შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ სადაც 3


2-02-2018, 16:24
ავტორი Frigga
ნანახია 1 579

შავი მანქანა, დაბურული მინებით ნელა მოდის გზაზე, დიდად ყურადღება არც მიმიქცევია ისე გავაგრძელე გზა, საკმაოდ სუსხიანი ამინდი იყო, ზუსტად ისეთი მე რომ მიყვარს, ჰო და ბავშვურად, ხტუნვით მივდიოდი სახლისკენ, ძალიან ცოცხლად ვგრძნობდი თავს, ალბათ გაგეცინებათ ჩემს ნათქვამზე, მაგრამ წვიმა მართლა მაბედნიერებს, ასფალტის სუნი და ნამი, სუსხი რომელსაც ზეცა მჩუქნის, ერთი წუთით შევჩერდი, ჯიბიდან ყურსასმენები უბდა ამომეღო, მაგრამ ინსტიქტურად უკან მივიხედე, მანქანა ისევ ჩვეულად ნელა მოდიოდა, რაღაც მომენტში გავიფიქრე მე მომდევს თქო და თითქოს ამაკანკალა, მაგრამ მერე საკუთარ რეაქციაზე გამეცინა, ვიფიქრე შენ ვინ უნდა მოგსდევდეს შვილო თქო და გზა გავაგრძელე, მთვარიანი ღამე იყო, ლამპიონები გზის ორივე მხრიდან ანათებდნენ არე-მარეს, სასიამოვნო ნიავი ტრიალებდა, მართალია სახე გამყინვოდა, მაგრამ მაინც არ მციოდა, ყურსასმენებში საამოდ ჟღერდა
Shawn Mendes - There's Nothing Holdin' Me Back ისე გავიარე გზა სახლამდე, ალბათ ვერაფერს ვერ გავიგებდი ბომბიც რომ აფეთქებულიყო.
ბნელ სადარბაზოში მხოლოდ ერთ სართულზე იყო სინათლე და ისიც საცოდავად ბჟუტავდა, ნელი ნაბიჯით კისერმოწყვეტილი მივყვები კიბეებს, უსასრულობა შთანთქავს თითოეულ ფეხის დადგმის ხმას, მესამე სართულზე ასული რაღაც ძლიერ ბიძგს ვგრძნობ და უეცრად კედელს ვეხეთქები, სუნთქვა რამოდენიმე წამით მეკვრის, მერე მიჩქარდება, მეშინია, მაგრამ მაინტერესებს კიდეც, ხელი ჯიბისკენ წავიღე ტელეფონის ამოსაღებად, მაგრამ ვიღაცამ ხელი მაგრად დამიჭირა, იმდენად ძლიერად, რომ მეგონა მომტეხდა, ტკივილისგან ამოვიკვნესე...
- გამიშვი.. ვინ ხარ, რა გინდა?
ის ხმას ისევ არ იღებს, მისი გამყინავი სუნთქვა სახეზე მედება..
- ვინ ხარ თქო...
ხელი კედელზე მიმადებინა, ვგრძნობდი მისი სახე ჩემსას როგორ უახლოვდებოდა და მისი სუნთქვა მესმოდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, უკვე საკმაოდ ახლოს იყო, როცა თავი გვერდით გავიწე და მისი სუნთქვის სიხშირემ შემაშინა.. ხელი გამიშვა და კიბეებზე ისე სწრაფად გაირბინა, შუქიან სართულზე მხოლოდ მისი შავი ქურთუკის დანახვა მოვასწარი და მის გრძელ თითებს მოვკარი თვალი როცა კიბის მოაჯირს დაადო ხელი, ტანში ჯერ კიდევ ჟრუანტელი მივლიდა, ძლივს ავიარე ორი სართული სახლის კარი, რომ შევაღე მხოლოდ მაშინ ვიგრძენი როგორ გამყინვოდა თითები კეტებში და გამეღიმა, ჩვეულად შევედი ჩემს ოთახში და კეტები გავიხადე, მომინდა შხაპი მიმეღო, თანაც იმ ყველაფრის შემდეგ რაც გადამხდა ნამდვილად მისწრება იყო ჩემთვის. კაბინაში შევდივარ, ცხელ წყალს ვუშვებ, მხოლოდ ახლაღა ვაკვირდები, რომ მაჯა გალურჯებული მაქვს, მეღიმება და ხელს ვისვამ, ისევ ტკივილი მიმეორდება, ახლა შიში მიპყრობს, ცხელი წყალი მთენთავს, კაბინაში ვჯდები და თავდახრილი დუშის ქვეშ ვიკუნტები, მახსენდება მისი გახშირებული სუნთქვა, მისი ცივი შეხება და მისი ცივი სუნთქვის ჩემს სახეზე მოხვედრის გრძნობა, ცუდად ვხდები, რაღაცნაირად ტანში მბურძგლავს, მეშინია...
აბაზანამ ნამდვილად დამამშვიდა, ხალათის ამარა გამოვდივარ საძინებელში, თმას ვიშრობ, ყურსასმენებს ვიკეთებ და საწოლში კომფორტულად ვჯდები, ვიღებ „ ძვლების ქალაქს“ და დავიწყებას ვაძლევ საკუთარ თავს..
დილით თვალებს ძლივს ვახელ, ყურებში ისევ სასიამოვნო მუსიკა მიედინება, წიგნთან ერთად ჩამძინებია, ათი საათია, ერთ საათში უმივერსიტეტში უნდა წავიდე, ძლივს ავწიე თავი ბალიშიდან და იქვე პატარა ტუმბოს თავზე გამზადებულ ტანსაცმელს ძლივს გაწელვის ხარჯზე ვწვდები და დიდ ნაქსოვ ლურჯ სვიტერს ვიცმევ, ტრუსის ამარა გავდივარ სამზარეულოში და ყავას ვაკეთებ, ფანჯარაზე მტრედებისთვის ნამცეცებს ვყრი და მოხარშულ ყავას ჭიქაში ვისხამ, სამზარეულოზე ვჯდები და ყავით ტკბობას ვიწყებ.
სამზარეულოდან გასულს, ისღა დამრჩენია შავი ელასტიკი და სტარები ჩავიცვა და წავიდე იმ დაწყევლილ უმივერსიტეტში..
სახლიდან გავდივარ, კიბეებს თვალების ფშვნეტით მივუყვები, მესანე სართულთან ვჩერდები და გუშინდელის გახსენებაზე თითქოს სუნთქვა ისევ მეკვრება, მაგრამ სულ წამებში მოვდივარ გონს და ჩავდივარ ეზოში...
გუშინდელი შავი მანქანა, ქუჩის მეორე ნაპირზე დგას, რატომღაც არ მეშინია, არამგონია ის იყოს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეა....
გუშინდელი სუსხი არსად ჩანდა, მზე იყო, მაგრამ არ ათბობდა, ნოტიო ჰაერი მეფერებოდა სახეზე და ნაქსოვ სვიტრში შედიოდა, სასიამოვნოდ ცუდად მხდიდა..
***
- გამარჯობა ქალბატონო ლინდა, რა იყო რა გაცვია!? გინდა გათხოვო?
დამცინავი მზერით კარებშივე მხვდება ჩემი კურსელი ლიზა და თავის ტოპზე მიმანიშნებს.
- არა მადლობთ.
თავს ვხრი და უმივერსიტეტის კიბეზე ავდივარ..
ლექციები ძალიან ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, ზოგი პომადას ისმევდა, ზოგი ფანქრით მერხზე ხატავდა, მე კი ჩემთვის ჩანაწერებს ვაკეთებდი დაფიდან.
ბოლოს ავდექი და წამოვედი, სილურჯე ყველაფერს მახსენებდა და აზრი აღარ ქონდა დარჩენას, მაინც სულ სხვაგან ვიყავი გონებით და ვერ ვისმენდი..
ისევ იმ ბარში შევიარე და დაპირებული წიგნი მივიტანე უკან..
- გამარჯობა...
ღიმილი მომეფინა სახეზე ამ თბილი ხალხის დანახვაზე, ბართან მივედი და ვისკი შევუკვეთე, თან წიგნი ადგილზე დავდე.
- აბა არ ვსვამო..?
ეშმაკური მზერით გამოვიდა ვარდისფერთმიანი.
- გუშინ ისეთები გადამხდა, რომ არ ვიხრჩობი სასმელში არ გიკვირს?
ვისკის ჭიქა ავიღე და სწრაფად დავლიე.
- მაინც რა!? შეგიძლია მენდო აქაურების თითქმის ყველაფერი ვიცი და მაინცდამაინც შენსას გავთქვამ?
ჭიქაში კიდევ დამიმატა ვისკი და ისევ ეშმაკურად შემომხედა.
- ჰო მართლა წიგნი მოვტანე..
- კარგი.. არ დაგაძალებ..
ხუთი ჭიქა ვისკის მერე გამოვედი ბარიდან და სახლის გზას გავუდექი.
უკან აღარც მომიხედავს, ჩემთვის ვღიღინებდი, თხუთმეტ წუთში ისევ სახლის შესასვლელთან ვიყავი, ძლივს ავიარე კიბეები და მესამე სართულის გახსენებაზე გამაკანკალა, ზუსტად იმ ადგილზე ვიდექი სადაც მოხდა.. ნუ არაფერი არ მომხდარა, მაგრამ რავი... ინსტიქტურად მაჯისკენ წავიღე ხელი.. ისევ ბიძგი და კედელი..
ამ ჯერად ვკივი, მაგრამ მალევე მაფარებს პირზე ხელს..
მეორე ხელს ისევ მკლავზე მიჭერს და ტკივილით მუხლები მეკვეთება.
- გაგიშვებ.. ოღონდ არ უნდა იკივლო.. კბილებში გამოსცრა, მისი ბოხი ხმა გაისმა სადარბაზოში... ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ცრემლები წამსკდა, ამაზე არანაირი რეაქცია არ ქონია.
- ვინნ ჯანდაბა ხარ?ძლივს ამოვიკვნესე, მან კი ხმა ისევ არ ამოიღო, ხელებს უგზო-უკვლოდ ვაფათურებდი სიბნელეში, ბოლოს ნაჭერი ვიგრძენი და ნელ-ნელა დავიწყე ხელებით მისი გაცნობა, ძლიერი მკლავები ჰქონდა, საკმაოდ ნავატჯიშები მუცელი და განიერი მხრები, ბოლოს სახესაც მივაღწიე, თითებით ვცდილობდი წარმომედგინა და მთელი ნაკვთები თითებით მოვუხაზე, ვგრძნობდი ჩემი ცივი თითებით მისი კანის სიმხურვალეს, დიდი ტუჩები, კურნოსა ცხვირი და გრძელი წარბები ჰქონდა.. უცებ მოულოდნელად ხელები დამიჭირა და ისევ კედელზე ამაკრა.. მაჯა ძალიან მტკიოდა და კვნესა ვეღარ შევიკავე....
- აჰჰ მეტკინა, გამიშვი.
ხელები გამიშვა თუ არა, მაშინვე გაქცევა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ.
- კიდევ ერთი მცდელობა და საკუთარ თავზე პასუხს არ
არ ვაგებ..
ვიგრძენი როგორ შემახო ხელები წელზე და იქიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა, მეშინოდა არაფერი დაეშავებინა, ნელ-ნელა მიჰყვებოდა ჩემს სხეულს, ბოლოს სახემდეც ავიდა და მისი თითების შეხებამ სასიამოვნოდ შემაცია, ძალიან მთვრალი ვიყავი, ის კი ძალიან ახლოს იდგა ჩემთან და ალკოჰოლის სუნი ეცა ალბათ..
- შენ რა დალიე?
სიბრაზისგან კედელს მუშტი დაარტყა, შევხტი და კუთხეში მივიყუჟე.
- მერე შენ რა!
გაბედულად ვუთხარი და ახლა უკვე მის წინ ვიდექი.
- აღარ დაგინახო მეორედ დალიო, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ..
- საკუთარ თავზე პაასუხს არ ვაგებ დავეჭყანე, ხელი ვკარი და გაქცევა ამ ჯერად მოვახერხე, მაგრამ ერთი კიბეც არ მქონდა ავლილი რომ დამეწია, ხელში ამწია მხარზე მომიგგდო და ჩემი კივილის მიუხედავად ჩემს ოთახამდე ასე მატარა, საწოლზე დამაგდო, თვითონ ზეიდან მოექცა, შიშისგან კინაღამ გული წამივიდა, ცოტაც და მაკოცებდა, რომ ისევ სწრაფად ადგა, და გაქრა . მთლიანად ვკანკალებდი მეშინოდა, სინათლის ასანთებად ავდექი და ისევ დამექანა, საწოლზე დამაგდო და კბილებში გამოსცრა...
- რასაც ვიტყვი შენთვის კანონი უნდა იყოს..
საშინელი ბრაზი მომაწვა, ლამის ბრაზით თითები მოვიტეხო..
- შენ ვინ ჯანდაბა ხარ, რომ შენი სიტყვა ჩემთვის კანონი უნდა იყოს, მე არავის ვემორჩილები და მითუმეტეს შენ არ დაგემორჩილები...
ჩუმად და კატეგორიული ტონით ვესაუბრები, ვიცი რომ ახლა აფეთქდება, მაგრამ არ მეშინია, უკვე ზედმეტი მოსდის.
- ისე ლამაზად დამემორჩილები, ტაშს დაგიკრავენ..
გადაიხარხარა უკუნეთ სიბნელეში გაუჩინარებულმა, შიშმა შემიპყრო.
- წადი აქედან.ვჩურჩულებ ჩემთვის და ხელები ისე მიკანკალებს ვერ ვაჩერებ, ჩემდა გასაკვირად ასეც იქცევა, კარებს ისე იჯახუნებს ლამის ფანჯრები ჩამოვარდეს.მთელი ღამე არ მიძინია, წყლის ჭიქით ხელში ვიჯექი და ფანჯარაში ვიყურებოდი, მბჟუტავი ლამპიონები გზას ნახევრად ანათებედნენ, ხალხი არ ჩანდა, მხოლოდ ერთი ორი მთვრალი კაცი თუ გამოივლიდა და ბოთლით ხელში ბანცალით აირჩევდა გზაჯვარედინიდან საკუთარ გზას, ჩუმი მშვიდი ღამე იყო, მთვარე აუღელვებლად ცურავდა ღრუბლებს შორის.. დაახლოებით ერთი საათით ჩამეძინა გამთენიისას და დილით ვერ ავდექი ადრე, რომ გავიღვიძე ჩემი ლურჯი მაჯა მომხვდა თვალში და თითქოს შიშით გულმა ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ იძულებული ვიყავი, მაინც წავსულიყავი უმივერსიტეტში, წამოვდექი, ხალათი მოვიცვი და იქვე კედელზე აყუდებულ სარკეში ჩავიხედე, თვალები ტირილისგან ჩამსებოდა და ჩამწითლებოდა, მაჯა უარესად გალურჯებულიყო, ფეხშიშველი გავტანტალდი სამზარეულოში და მაცივრიდან გამოღებული ყინული მაჯაზე დავიდე, ყინულის სიცივისგან და მაჯის ტკივილისგან ტანში გამაჟრჟოლა, ისევ სამზარეულოზე ავხტი და ყინულის დადნობამდე გარეთ ვიყურებოდი, მტერდები განჯარაზე დაყრილ ნამცეცებს შეექცეოდნენ, გარეთ მზე იყო, თუმცა ძლიერი ქარი.. ვიგრძენი წყლის წვეთი როგორ ჩამოვიდა იდაყვამდე, მაჯიდან ყინყლის პარკი მოვიშორე და იქვე ნაგავში მოვისროლე, მაჯა ცოტათი ჩამიცხრა, ოთახშიგავედი და ამ ჯერად გადავწყვიტე მოკლე ტოპი მაიკა ჩამეცვა შავ ელასტიკსა და ადიდასის შავ ბოტასებზე, რამოდენიმე წუთში მართლაც მზად ვიყავი, სახლის კარი დავკეტე და ლიფტი გამოვიძახე, არ მინდოდა ისევ გამხსენებოდა ოს საშინელებები..
ეზოში ჩასულს მანქანა აღარ დამხვდა, გამეღიმა, ღრმად ჩავისუნთქე და გაჩერებულ ტაქსიში ჩავჯექი, მზე არ მომწონს, ზედმეტად თბილია ჩემთვის, ჩავიბურტყუნე ტაქსში ჩაჯდომისას და ღვედი შევიკარი.მთელი გზა, იმაზე ვფიქრობდი თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ადამიანებს ფრენა რომ შეეძლოთ, გადავვარდი ჩემს ფანტაზიებში, წარმოვიდგინე თუ როგორ დაფრინავენ პრეზიდენტი და მსგავსი პირები და ჩავიცინე..
ტაქსიც გაჩერდა..
- დიდი მადლობა.
ტაქსისტს მადლობა გადავუხადე, ფული მივეცი და უმივერსიტეტის კარი შევაღე...
ლექციებიც დაიწყო, მაჯას რაც შემეძლო ვმალავდი, მაგრამ ლიზამ მაინც მოახერხა დანახვა, ხელი წამავლო და შუა აუდიტორიაში ფეხზე ამაყენა..
- შეხედეთ, ეტყობა გუშინ ძალიან მხურვალე ღამე ჰქონდა.
აუდიტორიაში ხარხარი ატყდა..
ტვინში სისხლმა ამასხა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფავსკდებოდი ბრაზისგან, ხელი მოწყვეტით დავიქნიე, გავმთავისუფლდი და აუდიტორია დავტოვე, ცრემლებს ვერ ვიკაბებდი და გულიანად ვილანძღებოდი, გამწარებული შევვარდი ბარში და ბარმენს სამი ბოთლი ტეკილა შევუკვეთე, მერე ისევ ჩემს ადგილს კარებთან დავუბრუნდი და თითების ტკაცუნით ველოდებოდი სასმელს..
ჩემი ყურადღება, ისევ ჩემს წინ მჯდომმა მიიქცია, მაგრამ კიდევ არ ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ შებინდებული იყო, უმოვერსიტეტში ხომ რამოდენიმე ლექციას დავესწარი, ვგრძნობ, რომ მიყურებს და მეც ჯინაზე არ ვაშორებ თვალს, ამასობაში მიმტანსაც მოაქვს სასმელი.
- ამ ბოლო დროს, ძალან გაგვილოთდი..
ღიმილი არ შორდება სახეზე...
- ამ ბოლო დროს ძალიან დავმძიმდი.
მალევე ვუბრუნებ პასუხს და პირველ ბოთლს ვხსნი..
- არ მომიყვები?
ეშმაკურად მიყურებს მიმტანი, არ ვიცი თავი როგორ დავიძვრინო, არ მინდქ ვაწყენინო და არც ის მინდა რამე მოვუყვე..
„,ოფიციანტ“ გაისმა ხმა მოპირდაპირე მაგიდიდან, ის კაპიშონიანი იძახდა, მიმტანმაც აღარ დააყოვნა, მის მერე აღარც მინახავს იმ დღეს, სამივე ბოთლი სასმელი გამოვცალე დაახლოებით ათი საათი იყო, სახლში საბრუნება, რომ გადავწყვიტე, გარეთ გასულს ჩემდა საბედნიეროდ ტაქსი გაჩერებული დამხვდა, მეც ჩავჯექი უკანა სავარძელზე და გავიშხლართე, დიდი დრო არ მქონდა აქედან მანქანით ხუთ წუთში სახლში ვიქნებოდი, მაგრამ თვალები მაინც დავხუჭე, ხუთ წუთში მართლაც სადარბაზოსთან ვიყავი..
კიბეებზე ავდივარ და ცრემლები თავისით მომდის..
მესამე სართულზე იმ ადგილზე მაინცდამაინც იქ ხდება ყველაფერი, წავბორძიკდი..
ამ ჯერად არავინ ყოფილა თქო ამის გაფიქრება და ჩემი ხელში აწევა და კედელზე მიბჯენა ერთი იყო..
- შემეშვი ისედაც ცუდად ვარ..
ამოვიკვნესე და ხელებით მისი მოშორება ვცადე..
- არ მაინტერესებს, მე შენ გითხარი, რომ არ უნდა დაგელია..
- დავლიე, დამილევია და დავლევ კიდეც..
მკაცრი ტონით ვეპასუხები უცნობს.
- რასაც მე გეტყვი იმას გააკეთებ.
- ხო ხვდები რო ზედმეტი მოგდის? მე შენი სახელიც კი არ ვიცი და რატომ უნდა ვემორჩილებოდე ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩემი ეშინია?
კედელზე მიბჯენილს ფეხები მის წელზე მქონდა, მისი კანის სიმხურვალე მათბობდა..
ცინიკურად ჩაიცინა და უცებ ხელი ჩაასრიალა, მთვრალი ვიყავი, ცოტაც და გონებას დავკარგავდი, სიამოვნების კვნესა ვეღარ შევიკავე, ამან სულ გადარია, მაგრამ მეტის უფლება აღარ მიმიცია, ხელი გავარტყი, მას მაინც კედელთან ვყავდი აკრული, უკვე ზედმეტად ცუდადაც კი ვიყავი..
- გამიშვი, თორემ ვიკივლებ..
ძლივს ამოვილუღლუღე, ამჯერად გამიშვა, მე მაშინვე ჯერ გული ამერია, შემდეგ კი გუკი წამივიდა..
დიკით ჩემს საწოლში მეღვიძება..



№1 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

იცი რა მაინტერესებს,ეს მოვლენები თან ხდება და თან წერ თუ ახლანდელ დროში რატოა ისტორია?

 


№2  offline წევრი Frigga

მინიატურული პროზაიკოსი
იცი რა მაინტერესებს,ეს მოვლენები თან ხდება და თან წერ თუ ახლანდელ დროში რატოა ისტორია?

არა უბრალოდ ასე გადავწყვიტე

 


№3 სტუმარი ani

Magaria momwons <3
Male Dade xolme

 


№4  offline წევრი Frigga

ani
Magaria momwons <3
Male Dade xolme

მეორე დღესვე დაწერილი მქონდა უბრალოდ საიტის ხარვეზის ბრალია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent