოვის გამოსასვლელისაკენ.. ვიცოდი ანდრეი აეროპორტში დამიწყებდა ძებნას,ამიტომ გზა მანქანით გავაგრძელეთ.. სანამ მიხვდებოდნენ საით მივდიოდით მინდოდა გამესწრო. მოსკოვიდან გამოვედით თუ არა საკუთარი თვითმფრინავი გამოვიძახე,რომელიც იჟევსკში დამელოსებოდა.დამღლელი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ავფრინდით... ჯერ იტალაში გადავფრინდით,სადაც უზარმაზარი ვილა მქონდა ნაყიდი,მაგრამ ჩემი ქონების აღწერაში არ ფიგურირებდა.. სანამ ანდრეი დამშვიდდებოდა აქ მოგვწევდა ცხოვრება.. მატეოს ავუხსენი,რომ მამას ვეღარასოდეს ნახავდა.. ავუხსენი საქმის ვითარება და ის იჯდა დიდი ადამიანივით და მისმენდა,ცდილობდა ჩემთვის გაეგო.. მიუხედავად იმისა რომ მატეო ჯერ ხუთი წლის იყო,მისთვის არაფერი დამიმალავს.. ზუსტად ვიცი მატეოს ისე ავღზრდიდი,რომ მოღალატე მამამისს არ დაემგვანებოდა.. რაღაც პერიოდი ვცხოვრობდით ჩუმად,უხმაუროდ,ყურადღება რომ არ მიგვექცია ბაღშიდაც არ გავდიოდით.მაგრამ ერთგულმა ხალხმა მომაწოდა ინფორმაცია,რომ ანდრეი ამერიკაში გადავიდა თავის ახალ ცოლთან ერთად,რადგან „ტურფას“ მთელი ორსულობის იქ გატარება უნდოდა.ამიტომ მეც გადავწყვიტე დავბრუნებოდი ცხოვრებას,მაგრამ ისეთ ცხოვრებას სადაც ანდრეი აღარ იქნებოდა. გულგატეხილი დავრჩი ამ სამყაროში.. ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ სული ამომაცალეს.მხოლოდ მატეოს არსებობით ვიყავი ბედნიერი. ამ მდგომარეობაში მაშინაც კი არ ვიყავი,როცა ამერიკაში გადავედი და მატეოს მარტო ვზრდიდი,რადგან მაშინ მქონდა მიზანი,მაგრამ ახლა ჩემი მიზანი არაფერი იყო.. ცხოვრება ახლიდან უნდა დამეწყო მხოლოდ ეს ვიცოდი,მაგრამ ძალიან რთულა იმ ადამიანის წარსულში დატოვება,ვინც გიცნობს,იცის შენი თითოეული გადაწყვეტილება,მომავალში რას გაიფიქრებ და მაინც ნერვებს გიშლის,მაინც გაიძულებს ისეთი რამე გააკეთო რაც არ გინდა.. რთული ადამიანია ანდრეი,მაგრამ მე ის ასეთიც მიყვარდა.მე ჩემი მოღალატე ქმარი მიყვარდა,მაგრამ ვერ შევეგუებოდი მის მეორე ოჯახს. ასე თუ ისე ერთ თვეში „იხვი“ ცოლად შეირთო და ამერიკაში წავიდა.. მატეომ ინგლისურ-იტალიურ ბაღში დაიწყო სწავლა,სახლში მოსული კი მე „მასწავლიდა“ ენას.. რა თქმა უნდა მამას ერთგული მოკავშირეები მათ შორის ნათლიაჩემიც ძალიან მეხმარებოდა აქაური ბიზნესის გაძღოლაში.. აქ ცოტა სხვანარი კანონები ჰქონდა მაფიას. -ძვირფასო წვეულეაზე უნდა წამოხვიდე,უნდა წარსდგე ხალხთან.-მომმართა ნათლიამ -ნათლია,ხომ იცი რომ ვერ წამოვალ,ვიღაც აღმოჩნდება ანდრეის ნაცნობი და მაშინ კი წამართმევს ბავშვს. -რას ლაპარაკობ ვიკა?როგორ გგონია ვიღაც ვორონცოვს შენს ან შენი ბავშვის თავს დაუთმობს?დაე გაიგოს რომ აქ ხარ,დასამალი არაფერი გჭირს.. ძლიერი ქალი ხარ ვიკა,შენ კაცი ვერ დაგამარცხებს.-შემაჯანჯღარა ნათლიამ. -კარგი,მაგრამ მატეოს ჩემს ვილაში ვერ დავტოვებ. -არ არის პრობლემა,და საერთოდ ამ ტემაზე მინდოდა შენთან საუბარი... მინდა რომ ჩემთან გადმოხვიდეთ,ჩემი ცოლი და მე ბედნერები ვიქნებით თქვენი იქ ყოფნით.. -არ მინდა რომ შეგაწუხო. -არ შემაწუხებ,თნ ხომ იცი შენს მეტი არავინ მავს,არც შვილი არც ახალგაზრდა ვინმე,მხოლოდ ფაბიო მყავს,რომელიც იმდენად მოუცლელია,რომ მხოლოდ წვეულებებზე ვნახულობ.-ფაბიო ნათლიაჩემის მეგობრის შვილია,რომელიც ნათლიაჩემის გამო ოჯახის გამო დარჩა,დიდი ისტორიაა.-შენ ხომ გახსოვს ფაბიო? -არა,მხოლოდ ისტორიები ვიცი მასზე.. -ჰოო? ბავშვობაში სულ ერთად თამაშობდით.. დედაშენი და მისი მშობლები ერთ სახლში ჩაცხრილეს,ამის შემდეგ კი ფაბიო მე მყავს,მამაშენი კი აქეთ აღარც ჩამოსულა. დედას გახსენებამ კიდევ უფრო დამამძიმა,მაგრამ ნათლიას წვეულებაზე მაინც გავყევი.. ყველას გააცნო ნათლიაჩემმა ჩემი თავი.. აი ზუსტად ისე ვიყავი,როგორც მამას წვეულებებზე,ყბა მტკიოდა ამდენი უაზრო ღიმილით. ბართან წავედი და დავჯექი.თვალებზე ხელი ავიფარე,რომ ცოტახნით არაფერი დამენახა.. -შემიძლია დაგეხმაროთ?-იკითხა მამაკაცმა „გატეხილი“ ქართულით. -რომ შეგეძლოს გეტყოდი!-თვალებიდან ხელი არც კი ჩამომიღია ისე დავუყვრე,ნერვები ნამდვილად მღალატობდა... ამიტომ სასწრაფოდ მინდოდა მამაკაცისთვის ბოდიში მომეხადა. ჩემს გვერდით მაღალი,ძალიან ეშხიანი მამაკაცი იდგა,იტალიელები ზოგადად ლამაზი ხალხია,მაგრამ ეს ყველასაგან გამოირჩეოდა.მისი მოგრძო შავი თმა,შავი ეშხიანი ცნობისმოყვარე თვალებით შემომყურებდა,სწორი ცხვირი,საშუალო,მაგრამ მიმზიდველი ტუჩები.. ერტი სიტყვით იდეალური მამაკაცის გარეგნობა ჰქონდა.თეთრი პერანგი ორ ღილზე შეეხსნა და მკლავბიც საგულდაგულოდ აეკეცა მაჯაზე.ერთი სიტყვით ყველა ქალის აუხდენელ ოცნებას ჰგავდა. -მაპატიეთ ძალიან გთხოვთ.-თავი უხერხულად გადავაქნიე და სასმელზე დავპატიჟე დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით. ვერა და ვერ ვისწავლე ჭკუია.. ისეთ საზოგადოებაში სადაც მე ვიმყოფები,არაფერით არ შეიძლება უხეში და მაღალი ტონით მიმართვა,მაგრამ რას ვიზამ ასეთი გაუკონტროლებელ ვარ. -თქვენი სახელი?-მკითხა მამაკაცმა. -ვიქტორია.-გაიღიმა და უზადო,თეთრი კბილები გამოუჩნდა. -მე ფაბიო ვარ,არამგონია გახსოვდე. -არ მახსოვხარ,მაგრამ ვიცი რომ ბავშვობას ერთად ვატარებდით.-ისევ უხერხულად შევიშმუშნე. -დიახ.. საინტერესო ბავშვობა გვქონდა.. სამწუხაროა,რომ ერთმანეთს „დაგვაშორეს“. -სამწუხაროა.-გავიმეორე ორაზროვნად და ამჯერად მოხიტოს დავეტანე,რომელიც ბარმენმა მომაწოდა. რადგან ნათლიაჩემთან გადავედი საცხოვრებლად,ხშირ სტუმრიანობას ისევ თავიდან შევეჩნიე.. განსაკუთრებით ხშირად ფაბიო გვსტუმრობდა,რომელიც მათვალიერებინებდა კორლეონეს, გმუდმებით ვსაუბრობდით,მასწავლიდა იტალიურს,საღამოობით კი აივანზე იტალიურ ღვინოს ვაგემოვნებდით.. მას სურდა „მის ოჯახში“ „კოზა ნოსტრაში“ შევეყვანე,ამიტომ ჩემს „განათლებაზე განსკუთრებით ზრუნავდა,რაზეც ნათლია წინააღმდეგობას არ გვიწევდა. მის გვერდით თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი.მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ძლევამოსილი ქალბატონი ვიყავი,მის გვერდით შემეძლო ვყოფილიყავი ჩვეულებრივი ქალი,ასე ვთქვათ სუსტი ქალი. ფაბიოს გვერდით აღარ მახსოვდა წარსულის ღრმა ჭრილობები,მაგრამ როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი ისევ მასზე ვფიქრობდი.. ისევ ჩემი მოღალატე ქმარი მენატრებოდა.. არა იმიტომ,რომ მე სულელი და უგონოდ შეყვარებული ვიყავი,არამედ იმიტომ რომ მასთან განვიცადე სიყვარული რა იყო.ასე რომ ჩემ ცხოვრებაშიც იყო ხოლმე გაცრეცილი,ნაცრისფერი დღეები,როდესაც უგრძნობი, უემოციო დაუყველაფრო ხარ.. არის ხოლმე ასეთი დღეები და არცისე იშვიათად... რა თქმა უნდა ფაბიოსთან ჩემს წარსულს არ ვახსენებდი,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი საჭიროზე მეტიც კი იცოდა. -რაზე ფიქრობ?-მკითხა,როცა აივანზე ვისხედით. -უბრალოდ ვფიქრობ. -წარსულზე? -არა.. წარსულზე მაო დარჩენისას ვფიქრობ.. ახლა კი მომავალზე. -ანუ ჩემთან როცა ხარ მომავალზე ფიქრობ? -არა.. ზოგადად ვინმესთან ერთად როცა ვარ.. -ახლა მაწყენინე.-გაიცინა მან -როგორ დავიმსახურო პატიება? -ხვალინდელ წვეულებაზე ჩემი მეწყვილე იყავი.მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდები პატიებაზე.-კვლავ გაიღიმა ფაბიომ,დაჟინებული მზერა მომაპყრო და ღვინოს დაეტანა. საღამოსათვის რაც შემეძლო სადად მოვემზადე,არ მინდოდა თვალშისაცემი ვყოფილიყავი,მაგრამ ფაბიოს ჩემს დანახვაზაზე მაინც ელეთმელეთი დაემართა.თალები უცნაურად უციმციმებდა მთელი საღამოს მანძილზე.. ხელკავით დამატარებდა და არც ერთი წამით არ მტოვებდა მარტო. არ ვიცი საიდან იყო განპირობებული ჩემი დამოკიდებულება მამაკაცებისადმი,მათ უფრო ვუგებდი და იოლად ვემეგობრებოდი ბავშვობიდანვე ვიდრე გოგონებს,ალბათ იმ წრის ბრალია სადაც ვატარებდი დიდ დროს.იმის მიუხედავად რომ ლონდონში გავიზარდე,იქაც არ მაკლდა მაფიის გავლენა. წვეულებები,ეს შენიღბვაა.. ამ დროს ისეთი საქმეები წყდება,რასაც ვერც ერთი ნორმალური ადამიანი იფიქრებს.. რა თქმა უნდა მე მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა,რადგან „ქალი“ მაფიაში ახალი ფენომენია.ფაბიოც გაქრა,მივხვდი შეხვედრაზე იყო მე კი ბართან ვიჯექი და ტრადიციული სასმისის დ“ნოჩინოს“ დაგემოვნება გადავწყვიტე. ავიღე და ერთიანად გადავკარი.. -შეგერგოს..-მომესმა ზურგს უკან ხმა,გავიღიმე და მსკენ შევბრუნდი. -ფაბიო,ასე ნუ მომეპარები ხოლმე.-შემდეგ წარბები შევჭმუხნე.-შენ შეხვედრაზე არ უნდა იყო? -შენი ნაცნობი შევნიშნე და გადავწყვიტე მარტო არ დამეტოვებინე.-სრული შოკი მივიღე,როცა მივხვდი საუბარი ვისზეც იყო. -ანდრეი? ჩემზე ნუ იდარდებ საკუთარ თავს მივხედავ.. შენ კი „ოჯახს“ ნუ ალოდინებ.-ვიცოდი უპასუხისმგებლოებს როგორაც ექცეოდნენ და არ მინდოდა მას ჩემს გამო რამე დამართნოდა. -მათ იციან,რომ ჩემს „ოჯახთან“ ვარ,ამიტომ არ დამელოდებიან.-ვერ მივხვდი რას,ან ვის გულისხმობდა ოჯახში მაგრამ არარ გამიგრძელებია საუბარი.. წვეულებიდან წამოვედით,მაგრამ ფეხით... -თავს როგორ გრძნობ?-მკითხა მოულოდნელად მან. -არ ვიცი,რა უნდა ვიგრძნო. ვერ ვხვდები ჩემგან რა უნდა ანდრეის ტავს რატომ არ გვანებებს? -ვიკა შენ არ იცი,მაგრამ ანდრეი დიდიხანია უკვე იტალიაშია,ყველგან დაგეძებს,რადგან ვიღაცამ გაგყიდა,ჩაგიშვა რომ აქ ცხოვრობ.. სწორედ ამიტომ მოვიდა წვეულებაზე,იცოდა რომ შენც იქ იქნებოდი.ჩვენს ხალხს შენი თავი ჩემს „ოჯახად“ იმიტომ გავაცანი,რომ აღარავინ შეგეხოს თუნდაც სიტყვიერად. -ანუ თუ ვინმე გადაწყვეტს ანდრეისთან დამაბეზღოს,შენს წინაშე მოუწევს პასუხის გება? -დაახლოებით.შენ თუ ჩემთან გადმოხვალ მაშინ ხელშეუხებელი გახდები.-ეს შემოთავაზებას ჰგავდა. -ანუ რამეს მთავაზობ თუ მეჩვენება? -რამის შემოთავაზება,რომ მინდოდეს არ მომერიდებოდა.. ხვალ დილით მოვალ თქვენთან და მე შენ და ნათლიამ დავილაპარაკოთ ამ ტემაზე,მაშინ მიხვდები ყველაფერს. ასე გაურკვევლობაში დარჩენა არ მინდოდა,ამიტომ იმ საღამოსვე ვაიძულე ფაბიო შემოსულიყო. ნათლიამ განმომარტა,რომ ანდრეის სრულ უფლება ჰქონდა „ხელი მოეკიდებინა“ ჩევენთვის და სადაც უნდოდა იქ წაგვიყვანდა,რასაც უნდოდა იმას გაგვიკეტებდა და პასუხსაც ვერავინ მოთხოვდა.იტალიური მაფიის ერთ-ერთი იდიოტური წესი.. ანდრეისაგან თავის დასახსნელად აუცილებლად გავლენიან მამაკაცს უნდა მივთხოვილიყავი.. ეს ხომ სრული სისულელეა.. ვაპროტესტებდი ამ ყველაფერს,რადგან მე ქალი ვიყავი,თანაც მაფიის წევრი რატომ არ უნდა მქონოდა თავისუფლების უფლება? ფაბიომ მარტო დაგვტობა,რათა ჩვენით გადაგვეწყვიტა ყველაფერი.. -ძვირფასო,ანდრეი დდღითიდღე გიახლოვდება და კარგად იცი როგორც გაგამწარებს. -თუკი იცოდი რატომ არ მითხარი? -იმიტომ,რომ ვეცადე ჩვენით მოგვეგვარებინა,მაგრამ ვერაფერს გავხდით.. მისი გავლენაც საკმაოდ დიდია თუნდაც სიცილიაზე.თუ გინდა თავი დააღწიო უნდა გათხოვდე,ეს ერთადერთი გზაა. -მაგრამ ვისზე ფაბიოზე? -თუნდაც მასზე. -მაგრამ მე მას კარგად არ ვიცნობ,ზოგჯერ ვერც კი ვიგებ რას ამბობს. -ადამიანებს კი არ უნდა მოუსმინო, უნდა დააკვირდე. ისინი სიტყვებით კი არა, საქმით შეიცნობიან ვიკა.ვიცი ძლიერი ქალი ხარ და სულაც არ გჭირდება კაცი,რომელიც გვერდით გეყოლება და დაგიცავს,მაგრამ დამიჯერე ახლა მხოლოდ ეს არის გამოსავალი. -მაგრამ მე არ მიყვარს ისე,როგორც საჭიროა. -მთავარია სიყვარულის პატარა ნაპერწკალი გაქვს,ამას შენს თვალებში ვხედავ,შემდეგ ამ ნაპერწკალისაგან ცეცხლს დაანთებ,გააღვივებ და ბედნიერიც იქნები. -ჩემთვის ბედნიერება უცხოა.. რომ არ ვიცოდე ანდრეი მთელი ცხოვრებას გამიმწარებს უკნ გავყვებოდი. -სულელი ხარ იმის გამო რომ ისევ მასზე ფიქრობ ვინც ვერ დაგაფასა,შენნაირი ქალი რომ ვერ შეინარჩუნა.. შანსი გეძევა ვიკა ამჯერად მაინც იყო ბედნიერი,ხელიდან ნუ გაუშვებ.თანაც შენი და ფაბიოს ბედი ზეცაში იყო გადაწყვეტილი... ერთმანეთს იმდენჯერ მიუახლოვდით და დაშორდით, ისე რომ არც კი იცოდით ამის შესახებ.. -უკვე აღარ ვუსმენდი ნათლიაჩემს. ორი დღე-ღამე სახლიდან არ გავსულვარ,სულ ამ ფიქტიურ ქორწინებაზე ვფიქრობდი.. ღმერთო ფაბიო უსაზღვროდ კარგი ადამიანი იყო,ერთი რაც არ მინდოდა მისთვის გულის ტკენა იყო,მაგრამ ანდრეის შიშიც გამიჩნდა.. სიმართლე ვთქვა მე ჩემი ეჭვები გამიჩნდა ამდენი თვეების შემდეგ,რატომღაც ყველაფერი სხვაგვარად მეგონა თუ იყო.. არ ვიცი სიბრაზე რომ გადამიარა მიტომ დავიწყე საღად აზროვნება,თუ უბრალოდ ანდრეი გამართლება მინდოდა. ვფიქრობდი,რომ ის „იხვნისკარტა“ ან საერთოდ არ იყო ფეხმძიმე და ჩემს პროვოცირებისთვის ითქვა ყველაფერი,თუ იყო,მაგრამ ჩემი ქმისგან არა.. იქნებ ანდრეი „საყვარლის“ სტატუსით მის გადარჩენას ცდილობდა? ყველაფერი შესაძლებელი მეჩვენებოდა,რადგან ანდრეიმ პირობა დადო არასოდეს მაწყენინებდა.ყველაფერს ვუძებნიდი ჩემებურ ახსნას,მაგრამ იმას ვერაფრით ვხსნიდი რატომ გადავიდა ამერიკაში. -რა მოიფიქრე?-ოთახის კარები შემოაღო ნათლიაჩემმა -გავყვები ფაბიოს,მაგრამ ერთი შეცდომაც და კისერს მოვუგრეხ.-მათლიამ გაიღიმა და სასაჩუქრე დიდი ყუთი შემოიტანა. ყუთში სადა საქორწინო კაბა იდო,ლამაზი იყო,ან მე მეჩვენებოდა ასე,რადგან საქორწინო კაბა არ მქონია პირველი ქორწინებიდან.საღამოს ქორწილი მქონდა,პატარა,ოჯახურ გარემოში.. ეჭვი მეპარებოდა საკუთარ გადაწყვეტილებაში,მაგრამ უკან დახევაც არ მინდოდა. საძინებლიდან გავედი,პატარა ეკლესიაში დავიწერდით ჯვარს.. ყველა სტუმარი უკვე მე მელოდებოდა,ის იყო ეკლესიის კარები უნდა გამეღო,რომ პ.ს მაპატიეთ ხალხნო მეტი დიდი თავი ვერ დავდე,მეტი მოქმედებით,რადგან ხვალ გამოცდა მაქვს და უნდა მოვემზადოო.. პ.ს.ს მადლობა თითოეული კომენტარის ავტორს და ასევე წერილის ავტორებს,თქვენი ვარიანტებიც მომაწოდეთ რაღაც-რაღაცეებს გამოვიყენებ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.