შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აისჰევენი/12 & 13 თავები


3-02-2018, 13:37
ავტორი Sleeping Cinderella
ნანახია 1 010

თავი XII - წარსულის გაელვება (2)


-ლექს?-ვენდიმ მისგან გაწევა სცადა,მაგრამ ხის ტოტმა,რომელიც მის სხეულში იყო,ხელი შეუშალა და ტკივილისგან ამოიკვნესა.
-ნუ გეშინია.-დაამშვიდა ალექსანდერმა,-არ ვიცოდი აქ თუ იყავი,თორემ ასეთ რაღაცას არ დავუშვებდი.ნება მომეცი დაგეხმარო,თორემ მოკვდები.
-არა.-როგორც იქნა ხმა ამოიღო ვენდიმ.-შენ პოლი მოკალი.
-ეგ ჩემი გეგმა არ ყოფილა.გთხოვ უბრალოდ ნება მომეცი რომ დაგეხმარო,სისხლისგან იცლები!
-იმედი მაქვს რომ ასეც იქნება...მეგონა,რომ მეგობარი იყავი...
-ვარ კიდეც!
-არა,არ ხარ!-ვენდიმ თვალები დახუჭა. "ის არ არის...ცოცხალია...ვხედავ მას.იღიმის,მე მიღიმის." მან პოლი დაინახა.
-911-ში დავრეკე,მალე აქ იქნებიან.-თქვა ალექსანდერმა,მაგრამ ვენდის მისი ბოლო სიტყვები აღარ გაუგია.

პოლი იღიმოდა. ვენდი უყურებდა მის ნაჩხვლეტს ლოყაზე,ღიმილისგან რომ უჩნდებოდა და ოდნავ შესამჩნევ ნაოჭებს თვალების გარშემო. შეეძლო მის თმას შეხებოდა,მისი გულისცემა ეგრძნო. მათ გარშემო ყველაფერი დაბურული ღია ვარდისფერი და იასამნისფერი იყო. არ იყო ტკივილი,სევდა,მხოლოდ ბედნიერება სუფევდა.
ვენდი მას ჩაეხუტა და თავი მეკრდზე მიაყრდნო.
"დაივიწყე ყველაფერი," თქვა პოლმა, "მე აქ ვარ,შენთან."

"შენ აქ ხარ." თქვა ვენდიმ და როცა თვალები გაახილა თეთრი ჭერი დაინახა.
-911-ში დავრეკე,მალე აქ იქნებიან.
ვენდის მისი ბოლო სიტყვები აღარ გაუგია,თვალები დახუჭული ჰქონდა.

როცა გაახილა,თეთრი ჭერი დაინახა და შემდეგ ვიღაცის ჩურჩული მოესმა "ვენდი!"
ეს ვიღაცა რობერტი იყო.იგი მთელი დღე-ღამეების განმავლობაში იჯდა შვილის საწოლთან და გვერდიდან არ შორდებოდა.თავისი პაციენტები საერთოდ დაივიწყა.ახლა ის ექიმი კი არა,მამა იყო,რომლის შვილის სიცოცხლე ცოტა ხნის წინ ბეწვზე ეკიდა.
-ვენდი...-რობერტმა გაიღიმა და სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა,-თავს როგორ გრძნობ?
-ნორმალურად.-უპასუხა ვენდიმ,მიუხედავად იმისა,რომ მწველი ტკივილი ღრღნიდა და ვერ გაერკვია ეს ჭრილობის გამო იყო თუ სხვა რაღაცის.
-ძალიან შემაშინე.-რობერტმა მისი ხელი აიღო და ახლა უკვე ცრემლებით დაეფარა სახე.
ვენდიმ აღარაფერი უპასუხა,არ იცოდა რა ეთქვა.ერთდროულად უამრავი სახის ტკივილი აწუხებდა,თან საავადმყოფო უკანასკნელი ადგილი იყო,სადაც ყოფნა უნდოდა.

პალატაში ცისფერი ფარდა ეკიდა.მტვრიან მინაში მზე აჭყიტებდა.გარეთ ხეებს ქარი აშრიალებდა.ვენდი კი იწვა თეთრ საწოლზე,თეთრი კედლების გარემოცვაში და მზისთვის თვალის გასწორებას ცდილობდა.ამ დროს კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა.მზით დაბრმავებულმა ვენდიმ ვერაფერი დაინახა,მაგრამ ქეითის ხმა იცნო.
-ჰეეი!-ქეითი პირდაპირ ვენდის საწოლისკენ გამოექანა.მას უკან უილოუ და რობი მოჰყვნენ.
ბავშვები მის საწოლს შემოეხვივნენ და რიგრიგობით აკოცეს ლოყაზე,თან სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდნენ.

ვენდის გული გაუთბა,როცა დაინახა როგორ ღელავდნენ მასზე და უცებ ყელში ბურთი გაეჩხირა,რადგან მათ მზერაში სინანული დაინახა.
ისინი ვენდის ელოდებოდნენ როდის იკითხავდა პოლის შესახებ,ვენდის კი მისი სახელის გაფიქრებაც კი ეშინოდა.ფიქრობდა,რომ თუ ამაზე არ იფიქრებდა,ეს ყველაფერი სიზმარი იქნებოდა და პოლი არ მოკვდებოდა.

ბავშვობიდან ასე იცოდა,თუ რამე არ მოსწონდა,აიგნორებდა,თითქოს ასე პრობლემა გაქვრებოდა.
ახლაც ასე მოიქცა.წარმოიდგინა,რომ იმ ღამით არაფერი მომხდარა და როცა რობერტმა ჰკითხა,თუ რა ახსოვდა იმ ღამის შესახებ,უპასუხა-ავარიაში მოვყევით.
-და მაგის გარდა,სხვა არაფერი დაგინახავს?
-მაგალითად?
-არ ვიცი,რამე.
-ავარია მოხდა.-გაიმეორა ისევ და ამის შემდეგ ყველა კითხვაზე ამას პასუხობდა,რომ უბრალოდ ავარია იყო,მაგრამ პოლს რა მოუვიდა,ამაზე ფიქრი არ უნდოდა,უბრალოდ დააიგნორა ეგ ფაქტი და მხოლოდ ის ახსოვდა,რომ ავარიაში მოყვნენ,თვითონ ძლიერად დაშავდა და შემდეგ საავადმყოფოში გაიღვიძა.
იმდენჯერ ჩაასწორა ეს მოგონება,რომ როდესაც საბოლოოდ გამოკეთდა და საავადმყოფოდან გამოწერეს,იმის გარდა თვითონ როგორ დაშავდა,არაფერი ახსოვდა.

ვერავინ ბედავდა მასთან პოლზე ლაპარაკს.არავის შეუთავაზებია მისთვის რაიმე კლუბში გაწევრიანება,ფსიქოლოგთან მისვლა ან ლაპარაკით გულის მოოხება.
როცა ვენდი რაღაცას აიგნორებდა,ეს იმას ნიშნავდა,რომ ეს მისთვის ან არაფერი იყო,ან ყველაფერი.

ასე მოიქცა,როდესაც მისი მშობლები დაშორდნენ და მამა ცალკე გადავიდა.
ასე მოიქცა,როდესაც დედა გარდაეცვალა.არავის უნახია ვენდი როგორ ტიროდა,სახეზე არაფერი ეტყობოდა.თავი ისე ეჭირა,თითქოს არაფერი მომხდარა.
რობმა იცოდა,რომ ეს ვენდის ხერხი იყო,რომ ტკივილს გამკლავებოდა,რადგან ყველაზე მეტად მას სტკიოდა,მაგრამ პოლის სიკვდილის შემდეგ სერიოზულად შეშფოთდა ვენდიზე,რადგან მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა,ტყუპისცალს მაინც ატყობდა,რომ საშინელ ტკივილს განიცდიდა.

პოლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი იმდენად ძლიერი იყო,რომ ვენდი არც ცდილობდა,რომ თავი მხიარულად მოეჩვენებინა ვინმესთვის.არადა ეს მისი ყველაზე ძლიერი თვისება იყო-არასდროს შეემჩნია რას გრძნობდა და გაეღიმა მაშინაც კი,როცა მხოლოდ ტირილი უნდოდა.მან უბრალოდ შეწყვიტა ლაპარაკი.შეეძლო საათობით მჯდარიყო ხმის ამოუღებლად და ვერც მიმხვდარიყო რამდენი დრო გავიდა.

ერთხელ იგი სმზარეულოში იჯდა სასაუზმოდ თავის ოჯახთან ერთად.როცა ყველა მორჩა ჭამას,ისინი თავიანთი საქმეების გასაკეთებლად წავიდნენ,ვენდი კი სამზარეულოში დარჩა და როცა ყველანი სახლში დაბრუნდნენ საღამოს,ვენდი ისევ ისე იჯდა.იგი მთელი დღე იჯდა სამზარეულოში და ვერც მიხვდა,რამდენი საათი გავიდა.
მისთვის დრო უბრალოდ შეწყდა.

უილოუ ვენდის ძილის წინ უმღეროდა ხოლმე.მას ისეთი საოცარი ხმა ჰქონდა,როცა იგი მღეროდა,ყველა მიატოვებდა თავის საქმეს და მას უსმენდა.
როცა იგი მღეროდა,ვენდის ყველაფერი ცუდი ავიწყდებოდა იმ მომენტში.

მისი მდგომარეობით შეშფოთებული რობერტი გვერდიდან არ სცილდებოდა შვილს.
სწორედ ეს დაეხმარა ვენდის,რომ თავი არ დაეკარგა-ერთი საყვარელი ადამიანი დაკარგა,მაგრამ მეორე შეიძინა.მაგრამ უილოუს სიმღერები ცოტათი უფრო ეხმარებოდა ტკივილის დაძლევაში.

-რატომ არ უმღერი,რომ დაივიწყოს რაც იმ ღამით მოხდა?-ჰკითხა ქეითმა უილოუს ერთხელ,-ანუ,როგორც ჰიპნოზი.
-სიმღერა და ჰიპნოზი სხვადასხვა რამეა.
-ჰო,თუ "სხვადასხვა" ერთიდაიგივეს ნიშნავს.უბრალოდ სიმღერა კი არა,შენი სიმღერა.სცადე მაინც.
და მანაც სცადა.

მან ვენდის იმ წყვილის შესახებ უმღერა,რომლებმაც გზაზე ირემი დაინახეს და ამის გამო ავარიაში მოყვნენ.
ვენდი ყველაფერს აიგნორებდა იმ ღამის შესახებ და როდესაც უილოუმ უმღერა,ამან მის მეხსიერებაში ავარიის ვერსია ჩაანაცვლა.
მან საბოლოოდ ტირილი დაიწყო და ყველა ბედნიერი იყო,რადგან ეს ნიშნავდა რომ მან ტკივილთან გამკლავება და ახალი ცხოვრება დაიწყო.

***


ვენდი ძეგლივით გაშეშებული იჯდა მანქანის წინა სავარძელზე და უხმოდ ჩამოსდიოდა ცრემლები.

რობი 180 კმ საათში მიაქროლებდა მანქანას და დროდადრო ვენდის გადახედავდა ხოლმე.

-ნეტა იმ ღამეს მოვმკვდარიყავი.-ხმა ამოიღო ვენდიმ.
-ვენდი...
-არა,ნეტა საერთოდ მუცელშივე მოვმკვდარიყავი,აი ხო იცი ტყუპები რომ ჭამენ
თავიანთ ტყუპისცალებს,ეგრე რომ გექნა...ამდენი საშინელება აღარ მოხდებოდა.
რობმა აღარაფერი უპასუხა,გზას უყურებდა წარბშეჭმუხნული.

მალე დრიმერვილში მივიდნენ.
ვენდი ჩუმად გადმოვიდა მანქანიდან და ნელი ნაბიჯებით,ცარიელი მზერით გაუყვა სასახლისკენ მიმავალ ბილიკს.
რობი ჩუმად გაჰყვა უკან.
ასევე ჩუმად შეაღეს კარები,აიარეს კიბეები და როცა ვენდი თავის ოთახში შესვლას აპირებდა,რობმა შეაჩერა და სააბაზანოსკენ უბიძგა "სულ სისხლში ხარ ამოსვრილი."

ვენდიმ ზომბივით ნელა შეაბიჯა საშხაპეში და ასევე ნელა აიღო დუში,ამის შემხედვარე ნერვებმოშლილმა რობმა კი დუში ხელიდან გამოგლიჯა და თვითონ მიუშვირა.
-ახლა მე თვითონ დავიბან.-წყალმა როგორც ჩანს გამოაფხიზლა ვენდი და საშხაპის კარი მიხურა.

რობმა გვერდით ნიჟარაში ხელები დაიბანა და როცა საშხაპის მინის მინის მიღმა დის სილუეტი შენიშნა,რომელიც მუხლებში თავჩარგული იჯდა იატაკზე,ჰკითხა "კარგად ხარ?"
"არა,არ ვარ კარგად." იყო პასუხი.

როგორც იქნა ორივე განთავისუფლდა სისხლისგან და ჭუჭყისგან.
ვენდიმ ეგრევე თავის ოთახს მიაშურა და როგორც კი კარი მიიხურა,როგორც იყო პირსახოც შემოხვეული სველი ტანსაცმლით ლოგინზე დავარდა და თვალები დახუჭა.
ეგონა რომ ორი საუკუნე ეძინა.

ისე ცუდად გრძნობდა თავს,რომ ძილში სისველეს და სიცივეს არც შეუწუხებია.რომ გაიღვიძა ტანსაცმელი უკვე მშრალი იყო.

-შეიძლება?-ოთახში ქეითმა შემოიხედა და პასუხს არ დალოდებია,ისე შემოვიდა.-რობმა მითხრა რაც მოხდა...-თქვა და უხერხულად გაჩერდა.
-აჰა...-თავი დაუქნია ვენდიმ.
-აპირებ რომ კრისს უთხრა?
-რა ვუთხრა? რომ "ჰეი,იცი მე შენი გარდაცვლილი ძმის შეყვარებული ვარ."? ახლა ამაზე ფიქრიც არ შემიძლია.
-ისე რა უცნაურია არა? შეხვდი ბიჭს,რომელიც პრინცი აღმოჩნდა და შეგიყვარდა,რომელიც ასევე შენი ყოფილის ძმაა,რომელიც არც იცოდი რომ პრინცი იყო.
-ღმერთებს კარგი იუმორის გრძნობა აქვთ.
-წარმოიდგინე,ჩვენ რომ წიგნში ვიყოთ,ანუ ყველა სამყარო რომ სხვადასხვა წიგნი იყოს.
-მაშინ ჩვენს მწერალს ძალიან უცნაური წარმოსახვა ჰქონია.
-ამიტომაც ვართ ფანტასტიკის ჟანრში.
ვენდის გაეღიმა.ქეითი ყოველთვის ახერხებდა მის გამხიარულებას.
-მართლა რა უნდა ვქნა?-ჰკითხა დას.
-ჩემი აზრით სჯობს რომ უთხრა.
-მეც ასე მგონია.მაგრამ,რომ დამშორდეს?
-ვენდი! წინასწარ ნერვიულობას და ყველაფრის გაანალიზებას,სჯობს უბრალოდ არ იფიქრო ამაზე და უთხრა.რაც ამის შემდეგ მოხდება,თუნდაც ცუდი,ნერვიულობა მაშინაც გეყოფა,წინასწარ რომ არ იჭყლიტო ტვინი.
-სათქმელად ადვილია.
-ჩვენ ის ვართ,ვინც გვგონია რომ ვართ.ხოდა გეგონოს,რომ ეგეთი ხარ.
-ვაიმე,კარგად ხარ?-ოთახში უილოუ შემოვარდა და ვენდის დაახტა და ჩაეხუტა.-ძალიან ვნერვიულობდი შენზე,მეგონა რომ უკვე მკვდარი იყავი.
-ნეტა ეგრე იყოს.-ამოიოხრა ვენდიმ.
-რა მოხდა? რა გიქნა იმ...იმ...გარყვნილმა პედოფილმა.
-მაგან არაფერი.სხვათაშორის,მკვდარია. ეს პოლს ეხება.
-რას გულისხმობ?
-დაჯექი.
-უკვე ვზივარ.
-კარგი.მოკლედ...

უილოუმ ყურებს არ დაუჯერა,როცა ავარიის ნამდვილი ვერსია მოისმინა.ახლა მან დაიწყო ტირილი და ვენდის მისი დამშვიდება მოუწია.

ქეითმა თვალები გადაატრიალა და ფანჯარასთან მივიდა.
-კრისია აქ.-თქვა მან.
-რა?-ვენდი საწოლიდან წამოხტა და ფანჯარასთან მიირბინა.
-ჰო,აი.
-კაი,წავალ და დაველაპარაკები.წარმატება მისურვე.-ვენდიმ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,სარკეში ჩაიხედა,ჩამოდღაბნილი თვალის ლაინერი გაისწორა და კრისთან შესახვედრად წავიდა.

-ჰეი.-კრისს გაეღიმა,როცა მისკენ მომავალი ვენდი დაიანხა,-სველი რატომ ხარ?
სხვა დროს ვენდი ამაზე იხუმრებდა,მაგრამ ახლა გაჩერდა და ნერვიულად ამოღერღა-რაღაც უნდა გითხრა და თუ აღარ მოგინდება ჩემთან ყოფნა,გავიგებ.
-რა უნდა მითხრა?-დაიბნა კრისი.
-გახსოვს ჩემს მეგობარზე რომ გითხარი,რომელთან ერთადაც ავარიაში მოვყევი?
-კი.
-ეგ იყო ფალანდრიელი,შენი ძმა.აქამდე არ ვიცოდი,დღეს გამახსენდა და...მაპატიე.
-ბოდიშს ნუ იხდი,შენი ბრალი არ არის.და უკვე ვიცოდი.
-რა? როგორ? რამდენი ხანია?-გაოცდა ვენდი.
-შობიდან. ჩემმა მშობლებმა მითხრეს და ამიტომ დამაგვიანდა,არ ვიცოდი მოვსულიყავი თუ არა.
-მაგრამ მოხვედი.
-კი,მოვედი.
-ანუ,ჩემთან არ აპირებ რომ დამშორდე?
-არა! როცა პირველად შეგხვდი,არ ვიცოდი რომ ჩემი ძმის ყოფილი შეყვარებული იყავი.ახლა კი ძალიან გვიანია.რომც მცოდნოდა,უკვე გვიანი იქნებოდა პირველივე წამიდან,როცა დაგინახე.
-მადლობა ღმერთს.-ვენდი კრისს ჩაეხუტა,-მეგონა რომ ჩემთან ყოფნა აღარ მოგინდებოდა.
-არ არსებობს მიზეზი,რომლის გამოც შენთან ყოფნა აღარ მომინდება.
-ანუ ელფების მეფემ და დედოფალმა,რომლებსაც არასდროს შეხვედრივარ,ჩემს შესახებ იციან.და მათ ორ ვაჟს ვხვდებოდი.ნეტა შემდეგი რა იქნება.
-არ იდარდო. ყველაფერი კარგად იქნება.

თავი XIII - THUNDER


ვენდი და უილოუ აუზის წინ იწვნენ და ზაგარს იღებდნენ,რამდენადაც ზამთრის მზე აძლევდათ საშუალებას,როცა ქეითი მათთან მივიდა და თქვა "მგონი შეყვარებული ვარ."
-რა?-როცა ეს სიტყვები გაიგონა,ვენდიმ გაოცებულმა მოიხსნა სათვალე და დას მიაჩერდა-ეს მართლა შენ ხარ? ყველაფერს წარმოვიდგენდი,მაგრამ შენ რომ ამბობ ამ სიტყვებს,ვერასდროს.და ვინ გიყვარს?
-ერთი ტიპია რა.ძალიან მაგარი ხმა და ლამაზი თვალები აქვს.ცოტათი უფროსია,მაგრამ არ მაინტერესებს,შემიძლია ვიყო ქალი,რომელსაც ის იმსახურებს.
-რამდენი წლისაა?
-33...
-თუ 33 წლის კაცი ისევ მარტოხელაა,ესე იგი რაღაც სჭირს.-აღნიშნა უილოუმ.
-მამა 37 წლისაა და მარტოხელა,ასე რომ...-თქვა ვენდიმ.
-იმიტომ რომ რაღაც სჭირს,ვამპირიზმი.
-ეგ "ვამპირის დღიურების" ფანებს უთხარი,ვენებს გადაიჭრიან ყვირილით "მიკბინე გეჟო"
-ყოველთვის მინდოდა რომ ვამპირი შეყვარებული მყოლოდა და ერთადერთი ვამპირი ვისაც ვიცნობ მამაჩემია? რა უსამართლობაა.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ნამდვილ სამყაროში.
-წავედი რა.მზე მე უფრო მეზიზღება,ვიდრე ვამპირებს.-ქეითი სკამიდან წამოდგა.
-კარგად.

მომდევნო დღეს ვენდი მძინარე ქეითს დაადგა თავზე და შეანჯღია.
-ადექი და ლამაზად ჩაიცვი,შენს მომავალი ქმართან მივდივართ.
-რა?
-შენი ბიჭი "დავსტალკე".მისი მეგობრები დავამატე ფეისბუქზე,ამიტომაც იფიქრებდა,რომ შემთხვევით დავამატე,ანუ ბევრი საერთო მეგობრები რომ გვყავს.შემდეგ კი ვნახე რომ მისი ერთერთი მეგობარი არის კრისის საუკეთესო მეგობარი,ხოდა მან წვეულებაზე დაგვპატიჟა,სადაც შენი მომავალი ქმარიც იქნება.
-რა? როგორ,მისი სახელი არც კი მითქვამს შენთვის.
-შენი "browser history" ვნახე და ვიღაც ტიპის ფეისბუქი ათასჯერ მაინც გქონდა გახსნილი,ასე რომ ვივარაუდე,რომ ეგ იქნებოდა.მოკლედ,რა ვიცი მის შესახებ...
-მკითხე და გეტყვი.
-მართლა? ანუ იცი,რომ ისთივე ნაცრისფერი სვიტერი აქვს,როგორიც შენ?
-რა? არა.
-ასევე,ცოტათი ბავშვურია,კარგი გაგებით,კარგი იუმორის გრძნობა აქვს,ჭკვიანია,უყვარს კანფეტები და ჟელიბონები,ასევე თავისი ოჯახის წევრები და მათაც უყვართ.
-ვაუ...
-დიახ.მიდი ჩაიცვი და წავიდეთ.
-მოიცა,მართლა? როგორ...
-გზაში აგიხსნი.
-შემეძლო უბრალოდ მიმეწერა მისთვის,არ იყო საჭირო ამდენი რამის გაკეთება.
-პფფ,ეგ საინტერესო აღარ იქნებოდა.შენ მიწერე მას,მანაც მოგწერა,იეი,პაემანი! არა,ეს ყველაფერი დიდი თამაშია,ფრთხილად უნდა ითამაშო და ყოველი ლეველი მნიშვნელოვანია.ასევე,მას არ მოსწონს,როცა ქალი აქტიურია ურთიერთობაში.
-ეგ საიდანღა იცი...გიჟი ხარ! და შენ და კრისი ერთმანეთს ყოველდღე წერთ.
-ჩვენ ერთმანეთს meme-ებს ვუგზავნით,და თანაც ჩვენ უკვე ერთად ვართ!
-მაშინ ხო მიწერე,რომ საშობაო წვეულებაზე მოსულ...
-ეგ სხვა შემთხვევა იყო.გინდა წვეულებაზე წასვლა,თუ არა?
-არ ვიცი,ძალიან ვნერვიულობ.რომ არ მოვეწონო?
-ბრმაა? არ ვიცი,მგონი კარგად ხედავს.და ნუ ნერვიულობ,თუ არ მოეწონები,მისი მეგობარი ასევე სიმპათიურია და ფიქრობს რომ საყვარელი ხარ,ასე რომ ნაშას ყველა შემთხვევაში აგდებ! ასე რომ,არცერთ შემთხვევაში არ აგებ.-ვენდიმ მას ჯეის მეგობრის ფოტო აჩვენა.
-ეე,ვიცნობ ამას,მეგობრებში მყავს და ძაან "tumlr"-ია.და კარგი რა,მე უბრალოდ 18 წლის თინეიჯერი ვარ.
-ამიტომაც უნდა ჩაიცვა ნამდვილი ქალივით.თავს ვერ მოაწონებ,თუ ისევ დიდი სვიტერი და მოტკეცილი ჯინსები გეცმევა.
-პაემნებიზე არასდროს "ვიპრანჭები".იმიტომ რომ კომფორტულად ვგრძნობ მათთან თავს,თუ საკმარისად არ მაინტერესებენ? ვერასდროს გაიგებ.
-როგორი იდუმალი ხარ.
-არც კი მაქვს ქალური ტანსაცმელები.
-შენ რა,ჩემი კარადა არ გინახავს?-ვენდიმ თავისი კარადა ისე დემონსტრაციუალდ გამოაღო,რომ მუსიკა არ იყო ჩართული,მაგრამ ქეითმა მაინც გაიგო.-მე მაქვს კაბები "სექსუალური"პაემნებისთვის,წვეულებებისთვის,კომფორტული პაემნებისთვის და "როცა მოწყენილი ხარ,მაგრამ ბიჭმა პაემანზე დაგპატიჟა და მშიერი ხარ,ასე რომ უბრალოდ საჭმელად მიდიხარ" პაემნებისთვის.ანუ ამაზე რაც გაცვია იმითი მიდიხარ,ეგენი შენც გაქვს.
-და ეს როგორი პაემანია,"ჰეი,მე და ჩემმა დამ დაგსტალკეთ და გთხოვ,ცოლად მომიყვანე?"
-შენ გჭირდება "იდუმალი პრინცესა წვეულებაზე" კაბა.
-ანუ კონკიას კაბა.
-არა,"მომავალი მისის ჯეი სტივენსი"-ს კაბა.
-არა,არ მინდა კაბა,ჩემი თავი ვიქნები და თუ არ მოვეწონები,მისი პრობლემაა.
-აი ეს მესმის! შენ ისევ შენ ხარ და არა,გამომართვი ეს მწვანე კაბა,ლამაზია,ცოტათი ვულგარული და საყვარელი ერთდროულად.მას ძალიან მოეწონება,

ბარი ხალხით იყო სავსე,დასაჯდომი ადგილი არსად იყო,მაგრამ როგორც საპატიო სტუმრებს,კრისმა ორივეს უშოვა მაგიდა და სასმელებიც შეუკვეთა,

-გამომართვი ეს ბეჭედი,თუ შეამჩნევს,კარგი მიზეზი იქნება საუბრის დასაწყებად.-თქვა ვენდი და ქეითს ელვის გამოსახულებიანი ბეჭედი მიაწოდა.
-და რატო უნდა შეამჩნიოს?
-ბრმა ხარ? შეხედე ბარის ლოგოს,ელვაა.
-ა,კაი.
-მოიცა,მგონი შეგვამჩნია.მე წავალ,მეგობარს ვნახავ და შენ დაელაპარაკე მანამდე,კაი? არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად იქნება.
-მოიცა,არ დამტოვო,ჯერ მზად არ ვარ.
-მზად არ ხარ,რომ ბიჭს დაელაპარაკო და მარტო ცხოვრებას აპირებ?

დები მაგიდასთან დაჯდნენ და სიგარეტს მოუკიდეს.
-მარტო გადასვლას მართლა აპირებ?-ჰკითხა ვენდიმ.
-არა...ეს ვინ არის?-ქეითს თვალები გაუფართოვდა და არც შეუმჩნევია,რომ სიგარეტი უკუღმა ედო პირში და ისე უკიდებდა.
-ვინ?-ვენდიმ გაიხედა და ბარმენი დაინახა,რომელიც კოქტეილებს ეთმანეთში ურევდა.-აჰ,ეგ დენია,კრისის საუკეთესო მეგობარი.
-ვაუ,ძალიან საყვარელია.
-არის რა.-თქვა ვენდიმ და შეიჭმუხნა,როცა დაინახა ქეითმა როგორ იკბინა ტუჩზე.-წავალ მე და მივესალმები,შენ კი შენს მომავალ ქმარს დაელაპარაკე.
-ეგ არის ჩემი მომავალი ქმარი.
-რა? მეხუმრები,ხო?
-არა,რატო.
-აქ იმ ბიჭისთვის მოხვედი,რომელიც მოგწონს,და ეხლა მეუბნები რომ სხვა ბიჭი მოგწონს?
-კი არ მომწონს,მიყვარს.დავეციო,რო ამბობენ ხო იცი,აი ეგ დამემართა.
-ეხლა მართლა დაეცემი რო ჩაგარტყამ.
-გულს ვერ უბრძანებ.
-თუ შენს ვაგინას გულისხმობ.
-მართლა შეყვარებული ვარ.
-და ჯერ მთვრალი არ ხარ.
-არა.
-და ისევ ქეთრინ ჯეინ ბლექვუდი ხარ.
-კი.
-რომელიც მეგონა,რომ უკანასკნელი იქნებოდა დედამიწაზე,ვისაც ვინმე შეუყვარდებოდა.
-კი.
-და მეუბნები,რომ ჯეი აღარ გაინტერესებს,იმიტომ რომ დენი შეგიყვარდა?
-დიახ.
-მაშინ მიდი.და პრეზერვატივები არ დაგავიწყდეს.
-არა,არამგონია მოვეწონო.
-რა?-გაეცინა ვენდის,-სარკეში ჩაგიხედავს?
-არ აქვს მნიშვნელობა,რამდენად ლამაზი ვარ,შეხედე მას,როგორი დიდებულია.შეხედე მის ხელებს,და ლოყაზე ნაჩხვლეტებს...ვაუ,მისი ნახე!
-ყინულიანი წყალი დალიე,ქეით,და შენს რელიგიას თავზე ნუ მომახვევ.
-და მუცელზე პრესი ნახე? იმიტომ კი არ აქვს,რომ გოგოები დაკეროს,უბრალოდ ბუნებრივად აქვს,ბუნებრივად ლამაზია.
-მისი პრესი როდისღა ნახე?-გაუკვირდა ვენდის.
-სასმელი რომ ჩამოიღო ზედა თაროდან.მოვკვდები,თუ ცოლად არ გავყვები.
-ეგ არის,რომ გითხარი შენზე თქვა საყვარელია-თქო.
-ვაიმე,მართლა? ვაიმე!!! მოიცა,ეგ ისაა,ფოტო რომ მაჩვენე? მთელ იეს დრო მეგობრებში მყავდა და unfollow გავუკეთე იმიტომ,რომ ძალიან "tumblr"ია მეთქი?
-კი.გინდა რომ გაგაცნო?
-არაააა!!! კაი,მინდა.
-კაი,აქ მოიცადე.

ვენდი ბართან მივიდა და დენს გაუღიმა,რომელიც ნაჭრით ბარის ზედაპირს წმინდავდა.-ჰაი.
-ჰაი.-გაურიმა დენმაც.
"მართლა საყვარელი ღიმილი აქვს" გაიფიქრა ვენდიმ და უთხრა-ჩემი და ფიქრობს,რომ საყვარელი ხარ.
-მართლა?-გაეღიმა დენს და ქეითს გახედა,რომელიც საწრუპავით უხერხულად წრუპავდა წვენს ჭიქიდან.-თვითონაც საყვარელია.
-კარგი.-გაუხარდა ვენდის და ქეითს ხელი დაუქნია,ანიშნა მოდიო.

ქეითმა დენი დაინახა,რომელიც მას უყურებდა და იღიმოდა,და წარმოიდგინა როგორი სულელური იქნებოდა მასთან რომ მისულიყო,და უკანა კარიდან გაიქცა.
თითქოს ეს ნაკლებად სულელური იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent