შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკვე ჩემი დაგარქვი ფერია (სრულად)


2-02-2018, 02:44
ავტორი თაკო ^_^
ნანახია 7 564

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ჟრიამული ისმოდა ირგვლივ როგორც ყოველთვის მაგრამ ვაი ამ დღეს და ამ ჟრიამულს....
ტელეფონზე ზარიი....
სამარისებული სიჩუმე.....
მთელი სოფლის თავშეყრა.....
უსასრულო მოთქმა....
ცრემლების ზღვა....
დიდი ტკივილი....
სამარისებული სიჩუმე....
გოგონა იყო ეზოში...შავი გრძელი თმით, თაფისფერი თვალლებით თვალები რომლებიდანაც დიდი სითბო მოდიოდა... სულ რაღაც 9 წლის იყო მაგრამ ბედმა არ დაინდო...გოგონა რომელსაც ყველა უყვარდა და და გოგონა რომელიც ყველას უყვარდა. ლაღი იყო მისი მხიარულება გადამდებიც კი იყო. ლაღი და უცოდველი....
მაგრამ სად გაქრა ეს სილაღე?! სად გაქრა მისი გაცისკროვნებული თვალები?! სად დაიკარგა მისი მხიარულება?! მისი კისკისი?!
ამ ერთმა ზარმა მისი არსება გააქრო წამისმეათედებში ჩაკლა ის მხიარული გოგონა...როსთვის განა მან რამე დააშავა არა არც არაფერი არ დაუშავებია უბრალდ არ გაუმართლა უიღბლო აღმოჩნდა...
ტკივილი რასაც მშობლების დაკარგვა ჰქვია.
თავისთვის თავის საუკეთესო მეგობართან ერთად ერთობოდა. მისი კისკისი არემარეს ედებოდა და ფოთლების შრიალს ყვებოდა, რომელივ კარგს არაფერს მოასწავებდა...
მშობლები ქალაქში იყვნენ წასულები საკუთარი მანქნით. გოგონა კი თავიანთ მეზობელთან ჰყავდათ დატოვებული. სადაც ამავდროულად მისი საუკეთესო მეგობარი ცხოვრობდა იქნებ უკეთესიც იყო რომ თან არ გაიყოლეს?! იქნებ უიღბლო კიარა იღბლაინი აღმოჩნდა, რადგან ბევრი მუდარის შემდგომ მაინც მოუწია დარჩენა, მაგრამ საუკეთესო მეგობრთან დარჩენას რა ჯობია ასე რომ ცრემლების ზღვა არ დაუყენებია...
მშობლები ავარიაში მოყვნენ საავადმყოფოში მისვლამდე კი ორივე გარდაიცვალა. სწორედ მაშინ შეატყობინეს იმ ოჯახს ეს ამბავი, სადაც ანი იმყოფებოდა.
ძნელად გადაიტანა ეს ყველაფერი არა არა არ გადაუტანია უფრო აიძულეს რომ გადაეტანა...
მისმა საუკეთესო მეგობარმა სალომემ და სალომეს ძმამ იმდენი გააკეთეს, რომ ამ საშინელი ამბიდან 1 წელში, მისმა ცხოვრებამ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა...
მართალია ბედმა თავის ოჯახს დააშორა მაგრამ მეორე სახლი მისცა სადაც სიტყვა ობოლს მნიშვნელობა ეკარგებოდა. მშობელი მაინც სულ სხვაა და მათ ვერავინ შეცვლის მაგრამ ეს ამ ოჯახში არ უგრძვნია. დიდი სითბო მიიღო მათგან, რისთვისაც დიდი მადლობელია
დედ-მამიშვილებზე ოცნებობდა და ისინიც ყავს, სალომესა და გიოს სახით...
ეხლა უკვე ანი და სალომე 17 წლისები არიან. ორივე შაშუალო სიმაღლის ტანადი გოგონა. ანის კვლავ კუპრივით შავი თმა სალომე კი ქერა და ცისფერთვალებაა. პროფესიით ორივე უკვე მომავალი ეკონომისტი.
გიოო ეს უკვე სხვა განზომილებაა. ესეიგი დაკუნთული სხეული , მაღალი წაბლისფერი თმა, ცისფერი თვალები. გაქანებული ბაბნიკი, ხანდახან ისე დადასტოინდება მტრისას.
ერთხელ ანის სიყვარული აუხსნეს. ტიპს უარი ვერ უთხრა, ისეთი თვალებით უყურებდა და მეცო მიახალა. სახლში მისულს კი ეს ამბავი სალომესა და გიოს ახარა მაგრამ ვაი მის ბედს. გიომ ამბები ატრიალა მტრისას. მეორე დღეს სკოლაში შეხვდა ჩალურჯებული როჟით და ისე აუარა გვერდით თითქოს უჩინარი ყოფილიყო. მიხვდა გიოს ხელი ერია ამ ყველაფერში. გამწარებული შევარდა სახლში და ჩხუბი დაუწყო. მაგრამ გიო სრულიად მართალი აღმოჩნდა. ის ერთი იდიოტი იყო, რომელმაც არც სიყვარული არ იცოდა რა იყო და არც არანაირი გრძნობები გეგმები გააჩნდა ანისთან დაკავშირებით და მხოლოდ მხოლოდ მის გამოყენებას ცდილობდა. შემდეგ იყო ატირებული ანი, რომელიც კომფორტულად მისვენებულიყო გიოს მკერდზე და თანდათან სიზმრების სამყაროში ინაცვლებდა.
დღეს პირველი დღე აქვთ უნივერსიტეტში სადაც გიოც სწავლობს ის უკვე მესამე კურსზეა ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით.
-აუუ სალომე შენ თუ ასე განაგრძე ყოველდღე პრანჭვები და ამბები ჩემი იმედი არ გქონდეს რითაც გინდა იმით წამოდი დღეს პირველი დღეა და გპატიობ-გიო უყურებდა თავის დაიკოს რომელის სარკის წინ იდგა და საკუთარ თავს გულდასმით ათვალიერებდა.
-კაი ჩემო საყვარელო! აი ვსო!- თმაშეისწორა ისედაც მოკლე კაბა უფრო ზევით აიჩოჩა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.
-ისადა უფრო მოკლე კაბბა არ გქონდა?! რავიცი მაინც შენთვის კარგი იქნება ზევით ჩოჩებისთის ენერგიას აღარ დახარჯავ და?!- უკვე ლოდინში დაღლილი თვალები შეანათა თავის დაიკოს, სადაც გაბრაზება და გაფხილებაც იკითხებოდა.
-შენ ვინ გეკით....-სიტყვა არ დაასრულებინა გიორგიმ ისე მოკიდა ანის ხელი და მანქნისაკენ დაეშვნენ-კაით რა აუუუ ეს მართლა დამტოვებს უჰ-ამოიხვნეშა და სწრაფად დაეშვა ისიც კიბეებზე.
-აუ კაი რა ანი უჰ რა არასწორი ტიპი ხარ!- როდესაც წინ წამოსკუპებული ანი დაინახა შეტევაზე გადავიდა.
-ვაიმე შენ შემოგევლე რა დიდ დროს მოამდომებ ახლა კარის გამოღებას თუ გაგიღო?- არ დაუთმო ანიმაც
-ჰოჰო კაი- თავისებურად გადაიკისკისა და სწრაფად დაიკავა ადგილიუკანა სავარძელზე.
ანი...ანი...ის სალომესაგან ძალიან განსხვავებულია. ძალიან მშვიდია, თითქოს მეამიტიც, არ უყვარს საზოგადოებაში ყოფნა, უფრო მარტოობისაკენ ილტვის სამაგიეროდ კი უყვარს ფიქრი და ოცნება...
არ აინტერესებს საზოგადოების აზრი, რაც თითქმის ყველასათვის დი პრობლემას წარმოადგენს. სალომესაგან განსხვავებით 15 წუთში მოახერხა მომზადებულიყო. თმა კოსად აეტანა, ჯინსის შარვალი ასევე ჯინსის ჟაკეტი, რომელიც თეთრ მაისურზე ეცვა კარგ ჰარმონიულობას წარმოადგენდა. არც ზედმეტი იყო და არც ცუდი. გიორგი ამას ყოველთვის აფასებდა მასში, მაგრამ რად გიდა თავისი და ყველაფერს ერთად უნაზღაურებს.
როგორც იქნა მივიდნენ დანიშნულები ადგილას. დიდი შენობა სადაც უამრავ სტუდენტს მოეყარა თავი აქა-იქ და რაღაცაზე ბაასობდნენ. სალომე გიჟივით გადახტა მანქანიდა აი ანი კი სულ სხვანაირად მოიქცა. არ უყვარს საზოგადოებაში ყოფნა მითუმეტეს აქ სადაც არავის იცნობს და თითქოს დაკომპლექსებულიცაა მანქანიდან ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს და იმდენიც ვერ გაიაზრა, რომ უკვე მანქანიდან გადმოსვლის დრო იყო.
-ანიი რა დაგემართა-გიორგი გადმოსულიყო და უკვე ანის ელოდა მაგრამ მისი შეყოვნების გამო უკან მიბრუნდა და ანი, როცა კვლავ მანქანაში დაინახა სწრაფადვე დაიძრა მისკენ-კაი რა კიდე იმის გამო?- შეეკითხა და კარი გამოუღო, რომ გადმოსულიყო ანიც სწრაფად წამოიმართა-კაი რა!
-ხომ იცი არაა არასოდეს მიყვარდა საზოგადოებაში ყოფნა მითუმეტეს არავის არ ვიცნობ-კვლავ მოიწყინა...
-ეხლა ერთ რამეზე უნდა შევთანმხდეთ კაი?
-რაზე?
-პირობა მომეცი, რომ ყოველგვარად შეეცდები მაგ იდიოტური კომპლექსების გაქრობას!
-კაი პირობას გაძლევ მაგრამ ეს ასე ერთ ან ორ დღეში კი ვერ მოხერხდება? დრო მჭირდება-უთხრა და დასევდიანებული თვალები შეანათა გიოს.
-აი მასე რა ეხლა იცი რა მინდა?
-რა გინდა?
-შენ რომ იცი ის გაღიმება მომენატრა უკვე და-წინადადება დასრულებული არ ჰქოდა, რომ ანის გაეღიმა ისე როგორც გიოს უყვარდა-აი მასე რა შე კაი ადამიანო- გაეცინა მასაც-ეხლა გაიქეცი და იმ გიჟ მიმიხედე უკვე ბიჭებს რო არ აშორებს თვალს, ნუ რათქმაუნდა თუ გინდა, რომ გადამირჩე ნახე რამოვკლავ ახლა ამას-გაბრაზებული მზერა მიაპყრო სალომეს-კაი აბა მე წავედი მელოდებია შენ კიდე პირობა არ დაგავიწყდეს-შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრა.
-ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ!
-მეც მეც ძალიან მიყვარხარ პატარა, მიდი ეხლა გაიქეცი-ანიმაც არ დააყოვნა და სასწრფოდ აიღო გეზი სალომესაკენ, ჯერ კიდევ იქ იდგა. მაგრამ ჰოი საოცრებავ ვინ გაცალა ფეხის გადადგმაც კი პირდაპირ შეასკდა ვიღაცა
-თვალებში არ გიჩანს პატარა?-ანი ისედაც თავმდაბალი პიროვნებაა, მისი მეამიტობაც ხომ ამაში გამოიხატება. ნელი მოძრაობით ახედა მასზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს, რომელიც ირონიით შესცქეროდა აწითლებულ გოგონას.
-მე..ისა..უკაცრავად-ძლივს გადააბა ორი სიტყვა-თავი დახარა და მეგობრისაკენ წავიდა. გულში ათასნაირი სალანძღავი სიტყვით შეამკო მამაკაცი და სალომემდეც როგორც იქნა მიაღწია.
-სალომე რასშვრები?
-გიო სადაა- კითხვაზე კითხვითვე უპასუხა სალომემ და ირგვლივ მყოფი საზოგადოება შეათვალიერა.
-მგონი შენობაში შევიდა, რა მოხდა?-აშკარად დაბნეული ეჩვენა ანის თავისი მეგობარი.
-აქ სადღაც ბექა უნდა იყოს მითხრა მოვალ და გინახულებო და ხო გესმის არა?-ბექა სალომეს შეყვარებულია ნუ მაგასაც თუ შეყვარებული ქვია?! მოკლედ რომ ვთქვათ, ბექა და სალომე არიან ერთად მაგრამ ამის შესახებ ანისა და ბექას მეგობრის გარდა არავინ არ იცის. გიომ კი მითუმეტეს. ეხლა კიდე ზვერავს ახლომახლო არ იყოს...
-ვაიმე რა თქვენ რა გეშველებათ ნეტა?! ისე ეგ ტიპი არ მომწონს თუ ნამდვილად უყვარხარ აქამდე შენს ძმასაც ეტყოდა და ასე დამალობანას თამაში აღარ მოგიწევდათ. ყოველიშემთხვევისთვის მე ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე -გულწრფელად უთხრა ანიმ.
ანი და სალომე ყოველთვის პირდაპირები იყვნენ ერთმანეთთან რაც ან ვინც არ მოსწონდათ პირდაპირ ეუბნებოდნენ, და არაფერს არ უმალავდნენ...იქედან გამომდინარე, რომ ანი არაა პირდაპირი ადამიანი და ყოველთვის თავს იკავებდა ზედმეტი საუბრისაგან, ასე საერთოდ არ იყო გიოსთან და სალომესთან. აი სალომე კი ისედაც პირდაპირ და გიჟ ადამიანს წარმოადგენდა.
-აუ კაი რა-გაიბუსა სალომე და როგორც კი შენობის გარეთ ნაცნობი სილუეტი დალანდა პირდაპირ მისკენ გაიქცა...
ანიმ ჯერ გაოგნებული შემდგომ კი უკვე სიტუაციაში გრკვეულმა ჩაიღიმა და შენობისაკენ აიღო გეზი. ფეხი ადგა პირველ საფეხურზე და როდესააც შენობიდან გამომავალი გიორგი დაინახა წინ აესვეტა
-გიო ჩემს აუდიტორია მაჩვენე რა?
-კარგი მოიცა მეგობარს ვეტყვი, რომ...
-წამო რა მაგ მეგობარს მერეც ნახავ-გაიწელა ანი და შრეკის თვალებით შეხედა გიორგის.
-კაი ჰო წამო.
-სადაა სალომე?-გიორგიმ იკითხა და სალომეს გადახედა, რომელიც მორიგი ტყუილისათვის ღმერთს პატიებას სთხოვდა.
-სალომე....
-ვაა გიოო რავა ხარ ძმა?-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა როდესაც გიორგის გვერდით ვიღაც ამოუდგა და გულში დიდ მადლობას უხდიდა მანამ სანამ მისი სახე არ დაინახა...
-კარგად ბიჭო სად დაიკარგე შენ ჰაა?-გიომ გადაეხვია მონატრებულ ძმაკაცს.
-რავიცი ბიჭო ვეღარ გავძელი და დავბრუნდი რა
-ძალიან კარგი მაგრამ აქ რას აკეთებ?
-შეჩ**** დაგავიწყდა რო ჯერ კიდევ ვსწავლობ?
-აა ხო. მააგარია სასტავში შენ გვეკელი მხოლოდ და ეს საკითხიც მოგვარებულია-ჩაიცინა გიორგიმ და მსუბუქად დაკრა მეგობარს მხარზე ხელი.
-სხვა რა ხდება?-კითხვა დაუსვა გიორგის და მხოლოდ ახლა შეამჩნია გოგონა, რომელსაც კვლავ საყვარლად შეფაკლოდა ლოყები, მისი შემხედვარე კი დემეტრემაც შეუმჩნევლად ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-ანი მოდი-ანიც წამსვე გაჩნდა გიორგისთან და კითხვისნიშნიანი თვალებით შეხედა.
-გაიცანი ეს დემეტრეა ჩვენი სასტავიდან მაგრამ შენ არ გეცოდინება საზღვარგარეთ იყო და ეხლა დაბრუნდა, დემეტრე გაიცანი ეს არის ანი ჩემი დაიკო-გიორგიმ გააცნო ერთმანეთი ანასა და დემეტრეს. დემეტრეც არ დაბნეულა და თავისი ძლიერი ტორი გაუწოდა გოგონას, გოგონამაც იგივე გაიმეორა და თავისი თლილი თითები მამაკაცის ტორს შეახო.
-სასიამოვნოა ანი.
-ჩემთვისაც.
-ანი აი შენი აუდიტორიაც წარმატებები!
-მადლობა შენც გიო-გიოს მოეხვია მადლობა გადაუხადა დემეტრეს კი თავის დაკვრით გამოემშვიდობა და სასწრაფოდ შევიდა მითითებულ აუდიტორიაში საიდანაც სავარაუდოდ სალომეც უნდა დაენახა. მაგრამ მის ფანჯარასთან მისვლამდე სალომე შემოვარდა აუდიტორიაში.
-ანი მიშველეე!!!!
-რახდებაა?
-ბექას... მოკლედ, ბექას ვიღაცა ნაგავთან უჩხუბია-თან ცრემლებს იწმენდდა თან ანი ელაპარაკებოდა.
-ეს როგორ და საერთოდ რატომ უნდა ეჩხუბა?
-არ ვიცი არაა ანიიი!
-კაი დამშვიდდი-გულში ჩაიკრა მეგობარი და მისი დამშვიდება სცადა.
-რატომ აან თან არ მიპასუხა რატომ იჩხუბა ან რა პრობლემა აქვს საერთოდ. იცი?! ამ ბოლო დროს საერთოდ აღარაფერს მიყვება აღარ არის ისეთი თბილი, როგორიც აქამდე იყო.
-კაი დამშვიდდი ჯერ არვიცით რა ხდება ასე, რომ ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ-ანიმ თავიდანვე იცოდა, რომ სალომეს ეს ურთიერთობა არაფერს მოუტანდა კარგს მაგრამ გოგონას ამას ასე პირდაპირ ვერ ეტყოდა.
-როგორმე უნდა გავარკვიოთ გესმის!-ამოიგმინა სლომემ.
-გიორგის რომ...
-არა, არა გიორგის ამას ვერ ვეტყვი, ჯერ მას მოკლავს მერე მეც მის გზას გამაყოლებს.
-კაი რაღაცას მოვიფიქრებთ.
-შენ რომ არ მყოლოდი რა მეშველებოდა ნეტა.
-შენი ტვინით აქამდე ცოცხალი ვერ მოაღწევდი სხვა არაფერი არ მოხდებოდა.
-ჩემი ცხოვრება ხარ!
-შენ კიდე ჩემი!
ნელ-ნელა შეივსო აუდიტორიაც და როგორც ყოველთვის, პირველი დღე ერთმანეთის გაცნობით შემოიფარგლა. სალომემაც ცოტა დაწყნარდა და ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანა, მაგრამ მაინც გაკაწრავდა გულში და დიდი სევდა ეღვრებოდა.
სახლის გზასაც დაადგნენ. ამჯერად არ უკამათიათ წინა სავარძელზე დაჯდომაზე, რადგან სალომე, როგორც კი მიუახლოვდა მანქანას, პირდაპირ უკანა კარიი გამოაღო და სავარძელზე უღონოდ მიესვენა.
-ამას რა ჭირს?-როდესაც გიორგიმ დასევდიანებული სალომე შეამჩნია ანის მიუბრუნდა და კითხვისმიშნიანი თვალები მიაპყრო.
-არაა არაფერი რაუნდა ჭირდეს უბრალოდ დაიღალაა.
-უბრალოდ დაღლილს არ გავს-ეჭვის თვალით შეხედა გიორგიმ, რადგან სალომეს საკუთარ თავზე კარგად იცნობდა.
-არაფერი არ მჭირს ვაა-ამოილუღლუღა სალომემაც.
-ვიცი შენი არაფერიც რას ნიშნავს, გელოდები რა ხდება თქვი.
-არაფერი ბიჭო ა რ ა ფ ე რ ი რა ვერ გაიგე?-სალომემ მობეზრებულად უთხრა და შეეცადა რომ ნერვიულობა დაეფარა.
-ენა გოგო!
-კაი რა გიორგი რა დაგემართა შენც ვაა-სალომე ჩაერთო დიალოგში
-შენც აღარ მომწონხარ ამ ბოლო დროს და გაფრთხილებთ ორივეს უცებ არაფერი მიქაროთ გასაგებია!-გაბრაზებულმა უთხრა გიორგიმ და გადახედა გოგონებს, რომლებიც არაფერს არ ამბობდნენ-გასაგებიათქო?
-ვაიმე შემოგევლე რა უნდა მივქაროთ?-ანიმ გადახედა მის გვერდით მჯდომს.
-მე გაგაფრთხილეთ ყოველი შემთხვევისთვის!
-ოკ-ორივემ ერთად თქვეს და უცებ ორივემ სიცილი დაიწყო.
-ღმერთო შენ მიშველე!-თქვა და ხელები მაღლა აღმართა. ამასობაში სახლამდეც მივაღწიეთა.
-აბა ჭკუით!
-ასევე-ენა დაუგდო ანიმ და წასვლას აპირებდა როდესაც გიორგიმ მიაძახა და უკვე სახლის კარებთან მდგარ სალომეზე ანიშნა.
-იმას გადაეცი არ დამისრულებია საუბარიი, რომ მოვალ მერე მივხედავ.
-რა ხდება რაა აქ დასასრულებელი ვერ ვხვდები მე.
-დარწმუნებული ხარ?
-კი 100%-ით და ყველაფერზე პრობლემას რატო ქმნი შენ?-არადა თვითონაც იცოდა ტყუილუბრალოდ არაფერს არ უტყოდა გიორგი.
-კაი მე ვქმნი პრობლემებს? ნუთუ?-ირონიულად ჩაილაპარაკა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ანამაც არ დააყოვნა და სასწრაფოდ სახლში შევიდა, ვინაიდან გიორგი სახლში არ იმყოფებოდა და ყველა წამი უნდა გამოეყენებინათ. სახლში შესულს სალომე არ დახვდა და გეზი მისი ოთახისკენ აიღო. იქ კი უკვე საშინაო ტანისამოსში გამოწყობილი დახვდა, რომელიც ერთ წერტილლს მიშტერებოდა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა. ფაქტი იყო ღრმა ფიქრებში იმყოფებოდა რაადგან ანი ვერ შეამჩნია შემდგომ კი როდესაც მისი ხელის შეხება იგრძნო ავტომატურად დაიწყო საუბარი ისე რომ კვლავ ერთ წერტილს გსშტერებოდა და თითებსაც იგივენაირად აწამებდა როგორც წამის წინ.
-ანი იცი რაა?
-რაა?-ანის ცოტა არ იყოს გაუკვირდა, ასეთი კითხვა და კითხვითვე უპასუხა.
-დიდი ხანი არ არის, რაც ბექას ვიცნობ ასე დაახლოებით, 5 თვე იქნება. ამ ხუთი თვიხან კი 1 თვის შემდეგ ამიხსნა სიყვარული ნიუთუ შესაძლებელია ასე მოკლე დროში ადამიანის შეყვარებაა?! მითუმეტეს სიყვარულის ახსნამდე არცერთხელ არ დაინტერესებულა ჩემი ცხოვრებით. არ იცოდა ვინ ვიყავი, სად ვცხოვრობდი, ოჯახი მყავდა თუ არა, არაფერი არ იცოდა ჩემზე, ვინაიდან შეყვარებული ადამიანი ასე არამგონია იქცეოდეს. მაგრამ მაშინ რა დაეტაკა არ ვიცი.მეც მომხიბლა მისმა გარეგნობამ დაჩემი დაუფიქრებლობით წამოვაყრატალე მეცთქო. თავდაპირველად ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მაგრამ მაინც მაკლდა რაღაც, ეს ყველაფრი კი გულს ბოლომდე ვერ ავსებდა. მერე შენს სიტყვებზეც დავფიქრდი, რომ ეგ ტიპი რაღაცნაირად არ მოგწონდა. ამმ ბოლო დროს ურთიერთობაც გაგვიცივდა ეს კი ნამდვილ სიყვარულს არ ახასიათებს. დღეს წერილი მომივიდა მაგრამ ფარული ნომერია ვინაობა არ ვიცი მწერდა, რომ „ბექა საშიში ადამიანია და ერიდე“-ო. ეჭვები გამიჩნდა, რომ არც ვყვარებივარ და უბრალოდ მიყენებდა...გესმის ანიი? მიყენებდა ეგ არაკაცი!!! მაგას როგორ დავუჯერე არა...რა სულელი ვარ...-კვლავ დაიწყო ტირილი და ანის კალთაში მოათავსა თავი...
-გთხოვ გთხოვ დაწყნარდი რაა-თითებსმონოტორულად უსვამდა თავზე და მის ასე დანშვიდებას ცდილობდა...
-ვაიმე გიორგი- უცებ წამოვარდა სალომე
-რა მოდა რა გეტაკა?
-გიორგის სასწრაფოდ ყველაფერი უნდა მოვუყვე სასწრაფოდ.
-ეხლლა სადღაც წავიდა და რომ მოვა დაველაპარაკოთ იმედია გაგიგებს შენც-ანი ჩაფიქრდა და გიორგის სიტყვები გაახსენდა „მაგას გადაეცი რომ ჯერ არ დამისრულებია“ ერთი ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში და შიშის გრძნობა იგრძნო რადგან მიხვდა, რომ მართლაც ყველაფერი იცოდა გიორგიმ.
-კარგი სხვა გზა მაინც არ გვაქვს და....
დიდხანს ელოდნენ გიორგის უკვე ღამის 11 საათი იყო და ეს დაძაბულობაც მატულობდა, თან ამ ყველაფერს იმის შიშიც ემატებოდა, რომ გიორგის არ დაურეკავს.
-ნეტავ აქამდე სად არის-იკითხა მოთმინება დაკარგულმა სალომემ და კარზეც გაისმა ზარი
-როგორც იქნა მობრძანდა-თქვა ანიმაც და ორივე ერთად გაემართა კარისაკენ. კარი გამოაღეს მაგრამ ნეტა არ გამოეღოთ თვალებჩასისხლიანებული გიორგი იდგა, რომელსაც მარცხენა წარბი გახეთქილი ჰქონდა და მისგან წამოსულ სისხლს უკვე დაედო ბინა მიმდებარე ტერიტორიაზე.
-გიორგი ეს რა....-როგორც კი დიწყო საუბარი სალომემ მაშინვე იგრძნო ძმის ის გამოხედვა, რომელმაც გული სამუდამოდ გაუყინა!
-რაც მე გავიგე სიმათლეა???-მაშინვე წამოენთო გიორგი
-გიორგი მე....
-რა გიორგი რა გიორგი გოგო
-იცი?! გეფიცები შენთვის ყველეაფერი უნდა მეთქვა...
-მართლა? რა პატივია! თურმე ყველაფერი უნდა ეთქვა და როდის უნდა გეთქვა?
-გიორგი ყველაფერს აგიხსნით დამშვიდდი.
-აჰა თურმე უნდა დავმშვიდდე...
-გიორგი...ვიცი არ უნდა დაგვემალა შენთვის...მაგრამ შენი ხასიათიდან გამომდინარე ეს გასაკვირი არცაა მახსოვს რა ბედიც ეწიათ მათ ვინც ჩემთან კონტაქტიც კი დააპირეს.
-კიდე აქეთ მსაყვედურობ თუ რა ხდება გოგო ჰა!-უარესად გააღიზიანა გიორგი დის სიტყვებმა...
-მე რაც სიმართლედ მიმაჩნია იმას ვამბობ...
-აჰა თურმე რაშია საქმე...მე შენთვის ცუდი როდესემე მდომებია?
-არა...-თავი ჩახარა სალომემ.
-აბა რაშია საქმე?
-მეგონა რომ დამაშორებდი...
-აბა შენ რა გგონია მაგ იდიოტთან ურთიერთობის უფლებას მოგცემ?-არ დაასრულებინა სათქმელი სალომეს.
-გიორგი....
-რა გიორგი გოგო...ეხლა კარგად მომსმინე და მეორედ აღარ გამამეორებინო 1აღანაირი ბექა, 2აღარანაირი გართობა, 3დღის გრაფიკი: მხოლოდ უნივერსიტეტი, სახლი, სწავლა უნივერსიტეტი...განხილვას არ ექვემდებარება ეს ყოველივე ეხლა კი ტელეფონი მომეცი...
-რა?
-რაც გაიგე დროზე მომეცითქო
-არა!-მივიდა გიორგი და ხელიდან გამოგლიჯა.
-სანამ ჭკუას არ ისწავლი ასე იქნები გასაგებია შენთვის?
-გიორგი ასე არ შეიძლება
-რა არ შეიძლება ანი? შენც კარგად იცი, რომ შეცდომას უშვებს...ის იდიოტი ნარკომანი იყო მაგის დედაც
-რა? ეს როგორ? ერთად წამოიძახეს გოგონებმა.
-როგორ და ჩვეულებრივად...-თქვა და კარს უკან გაუჩინარდა.
-ანი ეხლა გიორგიმ რაც თქვა მომესმა ხო? მომესმა ხო? მითხარი ანი, რომ ეს სიმართლე არაა და უბრალოდ მომესმა!-სალომე გაუჩერებლად ტიროდა იმ ღამით ძლივს დააწყნარა, ანიმ და თავის ოთახში გაბრუნდა. აბაზანა მიიღო და თავის ფუმფულა საწოლში შეწვა ფიქრი დაიწყო, როგორც ყოველღამით და ამ ფიქრებში უეცრად თავისდაუნებურად დემეტრემაც შეიჭრა. საკუთარ თავზე ბრაზობდა რაიყო ეხლა ეს? რატომ გამახსხენდა? ან ჩემს ფიქრებში რაესაქმება ერთი დღის გაცნობილ ადამიანს თანაც ბიჭს? ასე საკუთარ თავთან კამათში ჩაეძინა.
დილით ადრე გაიღვიძა, უფროსწორად გიორგიმ გააღვიძა.
-ანი ადექი გოგო დროზე უნივერსიტეტში არ აპირრებ წამოსვლას?-შეანჯღრია ანი და თითქმის ჩურჩულით უთხრა.
-სალომე სადაა?
-სალომეს ძინავს და გააღვიძე ისიც-ბრაზშეპარულმა უთხრა და კარებისაკენ წავიდა, როდესაც
-გიორგი კიდე გაბრაზებული ხარ ხო?
-არა ანი გაბრაზებული რატომ უნდა ვიყო? ნარკომანთან ურთიერთობა კიარ ქონია თან ისე რომ მე საერთოდ არაფერი ვიცოდი.
-გთხოვ რა გიო მართლა აპირებდა სალომე ამ ყველაფრის თქმას ამ ბოლო დროს სალომეც ამჩნევდა ბექას ასეთ ცვლილებებს მაგრამ ამას მართლა ვერ წარმოიდგენდა. გთხოვ გიორგი...გთხოვ აპატიე...
-ამაზე მანამდე უნდა ეეფიქრა სანამ იმ სი*** მოიმდომებდა ურთიერთობას. მაგბ გოგომ ერთხელ და სამუდამოდ ჭკუა უნდა ისწავლოს-დააასრულა თავისი სიტყვა და მისი სილუეტი კარებში გაუჩინარდა. ანამაც ადგა ხალათი მოიცვა და სალომესთან შევიდა გასაღვიძებლად ვინაიდან გიორგი არ აპირებდა მის გაღვძებას და მითუმეტეს მასთან ლაპარაკსც კი. სალომე გაღვიძებული დახვდა, აბაზანაც მიეღო და უკვე ტანსაცმელს არჩევდა.
-დილამშვიდობის სააალ!
-დილამშვიდობის აან!
-მეჩვენება თუ მართლა კარგ ხასიათზე ხაარ?
-არა არ გეჩვენება აან, რაც მთავარია ჩემს დანაშაულს მივხვდი დდა გამოსწორების გზას ვადგავვარ.
-მასე რა ამიანოო.
-ხო მაგრამ ერთი პრობლემაა...
-რა პრობლემაა?
-გიო...გიო როგორმე უნდა შემოვირიგო, კიდე ძალიან გაბრაზებულია ხო?
-ხო მაგრამ არაუშავს მაინც ვერ გაძლებს დიდხანს, თანაც სასწაული ხდება მისი და თვით სალომე გამოსწორების გზას ადგას-სიცილი ატეხა ანიმ.
-ნუ გამითამამდი შენ!
-ნურას უკაცრავად ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ .
-მოიცა ისე ჯერ კიდეა დრო რომ გადავიფიქრო გამსწორების გზებზე ფიქრი და საერთოდ ადამიანების მკვლელობაც დავიწყო.
-ჰო ჰო კაი, რას აპირებ რითი უნდა დაიწყო „გამოსწორების“ დაწყება?
-აუუ რავიი ვნახოთ როგორ განვითაარდება მოვლენები.
-კაი აბა გავალ მეც მოვემზადები და წავიდეთ.
-კაიი.
იმ ღამით ანიმ ძალიან ბევრი იფიქრა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებულიყო. ყოველთვის მისი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების წყალობით, შარში ყოფდა თავს. ისეთი შემთხვევებიც იყო, რომ ამ ამბის გიოს ყურამდე მისვლამდე მისი ძმაკაცები აგვარებდნენ. მერე კი ერთი ამბავი ატყდებოდა..
უკვე ორივე მოემზადნენ და გიორგის ელოდებოდნენ, სალომე თვალსაც კი ვერ უსწორებდა, მაგრამ როგორმე უნდა დაეძლია ეს ყოველივე და გიორგი შემოერიგებინა. ამ ფიქრებში გიორგიც გამოჩნდა ჰორიზონტზე და სამივე დაიძრა უნივერსიტეტისაკენ. გზაშიი არც ერთს ამოუღია ხმა.
უნივერსიტეტში შედიოდნენ, როდესაც ანიმ ზურგის წვა იგრძნო და თვალი შეუმჩნევლა გააპარა იმ ინდივიდისაკენ, რომელიც თვალს არ აშორებდა. გიხედა და საერთოდ რა ერჩოდა საკუთარ თავს, მის ზურგს უკან დემეტრე იდგა. ანისა და დემეტრეს თვალები წამით ერთმანეთს გადაეყარნენ. მერე იყო კვლავ ანის წითეი ღაწვები და დემეტრეს თვალისმომჭრელი ღიმიი ანის სიმორცხვეზე.
-ვაა დემე როგორ ხარ?
-კარგად გიო შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად ამ ქალბატონს რატომ ვერ ვიცნობ?
- გაიცანი ეს ჩემი დაა სალომე-ბრაზშეპარული მზერა მიაპყრო გიომ სალომეს, ანი კი კვლავ მორცხვობდა
-სასიამოვნოა დემეტრე გიოს ძმა და მეგობარი
-ჩემთვისაც სასიამოვნოა-უპასუხა სალომემ, ანის ხელი მოკიდა და თავიანთი აუდიტორიისაკენ გასწიეს
უნივერსიტეტის დროც მალე მიიწურა და სახლისაკენ როდესაც მიდიოდნენ გიორგიმ დაიწყო საუბარი
-დღეს ბიჭები ამოვლენ და სახლში ყველაფერი გვაქვს თუ რამე ვიყიდო.
-არაა ყველაფერი გვაქვს გიო წინა დღეს არ შევავსეთ მაცივარი პროდუქტები?-უთხრა ანიმ.
-ხო რავიცი.
მალევე მივიდნენ სახლში და მზადებას შეუდგნენ დიდი არაფერი მხოლოდ ორი სახლის სალათა და ორი-სამი სხვა სახის საკვები. ბიჭების ამოსვლა სასმლით ან მათ მიერ გამოგონილი სხვადასხვა თამაშობებით სრულდებოდა მოკლედ რომ ვთქვათ ყოველთვის გიჟობდნენ.
აი კარზეც ზარია ანიმ სწრაფად მიირბინა და გამოაღო. კარში სამი ზე სიმპატი ბიჭი იდგა. პირველი ვაჩე 20 წლისაა უყვარს გართობა, გაქანებული ბაბნიკია, ბიჭებმა მაგას არაფერი ეშველებაო და ხელი ჩაიქნიეს. ყოველთვის კარგ ხასიათზეა და სხვებსაც არ აძლევს მოწყენის საშუალებას.
მეორე ეს არის დათა 22 წლის წელს ასრულებს უნივერსიტეტს დათასთან შედარებით ის უფრო დასტოინი ტიპია, მაგრამ მაინც იბაბნიკება. არ უყვარს, როდესაც გოგო ტირის. აი მაშინ, როდესაც გოგონებს რამე პრობლემა შეექმნებოდათ და გიორგიმ ამის შესახებ არ იცოდა ხოლმე, ძირითადად ეს აგვარებდა. სალომეზე ყურებამდეა შეყვარებული. არავის არ აძლევდა მასთან ახლოს ყოფნის უფლებას. ეს ფაქტი კი რატომღაც გამორჩა. თორემ ბოლოს სალომესაც მოკლავდა და იმ იდიოტ ბექასაც. ბევრჯერ დაუსჯია ანიც და სალომეც, მსგავსი სიტუაციების გამო რაშიც ხელს არ უშლიდა და პირიქით ხელს უწყობდა მათი ძმადნაფიცი ვაჩეც, რადგან დანაშაულს მიხვედრილიყვნენ. სასჯელი კი ან ოთახში მთელი დღე ყოფნა და მეცადინეობა იყო ან რამე მსგავსი....
ხოლო რაც შეეხება მესამე ეს არის თვით დემეტრე, ზე სიმპატიური დასტოინი ტიპი. დემეტრეც არის 22 წლის და წელს ასრულებს სწავლას მაგრამ ცალკე აქვს ბიზნესიც, რომლის მართვაშიც ბიჭებიც ეხმარებან ხოლმე.
ანიმ სწრაფად მოეხვია კარში პირველად შემოსულ ვაჩეს. შემდეგ სწრაფადვე მივიდა დათასთან მასაც ჩაეხუტა და არც კი დაფიქრებულა ისე აღმოჩნდა დემერეს კისერზე ჩამოკიდებული დემეტრემაც ერთი შინაურივით მოხვია ხელები და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა ანი კი ისე დაიბნა ვეღარ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა. გონს რომ მოვიდა დენდარტყმულივით მოშორდა და რომ არ წქცეულიყო ღია კარის სახელურს დაეყრდნო და შეეცადა თავისი ნერვიულობა ძალის გადატანის მეთოდით უკუეგდო და ტანში მოჟუჟუნე ჟრუანტელისთვის ყურადღება აღარ მიექცია. ანის რეაქციით გაონებულ დემეს კი როგორ უნდოდა ეხლა ჩაბჟირებამდე სიცილიი.
ბიჭები ერთმანეთის მიყოლებით შელაგდნენ ოთახში სადაც გოგონებს უკვე სუფრა გაეშალათ გიორგი კი ჩაფიქრებული იჯდა სავარძელში და თვალი გამორთულ ტელევიზორზე გაეშტერებინა.
-ოოე ძმა კარგად ხარ? რაგჭირს ტო?-იკითხა დათამ, რომელიც რამოდენიმე წუთია ესაუბრება გიორგის ის კი ვითომც არაფერი კვლავ გაეშტერებინა თვალი გამორთული ტელევიზორისათვის.
-რა რამე მე მკითხე?
-ხო ხო შენ გკითხე რა გჭირს ნახევარი საათია გელაპარაკები და რეაქცია არ გაქვს.
-რავი ბიჭო გოგონები სად არიან?
-ზევით ავიდნენ ოთახში- უთხრა ვაჩემ, რომელიც უკვე სუფრასთან იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა.
-რავი ბიჭო სალის ვეჩხუბე, ვიღაც ახვართან ქონდა ურთიერთობა.
-რას ბოდავ ტო?-წამოენთო დათა და მაქსიმალურად შეეცადა ნერვები მოეთოკა.
-ხო რა.
-მერე?
-მერე იცოდა, რომ ადრინდელივით ავფეთქდებოდი და ყველაფერი დამიმალა, უფროსწორედ დამიმალეს ქალბატონმა ანიმაც ყველაფერი იცოდა. ვიცი დამნაშავე ვარ, მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ ამ ყველაფერს წყნარად ვერ შევხვდებოდი ხომ იცით არა ჩემი ფეთქებადი ხასიათი. თან ცოტა კიარა მთელი სამი თვეა შეყვარებული ყოლია ქალბატონს და ვითომც არაფერი.
-ვახ ჩემი მაგან ჭკუა აღარ უნდა ისწავლოს ნეტა?
-არვიცი არა ისედაც ვეჩხუბე და უკვე მეშნია რომ ხმასაც აღარ გამცემს.
-კაი რა უქენი მასეთი, ხმაც რო არ გაგცეს?-საუბარში ჩაერთო დემეც.
-ტელეფონი ჩამოვართვი და სახლიდან გასვლა ავუკრძალე, მხოლოდ სწავლაზე იქნება ორიენტირებული.
-შენ სულ გა*****დი?
-აუ ბიჭო მაცა რა ჩემი გამჭირვებია.
-ბოდიში უნდა მოუხადო ბოლოსდაბოლოს მას თავისი ცხოვრება აქვს შენ შენი ძმაო დამიჯერე შენც არ მოგეწონებოდა მის ადგილას, რომ იყო.
-მართალი ხარ ვიფიქრებ, მაგრამ მაინც ვერ ვინელებ ამ ამბავს ბიჭო ნარკომანი იყო ის ახვარი.
-ვახ ჩემი ერთხელ და სამუდამოდ ეგ უნდა დაჭკვიანდეს ან დავაჭკვიანებ მაგას მე სამუდამოდ-ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა დათამ ისე რომ იქ მყოფებს არაფერი გაეგოთ.
-რა თქვი?-კითხვა დაუსვა მომღიმარმა დემემ, რომელმაც აშკარად გაიგო დათას სიტყვბი.
-ჰა არაა არაფერი, ვთქვი რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაჭკვიანდეს და მოიქცეს ისე როგორც შეეფერება.
-ხო მართალი ხარ-თქვა ჩაფიქრებულმა გიორგიმ და სუფრისაკენ აიღო გეზი-მოდით ბიჭებო გაცივდება საჭმელი.

_____________________________

დემეს წასვლის შემდეგ ანიმ სწრაფად მიხურა კარები და მეორე სართულსაკენ გაემართა. მართალია ბიჭების მოსვლისას ყოველთვის ერთად შემოუსხდებოდნენ სუფრას და ერთად ქეიფობდნენ, ეხლა დემეს წინ ნამდვილად ვერ გაუძლებდა ერთი წუთითაც კი რადგან მისი საქციელის რცხვენოდა. პრინციპში სასირცხვილო არაფერი არ იყო მაგრამ პირველი დღიდანვე მასთან მიმართებაში რაღაც აკომპლექსებდა და ხელს უშლიდა, რომ ისეთივე თავისუფალი ყოფილიყო მასთან, როგორც ვაჩესთან და დათასთან. თავს მხოლოდ იმით იმშიდებდა, რომ დემე ეხლა გაიცნო და ასე სწრაფად ვერ შეეჩვეოდა. ფიქრებში გართულმ ა და დაჰიპნოზებულმა ანიმ, რომელიც დემონსტრაციულად მიემართებოდა სალომეს ოთახისაკენ, როგორც იქნა მიაღწია და საუკაკუნებლად შეალაჯა ოთახში. იქ კი მთვლემარე სალი დახვდა.
-რა ხდება ანიი ქვევით რატოარ ხარ?
-რავიი დასვენება მჭირდება ეხლა ნაღდად ვერ ჩავალ ქვევით და შენ რატო ხარ ააქ?
-ხვალე გიოს უნდა დაველაპარაკო და ბოდიში მოვუხადო, ამ ყველაფრისთვის კი ენერგია მჭირდება და არა თავის ტკივილი.
-აჰაამ კარგი აბა მეც წავალ და დავისვენებ.
-კარგი კარი გაიხურე არ დაგრჩეს ღია.
-კაი-ზლაზნვით წამოდგა და გაემართა თავისი ოთახისაკენ, თან ახსენდებოდა წამისწინდელი ინციდენტი და თავს უბღვერდა, რომ ასეთი სულელი იყო. შხაპი მიიღო, ლოგინში ჩაწვა და გიორგისთან დადებული პირობა გაახსენდა „არა რა ნაღდად სულელი ვარ გიორგი კი სრულიად მართალი, ეს კომპლექსები ერთხელ და სამუდამო უნდა მოვიშორო, ამის შესრულებას კი ხვალიდანვე უნდა შევუდგე“ ამ ფიქრებში გართულს კმაყოფილი ღიმილითურთ გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.
ბიჭებს თითქმის შემოათენდათ, გოგონების არ ყოფნა კი დიდად არ გაკვირვებიათ იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ერთად ქეიფობდნენ.
გიორგი მთელი ღამე იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ შემოერიგებინა გაბრაზებული დაიკო და გულში ათასნაირი სცენა წარმოიდგინა თუ როგორ უხდიდა ბოდიშს და საპასუხოდ ჩახუტების მაგივრად ნაწყენ თვალებს ანათებდა. საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა, რომ როგორიც არუნდა ყოფილიყო მისი პასუხი ბოდიშს მაინც მოუხდიდა.
აი დემე კი სულ ანიზე ფიქრობდა და მის მიერ შესუნთქული ანის სურნელი, კვლავ მის ორგანიზმში დაბოდიალობდა და თავბრუს ახვევდა. ამ პატარა გოგომ, რომელსაც არ უყვარდა არც გართობა და არც ზედმეტი საუბარი, დიდი ზეგავლენა მოახდინა ამ მცირე დროშც კი. დემეს მასში ყველაზე მეტად სიმორცხვე უყვარდა, სიმორცხვისაგან საყვარლად შეფაკლულ ღაწვებზე კი უბრალოდ გიჟდებოდა.
ორივემ დიდი შემართებით დაიწყო დილა. სალი იმის იმედით, რომ მალე გიორგისთან მოაგვარებდა ურთიერთობას, ხოლო ანი იმით, რომ პირობასაც შეასრულებდა რომელიც გიორგისთან დადო და აღარ იქნებოდა ისეთი კომპლექსიანი ადამიანი, როგორიც აქამდე იყო. ადრე ყოველთვის ერიდებოდა საზოგადოებაში საჭმლის ჭამასაც კი რადგან უცებ პირი მოედღუბნებოდა და ხალხის დასაცინი გახდებოდა. მაგრამ რა გაეწყობოდა ხშირად უწევდა უცხო ადამიანებთან ერთად საჭმლის ჭამა, თუნდაც ეს რესტორანი ყოფილიყო, სადაც მას არავინ არ აქცევდა ყურადღებას, მაგრამ მაინც კომპლექსდებოდა. დროთა განმავლობაში ეს კომპლესი მოიშორა და ამით ძალიან კმაყოფილი იყო, თუმცა არავის არ უტყდებოდა ხოლმე ამ საკითხში, რადგან ძალიან სასაცილოდ ეჩვნებოდა ეს ყველაფერი.
დილის პროცედურების შემდეგ ორივემ წავიდა მისაღებში, სადაც სავარაუდოდ გიორგი, ვაჩე, დათა და დემე უნდა დახვედროდათ ერთმანეთზე შეთაკრულები, ან კიდე მხოლოდ გიორგი, რომელსაც ან იატაკზე ეძინებოდა ან კიდე ნახვრად მაგიდაზე.
გოგონებს მართლაც მსგავსი სიტუაცია დახვდათ მისაღებში იატაკზე გიორგი იწვა, რომელიც ალბათ გოგონების კისკისმა გააღვიძა.
-კაით რა ხალხო გამისკდა თავი-ამოიოხრა გიორგიმ და მდივანზე გადაწვა ცალი თვალით კი გოგონებს გახედა-აბაა
-მაცა მე მოგიტან-აღარ დაასრულებინა გიორგის სათქმელი და სწრაფად გავარდა ბორჯომის მოსატანად. გიორგის სახე კი ღიმილმა მოიცვა, რადგან სალომეს საქციელიდან გამომდინარე არ უნდა ყოფილიყო ძნელი მისი შემორიგება.
-რაო ვაჟბატონო იმედი მოგეცა მისი შემორიგების-ნაგლირდ გადახედა ანიმ გიორგის.
-ეგ ნაგლური სახე მოიშორე რა, ისედაც მახინჯი ხარ და სულ ნუ იმახინჯეფ სახეს-უთხრა გიორგიმ და თვალი გააპარა მისი სახისაკენ.
-მახინჯები შენკენ მოიკითხე რა-არ ჩამორჩა ანიც
-ჩემკენ?-გაკვირვებულმაიკითხა გიორგიმ და საჩვენებელი თითით საკუთარ თავზე მიუთითა.
-ხო შენკენ რატო გაგიკვირდა?
-ხო ზუსტად მაგაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მთელი თბილისის გოგონები ჩემზე აბოდებენ.
-კაი რას ლაპარაკობ მაგ საცოდავებს ნეტა სად აქვთ თვალები-ჩაიფრუტუნა, ხელი აიქნია, სამზარეულოში გავიდა და საჭმლის ჭამას შეუდგა.
-აი ხომ ხედავ არგუმენტები ამოგეწურა და თავის დასაღწევად საჭმელი მოიმიზეზე-პასუხ უნდა გაეცა ანის, როდესაც კარებში აქოშინებული სალი შემოვარდა და პირდაპირ სამზარეულოსაკენ აიღო გეზი. სწრაფად გახსნა ბოთლი სითხე ჭიქაში ჩამოასხა და გიორგისაკენ აიღო გეზი. გიორგიმ ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა ჭიქა და ანისა და სალომეს მიმართა
-დღეს დემე გამოიარს და ის წაგიყვანთ უნივერსიტეტში- ამის გაგონებაზე ანის პირთანმიტანილი საჭმელი ხელში გაუშეშდა.
-კი, მაგრამ რატო?-კითხვა დასვა სალიმ
-ასეთ ფორმაში უნივერსიტეტში ვერ წამოვალ ისედაც თავი მისკდება.
-კარგი.
სწრაფად აირბინეს კიბეები გოგონებმა და ის ის იყო ანი უნდა შესულიყო თავის ოთახში, რომ სალიმ დაუძახა
-ანიი
-ხოო
-მეც ვერ წამოვალ დღეს
-რასქვია ვერ წამოხვალ?-იკითხა გაკვირვებულმა ანიმ
-ხო რა ვერ წაოვალ ეხლა საუკეთესო შანსია, რომ გიორგის ბოდიში მოვუხადო.
-ოო კაი რა ეხლა მარტომ უნდა წავიდე?
-არა, რატო მარტო? გიომ ხომ თქვა დემე გამოიარსო?-ანი ამის გაგონებაზე შეცცბა მაგრამ არ შეიმჩნია.
-კარგიი.
სწრაფად შევიდა თავის ოთახში ტანსაცმელი ჩაიცვა თმა გაიშალა და ქვევით ჩავიდა.
-ანი სად ხართ გოგო გელოდება დემე და სწრაფად წადით!
-ხოხო კაი მივდივარ.
-სალი სადაა?
-სალი...
-აქ ვარ ძამიკო ეხლა არ დაიწყო უკვე გაცდენები დაიწყეო და ამბები, რადგან შენც კარგად იცი, რომ სალაპარაკო გვაქვს-წამში ჩამოარაკრაკა სალიმ და ანის მიუბრუნდა და თვალის ჩაკვრით ანიშნა, რომ ყველაფერი კარგად იყო და შეეძლო წასულიყო. ანიმაც არ დააყოვნა ორივე გადაკოცნა და იქაურობას გაეცალა.
-ხო სალი შენთან დალაპარაკება მეც მინდა.
-კაი ოღონდ მე დავიწყებ და არ შემაწყვეტინო-თითო დაუქნია გაფრთხილების ნიშნად და თანხმობის შემდგომ დაიწყო-თავიდანვე ასეთი ვიყავი უპასუხოსმგებლო, თვინება გოგო, რომელსაც არავისი აზრი არ აინტერესებდა და ყოველთვის ცდილობდა თავის საწადელს მიეღწია. არავის აზრს არ ვითვალისწინებდი და შედეგი კი სულ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ გუშინდელი ფაქტიდანაც ნათლად ჩანს-ღრმად ჩაისუნთქა და კვლავ განაგრძო საუბარი-ერთი ტუტუცი გოგო, რომელსაც შეყვარებული ყავდა თავისი დასკვნებიდან გამომდინარე თურმე ასე არ იყო მაშინ ხოლოდ 15 წლის ვიყავი მეტიც კი ყველაფრის გაცნობიერბა შემეძლო მაგრამ მაინც ჩემი გამქონდა მახსოვს მეორე დღეს ისეთი ამბავი ატეხე მესამე მსოფლიო ომი მეგონა. მაგ დროს იმ ფაქტმაც ძალიან იმოქმედა, რომ აღარც გაკვეთილებს ვსწავლობდი და საერთოდ ორები მქონდა მთლიანი რვეული. ყველაზე მეტად შენი განრისხებული სახე მახსოვს ჩემს რვეულს, რომ მიფრიალებდი წინ, რომელიც ორებით იყო გადაჭრელებული და მეკითხებოდი ეს რას ნიშნავსო, მე კი ხმას ვერ ვიღებდი, ან კიდე რა მქონდა სათქმელი. მაგ დღეს გითხრა ზუსტად ვიღაცამ, რომ შეყვარებული მყავდა. იმ საღამოს ბიძას მადლობა ვუხდიდი, რომ დედა და მამა დაპატიჟა მასთან და ამ სცენას არ შეესწრნენ.მას შემდეგ ყოველ საღამოს გვამოწმებდი მე და ანის გაკვეთილი თუ ვიცოდით ან კიდე დავალებები თუ გვეწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა დაახლოებით 6 თვის წინ კი ის იდიოტი გავიცანი და იმის შიშით, რომ კიდევ ერთხელ მეჩხუბებოდი არაფერი გითხარი, მანაც დამთანხმდა მეც გამიხარდა იმიტომ რომ მეგონა ჩემი თხოვნის გამო არაფერი არ, თურმე საკუთარ თავს ვუთხრიდი საძირკველს-დიდი ხანი ითმინა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ატირდა მთელი გულითა და სულით ატირდა
-გთხოვ საალ, გთხოვ ნუ ტირი-გიორგიმ სალის ხელები მოხვია კალთაში ჩაისვა და მთელი ძალით ჩაიკრა თავისი გადარეული დაიკო გულში,ის კი უფრო და უფრო უმატებდა ტირილს-საალ კაი რა ჩემი ხათრით.
-მაპატიე გიო-ამოისლუკუნა სალიმ
-საალ ეს შენ კი არა მე უნდა გთხოვო პატიება გუშინ ზედმეტი მომივიდა.
-არაუშავს მეტის ღირსი ვარ მე
-ესეიგი მაპატიე ხო?
-კი და შენ თუ მაპატიე?
-კი ჩემო პატარა-თავზე აკოცა და კიდევ უფრო მიიკრა მკერდზე პატარა სხეული და სალიც მალევე გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.
სახლიდან გასულ ანის ფეხები ნერვუიულობისაგან ერთმანეთი ებლანდებოდა, ნერვები ეშლებოდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ დემეს ყოველი დანახვისას ასე ემართებოდა და სანამ მის მანქანას მიუახლოვდებოდა საკუთარ თავს ათასნაირი სალანძღავი სიტყვით ამკობდა. მანქანას რომ მიუახლოვდა გადაწყვიტა უკანა კარი გამოეღო და იქ მოთავსებულიყო. ხელი უკანა კარებისაკენ წაიღო, როდესაც წინა კარი დემემ გაუღო და თვალებით ანიშნა აქ დაჯექიო. ანიც დაემორჩილა და უნივერსიტეტისაკენ აიღეს გეზი. გზად ანი მოუთმენლად ცქმუტავდა და ნერვიულობისაგან თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
როგორც გიორგიმ აცნობა დემეს, უნივერსიტეტიდანაც მას უნდა წაეყვანა სახლში და თან გიოსთვის გაევლო.
მართლაც ასე მოიქცა დემემ ანის თავის აუდიტორიაში შეაკითხა და უთხრა, რომ მასვე უნდა წაეყვანა სახლში. ანიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დთანხმდა და გაუდგნენ გზას უკვე უნივერსიტეტიდან სახლისაკენ...
გზად ანის ტელეფონი აწკრიალდა, ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გახსნა „გამარჯობა პრინცესა როგორ ხარ?“ ანის ჯერ გაკვირვება გამოესახა სახეზე, მაგრამ შემდეგ, როდესაც მითითებულ ნომერზე ამოიკითხა სახელად „ცხოვრება“ მიხვდა ვინც იყო და გაკვირვება, მისი ულამაზესი ღიმილით ჩაანაცვლა. შეტყობინების ავტორი სახელად „ცხოვრება“ იყო ლექსო, თავისი ძმადნაფიცი მასთან, ისე იყო როგორც გიოსთან. ისიც ორი წლით უფროსი იყო ანიზე...ანიმაც სწრაფად უპასუხა შეტყობინებას „გამარჯობა ცხოვრება მე კარგად შენ როგორ ხარ?“, მისი ულამაზესი ღიმილით ჩაანაცვლა. შეტყობინების ავტორი სახელად „ცხოვრება“ იყო ლექსო, თავისი ძმადნაფიცი მასთან, ისე იყო როგორც გიოსთან. ისიც ორი წლით უფროსი იყო ანიზე...ანიმაც სწრაფად უპასუხა შეტყობინებას „გამარჯობა ცხოვრება მე კარგად შენ როგორ ხარ?“ ...მიწერა და ნერვბიც მოეშალა საკუთარ თავზე, რომ ერთი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკითხია ლექსო...ამ ფიქრებში იყო გართული და დემე საერთოდ აღარ გახსენებია, თითქოს მოეხსნა ეს დაძაბულობაც...აი დემე კი ცოფებს ყრიდა ანიზე უცებ მეორე შეტყობინება მოვიდა „პრინცესა, ეხლა დასვენებები იწყება ერთ კვირიანი მგონი და მე არ მაინტერესებს არაფერი, უნიდან როგორც კი გამოხვალ პირდაპირ სოფელში წამოხვალ იცოდე თორე მე ჩამოგაკითხავ და ძალით წამოგიყვან. ხოიცი ჩვენი წესი ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა“ აი ამ შეტყობინებაზე ანის სულ გადაავიწყდა დემე რომ იყო და ხმით გაეცინა. „ხო ეხლაა დასვენებები...კი კი ვიცი შენ მაგისი გამკეთებელი ხარ ასე, რომ პირდაპირ შენთან მოვდივარ“ დემეს მოთმინებაც ამ დროს ამოიწურა და სწრაფად შეეკითხა ბრაზნარევი ხმით
-ვინაა?-ტელეფონში მოკირკიტე ანი არაფერი არ გაუგია-ვინაათქო გოგო შენ რა დაყრუვდი?-უთხრა ბრაზმორეულმა ხმამაღლა. ანი კი უცებ შეხტა
-რა? რამე მე მითხარი?-უთხრა შეშინებულმა
-ვინაათქო!-უთხრა ბრძანებასავით.
-რა?-გაკვირვებულმა ანიმ წამოიძახა.
-ვინ არისთქოო!-დაუმარცვლა დემემ.
-არაა შენ საქმე!-ანიმ ისე უპასუხა თვითონაც გაუკვირდა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია.
-უკვე ჩემი დაგარქვი ფერია ასე, რომ რაც შენ გეხება ის ყველაფერი მეც მეხება გასაგებია შენთვის?
-შენ ვერ ხარ ხო?
-ხო ვერ ვარ შენ გადამიყვანე ჭკუიდან, ეხლა კი მომეცი ტელეფონი.
-მისმინე ეხლა პირველი მე შენი არ ვარ მეორე არანაირი უფლება არ გაქვს რომ რამე მიბრძანო მესამე ჩემია ტელეფონი და არაა შენი საქმე მე ვის ვწერ და ვის არა და ბოლოს დროზე გააჩერე მანქანა.
-ეხლა შენ მომისმინე-უთხრა მოთმინებიდნ გამოსულმა, რადგან ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა ანისაგან, რომელიც ასეთი მშვიდი იყო მაგრამ მეორე მხვრივ უხაროდა კიდეც, რომ ამ უსუსურ ადამიანს თავის დაცვა შეეძლო-პირველი შენ ჩემი ხარ და იქნები სამუდამოდ, მეორე ჩემი ხარ და ყველაფრის უფლება მაქვს, მესამე ტელეფონს ეხლავე მომცემ და მეოთხე არსადაც არ გავაჩერებ.
-არ ვარ მე შენი და საერთოდაც თავი დამანებე-უთხრა თვალებ აცრემლიანებულმა ანიმ.
-როგორ არა ჩემი ხარ ჩემი პატარა ბევშვი უმანკო და უსუსური ბავშვი.
-მანქანა გააჩერე დროზე!-უთხრა და ცრემლებიც გადმოსცვივდა.
-აიი მივედით კიდეეც-თქვა კმაყოფილმა და, როდესაც ანის ცრემლები დაინახა წამში მოიღუშა და კარისაკენ მიბრუნებულ ანი, რომელიც კარის გაღებას აპირებდა კარი ჩეუკეტა.
-გააღე დროზეე-უთხრა მშვიდი ხმით და ცრემლები მოიწმინდა.
-ეხლა კარგად მისმინე-თან თითის ბალიშებით ღაწვებზე დადენილ მლაშე სითხეს წმენდდა-შენს თვალებზე მეორედ ცრემლი აღარ დავინახო კარგი-მისი სახე ხელებში მოიქცია და ქვემოდან ახედა დემემ. ანიმ თავი უფრო დახარა შემდეგ კი მოათვალიერა სალონი როდესაც კარის ჩემკეტი ღილაკი დაინახა სწრაფად დააჭირა და ასევე სწრაფად დაუსხლტა ხელებიდან დემეს, სწრაფად გააღო კარი და ის ის იყოუნდა გადასულიყო, რომ მკლავში მოკიდა დემემ ხელი და კვლავ თავის ადგილას დასვა.
-ჯერ ტელეფონი-თვალით ანიშნა დემემ ტელეფონზე, რომელიც ხელში ეჭირა.
-შენ მართლა ვერ ხარ არათქო რა ვერ გაიგე!
-ნებითა შენითა ძალითა ჩემითა.
-არათქოო და თავი დამანებე
-კაი, გასაგებია!-სწრაფად დაავლო ხელი დემემ ტელეფონს და სანამ ანი სიტუაციაში გაერკვა, ტელეფონი დემეს ჯიბეში აღმოჩნდა.
-რასშვრები იდიოტოო
-ისეთს არაფერს ჩემო პატარა
-არ ვარ მე პატარა და მითუმეტეს შენი
-ცდები შენ ჩემი პატარა ხარ ფერია და მორჩა ამაზე ბაზარი მიდი ეხლა გიო გველოდება-ანი მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა ბურდულთან ასე და ამჯერად დანებება გადაწყვიტა. და ორივემ სახლისაკენ დაიძრა ანი უკან მისდევდა და თან ბუზღუნებდა თავისთვის დემეტრეს კი სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა.
დემე ძალიან გაბრაზდა. იმას ვერ გაუძლო, რომ ტელეფონზე ვიღაც წერდა ანის კი სახეზე ღიმილი არ შორდებოდა. დარწმუნებული იყო, რომ ეს გიო არ იქნებოდა, რადგან არ ევასება მაგას მიწრა და ამბები თან წეღან ელაპარაკა, სალიც არ იქნებოდა რადგან ტელეფონი გიოს ქონდა თან გიომ უთხრა, ყველაფერი მოვაგვარეთ და ეხლა ტკბილად ძინავსო. ამყველაფერს ისიც დაემატა, რომ გამომგზავნის სახელის მაგივრად ცხოვრება ეწერა.
ანი?! ანის უნდოდა, რომ ამ დღიდან დაეწყო თავისი კომპლექსების აღმოფხვრა, მგრამ დღე თუ ასე გაგრძელდებოდა ნამდვილად არ ეგონა. ძასლიან გაუკვირდა დემეს კითხვა „ვინააო“ თან ნერვები მოეშალა, როცა დემეტრეს ხმა ბრძანებასავით, როდესაც გაისმა „მომცი ტელეფონიო“, მაგრამ აი ჩემიო როდესაც თქვა აქ გადაეკეტა. არა იმიტომ, რომ არ ესიამოვნა არამედ პირიქით იმიტომ, რო საშინლად არა არა უსაშინლესად ესიამოვნა და თავში მხოლოდ ეს სტყვა უტრიალებდა მაგრამ იცოდა, რომ ეს არასწორი საქციელი იყო, თავი სწრაფად გადააქნია აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად და კვლავ სეტევაზე გადავიდა. საბოლოო შედეგი კი სახეზეა.
სახლში სწრაფად შევიდა დემეტრე თხელი ჟაკეტი გაიხადა, ჰოლში მდგარ საკიდზე ჩამოკიდა და სწრაფად გავიდა გიოსთან, რომელიც მისაღებში იჯდა ლეპტოპით ხელში.
ანიმაც იგივე გაიმეორა ჰოლში შემოსვლისას ჟაკეტი საკიდზე ჩამოკიდა და სწრაფად შებრუნდა მისაღებში გასასვლელი მხრისაკენ, მაგრამ როდესაც გადახარშა, რომ საკიდზე დემეს ჟაკეტი ეკიდა, რომლის ჯიბიდანაც საკუთარი ტელეფონი მოჩანდა სწრაფად, შემობრუნდა უკან და ისე ამოაძვრინა ტელეფონი, რომ ჟაკეტს არც კიშეხებია. „აი ასე ბატონო დემეტრე!“ თქვა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ისიც მისაღებში გავიდა.
-სალი სად არის?-იკითხა პირდაპირ
-აქ ვაარ-კიბეები ჩამოირბინა თმააბურძგნულმა სალიმ, ანისაკენ გაემართა კარგად ჩაკოცნა და მხიარულად ჩაჩურჩულა
-ყველაფერი მოგვარდა აან
-მივხვდი ჩემო გოგოვ!
-ვაიმეე თქვენ რა გეშველებათ ნეტა!-უთხრა გიომ. სალიმ კი ეხლა შეამჩნია დემე და უხერხულად გაიღიმა, როდესაც მისი აბუძგნული თმა გაახსებდა, გიო მიუხვდა ამას-ესეც ჩვენი ბრატია ასე, რომ შგიძლია იქაჯო-ერთი გადაიხარხარა და საპასუხოდ მძიმედ მოქნეული ბალიშიც მიიღო თავში. ამაზე კიდე გიოს გარდა ყველა იცინოდა.
-არადა ამ წუთამდე ვაპირებდი, რომ სოფელში წამეყვანე!
-რა? მართლა? აუუ რა მაგარია? იეს იეს იეს...
-ხო მართლა ჩემო გოგო! და ბიჭებიც მოდიან აუცილებლად ხო ძმა?-შეხედა დემეს
-ხო აბა რა ჩვენ გარეშე არ გამოვა ეგ საქმე.
-შენ რა სახე ჩამოგტირის არ გაგიხარდა, მიუბრუნდა სალი ანის
-მე ხვალე ისეც მივდივარ უნივერსიტეტის შემდეგ და...-კმაყოფილმა ჩაიღიმა ანიმ.
-ეგ რა პონტია ტო?
-ვიზიარებ დაოო-სიცილით უთხრა სალიმ-და შენს ცხოვრებას გადაეცი, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ მასზე.
-კაი რა მეც ეხლა მომწერა-თქვა და უნებურად თვალი დემეტრესაკენ გააპარა, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა ალბათ ახლა გაგლეჯდა, მაგრამ ყურადღება აღარ მიაქცია და სალის მიუბრუნდა-კაი აბა მე ეხლა ავალ ჩავალაგებ რაღაცაებს, რომ ხვალე ვეღარ მოვასწრებ.
-კაი ჰო მიდი მიდი არ დაგაგვიანდეს.
სწრაფად ავიდა ანი თავის ოთახში და დემეს სახე, რომ გაახსენდა კმაყოფილს ჩაეღიმა „კაი ყოფილა ხო სხვის ნერვებზე თამაში? მაგრამ ეს რაში დამჭირდა? ფუ რა დებილი ვარ რა..აუუ..არაა არააა არაა ანი დაწყნარდი შენ არავინ არ მოგწონს არც მოგწონებია არც მოგეწონება პირველ რიგში სწავლას მიხედე...არა არაა არც გიყვარს და არც შეგიყვარდება...აუუ“ ფქრები სულ აებნა ანის და მასში რაღაც გაურკვევლობამ დაისადგურა, რომელიც მაინც დ მაინც არ მოწონდა...თავი სწრაფად გააქნია ანიმ და ტანსაცმლის ჩალაგება შეუდგა, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა, შემოდიო უნდა ეთქვა მაგრამ არ დაცალდა ისე შემოვარდა გაცოფებული ბურდული...
-რა უფლებით ვარდე...
-შეეშვი მაგ ტანსაცმელს, ფეხს ვერ გაადგამ ხვალე
-შენ ვერ ხარ ხო?
-მაგ შეკითხვაზე, გაგეცი უკვე პასუხი ხო? და შეეშვითქო ამ ტანსაცმელს ქართული არ გესმის?-უთხრა ღრენით და ტანსაცმელი, რომელიც ანის ეკავა გამოგლიჯა და კარადაში შებღურჯა.
-შენ თავი ვინ გგონია რა უფლებით მივარდები ოთახში და ბრძანებებს გასცემ. რასაც მინდა იმას გავაკეთებ როცა და სადაც მომინდება იქ წავალ და საერთოდ რატო ვხარჯავ ენერგიას და გიხსნი ამ ყველაფერს ვერ ვხვდები-უთხრა გაღიზიანებულმა ანიმ.
-ნუ მაგიჟებ გოგო!-უთხრა შედარებით ხმამაღლა
-რა გინდა ადამიანო რა გამაგებინე რას გადამეკიდე. რამე დაგიშავე ჯერ წესიერად სახელიც არ ვიცი შენი შენ კი ოთახში მივარდები და ჩხუბს იწყებ-თქვა, ტანსაცმელი აიღო და ხელახლა დაიწყო მისი კეცვა.
-გაანებე ამ დ***მ***ს თავი რა-კვლავ გამოაცალა ხელიდან და საწოლისაკენ მოისროლა-შენ დღეს რაც გელაპარაკე, ორი ყურის ფუნქციაზეე გადაამისამართე? ხომ გითხარი, რომ ჩემი დაგარქვი და რაც შენ გეხება ის ყველაფერი მეც მეხებათქო...
-მეც გითხარი უკვე, რომ შენი არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები გაიგე? საერთოდაც რა უფლებით მისაკუთრებ შეიძლება მე სხვა მიყვარს...ნელ-უწევდა ხმას ანი
-შენ ამ ბოლო დროს ზედმეტად შეიცვალე და არ გირჩევ მე მაგას-გამაფრთხიებლად დაუქნია თითი
-საერთოდაც არ მაინტერესებს რას მირჩევ შენ და რას არა უჰ-ჩაიფრუტუნა, ხელი აიქნია და კვლავ მიუბრუნდა ტანსაცმელებს. მართალია ძალიან ეწყინა, მაგრამ მაინც შეეცადა, რომ ირონია გაერია თავის სიტყვებში.
-მე გაგაფრთხილე ფერია და კიდე ამ პატარა თავში შეუშვი, რომ მარტო ჩემი ხარ-თითი საფეთქელთან მიუტანა დემემ და რამოდენიმეჯერ დაკრა.
-გადი ჩემი ოთახიდან დროზე-უთხრა და კარისაკენ მიუთითა.
-ხო კიდე დამავიწყდა „ცხოვრება“ მომიკითხე.
-გადიი!
-კაი სიცოცხლე!
-ნუ მომმართავ მასე!
-მეც მიყვარხარ!
-დროზე!-ხმას აუწია ანიმ.
-კაი ჰო. ჭკვიანად იყავი იცოდე-თვალი ჩაუკრა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ოთახი
ანიგაბრაზდა დემეს საქციელზე, მაგრამ მაინც ეგოისტურად სიამოვნებდა დემეს სიტყვები „უკვე ჩემი დაგარქვი ფერია“.
გადაწყვიტა სალისთვის ყველაფერი მოეყოლა და მისი ოთახისაკენ დაიძრა. სალი ოთახში დახვდა საწოლზე გადაწოლილიყო გულაღმა, ჭერისთვის თვლი გაეშტერებინა რაღაცაზე გამეტებით ფიქრობდა და ეღიმებოდა.
-რას ფიქრობს ეს გამოსწორებული ბავშვი ნეტა?-სიცილით მივიდა და სალომეს მიუწვა გვერდით.
-აუუ ეხლა იცი რაზე ვფიქრობდი?
-რაზე?
-ჩვენს ადგილზე, იცი როგორ მომენატრა?
-ხოო მეც ძალიან მომენატრრა თან წამოსვლისას აღარ მივსულვართ.
-როცა გაბრაზებას, წყენას მხიარულებას შიშს ყველაფერს ამ ადგილს ვუზიარებდით.
-გახსოვს ჭექა-ქუხილი, რომ დაიწყო ის დღე
-მაგას რა დამავიწყებს, კინაღამ ხელებში ჩამაკვდი, გიოსაც ვერ დავუძახე, საიდუმლო ადგილის გამო-სევდიანად ჩაიღიმა სალიმ-აუუჰ ნეტა როდის გავა ხვალინდელი დღე უჰ-ამოიოხრა სალომემ.
-სულ რაღაც ოცდაოთხი საათი დაოო.
-არ მატყუებ?-წარბის აწევით გამოხედა სალიმ დაიკოს.
-არაა!
-ხო მართლა ტყუილად არ შემოხვიდოდი აქ? რაშია საქმე?
-ხოო. მოკლედ...-ყველაფერი მოუყვა ანიმ დემეს გაცნობიდან ამ საღამოს ჩათვლით თან თვალებში ჭინკები უთამაშებდა დამიუხედდავად ამისა ცდილობდა სიბრაზე გამოეჩინა ბურდულის მიმართ.
-რა მაგარია ეე...ქორწილიში რას იცვამ? აა ხო გამოვიცნობ ჩვენ, რომ ადრე ჟურნალში ვნახეთ და ძალიან მოგეწონა იმას ხო?
-აუ კაი რა საალ უჰ-გვერდი იცვალა ანიმ
-კაი ხოო? რას აპირებ მიდიხარ ხვალე სოფელში?
-რათქმაუნდა მივდივარ-თქვა დარწმუნებით გამოემშვიდობა სალის და სწრაფად გაემართა თავისი ოთახისაკენ. იქ შესულმა კი უკვე გამზადებული ჩანთა შეკრა, პიჟამოეში გამოეწყო და საწოლში შეწვა. ბურდულზე ფიქრები არადა არ ტოვებდნენ, სულ მის სიტყვებზე, გაღიმებასა და შუბლზე დატოვებულ ცხელ კოცნაზე ეფიქრებოდა უნდოდა თუ არა ეს მას.
ბურდულმა მალევე დატოვა ანის სახლი და თავისი სახლისაკენ გასწია. თან ანიზე ფიქრობდა და შიგადაშიგ ეღიმებოდა. „უკვე ჩემი დაგარქვი ფერია, მხოლოდ ჩემი და სხვა არავისი“ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი სიტყვები და კვლავ ჩაეღიმა მისი გაბრაზებული სახის გახსენებისას.
ანიმ დილას კარგ ხასიათზე გაიღვიძა, იმის მოლოდინში, რომ რამოდენიმე საათში მონატრებულ მეგობარს, ოჯახსა (არაბიოლოგიურ) და საერთოდ სოფელს ნახავდა. თან მოუთმენლობით ცქმუტავდა სწრაფად ჩავიდა ქვევით, სადაც გიო და სალი ელოდებოდნენ და სამივემ უნივერსიტეტისაკენ აიღო გეზი.
უნიში აპირებდნენ შესვლას, როდესაც დემე წამოეწია
-დილამშვიდობის როგორ ხართ?-ანის ყურადღებაც არ მიუქცევია ისე განაგრძო გზა-დილამშვიდობისთქო გოგონი?
-ეჰ ჩემი ძმა მასეთი იოლი არაა, ამ გოგოსთან ურთიერთობის აწყობა წარმატებას გისურვებ ბრატ-უხრა სიცილით და მხარზე დაკრა ხელი, გიო ყველაფერს ხვდებოდა პირველივე დღიდან, მაგრამ რადგან ბურდულს ასე ენდობოდა არაფერი არ უთქვამს, თანაც იცოდა, რომ ბურდული აუცილებლად ეტყოდა ყველაფერს. გუშინ საღამოს კი მართლაც გაამართლა ბურდულმა მისი იმედები და ნებართვაც აიღო როგორც ანის უფროსი ძმისაგან.
-ეს ყოველთვის ასეა? რაღაც პირველ დღეს სულ სხვანაირი შთაბეჭდილება დამიტოვა-იკითხა გაკვირვებულმა.
-ეტყობა გააბრაზე, ელა კი ძალიან ძნელია მისი შემორიგება, მიზეზს არ გკითხავ რადგან გენდობი ეს კი შენც ძალიან კარგად იცი.
-ხო ხო ვიცი. შენ რას შვრები საალ?
-რავიცი არაფერს. აი შენკენ კი თურმე რა ამბები ტრიალებს, ხოდა ერთ რჩევას მოგცემ კიდე უარესად არ გააბრაზო თორემ მთელი ცხოვრება დაგჭირდება მის შემოსარიგებლად.
-ძალიან დამამშვიდე...
-კაი კაი ეხლა შევიდეთ დაიწყო ლექციები.
-კაი წამო.
უნივერსიტეტში შესვლისას ანიმ ბურდულის მისალმება ძალიან კარგად გაიგო, მაგრამ ისე მოაჩვენა თავი ვითომც არაფერი, ნუ ეს მას ეგონა ასე თორემ დემე ყველაფერს მიუხვდა.
აუდიტორიის წინ იყო, როდესაც მისი აუდიტორიის წინ წამოეწია მისივე კურსელი
-გამარჯობა ან, როგორ ხარ?
-კარგად გიგი შენ როგორ ხარ?
-მეც რავი არამიშავს.
-იცი ეხლა ჩვენმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ ბათუმში წავიდეთო და შენ რა აზრის ხარ?
-აუუ გიგი ბოდიში, მაგრამ მართლა ვერ მოვახერხებ, დღეს საღამოს მივიდვარ სოფელში და...
-რამდენი ხნით?
-არ ვიცი სავარაუდოდ მთელი ეს ორი კვირა
-აა კაი მაშინ და შეგეხმიანები მერე, იმედია ორი დღეს მაინც გამონახავ ჩვენთვის
-ვნახოთ რამეს ვიზამ...-უთხრა და წასვლას აპირებდა როდესაც გიგიმ მკლავზე მოკიდა და შეაჩერა
-ხო მართლა ნომერს თუ არ მომცემ ისე ვერ დაგიკვშირდები
-მერე სოციალურ ქსელში მოგწერ ეხლა მეჩქარება კაი?
-კაი, როგორც გინდა ოღონს რ დაგავიწყდეს.
-კაი.
ლექციის მიმდინარეობისას კარზე კაკუნის ხმა გაისმა და კარი, რაც არუნდა გასაკვირი იყოს ბურდულმა შემოაღო
-გისმენ დემეტრე რა მოხდა-ამ სახელის გაგონებისას ანიმ ფეთიანივით გახედა დემეს
-თუ შეიძლება ანი გამოვიდეს-ანიმ მისისახლის გაგონებისას გაკვირვებულმა გახედა დემეს
-კი, მაგრამ შვილო...
-მხოლოდ ორი წუთით
-კარგი, მხოლოდ ორი წუთით...
-ანი გამოდი-უთხრა ბურდულმა. ანიმაც წამოდგა, და წასვლას აპირებდა, როდესაც სალიმ გადასჩურჩულა.
-ქაჯივით აღარ მოიქცე იყავი ისეთი გულწრფელი, როგორიც რეალურად ხარ და იმოქმედე ისე როგორც გული გიკარნახებს და არა გონება...-ანის აღარაფერი უთქვამს, და გასასვლელისაკენ აიღო გეზი. რაც უფრო უახლოვდებოდა ბურდულს მისი გული უფრო და უფრო გახშირებულად იწყებდა ფეთქვას, ხოლო როდესაც აუდიტორია დატოვა და ხელზე ბურდულის ნაზი შეხება იგრძნო ტანში ჟრუანტელმა ისეთი მასით დაუარა, რომ ბურდულმაც იგრძნო და კმაფილს ჩაეეღიმა.
-რას აკეთებ, სად მივდივართ? სათქმელი თუ გაქვს მითხარი, თანაც არ დაგავიწყდეს ლექცია მაქვს.
-ნუ გეშინია, არ დამვიწყებია, უბრალოდ შენთან სალაპარაკო მაქვს-უთხრა მშიდად და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-და კოლიდორში ვერ დამელაპარაკებოდი?
-ცოტახანს გაჩუმდი, რა აი მოვედით კიდეც.-უნივერსიტეტის უკანა ეზოში გაიყვანა.
-მოდი აქ.
-რა უნდა გეთქვა?
-მომისმინე და არ გამაწყვეტინო-თანხმობის შემდეგ დაიწყო-მართალი ხარ ძალიან ვიუხეშე შენთან, მაგრამ არ შემიძლია ისე, ბავშვობიდანვე ასეთი ვყავი, ყოველთვის ფეთქებადი ხასიათით გამოვირჩეოდი და ეგოისტურად ვისაკუთრებდი იმას, რასაც მოვიმდომებდი. შენ, რომ პირველად დაგინახე, მაშინ ჩემს თავთან პირობა დავდე, რომ ჩემი გახდებოდი. მსიამოვნებდა ეგოისტურად მსიამოვნებდა, რომ მე ვიყავი მიზეზი შენი დაბნეულობის, შენი ღაწვების სიწითლისა და ტანში დავლილი ჟრუანტელის-წამისწინდელი გაახსენდა დემეს და კმაყოფილს ჩაეღიმა-ეგოისტურად მსიამოვნებდა და უფრო და უფრო მიპყრობდა შენი მისაკუთრები სურვილი. შენ კი ყოველ მოახლოებაზე გამირბიხარ ხო ვიცი, რომ დავაშავე მაგრამ ისე არ შემიძლია თანაც იმ მესიჯის ავტორზე, რომ ცხოვრება გეწერა მეგონა, ვიღაც გყავდა და ამაზე გავღიზიანდი რავიცი, შედეგი კი ნახე და...მინდა, რომ ამ ყველაფრისთვის ბოდიში მოგიხადო-თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი-მოკლედ ბოდიში რაა, მაგრამ იცოდე არავითარ შემთხვევაში არ დაგთმობ, რადგან შენ მხოლოდ ჩემი ხარ და სხვა არავისთვის არ მემეტები კვლავ გადაისვა ხელი და...-ანი მე შენ მიყვარხარ!-შემდეგ წამოდგა და უნივერსიტეტისაკენ აიღო გეზი.
ანი ამ დროის განმავლობაში მთელი გულისყურით უსმენდა ბურდულს და მისი სახის ნაკვთების გაზეპირებას ცდილობდა. მიხვდა ამმ წამს მიხვდა, რომ ბურდული მთელი არსებით უყვარდა, მაგრამ ამას სიყვარულსაც ვერ დაარქმევდა რადგან ეს, რაღაც უფრო დიდი გრძნობა იყო. ეგოისტურად ესიამოვნა ბურდულის სიტყვები, „შენ მხოლოდ ჩემი ხარ“ მისი ბოლო სიტყვების გაგონებისას კი ტანში კიდევ ერთხელ დაუარა სიამოვნების ჯრუანტელმა. რამოდენიმე წამში კი, როდესაც ბურდული იქ ვეღარ დაინახა, მთელი სისწრაფით გაექანა უნივერსიტეტისაკენ. საბლოოდ კი კიბეებთან შენიშნა
-დემეე-დემეტრე მისი ხმის გაგონებისას სწრაფად შემოტრიალდა ანიმ კი დრო იხელთა, თვალის დახამხამებაში მიირბინა ბურდულამდე, ფეხისწვერებზე შედგა და მთელი ძალით შემოაჭდო ხელები, მის დაძარღვულ კისერს. ბურდულისთვი ეს ყოველივე პასუხი აღმოჩნდა და თვითონაც არ დააყოვნა, სწრაფად შემოხვია გოგონას წვრილ წელს თავისი დიდი ტორები, გოგონა მიწიდან ოდნავ წამოწია და მთელი ძალით ჩაიკრა გულში-მეც მიყვარხარ დემე! უზომოდ მიყვარხარ!
-ჩემი პატარა-მისი თმის სურნელი ღრმად შეისუნთქა შემდეგ კვლავ ძირს დასვა და მოწყურებულივით დაეწაფა, გოგონას სათუთ ბაგეებს.
რას გრძნობდა ანი ამ დროს?! ყველაზე განხსვავებულსა და უსაზღვრო ბედნიერებას, და მხოლოდ ბურდულის ბაგეებს.
-ესეც შენი პირველი კოცნა!-ღიმილით შეხედა ანის, რომელსაც თავი დაეხარა და თვალს ვერ უსწორებდა-ოპაა ასე არ გამოვა პატარა-ორი თითი ნიკაპზე ამოდო და თავი მაღლა ააწევინა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, როდესაც გოგონას შეფაკლულ ღაწვებს გადააწდა-ბავშვი ჩემი პატარა ბავშვი-ბურდულმა ჩაიცინა, გულზე მიიკრა პატარა სხეული გოგონამაც არ დააყოვნა და მისი სუსტი ხელები შემოხვია ბურდულს. მალე ზარიც დაირეკა
-ვაიმე ლექცია-დაფეთებულმა წარმოთქვა ანიმ.
-ლექცია მაშინ არ გაგახსენდა ჩემს ჩასახუტებლდ, რომ მორბოდი?
-არაა-ისე წარმოთქვა არც კი დაფიქრებულა.
-აჰაამ-კმაყოფილს ჩაეღიმა.
-აი გიო და სალიც მოდიან
-რა?-სასწრაფოდ ბურდულის მხარს ამოეფარა და ორივე ხელით ბურდულის მხარს ჩაეჭიდა.
-კაი რა გჭირს-სიცილით უთხრა
-სადაა აბაა?
-იგერ ნახე-თითით მიუთითა კიბეზე საიდანაც გიორგი და სალი ჩამოდიოდნენ ნიმ კი უფრო ამოეფარა ბურდულს-კაი მასე გაშინებდა გიორგი? გავლახავ მე მაგას!
-ბიჭო სად გაქრი ლექციიდან?
-მეტად მნიშვნელოვნი საქმე მქონდა-თვალით ანიზე მიუთითა.
-რას აკეთებ გოგო?-სიცილით უთხრა გიორგიმ.
-რა?-ამ დროს ბურდულმა თავისი დიდი ტორი ანის ნაზ თითებს შეახო, ძლიერად ჩაკიდა და მის გვერდით გააჩერა გოგონა.
-რა ხდება ანაა!-მეტად სერიოზულად კითხა გიორგიმ, როგორ უნდოდა ეხლა ბდათავდახრილ და აწითლებულ სახეზე სიცილი.
-მე ისაა...-თავი აწია და ქვემოდან შეხედა ბურდულს, რომელიც ღიმილით გადმოჰყურებდა.
-ბავშვი-ჩაილაპარაკა ღიმილით ბურდულმა და განაგრძო-რა და ერთად ვართ რა ვერ გაიგე?-ანიზე ჩაკიდებული ხელი მაღლა აწია და კიდევ ერთხელ გაუმრორა-ერთად
-ანი რა ხდებათქო!
-შენ რა მეღადავები?-უთხრა სერიოზულად ბურდულმა.
-ჰო კაი კაი, მარა ამას რა სახე აქ?-გაკვირვებულმა შეხედა.
-ჰო იგივე უნდა მეკითხა მეც, შენს დანახვამდე ძალიან კარგ ხასიათზე იყო რას უკეთებ ასეთს ამ გოგოებს, გაგლახავ იცოდე.
-ოჰოჰ ამოიდგა ენაა.
ამ ორის ლაზღადარობისას სლიმ მთელიი ძალით გაექანა ანისაკენ და ისე ჩაეხუტა, კინაღამ დაახრჩო
-აუჰ დავიხრჩე გოგო
-ვაიმეეე უუუჰ-სწრაფად მოცილდა დას
-მოდი ჩემთან!-უთხრა გიომ და ანიმაც არ დააყოვნა-ისე ეს დებილი რამ მოგაწონა ჰა?-უთხრა სიცილით. ანის კიდე არაფერი არ უთქვამს უბრალოდ ჩაეცინა-ჰმ ქაჯანა შენა.
-ჰაა რას აპირებ აბაა დღეს მიდიხარ?-პირი გააღო ანიმ პასუხის გასაცემდ, მაგრამ დემემ დაასწრო
-არა არ მიდის-თქვა და ანის თვალი ჩაუკრა.
-აჰაამ ესეიგი ხვალ ყველა ერთად წავალთ ხო?
-ხო.
-კარგია.
-კაი აბა გოგოებო მიდით და მეც მოვალ საქმე მაქვს რაღაც
-ანის მე წამოვიყვან-ხელი გადახვია ბურდულმა ანის და ნიშნისმოგებით გახედა გიოს.
-ვაიმეე ამის ხელში ხო ჩემი დის ნახვა აღარ მეღირსება ეხლა-ჩაიდუდღუნა გიორგიმ.
-ანი მისმინე მე სალი ვარ შენი და არ დაგავიწყდეს იცოდე.
-მე რომ მინდოდეს შენი დავიწყება ამის საშუალებას მაინც არ მომცემ შენი სიგიჟეებით ასე, რომ არ იდარდო-თქვა და ჩაეცინა.
-ამას შეხედე გიო, მგონი ჩვენს ანი ამის ხელში არ უნდა ჩავაგდოთ ხო?-იკითხა დანანებით და ბურდულზე მიუთითა.
-უკვე გვიანია ცოლისდავ გვიანიი-ბოლო სიტყვები დაუმარცვლა და სიცილი აუტყდა.
-მასხარა-თქვა გიომ-კაი აბა წავედით ხო?
-მართლა ჯობია წავიდეთ თორემ, შეიძლება გაუთხოვარი და დავაქვრივო-თქვა სიცილით და მანქნისკენ აიღო გეზი.
-წამო ჩვენც წავიდეთ.
-მომიყევი რამე შენზე-უთხრა ანიმ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ.
-რა გაინტერესებს მკითხე და გიპასუხებ.
-რავიცი ოჯახზე მომიყევი, ხომ უნდა ვიცოდე რაღაც-ისე უცებ დაატორმუზა ბურდულმა მანქანა, ანიმ თავი ვეღარ შეიკავა და თავი ფანჯარას მიარტყა.
-ფუუ ამის დ****ც, ძალიან გეტკინა?-ანის შეხედა, რომელიც ნატკენ ადილს იზელდა.
-არაუშავს-ჩაილაპარაკა ნაწყენმა.
-მოდი ჩემთან!-ამღვრეული თვალებით გახედა ანიმ ბურდულს, ბურდულმა კი ერთი ხელის მოსმით გადაისვა თავის კალთაში, გულზე მიიკრა, ღრმად შეისუნთქა მისი თმის სურნელი და დაიწყო-ძალიან პატარა ვიყავი, სულ რაღაც 2-3 წლის, როდესაც მშობლებმა ბავშვთა სახლში ჩამაბარეს თვითონ კი საერთოდ ქვეყნიდანაც გაქრნენ, ფაქტიურად მშობლის სითბო რა არის არ ვიცი. არასოდეს დავვინტერესებულვარ მათი ამბით ამის სურვილიც კი არასოდეს არ გამჩენია. პირიქით მათ მიმართ რაღაც ამოუცნობი გრძნობა მაკავშირებდა, რომელიც ზიზღთან უფრო ასოცირდება. ყოველთვის ვცდილობდი, რომ კარგად მესწავლა და ყველაფრისთვის მიმეღწია, რაც გეგმაში მქონდა. ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მამაკაცი, რომელმაც საშუალება მომცა, სწავლა საზღვარგარეთ დამესრულებინა და მისი უაღრესად მადლობელი ვარ. სამი წელია რაც გერმანიაში ვსწავლობ, მაგრამ ვეღარ გავძელი და ბოლო წელს მაინც უკან დავბრუნდი. შენი ძმა გიორგი სწორედ იმ მასწავლებლის წყალობით გავიცანი, 2 წლის წინ როდესაც არდადეგები დაგვეწყო, უნივერსიტეტში. გიორგის ძალლიან დავუახლოვდი შემდეგ იყო ლექსო, დათა, ვაჩე და საერთო ჯამში ერთი დიდი ოჯახი.
ბავშვთა სახლში არასოდეს არ მყოლია ისეთი მეგობარი, რომლისთვისაც შემეძლებოდდ ადარდის გაზიარება, იქ თუ რამეს გინდოდა მიგეღწია უნდა გებრძოლა და არავითარ შემთხვევაში არ დანებებულიყავი. გარკვეულწილად ამ ფაქტორმაც იმოქმედა ჩემს ხასიათსა და პრინციპებზე-ბოლოს ერთი ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და ნიკაპი ანის თავს ჩამოდო.
-მაპატიე-ამოისლუკუნა ანიმ.
-საპატიებელი არაფერია-თავზე შეახო ტუჩები-კიდე გტკივა?
-არაა-კვლავ დაიჩურჩულა.
-კაი წავიდეთ ეხლა, თორემ გიორგი გამგლეჯს-თქვა სიცილით, ანიი თავის ადგილას დააბრუნა და გაუყვნენ გზას სახლისაკენ-რამე ხო არ გინდა?-იკითხა, როდესაც მარკეტს მიუახლოვდნენ.
-არა, არაფერი არ მინდა.
-კაი დამელოდე მაშინ-მარკეტისაკენ აიღო გეზი, უკან კი შოკოლადებითა და ნაყინით ხელში დაბრუნდა-აიღე გადნება-უთხრა და ნაყინი გაუწოდა.
-მადლობა-თვითონაც გამოართვა და გემრიელად ჩაკბიჩა-ჩემი საყვარელი ნაყინია.
-ვიცი.
-საიდან?
-მე ყველაფერი ვიცი, რაც შენ გეხება ფერია-თვალისმომჭრელად გაუღიმა და კვლავ დაეწაფა გოგონას ბაგეებს. გოგონას არაფერი უთქვამს უბრალოდ თავი დახარა თავისიშეფაკლული ღაწვებიის დასამალად-იცი რა ვერ გამიგია?
-რა?
-რატომ ხარ ასეთი მორიდებული.
-ეგ ვერც მე გამირკვევია-მხრები აიჩეჩა, ბურდულმა კი მის პასუხზე გემრიელად გაიცინა-გიხდდება სიცილი-მომღიმარმა და ბურდულზე მიჩერებულმა უთხრა.
-შენ უფრო გიხდება დამიჯერე-თვალი ჩაუკრა და მისი სახლის წინ გააჩერა.
-არ შემოხვალ?
-არაა ტანსაცმელი არ ჩამილაგებია.
-კაი-გადასვლას აპირებდა, როდესაც ბურდული ხელმა შეაჩერა
-რამე ხო არ გავიწყდება?
-არა რა უნდა დამავიწყდეს?
-აი ეს-უთხრა და წამიერად დაეწაფა გოგონას ბაგეებს-კიდე გავიწყდება რაღაც.
-ეხლა რაღა მავიწყდება?-იკითხა გაკვირვებულმა.
-შოკოლადები-თვალით შოკოლადით სავსე ცელოფანზე მიუთითა.
-აჰაამ მადლობა!-ამჯერად თვითონ შეეხო ბურდულის ტუჩებს წამიერად შემდეგ კი ისე, გაიქცა თითქოს ვინმე მისდევდა. გაოცებული და კმაყოფილი დემე კი მანამ ადევნებდა თვალს სანამ კარს არ მიეფარა პატარა სხეული...
სახლში შესულმა სალის ყველაფერი მოუყვა, ისიც თითოეულ მომენტზე სხვადასხვაგვარად რეაგირებდა. საბოლოოდ საღამოსთვის ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები მოიმარაგეს და კმაყოფილები გადაეშვნენ სიზმრების სამყაროში.
დილას ანი ვიღაცის შეხებამ გააღვიძა, მაგრამ ისე ეძინებოდა ამ ინფორმაციის ტვინამდე მიტანა რთული აღმოჩნდა.
-ანიი-გაისმა ბოხი ბარიტონი.
-ჰმმმ
-ანიი ადექი გოგო დაგვაგვიანდება.
-ჰმმმ
-ანიი პიჟამოებით წაგიყვან იცოდე გიორგი და სალომე უკვე წავიდნენ.
-რაა?-როდესაც გადახარშა, რომ აქ მხოლოდ დემეტრე იყო სწრაფად წამოხტა.
-რა ძილისგუდა ყოფილხარ გოგო?
-სულაც არ ვარ.
-საათს დახედე აბაა.
-რომელი საათია?-დემემ წინ ტელეფონი აუფრიალა, რომელიც თორმეტს უჩვენებდა-რა ამდენხანს მეძინა? და ისინი რატომ წავიდნენ ან საერთოდაც რატომ არ გამაღვიძეს?-ისევ ლოგინზე დაებერტყა.
-მიდი ჩაიცვი და ჩავიდეთ ვჭამოთ გამზადებულია ყველაფერი.
-კაი ჩადი შენ და მეც ჩამოვალ
-არაა იყოს მიდი გელოდები.
-უუუჰ-წამოდგა ბუზღუნით, თავისი ტანსაცმელი აიღო და გეზი გიორგის ოთახისაკენ აიღო.
-სად მიდიხარ?
-გამოვიცვლი და მოვალ.
-კომპლექსიანოო!-მიაძახა დემემ სიცილით, ანიმ კი მხოლოდ ნაწყენი სახით გამოხედა ისე, რომ არც გაჩერებულა.
-ვარ მერე?
-შენ რა ტირი?
-არა-თქვა და კარიც სასწრაფოდ შეიკეტა.
-დებილი ბავშვი-თქვა სიცილით და კიბეებზე დაეშვა.
ანიმ ბევრი ტირილისა და მოთქმის შემდეგგ ჩაიცვა ტანისმოსი, მაგრამ მის თავს, როდესაც თვალი შეავლო უკმაყოფილოდ ჩაიღიმა და გეზი სალის ოთახისაკენ აიღო.
-აჰა ბატონო ბურდულო ესეიგი კომპლექსიანი ვარ ხო?-კმაყოფილს ჩაეღიმა სალის კარადიდან ყველაზე მოკლე ჯინსის შორტი და ულამაზესი ტოპი აიღო. სწრაფად ჩაიცვა და კვლავ კმაყოფილმა დეაშვა კიბეებზე. დემემ, როდესაც ფეხის ხმა გაიგო სამზარეულოდან გასძახა
-მოდი საჭმელი ჭამე და წავიდეთ.
-არ მინდა დიდი მადლობა!
-რა არ გინდა მოდი გოგო წინ დიდი გზაა და არ მინდა იქ მკვდარი ჩაგიყვანო.
-კაი „მარშუტკას“ გავყვები.
-რა გაცვია გოგო ეს რა არის?
-რა მაცვია? ისე დაიხედა ტანსაცმელზე ვითომც არაფერი?
-მიდი გამოიცვალე!
-ვერ გავიგე?
-გამოიცვალეთქო!
-რადგან შენი შეყვარებული ეხლა ყველაფრის ბრძანების უფლება გაქვს? პრინციპში აქამდეც არ აკლებდი, მაგრამ...-სწრაფად აირბინა ბურდულმა კიბეები უკან კი ანის მაისურით დაბრუნდა.
-გელოდები გამოიცვალე!
-მაცვია თანაც მშვენივრად ასე, რომ ჩვენი წასვლის დროა-გეზი კარებისაკენ აიღო, მაგრამ წინ ბურდული აესვეტა
-ნებითა შენითა ძალითა ჩემითა-უთხრა და ანი სანამ გონზე მოვიდოდა, ტოპის მაგივრად უკვე მაისურში იყო გამოწყობილი.
-აღარ გაბედო ასე
-უკვე ჩემი დაგარქვიი ფერიაა-გადაულაპარაკა ნიშნისმოგებით ბურდულმა, ანიმ კი გზა განაგრძო-მოიცადე, მაგ შორტით სად მიდიხარ?
-ეხლა არ თქვა, რომ...
-არა მაგის გახდას არ ვაპირებ, უბრალოდ ცოტას დავაგრძელებთ და ეგ არის-ბურდული შორტის შესაკრავს დაწვდა და
-მე თვითონ იდიოტო-როდესაც მიხვდა, რომ ბურდულთან ვერაფერს გახდებოდა თვითონ ჩაიჩოჩა სულ ოდნავ შორტი
-ნწ ნწ-ასე არ გამოვა-უფრო ჩაუჩოჩა შორტი-აი ეხლა კი წავიდეთ ცხოვრება!-შუბლზე შეახო ტუჩები და ორივემ წავიდა მანქნის მიმართულებით.
გზაში თითქმის არ ულაპარაკიათ და რასაც ლაპარაკობდნენ ისიც ბურდულის ინიციატივით. ანი მშვიდად იჯდა და მოწყენილი გაყურებდა გზას, თან ბურდულის მოძახებული „კომპლექსიანო“, რომ ახსენდებოდა უფრო იღუშებოდა
-რატო არაფერს ამბობ
-და რა არის სალაპარაკო რო?
-თან მენაგლებიი კიდეც.
-არ გენაგლები!
-როგორ არა მენაგლები.
-არ გენაგლებითქო.
-აჰაა ესეიგი არა ხო?
-ხო!
-რამეს შეჭამ?-კითხა ბრაზშეპარული ხმით.
-არაფერს როდის ჩავალთ?
-ერთ საათში, დაიძინე თუ გინდა.
-კაი, ცოტას დავიძინებ, მიყვარხარ!-სწრაფად უთხრა და თვალები მილულა.
-მე უფრო.
ერთ საათში მართლაც სოფელში იყვნენ. ანისაც მალევე გაეღვიძა და ყველაფერს გულდასმით ათვალიერებდა, როგორ მონატრებია თავისი სოფელი, მაგრამ გულის სიღრმეში ის ტკივილი მაინც არ ანებებდა თავს.
-მოვედით ანი.
-რა?
-მოვედითთქო ანი რა გჭირს?
-აა არაფერი უბრალოდ ვფიქრობდი და ვერც კი შევამჩნიე.
-წამოდი.
-კაი, ხო მართლა შენ საიდან იცოდი ეს ადგილი?
-მე ყველაფერი ვიცი ანი, ნუ გავიწყდება.
-ხოო ეგ რამ დამავიწყა.
-ჩემი ცხოვრება ხარ!
-შენ ჩემი!
-კაი წამო ეხლა შენს სახლში მე უნდა დაგპატიჟო?-სიიციისთ უთხრა და მანქანიდან გადმოვიდნენ.
იმ სახლისაკენ აიღეს გეზი სადაც ანიმ მთელი ბოლო 10 წელი გაატარა. შემდეგ კი აპირებდა თავისი სახლიც მოენახულებინა ან კიდე ეს დღეები იმ სახლში გაეტარებინა. მალევე შეაღეს სახლის კარები და ანიმ პირდაპირ მშობლებისაკენ აიღო გეზი. მას შემდეგ რაც ანის მშობლებ გარდაიცვალნენ, დედ-მამას სალისა და გიორგის მშობლებს ეძახის განა მათ ნაკლები გაუკეთეს, რასაც თავისი ბიოლოგიური მშობლები უკეთებდნენ?!
-დეე მაა როგორ მომენატრეთ!-ორივეს ერთდროულად ჩაეხუტა.
-ჩვენც მოგვენატრე პრინცესა-მათაც გულში ჩაიკრეს საყვარელი სხეული.
-გამარჯობათ!-მიესალმა ბატონ დავითს დემეტრე და ხელი გაუწოდა.
-გამარჯობა შენ ალბათ დემეტრე ხო?-ხელი ჩამოართვა ბურდულს.
-ხო დემეტრე ვარ!
-იცოდე ჩემს შვილს
-ოო მამა ნუ დაიწყე რაა-უთხრა გიომ.
-კაი ხო-სიცილით მიუგო შვილს.
-ვიცი ბატონო დავით-მის გვერდით აწურულ ანს ხელი გადახვია და განაგრძო-მე თქვენი შვილი ძალიან მიყვარს და დამიჯერეთ თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება-თავზე აკოცა ბურდულმა, ანის კი კიდევ ერთხელ აუწითლდა ლოყები და უფრო დახარა თავი.
საღამო არაჩვეულებრივად გაატარეს შემდეგ კი ოთახებში გადანაწილდნენ. დემეტრე გიორგის გიორგის გვერდითა ოთახში იყო ანიმ და სალომემ კიი ერთად დაძინება გადაწყვიტეს.
დილას ანიმ ადრიანად გაიღვიძა საათი ჯერ კიდევ 6:00 უჩვენებდა. ტელეფონს, რომ დახედა 2 შეტყობინება დახვდა და ორივე ლექსოსაან იყო. „შე მაიმუნო გუშინ დამაღალატე არ ჩამოხვედი დღეს კი ისე ჩამოხვედი, რომ ჩამოხვედი არც კი გამაგებინე, მაცალე შე პატარა ქაჯო, მოემზადე ხვალინდელიი დღისთვის“ ამის წაკითხვაზე ერთიი გულიანად გადაიკისკისა.
-ვაიმე რა ხდება?-ამოიზმუვლა სალიმ და ანისაკენ გადაბრუნდა.
-არაფერი ლექსო გავაბრაზე და ისე როგორ დამავიწყდა მიწერა.
-ხო გუშინ ვნახე, შენზე თქვა კარგად მყავს საცემიო კი ამბობდა და.
-ხოო დღეს აუცილებლად უნდა ვნახო მომენატრა ეგ ცხოველი-შემდეგ კი ტელეფონი აიღო და მიწერა „დღეს გამო რა და მერე რაც გინდა ის მიქენი“-წყალი მინდა საალ
-კაი ჩემთვისაც გამოიყოლე
-უჰ შენ ხო არაფერში არ გამოადგები კაცს რაა
-ნუ ბუზღუნებ მაცალე ძილი.
-კაი ერთი.
-ორი იყოს.
-კაი კაი არ მაქვს შენი თავი ეხლა-სწრაფად წამოდგა და იმიდ იმედით, რომ გზად არავინ შეხვდებოდა, მხოლოდ გრძელი მაისურის ამარა გატანტალდა სამზარეულოში. წყალი დალია და უკან გამობრუნებულს ბურდული გადაეყარა წინ
-დილამშვიდოის ფერია
-დილამშვიდობის! ასე ადრიანად რატო გაიღვიძე?
-მე უნდა ვივარჯიშო და შენ რა გინდა აქ?
-წყლის დასალევად ჩამოვედი.
-ხოო. ისე გიხდება ეგ მაისური რა გინდა.
-აა...ისაა... წყალი უნდა ავუტანო სალის და შენც წადი ივრჯიშე-უთხრა და წასასვლელად მოემზადა.
-წყალი არ უნდა წაგეღო შენ?-კითხა ღიმილშეპარულმა.
-ხოო დამავიწყდა-თქვა და ჭიქას დაუწყო ძებნა-აუუ დემე დამეხმარე რა მე ვერ ვწვდები და მომაწოდე ის წყლის ჭიქაა-ბურდული უკნიდან მიუახლოვდა ისე, რომ გოგონას სხეული ხელებს შუა მოიქცია და სწრაფად დაეწაფა გოგონას ბაგეებს.
-დემეე!
-ხოო კაი-თქვა ბუზღუნით დემემ და ჭიქა მიაწოდა ანის.
-მადლობა უთხრა და სწრაფად აირბინა კიბეები ისე, რომ ერთ ხელში წყლით სავსე ჭიქა ეჭირა მეორეთი კი მაისურს ქვევით ქაჩავდა.
-აჰა დალიე!
-აჰა ვიღაცამ ნერვები მოგიშალა უკვე ხო?
-ქვევით დემე იყო.
-მერე?
-რა მერე ნახე მაისურით ვიყავი მხოლოდ.
-მერე?
-ვაიმე გამანებე თავი რა
-ვაიმე ანი სხვა ვინმე ხომ არ ყოფილა რა იყო მერე?
-ხო მაგრამ მაინც მეუხერხულა.
-ბოთე!-ანიმ მხოლოდ ჩაიცინა.
-კაი დღეს ჩვენს ადგილას მივდივართ ხო?
-ხო.
დილა მხიარულებით დაიწყო. ბურდული ისეთ რამეებს ეუბნებოდა ანის, რომ სულ აწითლებდა ანი კი ხელის კვრით ცდილობდა გაეჩუმებინა, და უხერხულად გაუღიმებდა ხოლმე ოჯახისწვრებს. მალე ლექსოც მოვიდა, ანიმ მისი დანახვსას ერთი შეჰკივლა, არცკი დაფიქრებულა ისე დააღწია ბურდულის გადახვეულ ხელს თავი, ლექსოსაკენ გაიქცა და მთელი ძალით შემოხვია ხელები.
ბურდული გონს, რომ მოვიდა ანი უკვე ლექსოს კისერზე იყო ჩამოკიდებული. წამში დაებერა ძარღვები და ადგომას აპირებდა, როდესაც გიორგი გაერკვა მეგობრის გაბრაზების მიზეზში და ხელი მკლავზე მოკიდა და თაავით ანიშნა თავს ადგილას დაბრუნებულიყო, მალევე გაარკვია სიტუაციაში და ერთი კარგადაც გადაიხარხარა ბურდულის რეაქციაზე.
გიორგიმ ლექსოს დემეტრე გააცნო და ისიც მოახსენა, როგორ იეჭვიანა მასზე, მიუხედავად ბურდულის თვალების ქაჩვისა მოკეტეო. ბურდულის ეჭვიანობაზე კი ლექსომ ცრემლებამდე იცინა. კარგად გაუგეს ლექსომ და დემეტრემ ერთმანეთს. მთელი დღე მხიარულებაში გაატარეს. მალე მოსაღამოვდა კიდეც
-არა რა ჩემზე რამ გაეჭვიანა ჰა-სიცილით დაკრა ხელი ლექსომ ბურდულს
-ეხლა ყოველგვარი ეჭვიანობის გარეშე მიგბრიდავ იცოდე-სიცილით უთხრა ბურდულმაც. ამასობაში ქვევით ანი და სალი ჩამოვიდნენ, რომლებმაც ნახევარი საათია დატოვეს ბიჭები და თავის ოთახში შეუკეტნენ.
-დემე ჩვენ მივდივართ და მალე მოვალთ კაი
-სად მიდიხართ პრინცესა?
-არ ინერვიულოთ მალე მოვაალთ-ვეღარაფერი მოიფიქრა და სწრაფად მიახალა ორიოდე სიტყვა შემდეგ კი სალომეს მოკიდა ხელი და სწრაფად ჩაირბინეს კიბეები.
-რაჭირს ამას?-გაკვირვებულმა იკითხა ლექსომ.
-რავიცი ბიჭო რაღაც საიდუმლო ადგილი რო აქვთ იქ წავიდოდნენ.
-საიდუმლო ადგილი?
-ხო თან წლებია.
-სადაა?
-რავიცი ერთხელ მე და ლექსო გავყევით, თურმე შეგვამჩნიეს და ისეთი ამბავი დაგვიტრიალეს იქ რავიცი.
-და ვერ გაარკვიეთ მაინც?
-ვერა, თან ზედმეტადაც არ ჩავრეულვართ.
-გაგებედათ მარტო-თითქოს სერიოზულად უთხრა დემემ შემდეგ კი ყველას სიცილი აუტყდა.
ანი და სალომე სახლისაგან მოშორებით ერთ ტყეში შევიდნენ, სადაც მათი ქოხი ეგულებოდათ.
-წამო ავიდეთ-შემოკრა ტაში ანიმ და სწრაფად აირბინეს კიბეები. ერთი საწოლი ედგათ ერთ-ერთ კუთხეში, მაგიდა, ორი სკამი და ძირს პატარა ხალიჩა გაფენილი. ქოხში თავისუფლად შედიოდნენ და გამოდიოდნენ, რადგან პატარა არ იყო. ეს ქოხი ანის მამამ აუშენა, ქოხის შესახებ კი მხოლოდ ანის მშობლებმა იცოდნენ შემდეგ კი ანიმ სალომეც მიიყვანა-ვაიმე როგორ მომენატრა ყველაფერი-ხელი შეავლო მაგიდაზე დალაგებულ ნივთებს.
-მეც ძალიან მომენატრა აან-თქვა და საწოლზე დაებერტყა-მოდი რა დაწექი.
-რამდენი მოგონება გვაკავშირებს ამ ადგილთან არა?-თქვა და თვითონაც დაებერტყა სალომეს გვერდით. ბევრი თავგადასავალი გაიხსენეს რაც კი ამ ქოხს უკავშირდებოდათ შემდეგ კი ისე, ჩაეძინათ ვერ მიხვდნენ.
ჭექა-ქუხილისა და ტელეფონის ხმამ სალომე მალევე გამოაღვიძა
-ვაიმე ანი...ანი სწრაფად გაიღვიძე გოგოო.
-ჰმმმ.
-ანი აქ დაგვეძინა ჩქარა გაიღვიძე რა უკვე ათი სრულდება გიორგი და დემე კი გაუჩერებლად რეკავენ-უცებ ძლიერად დაიქუხა ანიმ კი სწრაფად შემოხვია სალომეს ხელები. სულ ასე იყო ბავშვობიდანვე. ძალიან ეშინოდა ჭექა-ქუხილის. ანი ანი.. არ შეგეშინდეს რა? მე შენთან ვარ აქედან უნდა წავიდეთ გესმის? ანიი. ანი რა დაგემართა? ანიი ხმა გამეცი.
-საალ გთხოვ არ დამტოვო რა-ამოილუღლუღა და გული წაუვიდა-სალომემ სწრაფად დაწვდა ტელეფონს გიორგისთვის, რომ დაერეკა ახლა მის ყვირილზეც კი არ იტყოდა არაფერს, მაგრამ ელემენტი დაცლილიყო, მისი ტელეფონიი კი, როგორც ყოველთვის სახლში ჰქონდა დატოვებული. ბევრი ყოყმანის შემდეგ კი გადაწყვიტა, სახლში მისულიყო.
-ბიჭო სად აქვთ ეს დ***მ***ი ტელეფონები-შეიკურთხა გიორგიმ-ანი როგორაა ნეტა?
-რატომ კიხულობ მაგას?-კითხა არანაკლებ გაგიჟებულმა ბურდულმა.
-შენს პატარა ქლბატონს ჭექა-ქუხილის ეშინია, რამოდენიმეჯერ ცუდადაც კი გახდა. ამ ამინდში კი სად დაბოდიალობენ ღმე
-ვახ ჩემი. სად ხარ ანი საად. არაა ასე არ შემიძლია წამოდით სადმე მოვძებნოთ-უთხრა მოთმინება დაკარგულმა ბურდულმა ლექსოსა და გიორგის.
-წამო მართალი ხარ-სამივე სწრაფად გაემზადა, და სახლიდან გასვლას აპირებდნენ, როდესაც გაწუწული, სირბილისაგან აქოშინებული და ტალახში ამოსვრილი სალომე შემოვარდა სახლში.
-ანი ცუდადაა-თქვა სწრაფად და თავისივე მუხლებს დაეყრდნო-გიორგი არაფერი არ თქვა ეხლა ჩხუბის დრო არაა ჩვენს საიდუმლო ადგილასაა.
-რა?-მივარდა დემეტრე-ამის დ***ც სადაა ეგ საიდუმლო ადგილი?
ანიმ სწრაფად აღუწერა საიდუმლო ადგილის ადგილმდებარეობა, პირველი ბურდული გავარდა სახლიდან შემდეგ კი მიყვნენ ლექსოც და გიორგიც. სალომეც აპირებდა მათთან ერთად წასვლას, მაგრამ მისი დაჟინებუი თხოვნისა მაინც სახლში დატოვეს.
სულ წინ დემეტრე მიდიოდა თან ანის ეძახდა, არა უფრო ღრიალებდა. მალევე გამოჩნდა პატარა ქოხიც, რომლის კარიც ქარს ოდნავ გაეღო, შიგნით კი მხოლოდ სამარისებული სიჩუმე იყო გამაფებული.
-ანიი-კიდევ ერთხელ დაიყვირა ბურდულმა და სწრაფად აირბინა კიბეები. იქ შესულმა საბნის ქვეშ საცოდავად მოკუნტული სხეული, რომ დინახა გული მოეწურა სწრაფად მიიჭრა, საწოლთან და საბანი გადახადა, მის საქციელს კი ანის წამოკივლება მოყვა.
-ანი, ანი დამშიდდი მე ვარ დემეტრე ნუ გეშინია-ბურდული საწოლზე ჩამოჯდა და მთელი ძალით შემოხვია პატარა სხეულს ხელები-ჩუ ნუ ტირი პატარავ აქ ვარ
-დე..მე.. დე..მე..-ამოისლუკუნა ანიმ. უცებ კიდევ ერთხელ გაიელვა, ანიმ სწრაფად აიფარა ხელები ყურებზე, სახე კი ბურდულის მკერდს მიაბჯინა.
-დაწყნარდი ნუ გეშინია-უთხრა და უფრო ძლიერად მოხვია ხელები პატარა სხეულს-წამო მანქანა მოიყვანეს-როგორც კი მანქნის ხმა გაიგონა ბურდულმა მიხვდა, რომ მანქანის მოსაყვანად იყვნენ წასულები ბიჭები, მაგრამ ხმა შორიდან ისმოდა რადგან ამ ქოხთან მიმავალი მხოლოდ ბილიკი იყო ირგვლივ კი ხეები.
-არაა, მეშინია გთხოვ ჯერ გმოიდაროს-ამოისლუკუნა კვლავ.
-ანი საშიში არაფერია გესმის, ეხლა ჩვენ აქედან გავალთ და 5 წუთში სახლში ვიქნებით.
-დემე არ...
-მე შენთან ვარ ანი ჩემი ხომ გჯერა?-ანიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად-ესეც ასე-ცრემლები შეუმშრალა და ხელი მოხვი წელზე ბურდულმა-წამოდი ეხლა და ნუ გეშინია.
-დემე...
-არავითარი დემე ჩემი ხომ გჯერა.
-კი მაგრამ-ტუჩებიიი კვლავ დაბრიცა ანიმ.
-არავიცი მე არანაირი მაგრამ და ეხლა არ იტირო იცოდე გაგიბრაზები-ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა. ყოველ გაელვებაზე ანი ისე უჭერდა ბურდულის ხელს თავისას, ლამის მოამტვრია, მაგრამ ბურდული ანის ამ საქციელს ღიმილით ხვდებოდა და უფრო იკრავდა პატარა სხეულს ტანზე. მალე მანქანასაც მიუახლოვდნენ, იქ კი გაბრაზებუი გიორგი და მომღიმარი ლექსოს მზერას გადაეყარნენ. ბურდულმა ერთი შეუღრინა გიორგის მასეთი სახე ნუ გაქვს ისედაც შეშინებულიაო და უკან მოთავსდნენ. ზუსტად ხუთ წუთში კი სახლის კარი შეაღეს. ზუსტად ამ დროს კი სალომემ ანის ძახილით ჩამოირბინა კიბეები, ანისთან მიიჭრა და მაგრად მოხვია ხელები.
-ანი ცხელი ხარ.
-მაჩვენე აბა-ბურდულმა სწრაფად მიადო ხელი შუბლზე და წარბები შეჭმუხნა-წამო ოთახში აგიყვან და შენს მოწესრიგებამდე წამლს მოგიტან კაი?-სწრაფად აიტაცა ხელში ფარატინა სხეული და კიბეებს აუყვა.
-არ მინდა წამალი.
-ვინმემ გკითხა?!
მალევე ავიდნენ ოთახში და სანამ ანი მოწესრიგდებოდა დემეტრემ აფთიაქში გავიდა. დაბრუნებულმა ანის ოთახში აირბინა. ანის ჯერ კიდევ არ ეძინა ბურდულს ელოდებოდა.
-რაო პატარა მე მელოდებოდი-ჰკითხა ბურდულმა და შუბლზე აკოცა.
-ხოო-დაიმორცხვა ანიმ.
-ჩემი ცხოვრება ხარ! მოდი ჯერ სიცხე გაიზომე-სწრაფად ამოიღო ცელოფნიდან თერმომეტრი და ანის გაუწოდა. სანამ ვერცხლისწყალი სხეულის ტემპერატურას დააფიქსირებდა ბურდულმა ანის საწოლზე გადაწვა, და თვალები ჭერს მიაპყრო-ანიი!
-ჰოუ.
-ჩემი სიცოცხლე გოგო რომ ხარ ხო იცი?-სწრაფად გადაინაცვლა ბურდულმა ანის გვერდით, „თავქვეშ“ ხელი შემოიდო და ანის თვალებს დახედა ზემოდან.
-ვიცი.
-ჩემი სუნთქვა, რომ ხარ ხო იცი?
-ვიცი-თქვა და თვალები დახარა.
-ჩემი სულელი გოგო-უთხრა და შუბლზე აკოცა-მაჩვენე აბა თერმომეტრი-ხელი გაუწოდა ანის, რომელმაც უკმაყოფილოდ გადადო თერმომეტრი.
-გაანებე რა არ მაქვს სიცხე.
-მაჩვენე.
-აუუ.
-ნუ ბუზღუნებ.
-გამომართვი.
-ძალიან კარგიი. ეხლა კი დავიძინოთ.
-შენ რა აქ აპირებ დაძინბას?
-რა მერე?-გაკვირვებულმა შეხედა ბურდულმა.
-არა აქ არ დაიძინებ.
-რატომ?
-და რატომ უნდა დაიძინო?
-იმიტომ რომ ასე ვთვლი საჭიროდ.
-მასე ხო?
-ხო.
-კაი დაწექი-უთხრა და რაც შეეძლო კიდისაკენ მიიჩოჩა.
-რას აკეთებ?-უთხრა ბურდულმა დაწოლის შემდეგ.
-რას უნდა ვაკეთებდე ადგილი გაგითავისუფლე უკეთ, რომ დაწოლილიყავი.
-სულელი ბავშვი-ჩაიდუდღუნა ანის გასაგონად და ერთი ხელის მოსმით დააბრუნა უკან-ხმა აღარ ამოიღო და დაიძინე ეხლა.
-დემეე
-რა გითხარი მე, შენ ეხლა?
-დემეე
-ჰოუ-ანიმ სწრაფად გადაბრუნდა ბუედულისკენ მოწყვეტით აკოცა და კვლავ ჩაიმალა ბურდულის მკვლავებში.
-ჩემი პატარა!
მეორე დღეს ანი კარგად იყო. მთელი დღე მხიარულებასა და სიგიჟეში გაატარეს. ანიმ თავისი სახლიც მოინახულა დემეტრესთან ერთად, მაგრამ ის სევდა, რომელიც გულს უკლავდა სააშკარაოზე არ გამოუტანია. საღამოს ფილმის ყურება გადაწყვიტეს, გოგონებმა პოპკორნი გაამზადეეს, და ფილმიც დაიწყო. ანი ბურდულის გვერდით იჯდა, ბურდულს ანიზე ხელი გადაედო და აღარ აშორებდა. ფილმი არაჩვეულებრივი იყო. საბოლოოდ კი 11:00 საათზე ყველა თავის ოთახში გაეშურა. ანის თავის ოთახში შესვლისთანავე მოესმა ტელეფონის ხმა. „აუუ არ დაიღალა ესხალხი ამდენი წერით“-თქვა და უკმაყოფილოდ დაწვდა ტელეფონს და მესენჯერში შევიდა. „აჰამ ახალი ჩატი გაუკეთებიათ“-თქვა უკმაყოფილოდ და გამოსვლას აპირებდა, როდესაც თავისმა კურსელმა ლიკამ ბურდულიც ჩააგდო ჩატში და სახელიც მალევე შეუცვალა.
-„ეს ნახე რა თურმე „ლიკასი“ ყოფილა“. ცოფებს ყრიდა როდესაც დემეტრეს მაგივრად ლიკასი დააწრა ლიკამ.
დემეტრემ თავის ოთახში შესვლამდე გიორგის ოთახხში შეიარა და ლეპტოპი გამოართვა. თავის ოთახში შესულმა კი საწოლზე წამოწვა და თავისი უცხოელ მეგობრებს დაუკავშირდა ბევრი ისაუბრეს დემეტრეს იქაურ ბიზნესთან დაკავშირებით მართალია იყო ხარვეზები მისი წამოსვლის შემდეგ მაგრამ მაინც ყველაფერი მოაგვარეს და საბოლოოდ 00:00-ზე გადაწყვიტა ფეისბუქზე შესვლა. „ფუ ამის რამდენჯერ უნდა ვთქვა ასეთი რამეები რომ არ მიყვარსთქო ვაა“, როდესც ნახა, რომ ჩატი მისმა უახლოესმა მეგობარმა ლიკამ გააკეთა უარესად გაბრაზდა, რადგან ლიკა კარგად იცნობდა ბურდულს. შემდგომ კი გადაწყვიტა ლიკასთვის მიეწერა.
_“ლიკა ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ასეთ ბანალურობებს რატო ჩამაგდე ჩატში?“
_ოჰ რაიყო გაგახსენდი? ჯერ მოგეკითხე მაინც“
-„ხომ იცი, რომ სულ მახსოვხარ არაა“
-„ჰო კაი კაი ვიცი. როგორ ხარ?“
-„კარგად შენ როგორ ხარ ციცქნა? ისვენებ?“
-„ხოო ეხლა ბათუმში ვარ ძალიან კარგად ვისვენებ შენ?“
-„მე ჩემს ძმაკაცთან ვარ მაგრად ვერთობით“
-„ხოო კარგია“
-„მიდი ეხლა პირველი დაიწყო გაბრძანდი აქედან იცოდე ფეხით ჩამოვალ მანდ“
-„ოო კაი რა“
-„მიდითქო“
-„შენ ხო კაცს არაფერს დააცდი რაა. კაი კარგად“
-„ეს უკვე მომწონს, კარგი გოგო ხაარ. კარგად“
-„ჩატიდან არ გახვიდე მოგკლავ იცოდე“-ბურდული ჩატიდან გამოსვლას საერთოდ აღარ აპირებდა, რადგან იქ ანი დალანდა.
-„კაი“.
წყობდან გამოდიოდა ანი და თავიდან არ ამოსდიოდა ლიკა და ბურდული. ნერვები ეშლებოდა იმაზე, რომ ბურდულმა ჩატის მიმოწერები წაიკითხა მისი აქ ყოფნაც ეცოდინებოდა და ასევე ლიკას მიერ შერჩეული მისი სახელიც.
-„როგორ ხართ, ყველა ძალიან მომენატრეთ“-შეტყობინება მვიდა გიგისაგან. „აჰაა ბატონო ბურდულო შურისძიების დროც მოსულა ნერვებზე თამაში ხო კარგია ეხლა მე მაცადე.
-„კარგად ვარ გიგი შენ როგორ ხარ მეც ძალიან ძალიან მომენატრე“
-„ნუ უშენოდ მოვიწყინე, მაგრამ იმედია შემოგვიერთდები ქალაქში ვართ ყველა იცოდე გელოდები“
-„შევეცდები ყველანაირად“
-„ნომერი მომწერე შენი მიდი რა პირადში“
-„მოიცა ახლავე“
-„ჰოჰო მიდი მომწერე შენი ნომერი და შენს ბურდულს ვერ გადავურჩებით“-სწრაფადვე მიუვიდა წერილი გიგისაგან პირადში.
-„ვერ გავიგე?“
-„აუუ ეს გოგოები რაა. ჰო კაი არაფერი ვიცი, რომ ბურდული და შენ შეყვრებულები ხართ აი შენ კიდე ქალბატონო ნუ ცდილობ აეჭვიანო დემეტრე, თორე საბოლოოდ შენ დარჩები კოჭებ დამტვრეული“-და მრავალი სმაილი.
-„ნერვებს მიშლის და აბა რა გავაკეთო?“
-„ხოო რავი“
-„დამეხმარები?“
-„ღადაობ?“
-„არა“
-„შანსი არაა“
-„გთხოვ“
-„კაი ერთი პირობით“
-„რა პირობით?“
-„თუ ორი დღის განმავლობაში არ შეგეხმიანე ჩემი ძებნა გამაცხადე კაი?“
-„მასხარა ხარ რა“
-„უჰ ახალი ამბავი კაცო“
-„ისე შენ თავიდან სულ სხვა ტიპი მეგონე აი როგორ ვთქვა თავში ავარდნილი და ხო გესმის რა იმ დღეს, რომ ნომი მთხოვე ისე მომეშალა ნერვები მტრისას“
-„ოჰ ქალბატონი გაგვითამამდა? ჰო მივხვდი და სწორედ მაგიტომ არ ჩამაწერინე შენც ნომერი“
-„ხო. კაი აბა გავდივარ“
-„კაი კარგად“-ანიმ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი კონტაქტებს და როდესაც ბურდულს მოკრა თვალი, სწრაფადვე გადავიდა საერთო ჩატში და შეტყობინების წაკითხულ პირთა შორის, როდესაც ბურდულიც დალანდა კმაყოფილმა ჩაიცინა, ტელეფონი იქვე მდგარ პატარა კარადაზე, დადო და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.
ბურდული დაძინებას აპირებდა, როდესაც ჩატში რამოდენიმე ესემესი მოვიდა, რომელიც ანისა და გიგის ეკუთვნოდათ.
-„როგორ ხართ, ყველა ძალიან მომენატრეთ“ -„კარგად ვარ გიგი შენ როგორ ხარ მეც ძალიან ძალიან მომენატრე“ -„ნუ უშენოდ მოვიწყინე, მაგრამ იმედია შემოგვიერთდები ქალაქში ვართ ყველა იცოდე გელოდები“ -„შევეცდები ყველანაირად“ -„ნომერი მომწერე შენი მიდი რა პირადში“ -„მოიცა ახლავე“
თვალებმოჭუტული კითხულობდა ანისა და გიგის მინაწერებს, სათითაოდ ყველა ძარღვი დაებერა და საბოლოოდ ნერვებმოშლილმა სწრაფად წამოდგა საწოლიდან და გეზი ანის ოთახისაკენ აიღო. იქ შესულს კი მძინარე ანი დახვდა, ბურდულს ანის დანახვაზე ბრაზმა გადაურა და კმაყოფილს გაეღიმა შემდეგ კი, მივიდა შუბლზე აკოცა და მის გვერდით დაიკავა ადგილი.
-მაინც ვერ გადამირჩები პატარავ-თავზე აკოცა და იქვე დაიჩურჩულა.
დილით ანის ადრიანად გაეღვიძა, დაძინება სცადა მაგრამ მზის სხივებმა ამის საშუალება აღარ მისცეს ამიტომაც საუზმის მომზადება გადაწყვიტა, ვინაიდან სახლში მშობლები არ იყვენენ და სალომეს კი მაქსიმუმ ვახშამზე გაღვიძებოდა. მხიარულად მოემზადა თავისი ოთახი დაალაგა და სწრაფად დაეშვა კიბეებზე. 8:00 საათი იყო ამიტომაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. საჭმლის მომზადებას შეუდგა დაახლოებით 45-წუთში ყველფერი მზად ჰქონდა, როდესაც ბურდულის ბრაზნარევი, ცივი ხმა მოესმა.
-წამოდი!
-სად?
-წამოდითქო!
-ცოტახანს იყოყმანა შემდეგ კი ლიკა გაახსენდა და სწრაფადვე მოეშხამა ხასიათი-არ მინდ-თქვა არანაკლებ კატეგორილი ხმით.
-კაი შენი ნებაა-მივიდა მხარზე გადაიკიდა პატარა სხეული და ეზოსაკენ აიღო გეზი.
-გიოო მიშველეე შენს დებილ ძმაკაცს უთხარი რა რამე-ხმამაღლა ყვიროდა ანი.
-ტყუილად ხარჯავ ენერგიას, მაინც ვერავინ ვერფერს გაიგებს დღეს დილით სალომე და გიორგი ბათუმში წავიდნენ.
-რაა? მერე მე?
-მე აქ არ ვარ?
-სად მივიდივართ?
-გიტაცებ პატარავ-თვალი ჩაუკრა და მანქანაში ჩასვა.
-რა? შენ ვერ ხარ ხო?
-ხო, შენ გამაგიჟე-თქვა ჩაიცინა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
-გიორგის ვერ გადაურჩები.
-ასე გგონია? უცებ არ შემეშინდეს რა-ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-კაი რა მართლა სად მივდივართ?
-შენ ხო არაფერს შეარგებ კაცს, წყნეთში მივდივართ
-იქ რა გვინდა?-გაკვირვება და ამავდროულად სიხარული გამოესახა სახეზე.
-როგორც გავიგე ძალიან გინდა წყნეთის ნახვა-ნიშნისმოგებით გადახედა ანის და თვალი ჩაუკრა.
-შენ საიდან გაიგე?
-რაც შენ გეხება ყველაფერი ვიცი.
-მადლობა!-გადაიწია და დემეს ლოყაზე აკოცა.
-ეგ არ მიიღება-გადახედა ღაწვებშეფაკლულ ანის, სვლას უკლო და თვითონ დაეწაფა ბაგეებზე. უცებ ანი ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ტელეფონი აიღო გიგასგან იყო წერილი შემოსული და თვალი ბურდულისაკენ შეუმჩნევლად გააპარა.
-მიწერე მიწერე-ჩაიცინა ბურდულმა.
-შენ რა...
-რა მე რა რომ იძინებ ტელეფონი მაინც გამორთე იქ შემოსულს ტელეფონის ზარმა არ დამეძინა და რო ავიღე ისეთი რაღაცაები წავიკითხეე-გაიკრიჭა და თვალი ჩაუკრა.
-იდიოტი.
-ნუ გათამამდები არ გირჩევ.
-და ის ვიღაც ლიკა ვინაა?-ვეღარ მოითმინა და დასვა ის კითხვა, რომელიც ამ დროის განმავლობაში გულს უღრღნიდა.
-ის ვიღაც არაა.
-ხო აბა რა!-გაიბუსხა და ფანჯარაში გაიხედა.
-ის ჩემი უახლოესი მეგობარია და ნუ იბუტები უაზროდ-უთხრა საკმაოდ ხმამაღლა და თავი გააქნია ანის ქცევაზე.
-კაი-უთხრა ხმაჩამწყდარი ხმით ისე, რომ არც კი გაუხედია ბურდულისაკენ, რადგან არ უნდოდა მისი ცრემლები ენახა.
-ანი ნერვებს ნუ მიშლი ეხლა.
-კაი.-კვლავ გაუმეორა.
-ანი დროზე ეხლა ეგ ცრემლები შეიმშრალე, თორემ არვიცი რას გიზამ.
-კაი.-იცოდა, რომ ასე ბურდულსაც აუშლიდა ნერვებს და სასწრაფოდშეიმშრალა ცრემლები ახალი ტალღის წამოსვლამდე კი კვლავ ფანჯრისაკენ გაიხედა.
-ანი ნერვებს მიშლი წესიერად მოიქეცი რას ნიშნავს ეხლა შენი ქცევა? გითხარი მეგობარიათქო.
-კაი-იგივე ხმით უპასუხა.
-ამის დე**ც-შეიკურთხა საჭეს ხელი დაარტყა და სიჩქარეს მოუმატა. ანიმ კი ტირილს უფრო მოუმატა, მართალია მას სჯეროდა, რომ ბურდული არ ატყუებდა, მაგრამ მისგან ვერ აიტანა ეს მკაცრი ტონი, რომელსაც საერთოდ არ ელოდა მისგან-ნუ ტირი!-კვლავ გაბრაზებული ხმით უთხრა ბურდულმა, რომელიც უფრო ბრძანებას გავდა. ანის აღარაფერი უთქვამს ცრემლები თავისით იკვალავდნენ გზას მის ნაზ ღაწვვებზე და უფრო პრიალას ხდიდა მათ. მალევე ჩააღწიეს თბილისშიც ბურდულმა ერთ-ერთ მარკეტთან გააჩერა მანქანა და ანის მიუბრუნდა.
-რამე გინდა?
-არა მადლობა.-უთხრა ნაწყენი სევდიანი ხმით. ბურდულს აღარაფერი უთქვია, მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, კარები გამოაღო და მარკეტისაკენ აირო გეზი. უამრავი პროდუქტით გამობრუნდა უკან, რადგან მივდა, რომ იქ დიდხანს მოუწევდათ გაჩერება. პროდუქტებთან ერთად არ დავიწყებია ანის საყვარელი შოკოლადების შეძენაც სწრაფად დაიკავა საჭესთან ადგილი, შეძანლ სასუსნავებსა და პროდუქტს უკანა სავარძელზე მოუძებნა ადგილი და გეზიი წყნეთისაკენ აიღეს.
წყნეთში დემეტრეს სახლი ჰქონდა, იმ დღეს კი, როდესაც დემეტრე და გიორგი არდადეგების გაგრძელებას ბათუმში გეგმავდნენ, გიორგის ანი გაახსენდა, რომელსაც უნდოდა წყნეთი ენახა. ამის შემდგომ კი დემეტრემაც გადაწყვიტა, რომ ანი წყნეთში აეყვანა.
-მოვედით-აქამდე გამეფებული სამარისებული სიჩუმე ბურდულმა დაარღვია.
-როდის დავბრუნდებით-იკითხა იგივე ხმით ანიმ.
-გააჩნია სიტუაციას.-თქვა ბურდულმა და მანქანის კარი გააღო. ანიმაც დაუყოვნებლივ მიყვა, მაგრამ ვერ გაიგოო ამ ორაზროვან სიტყვებში რა იგულისხმა ბურდულმა. ანის გაოცდა, სახლის პროექტისა და ინტერიერის დანახვისას, მაგრამ ეს დიდად არ შეუმჩნევია.
-მოდი რამეს გავამზადებ და ვჭამოთ.
-არა, არ მინდა.
-როგორ თუ არ გინდა დილის შემდეგ ლუკმა არ ჩაგიდია პირში.
-არაა, მგზავრობის შემდეგ ვერაფერს ვერ ვჭამ.
-კარგი, მაშინ შენს ოთახს გაჩვენებ დაისვენე და მერე ჭამე.
-კაი.
ანიმ პირდაპირ გადაწვა ლოგინზე, ისეთი დაღლილი იყო არაფრის თავი აღარ ჰქონდა. საღამოს 8 საათზე გაეღვიძა. უკვე კარგად დასვენებული. ცოტა, რომ დაფიქრდა მიხვდა, რა უმიზეზოდაც ეჩხუბა დემეტრეს და გადაწყვიტა მისთვის ბოდიში მოეხადა. სწრაფად გამოაღო კარები და კიბეებზე დაეშვა ის ის იყო მისაღებში უნდა შესულიყო, რომ სამზარეულოდან დემეტრეს ყვირილის ხმა მოესმა.
-მისმინე გოგო ჩვენ ურთიერთობა დავასრულეთ და მოვრჩეთ ამაზე საუბარს გასაგებია?...გოგო ნერვებს ნუ მიშლი ეხლა...ნუ წიკვინეებ მაგაზე თავიდანვე უნდა გეფიქრა შენთვის აჯობებს სადმე არ გადამეყარო. გასაგებია?
ანის დაძიბის შემდეგ დიდი დრო იყო გასული ამიტომაც გადაწყვიტა, რომ საჭმელი მოემზადებინა, რადგან ერთი ლუკმაც კი არ ჩაედო პატარა ქალბატონს დილის შემდეგ. საჭმელს ამზადებდა, როდესაც ტელეფონზე უცხო ზარი შემოვიდა დემეტრემაც არ დააყოვნა და სწრაფად გადაუსვა ეკრანს ხელი, მაგრამ ნეტავ საერთოდ არ ეპასუხა ზარზე ტელაფონზე ნინა ურეკავდა. ნინაც საზღვარგარეთ სწავლობდა დემეტრესთან ერთად. ერთი ფულზე შეყვარებული გოგონა იყო, რომელიც ზუსტად ფულის გამო ეკიდებოდა კისერზე ბურდულსაც. ერთხელაც ბურდულმა გადაწყვიტა ნინასთან მისულიყო კონსპექტების გამოსართმევად, კარი ისე შეაღო არც კი დაუკაკუნებია, იქ კი ნინა და მისი საუკეთესო ძმაკაცი, როგორც თვითონ იხსენიებდა, მაგრამ შეცდა. ორივემ საკადრისი პასუხი მიიღო და მის შემდეგ არცერთი აღარ უნახავს ბურდულს. ეს ყველაფერი დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა.
-ა**ს დ***ც-შეიკურთხა და ტელეფონი მაგიდაზე დააგდო. უცებ ანი დალანდა, რომელმაც მთელი სისწრაფით აირბინა კიბეები თავისი ტელეფონი აიღო და წამოსვლას აპირებდა, როდესაც დემეტრეს შეეჩეხა.
-გამატარე!
-ანი მისმინე!
-გამატარე დემეტრე!-თქვა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-სად მიდიხარ?
-სახლში მივდივარ გამატარე.
-ასე გვიან?
-არაა შენი საქმე-უთხრა და გვერდზე გადგა, რომ გაევლო, მაგრამ დემეტრემ შეაჩერა.
-ანი წყობიდან გამოგყავარ, მომისმინე აგიხსნი ყველაფერს.
-არ მაინტერესებს დემე არაა-მკლავი გაითავისუფლა ბურდულის ხელისაგან და კიბეებზე სწრაფად დაეშვა, ბურდულმა კი ჩვეული დინჯი ნაბიჯებით მიყვა უკან.
-კარები გააღე!-ბრძანებასავით გაისმა ანის ხმა.
-გოგო ხმა აკონტროლე.
-რო არაა?
-რო არაა? ჰამ მაცალე მოვიფიქრო, ხო მოვიფიქრე-თქვა გამარჯვებული სახით და გოგონას ბაგეებს დაეწაფა.
-არ მომეკარო-დაუყვირა და თავისი ოთახისაკენ გაიქცა, კარი სწრაფად მიიჯახუნა და შიგნიდან გადაკეტა. ოთახში შესულმა საწოლზე გადაწვა, ცრემლებმაც კვლავ გაიკვლიეს გზა მის ღაწვებზე და ემოციებისაგან დაღლილს მალევე ჩაეძინა.
დემეტრე აღარ გაკიდებია იცოდა, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა აღარ მოუსმენდა, მაგრამ მალევე გაახსენდა, მთელი დღის უჭმელი, რომ იყო თავი გააქნია და მისი ოთახისაკენ აიღო გეზი.
-ასეც ვიცოდიი-კარი ჩაკეტილი დახვდა ის კი ხმას არ იღებდა, სწრაფად მოიტანა გასაღები და შიგნით შესულს მძინარე ანის დანახვისას ღიმილი მოჰგვარა სახეზე-ერთხელ მაინც, რომ მომისმინო არაა?-ჩაილაპარაკა თავისთვის და უკან გაბრუნდა მიუხედავად იმისა, რომ ოთახი რომელშიც ანი იმყოფებოდა ბურდულის იყო.
მეორე დღეს ანი ოთახიდან 2 საათამდე არ გამოსულა ამიტომაც გადაწყვიტა, რომ თვითონ შესულიყო. ასეც მოიქცა დინჯი ნაბიჯებით აიარა კიბეები, ოთახის კართან შეჩერდა, უნდა დაეძახა მაგრამ გადაიფიქრა, გასაღები გადაატრიალა. იქ შესულს ისეთი სანახაობა დახვდა ბურდულს თვალები გაოცებისაგან გაუფართოვდა.
ანი დილით ადრიანად გაიღვიძა, მაგრამ გარეთ არ გასულა. მთელი ამ დროის განმავლობაში კი აქედან გაქცევის გეგმებს სახავდა. ხანდახან იმასაც კი ფიქრობდა, „ბურდულს არ ვუყვარვარ“-ო.
საბოლოოდ არჩია ფანჯრიდან გადამძვრალიყო, რადგან კარის საშუალებით აქედან ვერ გააღწევდა, გასაღები ბურდულს ჰქონდა, მას კიდე ვერ ეტყოდა, „გასაღები მომეცი უნდა გაგექცე“-ო. ფანჯრიდან ჰაქცევა კი მოიფიქრა, მაგრამ იმაზე აღარ დაფუქრებულა, რომ მეორე სართულზე იყო მისი ოთახი.
-ოღონდ ეს არა რაა-ამოიკნავლა საცოდავად-არაუშავს აქედან მაინც წავალ-ირგვლივ ოთახი მოათვალიერა და თავში ერთმა აზრმა გაურბინა. სწრაფად დასწვდა ზეწარს დაგრიხა ერთი ბოლო საწოლის ფეხს გამოაბა, შემდეგ მეორე ზეწარიც გადააძრო საწოლს და საწოლის ფეხზე დამაგრებულ ზეწარში მეორე გაკვანძა-ესეც ასეე-ფანჯრიდან მოისროლა და როცა დაინახა, რომ ვერ მიწვდა ბოლომდე საცოდავად ამოიკნავლა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ფანჯარასთან სკამი მიაჩოჩა, თავისი სიდაბლის გამო და იქ ასულმა კვლავ უკან გამობრუნდა, ორი პატარა კარადა საწოლზე შემოდგა თითქოსდა რამეს დაამძიმებდა-ეხლა კიდე მთავარი-სკამზე ავიდა და ფანჯარაზე ისე ჩამოჯდა, რომ ერთი ფეხი გარეთ მოათავსა მეორე კიდე შიგნით. უცებ ნაბიჯების ხმა გაიგონა, იცოდა ბურდული იყო, და გაჩუმება არჩია,რადგან გონებოდა რომ კვლავ ძინავდა, მაგრამ ჰოი საოცრებავ საკეტის ხმა როგორც კი მოესამა ანის მაშინვე მეორე ფეხიც ფანჯრის გარეთ გადაიტანა და ზეწარს ჩაებღაუჭა. გადასვლას აპირებდა ვიღაცამ ხელი, რომ წაავლო და ისევ ოთახში დააბრუნა. რათქმაუნდა ეს ვიღაცა ბურდული იყო
-რა გინდა დემეტრე რაა-გაცოფებულმა დაუყვირა.
-უნდა ვილაპარაკოთ მანამდე კი წამოდი საჭმელი ჭამე სამი დღეა ლუკმა არ ჩაგიდია პირში.
-არ მშია დემეტრე.
-ჩამოდი ანი და საჭმელი ჭამე-უთხრა და კარები გაიხურა.
იმის გაფიქრებამ, რომ ანი იმდენად იყო გაბრაზებული მასზე, რომ გაპარვას აპირებდა კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა. ყველაზე მეტად იმას ვერ იტანს, რომ ეწინააღმდეგებიან. ანიზე გაბრაზებული იყო. დიახ გაბრაზებული იმიტომ რომ ახსნის საშუალება არ მისცა ბურდულს, არც კი მოუსმინა არც კი დააინტერესა რა ხდებოდა, ისე დასდო ბრალი ვითომც არაფერი მეორე დღეს კიდე გაპარვას აპირებდა, თანაც როგორ?! ფანჯრიდან ისიც საწოლზე გამობმული ზეწრებით რომელიც ბოლომდე არ სცდებოდა მიწას ამას, რომ დავანებოთ თავი, წესიერად გაკვანძულიც არ იყო. მოსალოდნელი ფაქტის გაფიქრებაზე კი კინაღამ შეიშალა.
-აი აქ გადაძვრომა კიდე აღარ გაბედო-უკან მობრუნდა, ფანჯარაზე მიუთითა და სწრაფადვე გაბრუნდა უკან.
-უუუხ-ამოიოხრა ანიმ და გაბუსხულმა ჩამოჯდა საწოლზე.
ანიც ხვდებოდა, რომ შეცდომა დაუშვა, ბურდულისათვის უნდა მოესმინა, და ასე უბრალოდ არ უნდა დაედანაშაულებინა, მაგრამ ეხლა ხო აღარაფერს ეტოდა.
ქვემოთ ჩასულმა ბურდულმა მანქნის გასაღებს ხელი მოკიდა და მაღაზიაში გავიდა სიგერეტის საყიდლად. უკან დაბრუნებულს, საჭმელი კვლავ ხელუხლბელი დახვდა.
-საჭმელი რატომ არ ჭამე?-ჰკითხა მკაცრად როდესაც მის ოთახში შევიდა
-არ მინდა მორჩა.
-წამოდი ერთად ვჭამოთ.
-არ მინდა ჭამა,რა ვერ გაიგე?
-ხომ იცი ვერ ვიტან როცა მეწინააღმდეგებიან..
-მეც ვერ ვიტან როცა რაიმეს მაიძულებენ. სახლში მივდივარ მე,აქ არ გავჩერდები.
-თავიდან დავიწყო ახლა? არსადაც არ წახვალ, წამო ჯერ თავი მოიწესრიგე, თორემ როგორ გაქვს ეგ თმები გაბურძგნული-უთხრა სიცილით ბურდულმა ანიმაც ინსტიქტურად თავზე ხელიბგადაისვა.ამაზე უფრო გაეცინა, მივიდა და უფრო ამიბუძგა თმები.-წამო წამო.-უხმოდ გაყვა აბაზანაში თავი მოიწესრიგა და ოთახში აპირებდა დაბრუნებას როდესაც ბურდულმა გამოსძახა-აქეთაა სამზარეულო აქეთ.
-არ მინდა ჭამა-გამოსძახა უკან მოუხედავად და ოთახში შევიდა.
-შენ ვერ გაიგე ხო რა გითხარი?-თვალებში სიბრაზე ჩამდგარი შევარვარდა.
-მე კი არა შენ ვერ გაიგე რა გითხარი, არ მშია!
-შენ გოგო ნორმალური თუ ხარ? მესამე დღეა უჭმელი ხარ,სიკვდილი გინდა?-დაუყვირა განრისხებულმა.
-კი მინდა!
-მე ვიცი შენ რაც გინდა-უთხრა, მკლავში ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა,სამზარეულოში მაგიდასთან დასვა ძალით-თეფში მაგიდაზე და თეფში მაგიდასე დადო.-მოკიდე ხელი და დაიწყე ჭამა მიდი.-ჩასძახა ყურში.
-არ მინდათქო!-თვალები ცრემლებით აევსო ანის.
-ხელი მოკიდე და ჭამე!-გაუმეორა ნელა. ანი კიდე გაჯიუტდა და ხელი არაფერს მოკიდა. მანქანის გასაღები გულმოსულმა მოისროლა მაგიდაზე და ანის გვერდით დაჯდა, ახლოს მიაჩოჩა თავისთან და სკამი ფეხებში მოიქცია,მარცხენა ხელი სკამის საზურგეს დაადო, ხოლო მარჯვენათი საჭმლიანი ჩანგალი პირთან მიუტანა.ადგომითაც ვერ ადგებოდი ისე ყავდა მომწყვდეული-გააღე პირი დროზე.
-არ მინდა!-უკვე ტიროდა.
-მე მინდა!
-ჰოდა ჭამე!..
-ერთად შევჭამთ, გააღე ახლა პირი დროზე, ნუ მახვეწებ.-"არაფერი გიჭირს,მეხვეწე ცოტა" გაიფიქრა და უარის ნიშნად თავი გააქნია.
-ანა! დროზე, დამეღალა ხელი.
-შემეშვი, არ მინდა და არ ვჭამ.
-იცოდე ძალით გაჭმევ ახლა.
-არ შევჭამ, მორჩა-თქვა და წამოდგომა სცადა. მაგრამ მისმა მარცხენამ უკანვე, სკამზე დასვა ისევ.ხელი ჩანგალს მოაკიდებინა და ჭამეო ანიშნა.
-თუ ჭკვიანად მოიქცევი, თბილისში დავბრუნდებით ხვალ საღამოს, თუ არადა იქნები აქ და სასწავლებელშიც არ გაგიშვებ.-უთხრა ნიშნის მოგებით და ჩაიცინა.
-თუ შევჭამ გამიშვებ?-კითხა სიხარულ შეპარული ტონით,თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.-არ მატყუებ?
-არა!..მიდი ახლა ცოტა მაინც ჭამე.-აქციის მონაწილენი, კუჭი, გული და გონება ჭამას თხოვდა, ორად ორი ლუკმა ჭამა მხოლოდ.
-მეტი არ მინდა.
-ეს გეყოფა?
-კი მეყოფა.
-კარგი გოგო ხარ! ეხლა კიდე ყველაფერი უნდა გავარკვიოთ მისაღებ ოთახში გავიდნენ დემეტრემ იქვე სავარძელში დაიკავვ ადგილი ანიმ კი იქეთ-აქეთ დაიწყო ნელი მოძრაობებით სიარული-დაჯექი!
-არ მინდა!
-ანიი-ხმა დაუთბა დემეს.
-და ასე, რომ ვიყო რამე დაშავდება?!-შეხედა კითხვისნიშნიანი თვალებით.
-კი დაშავდება-უთხრა ბურდულმა, ოდნავ წამოიწია ანის მაჯაში ხელი მოკიდა და წამში მუხლებზე დაისვა.
-დემე!
-ჰოუ
-მინდა იცოდე, რომ შენი მჯერა, თუ გინდა არ მომიყვე არაფერი მაიმც მჯერა და ბოდიში, რომ არც კი მოგისმინე და ისე...
-ბოდიშს ნუ მიხდი ეხლა კიდე მომისმინე-უთხრა სითბოჩამდგარი ხმით, წელზე ხელი მოხვია, გულზე მიიხუტა თავზე აკოცა და დაიწყო.
ყველაფერი მოუყვა ბურდულმა დეტალიც არ გამორჩენია ანი კიდე გულში საკუთარ თავს ლანძღავდა რატომ არ მოვუსმინენ თავის დროსო.
-მაპატიე-ამოისლუკუნა ანიმ. ბურდულმა კიდე გაკვირვებული მზწრა მიაპყრო.
-ანი რა გჭირს გოგო?!
-არაფერი-უთხრა და ბურდულის ყელში ჩამალა თავი.
-პატარა ბავშვი!-ცოტახნით დუმილი ჩამოვარდასემდეგ კი კვლავ ბურდულმა დაარღვია სიჩუმე-მაპატიე კარგი?! და დაიმახსოვრე, რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ შენ ერთად-ერთი ხარ ვინც გამაჩნია ამ ქვეყანაზე. ძალიან მიყვარხარ პატარავ!
-მეც მიყვარხარ დემე!
საღამოს ბევრი ისეირნეს ბურდულს ანიზე ჰქონდა გადახვეული ხელი, დროთა განმავლობაში და მის სურნელს ღრმად ისუნთქავდა. ანი გარემოს აღფრთოვანებული უყურებდა და აღტაცებას ვერ მალავდა. ათი იყო საათი როდესაც სახლში დაბრუნდნენ
-აუ მე უკვე მეძინება, თან ძალიან დავიღალე.
-ასე მალე ტო?
-ხო რა იყო?
-კაი არაფერი წამო დავწვეთt-ანიმაც სწრაფფდ აირბინა კიბეები და თავის ოთახში აპირებდა შესვლას, როდესაც მისი ფარატინა სხეული ბურდულმა ჰაერში ააფრიალა და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი.
-რას აკეთბ?
-არ მითხრა, რომ იმ არეულობასი აპირებ დაძინებას.
-დიახაც ვაპირებ!
-„დიახაც ვაპირებ“-გააჯავრა სასაცილო ტონით ბურდულმა და ხმამაღლა გადაიხარხარა რაზეც ხელის მსუბუქი დარტყმა მიიღო ანისაგან.

***
წყნეთიდან მალევე დაბრუნდნენ. გიორგის უსაყვედურა რატომ არ მითხარით ბათუმში რომ წახვედითო, მაგრამ საპასუხოდ დაწელილი ლოყებისა და სასაცილოდ დამანჭული სახის გარდა ვერაფერი მიიღო. სალომეს ეძებდა ყველაფერი უნდა მოეყოლა, მაგრამ როდესაც ვერ იპოვა სირბილით დაეშვა კიბეებზე და აქოშინებულმა კითხა გიორგის
-სალომე სად არის?
-რავიცი დათა მე მომანდე მაგის საქმეო და მივანდე.
-რა?-ერთხანს გაკვირვებულმა მიაშტერდა, ყველაფრის გაანალიზების შემდეგ პატარა ბავშვივით დაიწყო ხტუნობა.

***

ანი გამუდმებით ეწუწუნებოდა დემეტრეს ჯერ არ მინდა ქორწილიო, ამაზე გაბრაზებულმა დემეტრემ კი ერთ დღესაც დაავლო ხელი და თავისთან გადააბარგა. კი იყო ანი წინააღმდეგი, მაგრამ არავინ მოუსმინა გიორგის იმედი ჰქონდა ერთადერთი მაგრამ მე დემეტრეს ვენდობი და არანაირი პრობლემა შენი იქ გადასვლის არ მაქვსო. ანის უარი კიდე დემეტრეს არ აინტერესებდა და ასე აღმოჩნდა მის სახლში.
ვაჩე ნელ-ნელა იცვლებოდა. ამის მიზეზი კი ერთი რესტორანში მიმტანად მომუშავე გოგონა აღნოჩნდა. მიზეზები არ ელეოდა რესტორანში მისასვლელად განა რა გამოლევდა იქ ხომ მისი გოგო ეგულებოდა. გოგონასაც გააჩნდა მის მიმართ გრძნობები, მაგრამ საკუთარ თავს ვერ აძლევდა ამის უფლებას. ფიქრობდა, რომ რადგან მამაკაცი მდიდარი იყო, მას არც კი შეხედავდა. მასთან ერთად ერთი გოგონა მუშაობდა ვაჩე მივიდოდა თუ არაა მარიამს სთხოვდა მასთან მე მივალ შეკვეთის ასაღებადომარიამიც ღიმიილით უქნევდა თავს. ვაჩე გაბრაზებული აცეცებდა თვალებს და ყოველ დღე იცვლიდა მაგიდას იქნებადა ეს მაინც იყოს მისი მაგოდაო, მაგრამ ბოლოს გაღიზიანებულმა ითხოვა მარიამს დაუძახეო. მარიამმაც მორიდებით მივიდა მამაკაცთან ეგონა რამე შემამაჩნიაო. როდესაც ვაჩემ უბრძანა ამის შემდეგ, როცა შემოვალ მხოლოდ შენ მოხვალ ჩემთანო გაკვირვებულმა ახედა შემდეგ კი ერთიანად აწითლებულმა დაუქნია თავი.
აი გიორგი კი თითქმის არ იყო სახლში ერთ გოგოს დასდევდა, რომელიც მუდამ აიგნორებდა და წყობიდან გამოჰყავდა მისი ამ ქცევით. გოგონა ხშირად დადიოდა კლუბებში მეგობრებთან ერთად მაგრამ ზედმეტი არასოდეს მოსვლია, თითქმის არც კი სვამდა. მერე აღმოაჩინა, რომ მისსავე უნივერსიტეტში სწავლობდა მეორე კურსზე და საერთოდ აღარ შორდებოდა გვერდიდან. ლანას ძალიან სიამოვნებდა გიორგის ყურდღება, მაგრამ თავიც ხომ უნდა დაეფასებინა.

***
თითქმის ორი წელი გავიდა ამ ამბებიდან მეგობრების წრე საკმაოდ გაიზარდა უკვე არსებობდა
დათა, რომელიც ჭკუიდან გადაყავდა ორსულ სალომეს. ზოგჯერ ღამის სამ საათზეც აღვიძებდა მშია და რამე მოგვიმზაადე მე და პატარსო.
ვაჩე, რომელმაც დიდი მოწონება გამოიწვია მარიამის ოჯახში, მაგრამ მარიამი მაინც წინააღმდეგი იყო სწავლის დასრულებამდე დაქორწინების ამიტომაც თავის უნივერსიტეტში გადაიყვანა გოგონა, რომელსაც წამითაც არ აკლებდა ყურადღებას.
გიორგი, რომელიც ძალიან ბედნიერი იყო ლანა კი იკლავდა თავს მე შენნაირს არასოდეს არ გავყვები ცოლადო, მაგრამ ერთი წლის თავზე ეს მათი კინკლაობა ქორწინებით დასრულდა და უკვე პატარასაც ელოდებოდნენ
ანის დემეტრესთან გადასახლებიდან ორი თვე იყო გასული, რომ გამოუცხადა ასე აღარ შემიძლიაო საბოლოოდ იმდენი ქნა ანიც დაითანხმა და მალევე დაქორწინდნენ. რამოდენიმე თვის შემდეგ დაიბადა დამიანე სულ მამას ასლი იყო, დედასი მხოლოდ თადლისფერიი თვალები ჰქონდა. ანის ორსულობისას სალომესაგან გნსხვავებით საერთოდ არ მოუთხოვია ღამის სამ საათზე საჭმელი, პირიქითტ დემეტრე მოდიოდა, ხოლმე ყოველდღე დატვირთული და სულ იმას უჩიჩინებდა ჭამეო.

***

დღესაც კვლავ დემეტრესთან და ანისთან არიან შეკრებილები პატარა დამიანე მარიამს უზის მუხლებზე ვაჩე მარიამის გვერდით ზის და უშედეგოდ ცდილობს დამიანეს მისი სახელი ათქმევინოს, სალომე და დათა გაცხარებით კამათობენ რაღაც თემაზე, გიორგი და ლანა სავარძელზე მოთავსებულიყვნენ ვშვის სახელზე ორჭოფობდნენ, დემეტრე
-ანი სად არის?-ნერვიულად წამიძახა დემეტრემ და ფეხზე წამოდგა ზუსტად ამ დროს შემოვიდა ანიც მისაღებში და თვალცრემლიანი მოავლო თვალი ყველას-ანი რამოხდა რატო ტირი?-სწრაფად მივარდა დემეტრე ცოლს, ხელებს შორის მოიქცია მისი სახე და თვალებში ჩააშტერდა. ანიმ თვალებით მისი ხელებისაკენ ჩუმად ანიშნა და მორიდებულად დახარა თავი. დემეტრემ როდესაც ანის ხელში მოქცეულ პატარა ორ წითელ ხაზიან ტესტს მოკრა თვალი თვალის დახამხამებაში დასტაცა ხელი მასზე ორი თვით დაბალ გოგონას და მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
--------------------

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავს <3



№1  offline წევრი Sevdiani 1990

Tbili istoriaa da guliani♥♥
--------------------
T.tatarashvili

 


№2  offline წევრი drogardasuli

ერთიანობაში ისტორია კარგი იყო თუმცა რაც არ მომეწონა თანაც ძალიან ის იყო რომ მომენტის როდესაც ანის საჭმლის ჭამას აიძულებს დემე აფსოლუტური კოპირება იყო "ქმედება ოცნების ნაცვლად"-ის ერთერთი მომენტის. დიალოგები და ქმედებებიც კი არ იყო შეცვლილი და ძალიან ძალიან არ მომეწონა ეს ფაქტი. სხვა მხრივ მშვენიერი ისტორია იყო მაგრამ მაინც უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent