აისჰევენი/თავი XI - წარსულის გაელვება
ვენდი სასტუმრო ოთახში,დივანზე იჯდა და ლეპტოპში რაღაცას ათვალიერებდა,როცა ქეითი,უილოუ და რობი შემოვიდნენ ოთახსი და მის გვერდით დაჯდნენ. -ვარდისფერი ჯემპრი რატომ გაცვია?-ჰკითხა ქეითმა. -არა,ჩემი ჯემპრი რატომ გაცვია?-შეუსწორა უილოუმ. -უკეთესი კითხვა მაქვს,-თქვა რობმა,-ბაღის ბავშვივით რატომ გაცვია? -პედოფილებზე ვნადირობ. -ჯობს შენი ყოფილებიდან დაიწყო. -და ბოიფრენდიდან.-დაამატა ქეითმა. -კრისი ოცდაშვიდი წლისაა.-თქვა ვენდიმ. -ჰმ...-ცალი წარბი აწია რობმა. -ას...ოცდაშვიდი. -ვიცოდი!-გაეცინა ქეითს,-შანსი არაა,რომ ეგეთი ახალგაზრდა მოგწონებოდა ვინმე. -კენი ჩემ ტოლი იყო,როცა ერთმანეთს ვხვდებოდით. -მოიცა,რა?-დაიბნა უილოუ. -ჰო,ფეისბუქზე ყალბი პროფილი შევქმენი,სადაც წერია,რომ 13 წლის ვარ,რომ პედოფილები მოვიზიდო,შეხვედრაზე დავითანხმო და,ხომ იცი... -რა? -მათ მოკვლას ვაპირებ. -საშინელი იდეაა. -არადა ძალიან კარგი იდეაა.-თქვა ქეითმა. -არა,არ არის კარგი იდეა,ხალხის ასე უბრალოდ მოკვლა არ შეიძლება,ვენდი,კანონზე მაღლა არ დგახარ!-თქვა უილოუმ. -კანონზე მაღლა? ერთ სოფელში არის კაცი,რომელმაც ბავშვები გააუპატიურა,რამდენიმე ბავშვი,4-5 წლისები,და პოლიციამ არ დააპატიმრა,და იცი რატომ? იმიტომ,რომ ეგ კაცი კრიმინალურ სამყაროს იცნობს,ნარკოდილერებს,ქურდებს,და ა.შ.,და პოლიციას ინფორმაციისთვის სჭირდება,ამიტომაც გაუშვეს და სანამ ის თავისუფალია,ბავშვები უსაფრთხოდ არ არიან.და მეუბნები რომ ისინი არიან კანონი და მე არა? არ მაინტერესებს ნარკოდილერები და ბანკის მძარვველები,ბავშვების უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია,არ ფიქრობ? პლიუს,მამა არსად წავა,რადგან საჭმელი ექნება. -ჯერ ერთი,მამა ამის ნებას არასდროს დაგრთავს,და მეორეც ერთი,შენი მეშინია.იმიტომ არა,რომ ხალხის მოკვლა გიყვარს... -საჭირო ხალხის.-შეუსწორა ვენდიმ. -რა მნიშვნელობა აქვს.შენი მეშინია,რადგან მაიძულებ ვიფიქრო,რომ ხალხის მოკვლა ჩვეულებრივი ამბავია. -საჭირო ხალხის მოკვლა.-ისევ შეუსწორა ვენდიმ. -არ გაქვს უფლება,რომ ვინმე მოკლა,მაგრამ მაჯერებ,რომ გაქვს.შენსავით ფიქრს ვიწყებ. -ხოდა უფრო მეტი დრო უნდა გაატარო ხოლმე შენს უფროს,ჭკვიან დასთან.-გაიღიმა ვენდიმ. -მე პირიქით ვფიქრობ.წარმატებები პედოფილების დაჭერაში.-უთხრა უილოუმ და ოთახიდან გავიდა. -აჰ,ძალიან სუსტია.-თქვა ქეითმა და ვენდის ჰკითხა-როგორ აპირებ მათ მოკვლას? -გეგმა მაქვს.შენი დახმარება დამჭირდება.-უთხრა რობს,-საბრძოლო ხელოვნებას კარგად ფლობ,ძლეირი ხარ და იცი რაც უნდა ქნა. -შენ გინდა,რომ მე... -არა,მხოლოდ მაშინ თუ რამე კარგად ვერ წავიდა,ხო აზრზე ხარ,მე უბრალოდ თინეიჯერი გოგო ვარ,არ ვარ დარწმუნებული ერთ კაცს თუ მოვერევი. -ჩემზე რას იტყვი?-ჰკითხა ქეითმა,-მე მოგეხმარები,თან წამიყვანე. -არამგონია "ორი გოგო ერთი კაცის წინააღმდეგ" კარგი იდეა იყოს. -უფრო "ორი ელფი ერთი ადამიანის წინააღმდეგ". -"ერთი მამრობითი სქესის ელფი ერთი ადამიანის წინააღმდეგ" უფრო კარგად ჟღერს.-თქვა რობმა. -ანუ დამეხმარები?-გაუხარდა ვენდის. -მეკითხები დავეხმარები თუ არა ჩემ დას,რომ ინტერნეტში ვიღაც გარყვნილ ტიპებს მიწეროს,შეხვედრაზე დაითანხმოს,იქ შეხვდეს სადაც ნაკლები ხალხია,სანამ ისინი ფიქრობენ რომ მასთან სექსი ექნებათ? რა თქმა უნდა დაგეხმარები,კარგად გავერთობით. -ე,ვიღაცამ მომწერა. ჯორჯ ბეითსი 42 წლის დაოჯახებული კაცი იყო,ორი შვილით,ამერიკიდან. იგი ბიზნეს შეხვედრაზე იყო აისჰევენში,როცა ინტერნეტში ახალგაზრდა გოგონა დაინახა-მუქი თმა,მომწვანო თვალები,პატარა ჭორფლები ცხვირზე,უმანკო ღიმილი.გოგონა 14 წელზე მეტის არ ჩანდა. ჯორჯი აღაგზნო მისმა ტუჩებმა,და განზე გაზიდულმა თვალებმა და გადაწყვიტა რომ მისთვის მიეწერა. -"გმარჯობა პატარა,საყავრელო გოგოვ"? ეს კაცი მართლა პედოა.-თქვა ვენდიმ და წერილზე უპასუხა. ჯორჯმა მართლა დაიჯერა,რომ ვენდი 13 წლის იყო და შეხვედრა მოინდომა,სადმე წყნარ კაფეში,ზედმეტი თვალისგან მოშორებით. შეხვედრის დრო საბოლოოდ დადგა. ვენდიმ უილოუს სხვა ჯემპრი ჩაიცვა,რომ უფრო პატარას დამგვანებულიყო და კაფეში წავიდა. რობი უკან გაჰყვა,ცოტაოდენი მანძილის მოშორებით.მოსასმენი აპარატებიც ქონდა და შეეძლო ვენდის ტელეფონის კვალს გაჰყოლოდა,იმ შემთხვევაში თუ მისი თვალიდან მიეფარებოდა. ვენდიმ კაფის კარი შეაღო და დაბალი,40იოდე წლის კაცი დაინახა-შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ჯორჯ ბეიტსი.არც შემცდარა. იგი უსიამოვნო შესახედაობის იყო,თავაზიანი თვალები,მაგრამ გველური ღიმილი ჰქონდა. -ემილი?-ჯორჯმა გაიღიმა,როცა ვენდი დაინახა. -დიახ.-ვენდიმაც გაუღიმა და მაგიდას მიუჯდა. -ლაივში უფრო დიდს გავხარ.ნამდვილად ცამეტის ხარ,ხო? -რატომ მოვიტყუებოდი? შემეძლო მომეტყუებინე,რომ 18ის ვარ,მაგრამ ასე არ მოვიქეცი. -რატომ? -არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა ტყუილით დამეწყო.ჩემს ასაკთან არ გაქვს ხო პრობლემა? -არა.და შენ? -ყოველთვის მომწონდა ჩემზე უფროსი კაცები.როგორც ჩანს "Daddy issues" მაქვს.ვხუმრობ.-ვენდიმ გაიცინა და საწრუპი ჯოხით წვენი მოწრუპა,რომელიც მიმტანმა იმ წამს დადგა მაგიდაზე. -ჰაჰ.-ჯორჯმა უხერხულად გაიღიმა და მიმტანს გადახედა,რომელიც მაგიდას წმენდდა. -ჩვენ რა ვქნათ?-ჰკითხა ვენდიმ,როცა მიმტანი წავიდა. -რა გინდა რომ ვქნათ? -სადმე წყნარ ადგილას რომ წავიდეთ? მაგალითად ჩემთან. -არა,უკეთესია ჩემთან წავიდეთ. -კარგი.-ვენდიმ გულუბრყვილოდ გაიღიმა და წვენი ბოლომდე დალია. ქუჩაში გავიდნენ. -კარგი მანქანაა.-აღნიშნა ვენდიმ და მანქანაში ჩაჯდა. ვენდის ცოტაღა უკლდა,რომ გული არეოდა.პედოფილებზე ნადირობა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა,როგორც ეგონა. რაღაც ძალიან უსიამოვნო იყო ჯორჯის შესახებ,იმის გარდა,რომ პედოფილი იყო. მზერა,რომლითაც ვენდის უყურებდა თავისი აწყლიანებული,მშიერი თვალებით,ვენდის ცუდად ხდიდა. -შეიძლება მუსიკა ჩავრთო?-ჰკითხა ვენდიმ და პასუხს არ დაელოდა,ისე ჩართო რადიო. -მუსიკა მოგწონს?-ჰკითხა ჯორჯმა. -სუნთქვა მოგწონს?-კითხვა დაუბრუნა ვენდიმ. რადიოში ბონ ჯოვი გაისმა.ვენდიმ თვალები დახუჭა და საზურგეზე გადაწვა.დეჟავუს ძლიერი შეგრძნება ჰქონდა და როცა თვალები გაახილა,თქვა-გააჩერე! ჯორჯმა ჯერ გაკვირვებით შეხედა,მაგრამ როცა ვენდიმ გაუმეორა რომ მანქანა გაეჩერებინა,შეჩერდა-ამის გაკეთება აქ გინდა? ბუნებაში?-ჰკითხა. ვენდი მას არ უსმენდა,მანქანიდან გადმოვიდა და გზას უკან ნელა გაუყვა. -ჰეი,სად მიდიხარ?-ჯორჯი უკან გაჰყვა მას,მაგრამ ვენდის მისი ხმა აღარ ესმოდა. იგი შუა გზაზე შეჩერდა და გარშემო მიმოიხედა. ამ ადგილას ნახა პოლი უკანასკნელად...სადაც ავარია მოხდა... ჯორჯი ნელა შეეხო ვენდის ხელს და მეორე ხელი წელზე შემოხვია და როცა ვენდიმ ყურადღება არ მიაქცია,ძლიერად მიიზიდა თავისკენ და კოცნა დაუპირა,მაგრამ ვენდიმ იკივლა-მომშორდი! ამან ჯორჯს ვენდი უფრო მოანდომა,მაგრამ ვენდიმ ხელი ისე ძლიერად ჰკრა,რომ ჯორჯი კინაღამ კლდიდან გადავარდა. -ანუ უხეშად მოგწონს,არა?-თქვა გაბრაზებით და ვენდი ისევ მიიზიდა თავისკენ,მაგრამ მან ქურთუკის ჯიბიდან სარკის პატარა,ბასრი ნატეხი ამოიღო,რომელსაც მუდამ თან ატარებდა,და ჯორჯს თვალში ჩაარჭო. ჯორჯმა დაიყვირა,მაგრამ არ წაქცეულა. სარკემ ვენდის ხელი დაუსერა,მაგრამ ტკივილისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ჯორჯი ისევ დაჭრა მკერდის არეში. ჯორჯი წაიქცა და ყვირილი შეწყვიტა. ვენდიმ სარკე ძირს დააგდო და ხელებს დახედა,რომელიც მთლიანად სისხლში ქონდა მოთხვრილი,როგორც იმ ღამეს... მას წარსულიდან ხმები მოესმა,შემდეგ კი პოლი დაინახა,ბევრი სისხლი,მაქცია და ალექსანდერი. ტელეფონის ზარის ხმამ შეწყვიტა წარსულის მოგონებები. -კარგად ხარ? ყვირილი გავიგე.-რობს შეწუხებული ხმა ჰქონდა. -მე კარგად ვარ,მაგრამ იჩქარე,ის შუა გზაზე გდია და შეიძლება ვინმემ გამოიაროს. -ის... -მკვდარია? კი. -ვა,უკვე? -იჩქარე!!!-გაუმეორა ვენდიმ და ტელეფონი გათიშა. რობმა საბოლოოდ მიაღწია იმ ადგილს,სადაც ვენდი გზის პირას,ხის მორზე იჯდა და თავის სისხლიან ხელებს დასჩერებოდა. ჯორჯი შუა გზაზე ეგდო.ვენდის არ უცდია რომ გზიდან გადაეთრია და დაემალა. გზა ასევე სისხლით იყო მოსვრილი,რობს საწმენდი მოწყობილობები ჰქონდა მანქანაში,მაგრამ ეს მოიცდიდა.მას ახლა ვენდი უფრო აღელვებდა. მას ცრემლები წვიმასავით ჩამოსდიოდა სახეზე. -ეს პირველი და უკანასკნელი პედოფილია,რომელიც მოკალი.-უთხრა რობმა დას. -ასე მის გამო არ ვარ...ეს ის ადგილია...სადაც ავარია მოხდა. -ოუ...სადაც შენ და... -ხო... -დამეხმარე რომ გვამი მანქანის საბარგულში ჩავდოთ. -კარგი.-ვენდიმ ცრემლები მოიწმინდა,მაგრამ ისინი შეუჩერებლად ჩამოსდიოდა ლოყებზე. რობმა ჯორჯის მანქანა ახლოს მოაყენა. როცა მათ გვამი მანქანისკენ მიქონდათ,რობი შეჩერდა-ჯანდაბა! -რა მოხდა?-ჰკითხა ვენდიმ და გზას გახედა.ვიღაც ქალი მათკენ მოდიოდა,მაგრამ შეჩერდა როცა სისხლი და ორი ბავში გვამით ხელში დაინახა. -დაგვეხმარეთ!-იყვირა ვენდიმ. -დაგვეხმარეთ! ვიღაცამ მამაჩვენი მოკლა და ჩვენ მოკვლასაც აპირებს!-რობი ქალისკენ გაიქცა. -რა?-ქალს შეეშინდა და ტელეფონი აიღო,მაგრამ რობმა ხელი ჰკრა,სანამ ვინმესთან დარეკვას მოასწრებდა და კლდიდან გადააგო. -როობ!-დაუყვირა ვენდიმ. -რა,მის გარეშეც საკმარისი პრობლემები გვაქვს. -რომ გადარჩეს? -მაშინ ყოჩაღ მას და იმსახურებს რომ იცოცხლოს. -კაი.იცი,იმ ღამიდან რაღაც გამახსენდა,მაგრამ დარწმუნებული არ ვარ,მართლა მოხდა თუ უბრალოდ სიზმარი იყო. -რა? -იმ ღამეს,როცა მე და პოლი მის და-ძმებთან შესახვედრად მივდიოდით,ყმუილი გავიგე. -შეიძლება მუსიკა ჩავრთო?-იკითხა ვენდიმ. -რა თქმა უნდა.-გაიღიმა პოლმა და რადიო ჩართო. "I'll be there for you,these five words I swear to you,when you breathe I wanna be the air for you,I'll be there for you" მღეროდა ბონ ჯოვი. -მიყვარს ეს სიმღერა-გაუხარდა ვენდის და ხმას აუწია. -მეც.-გაიღიმა პოლმა. მისი ღიმილი იმდენად სუნთქვისშემკვრელად ლამაზი იყო,რომ ვენდი ისე მოიხიბლა,რომ თვალს ვეღარ აშორებდა. -რა იყო?-ჰკითხა პოლმა,როცა შეამჩნია,რომ ვენდი მას მიშტერებოდა. -არაფერი,ძალიან ლამაზი ხარ.-გაწითლდა ვენდი. -ლამაზი ვარ?-გაეცინა პოლს და ვენდის შეხედა-შენ უფრო ლამაზი ხარ თუ კაია. ვენდის გაეღიმა და რაღაცის კითხვას აპირებდა,მაგრამ გადაიფიქრა. -რისი თქმა გინდოდა,მითხარი.-შენიშნა პოლმა. -მართლა ფიქრობ,რომ შენ და-ძმებს მოვეწონები? -რა თქმა უნდა! არ არსებობს ისეთი ვინმე,ვისაც არ მოეწონები. -ხო,როგორ არა.-ისევ გაწითლდა ვენდი. -მართლა. -რა ქვიათ შემახსენე? -აულატარი,მონტაგორი და ემილია.ძალიან მოგეწონება,აი ნახავ. -რატომ ქვიათ მათ ელფური სახელები და შენ პოლი? -მეც მაქვს ელფური სახელი,-გაიღიმა მან,-მაგრამ უბრალოდ პოლი მირჩევნია. ვენდი აპირებდა ეკითხა რა იყო მისი ელფური სახელი,მაგრამ როცა მისი ღიმილი დაინახა,ყველაფერი გადაავიწყდა და აპირებდა ეთქვა,თუ როგორ ძალიან უყვარდა იგი,მაგრამ არ უნდოდა რომ "სიყვარულზე დახამებული" გამოჩენილიყო,ამიტომ აღარაფერი თქვა.სწორედ ამ დროს გაისმა ყმუილი და რაღაცა თუ ვიღაც ძალიან მძიმე დახტა მანქანის სახურავზე,ისე რომ კინაღამ ჩამოანგრია. -რა ჯანდაბაა ეს?-იყვირა პოლმა. უცებ შუა გზაზე,არსაიდან მაქცია გაჩნდა და პოლმა სცადა რომ მისთვის გზა აეარა,მაგრამ ვერ მოახერხა და გზის პირას ხეს შეასკდა. როცა ვენდიმ თვალები გაახილა,პირველი რაც დაინახა საკუთარ სისხლი მოთხვრილი ხელები იყო და შემდეგ საშინელი ტკივილი იგრძნო მუცელში-დიდ ხის ტოტს გაევლო მისი სხეული და სისხლისგან იცლებოდა. -ჰეი,მისმინე!-თქვა პოლმა.მას შუბლი ჰქონდა გატეხილი და სისხლი სდიოდა.-მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება ახლა,ყოველთვის მეყვარები და ყოველთვის შენთან ვიქნები,აი აქ.-მან ხელი ვენდის მკერდზე დაადო. -მიყვარხარ.-ატირდა ვენდი. -მეც მიყვარხარ.-პოლმა მას შუბლზე აკოცა. "მარტო არ დამტოვო" უნდოდა ეთქვა ვენდის,მაგრამ სანამ მოასწრებდა,ვიღაც ძლიერი პოლს სწვდა და მანქანიდან გადაათრია. -არა!-ვენდიმ იკივლა და სცადა,რომ თავი გაენთავისუფლებინა,მაგრამ ჭრილობა უფრო ეტკინა,როცა ტოტის გამოღება სცადა. ყმუილი ისევ გაისმა და ვენდიმ მანქანის შუქზე 5იოდე მაქცია დაინახა,რომლებიც პოლს ესხმოდნენ თავს. სისხლი ძარღვებში გაეყინა.ვერც ხმის ამოღება შეძლო,ვერც ტირილი,მისმა გულმაც შეწყვიტა ფეთქვა. ყმული ისევ გაისმა და ყველა მაქცია ტყეში შევარდა,ერთის გარდა-რომელიც ყმუოდა. მან ვენდის გამოხედა და მისკენ ნელა წამოვიდა. ვენდიმ ისევ ვერაფერი იგრძნო,ვერც შიში,ვერც სევდა,ვერაფერი... მაქცია ადამიანად გადაიქცა და ვენდი გაოცდა,რომ დაინახა,თუ ვინ იყო მაქციის ტყავის ქვეშ-ალექსანდერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.