შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (X თავი)


1-02-2018, 19:23
ავტორი teddy))
ნანახია 1 676

X თავი
***
გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ვიმყოფები. სტუდენტების საცხოვრებელში მოვთავსდი. ჩემი მეზობელი ბრეტა, გერმანიის ერთ-ერთი პროვინციიდან არის ჩამოსული. გრძელი, ოქროსფერი თმა აქვს, პატარა ცხვირი, ცისფერი თვალები და პატარა ტუჩები. ისეთი ტანი აქვს, ნებისმიერს თვალი დარჩება. გრძელი ფეხებით, გამოკვეთილი წელით, ჩემზე ბევრად მაღალია.
-მე მივდივარ და მალე დავბრუნდები, მარკანდრესი მელოდება.-გერმანულად მეუბნება და დაბლა, თავის შეყვარებულთან ჩადის. ყოველდღე აკითხავს. მეც გავიცანი ცოტახნის წინ, კომუნიკაბელური და ზრდილობიანი ბიჭია.
ჩემი ნივთების მოწესრიგებას ვასრულებ და თამთას ვურეკავ.
-თამთა, რა ხდება?
-რაზე?-ისე მეკითხება, ვითომ ვერაფერს ხვდებოდეს.
-ძალიან კარგად იცი, რაზეც გკითხე!
-შენი ოთახი დამათვალიერე, მიდი რა.-მთხოვს ის.
-თამთა, ჯერ მიპასუხე!
-ჯერ-ჯერობით ექიმები ვერაფერს იძახიან, ისევ კომაშია.
-თამთა...
-რა იყო?
-ცუდათ მოვიქეცი, რომ წამოვედი?
ცოტახანს ჩუმად არის, ცოტახანს მიყურებს, ლეპტობის ეკრანიდანაც, კი ვხვდები, რომ ნერვიულობს.
-თაია, არ ვიცი... მხოლოდ ის ვიცი რომ შენ შენი მომავლის გასაუმჯოსებლად წახვედი მანდ, თუმცა მეორე მომავალი აქ დატოვე...
-თამთა, მე არ შემეძლო...-თავის მართლებას ვიწყებ, გეგონება ვალდებული ვარ.
-გეყოფა, გეყოფა! მოსახდენი უკვე მოხდა!-იძახის და დაძაბულობა რომ განმუხტოს, ისევ ოთახის დათვალიერებას მთხოვს.
ღია მწვანე კედლები, დიდი საათით და თაროებით, რომელზეც ჩვენი ნივთები მოვათავსეთ. ორი საწოლი, მათ გარშემო პატარა კამოდებით, ზედ სანათით. ოთახიდან, აივანზე გადიხარ, სადაც მხოლოდ პატარა სკამს ჩადგავ.სულ ეს არის, სუფთათ და იმ ნივთებით მოწყობილი, რომელიც გამოგვადგება.
-მეზობელი როგორი გყავს?-მეკითხება, ჩემი მეგობარი.
-ძალიან კარგი გოგოა, ცოტა მორცხვია.
-შენც არ მყავდე რა...-იცინის ის.
-ხოდა, შევხვდით ერთნაირები.
-თაია...-ყვირის, თამთა.
-რა ხდება? ნიკას რამე მოუვიდა?
-თვალები გაუხელია და ისევ დაკარგა გონება, ახლა მწერს ბაჩო.
-ღმერთო, ეს რა ხდება!-ვამბობ და თვალები მემღვრევა.-მერე დაგირეკავ.-ლეპტობს ვხურავ და აივანზე გავდივარ.
-ღმერთო, გთხოვ გადაარჩინე, კარგად ამყოფე!-ვლოცულობ მე. ვინ ჩაიდინა? რა საქმე აქვს მათთან?
მობილურის ხმა მესმის და ოთახში ვბრუნდები. დაფარული ნომრითაა მოსული შეტყობინება:
,,მოგვენატრები, ახლა მხოლოდ შენი ბიჭის შეშინება მოგვიწევს, თუ რა თქმა უნდა გადარჩა.“
ტელეფონი ხელიდან მივარდება და აქეთ-იქით ვიწყებ სიარულს. არ ვიცი რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო. ყველაფერი მათი ბრალია, მათი. ვიცი არ დაირეკვება, თუმცა მაინც ვცდი, უშედეგოდ. საწოლზე ვჯდები და ღრმად სუნთქვას ვიწყებ, ვცდილობ დავმშვიდდე.
ვინ ხარ, ვინ, რა გინდა ჩვენგან?
ათასი აზრი მიტრიალებს გონებაში. ასეთი ვინ არის, რომ ჩემი ნომერი, ჩემი წასვლის ამბავი, ყველაფერი გაიგო?!
შეტყობინებას ვშლი და მობილურს საწოლზე ვდებ. თაროდან წიგნებს ვიღებ რომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, თუმცა არ გამომდის. რამდენ წინადადებასაც ვკითხულობ, იმდენჯერ ნიკაზე, მომხდარ ამბებზე და ანონიმურ შეტყობინებაზე მეფიქრება. მეშინია, თითქოს აქ ვინმე შემოაღწევს და ვინმე რამეს დამიშავებს, თავს კი იმით ვიმშვიდებ რომ აქ არავინ მოვა და შენობის დაცვის იმედი მაქვს.

ბრეტა გვიან ღამით ბრუნდება, ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავს.
-კარგი დრო გაატარე?
-შესანიშნავი!-მპასუხობს გერმანულად.-შენც უნდა წამოსულიყავი, შემდეგ მისი მეგობარი შეგხვდა, ნამდვილად გამხიარულდებოდი.
-სხვა დროს იყოს.

***
აუდიტორიაში პირველ მერხზე ადგილს ვიკავებ და მაგიდაზე რვეულს და კალამს ვდებ. ლექტორი საათს დაჰყურებს, შემდეგ ჩვენ გვიბრუნდება და საუბარს იწყებს. დრო და დრო ჩაახველებს, თვალს მოგვავლებს და ლექციის წაკითხვას განაგრძობს. შუა ხნის მამაკაცია, რომელიც გამუდმებით თეთრი პერანგითა და მასზე მიმაგრებული მედალიონით დადის. უმეტესწილათ ხაკისფერი შარვალი აცვია და მუდამ ისე დადის, თითქოს სადღაც აგვიანდებაო. უცნაური კაცი იყო, ლექციის დასასრულს ყოველთვის აყოლებდა რომ ჩვენი თავმოყვარეობა არასდროს უნდა დავივიწყოთ, ანდაც გარშემო ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ღიმილის ფასი იციან. რომ ვუფიქრდებოდი, ეს კაცი ყოველთვის მართალი იყო. ჩემი კურსელებიც ღიმილით დაეთანხმებოდნენ და დერეფანში განაგრძობდნენ გზას. ერთხელ ამ კაცთან გაჩერება და საუბარი მომინდა. ახლოს მივედი, თუმცა ისე სტაცა ხელი ჩანთას და გავიდა გარეთ, თვალის შევლებაც კი ძლივს მოვასწარი.

***
ლექციების დასასრულს უნივერსიტეტის გვერდზე მდებარე ბარში გადავინაცვლე, სადაც მუშაობა დავიწყე. ბევრი სტუდენტი შემოდიოდა, საღამოობით კი ნაკადი არ წყდებოდა. ბენდი უკრავდა, რომლებიც გემოვნებიანი მუსიკით ხალხს იზიდავდა.
ბარის კედლებზე თანამედროვე ფოტოები ეკიდა, რომლის გვერდზეც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფები მოეთავსათ. მაგიდების შუაში შუშები იყო, რომლის შიგნითაც გერმანელი პოეტების ლეექსები იწონებდნენ თავს.
პირველად ჩემმა კურსელმა - ელზამ დამპატიჟა ამ ბარში. მოხიბლული დავრჩი. ამ ყველაფრის გარდა, უგემრიელესი სამზარეულო ქონდათ. რადგანაც სამსახურს ვეძებდი, გადავწყვიტე ბედი მეცადა. ბარმენთან მივედი და ვკითხე თავისუფალი ადგილი თუ ქონდათ, ისიც რამდენიმე წუთით გავიდა და უკან დაბრუნებულმა მითხრა რომ ხვალ გასაუბრებაზე მოვსულიყავი. ასე აღმოვჩნდი ამ ადგილას, სადაც თავს დაცულად ვგრძნობ. ძალიან მოკლე დროში გავიჩინე ადამიანი, რომელსაც შემიძლია თავისუფლად ვენდო, ეს რობია- ბარმენი. პირველივე დღიდან მეგობრული დამოკიდებულობა აქვს ჩემს მიმართ. ინფორმაციები გავცვალეთ, შემდეგ მისი გაკეთებული საფირმო კოქტეილი გამასინჯა, ბევრჯერ დამეხმარა ისეთ რაღაცებში, რაც ჩემთვის უჩვეულო იყო, რჩევებიც მომცა და მუდმივად მომღიმარი სახით იყო, ჩემკენ მომართული.

-მეშვიდე მაგიდაზე მარტინი უნდათ.-ვეუბნები რობის და ახლახან მოსულ ალისიას მისალმების ნიშნად ხელს ვუწევ. ჯერ-ჯერობით, ალისიაზე ბევრის თქმა არ შემიძლია. მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებით და ჩვენს სამუშაოზე საუბრით. საშვალო სიმაღლის გოგოა, რომელსაც მუდმივად ტანზე მომდგარი მაისურები და ფერადი შარვლები აცვია.
მარტინი მიმაქვს და ბარში შემოსულ ბრეტას და მის შეყვარებულს ვხედავ, მათ გვერდზე კი ქერათმიანი ბიჭი მოაბიჯებს, რომელიც აქამდე არასდროს მინახავს.
-გამარჯობა! როგორ ხართ?-ვესალმები მათ.
-თაია, გაიცანი ეს ედუარდია!-მაცნობს ბრეტა და თვალს მიკრავს. უხერხულად ვუღიმი, ჩემს მეგობარს.
-სასიამოვნოა!-ღიმილით ვართმევ ხელს. ისიც თავის ხელს მაგებებს და შემდეგ მეგობრებს უბრუნდება:-აბა სად დავჯდეთ?
შუაგულში მდგომი მაგიდისკენ მიდიან და ბრეტა მანიშნებს რომ მათთან მივიდე. ბრეტა თავიდან მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებდა, თუმცა ხალისიანი და არც თუ ისე მორცხვი აღმოჩნდა.
-რას შეუკვეთავთ?-ვკითხულობ და ფურცელზე მათ დანაბარებს ვიწერ.
-შენ რომელზე ამთავრებ მუშაობას?
-დღეს გვიანობამდე ვარ. -ვპასუხობ და რობისკენ მივემართები.
-რობი, რა გჭირს? ვერ მამჩნევ?-ვცდილობ როგორმე გამომხედოს, თუმცა ჩემს მეგობარს ისე უმზერს, არამგონია დიდი ხანი ყურადღება მომაქციოს. -მოიცადე, შენ რა... ბრეტაა? არ არსებობს!
-რა? ხო რა იყო?-მისი სახელის გაგონებისას ფხიზლდება.-
-სამი ვისკი მინდა მეთქი!
-ის შეყვარებულია, ხო?-კითხულობს, რობი.
-კი, და შენ რა იყო? შემთხვევით ხომ არ მოგწონს, ბრეტა ბუდენბროკი?-ვუღიმი მას.
-მზადაა უკვე!-ჭიქებს მაწვდის, თუმცა ჩემს კითხვაზე პასუხს არ მცემს.
ჩემი მეგობრის მაგიდასთან მივდივარ და ვისკის ჭიქებს ვუდგამ.
-კარგი იქნებოდა, თქვენც ჩვენთან ერთად დაგელია!-ამბობს ედუარდი.
-სამუშაო საათებია, თანაც არ ვსვამ.
-რა გაეწყობა!-ამბობს და ქერა თმაზე ხელს ისვამს. უკან ვბრუნდები და ვგრძნობ, როგორ მაყოლებს მზერას. რობის წინ ვჯდები და ვთხოვ კოქტეილები გაამზადოს.
-როგორც ვფიქრობ, დამღლელი დღე გვექნება, ბევრი ხალხია ბარში, არა?
-მოდის!
-ვინ მოდის, რობი?-ვეკითხები და უმალ ბრეტას ხმა მესმის.
-რობი, როგორ ხარ?-კაბას ისწორებს და ჩემს გვერდით ჯდება.
-კარგად, შენ როგორ ხარ, ბრეტა?
-გმადლობ, კარგად!-ეუბნება და ბრეტა ჩემკენ იხრება:-იცი, მგონი ედუარდს მოეწონე!
-ასე უცებ როგორ შეამჩნიე?!-მეცინება და კოქტეილების წასაღებად ფეხზე ვდგები.
მოცეკვავე ხლახს შორის ძლივს ვიკვლევ გზას და ალისიას გავძახი, რომ ძალიან დავიღალე და აივანზე უნდა გავიდე. შუშის კარებს ვაღებ და ზურგით მდგომ მამაკაცს ვამჩნევ.
-თქვენ?-მეკითხება ის.
-დიახ, არ ვიცოდი აქ თუ იყავით!-ვეუბნები, ახლად გაცნობ ედუარდს.
-ძალიან დაიღალეთ, სახეზე გეტყობათ!-აღნიშნავს ის.
-ნამდვილად!-ვიღიმი და მოაჯირს ვეყუდები. ჯიბიდან კოლოფს იღებს და იქიდან კი სიგარეტს.
-არც ეწევით?
-არა!-უარს ვეუბნები და ქალაქის ხედს გავყურებ. გარშემო ყველაფერი განათებულია, დაკეტილ მაღაზიებში შუქები მოჩანს, ვიტრინებში დალაგებული ტანსაცმელი და სამკაულები თვალს მოგჭრიან, გარეთ გაკეთებული დასასვენებელი სკამებიც კი ცარიელია, ბილიკზე მთვარის შუქი ეცემა და მის ქვეშ პატარა, ნაცრისფერი ძაღლი ნებივრობს...
-დიდიხანია რაც აქ ხართ?
-არც თუ ისე!
-თქვენგან უფრო გრძელ პასუხს ველოდი!-ღიმილით მეუბნება და ჩემთან ერთად იწყებს გარემოს თვალიერებას.
-არც თუ ისე დიდიხანია, რაც აქ ვარ, ბატონო ედუარდ!
-კარგით რა!-იცინის და მოაჯირს ხელებით ეყრდნობა. -მოგზაურობა მიყვარს, თქვენს ქვეყანაზე რას მეტყვით?
-შესაძლებელია ისეთი ბუნება, არც გქონდეთ ნანახი, რომელსაც საქართველოში შეხვდებით. დათოვლილი მთები, ზღვა... ჩვენი სამზარეულო ნამდვილად მოგეწონებათ. აუცილებლად უნდა ინახულოთ ჩვენი ქყვეყანა, არ ინანებთ!
-კარგი, მაშინ ერთად წავიდეთ ერთ დღეს!-
-ერთად არა, მაგრამ შეიძლება იქ სიამოვნებით გიმასპინძლოთ!
-მაგაზეც თანახმა ვიქნები, თუ ჩემი ვარიანტი ვერ მოხერხდა!
-დიახ, ახლა უნდა დაგტოვოთ, ჩემი სამუშაო უნდა გავაგრძელო!-კარების გასაღებათ ხელს ვწევ და ედუარდი მაჩერებს.-გთხოვთ ქალბატონო!
-გმადლობ!-ვამბობ და ჩემს სამუშაოს ვუბრინდები.


სახლში გვიან ვბრუნდები. კარებს ფრთხილად ვაღებ, მისაღებში ფეხსაცმელს ვიხდი, რომ ხმაურზე ბრეტას არ გაეღვიძოს. შუქის ანთებას ვაპირებ, როდესაც ვიღაც მასწრებს და შუქი ინთება:
-ბრეტა, როგორ შემაშინე, არ გძინავს?
-იცი რა, ედუარდი ნამდვილად მოხიბლე!
-ვფიქრობ, სპეციალურად წამოიყვანე, ბარში!
-აბა როდემდე უნდა იყო მარტო? ცოტა გახალისება გჭირდება!
-უნდა დავიძინო, ძალიან დაღლილი ვარ.
ბრეტა, კვლავ რაღაცის თქმას აპირებს ედუარდზე, თუმცა ხელის აწევით ვაჩერებ და მაღვიძარას ვაყენებ მობილურზე.
----------
დადაააამ! შემდეგი თავიდან მთელ ჩემს ძალებს მოვიკრებ და ისე დავწერ, გპირდებით! ხო, ეს წინა დღეებშია დაწერილი...



№1  offline წევრი teddy))

მემეგონა ცოტა დიდი გამოვიდოდა, ისევ პატარა თავი... laughing heart_eyes

 


№2  offline მოდერი sopiko

მართლა პატარაა...
მაგრამ ბევრისმომცველი!
ყოველი სიტყვა თან მიყვარს და თან მძულს...
არ ვიცი.

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Ramdeni xania gelodebittt. Uhhhh. Zalian sasiamovno casakitxiaaa. Martalia arvakomentsreb xshirad, magram tqvens istoriebs sul vkitxulob, kargi da sheneuli stili gaqvds. Carmatebebii. Ardaagviano gtxovvv

 


№4 სტუმარი Dgg

ჩაიდა მოიწყოოო ცოვრება ეუარდიც შეიყვაროს და ეგ არის ვის რაში აინტერესებს სავადმყოოა საწოლზე მიჯაჭული ნიკუშა, მძულს ასეთი გოგოებიიი, მუქარის სმსაც კი არ მიაქცია ყურადღება.

 


№5  offline წევრი teddy))

sopiko
მართლა პატარაა...
მაგრამ ბევრისმომცველი!
ყოველი სიტყვა თან მიყვარს და თან მძულს...
არ ვიცი.

Qeti qimucadze
Ramdeni xania gelodebittt. Uhhhh. Zalian sasiamovno casakitxiaaa. Martalia arvakomentsreb xshirad, magram tqvens istoriebs sul vkitxulob, kargi da sheneuli stili gaqvds. Carmatebebii. Ardaagviano gtxovvv

Dgg
ჩაიდა მოიწყოოო ცოვრება ეუარდიც შეიყვაროს და ეგ არის ვის რაში აინტერესებს სავადმყოოა საწოლზე მიჯაჭული ნიკუშა, მძულს ასეთი გოგოებიიი, მუქარის სმსაც კი არ მიაქცია ყურადღება.

როგორ გამახარეთ! heart_eyes kissing_heart შევეცდები არ დავაგვიანო heart_eyes ხო რაც შეეხება ედუარდს, ჯერ არაფერი ვიცით შეუყვარდა თუ არა, სმს რაც შეეხება ჯერ მანდაც არაა ყველაფერი გარკვეული... heart_eyes ჩემს თაიას ვიცავ laughing

 


№6  offline წევრი Elle025

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი..ნიკა მომწონს უძალიანესად და არ დაუშვა რომ ამ ვიღაც ედუარდთან დარჩეს ჩვენი თაია...ნიკას იქით გზა არ აქვს ამ გოგოს!! და ძალიანაც კარგი იქნება..შენ კი სასწაული გოგო ხარ თედი!! ❤️ იმედი მაქვს არ დააგვიანებ და მალე შემოგვთავაზებ ახალ,დიდ თავს

 


№7  offline წევრი teddy))

Elle025
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი..ნიკა მომწონს უძალიანესად და არ დაუშვა რომ ამ ვიღაც ედუარდთან დარჩეს ჩვენი თაია...ნიკას იქით გზა არ აქვს ამ გოგოს!! და ძალიანაც კარგი იქნება..შენ კი სასწაული გოგო ხარ თედი!! ❤️ იმედი მაქვს არ დააგვიანებ და მალე შემოგვთავაზებ ახალ,დიდ თავს

როგორ მიხარია! ძალიან დიდი მადლობა! kissing_heart

 


№8  offline წევრი უიღბლო

მომწონს ძალიან კარგია მაგრამ წინასავით აღარ დაიკარგო რა

 


№9  offline წევრი teddy))

უიღბლო
მომწონს ძალიან კარგია მაგრამ წინასავით აღარ დაიკარგო რა

დღეებს შორის ინტერვალები მექნება, მაგრამ ვგონებ მაშნდელივით არ დავიკარგები! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent