შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდრების თამაში 5თავი


18-10-2016, 19:07
ავტორი zia-maria
ნანახია 2 781

როდესაც ადამიანს,დიდი რაოდენობით აქვს გულში დაგროვილი სიხარული, ეს სიხარული როცა იმაზე მეტია, ვიდრე მოხვევა და კოცნა, როდესაც ვეღარ აკავებ ემოციებს, გინდა გამოუშვა გარეთ და ლავასავით ამოხეთქოს შენში დაგროვილმა სიხარულმა. გინდა ყველას გაანდო და გაუზიარო, სადმე განმარტოვებვით გინდა ახვიდე და მთელ ხმაზე იყვირო.
---აააააააააააააააააააააააააააა''.
აი სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო ქალბატონი ირმა. თავად არ უნდოდა ეთქვა პირველს მისი სიხარულის მიზეზი, უნდოდა შეკითხოდნენ, მაგრამ რატომღაც არავინ ეკითხებოდა. მობეზრდა ლოდინი და ბოლოს თავად ადგა, დარინას მაგიდასთან მივიდა და უთხრა;
---ლიპარიშვილო ყოველდღიური დაგვიანების გამო, ამ თვეში პრემიას დაემშვიდობე, მაგრამ გაგიმართლა, მე დღეს შესანიშნავ ხასიათზე ვარ. გუშინ ხელი მთხოვეს.
---გილოცავთ ქალბატონო ირმა. ვინ არის? ცნობილი პიროვნება იქნება რა თქმა უნდა. შემოესია გარშემო, მასავით მეტიჩარა გოგონების ბრბო.
---ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი და რა თქმა უნდა, განთქმული ბიზმესმენი, მაგრამ არ ინერვიულო ლიპარიშვილო ეს არა შენი, არამედ ჩემი ზღაპრის გმირი აღმოჩნდა მე მჯერა, შენც შეხვდები შენი ზღაპრის გმირს.
---მე არ ვნერვიულობ. მე მჯერა, რომ მე უკვე მელოდება ჩემი ბედის პრინცი და ისიც ჩემს რეალურ ზღაპარში. უთხრა დარინამ ყელმოღერებით.
---გულით ველოდები მაგ მომენტს, რომ პირველმა მე მოგილოცო, ახლა კი იმუშავე. დარინამ ამაყი გამოხედვით გახედა ირმას და გულში კი გაიფიქრა.
---მე ვერ შევძელი ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც შენ ხარ ქალბატონო ირმა მაგრამ, გპირდები გავხდები ისეთი, შენ რომ ვერასდროს ვერ შემწვდე. ყველაზე გვიან დაასრულა სამუშაო და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა გზას მისი საყვარელი ადგილისაკენ, სადაც მას მისი სცენა ელოდებოდა. როგორც ყოველთვის გაღიმებული შევიდა, ჯერ კიდევ ცარიელ ბარში. სიყვარულით მოავლო მისი შავი ბრიალა თვალები საყვარელ კედლებს და სცენისაკენ დაიძრა, რომ მისი უფროსის ბატონ მერაბის ხმამ შეაჩერა.
---დარინა რა ადრე მოხვედი დღეს.
---ადრე გავნთავისუფლდი სამუშაოდან, ნუ ყველაზე გვიან, მაგრამ აქ მაინც ადრე მომიწია მოსვლამ.
---დარინა ამ საღამოს, აქ მოვა ძალიან ცნობილი პიროვნება. თუ მას შენი გამოსვლა მოეწონა, ის გაგიფორმებს კონტრაქტს და შენ ის გადაგიხდის, სამაგიეროდ ცნობილი გახდები და ტელევიზიითაც გაგიცნობს საზოგადოება.
---მოიცადე ბატონო მერაბ მერე თქვენ? გაუკვირდა დარინას. ასე ადვილად შეგიძლიათ გამიშვათ? იქნებ თქვენ თავად გინდათ, წავიდე აქედან? მე რატომ არ მეკითხებით, მინდა თუ არ მინდა აქედან წასვლა? მე ხომ აქ ვპოვებ ჩემს თავისუფლებას? იცით რამდენს ნიშნავს ეს სცენა ჩემთვის? ისიც იცით, მე აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც გალიიდან გამოქცეული ჩიტი რომელმაც თავისუფლების ფასი გაიგო. მე ხომ აქ, ამ სცენაზე ვარ ის, ვინც ვარ სინამდვილეში. თქვენ არ გაქვთ უფლება მე მომპაროთ ეს თავისუფლება და ამ ჩემს სამყაროს ჩამომაცილოთ.
მერაბი თავდახრილი იდგა და უსმენდა ამ ერთი ციდა გოგოს და მისი სიტყვები, შიგ გულში ურტყამდა. ხელები მოკიდა მკლავებზე და წყნარი და მშვიდი ხმით უთხრა.
---დარინა შვილო. მე მინდა გაგიცნოს ხალხმა, პუბლიკამ, ტელევიზიამ, საზოგადოებამ. ყველგან შენზე ლაპარაკობდნენ. მე შენთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ მენანება დარინა, ძალიან მენანება შენისთანა ტალანტი აქ ამ ბარში იმალებოდეს.- შუბლზე აკოცა მამა-შვილურად და ხელით უბიძგა.-
.მიდი მოემზადე გელოდები.
ერთი მხრივ უხაროდა დარინას მისი წარმატებოით გადადგმული ნაბიჯი და მეორე მხროვ ენანებოდა ის ადგილი, სადაც შიშით გადადგმული ნაბიჯი წარმატებული გახდა. აი სცენაც განათდა და სცენის შუქს გამოყვა ნაზი მელოდია და ხალხის წინასე წარსდგა, სულში ჩამწვდომი ხმის ნაზი არსება.
---არაჩვეულებრივად მღერის. მაგრამ მიკვირს, ასეთი მკვეთრი შუქი რატომ გაქვთ სცენაზე?
---მას ეშინია სიბნელის და როცა ეს შუქი ენათება, ის ვერ ამჩნევს სხვას ირგვლივ და ჰგონია მარტოა და მარტო მღერის. კომპლექსი აქვს, ხალხის წინაშე წარსდგენის. არ მინდა, ეს ტალანტი დაიკარგოს და მხოლოდ ამ ბარში ისმოდეს ეს ჯადოსნური ხმა.
ამ საოცარ სიმღერას, უსმენდა თავად თორნიკე და ვერ ამჩნევდა ირგვლივ ვერავის და ვერაფერს.მხოლოდ დარინას ხედავდა და მხოლოდ დარინას ხმა ესმოდა. ხმა რომელიც, მისი გულის კედლებს სასიამოვნოდ ეხეთქებოდა.
---ქალი, ბუნების ყველაზე მისაღები შეცდომაა და შენ, ჩემი შეცდომა ხარ დარინა რომელსაც არასოდეს არ ვინანებ. ამაში დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე დავდექი. ერთი დიდი მადლობა ეკუთნის რეზის ჩემგან, რომ ის დროულად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ბევრ რამეზე ამიხილა თვალები. ადგა და ძალიან კმაყოფილმა დატოვა ბარი.
---გაიცანით ბატონო ჯემალ ჩვენი არაჩვეულებრივი და ჯადოსნური ხმის პატრონი დარინა ლიპარიშვილი.
---სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა. მაგრამ ერთი დამაფიქრებელი პრობლემის წინაშე დავდექი. გავიგე რომ სიბნელის და ხალხის სიმრავლის გეშინია, რატომ?
---კი ეს ასეა ნამდვილად. ეს შიში ბავშვობიდან მომყვება.
---ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ. ჩვენ პუბლიკასთან გვაქვს ურთიერთობა, დავდივართ გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში. შენ ამ მხრივ ვერ შეძლებ წარმატება მოიპოვო, ეს ძალიან დიდი მინუსია მომღერლის კარიერაში.
---მე აქედან არასად არ ვაპირებ წასვლას. მე აქ რასაც ვაკეთებ და რაც მაქვს, ამითაც ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ. ასე რომ, მშვიდობით.
დარინამ მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ადამიანთან საუბარს და დროზე არჩია გაცლოდა მას. ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას, რომ მისი სახელი მოესმა.
-დარინაააააა......



№1 სტუმარი etiko

ai dzalian magaria. rezi mecodeba radgan mgonia rom irma sinartlis gagebis shemdeg miatovebs da cudi iqneba dzalian ... cota male daaxlove tornike da darian kargi wyvili iqneba male dade axali tavi

 


№2  offline მოდერი zia-maria

etiko
ai dzalian magaria. rezi mecodeba radgan mgonia rom irma sinartlis gagebis shemdeg miatovebs da cudi iqneba dzalian ... cota male daaxlove tornike da darian kargi wyvili iqneba male dade axali tavi

kissing_heart kissing_heart kissing_heart მაბედნიერებს მე თქვენი თითოეული თბილი სიტყვა.მადლობაააა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent