შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუმჩნეველი ცრემლი.თავი 4


3-02-2018, 22:22
ავტორი zia-maria
ნანახია 2 930

-თვალები,დიდი და წყლიანი თვალები.გამოხედვა,სათნო და უმწიკვლო. უნდა ვიომო,უნდა ვიბრძოლო რომ ეს თვალები ჩემად ვიგულო.თუ  სიყვარული ბრძოლას საჭიროებს არც ამაზე დავიხევ უკან და ვიბრძოლო კიდეც.ვიბრძოლებ,დარინა ბოლომდე ვიბრძოლებ.შენთან ყოველი შეხვედრა დიდ ქარტეხილებს ჰგავს,ნერვებს გლიჯავს და მაინც,მაიიიიინც ვერაფრით ვიშორებს შენზე ფიქრებს თავიდან.მიდიოდა დიდი სისწრაფით და გზას კი არა,დარინას თვალებს ხედავდა.თვალები ხომ ოდითგანვე ქალის მომხიბვლელობის სიმბოლოდ მიიჩნევდა მამაკაცები,ამიტომ მამაკაცების უმრავლესობას,სწორედ თვალების გამო უყვარდებოდათ.უჩა კი დარინას თვალების ჭრილმა ან ფერმა კი არ დააბნია,დააბნია იმ კაშკაშა წერტილებმა,რაც იქ დაინახა იმ თვალთა სიღრმეში და გააოცა იმ სიკაშკაშეში დანახულმა ცრემლის გუბემ.ისევ ბარში მივიდა,ისევ ერთიანად ერთ ჩასუნთქვაზე გამოცალა ჭიქა ვისკით სავსე,მეორეც დაასხმევინა ბარმენს,მაგრამ იქვე მყოფმა პაატამ შენიშნა მისი ანერვიულებული და არეული სახე და ჭიქა ხელიდან წაგლიჯა,ერთი უყვირა რათა დაბნეულობისაგან ეხსნა და გამოეფხიზლებინა.
-რას გავხარ,რა დღეში გაქვს ნერვები,რა გჭირს.
-სულ ცოტა ხნის წინ, ძალიან დიდი სისულელე ჩავიდინე.
-რაააა?ვინმე მოკალი,მანქანით დაეტაკე?სისხლიანია მანქანა და ნერვიულობ.წამოდი და გავწმინდოთ სანამ ბინდია.შეეშინდა პაატას.
-რა სისულეებს ამბობ ხვდები მაინც?
-აბა რა სისულელეზე მეუბნები,ამიხსენი უფრო გასაგებად.
-დარინასთან ვიყავი და კიდევ ცოტა ხანი რომ გავჩერებულიყავი,ალბად ვეღარ შევიკავებდი თავს.
-ოხ,ოხ,ოხოხოოოხ.მერე,დარწმუნდი რომ ის იყო იმ ღამით შენს გვერდით?
-ჯერ არ ვიცი,მაგრამ ის ვიცი რომ რაც ჩემს კომპანიაში შემოსრიალდა ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქცია.
-გეთანხმები,მის მოსვლამდე წყნარი ცხოვრება გქონდა.ახლა დაისვენე,ხომ გაანთავისუფლე.
-არა,ასე ვერ წავა ჩემგან, სანამ არ გავიგებ რა მოხდა იმ ღამეს ჩემს თავს.
-სიმართლე მითხარი,რისთვის წადი ამ შუაღამეს დარინასთან.გინდოდა სიმართლე გაგეგო,გინდოდა გენახა თუ გინდოდა პასუხი მოგეთხოვა მის საქციელზე.უჩა შენ მოგწონს დარინა და ეს შენ თავად არ გინდა აღიარო.
-რა მომწონს,ისეთი გაბრაზებული ვარ ალბად ჩემი ხელით მოვკლავ და მკვლელი გავხდები.უკანასკნელი ქალი რომ იყოს დედამიწის ზურგზე,მაინც არ შევხედავ.შემეშვი,ნუ მელაპარაკები მასზე და ჩათვალე რომ არ არსებობს ჩემს სიახლოვეს.
-კი როგორ არა,დავიჯერე ამ წუთში შენი ნათქვამი.ჩაუღიღინა პაატამ და გაეცალა,მაგრამ ცალი თვალი მისკენ ჰქონდა.
    ნამტირალები,ჩაწითლებული თვალები,დასიებული თვალის უპეები და გაწითლებული ცხვირით იჯდა დარინა და გულამოგლეჯილი ტიროდა.
-რა გიშველო,ისიც არ ვიცი რატომ ტირიხარ დარინა.გთხოვ დაწყნარდი და თქვი რა მოხდა,ისე გამოვიქეცი თოკო გაოცებული დავტოვე და ყვირილით გამომყვა კარებამდე,სად მიდიხარ ამ შუაღამესო.
-ვერ ვიტააან,ვერ ვიიიტააან და მეზიზღეეეებააააა.
-ვინ,ვისზე ამბობ.ვისზე ხარ ასე გაბრაზებული.
-მექალთანე უჩა თურმანიძეს ვერ გიტან, არ მინდა შენი დანახვაააა.
-აააააა,გასაგებია.მე მაინც ნუ მეტყვი რომ ვერ იტან,რა მოხდა აქ იყო?მომისმინე,ცოტას დაგელოდები და იტირე თუ ვერ მშვიდდები.მიეცი ცრემლებს გარეთ გამოსვლის საშუალება და თავს ბევრად უკეთ იგრძნობ.მართლაც დამშვიდდა დარინა ცოტა ხანში და ლანას ყველაფერი მოუყვა.
-გასაგებია,ახლა ჩაწექი და ცოტა დაისვენე თორემ დილით შენს სახეს შენ თავად ვერ იცნობ.
-არ წავალ კომპანიაში.
-წახვალ და ძალიან კარგადაც წახვალ,არ უნდა აგრძნობინო,რომ მისი შეგეშინდა.ლანაც მის გვერდით დაწვა და რომ ჩაეძინა ფრთხილად დატოვა დარინას ბინა.დილით კი შედარებით მშვიდად იყო დარინა. ადგა,თავი მოიწესრიგა,მაგრამ ვერაფერი ვერ მოუხერხა ტირილისაგან ჩაშავებულ და დასიებულ თვალებს.სათვალე გაიკეთა და კომპანიაში წავიდა.ლევანის ძალიან გაუხარდა  დარინას მისვლა,მაგრამ მის თვალებს რომ შეხედა მიხვდა,მთელი ღამის უძილარი და ნანერვიულები იყო.
-ლევან დაურეკე დარინას რომ მოვიდეს სამსახურში ჩვეულებრივად.უთხრა უჩამ მაგრამ უეცრად იმ თვალებს გადააწყდა,რომლებშიც ჩამქვრალი იყო ის კაშკაშა სხივი რაც წუხელ ღამით დაინახა.ახლოს მივიდა და მკაცრად,ცივი და შეუვალი ხმით უთხრა.
-შენ რა,მთელი ღამე იტირე?დარინა შენ ჩემს გამო იტირე?
-ცრემლი სხვადასხვა მიზეზების გამო ედინება თვალებიდან ბ-ნო უჩა.მწუხარების,იმედგაცრუების  და ძალიან ძლიერი ტკივილის გამოც კი.
-ამჯერად რა იყო შენი ცრემლების მიზეზი დარინა.
-არ ვიცი რა იყო,მაგრამ იმედგაცრიების რომ იყო,ეს დარწმუნებით ვიცი,რადგან სიხარულის და კმაყოფილების ცრემლი ნამდვილად არ ყოფილა.
-ზრდასრული ადამიანის ტირილი არც თუ ისე კარგია,მაგრამ ჩემი აზრით წუხანდელი ცრემლი იმის აღსანიშნავია,რომ რაღაც ძალიან გტკივა და ის რაღაც ასევე ძალიან გტანჯავს.
-სრული სიმართლეა,კარგად გაიგეთ მე რაღაც ან ვიღაც ძალიან მტკივა დღეს.და იცით რა არის ეს რაღაც ან ვიღაც?
-თუ არ გვითხარი ვერ გავიგებთ დარინა.
-ძალიან მტკივა და ვნანობ,რომ რამოდენიმე დღის წინ ხელი შევუშალე ერთ იაფფასიან კახპას თქვენი პირადი წიგნაკიდან დიდი,ძალიან დიდი თანხა გაეტანა.ბ-ნო უჩა პირველად ჩემს ცხოვრებაში ვნანობ ძალიან,რომ იმ ღამით მე იმ ქერას გეგმები ჩავუშალე,მე გადაგარჩინეთ არა მარტო თქვენ,თქვენი კომპანიაც.აი ეს თქვენი ამოწერილი ქვითარია,აი თქვენი წიგნაკიც მე ესენი არცერთი არ მჭირდება.როგორც ხედავთ ძია ლევან იაფფასიანი კახპა არც ისე იაფფასიანი ყოფილა,რადგან კარგად ცოდნია თავის თავის შეფასება.მე კი ათი კიარა,ასი ამდენიც რომ მომცეთ არასოდეს არ დავეცემი იმ დონემდე სექსი მქონდეს და ისიც ფულზე.შენ ვერაფერს ვერ გახდები მე თუ არ მოვინდომე და სურვილი ჩემგანაც არ იქნება უჩა თურმანიძე.გაოცებული იდგა ლევანიც,პაატაც და უჩა გაოცებულიც იყო და მოხიბლულიც დარინას სითამამით და უფრო დააბნია ქვითარზე  დაწერილი ციფრი რომ დაინახა.
-დარინა შვილო ეს,ეს იმ ქერამ დაწერა?
-დიახ, ეს იმ ქერამ დაწერა ძია ლევან.ეს კი ის ვიდეო არის რაც იმ ღამით გადავიღე და შეგიძლია შენს თავს თავად შეხედო რას გავდი იმ ღამით,მე კი კიდევ და კიდევ ვნანობ ჩემს საქციელს.ეს კი ჩემი განცხადება,მივდივარ ამ კომპანიიდან და ხელი მომიწერე.
-დარინა შვილო იქნებ გადაიფიქრო.
-არა ძია ლევან მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქვს.ადამიანი რომელიც ვერ გებულობს მისთვის რა გავაკეთე,ადამიანი რომელიც კარგს და ცუდს ვერ არჩევს ერთმანეთისგან ,მე არ შემიძლია მის სიახლოვეს ვიტრიალო.
-რას იზამ შვილო.ასე უცებ არ არის  იოლი კარგი სამსახურის შოვნა.
-ერთადერთი მაჩო არ არის დედამიწის ზურგზე უჩა თურმანიძე რომელსაც ჰქონია დედამიწა მისი თითის ტკაცუნით ტრიალებს,დარწმუნებული ვარ სხვაც არსებობს ასეთი და დასჭირდება მასაც პირადი მდივანი რომ სატელეფონო ზარებს ვუპასუხო.
-ფიქრობ კარგად იქნები აქედან წასვლის შემდეგ?უთხრა დარინას უჩამ.
-ვაღიარებ გამიჭირდება,მაგრამ მივეჩვევი ცხოვრება ხომ მიჩვევაა.სამაგიეროდ დარწმუნებული ვარ შვებას ვიგრძნობ და ჩემს ავადმყოფურ ტვინს დავასვენებ,ასევე დრო უფრო მეტი მექნება და ჩემს შერყეულ ფსიქიკას მივხედავ.თქვენ არ გჭირდებათ აქ ფსიქიურად შერყეული ადამიანი,კარგად ბრძანდებოდეთ.სათვალე გაიკეთა და მტკიცე ნაბიჯებით დატოვა უფროსის კაბინეტი.კაბინეტიდან გასულმა გოგოებს დაემშვიდობა და თავადაც გულდაწყვეტილმა შეავლო საბოლოოდ თვალი ყველას.ძალიან ცუდად იმოქმედა იმ კედლებიდან წამოსვლამ,მაგრამ აღარ შეეძლო იქ გაჩერება.უჩასაც გაუჭირდა დარინასთან დაშორება,გვიან მიხვდა და გაანალიზა თუ რამხელა რისკზე მიდიოდა დარინა მის გამო.მან ხომ ის რამოდენიმე მილიონი $-ის გაფლანგვისგან იხსნა,მან კი რა გააკეთა,როგორ გადაუხადა მადლობა.თავს არ იმტყუნებს და მაინც ისევ იმ ბარში მიდის.მიდის,მაგრამ ფიქრები გულს უღრღნის
-მაოცებს,მაოცებს და ეს მაგიჟებს სწორედ.
-ვინ,ვინ გაოცებს.
-მაოცებს ამ გოგოს ყველა გადადგმული ნაბიჯი,მაოცებს ის რომ აკეთებს სიკეთეს მაგრამ თავად არ ჩანს პაატა და რატომ?
-ალბად ფიქრობს მის სახელს პიარი არ გაუკეთოს  მედიამ და ტელევიზიამ.
-ახლოს ხარ სიმართლესთან,მაგრამ ვერ გამიგია როგორი ადამიანია.არ უყვარს თავის თავის შექება,თუ ერთი კარი მოიხურა მისთვის,მეორე ღიაა.მას უყვარს,მის გულს ისე ჩუმად უყვარს და წყნარად დამტკიცებაც არ არის საჭირო იმ გრძნობის რომელსაც თავად ყველასგან მალულად ეფერება.დარინამ სწორედ დარინამ ამიხილა თვალი და სიბნელიდან სინათლეში გამომიყვანა,იქ სადაც დღისა და ღამის გასაყარია.პაატა ის ძალიან უბრალოა,ისეთი უბრალო რომ მის შესამჩნევად არ არის საჭირო მისი დიდება.ის ამ უბრალოებითაა განსაკუთრებული.მომწონს ჩუმად რომ არის,მაგრამ  მისი შეუპოვრობაც  მომწონს.
-ვიცი და ვხვდები,ჭკუიდან რომ გადაყავხარ ისიც მოგწონს.
-ჭადრაკის დაფასავითაა,მეთამაშება და გადავწყვიტე მეც ვეთამაშო
-რას აპირებ,წახვალ და ბოდიშს მოუხდი?
-არა,ბოდიშის არ მოვუხდი.
-ძალიან თავში ავარდნილი პიროვნება ხარ უჩა.შენ დააშავე,შენ ის სამსახურიდან ძაღლივით გააგდე და ბოდიშის მოხდაც არ გინდა.მოიცადე არ დაფიქრებულხარ იმ ღამით შესაძლებელია სექსი გქონდათ და მოდი და ერთ დღეს დაინახო გაბერილი მუცლით რას იზამ,ეტყვი ეს ჩემი ბავშვი არ არისო?
-რას მიედ მოედები პაატა.ჯერ ერთი ისეთი მთვრალი ვიყავი შეუძლებელია რამე გამეკეთებინა.მეორე...
-მე გეტყვი მეორეს,მეორე ის არის რომ არ გახსოვს არაფერი.
-მართალი ხარ,არ მახსოვს არაფერი.მოიცადე,მართლა შესაძლებელია,რომ ერთი ღამისგან დარჩეს ორსული?
-რატომ გათეთრდი სახეზე,რატომ დაკარგე ფერი.აბა არაფერი არ მახსოვსო?
-ნუ მეთამაშები პაატა მართლა არაფერი არ მახსოვს.
-ერთ თვეში ვნახავთ შედეგს და გავიგებთ გქონდათ თუ არ გქონდათ სექსი.
-როგორ,ის ჩვენთან აღარ დაბრუნდება.
-დაბრუნდება,შენ თავად დააბრუნებ მას.
-არ დაბრუნდება არც მაშინ,ბოდიშიც რომ მოვუხადო ძალიან ჯიუტია.
-ჯიუტი კიარა ამაყია და ამჯერად მე დარინას ვერ ვამტყუნებ.უთხრა პაატამ და უჩა მარტო დატოვა თავის ამოუხსნელ ფიქრებთან.უჩა კი დიდ განცდებში იყო,ვერა და ვერ ამოხსნა იმ ღამის საიდუმლო.ვერ გაიგო ვინ მიიყვანა უგრძნობლად მთვრალი სახლში,ვინ გახადა და ვინ ჩააწვინა საწოლში.მთელი სამი კვირა უხასიათოდ დადიოდა,კომპანიაში შესვლისას პირველი დარინას ყოფილ კაბინეტში შედიოდა და იქ მისი დატოვებული სურნელით ივსებდა ფილტვებს.ერთ დილით კი ლევანიმ ვეღარ მოითმინა და ქორივით დააცხრა თავზე.
-რას გავხარ,ეს სამი კვირა ადამიანს ვერ გამსგავსებ.
-აბა რად გადავიქეცი ლევან.
-მთელი ეს სამი კვირა ქუჩაში მოსიარულე უსახ-კარო გჯობია.მას არააქვს სახლი და კარი მაგრამ სიცოცხლის ხალისი მაინც აქვს, შენ?მთელი ეს დრო ერთი და იგივე გაცვია,შეგაგდებ აბანოში და ზემოდან დაგაყრი ფხვნილს რომ კარგად გაგრეცხო.
-მასე ვერ გავრეცხავთ,უკეთესია მანქანაში ჩავაჯინოთ და ჩვენ უყუროთ როგორ იბზრიალებს უჩა იქ.
-თქვენ არ ხართ ადამიანები,მოდიხართ აქ იმიტომ რომ თქვენს გულს ახარებთ,სულ მალე მეორედ მოსვლა მოგვიახლოვდება და მერე ეძებეთ ადგილი სად დაიმალოთ გადასარჩენად.თქვა და გარეთ გავარდა.
-აუუუუ,ლევანმა გააფრინა.რას ამბობს,რა მეორედ მოსვლაზე ამბობს.მეცოდება,მართლა ძალიან გადაღლილია ეს საცოდავი.უთხრა უჩამ პაატას და შეხედა ლევანი ისევ დაბრუნდა,უჩამ წარბაწეულმა შეხედა და უთხრა.
-რაო ლევან რამე დაგრჩა კიდევ სათქმელი თუ გაიარა,ჩაგვიარა მეორედ მოსვლამ და მესამე მოსვლა გვიახლოვდება?
-უხეში,ცინიკოსი,არაფლის გამკეთებელი.აეთრიე ამ წუთში ფეხზე,წახვალ დარინასთან ბოდიშის მოუხდი და სამსახურში დააბრუნებ.ეს იმიტომ,რომ შენ დაემსგავსო ადამიანს.მაიმუნს გავხარ უკვე და არა ადამიანს.
-არ წავალ,ბოდიშს არ მოვუხდი.გაჯიუტდა უჩა.
-წახვალ,თუ გინდა ეს კომპანია ძველ კომპანიას დაემსგავსოს და ნორმალურად აღსდგეს აქ მუშაობა.რას მიყურებ ან რას ელოდები, ჩქარა ადექი და წადი.
-წავალ ხო წავალ,მაგრამ ბოდიშს არ მოვუხდი.
-ჰმ,მეც  მოვდივარ შენთან ერთად და მე მოვუხდი ბოდიშს.
-შენ რა გინდა რომ მოდიხარ,მე ვერ მივაგნებ სახლს?
-მოვდივარ რომ რამე სისულელე არ ჩაიდინო.
-ღმერთო შენ მიშველე.უჩა წამოდგა და წელმოწყვეტილი გაყვა ლევანს მაგრამ პაატამ შეაჩერა.
-ცარიელი ხელით არ მიხვიდე,ორსულ ქალს ტკბილი ესიამოვნება.
-რაააა?დარინა ორსულად არის იმ ღამის შემდეგ?გულზე ხელი მიიდო ლევანმა.უჩამ ლევანს შეხედა,შეეშინდა მის ფერდაკარგულ სახეს რომ შეხედა და წყალი მიაწოდა,პაატას კი უყვირა.
-შენ ნორმალური ხარ?
-მართლა ორსულად არის?კითხა უჩას და თან მის სახეს ღიმილმა გადაუარა.
-ლევან რა გემართება,ვვარაუდობთ.მაგრამ,მაინც იყიდოს ტკბილი და მიუტანოს.
-უჩა ჩემი ხელით მოგკლავ გეფიცები,თუ იმ გოგოს რამე დაუშავე და ახლა არ გინდა მაგიტომ მისი ნახვა.
-არა,არა არც მასეთი არა ადამიანი ვარ ლევან.მეც არ ვიცი ჯერ არაფერი და შენ რა გითხრა.თქვა მოწყენილად.
-ისე ჯერ ტელეფონზე დაგვერეკა და მისი პასუხით უფრო შემზადებული მიხვალთ.ლევანმა უჩას გადახედა და ეს იმას  ნიშნავდა რომ თანახმა იყო ტელეფონზე დაერეკა.
-მოვსინჯოთ,იქნებ არაა სახლში და ტყუილად არ წავიდეთ.ან რომ დაურეკავთ,ხვალ გამოვა სამსახურში და აქ იმუშავებს ისევ.ფეხს ითრევდა უჩა.
-შენ რა გგონია,დაურეკავ დარინას და შენს ზარს ელოდება ხვალ დილით შენს მოსვლამდე აქ იქნება მოსული?ასეთი უაზრო რამ დაგბადა.მიდი,მიდი დარეკე შენი უაზრო ქცევებით გული ამატკივე უკვე.მთელი ცხოვრება მამაშენს დავდევდი ამ ქალიდან იმ ქალთან გადაინაცვლებდა,მთელი ღამეები ვეძებდი.იგივე ხარ შენ,სულ მამაშენის გენები გამოგყვა,რატომ არ დაემსგავსე დედაშენს,რატომ.
-მაგიც ჩემი ბრალია მამას რომ ვგავარ და არა დედას?შეუბღვირა ლევანს და ტელეფონთან მივიდა,ხელის კანკალით აკრიფა დარინას ნომერი და დაელოდა თან პაატას უცქერდა.
   დარინამ მთელი სახლი გადმოაბრუნა და ალაგებდა.ფანჯრებს წმინდავდა ტელეფონმა რომ დარეკა ჯიბიდან ამოიღო და ლამის გადავარდა მეხუთე სართულიდან.ჯერ იფიქრა არ ვუპასუხებო,მაგრამ რომ არ შეწყდა ზარი ტელეფონზე უპასუხა.
-გისმენთ.
-თურმანიძე გესაუბრებათ.
-საერთოდ არ მაქვს ხალისი მოგისმინოთ და არც დრო მაქვს ვიღაც თურმანიძეს რომ დავუთმო.
-დარინა საქმეზე გაწუხებ.კბილები გააღრჭიალა უჩამ.
-რა გინდა გავაკეთო,რადგან თქვენი ხმა გავიგონე არ ვაპირებ ცეკვას სიხარულისგან ბ-ნო უჩა.
-ბოდიში  მინდა მოგიხადო.
-მართლა?და რომ აღარ ვიცი რამდენჯერ გაქვს ბოდიში მოხდილი,ეს გახსოვთ?მეც გისმენდი და ყოველთვის ვღებულობდი თქვენგან ნათქვამ ბოდიშს,მაგრამ ახლა არა,არ მჭირდება თქვენი ბოდიში.როცა მე გადავწყვიტე სამსახურიდან წამოსვლა,ლამის ფეხებში ჩამივარდით რომ არ წამოვსულიყავი,მაგრამ ახლა არც დაგაინტერესდათ რატომ გავაკეთე ის ყველაფერი,ისე დაუფიქრებლად გამომაგდეთ ძაღლივით გარეთ.აღარ დამირეკო,აღარ შემაწუხო.
-დარინა ტელეფონით არა,ახლოდან მინდა ბოდიში მოგიხადო.
-არათქო,არ მჭირდება.არც თქვენი ბოდიში მინდა და არც თქვენი ნახვა.ლევანიმ მიხვდა რომ დარინა უარზე იყო და უჩას ტელეფონი გამოართვა.
-დარინა შვილო ახლოს მინდა გნახო.
-გამარჯობა ძია ლევან.რა გითხრათ,თქვენი მოსვლითაც არ შეიძლება შევცვალო ჩემი გადაწყვეტილება.მობრძანდით,გულით მიგიღებთ თქვენ და არა მას.ლევანს ძალიან მშვიდად დაელაპარაკა დარინამ რაზედაც უჩა გაცოფდა.
-ნახე,მოუსმინე რა მშვიდად ესაუბრა ლევანს?ლევანმა შეხედა და უთხრა.
-იცის დარინამ ვის,როგორ უნდა ელაპარაკოს.წავედით,შენ აქ იყავი და ყურადღება მიაქციე აქაურობას.რამდენიმე საათში კარზე ზარი გაისმა საითკენაც დარინა გულის ფრიალით წავიდა და ფართოდ გააღო კარი.კარში კი ლევანი და უჩა იდგა.დარინამ ლევანი თბილად მიიღო და უჩას გაბრაზებულმა შეხედა,მაგრამ მაინც დაუთმო გზა სახლში შემოსულიყო.
-რას მიირთმევთ,ძია ლევან.ყავა,ჩაი,წვენი.
-წვენს დავლევ შვილო.
-თქვენ რა მოგართვათ ბ-ნო უჩა.
-შხამი გექნება სადმე შემონახული,მაგრამ არაა საჭირო ენა ჩადე ყავაში და ის საკმარისია ჩემს მოსაწამლად.
-არ მერიდებოდეს ძია ლევანის ვიცი რაც უნდა დაგალევინო.შეუღრინა უჩას შემდეგ კი სამზარეულოში გავიდა ყავა მოადუღა,ლევანს ანანასის წვენი მიართვა და თავადაც მათ წინ დაჯდა იგივე ანანასის წვენით.
-როგორ ხარ დარინა.შეეკითხა ლევანიმ.
-მადლობა,კარგად ვარ.რამოდენიმე დღეში სამსახურშიც გავალ და უფრო კარგად ვიქნები.
-ჩვენთან ბრუნდები?არ უნდოდა უჩას შეემჩნია სიხარული,მაგრამ ეგოისტურად გაუხარდა მოსმენილი.
-არა,თქვენგან შორს ამიყვანეს ერთ-ერთ კომპანიაში.
-დარინა მე რომ გთხოვო დაბრუნდითქო,არც მე არ მცემ პატივს?
-არ დავფიცავ ძია ლევან და გულახდილად გეტყვით რომ ამ ბოლო დროს ვისწავლე ჩემი თავის დაფასება.არ მინდა ვიფიქრო იმაზე და იმათზე,რა მეტკინა და ვინ მატკინა.სურვილი აღარ მაქვს თავი გავწირო და ჩემი სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგდო იმ ადამიანისათვის ვინც არ იცის გაწეული სიკეთის დაფასება.არ მინდა ვუცქირო ყოველ დღე იმ ადამიანს და ძალით ვუღიმოდე მოვალეობის მოხდის მიზნით,ვისაც ჩემთვის ერთი უბრალო სიტყვა ,,ყოჩაღ''არ ემეტება.მე არ შემიძლია ფარისევლობა,ვერ მოვატყუილებ ადამიანს უსინდისოდ და ფულის გამო ვიყო იაფფასიანი მლიქვნელი.
-მე დამიჯერე,მე გაძლევ სიტყვას ასეთი რამ არ მოხდება.
-ძია ლევან სასტიკად მეჯავრება ჯიბრი.მჯერა,რომ არსებობს სიკეთე და ბოროტება,მაგრამ ხომ უნდა შეძლოს და გაიგოს ზრდასრულმა,განათლებულმა ადამიანმა ის თუ რატომ გავაკეთე ის რაც გავაკეთე.მე არ მიყვარს ღალატი და ორგულობა ვერ ვეწყობი მათ,ამიტომ სხვისგანაც მოვითხოვ ისეთ ერთგულებას,როგორიც ვარ მე თავად მათ მიმართ.რა ვქნა გინდათ გამკიცხეთ,ვერასოდეს ვერ შევეგუები ისეთ ადამიანს ვისაც მეგობარი არ უყვარს და მხოლოდ თავისი თავი ადარდებს.საერთოდ არ მაქვს სურვილი უკვე ყოველთვის მე ვუთმინო მას,ვინც მართლა არ იმსახურებს ჩემგან ყურადღებას.
-რა გითხრა,რაც მითხარი მე მრცხვენია,მაგრამ მაინც გავბედავ და გეტყვი,მინდა დაბრუნდე დარინა.
-არ ვიცი,მართლა არ მაქვს დაბრუნების სურვილი თან ამ დღეებში ექიმთან  ვარ ჩაწერილი და ვერ შევძლებ მოსვლას.
-ექიმთან რატომ მიდიხარ,რა გჭირს.დაიბნა უჩა და ფერიც დაეკარგა.არც ლევანი იყო უკეთეს დღეში.
-არ ვიცი,ეს ბოლო დღეებია თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
-მე წამოგყვები ექიმთან,მარტო არ გაგიშვებ.
-შენ რატომ წამყვები,რა ხარ ჩემი ქმარი,შეყვარებული,ძმა თუ მამა.თვალები დაუბრიალა უჩას.
-არა,მარტო არ წახვალ მეც წამოვალ.გაჯიუტდა უჩა,ლევანი უსმენდა ორივეს და გულში გაიფიქრა  ,,რა საოცრად კარგი წყვილი იქნებით,რომ იცოდეთ რა კარგად უხდებით ერთმანეთს,მაგრამ ეს ხისთავიანი ხვდება ამდენს''?
-მოკლედ,მოაგვარე შენი საქმეები ამ დღეებში და ორშაბათიდან გელოდებით.დარინამ უჩას ნერვიულობის მიზეზს მიხვდა და გადაწყვიტა მის ნერვებზე ეთამაშა.
-ისე ახლა სურვილი მომივიდა რაღაც ვჭამო.
-სურვილი გაქვს რაღაც ჭამო?დიდი ხანია რაც ეს შეგრძნება გაქვს?გაკვირვებულმა შეეკითხა ლევანიმ.
-ერთი კვირაა რაც ზოგიერთი კერძი შემძულდა,ზოგჯერ ისეთი რამ მინდა ვჭამო რომელიც საერთოდ არც მაქვს გასინჯული.ახლავეს დავბრუნდები,დარინა გავიდა და ტელეფონზე დარეკა.საუბრობდა და თან თვალს უჩასკენ აპარებდა და გულში ხალისობდა მასზე.
-ციცო დეიდა საზამთრო გაქვს მაღაზიაში?აააა,არა ვიცი რომ სეზონი დასრულდა საზამთროსი მაგრამ ძალიან მინდოდა.კარგი რას ვიზამთ,საღამოს შემოგივლი.უჩამ გაოცებულმა შეხედა დარინას და უთხრა.
-ამ შუა ზამთარში სად უნდა ნახო საზამთრო.
-არა უშავს,დღეს მინდოდა და ხვალამდე გადამინდება.
-ასე მალ მალე გინდება და ისევ მალე გადაგინდება?ისე ბავშვები გიყვარს?
-ძალიან მიყვარს პატარა ბავშვები,იმედია არ მოსულხარ იმის გამო მთხოვო შვილი გაგიჩინო.ლევანი წვენს სვამდა და უეცრად ხველა აუტყდა.უნდოდა გულით გაეცინა,მაგრამ თავი შეიკავა.უხაროდა უჩას ნერვებზე რომ თამაშობდა დარინა,ეგოისტურად უხაროდა უჩას სახეზე მინაცვლებით სხვადასხვა ფერებს რომ ხედავდა და გულში დარინას აქებდა მისი ტანჯვისთვის.
-არა,მაგას არ გთხოვ,ისე შეგეკითხე.
-მართლა მიყვარს,მაგრამ არასოდეს არ გავაჩენ ბავშვს იმ მამაკაცისგან რომელიც არ მიყვარს და უფრო მეტიც,მეზიზღება.
-აჰა,ესე იგი გეზიზღება კიდეც.თუ ცხოვრებაში ისეთი მამაკაცი დადგა შენს გვერდით და ეს აუცილებელი გახდა,მოულოდნელად დაფეხმძიმდი?
-როგორ,ადამიანი ხორცშესხმული მხოლოდ ერთხელ ჩაისახა წმინდა მარიამის სხეულში და ისიც მესია იყო,იესო.ალბად წაკითხული გაქვს ბიბლია და ეს კარგად იცი ან გადმოცემით მაინც გექნება გაგონილი.ან რა იფიქრე,საინტერესოა ვგავარ ისეთ ადამიანს,ან ისეთი უგრძნობი ვარ ვინმე მომეპაროს ძილში და ვერაფერი ვერ გავიგო?
-შესაძლებელია შენ მიეპარო ვინმეს ძილში და მან ვერ გაიგოს.
-მორჩებით ამ უაზრო ლაპარაკს?უყვირა ლევანიმ უჩას და გააჩუმა,შემდეგ დარინას მიუბრუნდა.-ერთი სიტყვით გელოდებით,შენი ადგილი ისევ შენ გელოდება.წამოდგა ფეხზე და ეს იმის ნიშანი იყო,რომ საუბარი დასრულდა.
-საბოლოო პასუხს ველოდები,ჩემი ვიცი არც ხათრი გაქვს და არც რიდი იმდენჯერ გატკინე და ლევანის მაინც მოგერიდოს.აქამდე მოვიდა,რომ დაგლაპარაკებოდა.დარინამ სიბრაზისგან ანთებული თვალებით შეხედა უჩას და გაბრაზებულმა უთხრა.
-მხოლოდ ძია ლევანის ხათრით,მაგრამ გეფიცები,კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა და პირიქით იქით შევუწყობ ხელს,რომ ნოლზე დაგსვას შენმა ფულზე მონადირე კახპებმა.და კიდევ ერთი მინდა გითხრა.არასოდეს,არასოდეს ჩემს წინაშე ხმას არ აუწევ,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ,ნუ გადამიყვან ჭკუიდან.ლევანიმ მოწონების ნიშნად ჩაიღიმა დარინას თვალი ჩაუკრა და გამართული,მტკიცე ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ.უჩამ გახედა ლევანს და უკვე გარეთ გასულს კარი მიუხურა და დარინას მივარდა მკლავებში ხელი ჩაავლო და სახე ახლოს მიუტანა.
-ორშაბათს 10 საათზე არ იქნები შენს კაბინეტში და აქ მოვალ,არ გავითვალისწინებ როგორ დამხვდები,თუნდაც ღამის სექსუალური  საღამურებით,ზურგზე გადაგიკიდებ და ისე წაგიყვან.
-სად წამიყვან?არა მგონია ისეთ მდგომარეობაში მყოფმა დამინახო და კომპანიაში წამიყვანო ნახევრად შიშველი ყველას დასანახად.არა მგონია ამის ძალა გქონდეს კომპანიამდე გაქაჩო და მოითმინო.
-რას შვრები,უჩა კარი რატომ დაკეტე.გააღე,ახლავეს გააღე კარები მე შენ გეუბნები.ხელებს უბრახუნებდა კარებს ლევანი და ყვიროდა ბოლო ხმაზე.
-ლევანი არ იცდიდეს გარეთ,განახებდი ირონიული საუბარი როგორ უნდა.ხელი უშვა და კარებში გაუჩინარდა,ლევანს გვერდი აუარა და კიბეებზე ფეხით დაეშვა გიჟივით.უკან მიყვა ლევანი და ძირს ჩასული უჩას დაეტაკა.
-რამ გადაგრია,რა უქენი იმ გოგოს.იმედია რამე არ დაგიშავებია.ყვიროდა ლევანი და ხელებს იქნევდა.
-მას არა ლევან ჩემს თავს დავუშავე,ჩემს თავს.
-რა,რა გააკეთე,გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?
-ხო,დავაშავე ის რომ თავიდანვე ავიყვანე სამსახურში,მეორედ კი დღეს დავაშავე შენ რომ დაგიჯერე და აქ მოვედი.ნამდვილი იდიოტი ვარ და ადამიანს აღარ ვგავარ.სულ გადამრია,სულ გამომფიტა ამ გოგოზე ფიქრმა.უეცრად მაღლა აიხედა და დაინახა გაღიმებული დარინა რომელმაც ხელი დაუქნია გამარჯვებული იერით.ჩაეცინა და ლევანს შეხედა.-ხედავ როგორ ირონიით სავსე მიყურებს?
-ჯერ უნდა გითხრა,რომ მიხარია თავად აღიარებ ადამიანს რომ არ გავხარ.ნამდვილი ადამიანი მაშინ გახდები,როდესაც გონებაში გადახარშავ შენს დანაშაულს და აღიარებ ბოლოს და ბოლოს,რომ დამნაშავე ხარ.უჩა თავმდაბალი უნდა იყო,მაგრამ შენ რაც უფრო ვიწრო ჰორიზონტია შენს გარშემო უფრო დიდია საკუთარ თავზე დიდების წარმოდგენა.იყავი შვილო უბრალო და დააფასე ის ცხოვრება რაც გაქვს.ირონიით სავსე კი იმიტომ გიყურებს დარინა ეს შენ დაიმსახურე.
-დაასრულე ლექცია?სად მიგიყვანო.
-შენსავით გაქცევაზე არ ვარ,პაატა დავტოვეთ იქ მარტო და ვნახავ ხომ არის კომპანია ადგილზე არ ისარგებლოს და არ გაატანოს უცხოელ პარტნიორებს მთელი შენობა.უჩამ გულიანად გაიცინა და კომპანიის წინ გააჩერა მანქანა.მოუთმენლად ელოდა ორშაბათის დადგომას,პარასკევ დღეს ფანჯარასთან იდგა სიგარეტს აბოლებდა და ბუნებას აკვირდებოდა გარეთ.როგორ შეიცვალა ფერები,იგრძნო თითქოს ამ ბუმბერაზ ხეებსაც სციოდათ და სიცივისაგან მობუზულები იდგნენ,მაგრამ სიამაყეს არ თმობდნენ და მაინც მედგრად აქნევდნენ აქა-იქ ფოთლებ შემორჩენილ ტოტებს.ეძებს,ყველაში ეძებს,აკვირდება მაგრამ რას ეს თავადაც არ იცის,ვერ გარკვეულიყო რის ძიებაში იყო.იქნებ იმ ირონიულ ღიმილს დაეძებს რომელიც ეს ასე ძალიან აკლია.დროის გაყვანის მიზნით აღარ იცოდა რა გაეკეთებინა,ელოდა ორშაბათ დღეს,მაგრამ ლოდინი ძალიან რთული გამოდგა და როგორც იქნა დადგა ეს დღეც,ორშაბათ დღეს 9 საათზე უკვე კომპანიაში იყო,როცა არასდროს არ მისულა ასე ადრე.ლევანმა შორიდან დაინახა,მაგრამ ვერ დარწმუნდა მანამ,სანამ სათვალე არ გაიკეთა.
-რა მოხდა უჩა რამე სერიოზული პრობლემა გვაქვს?შეეკითხა უჩას წყნარად და შეშინებულმა.
-რა უნდა მომხდარიყო ლევან.იქით დაუსვა კითხვა გაკვირვებულ და გაოცებულ ლევანს.
-9 საათზე  მოხვედი,არასდროს არ მინახიხარ ამ დროს აქ და მაინტერესებს რა მოხდა,რატომ მოხვედი ასე ადრე.უჩამ საათს დახედა და უთხრა.
-მალე გაიგებ,მოითმინე ცოტა.
-აჰა,გასაგებია.დარინას ლოდინში ხარ არა?უჩა მკვახე,დაუმწიფებელი ხილი გიჭამია როდისმე?
-არა,რატომ მეკითხები.
-რომც გაგესინჯა,დარწმუნებული ვარ არ მოგეწონებოდა.ხილის დასამწიფებლად დროა საჭირო,ამიტომ უნდა დაველოდოთ.კარგია თუ დაჯდები,წყნარად და მშვიდად დაელოდე მას ვისაც ასე ძალიან ელოდები.
-ლევან ნერვებს მიშლი.
-მე არ გიშლი შენ ნერვებს,საათის ისრები გიშლის ნერვებს.რას იზამ,ვიცი ზოგჯერ ლოდინი ძალიან გამაღიზიანებელია,მაგრამ წარმოიდგინე ის წუთები,როცა დაინახავ იმას ვისაც ელოდები და გული სიხარულით აივსება.
-ლევან რა გინდა თქვა,დარინას ველოდები და რომ დავინახავ,სიხარულისგან არ ვიცი რას გავაკეთებ?
-შორიდან გითვალთვალებ და გეტყვი,რომ ეგოისტურად ჯიუტი პიროვნება ხარ.10 საათი შესრულდა,კაბინეტი კი ცარიელია,ხედავ?არ მოვიდა.უჩამ ჯერ საათს დახედა,ლევანს შეხედა მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და კომპანიიდან გავიდა,ისე ჩქარა მიდიოდა სულ რაღაც რამდენიმე წუთში დარინას ბინის კარებთან იდგა და ზარი უნდა მიეცა,რომ ხელი ჰაეში გაუჩერდა,რადგან დარინამ კარი გააღო და შიშისაგან ისეთი ცივი ხმით შეჰკივლა იქვე ჩაიკეცა.უჩას შეეშინდა და თავისი ემოციების და გრძნობების გამოსახატად დარინას წინ ჩაიმუხლა.
-არ მიფიქროა შენი შეშინება,როგორ ხარ.გამიზნულად არ გამიკეთებია,წყალს მოგიტან,მაგრამ ჯერ ადექი და ნორმალურად ჩამოჯექი გული დაგიმშვიდდება.დარინას შიშმა გაუარა,მაგრამ ისეთი მოულოდნელი იყო უჩასგან ასეთი თბილი მოპყრობა და მზრუნველობა,დარწმუნდა რომ ამ ადამიანში ორი ადამიანი სახლობდა.ერთი გაფიქრება გაიფიქრა ეთქვა,რომ თავაზიანი უჩა სულ სხვანაირია,მაგრამ თავი შეიკავა.უჩამ რომ დარწმუნდა დარინა უკვე კარგად იყო,მკაცრად უთხრა.
-ქვემოთ დაგელოდები.დარინამ თვალები დაჭყიტა და უჩას ერთ წუთში მონსტრად გადაქცეულ სახეს დააკვირდა და ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-მაშინებ,იცი რომ ძალიან მაშინებ?არ ხარ ასეთი ცივი და რატომ გინდა შენ თავად გამოიყვანო შენი თავი ცივი და უხეში.უჩამ თავი ჩახარა და კარებისკენ წავიდა,კარი გააღო და დარინას ხმამ შეაჩერა.-ვერ გამიგია რატომ ხარ ასეთი მტრულად განწყობილი ჩემს მიმართ,რა გინდა,რას ითხოვ.როცა მე მიცქერ გაბრაზებული,მგონია რომ გეზიზღები და არ დაგიმალავ,რომ იმ წუთში მეც მეზიზღები.უჩამ გაღებული კარი მიხურა და ისევ დარინასთან გაჩნდა,მის წინ დადგა და მის თვალებში სულ სხვა სხივი დაინახა.თითქოს ყინული ლღვობას იწყებდა და სიყვარულისთვის იყო ადგილი მხოლოდ.წინ ჩამოყრილი თმები გადაუწია,ხელით მოეფერა სახეზე და თვალები?თვალებში ორივეს დიდი ვნება უკრთოდა.ისე ახლოს იდგნენ ერთმანეთთან სულიც კი შეუკრა უჩას სუნამომ,უჩა კი ასე ახლოს არასდროს დაკვირვებია დარინას სახეს და გული აუჩქარა მის წინ გამომწვევად მომზირალმა წითელმა სქელმა ტუჩებმა,სახის ლამაზმა ნაკვთებმა და მოციმციმე თვალებმა,ხვეულმა ლოკონებმა.წინ წაიწია და ტუჩები ყურთან მიუტანა და უთხრა.
-გინდა რაღაც გითხრა?დარინა დაიბნა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-ლევანი გველოდება კომპანიაში.დარინას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო,მაგრამ არ შეიმჩნია და უთხრა.
-ნე გეშინია,არ მიფიქრია ის რომ ბედმა ლანგრით მომართვა შენი თავი,შენსავეთ მჟავე ტიპები საერთოდ არ მევასებიან,არ ჯდებიან ჩემს გემოვნებაში.უჩას გამარჯვების ღიმილი სახეზე მიეყინა და მკაცრად უთხრა.
-დაისჯები,დარინა ერთ დღეს სასტიკად დაისჯები.თან ხელი ლოყებზე მოუჭირა ისე რომ ტუჩები გამობურცვოდა წინ.დააკვირდა წინ გამოწეულ ბაგეებზე და ზედვე დასჩურჩულა.-გავედით,წასვლის დროა.თავადაც არ სჯერავს როგორ შეიკავა თავი და არ აკოცა.მოწონს?უყვარს?თავადაც ვერ გარკვეულიყო ამ ორ გრძნობას შორის.უხმოდ მივიდნენ კომპანიაში და ლევანი წინ მიეგება ღიმილით დარინას,მაგრამ უჩამ დაბნეულად აუარა გვერდი და მის გაოცებულ თვალებს თვალი აარიდა.მიხვდა,რომ კვლავ რაღაც მოხდა,მაგრამ რა.თავი შეიკავა ზედმეტი კითხვებისგან და დარინას მიუბრუნდა.
-გამიხარდა შენი დაბრუნება დარინა და აბა შეუდექი შენს საქმეს.დღეიდან გადავშალოთ ახალი ფურცელი და დავივიწყოთ ძველი წყენა.
-ნამდვილად,დავივიწყოთ თუ შევძლებთ დავიწყებას.ჩაილაპარაკა დარინამ.
-რამე მითხარი?შეეკითხა ლევანიმ.
-არა,არა ყველაფერი კარგად იქნებათქო.უთხრა და თავის კაბინეტში შევიდა.უჩამ კი თავის კაბინეტში შევიდა და იქ პაატა დახვდა.
-რა ხდება ან რა სახე გაქვს,სად იყავი.
-არ ვიცი რა მემართება,მხოლოდ ვხვდები რომ ნელა ნელა თავს ვკარგავ.
-რატომ იტანჯავ თავს და არ უტყდები თვით შენს გულსაც,რომ უკვე სიგიჟემდე გიყვარს ეს გოგო უჩა.
-არ მიყვარს,მასთან სიახლოვე მაფორიაქებს,უკვე აღარ მაინტერესებს სხვა ქალი,წუხელ ვიღაც ქერა გავიცანი,სასტუმროში ავიყვანე მაგრამ......................
-მაგრამ.....................
-მაგრამ გავუშვი,ვერ შევძელი იმ ქალის გვერდით დაწოლა და ჩემი ვნებების დაცხრომა.რა მემართება,პაატა რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში.
-შენში უკვე სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული სიყვარული და მას რა მოჰყვება ესეც კარგად იცი.
-რა მოყვება,რა უნდა მოყვეს ატომური ბომბი?
-არა საყვარელო ვალდებულებები,ინტიმურობა,ვნება,იდიალური ურთიერთობა და ბოლოს საქორწილო რგოლი მარჯვენა ხელის შუა თითზე.
-არა,არა ეს შეუძლებელია.
-კი,კი,კი.შესაძლებელია და ძალიან კარგადაც.ნუ ღრიალებ განწირული ხარივით მთელ კომპანიას ესმის შენი ხმა,ისე იქცევი რომ თითქოს ბაწარს გაბავს ვინმე,მაგრამ შეეგუო უნდა ამ აზრს,რომ გრძნობა რომელიც შენ გაწვალებს და გაწამებს ეს სიყვარულია,სი ყვა რუ ლიიიი.არ დაინდო პაატამ და ცეცხლზე ნავთი დაუსხა.
   დარინამ კაბინეტში მტვერი გადაწმინდა საჭირო ნივთებს და უკვე სამუშაოს სრულ მზად-ყოფნაში იყო,რომ  მოულოდნელად თვალებ-გაფართოებულმა გააღო კარები და მის წინ ქეთი და ლანა იდგა გაღიმებული,მათ უკან კი გაოცებული ლევანი და პაატა.
-ეს რა არის ან აქ რატომ ხართ.უთხრა გაკვირვებულმა მეგობრებს.
-ჯერ ერთი,მოვედით რომ  მოგილოცოთ სამსახურში დაბრუნება.მეორე ის რომ მთელი კვირაა გაიძახი საზამთრო მინდა,საზათრო მინდაო.იცი სად ვიყავი წასული ამ საზამთროს გამო?უსაყვედურა ლანამ.ლევანი და პაატა ფერდაკარგული იდგნენ და ხან საზამთროს დასცქეროდნენ ზემოდან,ხან გოგოებს და ბოლოს დარინას მიაჩერდნენ მუცელზე.გოგოებმა ყველაფერი იცოდნენ და მათ ბუსავით მოტრიალე  თვალებზე ხალისობდნენ.
-დარო ნუ გვიბრაზდები შემოგვიშვი,იცი რა მძიმეა 11 კილოა,ძლივს ამოვიტანეთ აქამდე.უთხრა მოწყენილად ქეთიმ და თან თვალიც ჩაუკრა.
-შემოდით,მაგრამ ძალიან გთხოვთ სულ ცოტა ხნით.არ მინდა დღეს მოსული დღესვე პრობლემები შემექმნას უფროსთან.სახლში მიგეტანათ და საღამოს არ მოვიდოდი?აბუზღუნდა დარინა.
-არ შეგექმნება პრობლემები მე გაძლევ პირობას.უთხრა პაატამ მშვიდად და დარინას გაუღიმა.გოგოებიც შევიდნენ კაბინეტში და სულ ცოტა ხანში  სამივემ გულიანად იცინეს.პაატა და ლევანი კი უჩასთან შევიდნენ.უჩამ გაოცებულმა შეხედა ორივეს გათეთრებულ სახეზე და წყნარად შეეკითხა.
-რა მოხდა,რა ფერი გადევთ სახეზე.ხომ თქვით საქმეები მაქვსო და წადით.
-წავედით,მაგრამ დავბრუნდით.
-და რატომ.ნუ მიედ-მოედებით ყველაფერს პირდაპირ მითხარით,ვხვდები რომ რაღაც გაწუხებს ორივეს.
-არ მოგეწონება ახლა რასაც გეტყვით,მაგრამ ნაცნობი თემა უკვე სერიოზულ სახეს იღებს.უთხრა ლევანიმ სერიოზულად და იქვე მაგიდაზე დადებული გრაფინიდან წყალი დაისხა და ორი ჭიქა ზედი-ზედ მიყოლებით დალია.
-რა ხდება ხალხო აღრ მეტყვით?მოკვდა ვინმე თუ უკვე გამზადებულია წასასვლელად.ცოტა ხმამაღლა თქვა უჩამ.
-ნუ ყვირი,ჯერ მაინც.გახსოვს იმ დღეს რომ თქვა დარინამ საზამთრო მინდაო?
-კი მახსოვს,მერე?
-მერე ის რომ მეგობრები მოვიდნენ მისი და საზამთრო მოუტანეს.
-თან ერთმა უთხრა,ერთი კვირაა ნატრობ საზამთროს და მთელი ქალაქი შემოვიარე და როგორც იქნა ვიპოვე და მოგიტანეო.
-მითხარით,რომ ერთიც,მეორეც და მესამეც ჩემს ნერვებზე თამაშობთ ან  მოილაპარაკეთ და ჩემი სიკვდილი გინდათ სამივეს.
-შეხედე რა აზრი მოუვიდა უცებ თავში ამ მართლა ხისთავიანს.თქვა ლევანიმ და პაატას შეხედა.
-თქვენ ჩემი გაგიჟება გინდათ სამივეს,კი ეს ნამდვილად ასეა.
-უჩა გამოფხიზლდი,საქმე მართლა რთულადაა და ძალიან სერიოზულად.ვიცი ეს უეცარი შოკია შენთვის,მაგრამ თავი აიყვანე ხელში და არ უყვირო,არ შეაშინო და უხეშად არ მიმართო.მიდი და წყნაად დაელაპარაკე.ვინ იცის,იქნებ სიმართლეც კი გაიგო.თუ ეს სიმართლეა,ვერანაირად ვერ გაექცევი შვილო პასუხუისმგებლობას.ის უკვე შენს მოვალეობებს ეფუძნება.ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული გრძნობაა,სულ მალე გაიაზრებ და შეითვისებ იმ აზრს,რომ მამა გახდები და მის გამო ყველაფერი უნდა გააკეთო.
-არა,არა ვერ გაიგეთ.მე ყველაფერს გავაკეთებ,რომ ეს მოვალეობა თავიდან ავიცილო.ლევანი გააშტერა უჩას რეაქციამ და დაუფიქრებლად უთხრა.
-მართლა ხისთავიანი და შეუგნებელი ხარ,უგრძნობო.გიყურებ და ვფიქრობ,ასეთი მართლა ვის გავხარ.არა,შენ არ ხარ გიას შვილი,შენ სულ სხვა არსება ხარ ცივი და უგულო.უჩა წამოდგა და დარინას კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა,მისი შესვლა და სამივეს ფეხზე წამოდგომა ერთი იყო.
-რამ შეგაშინათ,დავიჯერო ასეთი საშიში შეხედულება მაქვს?წარბაწეულმა უთხრა ლანას და ქეთის.შემდეგ დარინას მიუბრუნდა და სიყვარულით სავსე ხმით უთხრა.
-როგორ ხარ,ხომ არაფერი გჭირდება.
-არა,მადლობა.მე რაც მინდოდა,უკვე მომიტანა მეგობრებმა.უჩამ შეხედა იქვე  დადებულ უზარმაზარ საზამთროს და თქვა.
-რატომ არ გაჭერით,არ მითხრა რომ სახლში წასვლას ელოდებით.ახლავეს მოვალ.გავიდა და მალე  დანა,რამოდენიმე თეფში და ჩანგალით დაბრუნდა.
-აი,აქაა ყველაფერი და მიირთვით,არაფლის არ მოგერიდოთ.გაუღიმა გოგოებს და გავიდა კაბინეტიდან.რაღაცნაირი გრძნობა დარჩა გულში,თითქოს თავადაც ესიამოვნა ცოტაოდენი ზრუნვა რომ გამოიჩინა,მაგრამ მაინც უჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება.მიდიოდა და ეღიმებოდა,უეცრად ლევანი გადაუდგა წინ და გაბრაზებულმა შეეკითხა.
-რა ქენი ეჩხუბე თუ გალანძღე და აატირე.უჩამ შეხედა ლევანს და დაღლილი ხმით უთხრა.
-არა,არ ვეჩხუბე ლევან.ახლა შევამჩნიე,რომ მას ჩემი ეშინია.ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ მას ჩემი შეხედვა აშინებს და ორივე კარგად ვრძნობთ,ჩვენ ორს შორის რაღაც ახალი  იწყება
-როგორც იქნა აღიარე,როგორც იქნა გაგეხსნა დაკეტილი ტვინის უჯრედები და უკვე გაიგე შენი ტანჯვის მიზეზი.ვერც კი ხვდებით ვერც ერთი და ვერც მეორე,როგორ იბრძვით ორივე ერთმანეთისთვის.ყველა წასული იყო უკვე და უჩამაც გვიან დატოვა კომპანია და დაფიქრებული ისე მივიდა დარინას ბინასთან,მისვლისას გაიაზრა სად იყო,მხოლოდ ხვდებოდა,რომ დარინას გამოჩენის შემდეგ თავდაყირა დადგა  მისი ცხოვრება.
-არა,არა შენ არ ხარ ის ქალი ერთჯერადი საოცრება რომ მივიღო შენგან.ყველა ქალის ცხოვრებაში დგება რაღაც საოცარი,დრო გადის,დრო არ ჩერდება და არც უკან ბრუნდება,მაგრამ ვერ დავივიწყე იმ ღამის შეგრძნება რომელიც დღემდე მომყვება.ნუთუ შენი ნაზი და ნატიფი თითები მეფერებოდა იმ ღამით,ისე ტკბილად და ისე მონდომებით ვიღაც სექსუალურმა უცნობმა რომ ისარგებლა ჩემი სიმთვრალით.ჩაიცინა,მანქანიდან გადმოვიდა იქვე მარკეტში შევიდა უამრავი ტკბილეულობა იყიდა და ცოტა აფორიაქებულმა,ცოტა გულაჩქარებულმა მისცა ზარი კარებზე.ასე გვიან ვინ არის და შეშინებულმა  მივიდა კართან.უჩამ იგრძნო დარინას კართან მისვლა და ფრთხილად უთხრა.
-გააღე,არ შეგეშინდეს მე ვარ.
-რას აკეთებ აქ ამ დროს.გაუკვირდა დარინას უჩას მისვლა.ხალათი მოკლე იყო და გამაღიზიანებლად მოუჩანდა თეთრი ბარძაყები,არ უნდოდა შეეხედა,მაგრამ მაინც გაექცა დარინას ჩამოსხმულ თეთრ ფეხებისაკენ  და მადისამღძვრელ თეძოებისაკენ თვალი.დარინამ შეასწრო თვალი უჩას უტიფარ გამოხედვას და ბოდიშის მოთხოვნით გავიდა საძინებელში,ხელის მიკვრით ეგონა დაკეტა კარი,მაგრამ ოდნავ ღიად დარჩენილი კარიდან უჩამ შეხედა დარინას შიშველ სხეულს.მოულოდნელობისაგან და დაბნეულობისაგან გაშეშდა და თვალს ვერ აშორებდა ამ საოცარ სილამაზეს,ჩამოსხმულ თქთრ ქანდაკებას და სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ნეტარებისაგან გაბრუებულმა ვნებით სავსე თვალებით შეათვალიერა უკვე ჩაცმული დარინა.ჯერ კიდევ პირსახოცი ჰქონდა თავზე შემოხვეული და ნელა-ნელა მოიხსნა,მისი არც თუ ისე გრძელი  თმები ურჩად დაეყარა მხრებზე და უჩას სასიამოვნო შამპუნის სურნელმა ცხვირში მოუღიტინა.დარინა წინ დაუჯდა გაბრაზებული და მკაცრად უთხრა.
-რისთვის მოხვედი უჩა და თან ასე გვიან.
-რატომ ასეთი მკაცრი ტონით?წარბაწეულმა კითხა და მის ბაგეებს გვერდული ღიმილი შეეპარა.
-აბა როგორ შეგეკითხო აქ რა გინდა,სიხარულით სავსემ?
-არ ვიცი,ეს შენ თავად გაანალიზე.
-ან რა გგონია ყავას,ჩაის,წვენს მოგართმევ ან სულაც სამსახურიდან დაღლილს ვახშამს გაგიცხელებ?
-უარს არ ვიტყოდი,ძალიან მშია.
-არ მეხუმრება უჩა.რისთვის მოხვედი ან ეს  ჩანთები რა არის,როდის მერე დაიწყე ჩემზე ზრუნვა.
-იმ ღამის შემდეგ ვზრუნავ შენზე ძვირფასო.გახსოვს ის მშვენიერი და დაუვიწყარი ღამე ხომ?
-გთხოვ წადი,მე არაფერს არ ვითხოვ შენგან და არაფერიშც არ გადანაშაულებ.
-მოიცადე,ეს როგორ გავიგო.ფიქრობ მე არ მევალება თქვენზე ზრუნვა?დავდგე და შორიდან გიყუროთ?
-რაც გინდა ის გააკეთე,მხოლოდ ახლა აქედან წადი.
-კარგი, არ მინდა ინერვიულო,ამჯერად გიჯერებ და მივდივარ.ხომ ხედავ რა ჭკვიანი ბიჭი ვარ,მაგრამ აქ არ დასრულდება გინდა არ გინდა ერთ დღეს სერიოზულად მოგვიწევს საუბარი.
-როცა დადგება ის დღე,მოგისმენ.მაგრამ არა ახლა და არა დღეს.თავს ცუდად ვგრძნობ,უნდა დავწვე.უჩამ არაფერი არ უთხრა,ადგა და წავიდა უხმოდ,დარინამ კი ქეთის დაურეკა.
-ქეთი სად ხარ,ცუდად ვარ.
-რა მოგივიდა დარინა.შეეშინდა ქეთის.
-მას ჰგონია,რომ ორსულად ვარ,დატვირთული მომადგა იმდენი რამ უყიდია.დარინას ქეთის გულიანი სიცილი მოესმა და თან უთხრა.
-არ მცალია ახლა შენთვის,ხვალ გნახავ.მე შენსავით ამ ძვირფას დროს ვერ დავკარგავ საყვარელო,ამიტომ გემშვიდობებიიი.გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი და დაწვა.ჩვეულებრივად და წყნარად მიდიოდა დღეები,მაგრამ ერთ დღეს ლევანის ტელეფონზე მოულოდნელი ზარი დაფიქსირდა და მას ქალის სასიამოვნო ხმა შემოესმა,მაგრამ მკაცრი და  მომთხოვნი.
-ლევან სასწრაფოდ ჩემთან მოდი,უკვე სახლში ვარ.სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო ლევანმა რომ ხმა გაწყდა და ტელეფონი გაითიშა.სასწრაფოდ დატოვა კომპანია და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.უჩამ ფანჯრიდან შეხედა თითქმის სირბილით მიმავალ ლევანს და გაკვირვებულმა კითხა პაატას.
-სად გარბის,რა სასწრაფო საქმე ჰქონდა რომ გარბის.პაატამაც გაიხედა გაკვირვებულმა და ჩაილაპარაკა.
-გარბის,ალბად  მოგვიახლოვდა მეორედ მოსვლა,გარბის უნდა მიასწროს ნოეს კიდობანს თავი შეაფაროს.
-პაატა დასერიოზულდები როდესმე?ლევანიმ ტაქსი ნაცნობ მისამართზე გააჩერა,წლებია რაც ამ გზაზე და ამ სახლში არ ყოფილა,წლებია ეს სანატრელი ხმა აღარ გაუგონია.წლებია არ უნახავს ის,ვინც ახალგაზრდობაში გულს უფრიალებდა,მაგრამ ვერ გაბედა თქმა და გულში ჩაიკლა მისი სიყვარული და მისი ადგილი დაუთმო მეგობარს,ძმას და ახლობელს.ხელის კანკალით დააკაკუნა ნაცნობ კარზე და კარი ახალგაზრდა,ცქრიალა გოგონამ გაუღო და სახლში შეიპატიჟა.
-მობრძანდით ქ-ნი მირანდა მისაღებში გელოდებათ.ლევანი წელში გაიმართა, დიდ და ნათელ მისაღებში შევიდა.მის წინ იდგა ქალი თავისი კლდემამოსილებით და თავისი უჭკნობი სილამაზით.
-წლები ვერ მოგრევია მირანდა.
-არა,ვუძლებ ამ ცხოვრებას და წლებს იქით მოვერიე ლევან. მეგობრები ერთმანეთს მოეხვია,მაგრამ ლევანისთვის ეს იყო სულ სხვა მოხვევა.თმაში ჭაღარა-შერეულ მამაკაცს არ უნდოდა მირანდას ეგრძნო რომ უხერხულად გრძნობდა თავს ამიტომ მორიდებულობა შორს  მოისროლა და მის წინ დაჯდა გაბედულად.
-ლევან როგორ ხარ,ისე შემოგეპარა წლები არ დაოჯახდი?
-მყავს ოჯახი,ჩემი ოჯახი ჩვენი შექმნილი კომპანიაა მირანდა.
-კომპანია,კომპანიაა მაგრამ ოჯახი ეს ძალიან დიდი სისულელეცაა,დიდი ტვირთიც და დიდი ნერვების წყვეტაც,ბოლოს კი დიდი სიამოვნებაც.ლევანს გულიანად გაეცინა მირანდას აღიარებაზე და სიცილით უთხრა.
-ჩემმა მატარებელმა,წლების წინ ჩამიარა და ახლა რა დროს ოჯახზე ფიქრია.
-კარგი, როგორც გინდა.შენ ეს  მითხარი რას შვრება ჩემი მექალთანე შვილი.ბევრი საყვარელი ყავს?
-მირანდა ახალგაზრდა 28 წლის მამაკაცს რომ საყვარელი არ ჰყავდეს და ქალებში არ დადიოდეს,გასაკვირი ეს იქნებოდა.
-არ მინდა ასე რომ იწანწალოს ლევან არა.მინდა ერთი კარგი გოგო მომიყვანოს სახლში და დროა შვილიშვილი გამიჩინოს.
-შვილიშვილი არ ვიცი როგორ გითხრა,მაგრამ მეშინია.
-რისი,რა გაშინებს.ლევანმა ყველაფერი მოუყვა,დარინას და უჩას ურთიერთობა და გაოცებული უსმენდა მირანდა.
-ლევან დარწმუნებული ხარ,გოგონა მართლა ორსულად არის?
-დარწმუნებით ვერ ვიტყვი ვერაფერს,მაგრამ ეს დღეები ვაკვირდები და რამდენჯერმე ფერწასული გამოვიდა ტუალეტიდან.რომ ვკითხე რა გჭირს,რა დგემართათქო,რაღაცამ მაწყინაო.არ ვიცი რა ვთქვა.
-გავიგებთ,ეს არაა დიდი პრობლემა.შენ მითხარი გოგო კარგი გოგოა?
-კი,მართლა კარგი გოგოა და დარწმუნებული ვარ უყვარს ჩვენი ხისთავიანი.
-ჩემს ხისთავიანს უყვარს?
-დაბნეულია,არ იცის ვერ გარკვეულა მის გრძნობებში.
-დღესვე დავადგები თავზე და დავადგენ მისი დაბნეულობის მიზეზს.ლევანის წასვლის შემდეგ უჩამ დარინა გაუშვა სახლში,თავად კი პაატასთან ერთად როგორც ყოველთვის ნაცნობ ბარში წავიდა.ნასვამმა კი ამჯერად შავთმიანი ნაშა აირჩია და სახლში წაიყვანა.ძალიან ვნებიანი და გიჟური ღამის შემდეგ ძალა გამოცლილი მიეგდო საწოლზე და მოულოდნელი ზარი გაისმა კარზე.მის გვერდით თითქმის მიძინებულ ქალს გაოცებულმა  შეხედა და შეანჯღრია.
-არ მითხრა,რომ გათხოვილი ხარ და ქმარმა მოგაგნო.
-არა,არ ვარ გათხოვილი დამშვიდდი.კარზე ზარი არ წყდება,წამოდგა ხალათი მოიმცვა და კარი გააღო თუ არა სახლში ატირებული მარიანა შემოვიდა.
-შენ,შენ აქ რა გინდა.კითხა გაოცებულმა.
-მე ოჯახი დავანგრიე,პაატამ მითხრა სასტუმროში წადი და უჩა იქ  მოგაკითხავსო,გელოდები უკვე თვეებია და არ მოდი.
-რა გითხრა პაატამ?კითხა გაბრაზებულმა და შემდეგ ტელეფონზე დარეკა.
-სად ხარ,ამ წუთში.სადაც არ უნდა იყო,რასაც არ უნდა აკეთებდე,მიატოვე ყველაფერი სასწრაფოდ და აქ მოდი შე ცხოველო.რამოდენიმე წუთში კი პაატა გულაჩქარებული მივიდა უჩასთან და სულის მობრუნების შემდეგ იუთხრა.
-რა მოხდა,რა გაყვირებს.საუბრობდა და საძინებლიდან შავთმიანი გამოვიდა მხოლოდ საცვლებით.მარიანამ შეხედა და უჩას უთხრა ენის ბორძიკით.
-შენ,შენ სხვასთან ერთად ხარ?ტირილს კი არ წყვეტდა და თან უჩას უცქერდა.
-რატომ გაგიკვირდა,რა ერთგულების ფიცი მაქვს მოცემული შენთვის და არ მახსოვს?პაატა იდგა და ხან უჩას მიჩერდებოდა,ხან მარიანას და ხან კი შუა ოთახში საცვლებით მდგარ თითქმის შიშველ გოგონას.უჩამ შეხედა პაატას დაჭყეტილ თვალებს და შემდეგ გოგონას უთხრა.
-შებრუნდი და ჩაიცვი.მოულოდნელად კი სახლში ქარიშხალივით შემოვარდა დარინა რომელსაც უჩამ გაკვირვებულმა და გაოცებულმა შეხედა და ვერც გააკონტროლა ხმა ისე ხმამაღალი ხმით უყვირა.
-შენ?შენ რა გინდა აქ ამ დროს,შენს მდგომარეობაში.
-არ ვიზამ არაფერთქო დაგპირდი,მაგრამ მაცნობეს რომ ისევ დიდი შეცდომა დაუშვი და ვერ გაგიმეტე.სანამ გაუშვებ შენს მორიგ ნაშას სახლში ყველაფერი კარგად შეამოწმე.
-რას ამბობ.ვერ მიუხვდა უჩა ნათქვამს.
-რას ვამბობ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რა იდიოტიც ხარ.წასასვლელად გამზადებულ შავთმიანს მიუახლოვდა,ჩანთა გამოართვა და უჩას წინ გადმოაპირქვავა,ჩანთიდან კი უჩას ძვირადღირებული საათი და რამოდენიმე ძვირფასი ნივთი გადმოვარდა.
-ჩემი საათი.აიღო და გაოცებულმა დააჩერდა.
-სულ ცოტაც და აღარ იქნებოდა შენი.უთხრა დარინამ.უჩა გონს ვერ მოსულიყო კარგად,ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს,ისევ ზარი რომ გაისმა კარებზე და ყველამ უჩას მიაჩერდა.
-ნუ მომჩერებიხართ მე,ახლა მეც თქვენთან ერთად გავაფრენ თუ კიდევ ვინმე ქალი მოვიდა.
-მგონი მართლა მოგვიახლოვდა მეორედ მოსვლა.თქვა პაატამ.
-გაიყვანე ესენი საძინებელში და მე გავაღებ კარს.პაატამ გოგოები გაიყვანა და უჩამ კარი გააღო და ადგილზე გაშეშდა მოულოდნელობისგან,შემდეგ კი ხმამაღლა იყვირა.
-დ დ დ დეეედაააააა.
-კი დედაშენი ვარ,მიცანი?დედა მხოლოდ ერთია ქვეყანაზე.თქვა მირანდამ და სახლში შევიდა.გაბრაზებულმა შეხედა უჩას და უთხრა.-300-ჯერ დაგირეკე და ისეთი დაკავებული ხარ,მხოლოდ ორ ზარს უპასუხე.წლებია არ გინახავს დედა და არ მოეხვევი არ აკოცებს დედას?
-დედაააა,უკეთესია შენ მმმმაკოცო.
-რატომ?
-რატომ და დაგამახსოვრედება როდის აკოცე შენს შვილს უკანასკნელად.
-იუმორი დაგიხვეწია,მარტო ხარ?რაღაც ცუდი სუნია რაც ძალიან არ მომწონს.მირანდა ლევანს მიუბრუნდა და უეცრად შავგვრემანმა გვერდი აუარა და გარეთ გავიდა.
-ეს,ეს ვინ არის,სად გყავდა დამალული.შეხედა უჩას გაოცებულმა.
-ეს მეგობარია დედა.ამ დროს მარიანაც გავიდა,გვერდი გაუარა მირანდას და ისიც გარეთ გავიდა.მირანდამ თვალი გააყოლა და უფრო გაოცებულმა კითხა უჩას.
-ეს ვინ არის,ესეც მეგობარია?შენ ყველა მეგობარს საძინებელში მალავ?
-ეს მეგობრის მეგობარია დედა.სულ ბოლოს დარინა გამოვიდა და ლევანმა ანიშნა,ეს არის დარინაო.
-შენ ალბად დარინა ხარ,ჩემი შვილის საცოლე.
-ვინ?ვინ ვარ?თვალებგაფართოვებულმა შეხედა უჩას და უჩამაც იყვირა.
-ვინ არის?ვინ გითხრა შენ ეს ყველაფერი.
-მე.მე,მე არ ვარ ...............
-ვიცი,ვიცი საყვარელო,მე ყველაფერი ვიცი.იმედია გოგონა იქნება თორემ მომბეზრდა ამდენი მექალთანე მამაკაცები.

ამ მეოთხე თავს ვუძღვნი ჩემს ერთ გოგონას,ჩემს ერთგულ მკითხველს დაბადების დღის აღსანიშნავად ნიკით მია15.გილოცავ ჩემო საყვარელო დაბადების დღეს და გისურვრებ ყოველივე კარგს.სიხარული და სიყვარული იყოს შენი ცხოვრების თანამგზავრი და გისურვებ უამრავი დაბადების დღეები გაგითენდეს შენი ლამაზი ღიმილის თანხლებით.გილოცავს ამ ბედნიერ დღეს შორეული ათენიდან შენი ,,მზია დეიდა''.



№1  offline წევრი mia15

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო.გაიხარე.შენც ასევე.ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia15
ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო.გაიხარე.შენც ასევე.ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე.ველი შემდეგ თავს

ხვალ,სავარაუდოდ ზეგ დავდებ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

4პირდაპირ საოცარი თავი იყო , ძალიან კარგად წერთ, თქვენი ყველა ისტორია წაკითხული მაქ და ძალიან მომწონს.

 


№4  offline მოდერი zia-maria

lalita
4პირდაპირ საოცარი თავი იყო , ძალიან კარგად წერთ, თქვენი ყველა ისტორია წაკითხული მაქ და ძალიან მომწონს.

მადლობა ლალიტა გაიხარეთ. kissing_heart

 


№5 სტუმარი Salo

Dzalian momewona sasiamovno saintereso wasakitxia

 


№6  offline წევრი tamuna.s

აუ ძალიან გთხოვ დადე რა ამაღამ

 


№7  offline მოდერი zia-maria

Salo
Dzalian momewona sasiamovno saintereso wasakitxia

მადლობა ტკბილო,გაიხარე. kissing_heart kissing_heart kissing_heart

tamuna.s
აუ ძალიან გთხოვ დადე რა ამაღამ

მოგვიანებით დავდებ. kissing_heart kissing_heart

 


№8 სტუმარი სტუმარი ციცინათელა

იმედია უჩას გადარეული დედამისი მოარჯულებს :D
ესენი იმდენს იზამენ,დარინა მართლა ორსულად დარჩება :D
პწკენა პწკენაში პატარძალი დაორსულდაო ისე :D

 


№9  offline მოდერი zia-maria

სტუმარი ციცინათელა
იმედია უჩას გადარეული დედამისი მოარჯულებს :D
ესენი იმდენს იზამენ,დარინა მართლა ორსულად დარჩება :D
პწკენა პწკენაში პატარძალი დაორსულდაო ისე :D

smiley smiley smiley და ახდება შენი სიტყვა სულ მალე. wink stuck_out_tongue

 


№10 სტუმარი marina

zalian gvaxareb da gvanebivreb zvirpaso.sarmatebebi ar moghlodes.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent