შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყარო ვერ დაგვიტევს


3-02-2018, 22:45
ავტორი Lizaapapa
ნანახია 1 471

სააბაზანოდან გამოვედი და მაშინვე, კარზე კაკუნის ხმა გაისმა...
რათქმაუნდა გიო , ნიკუშა ლადო და თამთა იყვნენ . ( ისინი ჩემთვის, თითქმის მთელი ცხოვრება არიან . ბავშვობიდან ერთად ვართ , მაშინ როდესაც ჩემი მშობლები ავარიისას დაიღუნენ, მე 17 წლის ვიყავი ისინი და მათი ოჯახები გვერდში მედგნენ და ახლა, მათი ოჯახი ჩემი ოჯახიცაა. ზოგადად , ბიჭებთან უფრო ვაწყობ ურთიერთობას ვიდრე გოგოებთან , ამიტომაც ჩემს სამეგობროში, მხოლოდ თამთას თუ ნახავთ გოგოს . მათ შორის , ნიკა ყველაზე მეტად მიყვარს , რადგან მან , აბსოლუტურად ყველაფერი იცის ჩემს შესახებ და მაშინვე ხვდება თუ რა მაწუხებს , რა მიხარია , რა მწყინს და ა.შ. )
- ახლახანს გამოვედი სააბაზანოდან , დარეკვას ვაპირებდი და კარგ დროს მოხვედით .
- ხო აზრზე ხარ, როგორ უსიტყვოდ გვესმის შენი? :დ - ნიკა
- ჰო .- მაშინვე დაეთანხმნენ ლადო , გიო და თამთაც .
- ნუ, მაგიტომაც ვამბობ რომ განსაკუთრებულები მყავხართ - გავიცინე და ისინიც ამყვნენ
- ოჰ, ნია ცეცხლაძე , ვინც შენ არ გიცნობს - ჩაილაპარაკა ლადომ.
- კარგი , ენერგეტიკულები მაცივარშია , გამოიტანეთ რა, მეზარება ადგომა
- რომ ამდგარიყავი , გამიკვირდებოდა - ჩაიბუზღუნა თამთამ
ვსვამდით , თან უამრავ რაღაცაზე ვლაპარაკობდით . საუბარი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა. ნიკუშამ ტელეფონს უპასუხა :
- ალო , გისმენთ . - ცინიკურად თქვა ნიკამ
- რა ალო ბიჭო , ხოთქვი გამოვალ 4-ზეო , სად ხარ ?
- აუუ დამავიწყდა . კაი ჩემებთან ვარ გამოვალ ახლავე .
- კაი მიდი მალე ეე .
**********************
- აუ, უნდა წავიდე , თორემ ტვინს შემიჭამს ჩემი დეიდაშვილია . - თქვა ნიკამ
- კაი , დროებით . - დავემშვიდობეთ

******************************
- კაია , რომ წავიდა ახლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნიკას დაბადების დღის სამზადისისთვის . - წამოიყვირა თამთამ .
- რა გაყვირებს გოგო , შენც თუ ნორმალური იყო რა... - უჩქიმიტა გიომ . ( აღსანიშნავია , რომ გიოს თამთა უკვე მეოთხე წელია უყვარს . ფაქტია , რომ თამთაც არ არის მის მიმართ გულგრილი. შეიძლება ხვდებიან ერთმანეთის გრძნობების შესახებ , მაგრამ არც ერთი არ აღიარებს ამას.
P.S. ძალიან , ძალიან ჯიუტები არიან... )

- კაით რა ძმურად გაჩერდით - წაილაპარაკა ლადომ.
- ანუ რას ვაპირებთ ახლა ? - ვიკითხე მე
- კლუბი დავხუროთ , ყველა მისი ახლო მეგობარი დავპატიჟოთ , კაროჩე ხო აზრზე ხართ, ჩვენები ვიქნებით, მისი დეიდაშვილი და ძმაკაცები . - თქვა გიომ
- ჰო აბა რა . - ვუპასუხეთ
- კაი, მაშინ დღესვე მოვაგვაროთ ეს საქმე . ჩავიცმევ უცებ და წავიდეთ. - ვთქვი ხმამაღლა
- კაი მიდი , ოღონდ მალე რა ჩემთავს გაფიცებ - მითხრა ლადომ.
- კაი ჰოო მივდივარ. - ვუპასუხე ღიმილით

რამოდენიმე წუთში ჩამოვედი დაბლა და დავტრიალდი .
- ძაან უცებ იყო, შენთავს ვფიცავარ - თქვა გიომ და ჩაბჟირდა სიცილით რასაც ჰქვია .
- კარგ ვიდზე ხარ - თქვა თამთამ და გაიცინა
- შენ მაინც დამინდე - ვუთხარი ლადოს სიცილით.
- დაგინდე ! - მიპასუხა ღიმილით და ხელით გვანიშნა წამოდითო .
მე ჩემი მანქანით წავედი და თამთა ჩავისვი . გიო და ლადო ერთად წავიდნენ გიოს მანქანით .
**************************
რამდენიმე საათში, ყველაფრის მოგვარება მოვასწარით ხვალისთვის , სულ 19 კაცი ვიქნებით . ხვალ საღამოს 8-ზე უნდა მოვიყვანოთ ნიკა მოტყუებით . ამ საქმეში კი ვინმეს დახმარება დაგვჭირდება - ჩაიბურტყუნა თამთამ.
- ჰოო  ყველაზე მთავარი გამოგვრჩენია - ვუპასუხე თამთას .
- ეგ ჩემზე იყოს - თქვა ლადომ
- ძმა ხარ რა - უპასუხა გიომ ლადოს და მხარზე ხელი წამოარტყა .
- კაით ჰო , ვიცი რო გიყვარვართ - თქვა ლადომ ცხვირის აბზუებით .
- თავშიც ნუ აგივარდება - ვეხუმრე მე და ერთხმად გაგვეცინა ყველას
- კაით არ შემარჩინოთ - მოგვშხამა ლადომ ეგრევე
- კაი , კაი, დავიშალეთ და ხვალისთვის კარგად მოემზადეთ - ვთქვი სერიოზული სახით .
- ჰო , ხვალ გამოგივლი და სალონში ერთად წავიდეთ მითხრა თამთამ . მეც თავი დავუქნიე დავემშვიდობე ყველას და წამოვედი სახლში .

ისეთი გრძნობა მქონდა , თითქოს ხვალ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო , მაგრამ ვთქვი : იმაზე საინტერესო რა უნდა იყოს , თუ როგორი სახე ექნება ნიკუშას როცა სიურპრიზის შესახებ გაიგებს .

*************************************
გავიღვიძე და საათს დავხედე თუ არა , მაშინვე დავიყვირე. ოჰ, ღმერთო 11 საათია და 24 გამოტოვებულოი ზარი . 9-ჯერ ლადოს დაურეკავს , 4-ჯერ გიოს და 11-ჯერ თამთას . როცა ვნახავ ვერ გადავურჩები ვერცერთს , გავიფიქრე ჩემთვის  . ~
- ალო , თამთა ნია ვარ ! აუ ჩამძინებია . მეგონა მაღვიძარა მქონდა დაყენებული , მაგრამ თურმე დამვიწყებია .
- ოჰ , ნია . ნუთუ ცოცხალი ხარ ? თუ ცოცხალი ხარ , მე მოვალ 5 წუთში და მოგიღებ ბოლოს !!
- კაი მოდი . მე 5 წუთში გავემზადები და სალონში წავიდეთ ეგრევე .
- კაი სწრაფად , ნუ ამკიდებ ცოდვას , თან დღეს .
- კაი გკოცნი .
მართლაც 10 წუთზე მეტი არ დამჭირდა მომზადებისთვის . ჩავედი თუ არა დაბლა კარზე ხმა გაისმა . მანქანის გასაღები ავიღე და კარი გავაღე.
- ოჰ , ნია , ნია ! რომელი საათია და ძლივს ახლა გავაღწევთ სახლიდან .
- კაი , ჰო რაიყო . ყველაფერს მოვასწრებთ ნუ ნერვიულობ.
- კაი წამო და დადე ეგ გასაღები , ჩემი მანქანით ვარ და ერთად წავიდეთ .
- კაი .
15 წუთში სალონში ვიყავით . სამწუხაროდ რიგში ჩადგომა მოგვიწია . 3 საათზე ძლივს გამოვაღწიეთ იქედან. ჩემი შავი თმა დიფუზორით დავიხვიე , მაკიაჟიც მკვეთრი და მუქი გავააკეთებინე . როცა სარკეში ჩავიხედე, მე თვითონ დავრჩი გაოცებული .
თამთამ სახლამდე მომიყვანა და შევედი თუ არა სახლში , მაშინვე სავარძელზე დავესვენე . დრო ძლივს გავიყვანე და აი მოვიდა 7 საათი . მაშინვე დავიწყე მომზადება . მოკლე წითელი კაბა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე და გავემართე მაშინვე კლუბისკენ .
მივედი თუ არა მაშინვე შევუერთდი ჩვენებს .
- ოჰ ნია , რა ლამაზი ხარ ტო . - მითხრა ლადომ
- ვახ , ვახ . უცებ ვერ გიცანი გოგო . - დაამატა გიომ.
- თამთა კი პირდაღებული მიყურებდა და ყურში ჩამჩრჩულა : რაიცი , იქნებ ბედი გაგეხსნასო .
მე კი ვუჩქმიტე მთელი ძალით .
ჩვენს გარდა კიდევ რამდენიმე ნიკას ახლობელი იყო, ყველა გავიცანი და ლადოს ვკითხე :
- ლადო , ნიკა როდის მოვა ?
- ჰო მართლა , ნიკას თავისი დეიდაშვილი მოიყვანს 15 წუთში აქ იქნებიან .
რამდენიმე წუთში , მართლაც მოვიდნენ .
კარში შემოვიდნენ და შუქი ჩამქრალი დახვდათ
ნიკამ გაიკვირვა რა არის ბიჭო სად მოგყავარ ?
მაშინვე შუქი ავანთეთ და ბოლო ხმაზე ვიყვირეთ :
„ ნიკა გილოოცავ ! “
- ვახ ჩემი. ეს რა მყავხართ, არადა მეგონა დაგავიწყდათ . - თქვა ნიკამ და სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა .
ნამდვილად ღირდა ეს ყველაფერი მისი ასეთი ბედნიერი სახის სანახავად .

- ნიკა , ჩემო საყვარელო გილოცავ , ძალიან მიყვარხარ ! ხო იცი ჩემთვის რამდენს ნიშნავს შენი ბედნიერება . ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ჩემთვის ღვიძლი ძმასავით ხარ . ყველას მირჩევნიხარ .
- ჩემო პატარა . როგორ მიხარია , შენგან ასეთი სიტყვები რომ მესმის . შენ ჩემთვის ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ხარ . შენ რომ რამე მოგივიდეს , არ ვიცი რას ვიზამ . მაგარი გოგო მყავხარ და მიყვარხარ ძალიან . მოიცა , მოიცა . ჩემს დეიდაშვილს გაგაცნობ . - მითხრა და ცოტა მოშორებით მდგარ მაღალ , შავგრემან ბიჭს დაუძახა.
- მოდი ბიჭო , გაიცანი ეს ჩემი და , ჩემი სიცოცხლეა დღეიდან შენც გეკისრება მასზე მოვალეობები , შენც მიხედავ , როგორც ჩემთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანს .
მის დანახვაზე ღიმილი ამეკრო მთელს სახეზე . იგი ისეთი სიმპატიური იყო კინაღამ ცუდად გავხდი
- ვაკო - მითხრა და ხელი გამომიწოდა
- ნია - ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი .
- რათქმაუნდა მივხედავ , აბა რას ვიზამ . შენთვის მნიშვნელოვანი , ჩემთვისაც მნიშვნელოვანია - თვალი ჩამიკრა და ნიკას ღიმილით უპასუხა .
უცებ ტელეფონის ხმა გავიგე და დავხედე თუ არა , ვნახე დეიდაჩემის სახელი . ბოდიშის მოხდით გარეთ გავედი და რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ .
ტელეფონი დავკიდე თუ არა , უკნიდან ნაცნობი და სასიამოვნო ხმა გავიგე . ისეთი თბილი და ამავდროულად სერიოზული , ჩამწყდარი , ბოხი.
- შეგაშინე ? - ღიმილით მკითხა მან .
- კი , ცოტათი - საპასუხო ღიმილი შევაგებე მას .
- ნიაკო ცეცხლაძე , 21 წლის , სწავლობ ილიაში , ბიზნესზე . ცხოვრობ ლისზე .
- კი - ი , მა- ა გრამ ეს ყველაფერი საიდან იცი ? - ენა დამებნა
- ნელა , ნუ აღელდი - ღიმილით მითხრა მან .
- როგორი სითავხედეა ღმერთო . ალბათ ნიკამ გითხრა არა ?
- არა ნიკა არაფერ შუაში არაა . - მიპასუხა მან .
- კაი როგორც არის , აღარ მაინტერესებს . - ვუპასუხე დაღრენილად.
- არადა თბილი გოგო მეგონე . - ცინიკური მზერა მომაგება
- საერთოდ რაში გაინტერესებს როგორი ვარ ? - ვუთხარი და მერე მივხვდი , რომ სისულელე წამოვროშე .
- ოოო , ბრაზიანთან ერთად , ცნობისმოყვარეც ყოფილხარ . - ისევ ცინიკურად მითხრა და სიცილით გაიგუდა
ოჰ , ღმერთო როგორ უხდება ღიმილი , როცა ლოყა ეჩუტება .

- რა აუტანელი ხარ ვაკო .
- პირველად მომმართე სახელით , კიდევ ერთხელ გაიმეორე აბა - მითხრა და პატარა ბავშვის სახე მიიღო. ამის დანახვაზე გამეცინა .
- არ ვიტყვი !
- აი , ჯიუტიც ყოფილხარ . ხო ხედავ რა უცებ რამდენი ფაქტი გავიგე შენზე . - მითხრა და ღიმილით გადმომხედა.
- ასე ძალიან გინდა ჩემზე მეტი რამ გაიგო ? - ვკითხე ცხვირის აბზუებით .
- ჰო აი როგორ მიხვდი , ჭკვიანიც ყოფილხარ - მითხრა და სიცილით მოკვდა .
მისმა ასეთმა საქციელმა ნერვები მომიშალა , მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია .
- იმაზე ბევრად ჭკვიანი , ვიდრე შენ გგონია ! - ვუთხარი და თავი ამაყად ავაქნიე - ამაზე ხო საერთოდ კრუნჩხვები დაეწყო 
- თავში ავარდნილიც  - ისეთი სახე მივიღე , რომ ალბათ იფიქრა რამ მათქმევინაო
- კაი ჰო , არც შენთან საუბრის დრო მაქვს და მითუმეტეს არც სურვილი ( ისეთი ტყუილი ვთქვი მეშინოდა მეხი არ დამცემოდა ) - და ოდნავ გავუღიმე ( ცინიკურად რათქმაუნდა ) შემდეგ კი შიგნით შევედი.
- ოჰ ნია ცეცხლაძე , როგორი ჯიუტი ხარ - ჩაილაპარაკა ვაკომ და მარჯვენა მხარეს ჩაიღიმა
სად იყავი გოგო ? ეგრევე შემეფეთა თამთა
- გარეთ ვიყავი ნანიმ დამირეკა - მივიხედე და ჩემს პირდაპირ მდგომ ვაკოს მოვკარი თვალი . ოდნავ გამიღიმა და ჭიქა ასწია - მანიშნა შენი სიჯიუტის იყოსო
- ცინიკურად გავუღიმე და ჭიქა ავსწიე მეც .
*************
- ძალიან კარგი იყო ყველაფერი, დიდი მადლობა თქვენ - გვითხრა ნიკამ.
- უკეთესს იმსახურებ - ვუთხარი და ძლივს გავუღიმე
იმდენი დავლიე , აშკარად ზედმეტი მომივიდა ფეხზე ძლივს ვიდექი .
ნიკა მომიახლოვდა და მითხრა სიცილით
- ნი , რამდენი დალიე ?  ძლივს დგახარ - გადაიხარხარა
- ნიკუშ , არ ვარ მთვრალი და წავედი ახლა სახლში ყველანი დავიშალეთ როგორც ვატყობ - ვუთხარი და გავუღიმე
- სისულელე ! მე სასწრაფოდ უნდა გავიდე ძმაკაცთან რაღაც პრობლემა შეექმნა და შენ , ვაკო გაგიყვანს . - ჰო ასეა ვაკუშ ? - მე ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი უცებ დაბნელდა და მერე აღარ მახსოვს ...
თვალი გავახილე და უკვე მანქანაში ვიჯექი , მივიხედე გვერდით და ვაკო ვნახე
- ვაჰ , ვაჰ მძინარე მხეთუნახავს გაუღვიძია - თქვა ვაკომ და ისევ ჩატეხა მარჯვენა
- შენ რა გინდა აქ ან მე რა მინდა ? რახდება ? სად მიგყავარ ?
- რა იყო , მოტაცებას კი არ გიპირებ რამდენი კითხვა მომაყარე .  - თქვა და გადაიხარხარა
- არ მეცინება ! გააჩერე მანქანა ჩემით წავალ ან მეტყვი ყველაფერს .
- კაი ჰო , რა ისტერიკებში ვარდები . თავბრუ დაგეხვა როცა ნიკუშამ გითხრა ვაკო გაგიყვანსო - გაიღიმა - არა , კი ვიცოდი რომ მოგწონდი , მაგრამ ასე ძალიანაც თუ იყავი ჩემით შეპყრობილი ეგ ნაღდად არ მეგონა - მითხრა და ცინიკური მზერა მომაგება .
- აუ ხო , გამახსენდა . საიდან დაასკვენი ამდენი სისულელე ერთად ?
- უგონო მდგომარეობაშიც ჩემს სახელს ამბობდი და სხვა დასკნას ნამდვილად ვერ გამოვიტანდი
ისე ამეწვა სახე და ისე ავწითლდი, ალბათ ვაკომაც შეამჩნია და მითხრა
- კაი არ მითხრა რომ შეგრცხვა ? მაგიტომ კი არ მითქვამს , პროსტა მეც ძაან გამისწორდა - თქვა და შუბლზე მაკოცა.
- სულაც არა , რა . თან ალბათ გამახსენდა უცებ რაც მოხდა და მაგის ბრალი იყო .
- ჰო , ჰო , ზუსტად ეგრე იყო - მითხრა და გამიღიმა ( ახლა ნამდვილად ყველაზე წრფელი ღიმილი იყო , სხვა ღიმილებს შორის )
ამასობაში სახლშიც მომიყვანა .
- მადლობა ვაკო. ძალიან შეგაწუხე .
- მეწყინა . მეორეჯერ აღარ თქვა ეგ სისულელე. ახლა მიდი და დაისვენე .
- კარგი კარგად .
- დროებით - მითხრა და გამიღიმა
რა ჯობია სიტყვა „ დროებითს’’ აზრს , რომ ისევ შეხვდებით ერთამენთს.
****************

მეორე დღეს 2 საათზე გავიღვიძე . თავი ისე მისკდებოდა ძლივს ავდექი . მაშინვე ყავა მოვიმზადე და მდივანზე წამოვგორდი . ტელეფონს დავხედე და 2 შეტყობინება დამხდვა . ერთი თამთასგან იყო მეკითხებოდა როგორ ვიყავი . მეორე - უცნობისგან.
,, იმედია უკეთ ხარ ;) ’’
მე მაშინვე მივხვდი , რომ ვაკო იყო და პასუხიც არ დავაყოვნე .
,, არა , არა , საშინლად ვარ . აშკარად ზედმეტი დავლიე “
,, სიმთვრალეში უფრო თბილი ხარ სხვათაშორის , თან უფრო პირდაპირი . “
,, რაღაც მივქარე ხო ?  “
,, აჰაჰა , არა  “
,, აი , უკვე აღარ მჯერა “
,, მეწყინა ! :@ აი მარტო ერთს გთხოვ , ყველგან და ყოველთვის ჩემი გჯეროდეს ... “
,, ჰო მაგრამ ... “
წერილი აღარ მოსულა . აი ახლა მივხვდი რომ მართლა მივქარე და ძალიან , ძალიან ვაწყენინე ვაკოს . ჩემს თავს ვუმეორებდი , ნია ! შენთვის ის არაფერს ნიშნავს , არც უნდა გაინტერესებდეს რას ფიქრობს , რას გრძნობს და ა.შ. გული სხვა რაღაცას მეუბნებოდა . თითქოს ნია ორად იხლიჩებოდა და ერთი ნია იმეორებდა რომ ვაკო სიგიჟემდე მოეწონა , მეორე კი - იგი არავინაა შენთვის !
საღამოს გარეთ გავედი სარბენად და ვიგრძენი როგორ დამყვებოდა შავი მერსედესი . თავიდან ვიფიქრე , რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო , მაგრამ მერე გავაანალიზე და მივხვდი , რომ დამთხვევა არაფერ შუაში იყო . სადარბაზოსკენ სირბილით წავედი და სადარბაზოში შესვლისთანავე ვიღაცას დავეჯახე , დავეჯახე - მთელი ძალით . ავხედე და ვაკო რომ დავინახე , მთელი ძალით მინდოდა ჩავხუტებოდი , თითქოს ისეთი შვება ვიგრძენი ...
- ნია ! რა იყო , რა გჭირს ?
- არაფერი უბრალოდ დავრბოდი და ცოტა გადავიღალე . ჰო მართლა , შენ აქ რა გინდა ? ჩემთან მოხვედი ?
- სისულელე ! არა , საცოლეს მოვაკითხე - მაშინვე ცეცხლი წამეკიდა - ეს რომ შენიშნა სიცილი ატეხა
- კაი რა უცებ იჯერებ ყველაფერს . შენთან მოვედი , ვისთან უნდა მოვსულიყავი . აქვე ვიყავი და ვიფიქრე მოვიკითხავ-თქო .
მომეშვა გულზე და ამოვისუნთქე
- კაი შემოდი სახლში .
- არა , არა ისე შემოგიარე მეჩქარება . ჰო მართლა , რა გჭირს შენ ?
- დღევანდელზე თუ ამბობ ბოდიში რა .
- არა , ეგ აღარც მახსოვს . ახლა რა მოხდა ? რა შეშინებული ხარ ?
- უი , ეგ არაფერი ისეთი .
- ნია ! - მითხრა ისეთი ბოხი ხმით ადგილზე შევხტი .
- არაფერი ისეთი , მეგონა მანქანა მომყვებოდა, მაგრამ ეგ არაფერი , ალბათ მომეჩვენა .
- რა მანქანა იყო ? - სახე და ხმა დაუსერიოზულდა .
- შავი მერსედესი . RSO-777
- კაი , შენ ადი სახლში - მითხრა და ჩამეხუტა
- კაი დროებით და ფრთხილად .
- ვა , არ მჯერა ნია :დ
- რა არ გჯერა ვაკო ?
- მზრუნველიც რომ ყოფილხარ - თქვა და გაუჩინარდა
გულში ვიფიქრე როგორი არანორმალურია-თქო .
გავიდა ერთი კვირა . აღარც მანქანა ჩანდა , აღარც ვაკო . თითქოს მეწყინა . თითქოს კიარა მართლა მეწყინა . დავდიოდი თამთასთან და ბიჭებთან ერთად . ნიკა ყოველდღე მაკითხავდა , მაგრამ არც მას დასცდენია ვაკოზე რამე და არც მე .
******************
საღამოს თამთა ამოვიდა ჩემთან და ამ ღამით ჩემთან დარჩა .
- ნი , აუ რაღაც ბოლო დროს ვერ ხარ . რამე მოხდა ? რას მიმალავ ?
- არა თამ , არაფერი უბრალოდ რავი რა ...
- ნია ცეცხლაძე ! - მკაცრად მითხრა - ახლავე მომიყვები ყველაფერს
- აი ეგ ხო იცი მერსედესითქო ვაკოთქო რო გიყვებოდი .
- მერე ?
- მერე , 1 კვირა გავიდა და ვაკო არც კი შემხმიანებია . - თვალზე ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა ცრემლი .
- კაი ნია რა გატირებს . ალბათ საქმეები აქვს , ან არ სცალია. შეყვარებული ხო არ ხარ ?
- არა , რა შეყვარებული უბრალოდ , გული დამწყდა ასე უცებ რომ გაქრა .
- ხარ , ხარ . - გაიცინა თამთამ
- კაი რა . - წავიღიღინე მე
- ჰო მართლა რა გვარია ეგ შენი ვაკო ?
- აუ მგონი არ მახსოვს , არადა ვიცოდი . უი , უი , დადიანი . ჰო დადიანი
ამის გაგონება და თამთას ფერი გადაუვიდა . ჯერ წითელი , მერე ყვითელი შავი და ბოლოს საერთოდ გათეთრდა .
- თამ , რა გჭირს ? კარგად ხარ ?
- გოგოოოო..... - შეჰყვირა თამთამ - ჩემი სიკვდილი გინდა და მაღადავებ ხო ? არაა ვაკო დადიანი და უბრალოდ მაღადავებ ?
- რა მეტყობა ღადავის . მერე რა , რო დადიანია ?
- შენ იცი ვინაა ეგ ? ყველას ეშინია მაგის .
ფერი გადამივიდა
1) ვაკო - კაი ბიჭი
2) ვაკო - ბანდიტი
3) გარჩევები - ვაკო
4) ცემა , სროლა , აურზაური - ვაკო
5) ვისი ეშინია ყველას ? - მართაალია , ვაკოსი
6) ვინ აზანზარებს თბილისს ? - მართალია , ვაკო
7) ვისზე გიჟდებიან გოგოები და ვის გამო პუტავენ ერთმანეთს ? - ვაკოს გამო
**************
ასე შემიძლია გავაგრძელო უსასრულოდ ...
ვაკო მთელი ერთი თვე არ გამოჩენილა . წესით უნდა დამევიწყებინა , მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა . უფრო და უფრო მენატრებოდა . არც ერთი წერილი , არც ერთი ზარი . არც ერთი როგორ ხარ . არც ერთი მომენატრე ...
ნიკა , ლადო , გიო , თამთა , სულ ჩემთან იყვნენ . ნიკუშა ხმას არ იღებდა და როცა დავიყწყებდით ჩემსა და ვაკოზე საუბარს , მაშინვე გაიღიმებდა ცალყბად . ( ჰო მართლა , გამომრჩა მეთქვა , რომ ნიკა და ვაკო ზუსტად ერთნაირად იღიმოდნენ ).

ჰოი საოცრებავ ... არსაიდანღაც გამოჩნდა ვატო გულბანი . ძალიან უცნაურად გავიცანით ერთმანეთი მეტროში . მერე დავმეგობრდით , ყოველდღე მნახულობდა ,, შემთხვევით “... მე ისევ ვაკოზე ვფიქრობდი , მაგრამ ის არსად ჩანდა . გავიდა 2 თვე .. მე და ვატო უფრო დავახლოვდით , ამაზე ნიკა სულ მთლად გადაირია . რამდენი ხანი არ მელაპარაკებოდა , მაგრამ მაინც არ მეუბნებოდა მიზეზს რატომ არ უნდა მემეგობრა ვატოსთან , მხოლოდ ამას მეუბნებოდა ,,ასეა საჭირო “ ამაზე უფრო ვიჭრებოდი და ნიკუშას ჯინაზე ვმეგობრობდი .
*************************
მესამე თვის ბოლო დღე სრულდებოდა ვაკო რომ არ მენახა . ძალიან მენატრებოდა . მოვიდა , ყველაფერი ამირია და წავიდა.
ვატო სახლში მაცილებდა , უცებ მითხრა სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთანო და გაჩერდა .
- გისმენ ვატო .
- აუ არვიცი როგორ დავიწყო . აი ბევრს ნიშნავ ჩემთვის .
- ჰო მეც ძალიან გაფასებ - ვუთხარი და გავუღიმე .
- აუ პირდაპირ გეტყვი რაა , ვეღარ ვითმენ უკვე .
- გისმენ .
- მიყვარხარ ! - ამის გაგონებაზე სახე წამეშალა
უცებ უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა და ადგილზევე გავიყინე .
- ეს გოგო , სხვას უკუთვნის ! - თქვა ვაკომ და ეგრევე ვიგრძენი როგორ ამტკივდა მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო .
- შენ საერთოდ რატომ ერევი ? - უპასუხა ვატომ
- არ იყო ანუ საკმარისი რაც ერთხელ გაგიკეთე .
ვატო მაშინვე გაუჩინარდა სიბნელეში .
ახლა ვაკოს მივუბრუნდი . არადა როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი , მეყვირა , მეღრიალა , მაგრამ რა უფლება მქონდა ?!
- ძალიან გამიკვირდა შენი აქ ნახვა .- ვუთხარი და გავუღიმე
- როგორ ხარ ?
- რა უფლებით ელაპარაკე ასე ვატოს ?! იქნებ მეც მიყვარს - ცინიკურად ვუპასუხე ვაკოს
- ვერანაირად ვერ შეიყვარებდი ვატოს და გითხრა რატომ ? - ცინიკურადვე მიპასუხა მან .
- მაინც რატომ ? - გამომწვევად ვკითხე მას
- იმიტომ , რომ ადამიანი რომელიც შენს თავზე მეტად გიყვარს , გიყვარს არა გიჟდები ეს მხოლოდდამხოლოდ ვაკო დადიანია - მიპასუხა და ჩამეხუტა
ვეღარაფერი ვუთხარი , ხმაც ვერ ამოვიღე . უბრალოდ რაც შეიძლებოდა მაგრად ვეხუტებოდი .
- შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე - სულაც არ მიყვარხარ .
- კაი ?! მეწყინა  - სიცილით მითხრა მან - მაგიტომაც მახრჩობ ? - თქვა და ძალიან მაგრად გაიცინა
- მე მაშინვე გავაანალიზე როგორ ძალიან მქონდა მოხვეული ხელები ვაკოსთვის და მაშინვე მოვშორდი
- კაი , რა მაგიტომ კი არ მითქვამს - მითხრა საპასუხოდ -
- სად იყავი ეს დრო ? ან ასე უცებ რატომ გამოჩნდი ? საერთოდ რა გინდა ?
- მაგაზე სხვა დროს რა . - მითხრა , შუბლზე მაკოცა და სიბნელეს შეერია
**************************
მეორე დღეს ჩემთან თამთა მოვიდა და გაგიჟებულმა მომახალა
- გოგო , იცი რატო ყოფილა დაკარგული დადიანი 3 თვე ?
- არა , მოყევი მალე .
- ნი , ვერც კი დაიჯერებ .
- მოყევი მალე თამთა !!
- თურმე ვიღაცის შავი მერსედესი გაულეწავს , პატრონი მაგრად უცემია და თუ გამოიცნობ ყველაზე მთავარს . ვინ იყო პატრონი ? ვატო . თურმე ეს სამი თვე ციხეში იჯდა.
- ამის გაგონებაზე მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი და მაშინვე გარეთ გავვარდი . სად მივდიოდი ? რათქმაუნდა დადიანთან , მაგრამ წასვლა არ დამჭირვებია, რადგან ვაკო უკვე სადარბაზოს შემოსასვლელთან იდგა და მიღიმოდა .
მაშინვე მთელი ძალით ჩავეხუტე და ვუთხარი მხოლოდ სამი სიტყვა : ,, მე შენ მაგიჟებ “
- ვაკომ გამიღიმა და მითხრა : ,, მე შენ “
და ამ დღიდან დაიწყო ყველაფერი ...
**********************

სიგიჟე

- ნი , სად ხარ ?
- სახლში ვაკო , რამე მოხდა ?
- კი მოხდა . ნახევარ საათში იმ კაფეში მოდი ნიკას დაბადების დღე რომ ავღნიშნეთ - მითხრა და პასუხის გაცემაც არ მაცალა ისე დამიკიდა ყურმილი .

შევედი შიგნით და მაშინვე ცრემლები წვიმასავით გადმომცვივდა ... ირგვლივ ყველაფერი ვარდებით იყო დაფარული . შუაში იდგა მაგიდა და ამ მაგიდასთან იჯდა ყველაზე სიმპატიური ადამიანი მსოფლიოში . ვაკო წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა
- მოიცა , შენ ტირი ?
- არა - გამეღიმა მე
- ყველაზე ლამაზი ხარ ! - მითხრა და შუბლზე მაკოცა
- კი , მაგრამ ეს ყველაფერი ...- არ დამასრულებინა
- მოდი დაჯექი .
ცოტახანი ვუყურებდით ერთმანეთს და შემდეგ დაიწყო
- აუ , უკვე 6 თვეა ერთად ვართ. მგონი დროა .
- რისი დროა ?- ვიკითხე
ვაკო წამოდგა და ჩემს წინ ჩაიმუხლა
- ნი , ცოლად გამომყვები ?
- ისევ ტირილი ამიტყდა , ყველაზე ბედნიერი ვიყავი მსოფლიოში ...- ვაკო ეს სიგიჟეა
- ჰო და გავგიჟდეთ
- კი თანახმა ვარ - ვუთხარი და მთელი ძალით ჩავეხუტე .
ეს დღე ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში ...

***********************************************
ყველას ძალიან უხაროდა ჩვენი ამბავი . ყველა ჩვენზე საუბრობდა . ნიკა მეუბნებოდა რას მოვესწარიო და მთელი ძალით მეხვეოდა .
*******************************************
ქორწილამდე 1 კვირა იყო დარჩენილი . ამ ერთი კვირის განმავლობაში არც კი მძინებია ...


ქორწილის წინა დღეს თამთას დაურეკა სად არიან ხო არიციო ? თამთამ უთხრა კი წყნეთში ავიდნენ დასალევადო .
ნია ნახევარ საათში უკვე კართან იდგა და აბრახუნებდა კარზე. კარი ვიღაც გოგომ გაუღო და შევიდა
ჰოი საოცრებავ .... ნახა როგორ სვამდნენ მისი ძამაკაცები , ვაკო და ვიღაც გოგოები ერთად . ვაკო მაშინვე ნიასკენ გაემართა მაგრამ ნიამ ხელით ანიშნა გაჩერდიო . მხოლოდ ერთი წინადადება უთხრა : ,, ასე გული არავის ატკინოო და კარი ჩუმად გაიხურა“
ამას მოჰყვა ბევრი ცრემლი , სიკვდილზე ფიქრი , ტანჯვა , უძილობა , ქორწილის ჩაშლა , მაგრამ არც ერთი ნიას და ვაკოს შეხვედრა . გავიდასამი თვე და ვაკო ვეღარ ბედავდა დარეკვასაც კი . ბიჭები და თამთა სულ ნიასთან იყვნენ , მაგრამ სულ ამაოდ . ერთ საღამოს როცა ყველანი ნიასთან იყვნენ მან ძალიან მშვიდად გამოაცხადა :
- ამერიკაში მივდივარ !
- კაი რა , რა დროს ხუმრობაა - თქვა თამთამ
- ჰო აბარა - შეეპასუხა ნიკა
- გიო და ლადო შოკში იყვნენ .
ვერაფრით გადააფიქრებინეს ნიას ეს გადაწყვეტილება .

********************************************
მთელი თბილისი გლოვობდა მათ ისტორიას. ვაკო ?
ვაკო სვამდა , ჩხუბობდა , ხელში ეცლებოდა თბილისს მისნაირი ტიპი .. იგი მხოლოდ ერთი იყო და ვერასდროს , ვერავინ იქნებოდა მისნაირი ! ნიას და ვაკოს ერთმანეთისთვის სიტყვა ,, მიყვარხარ “ არ უთქვამთ . ამბობდნენ ამ სიტყვით ჩვენს გრძნობებს ვერ გავაბანალურებთო . მათში სიტყვა მიყვარხარ შეცვალა სიტყვამ ,, მაგიჟებ “. ეს ხომ ყველაფერს ერთად იტევდა . ნიას , ვაკოს , თბილის და აბსოლუტურად სამყაროს !

*************************************************

გავიდა 6 თვე , ზუსტად 6 . არც მეტი , არც ნაკლები . ჩამოვიდა ნია . ვაკოს როცა ნიკუშამ ეს ამბავი შეატყობინა , უნდოდა მაშინვე ნიასთან წასულიყო ,მაგრამ რა უნდა ეთქვა ? არასდროს ყოფილა იგი ასეთი სუსტი . მისი ხომ ყველას ეშინოდა , მაგრამ ახლა ის სულ არ გავდა იმ ვაკოს , რომელსაც იცნობდით .
ყველა ნიასთან იყო . ნია უფრო დასუსტებული , ჩამქრალი თვალებით . ყველას არწმუნებდა რომ დაივიწყა ყველაფერი , მაგრამ ნუთუ შეიძლება ეს მომხდარიყო ? რათქმაუნდა ვერა !
- რაღაც მინდა გითხრათ - დაიწყო ნიამ
- მიდი გისმენთ - უთხრა ნიკამ და გადახედა გიოს ლადოს და თამთას .
- ვთხოვდები !
- ჰა ? - ერთხმად წამოიყვირა სამივემ
- ჰო , ვ-თ-ხ-ო-ვ-დ-ე-ბ-ი !
- მოიცა ტო , შერიგდით ? - დაიწყო ლადომ
- არა !
- აბა ვისზე ?
- ვატოზე !
ეს თქვა თუ არა , მაშინვე ყველას ფერი გადაუვიდა , დაიბნენ . არ იცოდნენ რა ექნათ .
ნიკუშამ ნია აივანზე გაიყვანა
- ნია აზრზე ხარ რას აკეთებ ?
- კი , 100%-ით .
- მოიცა , რამ შეგცვალა ასე ? ეს ის ვატოა ? ნუთუ შეგიძლია ეს გაუკეთო ვაკოს , შენს თავს , ჩვენ ! ყველას ?
- შეეძლო ვაკოს ეღალატა ჩემთვის ?
- ეგ სულ სხვაა !
- რა არის სულ სხვა ? ღალატი , ღალატია .
- რა ღალატი გოგო , ნუ გადამრევ, ვთქვით გავერთოთო პროსტა , პირველად და საბოლოოდ ვნახეთ ეგ გოგოები . თან ვაკო ძლივს ამოვათრიეთ , ჩვენი ბრალი იყო .
- აღარ მაინტერესებს !
ჩვენ ბოდიში მაგრამ მაგ სიტუაციაში ვერ გავიჩითებით - თქვა გიომ და სამივე მას დაეთანხმა .
- როგორც გინდათ - უპასუხა ნიამ და ცრემლები ძლივს შეიკავა , მაგრამ რომელი ცრემლები ? მას ტირილის ძალაც კი არ შესწევდა .
***********************************

ქორწილის დღე გათენდა . ნია ემზადებოდა , ამას თუ მზადება ერქვა . გამოწყობილი იყო უზარმაზარ თეთრ კაბაში . მის გვერდით არც თამთა იყო , არ გიო , არც ლადო , არც ნიკუშა . და ვის მიყვებოდა ? ვატოს , რომელიც არ უყვარდა , არ უყვარდა კი არა ეზიზღებოდა , ამას მხოლოდ ვაკოს გასამწარებლად აკეთებდა . მზად იყო მთელი ცხოვრება შეეწირა , მხოლოდ მისი გულის ტკენისთვის .

დაბლა ვატოს ძმაკაცი ელოდებოდა , ეკლესიაში მას უდნა წაეყვანა . უკნიდან ნაცნობი სურნელი იგრძნო და უცებ დაუბნელდა თვალებში .

როცა აზრზე მოვიდა უკვე მანქანაში იჯდა , მიიხედა გვერდით და ვაკო დაინახა, თითქმის 9 თვე იყო გასული ის არ ენახა , ყველაფერი ერთბაშად გაახსენდა . გული აეწვა , ეტკინა , თავბრუ დაეხვა და ძლივს გასაგონად თქვა
- რა მინდა აქ ?
- აბა სად გინდა ?
- მე ქორწილში უნდა ვიყო , საქმრო მელოდება . სწრაფად გააჩერე მანქანა !
- სისულელე ! შენ არ გიყვარს ვატო , ვერც ვერასდროს შეიყვარებ . საერთოდ როგორ იფიქრე , რომ ვატოს გაყვებოდი ცოლად ? იმას გოგო ? აქედან რომ წახვედი დადიანის საცოლე იყავი და იქედან ვატოს საცოლეს სტატუსით დაბრუნდი ? საერთოდ ასეთი რაღაც რატომ გაიფიქრე ?- ხმა სევდიანი , ჩახლეჩილი და ბოხი ჰქონდა , თვალები ჩამქრალი , ალკოჰოლის სუნიც ჰქონდა , ისეთი დასუსტებული იყო , ალბათ მთეელი ეს დრო ერთხეელაც არ უძინია , ამის გაფიქრებისას გული ჩაწყდა ნიას .
- შემეშვი გთხოვ . შენ მე სამუდამოდ დამკარგე , გთხოვ გამიშვი .
- არა !
- მე ხომ გაცნობისთანავე გითხარი , რომ ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო მაგრამ ჩემთვის სულ უნდა დაგეჯერებინა . მე შენ ისიც გითხარი რომ ჩემი ცოლი იქნებოდი ! ოდესმე გაგიგია ვაკო დადიანმა სიტყვა ვერ შეასრულაო ?
- გამიშვი ვაკო , ნასვამი ხარ . არასწორად იქცევი - ტირილი აუტყდა ნიას
- შენ შენს თავს დასტირი ნია . ყველაზე მეტად შენს ტირილს ვერ ვიტან . არ იტირო . მე ხომ ვიცი ისევ ისე გაგიჟებ . ჩვენ, ჩვენ ვართ და შენ ვერასდროს იქნები შენ და მე , მე . ჩვენ იმდენად ერთნი ვართ , ცალცალკე უბრალოდ წარმოუდგენელია . არც ახლა გეტყვი რომ მიყვარხარ და არც ახლა გავაბანალურებ ჩვენს გრძნობას . მე უბრალოდ მეგიჟებ .
- გამიშვი ვაკო , რაა )
- არასოდეს ! ძალიან მომენატრე ! წამოიწია და შუბლზე აკოცა ნიას .
- ნიამ ვეღარ გაუძლო და ტირილი დაიწყო . ის ვეღარ მოერია გრძნობებს . მასში ვაკოს სიყვარული უფრო მეტი იყო ვიდრე თვითონ . მთელი ძალით ჩაეხუტა ასე მონატრებულ ადამიანს . და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა „მაგიჟებ“
- ასეც ვიცოდი ! შენ ვერასდროს დამივიწყებ ნია ! „მაგიჟებ“
**************************************
სამყარო ძალიან ბანალური იყო მათ სიყვარულთან შედარებით. მათ უბრალოდ ვერ დაიტევდა !

************************************
საკურთხეველთან მდგომ ვატოსთან მივარდა ძმაკაცი , რომელსაც ნია უნდა წამოეყვანა და უთხრა ისე , რომ ყველამ გაიგო : ,, ძმაო დადიანმა ცოლი აგახიაო ! “
**********************




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent