შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოხუმსკი (15 თავი)


1-02-2018, 22:42
ავტორი tatiachelo
ნანახია 3 339

ერთი თვე ისე გავიდა დიანას მათე არ უნახავს. თამაშების გამო საქართველოში არ იმყოფებოდა, ასე, რომ ვთქვათ ზბორებზე ბრძანდებოდა და ივნისის დასაწყისში გეგმავდა ჩამოსვლას.
დიანა ხან დედამისთან რჩებოდა, ხანაც გოგასთან. უნიშიც დადიოდა, მერე საღამოობით მეუღლეს ელაპარაკებოდა სკაიპით და დროს ასე იყვანდნენ.
-რაო შენმა ბედოვლათმა ქმარა როდის ჩამოვალო? ლევანმა კითხა მოწყენილს.
-ზეგ ჩამოვა. ჩუმად ჩაიბურტყუნა და ფიქრი განაგრძო
-დიანა, რამეს მიმალავ? უცნაურად გახედა დეიდაშვილს.
-არაფერს. თავი სწრაფად გააქნია უარის ნიშნად და ფეხზე წამოხტა. -ლექციაზე უნდა შევიდე მერე გნახავ. ლოყაზე აკოცა ბიჭს და სწრაფად გაეცალა. უნიდან თავჩახრილი გამოდიოდა სიგნალის ხმა, რომ მისწვდა მის ყურთასმენას და თვალი ხმაურის ეპიცენტრს გაუსწორა. ჩანთა ხელიდან გაუარდა მის წინ მდგომი მანქანიდან მათე, რომ გადავიდა გაღიმებული. სუნთქვა შეეკრა.. იგრძნო ის მონატრება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში აუძლურებდა. ადგილიდან არ განძრეულა. ბოკუჩავა თვითონ მიუახლივდა გაშეშებულს და მკლავები შემოხვია. ერთმანეთის სურნელით აივსნენ, თითქოს აქამდე მათთვის გაჩერებულმა დედამიწამ ტრიალი დაიწყო.
-მათე.. აცრემლებული თვალები შეანათა მამაკაცს და ხელები კისერზე მოხვია.
-ჩემი პატარა. ნაზად გადაუსვა თითები სახეზე, მერე ყელთან ჩააცოცა, გოგო მისკენ მიქაჩა და ტუჩის კუთხეში აკოცა. -მომენატრე. უზომოდ მომენატრე. გაღიმებულმა მიიკრო მკერდზე და თავზე აკოცა.
-მეც მომენატრე.. თან იცი როგორ? ცრემლები წასკდა.
-კაი ახლა ნუ დაიწყებ ტირილს კაკა წართმეული ბავშვივით. წელზე ხელი ღიმილით მოხვია, ძირს დავარდნილი ჩანთა აიღო და მანქანკსკენ დაიძრა, მეუღლესთან ერთად.
-მატყუარა.. თვალებ დაწვრილებულმა გახედა ქმარს, რომელიც ეშმაკურად იცინოდა. -რატომ მომატყუე?
მამაკაცმა უპასუხოდ დატოვა გოგოს კითხვა, მის ხელს ჩაებღაუჭა და თითებზე აკოცა. ერთმანეთს გადახედავდნენ ღიმილით და ავტომობილში გამეფებულ მათ სურნელს ჩუმად იპარავდნენ, რათა ესუნთქათ.
სახლის გზას, რომ გადაუხვია სოხუმსკიმ და გეზი სხვა მიმართულებით აიღო, დიანამ კითხვისნიშნის თვალებით შეხედა საჭესთან მჯდომს.
-მომენატრე.. თვალები დაუქაჩა.. -სახლში კიდე არ მოგვასვენებენ. წარბები შეკრა. - ამიტომ რამდენიმე დღე ყაზბეგს შევაფარებთ თავს. ტუჩის კუთხე ჩატეხა კმაყოფილმა.
-გიჟი ხარ. გაეცინა დიანას.
-მხოლოდ შენი. მისკენ გადაიწია და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე. -გოგას ველაპარაკე უკვე და რამდენ ხანსაც გინდათ იმდენ ხანს დარჩითო. წარბები აათამაშა და ეშმაკურად გაიცინა. -ამიტომ ერთი ან ორი დღე სრულ ნეტარრბაში ვიქნებით.
-გეგმები გქონია დაწყობილი. თავი მისკენ მიაბრუნა, თვალებ დაწვრილებულმა.
-თანაც როგორი. ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
ღამე იყო ყაზბეგში, რომ ჩავიდნენ. ივნისი იწყებოდა, მაგრამ მაინც ძალიან ციოდა. მათემ თავისი ქურთუკი გადმოიღო უკანა სიდენიიდან, ცოლს მოაცვა და ხელში აყვანილი შეაბრძანა სასტუმროში.
-გამარჯობა ბატონო მათე. მენეჯერი გამოეგება მფლობელს.
-გაგიმარჯოს გივი. მეუღლე ძირს ჩამოსვა ხელი, რომ ჩამოერთმია ბიჭისთვის. -გაიცანი ეს ჩემი ცოლია დიანა.
-სასიამოვნოა.
-იმედია თავისუფალი ოთახი არის. ღიმილით გახედა კომპიუტერთან მყოფ გოგოს.
-დიახ, მეორე სართულზე მე-13 ოთახია თავისუფალი. გასაღები გაუწოდა.
-რამდენი ნომერია დაკავებული ამჟამად? დაინტერესდა ბოკუჩავა.
-ოთხი. დამწუხრებულმა თქვა და უფროსს თვალი ვერ გაუსწორა.
-არაუშავს.. სამაგიეროდ ზაფხულში იქნება გადავსებული. გაუცინა ახალგაზრდა გოგოს და გივის თავი დაუკრა. -ჩვენ ავალთ მაშინ. ხელი ჩაკიდა გვერდით მდგომს და კიბეები აიარა.
ოთახში შესვლისთანავე მიუბრუნდა მონატრებულს.
-ახლა მხოლოდ მე და შენ ვართ. კარი გადაკეტა და გოგოს ტუჩემს დაეკონა. ტანსაცმელი ნელ ნელა შემოაძარცვა კიდეც და მის წინ საცვლებში მდგომი ვნებამორეულმა აათვალიერა. -მკერდი გაგეზარდა თუ მე მეჩვენება ? აგიზგიზებული თვალები მიანათა სასურველ ობიექტს და ტუჩებიც მიაკრო ნაზ კანს. -არა ნაღდად გაგეზარდა.. მომღიმარ გოგოს თვალებში ჩააჩერდა. -და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომწონს. საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა. ყელში უნდა ეკოცნა დიანამ, რო შეაჩერა.
-მათე მოიცა.. ბიჭი გვერდიტ გადააგდო და ფეხზე წამოდგა.
-რა მოხდა? ახლა ასე თუ უნდა დამტოვო ჭკუიდან გადავალ. ქვემოდან ახედა შუბლშეკრულმა.
-რაღაც უნდა გითხრა. თვალები აქეთ-იქით გააცოცა და კედელს მიეყრდნო.
-მერე მითხარი.
-ახლა უნდა გითხრა.
-რამე მაინც მოიცვი, ასე რომ გიყურებ ცუდად ვარ.. ჩაიბურტყუნა.
-რა დროს ეგაა. ხელი ჰაერში ააფრიალა და ქმარს მიუახლოვდა. მის კალთაში მოთავსებულმა ხელები კისერზე შემოხვია. -ხომ იცი, რომ მიყვარხარ? ნიკაპზე აკოცა, თვალებ მინაბულს.
-და შენც ხომ იცი, რომ ვგიჟდები შენზე? გვერდით გადააწვინა, ისევ ზემოდან მოექცა და მის დაგემოვნებას შეუდგა. ყელში კოცნიდა დიანას სიტყვებმა ადგილზე, რომ გაყინეს.
-ის თუ იცი სულ რამოდენიმე თვეში წრიპა, რომ გვეყოლება?
-არსებობს? საწოლიდან წამოხტა და მომცინარ მეუღლეს დააჩერდა.. -ანუ მართლა არსებობს? საწოლზე გადაწოლილ ცოლს მიუახლოვდა და მუცელზე აკოცა. -აქ არის? მუცელზე ხელი გადაუსვა. გაღიმებულმა თავი დაუქნია და მის ხელს, რომელიც მუცელზე მოეთავსებინა ხელი დაადო.
-მიყვარხარ"თ".
-ჩვენც გვიყვარხარ. მამაკაცისკენ გადაბრუნდა. -აგისრულდა სურვილი.
-ისე ამბობ თითქოს შენ არ გინდოდეს ეს პაწუკა. გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა ცოლის გლუვ მუცელს .
-როგორ არ მინდა. გაღიმებულმა ახედა მამაკაცს.
-როდის გაიგე?
-რამდენიმე დღის წინ. ჯერ არ დაბადებული უკვე მიყვარს. გაიღიმა. -ერთი თვისა და ორი კვირისაა ჩვენი პატარა.
-ერთი თვის და ორი კვირის?
-ხო. სუ რაღაც ერთი თვისა და ორი კვირის.
-ჩემო.. ტუჩები შუბლზე მიაკრო. -ახლა, რომ მოგეფერო? თვალები გააფართოვა, გოგოს მიაჩერდა, მერე მზერა მუცელზე გადაიტანა.
-შეილება. კისერზე მოხვია ხელები.
-არა მგონი ჯობია ჩაგეხუტო და ასე ვიყოთ. გოგოს უკმაყოფილო სახეზე გაეცინა. -ვინ იცის კიდევ?
-არავინ.
-ერთად ვუთხრათ.
-რა სირცხვილია. ბიჭის ყელში ჩარგო სახე.
-რაზე?
-მე და დედაჩემს ერთი წლოვანების შვილები, რომ გვეყოლება.
-ახლა მაბრაზებ. დაუბღვირა.. -ყველას თავის ცხოვრება აქვს. ნუ უსმენ ხალხს.. ყველა ფეხებზე..ფეხზე წამოდგა, გოგო ხელში აიყვანა, საბანი წვალებით გადაწია და მეუღლეც დააწვინა. პერანგი გადაიძრო, მაიკა გაიხადა ცოლს გადააცვა. შარვალიც გაიძრო და გვერდით მიუწვა ქალს.
-დიანა..
-ჰო.
-სანამ საქართველოდან წავიდოდი მანამდე ცუდი რამ ჩავიდინე. ჩაიჩურჩულა და ჭერს მიაშტერდა.
-რააა? მიღალატე? წამოფრინდა მაშინვე.
-ეგაა შენთვის ცუდი? ცალი წარბი აზიდა.
-ნუ ჰო. აბა რაც გინდა ის ჩაგედინა დანარჩენი არ მანაღვლებს. დამშვიდებული დაუბრუნდა საწოლს.
-რა სულელი მყავხარ. გაიცინა ბოკუჩავამ. - ანუ მაპატიებ რაც არ უნდა ჩამედინა?
-თუ არ გიღალატია მაშინ კი.
-მოეშვი ამ ღალატს. თვალები აატრიალა. -უბრალოდ შენი საპატარძლო კაბა სიგარეტით დავწვი.
-რააა?
-შენ თავს ვფიცავარ სულ ცოტა. აი სუ ოდნავი. თითებით ანახა. -არც ემჩნევა.
-როგორ დაწვი? ბრაზისგან ანთებული თვალები შეანათა.
-ჩემს შარვალს ვეძებდი გარდირობში, სიგარეტიც ხელში მეჭირა და შემთხვევით მომივიდა.
-ჩემი კაბა დაწვი?
-ოღონდ შენ არ ინერვიულო და მასეთს გიყიდი ორცალს.
-რა ჯანდაბათ მინდა.. გათხოვების მეორე წრეზე კი არ მივდივარ. შეუბღვირა.
-ნუ უაზრობ.
-ნუ უაზრობ.. გამოაჯავრა..
-ჩემი პატარები. ღიმილით მოხვია ხელები მუცელზე და თავის სხეულზე მიიკრო. -ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ მის არსებობას შენს მუცელში.
-მეც მასე ვარ.
-აქამდე როგორ ვერ მიხვდი?
-ო რავიცი. მე სუ შენზე ვფიქრობდი და ყველაფერი სულ ერთი და იგივე იყო.
-კარგი გინეკოლოგი გვყავს საშოვნელი.
-იქ სადაც მივედი მშვენიერი ბიჭია.
-ბიჭია? გინეკოლოგი ბიჭია?
-ჰო რა იყო?
-შანსი ნოლია მეორედ მაგასთან მიხვიდე.
-რატომ ვითომ?
-ბიჭი არ გამშობიარებს და მაგიტომ.
-შენ დაგეწყო ეჭვიანობის სცენები და მე მაგის ნერვები არ მაქ. თვალები დახუჭა და მეუღლის ყელში ჩამალა ცხვირი.
-ხვალ ვიშოვი კარგ გინეკოლოგს, საავადმყოფოსაც მოვძებნი სადაც უნდა იმშობიარო, ამასთან ერთად პატარას ოთახი გვაქვს მოსაწყობი.
-ჯერ მაქამდე კიდევ დიდი დროა.
-მალე გაივლის ეგ დრო. შუბლზე აკოცა, ხელი მუცელზე მიადო და თვალები დახუჭა. გაღიმებული აღიქვამდა არარსებულს. -დიანა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაარღვია სიჩუმე.
-ჰო
-მადლობა
-კი მაგრამ რისთვის?
-ამისთვის. თითი მუცელზე მიადო. -ვიცი რთული იქნება შენთვის სწავლაც და ამ პატარას გაზრდაც.. გეფიცები მე შენს გვერდით ვიქნები და არასოდეს არ მიგატოვებ.. გესმის დიან? ყოველთვის შენთან ვიქნები, სულ.. არასოდეს დაგტოვებ..და არასოდეს მოგცემ ჩემგან წასვლის უფლებას. შენ ჩემს მარცხენა მხარეს მფეთქავ ორგანოს ნაწილი ხარ. შუბლზე მიაკრო ტუჩები განაბულ ცოლს.
მხოლოდ ერთი დღე დარჩნენ ყაზბეგში, სუფთა ჰაერზე სრულ სიმშვიდეში. მეორე დღის გათენებისთანავე დაბრუნდნენ თბილისში. მათემ კარგი გინეკოლოგი მონახა და ჩასვლისთანავე წააბრძანა მისი მეუღლე. ბავშვის გულისცემა რომ მოისმინა ბედნიერება მაშინ იგრძნო. მთელ სხეულზე დაუარა ჭიანჭველებმა.
-აი თქვენი პატარას პირველი ფოტო.. ღიმილით გაუწოდა ქალმა გახევებულ ბოკუჩავას, რომელმაც ინსტიქტურად წაიღო ხელი მიწოდებული სურათისკენ. უაზროდ აკვირდებოდა შავ გამოსახულებას და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით სხვადასხვა ფიგურებს სახავდა.
ორი კვირის შემდგომ დაიბარა ექიმმა და წყვილი გაისტუმრა.
-ნახეთ ჩემი შვილია. შენობიდან გასული ბოკუჩავა იქვე მდგომ დაცვას მივარდა და სურათი თვალწინ აუფრიალა. დინას ეცინებოდა ქმრის საქციელზე.. სანამ მანქანამდე მივიდოდა ყველა შემხვედრ უცნობ ადამიანს უზიარებდა თავის სხეულში არ დატეულ სიხარულს.
-კაი მათე სირცხვილია დაწყნარდი. შვილი ვის არ ყოლია?
-მე. გაიცინა მათემ. -ნახე რა პატარაა.
-საერთოდ არ ჩანს მანდ არაფერი და ნუ ხტუნაობ პატარა ბავშვივით. ამხელა კაცი ხარ. ბუზღუნით ჩაჯდა ავტომობილში.
-მგონი ჯობია უკანნ დაჯდე.
-რატო? წარბები ზევით აწია..-აქაც კარგად ვარ.
-რამე, რომ მოხდეს? რავიცი იმდენი გიჟია ამ ქვეყნად.. რამე რო მოგივიდეთ შევიშლები.
-რა პანიკიორი ხარ .. თავალები აატრიალა. -დაქოქე ეს მანქანა და ნერვებს ნუღა მიშლი.
-ჩემი ბუზღუნა. გოგოს ლოყაზე აკოცა, პატარას ფოტო სარკეზე ჩამოკიდა სურნელოვან ბრელოკზე და ავტომობილი ადგილიდან დაძრა.
-ექვსია უკვე. საათს დახედა და ტელეფონი დიანას მიაწუდა. -დაურეკე ლევანს და უთხარი ჩვენთან მოვიდეს. ვაფშე ყველას უთხრას და ამოვიდნენ ყველა ერთად.. მე მანამდე შევალ და რაღაცეებს ვიყიდი კაი? მარკეტის წინ გაჩერებული მანქანიდან გადავიდა. -უი ხო კიდევ ალექს მიწერე ბიჭებს უთხრას, ლილესაც ხელი მოკიდოს და ამოგვადგნენ..
-მაცადე დავრეკო. დაუბღვირა ქმარს, მობილურზე ლეოს ნომი მოძებდა და სენსორს თითით დააწვა მწვანეზე. -მათე მეც წამოვალ დამიცადე.
-მოდი. კარები გაუღო და ღვედი თავისი ხელით შეუხსნა.
-გისმენ დაკარგულო.. მხიარულად ჩასძახა ყურმილში ლევანმა.
-არამიშავს.. გაეღიმა უნებლიეთ და მარკეტში შეაბიჯა, მეუღლესთან ერთად. -ლეო საქმე გვაქვს მე და მათეს ყველასთან ამიტომ შენ გევალება სასტავის შეკრება და ჩვენთან ამოსვლა ზუსტად ერთ საათში.
-რა ხდება?
-რომ ამოხვალ გეტყვით.
-ახლა იცი შენ რომ მაინტრიგებ?
-ინტრიგანი ვარ რავქნა.. გაიცინა და მათეს ანიშნა ბანანი კალათაში ჩაედო. მანაც ღიმილით შეასრულა ცოლის სურვილუ.
-კაი დაგადგებით ყველა სულ ცოტახანში. ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება.
-მიდი დაურეკე სხვებს არავინ არ გამოტოვო იცოდე.
-არავინ გამომჩება შენ არ იღელვო. მაცადე ახლა დარეკვა. გაუთიშა დეიდაშვილს და სანდრექსას მიწერა მათეს მიერ ნაკარნახები ტექსტი.
-გოგას და ნანას როდის ვუთხრათ?
-დაურეკე და გამოვიდნენ ეგენიც, მე კოკას ვეტყვი და ბიძაჩემიც მოვა.
-ხო მარა...
-ახლა არა რა დიანა...ახლა არ დაიწყო ისევ..მათ წარსული გადავიწყებული აქვთ.. მხოლოდ შენ ხარ ამ წარსულზე ჩაციკლული.. შეეშვი შენც.. მიეცი მათ უფლება თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ.
-რა ადვილი სათქმელია.
-ვიცი არაა ადვილი, მაგრამ რეალობაა.
-აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ნაღვლიანად შეხედა შეხედა ბოკუჩავას და გვერდი აუარა.
-დიანა მაპატიე ასე არ უნდა მეთქვა.. იმის გაფიქრებაზე, რომ მისი ცოლი ახლა ნერვიულობდა სხეული დაეძაბა. სისხლის აჩქარება იგრძნო და გულის გამაღიზიანებწლი ბაგა ბუგი.
-შენ არაფერ შუაში არ ხარ.. გაუღიმა ქმარს. -ესეც ავიღოთ.. თითი ქიშმიშიან შოკოლადს დაადო.
-შენ რაც გინდა ის ავიღოთ. ლოყაზე უჩქმიტა და რამდენიმე პლიტკა ჩაყარა კალათაში.
სანამ სახლში მივიდოდნენ მანამდე გოგას დაურელა. უთხრა, რომ მასთან მისულიყო, მაგრამ გოგა თბილისში არ იყო.
-დიანა, მე და ბიძაშენი ქუთაისში ვართ და ხვალ ჩამოვალთ. რამე მოხდა მა?
-ოო გოგა რაღა ახლა მოგინდა წასვლა? წარბები სასაცილოდ შეკრა, მათეს მის შემხედვარეს ეღიმებოდა.
-რა ვქნა მამა საქმეზე ვარ სასეირნოდ ხომ არა. მითხარი რახდება ? ხომ კარგად ხართ?
-ორსულად ვარ.. ახარა.
-მოუთმენელო. მათემ ტუჩის ცალი კუთხე ჩატეხა და გაკრეჭილ ცოლს ლოყაზე მიეფერა.
-ბაბუა ვხდები გურამ, ბაბუა. ყვიროდა ტელეფონში გახარებული გოგა.. ხმის ამოღება, რომ ვერ შეძლო მიხვდა დიანა მამამისი რომ ტიროდა და თავად ცადა საუბრის წამოწყება.
-ორი თვის გახდება ჩემი პატარა და სულ რამოდენიმე თვეში ხელშიც დაიკავებ შენს შვილიშვილს.
-აქამდე რატომ არ მითხარი მა?
-მეც ახლახანს გავიგე.
-ისევ ბავშვი ხარ.. ჩემთვის სულ ბავშვი იქნები 5 შვილიც, რომ გყავდეს. ჩამწყდარი ხმით უთხრა კაცმა.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ მა. ნანამ იცის?
-არ მითქვამს.
-ჯობია შენგან გაიგოს, დაურეკე მასაც.
-ახლა დავრეკავ და ვეტყვი.
-ხვალ როგორც კი ჩამოვალ მაშინვე გინახულებ. თავს გაუფრთხილდი და ჭკვიანად იყავი. ჩახლეჩილი ხმა მალევე გაწყდა.
-ტიროდა.. ნამდვილად ტიროდა. ტელეფონს ხელში ატრიალებდა და მასაც ცრემლები ცვიოდა.
-არ იტირო რა.. მანქანა სახლის წინ გააჩერა მათემ. -ნუ ინერვიულებ ყმუაზროდ.. გაუხარდა ბაბუა ხდება კაცი. მეუღლის დამშვიდებას შეეცადა. -მიდი შედი შენ სახლში და მე გადმოვიტან პროდუქტს და მოვალ. ყელში ხმაურით აკოცა და მანქანიდან ორივე ერთად გადავიდნენ.
დიანამ სახლში შესვლისთანავე დაურეკა ნანას. ქალი ლამის გადაირია სიხარულით. ისე ყვიროდა ბებია ვიქნებიო დიანას სერიოზულად შეეშინდა რა თვის ფეხმძიმეს რამე არ მოსვლოდა. ძლივს დააწყნარა დედამისი, რომელიც გიორგისთან ერთად იზიარებდა მათესა და დიანას სიხარულს. ბოკუჩავამ პროდუქტი სამზარეულოში შეიტანა და მისაღებში მდგომ დივანში მჯდომ მეუღლეს მიუჯდა გვერდით.
-ხედავ ყველა აღაფრთოვანა ამ ამბავმა.. შენ კიდე ეს ციცქნა არ გინდოდა და ყლაპავდი იმ უაზრო ტაბლეტებს.
-მინდოდა მგრამ 25 წლისას..
-ხო მე რო დავბერდებოდი.
-ჩვენ მაინც გვეყვარებოდი. გაუღიმა ქმარს და თავი მხარზე ჩამოადო.
-რა კაია სახლში ყოფნა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. -თან შენც, რომ აქ ხარ.. ჩემთან. თმის ბოლოების წვალება დაუწყო.
-ცოტახანი დაისვენეს, მერე კი ორივემ ერთად დაიწყეს სუფრის გაშალა. ბოკუჩავა ისე ეხმარებოდა ცოლს ვინმეს ეგონებოდა ნამდვილი კულინარი იყო.
-ვსო მოვრჩით. ბოლო საკვებიც ჩადო მაგიდის შუაში და ცოლს გახედა. -ხომ არ დაიღალე?
-ახლა სუ ასე უნდა მეკითხებოდე?
-რა თქმაუნდა კი.. გაუცინა და მანქანების სიგნალზე კარების გასაღებად წავიდა.
ლევანი და ლიაკო შევიდნენ პირველები, მერე კი ანუკი, აკო, ნიკა, ირაკლი და ვატოც მიყვათ. რამდენიმე წუთში კიდევ მოემატათ ხალხი და ბოლოს ყველა შეიკრიბა.
სუფრასთან ისხდნენ და გაურკვევლობაში მყოფები წყვილს მიჩერებოდნენ.
-რახდება ამოიღეთ ხმა დავილიეთ ხალხი. დაინტერესებულმა დათამ იკითხა პირველმა.
-რა ხდება ჩემო ძმაო და.. ფეხზე წამოდგა მათე და ღვინით სავსე ჭიქა ხელში მოიმარჯვა. -ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ.. ყველაზე იღბლიანი ამ ცხოვრებაში, რათა დიანა მყავს გვერდით. ახლა კი ჩვენ ის გვყავს რაც ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დაგვაკავშირებს. ის პატარა წერტილი, რომელიც დიანას მუცელში ნელ-ნელა გაიზრდება და ოჯახის სამ წევრად გვაქცევს, მაგრამ მაინც ერთ მთლიანობად შეგვკრავს. ყველამ პირი დააღო.. ჯერ აზზე ვერ მოვიდნენ.. მერე ანუკი წამოხტა და თავის საუკეთესო დაქალს ჩაეკრო. სანდრექსა კი მათეს მივარდა.. მერე ყველა სათითაოდ ულოცავდა ცოლქმარს ჯერ ამ ქვეყნად არ არსებულ პატარას, მაინც არსებობას.
-კაი ანუკი რა დაგემართა გოგო ორსულად ვარ კი არ ვკვდები. მომტირალ დაქალს გაუღიმა.
-უბრალოდ გული ამიჩუყდა თან ის რომ მახსენდება ჩვენი სვილები, რომ ტოლები იქნებიან.. სლუკუნში ზედმეტი წამოცდა.
-რააა? ვატო წამოხტა ფეხზე და აკოს დაბნეულ სახეს მიაჩერდა.
-რაა ? ახლა გაიაზრა აკომ ანუკის სიტყვები. ყველას მზერა ანუკის მიმართულებით იყო.
-ანუკი, მართლა? ანუ ორსულად ხარ? გახარებული დიანა შემოეხვია დაქალს. მათკენ მიმავალი ლობჟანიძის დანახვაზე გოგოს მოსცილდა. აკო ნელა მიუახლოვდა ცოლს და მუცელზე ხელი მიადო. მერე ფრთხილად მოეხვია და მთელი სახე დაუკოცნა.
-არ ვიცი ეს რა გრძნობაა.. გეფიცები ყველაზე მაგარი გრძნობაა რასაც ახლა განვიცდი.
-დაგეთანხმები აკო..მათემ გაუღიმა ბიჭს..- ეს ყველაზე მაგარი, აუხსნელი გრძნობაა.
ნუ რა თქმა უნდა, ამ ახალი ამბების გაგება აღნიშვნის გარეშე არ ჩაივლიდა. ამიტომაც დალიეს და მოილხინეს.. მხოლოდ აკო, უჩა,სანდრექსა და მათე არ დამთვრალან.. დანარჩენები უბრალოდ ფეხზე ვერ დგებოდნენ. შუა ღამე იყო, რომ დაიშალნენ. ისინი ვინც ფეხზე ძლივს დგებოდნენ მანქანებში გაანაწილეს, დანარჩენი კი ტაქსით გაუშვეს. დიანა სუფრას ალაგებდა, ბოკუჩავა ეზოში იყო და სანდრექსასთან ერთად სიგარეტს ეწეოდა.
-არ მეგონა იმ წლების მერე თუ შევძლებდი სხვის შეყვარებას.
-კაი რა მათე. თავს ნუ იტყუებ. ხის სკამზე ჩამოჯდა და ბიჭს ქვემოდან ახედა. -არც გყვარებია ვინმე.
-მიყვარდა.
-ვინ იის? გიყვარდა ისე, როგორც დიანა? შანსი არაა. აკვიატებად გყავდა და ეგ იყო.. სიყვარულთან აიგივებდი..
-ხო, ალბათ მართალი ხარ..
-შენ ძმობას დავიფიცებ, ვაფშე თავს დავდებ, რომ მასთან ასეთი ბედნიერი ვერასოდეს იქნებოდი. ის შემთხვევა, რომ არა ალბათ მთელი ცხოვრდბა გამწარებული იქნებოდი. იძულებით იცხოვრებდი და ბოლოს ყელშიც ამოგივიდოდა.
-ასე ნუ ამბობ. ხმა წაერთვა მათეს და უღონოდ, ძალა გამოცლილი ჩამოჯდა სანდროს გვერდით.
-კაი ბოდიში. სიგარეტის ნამწვავი დააგდო და ჩასაქრობად ფეხი დაადგა.
დიანამ ფანჯრიდან გახედა ორ მამაკაცს, რომლებიც ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. მოცელზე ხელი მიიდო და გაიღიმა. სუფთა ჰაერზე გასვლა მასაც მოუნდა და კარისკენ წავიდა. უკვე მიახლოვებული იყო ადგილზე, რომ გაყინა მოსმენილმა დიალოგმა.
-სანდრო არ მინდა იმ თემაზე საუბარი, არც მისი ნახვა და არც წარსული..
-ის აქაა.. ჩუმად, თითქოს თავისთვის ჩაიჩურჩულა.
-ვინ? მანც გაგებული გადაამოწმა.
-შენი ყოფილი ცოლი..
-ცოლი? დიანას ხმაზე ორივე იმ მხარეს მიბრუნდა საიდანაც ხმა მოესმათ. -მათე შენ.. ცრემლებმა გააწყვეტინეს სიტყვა. ყელში გაჩხერილი ბურთი ვერ გადაყლაპა და ხმამაღლა ამოიბღავლა.. -მომატყუე მათე? მე შენ მომატყუე..
-დიანა ამახსნევინე.. ფეხზე წამოდგა სახე წაშლილი ბოკუჩავა.
-რა უნდა ამიხსნა? უყვირა ..
სანდრო ხმას ვერ იღებდა, მათეზე უარესად ღელავდა იმ მომენტში და თავისი თავის დამარხვა უნდოდა ცოცხლად.
-გთხოვ.. მამაკაცის ხმა სულ სხვანაირი იყო. ის ბედნიერი ნოტები, რომლითან მთელი დღის განმავლობაში საუბრობდა გამქრალიყო.
-არ მომეკარო.. უღრიალა და სახლში შევარდა..მათეც თან გაყვა..
-ფრთხილად იყავი, დიანა ორსულად ხარ.. დიანა გთხოვ.. ფრთხილად დიანა..
გოგო გამწარებული არბოდა კიბეებზე და მათეს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა.. თითქმის ასული იყო კიბეზე ფეხი, რომ დაუცდა და უკან გადავარდა.. მათემ დაწერა მოასწრო, მაგრამ გოგომ მოაჯირს ჩამოარტყა თავი და გონება დაკარგული ცაესვენა მამაკაცის მკლავებში.
-დიანა.. ჩემო პატარა . ჩემო ლამაზო ...ფრთხილად ეფერებოდა სახეზე და აკანკალებულ ხელებს ვერ ასორებდა.
სანდრო, მათეს ყვირილზე შევიდა სახლში და ამ მდგომარეობაში დანახული დიანას შემხედვარეს სახეზე დაბნეულობა გამოესახა.
-სანდრო დამეხმარე.. ძლივს ამოთქვა ძმაკაცის დანახვაზე.. - მათ ვე დავკარგავ.. მე მოვკვდები.. გესმის მოვკვდები.. თბილ სხეულს იხუტებდა და მისი გაშვება არ უნდოდა..
ბოკუჩავას შეძახილმა თითქონს გონს მოიყვანა და სასწრაფოში დარეკა. რამდენიმე წუთში შემოვიდა გამოძახებული დამხმარე მედდები და დიანა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეუღლეს გვერდიდან არ მოცილებია, მისი ხელი ეჭირა და ღმერთს სთხივდა დახმარებას..ნამდვილად ვერ გადაიტანდა მათე მის დაკარგვას. ვერ შეელეოდა მის დიანას და ვერც მის ჯერ არ დაბადებულ პატარას, არ არსებობას მუცელში და მის გაქრობას.
დერეფანში იდგა ორი სხეული. ორივე განადგურებული სახით. სანდრო ხმას ვერ იღებდა, არ იცოდა რა უნდა ეთქვა, როგორ დაემშვიდებინა მეგობარი.
-ჩემი ბრალია.. უნდა მეთქვა. უნდა ცოდნოდა.. ამოიხრიალა მათემ და კედელზე ჩაცურებული იატაკზე ჩამოჯდა. ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი და ადგილიდან არ იძვროდა. ექიმის დანახვაზე მაშინვე წამოხტა და კაცს მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, ორი კვირის მანძილზე წოლითი რეჟიმი ესაჭიროება.
-ანუ კარგადაა? სანდრომ კითხა წინ მდგომ ექიმს.
-კი კარგადაა. დაეთანხმა.. -ცოტა თავისტკივილი ექნება მარა მალე გაუვლის. გაუღიმა.
-ბავშვი? მათემ ჰაერს ამოაყოლა სიტყვა.
-ისიც კარგად გრძნობს თავს. პაციენტი შეგიძლით ახლავე ნახოთ. პალატისკენ ანიშნა და დერეფანს გაუყვა.
სანდროს გახედა.. მანაც ანიშნა წადიო. გაუბედავად გადადგა ნაბიჯი, ღამდ ჩაისუნთქა კართან მისულმა და სახელური ჩამოსწია.



№1  offline წევრი tatiachelo

barbarebibileishvilii
სულ როგორ უნდა გაგვაოცო?
არა ჯერ უნდა გაგლანძღო ასე გვიან-გვიან რომ დებ თავებს. ეხლა მიყვარხარ, იმიტო რო მართლა ერთ-ერთი საიკეთესო ისტორიაა რაც ამ გვერდზე დევს.მოვლენები ისე განვითარდა, ვიფიქრე მოეშალა ბავშვი და დაეცეს ამის ავტორს და დამწერს მეხითქო იმდენი გწყევლე არმოგწეოდეს, თან ისეთი წყევლა ვიცი მტრისას, მაინც გამაგებიე თუ ხარ ცოცხალი ამის შემდეგ.
ანუ როგორც ყოველთვის ძაან ინტრიგა საინტერესო თბილი და საკუარელი თავი იყო.
აუ და ესე გააგრძელე რა.


:დ :დ წყევლა მე არ მეკარება )))
დაგვიანებისთვის მართლა ბადიში )
არ იდარდო რაც ერთს არაფერი მოუა. ვერ ვიმეტებ ჩემს შექმნილ პერსინაჟებს სიკვდილისთვის ))))

 


№2 სტუმარი სტუმარი Waka

Yvelaze yvelaZe magari xar shen da sheni istoria ki vapshe magariaa tan dzalian chemo kargooo :* vgijdebi am istoriaze ai dZalian magariaa sityvebi ar myofnis :* yovelde velodebi rodis dAdeb xolme da ro davinaxe ise gamixarda, dzliVs ar moxaeni farda mates saidumlos :D ase gaagrdzele ra dzalian magrad wer iici rogor da rodis unda gacherde :D

 


№3  offline წევრი blondeangel631

არ გაუფუჭო ურთიერთობა რა საყვარები არიან heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი Tako

saintereso taviaa male dade ra shemdegii

 


№5  offline წევრი tatiachelo

სტუმარი Waka
Yvelaze yvelaZe magari xar shen da sheni istoria ki vapshe magariaa tan dzalian chemo kargooo :* vgijdebi am istoriaze ai dZalian magariaa sityvebi ar myofnis :* yovelde velodebi rodis dAdeb xolme da ro davinaxe ise gamixarda, dzliVs ar moxaeni farda mates saidumlos :D ase gaagrdzele ra dzalian magrad wer iici rogor da rodis unda gacherde :D


შენ ხარ ჩემი ისტორიის ერთგული მკითხველი <3))და ძაან მიხარია, რომ მოგწონს. ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლივ დავდებ შემდეგ თავს ))

 


№6 სტუმარი Ni

Namdvilad shesanishnavia.ver velevi imedimaq male daideba shemdegi. P.s ise bolosken Dzaan bevri romantika da siyvaruli iyo namdvilad esajiroeboda dadzabva momewona dzaaan

 


№7 სტუმარი tamuna

zalian zalian magari <3 male dade shemdegi velodebi :-*

 


№8  offline წევრი naniko mindia

Vaime es ra bobi iyo zalian magari xar kargad wer waatebebs gisurveb ♥♥♥♥♥ardagviano
--------------------
lomidze

 


№9 სტუმარი სტუმარი ნენე

შემდეგს როდის დადებბ

 


№10 სტუმარი Dina

Rodis dadebb axall tavss ????

 


№11 სტუმარი სტუმარი Nina

როდის იქნება ლოდინით დავიღალე //

 


№12 სტუმარი გეგა

აუ მალე დადე რა შემდგი თავი

 


№13 სტუმარი სტუმარი Waka

Sad daikarge ? Ici rogor menatreba sheni istoriiis wakitxva :((( yovel dge shemovdivar da velodebi rodis dadeb :((( gtxov male dade ra dzalian mainteresebs ra moxdeba :* yvelaze magariii xar shen yvelaze magariii istoriit <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent