დაშანტაჟებული მკვლელი 5
აეროპორტამდე გზა საშინლად გაიწელა, რადგან : 1. მარკუსი თვალს აპარებს. 2. მარკუსი მიყურებს. 3. მარკუსი მაშტერდება. არ ვიცი რა სჭირს, მაგრამ აშკარაა, რომ ძალიან შემაწუხა. ვცდილობ, რომ არ შევიმჩნიო მისი მოულოდნელი საქციელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სახეზე მეტყობა ე.ი წითელი ვარ. მანქანა ჯერ გაჩერებული არ ჰყავდა, რომ უკვე კარებს ვაღებდი. ცივმა ნიავმა სხეულის ტემპერატურა დამირეგულირა და საგრძნობლად დავწყნარდი. - რა იყო, სად გეჩქარება? - მეკითხება მარკუსი. არა, ამ ბიჭს აშკარად პიროვნების გაორება სჭირს. აეროპორტისკენ გავემართე. არ ვაპირებ სიცივეში ყურყუტს და მარკუსის პრეტენზიების მოსმენას. უკნიდან სწრაფი ნაბიჯების ხმა მესმის. - ლილი, დავიჯერო, მაიგნორებ? - მეკითხება ის და ტემპს ანელებს, - ასევე, მომეცი შენი პისტოლეტი. ასეთი დაქოქილი მარკუსი ჯერ არ მინახავს. ენას არ აჩერებს. იქნებ რადიო გადაყლაპა? ეს სავსებით შესაძლებელია, თუ რადიოს ზომა მინიმალურია. მე ხმის ამოუღებლად ვაწვდი მინი-იარაღს, მარკუსი კვლავ მანქანასთან მიდის და შიგნით დებს. ორ მეტრ დისტანციას ვინარჩუნებ. შესასვლელი ავტომატური კარები იღება და უნდა შევიდე, მაგრამ არ მაცდიან. ერთი ძლიერი გაქაჩვით, სრულიად საპირისპირო ადგილას ვჩნდები და ძარღვებ-დაჭიმულ მარკუსს შევყურებ. - იქნებ ამიხსნა, თუ რა დავაშავე? - კბილებში ცრის და იტალიური აქცენტი ბევრად უფრო შესამჩნევი ხდება. - სრულიად არაფერი, - ვეუბნები მე და უემოციოდ ვუყურებ. როგორც ჩანს ჩვენი ემოციური კავშირი დასუსტდა, რადგან მისი ხელი ჩემ ლოყას 1 თვეა არ შეხებია. აქამდე დებილიც მიხვდებოდა, რომ უბრალოდ ლაპარაკი არ მსურს. მარკუსი ხელს მიშვებს, თმას ისწორებს და აეროპორტში შედის. მეც ძუნძულით მივყვები. როდესაც გავაანალიზე, რომ იტალიელ ბოღმასთან ერთად მიწევდა მემგზავრა ოთხი საათი ლას ვეგასამდე, სახიდან ფერი წამივიდა. მთელი გზა ძილი მომიწევს, არადა საკონტროლოსთვის მინდოდა მომზადება. ამჯერად ბიზნესკლასში ვისხედით, რაც მეტ-ნაკლებად სასიხარულო აღმოჩნდა. სავარძელზე ადამიანურად შევძლებდი ძილს. ჩემს ადგილას კარგად მოვკალათდი, მარკუსს ზურგი ვაქციე და თვალები დავხუჭე. საერთოდ ადვილად ვიძინებ, მაგრამ შევცდი. შეუხედავად ვხვდები, რომ მარკუსი ჩემს ზურგში მისი მზერით ხვრელებს ქმნის. ვეცადე, რომ არ შემემჩნია და ისეთი არაბუნებრივი პოზა მივიღე, რომ თავადაც გამიკვირდა. ნაწილობრივ ვწევარ, ფეხი ფეხზე მაქვს გადადებული, ერთი ხელით მობილურს ვებღაუჯები, მეორე კი სავალალოდ ახლოსაა მარკუსის ყელთან. ღმერთო ჩემო, საიდან ამდენი ნიჭი?! - ლილი, ვიცი რომ არ გძინავს, - მეუბნება ის, - პოზა მაინც შეიცვალე, ყველა ჩვენ გვიყურებს. სახე მიხურდება და ვსწორდები. ცეკვის ნიჭი არასდროს მქონია. - და მერე ვინ თქვა, რომ მძინვას? - სერიოზულად ვეკითხები მე, - ძილის წინ გახურება და გაწელვა ჩემი ცხოვრების ნაწილია. არც ტყუილებით გამოვირჩევი. მარკუსი ოდანვ იღიმის, მაგრამ მალევე ასწორებს ტუჩებს. აჰა, მე შენ მაინც შეგამჩნიე! - არ მეგონა, თუ პასუხის ღირსს გამხდიდი, - მეპასუხება მარკუსი და მობილურში იყურება. ვეღარ ვითმენ, მობილურს ვრთავ და გუგლის საძიებო სისტემაში ვწერ : როგორ მოვიგერიოთ ბიპოლარი მაფიოზები? სამწუხაროდ სათანადო პასუხი ვერ აღმოვაჩინე. კვლავ დასაძინებლად მოვემზადე და გამახსენდა : დიანასთან უნდა წარვდგე როგორც ნატაშა ე.ი მჭირდება რუსული სიტყვების ცოდნა! ჩანთიდან წინასწარ გამზადებული რუსულის ლექსიკონი ამოვიღე, რომელიც სასწაულებრივად აღმოჩნდა დედაჩემის პატარა წიგნების მარაგში და მნიშვნელოვანი სიტყვების შესწავლა დავიწყე. ერთი საათის შემდეგ ჩამეძინა. თვითმფრინავი უკვე ჯდებოდა, როდესაც გამომეღვიძა და გადავწყვიტე, რომ მარკუსისთვის ჩემი გეგმა გამეცნო. - პრასტი(ბოდიში), მარკუს, - ვეუბნები მე, - ო, ბოჟე მოი(ო, ღმერთო ჩემო), შეიძლება, რომ დიანას რუსად წარვუდგინო თავი? ის გაოგნებული მიყურებს და ღვედს იხსნის, რომ წამოდგეს. მან ჩემი გეგმა უარყო! მე კი ამას არ დავუშვებ, რადგან სრულფასოვნად შევისწავლე ხუთი რუსული სიტყვა. - მარკუს! მე მინდა, რომ ვიყო რუსი! - ვუკივი მანძილიდან და თან ვცდილობ დავეწიო, - პაჟალუისტა (გთხოვ), მარკუს! ის როგორც იქნა ჩერდება და პასუხს მცემს. - ლილი, რაც გინდა ის გიქნია, - გამწარებით მეჩურჩულება, - მთავარია, გეგმა არ ჩაიშალოს. ასევე, ნუ კივი. ეს რომ მითხრა, მიმოვიხედე და მივხდვი, რომ აეროპორტის უმეტესობა მე მიყურებდა. სახეზე ალმური მომეკიდა. - პანიატნა(გასაგებია), - ვპასუხობ და თან რევერანსს ვაკეთებ. გარეთ ისევ შავი მანქანა გველოდა. ჩვენ სწრაფად ჩავსხედით, რადგან დრო აღარ იცდიდა. საათ-ნახევარში ყველაფერი უნდა დამესრულებინა. ქალაქში რომ შევედით, ენა ჩამივარდა. ყველაფერი ანათებდა, ბრწყინავდა და ბრდღვიალებდა. ქუჩაში ხალხი ირეოდა და ყოველი მეორე შენობის წარწერა იუწყებოდა, რომ კაზინო იყო. ჩვენ მაღალი სასტუმროს წინ გავჩერდით. - მანქანაში დარჩი, - მიბრძანა მარკუსმა და თავად გადავიდა. ორ წუთში ისევ მანქნაში იჯდა და პარკს მაწვდიდა. პარკში იდო შავი ატლასის ტანში გამოყვანილი კაბა, რომელიც სავარაუდოდ საჯდომსაც კი ძლივს დამიფარავდა. ასევე, მას მოკლე მკლავები ქონდა. - ბოდიში მაგრამ, მე ამის ჩამცმელი არ ვარ, - ვეუბნები მას და უკან ვაჩეჩებ პარკს. ის იღრინება და ამჯერად უხეშად მტენის ხელში კაბას. - ჩაიცვამ, არ მაინტერესებს შენი კომპლექსები, - გაბრაზებული მეუბნება და მანქანას ტოვებს, რომ გამოცვლის საშუალება მომცეს. მანქანის ვიწრო სივრცეში ძლივს შევძელი ტანსაცმლის გახდა და შემდეგ 5 ზომით პატარა კაბის ჩაცმა. იღლიები ორი დღის წინ გავიპარსე, ხელებს ორ სანტიმეტრზე მაღლა ვერ ავწევ. ფრთხილად გადავედი მანქანიდან, რომ იღლიებში არსებული სიშავე არავის შეემჩნია და კაბის დაბლა დაქაჩვა ვცადე. უშედეგოდ. - აი, ესაც მოიცვი და სახელოში იარაღი დამალე, - მარკუსი ტყავის კურტკას მაწვდის, რაც შვებას მგვრის. ჩემმა მკლავებმა დანიშნულება დაიბრუნეს. შემდეგ იარაღს მაძლევს, რომელიც ჩემი მინი-იარაღი არ არის და მას სახელოში ვიტენი. - მოკლედ, შედიხარ, - მიხსნის მარკუსი, - ეუბნები, რომ მოგგზავნა ნიკოლამ და ის სახლში შეგიშვებს. ნუ შეუშინდები ვიდეო-კამერებს, რადგან არ უყენია. რასაც მოგთხოვს გააკეთებ და სათანადო დროს ესვრი. გასაგებია? შემდეგ დიანას სახლის სართულს და ნომერს მეუბნება. მე თავს ვუქნევ და ბარბაცით შევდივარ სასტუმროში. მეთვრამეტე სართულზე ასვლა წამებას გავდა. როდესაც გამოვედი, უკვე ოფლით ვიყავი დანამული. მშვენიერია, ოხრახუშის მაგვარი სუნით სასწაულად მოიხიბლება დიანა და აუცილებლად ამიყვანს. 167-ე ოთხზე ვაკაკუნებ. - ვინ გნებავთ? - ისმის ხავერდოვანი ხმა. კანკალი დამეწყო. - მ-მე... ნატაშა ვარ, ნიკოლამ გამომგზავნა. მოჟნა? (შეიძლება?) - რუსულს სათანადო დროს ვიყენებ და თითებს ვიჯვარედინებ, იმ იმედით, რომ შემიშვებს. კარი ნელა იღება და მეგებება ქალბატონი დიანა, ფეხშიშველი, წითელ ხალათში. - შემოდი, მალე, - მაჩქარებს ის და მეც ჩქარა შევდივარ. გრანდიოზულ მისაღებში შევყავარ და ვცდილობ, რომ გაკვრივებისგან თვალები არ გადმომცვივდეს. პირველად ვარ ასეთ გრანდიოზულ ბინაში. - შეგიძლია დაიწყო, - მოულოდნელად მახლის დიანა და სავარძელში ეშვება. მე გაოცებული შევყურებ. - შტო? (რა?), - ვეკითხები და პირი ოდნავ ღია მრჩება. ისიც გაოცებული მიყურებს. ალბათ სამუდამოდ ასე დავრჩებოდით, დიანას სიჩუმე რომ არ დაერღვია. - მანახე რა შეგიძლია, - ჟესტებით მპასუხობს ის, მაგრამ ჩემი მზერა რომ არ იცვლება, ამატებს, - იცეკვე. - და, და (დიახ,დიახ), - როგორც იქნა თავს ვუქნევ და კონცენტრაციას ვიკრებ. შემდეგ მახსენდება, რომ მე ყველაზე მოუქნელი ადამიანი ვარ მსოფლიოში და ჩემი ცეკვა მომაკვდავის კრუნჩხვებს გავს. ბოლოს და ბოლოს, ვიწყებ. ხელები მაღლა ავწიე და წელი „შევარხიე“. მორიგეობით გადავდგი წინ და უკან ფეხები. ხელები ისევ ჰაერში მაქვს. წელის რხევას ვუმატებ და ზევით აშვერილ მარჯვენა ხელში მჭიდროდ ვიჭერ იარაღს. სრულ წრეზე დავტრიალდი, ისე რომ არც რხევა არ შემიჩერებია და არც ხელები ჩამომიწევია. თანხლებას მუსიკაც კი არ მიწევს და წარმომიდგენია, თუ რას ფიქრობს დიანა. ის ალბათ აღფრთოვანებულია ჩემი მონაცემებით და ხმას ამიტომ ვერ იღებს. როდესაც კვლავ მას ვუყურებ, მარჯვენა ხელს ნელა ვწევ დაბლა, გულში ვუმიზნებ და ვესვრი. თავიდან ვერც კი მივხვდი, გავარტყი თუ არა. ის ისევ ისე ზის და კვლავ შემომყურებს. წითელი ხალათი არ მაძლევს საშუალებას, რომ დავინახო სისხლი. ბოლოს, როგორც იქნა დიანა მარჯვნინ ვარდება. ის მკვდარია. ცივი და უემოციო. აღარ არის. სწრაფად ვიღებ მობილურს ჯიბიდან და ვურეკავ მარკუსს. - დდ-დავასრულე, - სიტყვებს ძლივს ვაბამ ერთმანეთს, - ა-ამოდით. ნახევარ საათში კვალი გააქრეს. დიანა მოათავსეს აბაზანაში. ჩემი იარაღი გაწმინდეს, რომ თითის ანაბეჭდები გაექროთ და დიანას ჩაუდეს ხელში. ერთი შეხედვით ყველაფერი თვითმკვლელობას გავდა. საგულდაგულოდ დაათვალიერეს ბინა. მაჯის საათის ჩათვლით ყველაფერი ნახეს და როდესაც დაზუსტდა, რომ ვიდეო-კამერა არსად არ იყო, მკვლელობის ადგილი დავტოვეთ. ტანსაცმლის გამოცვლა ისევ მანქანაში მომიწია. შემდეგი რეისი ორი საათით გვიან იყო, ამიტომ მარკუსი და მე დიდ სავაჭრო ცენტრში შევედით, რომელიც ფაქტობრივად ცარიელი იყო. ჩემი სასურველი საჭმელი ავარჩიე და მარკუსმა მიყიდა. მიუხედავად შიმშილის გრძნობისა, პირი ვერაფერს ვერ დავაკარე. სახლში ისე დავბრუნდი, საჭმელს არ მივკარებივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.