ბრუკლინელი ოთხეულის ისტორია (1-3 თავი )
როგორ ცივა , საკუთარ ფეხებსაც კი ვეღარ ვგრძნობ. რაც არ უნდა უცნაური იყოს ტკივილს ვერ ვგრძნობ . რამდენი ხანია რაც ამ ცივ მიწაზე ვწევარ ? მაგრამ უკვე აღარაფერს აღარ აქვს აზრი , წყენას , მტრებს … აზრი არ აქვს ჩემს ქმედებებს. თვალები გავახილე , როდესაც კისერზე რაღც ცივი შემეხო , მოიცა ეს ფიფქია მაგრამ ერთ წუთში უკვე წყალია. როგორ მინდა მეც ვიყო პატარა ფიფქი რამდენიმე წუთში მეც გავქრებოდი და ჩემი არსებობა არავის ემახსოვრება. თუ ავდგები ათი ათსობით ადამიანს გული ეტკინება , რადგან მათ გონიათ რომ მე მოკვდი. ჩემი სიკვდილი წყურიათ, მე არაფრის თქმა შემიძლია თავის გასამართლებათ , დავიმსახურე თუ არა სიკვდილი ? დავიმსახურე , საინტერესოა ვინ მე მიტირებს როდესაც გარდაცვლილს მიპოვნიან ? მე მინახავს მათი ტირილი თუ როგორ არა გარეთ და ტირიან , მაგრამ არავის შევეცოდებოდი მე და არც მითანაგრძნობდნენ , მათ თავისუფლება რომ მიცეთ აქამდე სასამართლოს მომიწყობდნენ. ჩემს ცხოვრებაში არსებობს ორი ადამიანი რომლები ვერ გადაიტანენ ჩემს სიკვდილს . მათი ხმა მესმის კარებს იქიდან , ისინი უკვე ახლოს არიან . მინდა თუ არა შევწყვიტო ჩემი წამება თუ ვიბრძოლო სიცოცხლისთვის ? როგორ აგიხსნათ თუ რატომ ვწევარ ნახევრად ცოცხალ-მკვდარი გარეთ სადაც პატიმრები სეირნობენ ? ჩემგან მოყოლას ელოდებით ? გაინტერესებთ თუ რა დავაშვე და რატომ მომისაჯეს სიკვდილით დასჯა ? შევეცდები გულახდილი ვიყო თქვენთან და გიამბოთ სრული სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა . ჩავიდინე ისეთი რამ რაც დღემდე მოსვენებას არ მაძლევს ჩემი სინდისი , ჩემს გამო ბევრი ადამიანი დაიხოცნენ , რომლებიც იმსახურებდნენ სიცოცხლეს ჩემგან განსხვავებით , მაგრამ ისინი აღარ არიან , მე კიდევ ცოცხალი ვარ, ამის გამო და სხვა დანაშაულის გამო არ მსურს სიცოცხლის გარძელება ეს ხომ ლოგიკური დასასრული იქნება ჩემი ისოტორიის ? სიკეთე ამარცხებს სიბოროტეს ,ცუდი ადამაინები დაისაჯნენ. ჩემს ერთ ნაწილს სურს გააგრძელოს ბრძოლა. არავისთვის მომიყოლია ეს ისტორია აქამდე . ეს ნამდვილი ისტორია რომელიც ეხება, ყველაზე საშიშ დამნაშავეს ლილიან დონსონს,არ დაუჯეროთ რაც გაზეთებს რომლებიც ჩემზე წერენ და არც ტელევიზიას რომელიც ჩემზე საუბრობდნენ. სასამართლოშიც ჩემი საქმე ჩემს მისვლამდე უკვე გადაწყვეტილი იყო , და რაში ჭირდებოდათ ჩემი აღიარება? ეს ყველაფერი 90_იან წლებში დაიწყო 1998 წელი , ბრუკლინი მაშინ მე 17 წლის ვიყავი , ჩემი ცხოვრება ახლა იწყებოდა . ჰორმონები და ახალგაზრდული მაქსიმალიზმი , როგორ ვოცნენბობ ისევ ის საყვარელი ლილიანი , ვინ წარმოიდგენდა რომ ჭკვიანი და საყვარელი გოგონა ასეთი გაიზრდებოდა ? არც არავის , ხანდახან მე კი მიჭირს ამის დაჯერება , ორი სხვადასხვა ცხოვრებით ვიცხოვრე . მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. როგორც ყველასთვის ცნობილია , ურჩხულებად არ იბადებიან , არამდენ იქმნებიან . ჩემს შემთხვევაში მე მასწავლეს როგორ ვოყოფილიყავი ურჩხული, შთამაგონეს რომ ამ სამყაროს დამორჩილება შემეძლო ., როცა რაღაცა არ გაქვს შეგიძლია ამას ძალით მიაღწიო ,უფრო უკეთესია თუ წაართმევ , მაგრამ არსებობს ერთი მთავარი წესი - არასდროს დატოვო თვითმხილველი. ჩემი ისტორია , ჩემი თავიდან დაბადება 1998 წელს ხდება . ჩემი ცხოვრება ბიჭებმა შეცვალეს , რომლებთაანც განსაკუთრებუი ურთიერთობა გვქონდა , მე ისინი სიგიჟემდე მიყვარდნენ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე. ამაზე კი ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებთ. იმ დროს სკოლა დავამთავრე , და როგორცჩემი სხვა თანაკლასელები მეც ვაპირებდი კოლეჯში ჩაბარებას ,ჩემი თავი ხან სწავლაზე იყო ორიენტირებული ხან ბიჭზე რომელიც მომწონდა, ყვეაფერს საკუთარი თანმიმდევრობა აქვს . მე დავიბადე საშუალო ფენის ამერიკულ ოჯახში , ჩემა ოჯახმა გახსნა პატარა კაფე ქუჩის კუთხეში ,სადაც სკოლის მერე შევდიოდი და საკუთარ , მშობლებს ვეხმარებოდი. კაფე ჩემი მეორე სახლი გახდა , იქ ვმუშობდი ხან მიმტანი ვიყავი , ხან დედას ვეხმარებოდი სამზარეულოში , ჩემი მშობლები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ .მათ არიცოდნენ როგორი გავიზრდებოდი , იქნებ ეს კარგიცაა. სკოლაში ყოველ დღე გვიყვებოდნენ უბნის ბანდიტებზე , კაფის დახურვის მერე სახლში არასდროს ვბრუნდებოდი მარტო , ზოგჯერ მხოლოდ ქურდავდნენ ხანდახან კი საქმე გაუპატიურებამდე მიდიოდა. ყველა უბანში საკუთრი ბანდა და გმირი ცხოვრობს. ბრუკლინს კი ახალი ბანდა მართავდა. რონი ჰოფრანი , კოლინ მაკსველი და ტომას ბლეიქი ,მათ მალე დაიმორჩილეს ბრუკლინი , ისინი ჩემზე 3 წლით დიდები იყვნენ , ყველა სხვადასხვა ნაირად ყვებოდნენ მათზე , ამიტომ რთული იყო გაგერჩია ვინ იძახდა სიმართლეს და ვინ არა . ერთი რამ ცნობილია - ისინი იყვნენ ყველაზე საშიში მათ არ გააჩნდათ სინდისი და ადამიანურობა ,მათ შეიძლება ჰქონდათ სხვა ფასეულობები მაგრამ ეს ფასეულობები განსხვავდებოდ ნორმალური ადამიანებისგან. ყველაფერს ძალით ახწევდნენ , ბრუკლინში ისინი დაკავებულნი იყვენ ნარკოტიკების გაყიდვა შემოტანით, თაღლითობით და სხვა საქმეებით . ხალხი საუბრობდა რომ ჩვენი უბნის დამორჩილების მერე სხვა უბნების დამორჩილებაც დაიწყეს . გუნდში ორი ლიდერი იყო - რონი და კოლინი , ტომი კი მათ შორის უსაფრთოების ბალიში იყო . რომ არა ტომასი ისინი ერთმანეთს დაოხცავდნენ ორივე იყვნენ ბრაზიანები და აგრესიულები , ისინი ხშირად ირიცხებოდნენ სკოლიდან ჩხუბის გამო . სამი ბიჭი რომელებიც ერთად გაიზარდნენ , ერთად შევიდნენ კრივზე , რადგან დაცლილიყვნენ საკუთარი აგრესისგან , მათი მსგავსნი არავინ იყვნენ , მხოლოდ ფიზიკურად არა არამდენ ისინი ყველაფერს ჰაერში იჭერდნენ და იცოდნენ როგორ უნდა ემართად დამნაშავეთა სამყარო . ზოგი ამბობდნენ რომ ისინი ურჩხულებად დაიბადნენ ,არავის შეეძლო აეხსნა თუ რა იყო მიზეზი მათი მიზიდულობა დანაშაულისაკენ და ძალაუფლებისაკენ . რონი და კოლინი ხვდებოდნენ თუ უნდათ რომ წარმატებას მიეხწიათ სკოლა უნდა დაამთავებინათ , ამის გამო კი კინაღამ დირექტორი მოკლეს , რომელმაც შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება მათი გარიცხვის შესახებ. ქუჩაში ლაპარაკობნენ რომ რონიმ საკუთარი პირველი დანაშაული 10 წლის ასაკში ჩაიდინა , მან საკუთრი მამა მოკლა , მაგრამ პოლიციამ ეს საქმე ჩაფარცხა და თვითმკვლელობას მიაწერეს. სად იყურება პოლიცია რატომ ხუჭვენ თვალს მათ საქციელზე ? ისინი ყოველ თვე ფულს უგზავნიდნენ , რადგან თვალები დაეხუჭათ ამ ყველაფერზე , ბიჭებმმა როდესაც ეს საქმე მოაგვარეს ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს , რამდენიმე კლუბი გახსნეს. ხალხს ეშინოდათ მათან შეხვედრე , მათ დანაშაულზე ყოველთვის თვალს ხუჭავდნენ და ენას კბილს აჭერდნენ , ბიზნესი კი წინ მიიწევდა . 20 წლის ასაკში ამ სამმა ბიჭმა კი ბრუკლინი ძალით აიღეს . რონის ყველაზე მეტად ეშინოდათ , ამბობდნენ ნამდვილი ფსიხიაო , ერთი ადამიანი მას ასე აღწერს “ მისი თვალები ნამდვილ გიჟისას გავს , ის გიყურებს და უკვე იცის თუ სად დაგმარხავს “. ტომს და კოლინს უკვე იმდენი ადამიანი ყავს დამარხული ხიდის ქვეშ , ბრუკლინელმა ხალხმა გადაწყვიტა მათვის ქედი მოეხარათ , ზოგი მათ გმირებს ეძხდნენ , ზოგი კი ნაბიჭვრებს. ისინი ხანდახან აკეთებდნენ კარგ საქმეს , მაგრამ ჩვენთან მათ ყოველთვის ცუდს საუბრობდნენ. მე არასდროს დამავიწყდება ის ღამე , რომელმაც ჩემი ცხოვრეა შეცვა, ეს იყო 1998 წლის 13 ოქტომბერი , როდესაც პირველად ვნახე ბრუკლინის ყველაზე საშიში სამეული . ახლა მე ან უნდა მძულდეს ან მადლიერი უნდა ვიყო ბედის რომ მათ შემახვედრა. მე მინდა რომ ყველაფერი გავიხსენო თავიდან ბოლომდე , სანამ ჩემი აღსასრული დღე მოვა. იმ დროს მამაჩემი ადრე წავიდა სახლში და კაფის დაკეტვა მე მომანდო . ბევრჯერ მომხდარა რომ მარტო დავრჩენილვარ კაფეში , და ყოველთვის თავი გამირთვამს ამ დავალებისთვის . იმ დღეს თავი კარგად გავართვი მორიგ დავალებას . როდეასც ყველა წავიდა უკვე 11 საათი იყო , ყველა კარი შევამოწმე , ჩემი სახლიდან კაფემდე 5 წუთის სავალია , გარეთ კი საკმაოდ ციოდა . სახლისკენ გავიქეცი არ მსურდა გავციებულიყავი. ჩემს სკოლაში წვეულება იმართებოდა მეც მინდოდა წასვლა , რადგან იქ ჩემი თანაკლასელი იყო რომელიც მიყვარდა , თუ არ ვცდები ენდი ერქვა , ახლა უკვე აღრც მახსოვს. იმ დროს როგორი სულელი ვიყავი . არ მსურდა გაცივება ამიტომ გავიქეცი სახლისკენ , რაგდან ხვალ ვაპირებდნი სიყვარულში გამოვტყომოდი ბიჭს ,თავიდანვე ვიტყვი ეს არ იყო სიყვარული , უბრალო გატაცება იყო. ეს საკმარისია 17 წლის გოგოსთვის . უკვე ცოტა მქონდა დარჩენილი სახლამდე , როდესაც სიბნელიდან ვიღც გადამეღობა, შიშისგან უკან დავიხი , მინდოდა შემეთვალიერებინა . - ახლა ვინ გვყავს ჩვენ?_ გავიდა დაბალი ხრიწიანი ხმა , რომლის გაგონებისას მთელ სხეულში გამცრა. მე ვიცოდი რომ ბრუკლინელ სამეულს გადავაწყდი , მაგრამ შანსი ჯერ კიდევ მქონდა სიბნელეში კარგად არ ჩანდა სახეზე მაგრამ ვხედავდი თუ როგორ მიახლოვდებოდა ბიჭი შავ მანტოში გამოწყობილი. მას სახეზე ვერ ვხედავდი მაგრამ სილუეტი ჩემში შიშს აღძრავდა , ჩემი წიგნები გულზე მივიხუტე და ვცდილობდი მისგან თავი დამეხწია. - სადმე გექჩქარება ? არ წახვიდე ჩემგან ეს შენთვის იქნება ცუდი - ბიჭი სინათლეზე გამოვიდა და მე დავინახე შეშლილი გამოხედვა. მისი თვალის გუგები გაფართოვებული იყო , ისისე მიყურებდა მეგონა გიპნოზს მიკეთებდა , მეგინა რომ ის არ ახამხამებს თვალებს , მისი შემოხედვა ნამდვილად ფსიხოპატისაა . ეს ერთ ეღტი ლიდერი რონი იყო , აღწერით მიხვდი რომ რონი ჰოფამანს გადავაწყდი. მისმა საფირმო გამოხედვა , თავისი ქნა შიშისგან ერთი ადგილიდან განძრევა აღარ შემეძლო . - სკოლის მოწსწავლე ხარ? ასე გვიან რატომ ბრუნდები სახლში ?_ მან სიგარეტის კვამლი პირდაპირ სახეში შემომაბოლა , რითიც კმაყოფილი იყო. ხმა დამეკარგა , რონი კი ზემოდან დამცქეროდა , ხელიდან წიგნები გამივარდა , დილით ყოველთვის ვიკეთებ ორ კიკინას თავზე ახლა კი ვინანე რომ არ გავიკეთე და ამით მისი ყურადღება მივიქციე - მმმ სასიამოვნო სუნი აგდის - ჩემს თმებს დასუნა - ვდგავარ და ვფიქრობ გაგაუპატიურო თუ არა ? რამდნი წლის ხარ ? რას იტყვი ? - არ მომეკარო - როგორც იქნა მეტყველების უნარი დამიბრუნდა ხელი ვკარი და ჩემი სახლისკენ გავიქეცი როდესაც ზურგს უკან კმაყოფილი სიცილი მომესმა - მიყვარს დაჭერობანა , მაგრამ შენთვის აჯობებს თუ გაიქცევი უკანმოუხედავად მივრბოდი , ჩემს სახლამდე რამდენიმი წუთია და ასე მგონია კილომერტი გაივირბინე „ ღმერო ახლა გადავრჩე და გპირდები ყველაზე კარგი ადამიანი გავხდები დედამიწაზე“ . უეცრად თმებში ხელი წამავლეს და ასფალთზე პირდაპირ მუხლებით დავეცი , მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო მთავარი იყო გადავრჩენილიყავი . რონიმ თემი თმები მუჭში დაიხვია და ისე ამაყენა ასფალტიტან. - გთხოვ გამიშვი მე ხომ არაფერი დამიშვებია _ უკვე ვტიროდი ისე ვლაპარაკობდი თან თმებზე მეკიდა ხელი რონის ჯერ კიდევ ჩემი თმები მაგრად ეჭირა , ბიჭმა ისევ ავტომიბილისკენ წამიყვანა - შენთვითონ ხარ დამნაშვე შენ გქონდა შანსი . ჩვენში დარჩეს ამ თამაში მხოლოდ მე ვიმარჯვებ - ქუჩის ბოძთან გაჩერდა და ზედ ამაკრო და სახე ამაწევინა ისე რომ მისი სახისთვის მეყურებინა , ერთი რამ მსურდა მინდოდა ცოცხლად დავრჩენილიყავი . - ნუ ტირიხარ , არ მიყვარს ცრემლები მე შენზე სხვა გეგმები მქონდა , თუ არ გაჩერდები საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ. რონის უყვარდა როდესაც სხვებს ტკივილს აყენებდა ის ამისგან სიამოვნებას იღებდა , გადავწყვიტე რაც ძალა მქონდა მომეკრიბა ,რადგან არ მინდოდა ჩემი ცრემლებით უფრო მეტი სიამოვნება მიეღო - რა გინდა ჩემგან ? - ხელები გულმკერძე მივადე ჩემთან უფრო ახლოს რომ არ მოსულიყო - რატომ ხარ ასეთი უხეში , უბრალოდ რამდენიმე კითხვა დაგისვი _ რონიმ სიცილი დაიწყო , თან ჩემს თმებს ხელი გაუშვა - 17 წლის ვარ , სახლში მივდიოდი - გაბრაზებულმა უკან ვუბიძგე ჩემი თვი მეცოდებოდა რადგან გაბრაზებული ვიყავი და არ მინდოდა მასთან წაგება . სკოლაში ხშირად მაბრაზებდნენ დამამცირებდნენ მაგრამ შურისძიება არასდროს მდომებია მაგრამ ახლა ეს გრძნობა გამიჩნდა რონის მიმართ. ჩემი სახე შეიცვა და ისეთივე შეშლილი თვალები მქონდა როგორც მას . რონიმ ისევ ჩემი შესწავლა გააგრძე მიხვდა რომ რაღც შეიცვალა ,მისი კმაყყოფილი ღიმილი სახიდან გაქრა. - რა გქვია ?- მხრებში ჩამავლო ხელი - ლილიანი - მე რონი , შენ ჩემზე არაფერი იცი აი მე კი შენზე ყველაფერი ვიცი , შენს თვალებში ჩანს ყველაფერი - მისი ხელები ახლა უფრო მაგრად მიჭერდა - ურჩხულო მომაშორე შენი ხელები _ მას თვალი თვალში გავუყარე , ჩემი სიტყვები როგორც მუქარა ისე ჟღერდა - შენთვის აჯობებს თუ ჩემში ურჩხული არ გააღვიძო , ეს ყოველთვის ცუდად სრულდება - შაგვრემანმა უკან დაიხია და ჩემსწიგებთან მივიდა რომელიც ჯერ კიდევ მიწაზე ეყარა ჩემი მეზობლის სახლიდან ორი ახალგაზრდა გამოვიდა , იქ მივხვდი რომ აზრი არ ქონდა ყვირილს , რონის ვუყურებდი . მათი ხმა ნელ-ნელა მიახლოვდებოდა მაგრამ შიშს არ იწვევდა ჩემში ისინი . - რონი ჩვენი წასვლის დროა , ამ ნაბიჭვარმა ყველაფერი თქვა - გევერძე საშუალო სიმაღლის ბიჭმა ჩამიარა მის უკან კი ქერა მოდიოდა რომელმა სისხლიანი ხელები გაიწმინდა და იქვეე მიაგდო ხელსახოცი , უნდა გამხარებოდა რომ ვერ შემამჩნიეს მაგრამ რატომღც არ გამიხარდა. - რათგინდა ეს წიგნები ? რა იყო ჩვენს გარეშე გასინჯე ტავარი ?_ შავგვრემანმა სიცილი დაიწყო - ეს მისია _ რონიმ ჩემზე მიუთით განაჩენს ველოდებოდი მაინტერესებდა მათი რეაქცია. მათი დანახვა და მინდოდა აშკარად ამ ღამეს ჩემსთავს რაღც უცნაური ხდება. - ვისი ? რატომ ლაპარაკომ ლაწირაკებთან ?_ ბიჭი ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემი შესწავლა დაიწყო მისი გამოხედვიდან მივხვდი რომ ის მე ადამიანადაც არ მთვლის. ეს ბიჭი იყო ტომი ბლეიქი , რომელიც ანგეოზს გავს მაგრამ გარეგნობო ყოველთვის მატყუარაა . მას ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს რომელიც ოდესმე მინახავს , მისი სერი თვალებიც კი მომაჯადოვებელია . მე განძრევაც არ შემეძლო , ის შებრუნდა , რონიმ კი ჩემი წიგნები მომაწოდა. - აწი ასე გვიან გარეთ აღარ იარო ლილიან და კიდევ უკეთესი იქნება თუ არავის მოუყვები ხვალ პოლიციელები მოვლენ და მეზობლებს დაკითხავენ შენთვის აჯობებს თუ იტყვი რომ არავინ გინახავს _ იმ სახლისკენ გაიშვირა ხელი საიდანაც მისი მეგობრები გამოვიდნენ. - კარგი რა ისხომ თვითონ წაიქცა ჩაქუჩზე 5ჯერ _ ქერათმიანი შემობრუნდა მაგრამ ქუჩა რადგან არც ისე განათებული იყო ვერ გავარჩიე მისი სახე კარგად - საწყალი , არ გაუმართლა , კარგი წავიდეთ ბევრი საქმე გვაქვს ჯერ _ ტომიმ რონის დაუძახა - არაფერს ვიტყვი - გაუაზრებლად ვთქვი რონი ადგილზე გაქვავდა ,დანარჩენებმაც მე შემომხედეს , შგვრემანმა კი ჩაიცინა - თითოეულ ჩვენგანში ცოხვრობს ურჩხული , დღეს მე შენი ურჩხული გავაღვიძე , მე მას ახლა ვხედავ . ნახვამდის ლილიან მე დიდხანს ვუყურებდი ქუჩში მიმავალ ჯიპს . ეს იყო პირველი შეხვედრა ჩემი მათან , როგორც დავპირდი მე არავისთვის მომიყოლია. იმა ღამეს რონიმ რაღცა შეცვალა ჩემში. როდესაც სახლში დავბრუნდი , მითხრეს რომ ჩემი მეზობელი მკვდარია , პოლიცია ჩვენთან იყო , ჩემი დაკითხვა არც უფიქრიათ , მაგრამ მქონდა შანსი მომეყოლა ყველაფერი მაგრამ ესე არმოვიქეცი. პირველად მაშინ დავემორჩილე ჩემს ბნელ მხარეს , იმ დღიდან კი ჩემი ბრძოლა დაიწყო. თავი მეორე დღეები ერთმენეთს მიყვებოდა , ეს დღეები კვირებად გადაიქცა , კვირები კიდევ თვეებად . როგორც რონიმ მითხრა ემოციები ერთმანეთს ცვლიდა . რამდენიმე დღეში სინდისის ქენჯით გავიღვიძე და მე დამიბრუნდა ნორმალურად აზროვნების უნარი. რამდენჯერმე ვფიქრობდი მივსულიყავი განყოფილებაში , მაგრამ მათ ჩემი ჩვენება არაფერში ჭირდებათ. საქმე უკვე დაიხურა , რომც მივსულიყავი და მომეყოლა ყველაფერი , მკითხავდნენ თუ რატომ ვდუმდი აქამდე. დღეები გადიოდა , როგორც ჩემა აღიარებამ ჩაიარა . მომომენტი გავუშვი ხელიდან , თუ მოვყვებოდი თანამზრახველად ჩამთვლიდნენ და გადავწყვიტე ეს საშინელი საიდუმლოდ შემენახა და არავისთვის მომეყოლა. ჩემი სიტყვა მე შევასრულე , ახლა თქვენ იცით თუ როგორ გავიცანი ადამიანები რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალეს. ისტორიაში არ არსებებოს „ჩემი“ ან „შენი“ აქ არის მხოლოდ ჩვენი, მათან შეხვედრამდე სხვანაირი ცხოვრება მქონდა , მათ შემდეგ ჩვენ ერთი მთლიანი გავხდი უფრო სწორად ასე თუ ვიტყვი „ მე მოგიყვებით ისტორიას თუ როგორ ცდილობდა ბრუკლინელი ოთხეული სამყაროს დაპყრობას“. ისევ წინ ვასწრებ მოვლენებს , რთულია ქრონოლოგიურად მოყვე ისტორია , როდესაც ასე ცოტა დრო გაქვს , დიდი ალბათობით იქიდან გავაგრძელებ სადაც ჯერ კიდევ ვცდილობდი დავრჩენილიყავი საყვარელი ლილიანი. ბრუკლინელმა სამეულმა საკუთარი საქმე გააგრძელა ,ჩემი ცხოვრება კი ჩვეულ რითმს დაუბრუნდა .მე მინდოდა დამევიწყებინა თუ როგორ გავიცანი ისინი , რომ დავმალე მკველოლბა , ეს არ მაძლევს მოსვენების საშუალებას. მთელი ძალით ვცდილობდი ჩემი ცხოვრება ნორმალურს დამსგავსებოდა,ისევ სკოლა , სამსახური , ოჯახი და მეგობრები. მათ არიცოდნენ რატომ ვიყავი ასე , და სკოლის გაზეთებში წერდნენ გაუმხელელ სიყვარულზე. როგორც იქნა დავივიწყე ბრუკლინელი სამეული მაგრამ როგორც ჩანს მათ არ დავიწყებივარ. მე როდესაც ამდენი მცდელობის მერე ჩემი სინდისი დაწყნარდა , ისინი ისევ შემოვარდნენ ჩემს ცხოვრებაში დაუკითხავად. - ლილიან , შენთან არიან ! _ დედამ დამიყვირა პირველი სართულიდან ოთახში ვიჯექი და გამოცდებისთვის ვემზადებოდი , მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს , ისინი ხშირად მოდიან ჩემთან და ამიტომ ეჭვი არ გამჩენია , ამიტომ ქვემოთ ჩვედი. დედაჩემი სამზარეულოში შევიდა, მამა ტელევიზორს უყურებდა ერთი ჩვეუებრივი დღე ჩემს ოჯახში. ჩემი ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი , სიმართლე უნდა ვთქვა ძალიან ციოდა გარეთ . - გამარჯობა , შენ ლილიანა ხარ ? _ ჩემთვის უცნობი ადამიანი მომიახლოვდა - კი და გიცნობ ? _ გაკვირვებული ვიყავი ის ჩემზედაბალი იყო , ქვემოდან ზემოდ მიყურებდა , იანვარში ამინდი ძალიან საშინელია , ის ჩვეულებრივ სკოლის მოსწავლეს გავდა. - შენი ნახვა უნდათ როგორც მაშინ ახლაც მთელს სხეულში დამიარა შიშის ჟრუანტელმა , იმ წუთშივე მივხვდი რომ თუ ვის უნდოდაჩემი ნახვა, არ იყო საჭირო მისი საუბრის თავიდან ბოლომდე მოსმენა. სახლის წინ იყო ლამპიონი , მაგრამ არც თუ ისე კარგი განათება იყო გარეთ , ბიჭის უკვე აღარ ვუსმენდი როდესაც ქუჩის ბოლოსკენ დავიძრი სადაც შავი ავტომობილი იდგა ეს ადგილი სხვა ადგილისგან განსხვაებით ბნელი იყო. მე მეშინოდა მათი მაგამ უკვე ისე ძალიან აღარ როგორც მაშინ, მე ჩემი გრძნობები და ფიქრები მაშინებდა არ მსურდა ისევ ის შეგრძნება გამეორებულიყო . ბიჭებს ჩემი მოკვლა შეუძლიათ , მართალია მათ შეეძლოთ შენში შიში გამოეწვია . - წადი და უთხარი რომ თავი დამანებონ _ უკან დავბრუნდი და იქ მდგომ ბიჭს შევხედე - მოიცა , მე გადამიხადეს რომ შენ მიმეყვანე მათან ! მე არ შემიძლია შენსგარეშე მისვლა - ჩემთვის სუერთია ფული დააბრუნე _ კარები ცხივრწინ მივუხურე - ვინ იყო ? _ დედაჩემი სამზარეულოდან გამოვიდა და თან ხელებს წინსაფარზე იწმენდა - არავინ სკოლაში კუდში დამსდევს მაგრამ მე არ მომწონს _ იმ მომენტში მე ვთვლიდი რომ სწორად მიმაჩნდა დედაჩემის მოტყუება, მან გამიღიმა და ისევ სამზარეულოში შებრუნდა მაგრამ უცებ ისევ გაისმა კარზე კაკუნი , იმ წუთში უკვე შემეშინდა მეგონა დედაჩემი კარებს გაუღებდა და ის ბიჭი სიმართლეს ეტყოდა. - ვინაა ძვირფასო ?_ მამაჩემა მისაღებიდან გამოძახა - არავინ ! _ დედამ უპასუხა და ჩემთან მოვიდა სამზარეულოდან ჩემი ბავშობის ნამცხვის სუნი გამოვიდა , დედამ ჩემი კიკინები უკან გადაყარა და ლოყაზე მაკოცა , ის ხვდებოდა რომ მე უკვე გავიზარდე და უკვე დიდი გოგო ვარ. - ჩვენ მას დავაიგნორებთ , მიდი დავალებები დაასრულე და ჩამოდი 30 წუთში ყველაფერი მზად იქნება _ მშვიდად და წყნარად ჩილაპარაკა - კარგი - გამიხარდა ჩემს ოჯახში ერთადერთი ბავშვი ვარ , როგორც კი ოთახში დავბრუნდი , არ მეგონა რომ ასე მარტივად მოვიცილებდი , დავალებები ყველაფერი დაწერილი მქონდა ასე რომ მინდოდა მარტო დამესვენა ოთახში შუქი ჩვაქრე , ვამაყობდი რომ ისინი ასე მარტივად გავაცურე , თავალები დავხუჭე მაგრამ საიდანღც მამკაცის ხმა გაისმა - ამის შემდეგ რას აპირებ ? რამდენიმე წუთის განმავლობაში შოკში ვიყავი , რონი იყო ჩემს ოთახში , მან პირზე ამაფარა ერთი ხელი მეორეთი კი ხელები გამიკავა თავს ზეოთ , ის ჩემს ზემოდან იყო მოქცეული . - მე შემეძლო რამდენჯერმე ჩავარდნილიყავი აქ ამოსვლისას , რომ ჩავარდნილიყავი ძალიან გავბრაზდებოდი და ამის გამო შენს სახლს გადავწვავდი , შემდეგში ამ მეთოდით გამოგიყვან გარეთ _ რონი ჩურჩულებდა ისე მელაპარაკებოდა . ისევ ეს გამოხედვა , თმები უკან ქონდა გადავარცხნილი , ხელებზე შავი ხეთათმანები ეკეთა . - ხუმარახარ , ჩემგან როგორი ხუმრობის მოსმენა გინდა ? _ ის ხელი რომლითც პირს მიფარავდა უკვე ცხივირსაც მიფარავდა , რას აკეთებს არ ვაპირებდი დანებებას და ჩემი სიცოცლისთვის დავიწყე ბრძოლა , ისევ ის გიჟური გამოხედვა რონისგან , ის უფრო ახლოს მოვიდა ცდილობდა რაღაც დაენახა ჩემს თვალებში , მასში კი ვკითხულობდი რომ დამცინოდა , ჰაერი თან და თან აღრ მყოფნიდა , ინტუიციამ მიკარნახა რომ ის მეთამაშებ , მე კიდევ მაინც განვაგრძობ ბრძოლას რომ გადავრჩე . ბოლოს უკვე აღრ შემეძლო შეწინააღმდეგენა და უკვე აღარც ვცდილობდი - კარგი ხო ვხუმრობ _ უცებ გამიშვა ხელები ხმამაღლა ამოვისუნთქე და ჰაერს ხარბად ვისუნქავდი ასე მეგონა ფილტვები დამისკდებოდა , რონი უკვე აღ იყო ჩემს ზემოდან , რადგან მის წონას ვეღარ ვგრძონდი ალბათ ადგა ლოგინიდან - გამარჯობა , ხანდახან ძალიან უხეში ვარ მაგრამ შენ ვერ გაჯობებ _ რონის ჩემს კიკინებთან თამაშობდა და თნ იცინოდა ის ისევ ჩემს ლოგინზე დაეცა , მის მანტოზე კი თოვლი დნებოდა , ოთახში რონის სუნამოს სუნი იდგა , მე შევეცადე ჩემი სერი კაბა გამესწორებინა და წამომდგარიყავი მაგრამ ისე უკან ლოგინზე დავეცი - შენ კინაღმ მომკალი - ჯერ ერთი ეს უბრალო ხუმრობაა ლილიან , ადამიანები კი ორ კატეგორიად იყოფა , მსხვერპლად და ჯალათებად , ჩვენ კიდევ თავიდანვე გავარკვიეთ რომ შენ მსხვერპლი არ ხარ_ რონი გვერდულად იწვა და თავიდან ფეხებამდე მსწავლობდა პირი გავაღე მისი ასეთი სინაგლის გამო . რა უნდა მას აქ ? მე ვდუმდი მაგრამ ვერ გამეგო რა უნდოდა ? მან კი სიგარეტის კოლოფი ამოიღო . ოთხში სიბნელე იყო მაგრამ მაინც შევძელი მისი პროფილის დათვარიელება. მისი გარეგონობა ყოველთვის წარმომენდგინა რაღაც საშინელი სახით, შეუხედავი , მაგრამ სინამდვილეში ის იყო ძალიან სიმპატიური და მიმზიდველი ,როდესაც ის არ ბრაზობს და მას თვალებში არ უყურებ ის ჩვეულებრივ მშვიდ ბიჭს გავს. არ მინდოდად რომ ოთახში სიგარეტი მოეწია , ამიტომ მისთვის კოლოფის წართმევა გადაწყვიტე , სამწუხაროდ ვერ შევძელი - არ შეიძლლება ხო ? _ რონიმ თავი ჩემსკენ შემოაბრუნა და ჩვენ ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით . ოთახში სიბნელე იყო მაგრამ ლამპიონის შუქი მაინც აღწევდა , რონი ცალ წარბ აწეული მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდა - არა არ შეიძლება _ ზურგზე დავწექი და ჭერის ყურება დავიწყე რატომ არ მეშინია მისი ? ვრწმუნდები რომ მე არ მეშინია დამნაშავის , რომელიც ჩემს ოთხში ფანჯრიდან შემოძვრა , ნორმალური გოგო იყვირებდა და დახმარებას ითხოვდა მაგრამ ვიცოდი რომ მასთან მე არანაირი შანსი არ მქონდა . მე ნორმალურად მოაზროვნე გოგო ვარ , რადგან მე დაკივლებას ვერ მოვასწრებ ის რომ გამაჩუმებს , მისი გაბრაზება კი არ შეიძლება და არც მსურს. ჩემი მშობლები ქვემოდ არიან , არ მინდა მათ პრობლემა შეუქმნას რონიმ , ამიტომ ჯობია მისი წესებით ვითამაშო , მაგრამ ის შეცდა როდესაც მე ჯალათი დამიძახა. - მუხლები ძალიან გტკიოდა იმ დღის შემდეგ ? _ უეცრად მკითხა არ მსურდა მისთვის შემეხედა , ჯერ კიდევ მის სიტყვებზე ვფიქრობდი მე არ ვარ მხსვერპლი მაგრამ არც ჯალათი ვარ. - კი მტკიოდა _ გამახსედა რომ ამის გამო ვერ წავედი ცეკვებზე და ენდი კიდევ სხვა გოგოსთან დაიწყო ურთიერთობა - მე კიდევ არ ვწუხვარ , მე არ შემიძლია თანაგრძნობა , მე რომ მეთქვა „ ძალიან ვწუხვარ რომ დაეცი და იტკინე მუხლები „ ეს ყველაზე დიდი ტყუილი იქნებოდა ჩემი მხირდან ,სამაგიეროდ ადამიანების მიმართ ყოველთვის სამართლიანი ვარ ის მშვიდად საუბრობდა ჩემთან გეგონება განუყრელი მეგობრები ვყოფილიყავით - მადლობა შენი სამართლიანობისთვის - სულ დამავიწყდა მეთქვა თუ რატომ მოვედი შენთან , ჩვენ შენთნ პატარა საქმე გქვას , ეს ძალიან მნიშვნელოვანია , ლილიან ორი ვარიანტი გაქვს : ან ჩვენთან ერთად მოდიხარ და გვეხმარები , ან შენს მშობლებს ამწუთშივე ვკლავ , რადგან გაფასებ უმტკივნეულოდ დავხოცავ მათ - რა ?_ მთელი სხეულით შევბრუნდი მისკენ - კარგი , ანუ ჩვენთან ხარ , მალე 17 ხდები ? _ ბიჭი ლოგინიდან ადგა და პალტო გაისწორა - ერთი კვირის შემდეგ რა იყო რომ ? _ ლოგინიდან წამოვხტი , კარების წინ გადავეღობე მე მეშინოდა ჩემი მშობლებისგამო , რონი რათქმაუნდა მიხვდა თუ რაში იყო საქმე , მან მიმართულება შეცვალა და ჩემს კარადას მიუახლოვდა. - კარგი ხვალ ჩვენს კლუბში მოდი , მემგონი იცი არა სად მდებარეობს ის _ ის ჩემს კაბებს მოწყენილი უყურებდა მე კიდევ ოთახში წინ და უკან დავდიოდი - ყველამ იცის და ერიდებიან თქვენს კლუბს - ხვალ მოდი იცოდე , თორემ ტომი მოვა, მას არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და დამიჯერე არც ისე კარგად დასრულდება ყველაფერი _ ის ისევ მომიახლოვდა მე კიდევ არ ვაძლევდი ოთხიდან გასვლის საშუალებას - არაფერი დაუშავო ჩემს მშობლებს - ნუ გეშინია მათ ხელს არ ვახლებ უბრალოდ ფანჯრიდან არ წავალ , მშვიდად გავალ კარებიდან თქვენი უგემოვნო სახლიდან გავბრაზდი როდესაც ჩემი სახლს შეურაწყოფა მიაყენა , ამაზე კი რონიმ სიცილი დაიწყო - მე ყოველთვის იმას ვლაპარაკობ რასაც ვფიქრობ - ეს რამე კანონსაწინააღმდეგო დავალებაა ? _ ცნობისმოყვარეობამ მძლია - ნუ გეშინია შენ არაფერი გევალება დიდად უბრალოდ ერთ ადგილას უნდა შეგვიყვანო - სად ? _ რონი უკვე გაბრაზებას იწყებდა ჩემი კითხვების გამო - მოხვალ დაყველაფერს გაიგებ _ ამწია და გვერძე გადამდო , ჩემი ოთხი დატოვა მისი სახის გამომეყველება ისეთი იყო თითქოს ჩემი საუბარი აღიზიანნებდა , მე ვიცოდი რომ არჩევანი არ მქონდა მაგრამ მაინც ყველაფერი ირეოდა ჩემს თვში, ჯერ ჩემი გაგუდვა გადაწყვიტა და მითხრა რომ ეს ხუმრობა იყო , ვერაფერი გავიგე თუ რა სურს რონის ჩემგან - უკვე დამღლე შენი შეკითხვებით ,მაგარამ რადგან მე ძლიან ზრდილობიანი ვარ, გეტყვი ნახვამდის ლილიან _ ჩემი ოთახის კარები ისევ გაიღო და ისევ რონი დავინახე გაკვირვებული ვიჯექი ლოგინის ძგიდეზე , რა გავაკეთე ? დავღლე ? მასთან ურთიერთობა რთულია ის ყოველთვის ცვლის თემებს , ამის გამო სულელი ვჩანვარ - რა ? - ფუუ როგორი უხეში ხარ - ნახვამდის - და რა მქვია ? - ნახვამდის რონი - ასე უკეთესია როდეასაც დავრწმუნდი რომ წავიდა ქვემოთ ჩავედი მსურდა მშობლები მენახა , ორივე საკუთარ საქმეს აკეთებდა .კიბეებზე ჩამოვჯექი კარგია რომ არაფერი დაუშავა მათ , თავი მუხლებზე დავდე და შევეცადე საკუთრი გულისცემა გამექარწ....ბინა , რა შარში გავყავი თვი? თავი მესამე მთელი გაკვეთილი ნემსებზე ვიჯექი , სკოლის მერე მშობლებს კაფეში უნდა დავხმარებოდი , როგორც ყოველთვის . რა მოხდება თუ არ მივალ მათან კლუბში ? მომკლავენ ? არა უფრო ჩემს მშობლებს დახოცავენ. მე ჩემი თავი არ მადარდებდა რამდენადაც ჩემი ოჯახი . გადავწყვიტე ერთი გაკვეთილი გამეცდინა და მათან მივსულიყავი კლუბში. თუ მოვინდომებ მოვასწრებ კაფეში მისვლას და ვერც ვერავინ გაიგებს ,თან მომიწევს ტყუილიც ვთქვა . სხვა დროს არასდროს გამიცდენია სკოლა ,მაგრამ ახლა სხვა გზა არ არის , მასწავლებლებთან დავიწუწუნე რომ გაციებული ვიყავი და ბოლო გაკვეთილიდან გამიშვეს, როდესაც შენი საქციელით ავტორიტეტს მოიპოვებ , მაშინვე ყველა გიჯერებს , მშობლებსაც არ დაურეკეს ისე გამიშვეს . სკოლიდან როგორც კი გამოვედი , იმწუთშივე გაჩერებისკენ წავედი , ჩვეულებრივად მეცვა , კიკინები , სერი კაბა და მანტო . ვერ ვხვდები თუ რაში ჭირდებათ ჩემი დახმარება? არაფრით გამორჩეული გოგო ვარ , არც ძალიან მამაცი ვარ თუ გავაგრძელებ ძალიანშორს წავალ .მე მთელი გზა ვფიქრობდი თუ რაში ჭირდებათ ჩემი დახმარება მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდი გარდა , ამისა რომ აუტკივარ თავს ვიტკიებდი. ჩემი აზრით გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს , მე შემიძლია სანაცვლოდ რაღაც მოვთხოვო .ჩემთვის სასურველ გაჩერებაზე ჩამოვედი , აქვე ახლოსჩემი დაქალი ცხოვრობს და მიყვება აქაურ სიტუაციაზე და კლუბზე . იმ შენობამდე მისვლამდე თავი არ ამიწევია. ქალაქი ისეთი სერი და უფერული იყო , თან ამ ქუჩაზე ატმოსფერო ძალიან დაძაბული იყო . მივედი კლუბის კარებთან კი დაცვა იდგა , დაახლოებით 30 წლის იქნებოდა , პირი გამიშრა , მუშტებს ვკრავდი და ვშილი , ერთი ღრმად ჩავისუნთქე და მივედი - მელოდებიან _ მშვიდად და წყნარად ვუთხარი არ მსურდა სუსტ ადამინად გამოვჩენილიყავი მაგრამ მაინც აქეთ იქით ვიყურებოდა დამნაშავე ადამიანივით , ძალიან ხალხმრავლობა იყო არ მსურდა ვინმეს დავენახე ამიტომ მინდოდა მალე შევეშვი იქ . - შემოდი გელოდებიან - სად უნდა მივიდე... - როცა შეხვალ გეტყვიან მე მსურდა ყველაფერი იმ წუთას გამეგო , მაგრამ დაცვამ მითხრა რომ ჩემით გავიგებდი , ნელ-ნელა ქვემოთ ჩავედი , შეიძლება საღამოობით აქ ძალიან ბევრი ადამიანია მაგრამ ამ წუთში , სამარისებული სიჩუმე იდგა . სანამ იმ კარებს მივაგნებდი რომელც მჭირდებოდა უაზროდ ვიარე დერეფნებში , იმ კარებთან კიდევ დაცვა იდგა . - მე მელოდებიან - ისევ ეს წინადადება გავიმეორე - რათქმაუნდა , მაგრამ ჯერ შენი ჩანთა თუ რაცაა მომეცცი - მამაკაცი მომიახლოვდა და ჩანთა გამომართა , ეს სერიოზულად ფიქრობს რომ წიგნებით ვინმეს მოვკლავ და რამეს დავუშავებ ? სანამ არ გამჩხრიკა იქამდე არ შემიშვა - შეგიძლია შეხვიდე „ ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება „ საკუთარ თავის განმხნევება დავიწყე - მე მინდა რომ ფერვეკებით მოკლა - ეგ როგორ? - როგორ და საჯდომში რაც შეიძლება მეტი ფეერკვერკი ჩაგთხარო და ცეცხლი წაგიკიდო, უკვე დამღლე რატომ უსმენს მას ყოველთვის? ერთ დიდ ოთახში აღმოვჩდი სადაც ტომი უცხო მამაკაცს ეჩხუბებოდა , არცერთმა მათგანმა ყურადღება არ მომაქცია. - ჩვენ ახლა მაგისთვის ფული არ გვაქვს რონი და კოლინი მაგიდაზე ფეხებ შემოწყობილნი იჯდნენ, გეგონება დამნაშავები კი არა კანონ მორჩილნი ბიზმესმენები იყვნენ . ორივენი ეწეოდნენ მინდოდა დამეხველა, ტომასი მაგიდიდან ადგა და უცნობს მიუახლოვდა - მინდა რომ ხვალ ფული იყოს თან ორმაგი თანხა . შენ ხომ ორმხრივ ბუღლტერიას აწარმოებ ? - ტომა დაუყვირა უცნობი მამაკაცი კი შიშისგან შეხტა და გაფირთდა რონი და კოლინი ერთმენათს რაღაცეებს ეუბნებოდნენ და თან იცინოდნენ , ტომასის გამოხედვა კი გიჟისას გავდა , მე ასეთ რამეს არ დავთანხმებულვარ , ჯობია წავიდე სანამ ჯერ კიდევ არდავუნახივარ მათ. - კარგი გეთნება შენი თანხა მაგრამ არ გირჩევს მაგ პროექტში ამხელა თანხის დაბანდებას - ფული ჩემია და მე თვივთონ გადავწყვიტავ უკვე კარებთან ვიყავი რომ დავაცემინე და მათი ყურადღება ემსკენ იქნა მომართული , „ჯანდაბა“ - აი ისიც მოვიდა , მოდი დიდხანს აპირებ იქ დგომას? _ რონი მათკენ სახით მივბრუნდი , მაგრამ ალბათ ალერგიას მაძლევს ისევ მსურს რომ დავაცემინო , უცნობმა გვერძე ჩამიარა და ოთახი დატოვა , ტომას კი ჩემი დანახვისას გაიღიმა , წინანდელი სიბრაზის კვალიცკი არჰქონდა სახეზე . - გამარჯობა ლილიან , მომე შენი მანტო მეგონა ტომასი ერთ კარგად მითავაზებდა და მომკლავდა მაგრამ ეგრე არ მოხდა , ისევ დავაცემინე - ჯანმრთელობა , შენ როგორც მკვდარი ისე გამოიყურები , რადგან რონის ჯერა შენი მეც მჯერა მაშინ - ბიჭმა თავისი ხელით დაიწყო ჩემი მანტოს ღილების გახსნა მან ჩემი ჩანთა იატაკზე დადო მანტო კი საკიდზე დაკიდა სადაც მათი ტანსაცელი იყო ჩამოკიდული. ჩანთა ავიღე და ნელა მივუახლოვდი მაგიდას , რონის უკმაყოფილო სახე დავინახე , იმ წუთასვე გამახსენდა რომ მისალმება დამავიწყდა - გამარჯობათ _ ძლივს მივესალმე ისე რომ არ დამეცემინებინა - გაგიმარჯოს - კოლინი შემფასებლურად მიყურებდა - ფანჯარა გააღე , ოთახში ჰაერის უკმსარისობაა ახლა ჩემთვის სუფთა ჰერი მისწრებაა , მათი მაგიდის წინ მოვთავსდი მუხლებზე კი ჩემი ჩანთა დავიდე , რონიმ და კოლინმა იმ წუთასვე ჩამოწიეს ფეხები მაგიდიდან და სიგარეტიც ჩააქვრეს . ტომასი მათ კვალობაზე ჰიპერაქტიური ჩანდა , ის ბილიარდის მაგიდას მიუახლოვდა და თამაში დაიყო , ახლა კი შევძელი მისი უფრო კარგად შეთვარიელება, ლამაზი იყო თავისი მორიჟაო ხვეული თმით , სხვებთან შედარებით დაბალი იყო , მაგრამ სპორტული აღნაგობა ქონდა , ჩემიყურადღება კი მისმა ქალივით ლამაზმა თითებმა მიიქციეს. - რომ მოხვედი ეს უკვე კარგია - რონი ჩემი ყურადღება მათზე გადავიტანე , ორივე იღიმოდა მემგონი გამომიჭირეს თუ როგორ ვაკვირდებოდი ტომას . შევეცადე ჩემი სახის გამომეტყველება გამესწორებინა და ისე მეთქვა ჩემიაზრი. - მე თქვენ დაგეხმარებით მაგრამ ერთი პირობით , თქვენი ბიჭები მამაჩემის კაფეში აღარ გამოჩნდებიან და აღარ მოითხოვენ ფულს - რომ მოვკლათ და წყალში გადავაგდოთ ? - ტომა თამაში შეწვიტა და სიცილი დაიწყო , ვცდილობდი შიში დამემალა , თავი ხელში ამეყვანა რამდენად გამომივიდა ეგ სხვა საკითხია უკვე - უბრალო ხუმრობა- კოლინი მე ისევ მათი დათვარიელება დავიწყე ამჯერად ქერას დავაკვირდი , ის როგორც რონი მამაკაცური იყო , მას ამ სამს შორის უფრო ადეკვატური გამოხედვა ქონდა , ამბობდნენ რომ რონი და კოლინი ორი ლიდერები იყვნენ რომლებიც ერთმათს არაფერში ჩმორჩებოდნენ . მას დიდი ცისფერი თავალებიი ქონდა , წარბთან კი პატარა შრამი. - მივხვდი - შევეცადე გამეღიმა მაგრამ , არაფერი გამომივიდა ტომასი მთელი სახით იღიმოდა , უნდა ვაღიარო რომ ძალიან სექსუალური ღიმილი აქვს , მაშინებს მისი ასეთი ცვალებადი განწყობა - ჩვენი ხალხი შენს კაფეში არ დადიან , ალბათ სხვა უბნის ხალხი არიან , მაგ საკით დღესვე მოვაგვარებთ - რონიმ ხელი სიგარეტის ყუთისკენ წაიღო მაგრამ ხელი არ ახლო - მინდა რომ აღარასოდეს გნახოთ - თანახმავარ , ქალბატონის სიტყვა კანონია - რონიმ რევერანსი გააკეთა - რა გინდათ ჩემგან ტომასი ბართან იდგა და ყველას ვისკის უსხამდა , რონი კი მის შავ სავარძელზე ტრიალებდა - ჩვენ ერთი კლუბის მიერთება გვინდა , რომელიც მანხენტენზე მდებარეობს, მაგრამ არ მოგვყიდეს , ეს ადგილი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამიტომაც ის ძალიან გვჭირდება - კოლინმა დაილაპარაკა , თითზე კი სერ ბეჭედს ათამაშებდა ის მათ არ გავდა , კოლინი საკუთრი საუბრის მანერითა და ქცევით ცდილობს ჩგითრიოს , ის არ გსწავლობს როგორც რონი და ტომი ,ერთ მომენტში მეგონა რომ ბიზნეს შეხვედრაზე ვიყავი . - მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ მათ ძალით წაართვათ ? თქვენ ასე არაერთხელ მოქცეულხართ რონი კიმაღამ სკამიდან გადაყირავდა სიცილისგან , სანამ კოლინი კითხვებზე პასუხს მცემდა , რონი კი ამ დროს ჩემთან მოსრიალდა საკუთარი სავარძლით - კლუბის ქვემოთ ბუნკერია- ტომი მომიახლოვდა და ჭიქა დამიდო წინ სადაც ვისკე ესხა - მოაშორე ტომ , ის ჯერ კიდევ ბავშვია - კოლინმა საკუთარ სასმელზე უარი არ თქვა - მალე 17 წლის ვხვდები რონი ჩემს გვერძე იჯდა და ჩემს კიკინებს ეთამაშებოდა თან იცინოდა , ვიცოდი რომ ცდილობდა გავეღიზიანებინე და წყობიდან გამოვეყვანე . - არდა არ გეტყობა ასაკი ეს ჩვენს საქმეს კარგად წაადგება - კოლის გაუხარდა - ის უბრალოდ საკუთარ ნამდვილ მეს მალავს ამ მომენტში ვერ მოვითმინე და რონის შევხედე , ის საკუთარი სავარძლით აქეთიქით სრიალებდა მაგრამ როდესაც დაინახა რომ ვუყურებდი , მისი ღიმილი სახიდან გაქრა. მე და ის ერთმანეთს თვალმოუშორებლივ ვუყურებდით ერთმანეთს , იმ მომენტში წარმოვიდგინე რომ ვამცირებდი და შეურაცყოფას ვაყენებდი. მისი გამოხედვა ძალიან საშიში იყო , მაგრამ ვერ ვაშორებდი თვალს მსურდა მაგრამ იმის სურვილუ უფრო დიდი იყო რომ ამ მომენტში სუსტი და მშიშარა ბავშვი არ ვიყავი და ასე ადვილი არ იყო ჩემი შეშინება - ცოტა რაღაცეებს შევუცვლით და ეგაა იმ ცხოველს ხომ მისნაირი გოგოები მოწონს - რონი გეყოფა - კოლინმა მიმართა მას მაგრამ უშედეგოდ რონის თვალებში ჯერ კიდევ ის სიბრაზე არ ჩანდა რაც ჩანს ხშირად ანუ შემიძლია ის ჯერ კიდევ გავაბრაზოოო . - გეყოფა შეაშინებ - არა მას არ ეშინია ,ჰმ სახალისოა - რონიმ მომაშორა მისი მზერა და თვალები დაახამხამა მე კი შვებით ამოვისუნთქე , რონი ჩემს გარშემო დასრიალებდა , მე კიდევ მაინტერესებდა კოლინი კიდევ რასმეტყოდა რადგან მე დეტალები მაინტერესებდა - რა უნდა ვქნა ? - არაფერი ისეთი , უბრალოდ იმ კლუბის მფობელი უნდა გაათრო , გათიშო და ის და მისი დაცვის წევრები , ამის შემდეგ ჩვენ კლუბში შემოგვიშვებ - მარტო ეს მეტი არაფერი ? - ამ ტანსაცმლსი შენ ძალია საყვარელი ხარ,თან ცოტას შეგცვლით და რამდნეიმე წელსაც ჩამოგაკლებთ - ტომი მაგიდის კუთხეში ჩამოჯა და საკუთარი სასმისი დალია - თქვენ მას მოკლავთ ? - ჰმ , ცოტახნის წინ ჩემთვის რაღაცის დაშვება გინდოდა და ვიხაც ნაბიჭვარ პედოფილზე დარდობ ? ლილიან , ლიალიან აბა რა ცუდ სიტიყვებით მამკობდი შენს გონებაში ? _ რონიმ ჩემი სკამი მისკენ შეაბრუნა ჩვენ ისევ ერთმანეთის წინ აღმოვჩდით , მართალია რონიმ მე მისი არ მეშინია , კოლინმა და ტომა სიცილი დაიწყეს ჩვენი მშემხედვარე - არ ვიცი რაზე საუბრობ - შევეცადე ჩემი ხმა დამაჯერებელი ყოფილიყო - კაი გაჩე ალბათ ფიქრობდი ვინა ეს უხეში ? როგორ მექცევიან ახლა ისინი ? ან თუ როგორ ვგავართ ერთმანეთს ? შენ არ ხარ საყვარელი გოგონა , შენ აქ შენი დაფარული მიზანით მოხვედი - რონიმ ჩუმად ჩაილაპარაკა გაოცებული ვიყავი რონის ამ სიტყვებით , ასე მგონია საკუთარ მეორე მეს ველაპარაკებოდი როგორ მიხვდა თუ რას ვფიქრობდი , მე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს მამაჩემს თავი დაანებონ. - თანახმავარ , მაგრამ ბორკილების გაკეთება არ ვიცი და მინდა სრული უსაფრთხოება არ მინდა რამე დამიშვდეს _ ტომს მივმართე - ოჰ ძვირფასო ეგ პრობლემა არაა _ გველური ღიმილით ჩიღიმა , ტომაც ჩემს ნაწნავებს წაეთამაშ ვერ გამიგია რას გადაეკიდეს ჩემს კიკინებს ? დავიჯერო პატარა შკოლნიკ გოგოს ვგავარ ? კარგი , სხვა გზა მაინც არ მაქვს იმ კლუბის მფლობელს მაინც მოკლავენ , ყველაფეირ გადაწყვეტილია. - რატომ მაინც და მაინც მე _ კოლინს მივუბრუნდი მასთან მსურდა საუბარი - იმიყომ რომ რონიმ თქვა რომ დაგვეხმარებოდი - და მართალიც აღმოვჩნდი - რონის კმაყოფილი ხმა გავიგე - შენ რა იცი მე რა მინდა და რას გავაკეთებ ? _ გავბრაზდი და ფეხზე წამოვხტი რომინ მომბაზა და ისიც ფეხზე ადგა , ახლა მე მას ქვემოდან ზემოთ ვუყურებდი , მართალია მერჩივნა მისი გაღიზიანება როდესაც ჩვენი თვალები ერთ სიმაღლეზე იყო მაგრამ , მაინც გავუძლებ - იმიტომ რომ მე შენს თავში ვარ ძეტკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.