შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტრუქციები VIII


28-01-2018, 18:05
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 401

-მე შენ სახლში დაგაბრუნებ და გპირდები აღარასოდეს დაგტოვებ მარტო,რაც არ უნდა გააკეთო.-ანდრეიმ პირობა მომცა და შბლზე მაკოცა.
რუსეთში დაბრუნების შემდეგ თითქოს ყველაფერი დალაგდა.. მყავდა ოჯახი,მეუღე და ბავშვი რომელიც უზომოდ ბედნიერი იყო ერთად რომ ვიყავით.. სწორედ ამ მომენტში გავაცნობიერე ,რომ ერთადერთი მამაკაცი ვისაც ყოველთვის ვეყვარებოდი,იმის მიუხედავად რაც არ უნდა გავაკეთო იყო ჩემი შვილი,ჩემი მატეო. ის ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი იყო,ღვთის საჩუქარი..
მიუხედავად იმისა რომ სულიერად გატეხილი და „ცარიელი“ ვიყავი,ვცდილობდი ყოვეთვის თავი მაღლა დამეჭირა,ყოველთვის შემოვუძახებდი თავს „ვიკა შენ ძლიერი ქალი ხარ და ყველაფერს გადაიტან“ სიმართლე ვთქვა დიდად არ მეხმარებოდა ეს შეძახილი,მაგრამ მომენტალურად კი.
ანდრეი ცოტა უცნაურად იქცეოდა,ცდილობდა ჩემთვის ყურადღება არ მოეკლო.. მეეჭვება ეს რატისთან ჩემი შემთხვევის გამო ყოფილიყო,რატომღაც ეჭვი გამიჩნდა რომ რაღაცას მალავდა.. და რა თქმა უნდა ამ „რაღაცამ“ ჩემი მთელი ყურადღება მიიპრო.
-ანდრეი!-ანდრე გვიან მოვიდა სახლში,მე კი მისაღებ ოთახში მარტოდმარტო ვიჯექი და ველოდებოდი.
-ვიკი? ამ სიბნელეში რას აკეთებ?ყველაფერი რიგზეა?
-ეგ მაინტერესებს მეც.. ანდრეი.. ყველაფერი რიგზეა?
-რატომ მეკითხები ?
-რაც ჩამოსულები ვართ,თითქოს სადღაც დაფრინავ.. ყურადღებას სხვა რამეზე გადამატანინებ თუ არა ქრები.. იცი? ეს მე არ მომწონს.
-ისევ პარანოიკი გახდი?
-ძვირფასო ქმარო.. ხომ იცი,რომ ჭკუიდან არ უნდა გადამიყვანო,თორემ ისტერიკებს არ ვმართავ და პირდაპირ ვმოქმედებ.-ეს მუქარა იყო.
-ვიკი მემუქრები?
-დიახ,ეს მუქარაა ტკბილო.
-როგორ მინდა ზოგჯერ ნერვოზიანი ისტერიჩკასავეთ იქცეოდე და ირგვლივ ყველაფერს არ აფეთქებდე.
-ანდრეი ისეთი რამე თუ გავიგე რაც არ მომეწონება,კარგად იცოდე შემდეგში ჩემს სახლს არ ავაფეთქებ.-ანდრეი თითქოს ფიქრებში გაირინდა.-ანდრეიიი!
-გასაგებია ჰოო.. ბედის იროდია ხარ ვიკი
-არც შენ ხარ ცხოვრების საჩუქარი,მაგრამ ჯერ-ჯერობით გიტან.-წამის სიჩუმის შემდეგ გავაგრძელე.-ახლა მთავარ თემას შევეხოთ.
-ვიკა მეძინება,თუ საჩქარო არ არის..
-საჩქაროა.მაინტერესებს რატის რა ბედი ეწია.
-მისი სახელიც აღარ ახსენო ვიკა.რაც საჭირო იყო ის გავაკეთე!-ტონი გაუმკაცრდა მას.
-მოკალი?-ძლივს ამოვღერღე.
-ანუ შენი გადმოსახედიდან სიკვდილს იმსახურებდა? ჩვენი აზრები დაემთხვა ერტმანეთს მაგრამ მაგ ლაჩარზე,ხელს არ გავისვრიდი..
-რა გაუკეთე?
-ვიკა შენი საქმე აღარ არის ეგ.რას გავაკეთებ შენ არ გეხება.არ ვაპირებ ანგარიში ჩაგაბარო რას გავაკეთებ,ვის შევხვდები,სად ვივახშმებ ვისთან ერთად და ვის გავ@#$%&*ავ. კარგად გაიგე?
-ახლა შენ მომისმინე ტკბილო. გონს მოეგები თორემ ჩამოთვლილთაგან ვეღარაფერს შეძლებ.გამიგე?-ზურგი ვაქციე და საძინებელში წავედი.
ჩვენ არანორმალურები ვიყავთ.არც ერთი დღე მშვიდად არ ჩაივლიდა,რომ არ ყოფილიყო მუქარა.ექვსი წელია ანდრეის ცოლი ვარ,მაგრამ ზედიზედ ექვსი კვირა არ მაქვს სახლში განათევი..
გავარკვიე,რომ რატი ისე უცემია ლამის ხელში შემოაკვდა.. შემდეგ საავადმყოფოში მიუყვანიათ და ახლა კომატოზურ მდგომარეობაშია ის საბრალოო... მართლა ძალიან დამწყდა გული,და განვიცადე.. არ ვიცი რატის მიმართ ასეთი სიყვარული როდის გამიჩნდა,მაგრამ ანდრეი რომ არ გამოჩენილიყო ალბათ მე დღეს რატის ცოლი ვიქნებოდი,მაგრამ რომ არა ანდრეი და ჩემი წვეულებიდან გაქცევა არც რატი იქნებოდა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი.
ერთ-ერთ საღამოს ანდრეიმ მითხრა წვეულებისთვის მოვმზადებულიყავი.. რა თქმა უნდა ძალისხმევა არ დავიშურე,რომ წვეულების ერთ-ერთი კი არა ერთადერთი „ვარსკვლავი“ ვყოფილიყავი..
-ვიქტორია.-მომესმა ჩემი სახელი,უკან მივიხედე „ბიზნესმენთა“ ცოლები დავინახე,რომლებიც სულ ცდილობდნენ ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ.. რა თქმა უნდა ზური არ ვაქციე და ასე თუ ისე ვსაუბრობდით.
წვეულება იდეალური იყო,მაგრამ როგორც ყოველთვის ანდრეი „გაქრა“.არ ვიცი პარტნიორებს ესაუბრებოდა,თუ ვის მაგრამ თვალთახედვის არეში აღარ მყავდა.. მოულოდნელად ვიღაც ძალიან ლამაზი ქალი შევნიშნე,რომელიც არ მეცნობოდა.
-ეს ვინ არის?
-„ახალგამოჩეკილი“ წიწილაა.არ ვიცით საიდან გაჩნდა,მაგრამ ყველა წვეულებას ესწრება და ისე მედიდურად დააბიჯებს..-თქვა ერთ -ერთმა
-მეუღლე არ ყავს,არასდროს მოდის თანმხლებთან ერთად.. ამბობენ საყვარელს დასდევს წვეულებებზეო.-დაამატა მეორემ.
-ჰო იმასაც ამბობენ საყვარელმა ბიზნესი გადასცა,მაგარი სახლი აჩუქა მოახლეებით და დაცვასთან ერთადო..ასევე მანქანაც უახლესი მოდელის.-თქვა მესამემ,მე გამეღიმა.
-საინტერესოა,როგორ დაიმსახურა ამდენი.. არცერთი თქვენი ქმარი ასეთ გულმოწყალებას არ გაიღებდა საყვარლის მიმართ... თუ..-გავჩუმდი.. მაგათი ძუნწი ქმრები არა,მაგრამ ჩემი „დებილი“ ქმარი კი იზამდა ასეთ რამეს.-ცოტა გავესაუბრები და დავბრუნდები.-ქალებს ზურგი ვაქციე და წავედი.
ზურგს ქალების მზერა მიწვავდა,მაგრამ მეკიდა.. აქ საქმე სხვა რამეში იყო,ჩემი ქმრის გემოვნებას სრულიად აკმაყოფილებდა ასეთი ქალის გარეგნობა,მისი საყვარლებისადმი გულმოწყალება ცემთვის კარგად ნაცნობი იყო.
ქალმა ცალი წარბი ზემოთ ასწია და დაკვირვებით მათვალერებდა,როგორც მივხვდი „სწორ მისამართზე“ ვიყავი მოსული.
-გამარჯობა ტკბილო.-ქალმა ირონიულად გამიღიმა.
-გაგიმარჯოს ვიქტორია.
-ანუ მიცნობ.. ეს კარგია..
-დიახ გინცნობ,თქვენ ჩემი მისაბაძი ქალბატონი ბრძანდებით.-ქალი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
-ტკბილო.-გამეღიმა,რატომღაც.-შენ მე ვერ მომბაძავ ვერასოდეს,მიუხედავად იმისა რომ ჩემს კაცთან წევხარ.-ქალს სახე შეეცვალა.მაგამ აშკარა იყო ჩემი არ შეშინებია,რაღაცის,ან ვიღაცის იმედი ჰქონდა.
-ნუთუ?იქნებ შენი მიბაძვა საჭირო აღარც გახდეს?
-რას გულისხმობ?-ქალმა მუცელზე წაისვა ხელი.
აქ უკვე გავჩუმდი.. ის ფეხმძიმედ იყო,ანუ ეს იყო ანდრეის საიდუმლო რომელსაც გულმოდგინედ მალავდა.. ანდრეის ეს საქციელი მიუთითქბდა,რომ ჩემი დაკარგვის არ ეშინოდა.
-შენ რომ გაგაგდო მის გვერდით მე ვიყავი,არც ერთი წამით არ მტოვებდა.. უნდოდა სულ მის გვერდით,მის საწოლში ვყოფილიყავი.. საწოლში ის ისეთი ვნებიანია,ისეთი..
-ტკბილო.. ჩემი ქმრის მოქმედებებს მიღწერ საწოლში? ხომ არ გავიწყდება ვის ესაუბრები?
-მე არაფერი მავიწყდება ვიკი.შენი შვილი რომ გავიცანი,მივხვდი სულ შენ გგავდა.. სამაგიეროდ როცა ჩემი შვილი დაიბადება იმ სახლს მე დავიკავებ შენ კი ანდრეი ოსევ გაგაგდებს ამჯერად შვილთან ერთად..-არადა არ ჩუმდებოდა ეს „იხვი“.
-თუ გააჩინე ტკბილო არავის გაგდება დამჭირდება მე თითონ წავალ,მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ „თუ გააჩინე“-კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი ამ სიტყვებს.
აღარც ღიმილის თავი მქონდა და აღარც წვეულებაზე დარჩენის სურვილი,მაგრამ არავის მივცემდი უფლებას ჩემს ზურგს უკან ეჭორავა,ამიტომ კვლავ ისე ვიქცეოდი როგორც ყოველთვის,მაგრამ ამჯერად ანდრეის ვაკვირდებოდი.. რომელსაც არ გამოჰპარვია მისი „ტურფას“ წასვლის ამბავი,რომელმაც ნაადრევად დატოვა წვეულება.
ყველა ცნობისმოყვარე თვალებით მყურებდა,ყველას აინტერესებდა რაზე ვისაუბრე ჩემი ქმრის საყვარელთან,ყველას ერთი კითხვა აწუხებდა.. „რას მოიმოქმედებს?“..
როგორც იქნა ქვეულება დასრულდა...
სახლში მოქანცული მივედი.. არ ვაპირებდი ანდრეისთან საუბარს,მაგრამ მაგიდაზე წერილი დაგვხვდა ნატალისაგან.
„ბავშვი აგარაკზე მიმყავს,არ ინერვიულოთ.ნატაშა“...
ახლა კი როცა ბავშვი სახლში არ იყო გადავწყვიტე ანდრეისათვის პასუხი მომეთხოვა..
სასტუმრო ოთახში შევედი,ანდრეიც შემომყვა.
-არ დავიძინოთ?-მკითხა თითქოს არაფერიო.-თუ მარტოობა სათანადოდ გამოვიყენოთ?-მაცდურად შემომთავაზა.წელზე ხელები შემომხვია და კისერში მკოცნიდა.
რაც შეიძლებოდა ცივად მოვიშორე ანდრეი და უკან დავიწე.. მაგიდას მივეჯახე სადაც ანტიკვარული სუვენირები ეწყო და გამეღიმა.. მოვკიდე ყველაზე ძვირფასს ხელი და იატაკზე რაც ძალა მწონდა დავანარცხე..ანდრეი ვერ მიხვდა რა გავაკეთე,ამიტომ კიდევ ერთი ავღე და ისევ იგივე მოძრაობით გავუშვი იატაკისაკენ..
-გაგიჟდი გოგო? რას აკეთებ?
-რას ვაკეთებ?-კითხვა გავიმეორე და ისევ ვისროლე ლარნაკი.
-ვიკა აღარ ვხუმრობ.. მითხარი რა გინდა?-ეს კითხვა დამისვა თუ არა მაშინვე სიფათში ვესროლე შემდეგი საფერფლე,მან რა თქმა უნდა აიცდინა.. ჩემთამ მოვიდა და ხეკები ზურგს უკან გამიკავა.-რა გჭირს?
-ხომ გინდოდა ნერვოზიანი ისტერიჩკა ცოლი? მიყურე და ისიამოვნე.-ანდრეის ხმამაღლა გაეცინა და თავი უკან გადასწია.-მე შენ გაფრთხილებდი.-ანდრეიმ სიცილი შეწყვიტა.-ის ბავშვი არ დაიბადება ვორონცოვ!-ანდრეიმ ხელი გამიშვა.
-ვიკა იცოდე თუ იმ ბავშვს რამეს დაუშავებ..
-რას მიზამ ანდრეი რას? -ვყვიროდი მთელ ხაზე,მთელი ძალით.
-არ გაპატიებ ვიკა.. სამუდამოდ დამკარგავ..-ანდრეიმ ზურგი მაქცია და საძინებელში ავიდა.
ამ სიტუაციას ვერ ვეგუებოდი.. უმოქმედობა მკლავდა.. იმ სულელი ქათმის არ მეშინოდა,არც ანდრეისი.. უბრალოდ მკლავდა იმაზე ფიქრი,რომ ანდრეი შეიცვალა,უკვე ანგარიშს აღარ მიწევდა და დამემუქრა სამუდამდ მიმატოვებდა..
ახლა იმ სულელმა ბავშვი რომ დაკარგოს ისევ მე დამბრალდებოდა ყველაფერი..
ყველანაირ ღალატს ვეგუებოდი,მაგრამ ბავშვი ეს უკვე მეტისმეტი იყო..
დილით საუზმობისას ხმას არ ვიღებდით.. ანდრეი გემრიალად მიირთმევდა,მე კი პირიც ვერ დავაკარე საჭმელს.. ის მაგიდის თავში იჯდა.. მის მოპირდაპირედ კი მე.. დროდადრო გამოაპარებდა თვალს,მაგრამ ჩემს ხასიათს არ იმჩნევდა.
-რატომ არ ჭამ?-მკითხა მობეზრებული სახით და ჩანგალი მაგიდაზე დააგდო.
-დაინტერესდით ?-ვკითხე ირონიულად.
-ვიკა საკმარისია უკვე ეს ეჭვიანი ქალის როლი.. დამღალე უკვე..-საკამიდან ამოდგა და გასვლას აპირებდა.
-საით?
-ანგარიში უნდა ჩაგაბარო ვიკა? მართლა?-შებრუნდა თუ არა მაგიდიდან ყველაფერი ძირს გადავყარე,მას კი ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის.
უკვე იმ აზრზე ვიყავი რომ ანდრეი და ის ძუკნა მომეკლა ორივე,მაგრამ ამით მე რას მივიღებდი იმის გარდა რომ ჯერ დამიჭერდნენ,შემდეგ კი ციცეში როგორც იტყვიან „გამასაღებდნენ“.
არსად წასვლას არ ვაპირებდი,მითუმეტეს გამგზავრებას იმ ქატმის გამო.. მე ჩემს მამაკაცს ასე იოლად არ დავთმობდი.. ახლა მხოლოდ ერთი გზა დარჩა,მისი ეჭვიანობა.. ამაზედაც თუ არ მომაქცია ყურადღება.. მაშინ ისეთ რამეს გავაკეთებდი რაც ანდრეის სამუდამოდ გაანადგურებდა.
საღამოს გამოვეწყვე და კლუბში წავედი..
რამოდენიმე ჭიქა ბურბონის შემდეგ გავაცნობიერე,რომ ცხოვრების არცერდთ პერიოდში ბედნიერი არ ვყოფილვარ.. ყოველთვის შანტაჟი,მუქარა და ტკივილი იყო...
-გამარჯობა შეიძლება დავჯდე?-მკითხა ახალგაზრდა,ძალიან სიმპათიურმა მამაკაცმა.შესანიშნავი „საცდელი ვირთხა“ იქნებოდა.. მაგრამ მისი სილამაზე დამენანა,უარის ტქმას ვაპირებდი მაგრამ უკვე ჩემს წინ იჯდა.თავხედობისთვის პასუხის მოთხოვნის თავი არ მქონდა.-თქვენი სახელი?
-ვიქტორია ვორონცოვა.-მამაკაცმა წარბი წემოთ აზნიქა.
-რას მიირთმევთ?
-მე უკვე მაქვს სასმელი.. თქვენი სახელი?
-მე ივანი ვარ.
-მხოლოდ ივანი?-გვარს მოველოდი რატომღაც
-თუ გინდა ივი დამიძახე..
-სურვილი არ მაქვს.. ივი ბავშვურად ჟღერს.. ივანი ჯობს.
რა თქმა უნდა ანდრეის მოგზავნილი დაცვა კლუბშიც „უჩინრად“ დამყვებოდა,დარწმუნებული ვიყავი საჭიროების შემთხვევაში ანდრეის დაუკავშირდებოდნენ,ამიტომ სიტუაციის მარტა ხელში ავიღე... ივანი საკმაოდ დაკვირვებული მამაკაცი აღმოჩნდა,გონიერიც,მაგრამ მიამიტი.რამოდენიმე ჭიქის შემდეგ სასტუმროში წასვლა შევთავაზე,რაზეც უარი ვერ მითხრა..
სასტუმროების უმრავლესობა ჩემს საკუთრებაში იყო,მაგრამ ისეთი შევარჩიე,რომლის მართვაც ანდრეიმ საკუთარ თავზე აიღო..
სასტუმროს ფოესში შევაბიჯე თუ არა ანდრეი შევამჩნიე,რომელმაც ივანს სახეში ძალიან მაგრად დაარტყა.. მე კი მკლავში მწვდა და ერთი გემრიელად შემაჯანჯღარა. რა თქმა უნდა ანდრეი თავი დავაღწიე და ივანს მივეხმარე ადგომაში,რაც ანდრეის ძალიან გაუკვირდა.. მე რომ ივანს არ მივხმარებოდი,ანდრეი მიხვდებოდა,რომ ყველაფერი მოვაწყვე.. მაგრამ ასე დაეჭვდებოდა მაინც.. ივანი კი ღირსი იყო მუშტის,გამოჩენილი თავხედობისთვის.ამას ჰქვია ორი კურდღლის დაჭერა..
-რას აკეთებ გოგო?-დამიყვირა ანდრეიმ.. ირგვლივ მყოფები ყველა ჩვენ გვიყურებდა,ეს ჩვენი პირველი სკანდალი იყო,რომელსაც ხალხი ესწრებოდა..
-რა უფლებით დაარტყი ივანს?
-ანუ ივანი ქვია ამ სირს?-სიცილით მკითხა ანდრეიმ.
-ანდრეი თავი შეიკავე.-მეც ხმამაღლა ვუყვირე.
-იცნობ?-დაბალ ხმაზე მკითხა ივანმა.. რომელმაც ანდრეი იცნო..
-მოკეტე.-მე და ანდრეიმ ერთდროულად დავუყვირეთ ივანს..
-სასწრაფოდ სახლში წამოდი,იქ გავაგრძელოთ.-ისევ ჩამავლო მკლავში ანდრეიმ
-ანდრეი არ გამაბრაზო.. ხელი გამიშვი..-ამაზე იმდელა ხმაზე გაიცინა რომ უცებ შევხტი..
-ვიკა ეგ შენ არ გამაბრაზო..-შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიუბრუნდა.-თქვენს საქმეს მიხედეთ,თორემ აქვე ჩაგცხრილავთ ყველას..-ყველამ საქმიანი სახით განაგრძო მოძრაობა.-ვიკა სახლში წამოდი!
-არსად წამოვალ სანამ არჩევანს არ გააკეთებ!
-რა არჩევან?-დაეჭვებული მკითხა ანდრეიმ.
-კარგად იცი რასაც ვგულისხმობ ანდრეი.-ძალიან გავნადგურდი,რადგან ამ დონემდე მივედი.ანდრეი გაჩუმდა.. დარწმუნებული ვიყავი ისიც ამავეს ფიქრობდა,მაგრამ სიყვარულის გამო ამ დოზით დაცემაც გავრისკე.ახლა უკვე მას ეკუთვნოდა სიტყვა.
-ვიკა,საკმარისია.. წამოდი.
-არა ანდრეი! შენ ჩვენ ორიდან უნდა აირჩიო ერთ-ერთი.თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებ აუცილებლათ აირჩიეთ მეორე, იმიტომ,რომ პირველი რომ გყვარებოდათ,მეორე აღარ გამოჩნდებოდა შენს ცხოვრებაში.
-ვიკა..
-ანდრეი! აირჩიე! გელოდები!-ანდრეი ჩუმად იდგა და ხმას არ იღებდა.

პ.ს აბა მეგობრებო როგორია? თავები ხომ არ შევამცირო ცოტა?

პ.ს.ს დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველს გამოჩენილი სითბოსთვის.. მახარებთ!!



№1 სტუმარი სტუმარი shalo

https://youtu.be/WLFAbbTeLM0

 


№2 სტუმარი ani

Arachveulebrivi tavia Ai yvelasgan gamorcheuli
Realoastanac ise axlosaa erti sityvit isev igive minda vtqva iqneb
Male wigni gamoices am Sataurit amas ubralod ar vambob didi nichi fantazia schirdeba am temis erti tavis dadebas es sakmaod rtulia nu mitumetes tu ki swavlob
Vafaseb yovelive amas <3 kissing_heart

 


№3 სტუმარი მარი. ელ❤

ანდრეის გრძნობებზეც დაწერეე ორივე არაჩვეულებრივი და განსხვავებულია მაგრები არიან❤❤❤

 


№4  offline მოდერი The Dreamer

მადლობა საყვარლებოო <3 კი ანა ვსწავლობ გამოცდები მაქვს და იმის მაგივრად რომ თემები დავამუშაო ვზვარ და ანდრეის და ვიკის ისტორიას ვწერ :D

 


№5 სტუმარი nini

vaime shokia es ra iko ar sheamciro tavebi pirikit gazardee ar mekoo

 


№6  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო ანდრეიიმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს თუ არა და ვიკა მოუხაზავს heart_eyes heart_eyes joy joy joy ვგიჟდები ამათზე

 


№7 სტუმარი სტუმარი უცნობი

მძულს ანდრეის მსგავსი მოღალატე კაცებიიი მეზიზღებიან ვიკის თავმოყვარეობა სულ არ გააჩნია იმ კაცთან რა გამაჩერებს რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე მღალატობს, ანდრეიში რა მოგწონთ არ ვიციიი ყველა ნაბიჯზე ქალს რომ ამცირებს და ვიომც არაფერი, სიყვრულის უნარი საერთოდ არ გააჩნია, ნაწერი არა ჩვეულებრივია კარგი გოგო ხარ წარმატებები.

 


№8 სტუმარი b.j

საერთოდ ამათ წყვილი ჰქვიათ?!... ანდრეი ამაზრზენია

 


№9  offline მოდერი The Dreamer

სტუმარი უცნობი
მძულს ანდრეის მსგავსი მოღალატე კაცებიიი მეზიზღებიან ვიკის თავმოყვარეობა სულ არ გააჩნია იმ კაცთან რა გამაჩერებს რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე მღალატობს, ანდრეიში რა მოგწონთ არ ვიციიი ყველა ნაბიჯზე ქალს რომ ამცირებს და ვიომც არაფერი, სიყვრულის უნარი საერთოდ არ გააჩნია, ნაწერი არა ჩვეულებრივია კარგი გოგო ხარ წარმატებები.

იდეალური მამაკაცის პორტრეტი არ აქვს დიახ.. აქ "ცუდი" ბიჭების "ცუდი" საქციელია ასახული.. იდიალური მამაკაცი შემდეგ თავში იქნება... :დ

 


№10 სტუმარი უცნოი

The Dreamer
სტუმარი უცნობი
მძულს ანდრეის მსგავსი მოღალატე კაცებიიი მეზიზღებიან ვიკის თავმოყვარეობა სულ არ გააჩნია იმ კაცთან რა გამაჩერებს რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე მღალატობს, ანდრეიში რა მოგწონთ არ ვიციიი ყველა ნაბიჯზე ქალს რომ ამცირებს და ვიომც არაფერი, სიყვრულის უნარი საერთოდ არ გააჩნია, ნაწერი არა ჩვეულებრივია კარგი გოგო ხარ წარმატებები.

იდეალური მამაკაცის პორტრეტი არ აქვს დიახ.. აქ "ცუდი" ბიჭების "ცუდი" საქციელია ასახული.. იდიალური მამაკაცი შემდეგ თავში იქნება... :დ

რა უნდა გააკეთოს რომ ანდრეი ჩემ თვალში იდეალური მამაკაცი გახდეს იმდენი შეცდომა აქვს ჩადენილი მთელი ცხოვრება ვერბგამოასწორებს, თუმცა ანდრეის ნაირი ადამიანები არასდროს სწორდებიან, გვერსით ქალი გყავდეს და თან გიყვარდეს იმას როგორ უნდა უღალატო მისი საქციელი სრული ამ სიტყვის მნიავნელობით გულის ამრევია, მოუნდა ბავშვი და საყვარელი.

 


№11  offline მოდერი The Dreamer

უცნოი
The Dreamer
სტუმარი უცნობი
მძულს ანდრეის მსგავსი მოღალატე კაცებიიი მეზიზღებიან ვიკის თავმოყვარეობა სულ არ გააჩნია იმ კაცთან რა გამაჩერებს რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე მღალატობს, ანდრეიში რა მოგწონთ არ ვიციიი ყველა ნაბიჯზე ქალს რომ ამცირებს და ვიომც არაფერი, სიყვრულის უნარი საერთოდ არ გააჩნია, ნაწერი არა ჩვეულებრივია კარგი გოგო ხარ წარმატებები.

იდეალური მამაკაცის პორტრეტი არ აქვს დიახ.. აქ "ცუდი" ბიჭების "ცუდი" საქციელია ასახული.. იდიალური მამაკაცი შემდეგ თავში იქნება... :დ

რა უნდა გააკეთოს რომ ანდრეი ჩემ თვალში იდეალური მამაკაცი გახდეს იმდენი შეცდომა აქვს ჩადენილი მთელი ცხოვრება ვერბგამოასწორებს, თუმცა ანდრეის ნაირი ადამიანები არასდროს სწორდებიან, გვერსით ქალი გყავდეს და თან გიყვარდეს იმას როგორ უნდა უღალატო მისი საქციელი სრული ამ სიტყვის მნიავნელობით გულის ამრევია, მოუნდა ბავშვი და საყვარელი.

:D :D არ მითქვამს ანდრეი იქნებათქო.. დაელოდეთ შემდეგ თავს.. 100% გეთანხმებით რა თქმა უნდა,მაგრამ ეს ხომ უბრალო ისტორიაა სადაც ყველაფერი ავტორის გადაწყვეტილებით ხდება <3

 


№12 სტუმარი სტუმარი Linda

I media shemdeg tavshi andreis katokit gadauvlis vika????????male dade gtxov DA vikis shesaferis kacs velodebj DA Ara andreisnair arakacs

 


№13 სტუმარი Guesy

Amazrzenia es andrei titkos arc arasdros kvarebia vika. Arsad argamoixateboda misisikvaruli da es ukve piki iko. Vika rogorc dzlieri kali isegkavs carmochenili da vpikrob andreis unda moshordes da sashinlad gaamcaros :)

 


№14 სტუმარი gggg

Imedi makvs ertianad gamochndebian rembo jekichani stalone da sxva mravali ro bolos da bolos aapetkon es andrei da davisvenebt chvenc da vikic joy joy
P.S cota zedmetia magram ekutvnis
Magari xar dzaaaaaaannnnn male dadeeeee

 


№15  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ანდრეი თავიდანვე დიდი ნაგავი ჩანდა. მაგრამ ვიკა ძალიან შტერი ქალია. რატისთან შეხვედრა და მათი საუბარი პიკი იყო. ყველაზე მეტად ამათი შვილი მეცოდება ასეთი მშობლების ხელში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent