შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცხოვრე წესების გარეშე. ნაწილი 1


3-02-2018, 03:52
ავტორი miranda mira
ნანახია 1 751

მართალია როდესაც ამბობენ რომ გატეხილ გულს ვერაფერი გაამთელებს,რამდენიც არ უნდა ვეცადოთ,რამდენიც არ უნდა ვიბრძოლოთ უწინდელ სახეს ვერ დაიბრუნებს და მცდელობები რომლის გამოც თვეებსა და წლებს დავხარჯავთ ფუჭი აღმოჩნდება...
თუმცა..ადამიანის მთავარი წესიც სწორედ ეს არის უსათაურო სპეკტაკლში,ითამაშო წესების დარღვევით და სხვებსაც აიძულო იგივე გააკეთონ,გაუტეხო გული და გამთელების იმედი ჩაუსახო..
შეუცვლელი რამ,რაც არასდროს არავის დაავიწყდება გულის ტკენაა ან სიყვარული,არჩევანს კი თავად ვაკეთებთ ამ ორს შორის.
ცხოვრება რომელსაც წლების განმავლობაში ვწყევლით,რომელსაც წარუმატებლობაში ვადანაშაულებთ გვეხმარება გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ,ვინ არიან სხვები და ვის უნდა ვენდოთ..
მთავარი წარუმატებლობის მიზეზი კი თავად ჩვენ ვართ..ადამიანები..



დაღლილ-დაქანცულს ცოტაც და თვალები თავისით დამეხუჭება,
მაგიდასთან მჯდარი ხელს თავქვეშ ვიდებ და თვალებს უნებლიედ ვხუჭავ.ვგრძნობ შერეულ სურნელს,ამას არეულობას დავარქმევდი,სიგარეტის კვამლი და სუნამო ერთად,დამატებული სასმლის სურნელი ერთიან დიდ სურათს მიქმნის გონებაში,სადაც ღორები ზიან და ნამუშევარ ფულს ისე ფლანგავენ,თითქოს ხის ტოტებზე დაკრეფილი ჰქონდეთ.
მაინც რა არის ადამიანის ცხოვრება,ჭამა და სმა.
ხმაური თავს საშინლად მატკიებს,თუმცა სხვა გზა არ მაქვს უნდა მოვითმინო იქამდე სანამ ხალხი არ წავა ღამის ბარიდან,რაც ძალიან ნაკლებად მოსალოდნელია ამ დროისთვის.
ცოტაც და დაღლილობისგან მართლაც ჩამომეძინება,მაგრამ ხელზე მეხება ვიღაც და მაშინვე თავს ვასწორებ და დაფეთებული ვიყურები ირგვლივ
-რა ხდება-გულზე ვიდებ ხელს და ჩემს გვერდით მჯდარ,დაუოკებელ და ერთადერთ მესაიდუმლე ანასტასიას მეორე ხელით თავზე გემრიელად ვარტყამ-როდის უნდა შეიგნო რომ ასე ადამიანის შეშინება არ შეიძლება ? -თვალებს ვქაჩავ და გაავებული ვადგები თავზე
-ჩამოგეძინა კინაღამ და გამოგაფხიზლე,მადლობელიც კი უნდა იყო ამის...უმადურო-იცის როგორ გამაცინოს და არც ახლა ცდება ამაში. ბრაზ მორეულ სახეზე ღიმილი მეფინება და თავის ქნევით მივიწევ ჩაბნელებული ბარისკენ.
ბარის უკან მდგარი მომუშავე,შრომის მოყვარე ნიკოლოზი მიღიმის და წარბებს მითამაშებს,არც თუ ისე დიდი ხანია რაც აქ ვმუშაობ მაგრამ ერთ რამეს მივხვდი ნიკოლოზის დახმარებით,არსებობენ ადამიანები რომლებსაც გულით ნეგატივის ტარება არ შეუძლიათ,რადგან დაიბადნენ მხოლოდ ბედნიერებისთვის.
არ ვიცი მართლა თუ არა,მაგრამ ნიკოლოზი რამდენჯერაც მხედავს ცდილობს გამამხიარულოს და დამიტოვოს შთაბეჭდილება თითქოს მოვწონვარ,შინაგანად ვგრძნობ რომ ასეა ეს მაგრამ ის იმდენად სხვანაირია მისგან ხუმრობასახ თავისუფლად უნდა მოველოდე.
-რა ხდება ნიკოლოზ ?-ვუცინი და სკამზე მაღალ ფეხა სკამზე ვჯდები
-შენ ჩემს გულში იმდენად დიდი ადგილი დაიკავე ნატალია,იმდენად დიდი რომ ახლა წყლით რომ არ გაგიმასპინძლდე მოვკვდები-მიწვდის წყალს და მეც ვართმევ მაშინვე,მოვიყუდე ჭიქა და ჭიქა ბოლომდე დავცალე.. ახლა მივხვდი თუ როგორ მაყურებია სინამდვილეში
-ოჰჰჰ ნიკოლოზ ყოველთბის იცი რა მინდა-ჰაეროვან და მეგობრულ კოცნას ვუგზავნი და ფეხზე ვდგები.
შემოსასვლელი კარიდან ახლა უფრო მეტად ბევრი ხალხი შემოდის,ვაანალიზებ რომ დღევანდელი ღამე ხვალამდე გაიწელება,უკვე ფიქრს ვიწყებ რომ საწოლი აქ გადმოვიტანო და ბარგიც..
-ნატალია მიდი ახალ შემოსულ კლიენტებთან გთხოვ,მე საპირფარეშოში შევდივარ-მეძახის შორიდან ლილე,რომელიც აქ ჩემზე ბევრად დიდი ხანია რაც მუშაობს.დიდი მეგობრობით ვერ გამოვირჩევით მაგრამ არც ცუდი ადამიანი არ არის.
ახალ შემოსული კლიენტი დაახლოებით შვიდია,ვფიქრობ სად მივიდე პირველად და მარტივ ხერხს მივმართავ
-ესა მესა გადის ესა.. ავაშენებ სასახლესა.. შიგ შევა მელა,დაიძარი გელა -ბოლო მომენტზე განსაკუთრებით მეცინება ყოველთვის,გელა ბიძაჩემია რომელმაც თავისი ნიჭიერება ამ გამოცანაში ჩააკვეხა და ადვილად მისახვედრიც კია სად.
გათვლა მეორე მაგიდასთან ჩერდება და მეც იქითკენ მივიწევ,კალამსა და პატარა შავ ბლოკნოტს ვიმარჯვებ და ძალით ვიღიმი რადგან ერთადერთი აუცილებელი წესი ჩვენთვის ღიმილია.
-მოგესალმებით,რას მიირთმევთ ? -თავაზიანად ვეკითხები მაგიდასთან მჯდარ მამაკაცს და ისიც რატომღაც საფიქრალას საუკუნე დროს ირჩევს. ცოტაც და მის მაგიდასთან წვერს მოვუშვებ იმდენ ხანს ფიქრობს-უკაცრავად ბატონო..-ახლიდამ ვიწყებ-მიირთმევთ რამეს ?
-არა-არა ?? ამდენხანს პასუხი არას გამო ვიცადე ? წარბებს ვკრავ და ბლოკნოტს გაბრაზებული ვინახავ უკანა ჯიბეში. ვტრიალდები და პირველი მაგიდისკენ მივდივარ ახლა,სადაც მუშაობა შედარებით მარტივი და ადამიანური აღმლჩნდა.
ამასობაში ლილეც გამოდის საპირფარეშოდან და მაგიდებს უწყებს დავლას,ანასტასია კი როგორც ყოველთვის თავის სიყვარულს მიშტერებია ისე,თითქოს სულ ახლა ხანს მისი იყო და ხელიდან გამოაცალეს.
მაგიდების შემოვლის შემდეგ ჩვენს განკუთვნილ პატარა მაგიდამდე მივდივარ და სკამზე მომაკვდავი ვენარცხები
-ანასტასია კიდევ ილიას მისტირი?-თვალებს გვერდულად ვაპარებ ანასკენ და ვამჩნევ როგორ იტანჯება მისი სხეული,დაძაბული ხელი რომელზედაც ყბა აქვს დაყრდნობილი სულ მთლად გაუქვავდა.
-ნეტავ ვინმეს სჯერა იმის რომ მართლა ვფიქრობ ამ ბიჭზე მე ?-დამწიხრებული მზერით მიყურებს და მეორე სართულზე აპარებს მზერას. მეორე სართულზე კი ყველაფერი ისე ჩანს როგორც ხელის გულზე გადაშლილი. პატარა და დაბალ მაგიდასთან მდგარ ნაცრისფერ სავარძელში მჯდარი ილია სიგარეტს ეწევა და ერთ წერტილს აშტერდება
-მე მჯერა-ვპასუხობ და ხელზე ვკიდებ ხელს-მართლა მჯერა შენი ანა
-ოდესმე შემამჩნევს ?-ზუსტად ისეთ კითხვებს მისვამს რომლებზეც პასუხი არ გამაჩნია
-არ ვიცი ..
-უკანასკნელად ბართან შევეყარეთ ერთმანეთს როდესაც მატყუარა მიწოდა
-მატყუარა ? კი მაგრამ რატომ ? რა უფლებით ? -ვბრაზდები მაშინვე
-ერთხელ მკითხა მყავდა თუ არა მამაკაცი,მე ვუპასუხე რომ არა
-და ეს ასე არ არის? -ეჭვი მისახლდება გონებაში
-ასეა ნატა მართლა.. მაგრამ არ ვიცი რატომ ან საიდან,ან როგორ მაგრამ მითხრა რომ ლუკას შეყვარებული ვარ
-ლუკა რომელი? მისი მეგობარი რომ არის?-ცოტაც და გაოცებისგან პირი ჩამომვარდება
-კიი..არ ვიცი საიდან მოიტანა მსგავსი სისულელე ნატა არ ვიცი.. იმედი მომეცა მაგრამ მაშინვე წამერთვა როდესაც ეგ სიტყვები მითხრა.ზედაც კი არ მიყურებს-ხელებს შლის და თავს უკან სწევს ანასტასია დაძაბულობისგან
-ვფიქრობ იეჭვიანა-პირიდან უნებურად მცდება სიტყვები
-რა თქვი?
-არ ვიცი მე ასე ვფიქრობ..-ფეხზე ვდგები და ქარცეცხლივით წამოსულ კითხვებს ვაღწევ თავს.
ვხედავ როგორ მიქნევს ლილე ხელს და მეც მისკენ გავრბივარ,ხელში მაწვდის პატარა ჭიქას რომელშიც ყავისფერი სითზე ასხია,სასმელში დიდად ვერ ვერკვევი მაგრან ალკოჰოლური რომ არის ზედვე ეტყობა,ჭიქის ზემოდან ლიმონი საუმაგრებია ნიკოლოზს. მიმითითებს მეორე მაგიდისკენ და მეც მორჩილად მივდივარ მისიის შესასრულებლად
-ინებეთ -ჭიქას მაგიდაზე ვდგამ და უკან ვტრიალდები როდესაც უცნობი მამაკაცი ხელს ხელზე მკიდებს და თავისკენ მატრიალებს.
მოულოდნელობისგან გული მიწუხდება და ხელს მაშინვე ვაშვებინებ იმის შიშით რომ ვინმე დაგვინახავს-რას აკეთებთ?
-გირჩევ ემოციები უკეთესად დაფარო,ძალიან გამჭვირვალე ხარ-მშვიდად მეუბნება და ჭიქიდან სასმელს სვამს
-ვერ მიგიხვდით-დაბნეული ვდგავარ მის წინაშე
-წეღანდელ ინციდენტს ვგულისხმობ ჩემი არას გამო.. მიმტანს უფრო უნდა შეეძლოს ბრაზის დამალვა-მეუბნება და სურვილი მიჩნდება ჭიქა ავიღო და თავზე დავადხა ის სასმელი რომლითაც მუცელს ივსებს..
-თქვენ ვინ მოგცათ ამდენის უფლება,რომ დამდგარხართ მანდ ხარ მითითებებს მაძლევთ ? უფროსს მოსწონს ჩემი მუშაობა,ერთ უკმაყოფილო და უჟმურ კლიენტს როგორმე ავიტანთ-ნიშნის მოგებით ვპასუხობ და კმაყოფილი ვიღიმი ცალყბად
-ეჭვი შემაქვს შენს სიტყვებში..-წარბებს ზსვით ზიდავს და ტუჩებს ბრიცავს-მეც მფლობელი ვარ აქაურობის-ამის გაგონება და ჩემი გულის აფართხალება ერთია.
ცოტაც და დავეცემკ ძირს და გავიშხლართები უფროსის წინაშე,მაგრამ როგორც თავად იძახის არ უნდა შევიმხნიო ემოციები და ჩემს სიჯიუტეს ვუჭერ მხარს
-აჰა.. ანუ ამიერიდან უფროსო დაგიძახოთ ?
-როგორც შენ გინდა,შეგიძლია უბრალოდ დემეტრე
-შენ გჯერა რომ ახლა შენი მოროშილი დავიჯერე? -იმის მიუხედავად რომ მჯერა მისი სიტყვების მაინც არ ვეშვები ჩემსას.პირზე ვიფარებ ხელს და იძულებით სიცილს ვტეხ
-შენი პრობლემაა თუ არ დაიჯერებ-მპასუხობს და ფეხზე დგება. კარიდან შემოსულ მაღალ და შავ თმიან ქალს ეგებება და მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებამდე მიდიან ხელ ჩაკიდებულნი.
გულზე ვიდებ ხელს და დაწყნარებას ვცდილობ,ამდენი როგორ გავბედე მეც არ ვიცი,მაგრამ მთავარია ადგილზე არ დამასრისა ბუზივით და ცოცხალი ვარ.


-ნატა-მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ და ჩაფიქრებული ხელხს ზემოდან ვკიდებ საკუთარ ხელს
-გისმენ დათო-თავაზიანად ვპასუხობ დათოს. ის ერთ-ერთი ძალიან კარგი ადამიანია ჩვენს ბარში რომელიც გვერდში მიდგას მუდამ
-დაიღალე ძალიან ხო? -ჯდება ჩემს გვერდით და ოხვრას იწყებს
-დავიღალე რომელია,ისე მეძინება რომ მზად ვარ აქვე დავწვე და დავიძინო-მეცინება ჩემს პასუხზე თავადაც
-უკვე მიდის ხალხი,თანაც ძალიან გვიანია
-რომელი საათია ?
-სამის ნახევარი..მარტო ვერ გაგიშვებ ამ ღამით
-მარტო არ ვარ ხომ იცი
-ანასტასია და შენ..-თავს აქნევს-სულ მავიწყდება რომ ერთად ცხოვრობთ
-არაუშავს დათო-ფეხზე ვდგები და უკვე წასასვლელად ვემზადები-მე წავალ ანასტასიას ვნახავ და სახლში წავალთ-ხელს მიქნევს დათო და მეც მაშინვე მივრბივარ აივნიდან შენობაში.
საბედნიეროდ ანას მალევე ვპოულობ თანაც მზად ყოფნაში მყოფს რაც ძალიან მაკვირვებს,ხელს ვკიდებ ხელზე და შენობიდან გამომყავს..
ახლაღა ვხვდები სუფთა ჰერის არზს,ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და გაღიმებული ანასკენ ვიყურები.
-გაიგე რომ ბარის მეორე მეპატრონეც ჩამოვიდა?- მეკითხება ანა და თან ნელი ნაბიჯებით მივიწევთ წინ
-გავიგე რომელია,გავიცანი კიდეც
-როდის მოასწარი?-ეცინება -იძახიან რომ ილიაზე ბევრად მომთხოვნი და მკაცრი უფროსი არის
-კი ეტყობა
-გამოიარე მის ყბაში?-იშმუშნება და მხარზე მკიდებს ხელს
-შენიშვნაც ავიკარი შუბლზე მისგან
-ხუმრობ? მართლაც რა სასტიკია ხედავ?-თავს უკმაყოფილოდ აქნევს-თანაც ილიას ძმა არის -ვჩერდები შუა გზაზე და გაოცებას ვეღარ ვმალავ
-მეც არ ვთქვი ვის გავს მეთქი?-მეცინება ბოლო ხმით,ანატასია კი ჩემკენ მოდის და ერთს გემრიელად მკრავს ხელს.
სიცილ-სიცილით მივუყვებით გზას იქამდე სანამ ჩვენს უკან გამოყოლილ შავ ჯიპს არ ვამჩნევთ,
ორივე გაჩუმებული ვართ და ვცდილობთ მცირე მოქმედებებით შემოვიფარგლოთ
-ახლა ეს მანქანა არ მოგვყვებაო რომ თქვა შეიძლება წიხლი ჩაგარტყა-ანასტასია მეუბნება და უკან ატრიალებს თავს
-ნუ იყურები გოგო უკან-ხელს ვავლებ და წინ ვატრიალებ. ნაბიჯებს ვუსწრაფებთ მაგრამ როგორ გინდა მანქანას ურალო ნაბიჯებით რომ გაასწრო ?
ასე გრძელდება იქამდე საბამ მშენებარე სახლთან დატოვებულ აგურების გროვამდე არ მივდივართ.
-ვიღაც მანიაკია-შეშინებული ანა ხელს ისე მიჭერს მალე ძვლებს დამატეხავს
-ახლა ნახე შენ რა ვუქნა ამ შენს მანიაკს-აგურს ვავლებ ხელს და უკან ვტრიალდები. კაშნეს ვიძრობ და ანას ვაჩეჩებ ხელებში
-რას აპირებ ქალო
-მაცადე-ვაჩუმებ და ახლა ქურთუკის ღილებს ვიხსნი,კარგად ვავარჯიშებ მკლავებს და ხელება,აგურს ორივე ხელით ვიჭერ ჩემთვის კონფორტულად და შავი ჯიპისკენ მივდივარ მშვიდი ნაბიჯებით.
მანქანიდან მამაკაცი გადმოდის შავებში ჩაცმული,ძალიან გავს დემეტრეს მაგრამ ზუსტად ვერ ვამბოვ ვერაფერა სანამ მართლაც არ დასტურდება ის რომ დემეტრეა
-რამე დაკარგე ამ გზაზე? -უხეშად ვეკითხები და მზერას არ ვაცილებ
-ღამის სამ საათზე მარტო მიდიხართ-მშვიდი ხმით მპასუხობს
-როგორც ხედავ მშვიდად მივდიოდით,სანამ შენ არ გამოჩნდი
-სახლამდე მიგაცილებთ
-ყველა მიმტანს აქვს მსგავსი სერვისი?-წარბს ვწევ ზევით და ირონიულად ვუღიმი
-რა სერვისი
-სახლში მიბრძანების თანაც უფროსის მანქანით
-რა შუაში არის სერვისი ან უფროსი ან ჩემი მანქანა?
-აბა რა გინდა გამაგებინე? შენ გგონია ახლა ავდგები ჩავჯდებით აქ და წამოვალთ ?-ვიცინი ისტერიულას
-არ გინდა ანუ
-არ მინდა-მოკლედ ვუჭრი
-და აგურის ჩარტყმას მიპირებ?
-შენს მანქანას პირდაპირ წინა მინას ჩავუმტვრევ თუ ახლავე არ ჩაჯდები და არ მოშორსები აქაურობას-მკავრად ვუცხადებ და აგურს გვერდზე ვისვრი-იქ ბევრად მეტი ყრია-ვამატებ და ვტრიალდები..
ანასთან მივდივარ და კაშნეს ვიკეთებ ისევ
-რა მოხდა ბოლოს და ბოლოს ? -მეკითხება გაოცებული
-ბატობი დემეტრეა -მოკლედ ვუჭრი
-და დემეტრე ვინღაა?
-ილიას ძმა
-რაა? და აქ რა უნდა ან რატომ მოგვყვებოდა?
-თურმე სახლამდე უნდოდა ჩვენი მიცილება-მეცინება და ანაც სიცილს იწყებს.
უკან ვტრიალდები და უკვე აღარ ჩანს არც დემეტრე და არც მისი მანქანა..
გზას მშვიდად ვაგრძელებთ სახლამდე და სახლში მისულებს მაშინვე გვეძინება როგორც კი საწოლზე ვწვებით..


-ნატა ადექი-მაღვიძებს ანა სა წყლის ჭვეტებს მაწვეთებს სახეზე
-ხო რაიყო-ვჯდები საწოლზე უჟმური სახით და ვაანალიზებ რომ ეს დღე ისეთივე იქნება როგორიც გაღვიძების პროცესი იყო
-წავედით ადექი
-სად წავედით ჯერ ადრეა
-ჯერ ერთი რომ სამ საათამდე გვეძინა,მეორედ ექვსზე უკვე იქ მივდივართ ახლა კი სამია და ლილემ მომწერა თანაც
-რა მინდაო
-დროზე მოდითო
-ნეტავ რა ხდება?-გაოგნებული ვდგები და ტანსაცმელს ვიცვლი.
როგორც ჩანს იმ ტანსახმლითვე დამძინებია რითიც გუშინ ვიყავი სამსახურში..
ნახევარ საათში ვასწრებთ მომზადებას და სამსახურამდე მისვლას კიდევ ნახევარ საათს ვანდომებთ.
ვარში შესულები ვამჩნევთ ჩამწკრივებულ მომუშავე პერსონალს,რომელთა წინაც ილია და დემეტრე დგანან,
ყველაზე ბოლოები ვდგებით იმ იმედით რომ ვერავინ შეგვამჩნევს.
-რადგანაც ჩემი ძმა დემეტრე ამერიკიდან დაბრუნდა-იწყებს ილია-მინდა აქედანვე გაგაფრთხილოთ რომ ისიც ისეთივე მფლობელია აქაურობის როგორიც მე-ილიას მთელი ინტერესით ვუსმენთ ყველა-ვინაიდან და რასგანაც დემეტრეც აქ არის,წესებიც იცვლება-ამის გაგონება და პერსონალს შორის ჩურჩულის ატეხვა ერთია
-ჯერ მოუსმინეთ,მერე იჭორავეთ-დემეტრე თავის თავს არ კარგავს და მაშინვე აჩუმებს ყველა იქ მდგარს-ამის შემდეგ არეულობას ვერ ავიტან,არავითარი უაზრო დროის ფლანგვა ჭორაობასა და მესიჯობაში ! -აგრძელებს დემეტრე და ილია კმაყოფილი სახით აკვირდება ძმას-ვის ხელშიც ტელეფონს დავინახავ სამსახურიდან წავა,იმ წამშივე,ეს ერთი.. მეორე არავითარი დაგვიანება,წამითაც კი,არანაირი დროზე ადრე წასვლა სამსახურიდან,ამის შენდეჰ ზუსტი სამუშაო დრო გექნებათ-როგორც იქნა რაღაც სასიამოვნოც თქვა-მოხვალთ ხუთ საათზე და წახვალთ ორ საათზე.როგორც ვიცი ყველა ხართ აქ,ჯამში კი ..
-ოცნი არიან-ახსნებს ილია
-განაწილდებით,ხუთ-ხუთი აღარ ივლით,ივლით ათ-ათნი. ნურავის გეგონებათ რადგან მეტნი ვართ საქმე ნაკლები გვერგებაო,საქმე ორჯერ მეტია. მეორე სათულიც გადაკეთდება და დაიდგმევა სკამები და მაგიდები,ახლა კი უფრო გარკვევით გეტყვიტ ხუთი ზემოთ იქნებით,ხუთიც ქვემოთ-ახალი წესები იმაზე საშინელია ვიდრე ველოდით.უკვე ვიცი რა ტანჯვაც გველის
-ზევით უკვე გამზადებულია ყველაფერი-აგრძელებს ილია-ანასტასია,ნატალია,ლაშა,ლილე,ნოდო მეორე სართულზე იქნებით-გვეუბნება და ჩვენც მეორე სართულზე ავდივართ.


-ჩამოვიდა და ყველაფერი ისე დაალაგა რომ კუბოს ჩვენით უნდა ვიმზადებდეთ-წუწუნებს ნოდო
-ჩუმად იყავი ნოდო არ გაიგოს შენი ნათქვამი თორენ კუბოს ფულიც აღარ გექნება-ვეუბნები და ვაჩუმებ მაშინვე
-ორი სართული ერთად დიდი საქმეა,ორმაგად მეტს მიიღებენ ჩვენ კი ხელფასი არ მოგვმატებია-აგრძელებს ლილე
-ნიკოლოზი მაინ ყოფილიყო ჩვენთან ერთად-რადგან ყველა წუწუნებს მეც ვიწყებ წუწუნს-ან დათო -ფეხება ვაბაკუნებ იმედგაცრუებული.
მალევე ანაწილებენ ძმები ყველას და დანარჩენ ათს სახლში უშვებენ,დარჩენილი ხუთი კი ქვემოთ რჩება,ჩემდა საბედნიეროდ დავითი მათ შორის არის.ზევითა სართულიც ისეთივე კონფორტულია როგორიც ქვემოთა და საბედნიეროდ ბარი ზემოთაც ყოფილა,რაც იმის მანიშნებელია რომ ქვემოთ სიდბილი არ მოგვიწევს.
მაგრამ ამის შემდეგ სად იჯდებიან უფროსები? მებადება ახალი კითხვა და ვიმედოვნებ რომ ჩვენ შემყურე არ იქნებიან..
ხუთ საათზე იხსნება ბარი და ხალხიც არ აყოვნებს შემოსვლას,ცვლილებებს დადებითად ხვდებიან და უფრო მეტიც,ყველას მეორე სართულზე უნდა ადგილის დაკავება.
მაშინვე სამუშაოს ვუდგებით,დრო არც თავის მოსაფხანად გვრჩება,ამდენ ხალხში ტრიალისგან თავბრუ მეხვის და თავი ლაბირინთში მორბენალი მგონია.სირბილსა და მისვლა-მოსვლაში ვამჩნევ მეორე სართულზე არსებულ განცალკევებულ სამ კარს,ალბად დასასვენებელი ოთახი და კაბინეტებია უფროსებისთვის.
ანასტასიას შიგა და შიგ ვკარგავ თვალთახედვიდან,მერე ისევ ვპოულობ.
რამდენიმე საათი შეუწყვეტლივ დავდივართ ერთი მაგიდიდან მეორესთან და ასე გაუჩერებლად,შემდეგ კი ხალხი მცირდება ცოტა ხანს და დაჯდომის საშუალება გვეძლება მაგრამ არა ტელეფონის გამოყენების.
-როგორ დავიღალე ღმერთო-გვერდით მიჯდება ნოდო და ხელებს ასავსავებს
-ძალიან დავიღალე მეც-ვპასუხობ და სკამს ვეყრდნობი საზურგეზე
-ტირანია ეს კაცი-თავს აქნევს-არ ვეცოდებით წარმოგიდგენია?
-რატომ შევეცოდებით ამით ფულს შოულობემ-ანასტასია მოდის და წიმ გვიჯდება
-სად არიან ლაშა და ლილე ? -ვეკითხები და ვამჩნევ თუ როგორ ეძინება სკამზევე ნოდოს
-ცოტა ხანს ისინი გვცვლიან მერე ისინი დაჯდებიან ჩვენ შევცვლით.. ასე დავიხოცებით ნატა
-მართლაც-ვეთანხმები და ვამჩნევ ხელს როგორ მიქნევს დემეტრე-დემეტრე? -ხმადაბლა ვამბობ და ანა უკან ტრიალდება
-გეძახის
-კი მეძახის
-ადექი და მიდი მერე რას უზიხარ-ფეხს მირტყამს ფეხზე და მეც მაშინვე ვდგები.
უეჭველია რომ შენიშვნა უნდა მივიღო მისგან ახლა,ზოზინით ვუახლოვდები და მობეზრებული სახით ვაშტერდები
-გისმენთ
-მინდა გითხრა რომ გუშინ ღამე შენს გამო არ წამოვსულბარ იმ გზაზე
-მერე ?
-ჩემმა ძმამ მთხოვა ანასტასიასთვის მიმექცია ყურადღება,მიმეყვანა სახლამდე მაგრამ ნება არ მომეცი
-შეგეძლო გუშინვე გეთქვა ეგ,ვკითხავდით ანას და გადაწყვეტდა მოუნდებოდა თუ არა შენი ძმის ხათრით შენთან ერთად სახლამდე მისვლა-ვპასუხობ და უკან ვტრიალდები მაგრამ ხელს მკიდებს ხელზე და თავისკენ მაბრუნებს ისევ
-ნატალია ნუ მეთამაშები,არ გინდა-ხელს მიშვებს და ოთახში ბრუნდება..



№1  offline წევრი ჭირვეული

თავის მოცულობა დამაკმაყოფილებელი,ნაწერი გამართული. მომეწონა, გაგრძელება მინდა

 


№2  offline წევრი miranda mira

GentleWoman
თავის მოცულობა დამაკმაყოფილებელი,ნაწერი გამართული. მომეწონა, გაგრძელება მინდა


მიხარია რომ მოგეწონათ ???? გაგრძელება აუცილებლად დაიდება დღეს ან ხვალ ????

 


№3  offline წევრი მოცინარი

ძალიან მაგარია <3

 


№4  offline წევრი miranda mira

მოცინარი
ძალიან მაგარია <3

უღრმესი მადლობა

 


№5  offline წევრი skida

საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent