შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არანორმალური (9)


4-02-2018, 00:11
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 241

დილით ხმაური მაღვიძებს. იმედია ისევ ნოე არ არის... ნოეს გახსენებაზე გამეღიმა. არის ამ ბიჭში რაღაც, რაც მომწონს. მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი. ამ დროს ოთახში ლუკა შემორბის.
-ბარბი გაიღ... – უცებ გაშეშდა და გაკვირვებულმა შემომხედა – შენ რა გღვიძავს?! მითხარი ვინ ხარ და რა უქენი ჩემს ბარბის?!
-უიმეე... დილიდან ცანცარის ხასიათზეა ბიჭი! რა იყო ცოლი მოგყავს და ბლატაობ?!
-აუ ადექი და დამეხმარე რა სუფრის გაწყობაში! მამა სასწრაფოდ გახდა წასასვლელი სამსახურში და მარტომ ვერაფერი მოვახერხე. მაია დეიდასგან ამოვიტანე საჭმელები და მისი საფირმო საჭმელებით ვივახშმებთ. აბა შენ რისი გამკეთებელი ხარ. მომიწამლავ საცოლეს!
-ვაი შე საწყალო. ასე გააგრძელე და ვნახოთ ვინ მოგეხმარება! ისე შე საძაგელო, რატომ არ მითხარი ხელის თხოვნას თუ აპირებდი შენი გოგოსთვის? ვაიმეე... ახლა მივხვდი!.. მე მისი სახელიც არ ვიცი! ამის მერე რატომ უნდა დაგეხმარო?!
-კაი ბაბიკო დაწყნარდი! მოკლედ მოგიყვე ახლა – ლოგინზე ჩამოჯდა – ეს ის გოგოა, ვისთვისაც საჩუქარი ავარჩიეთ. გახსოვს ორი წელი უცხოეთში რომ ვსწავლობდი?!
-მახსოვს!.. იმ მოსაწყენ ორ წელს რა დამავიწყებს! – მართლაც მძიმე წლები იყო. ისეთი მოწყენილი ვიყავი ხოლმე და ისე მენატრებოდა ლუკა, რომ აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი.
-ხოდა, მაშინ სკაიპში რომ გიყვებოდი ერთ ქართველ გოგოზე, სალომეზე, აი ის გოგოა!
თავიდან ვერ ვიხსენებდი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ერთი გოგო მოსწონდა, სალომე, მაგრამ ამ გოგოს გაცნობის შემდეგ მალევე დაბრუნდა საქართველოში და მალევე დაკარგეს კონტაქტი.
-ააა, ხო მახსოვს, მახსოვს!
-ხოდა საქართველოში, რომ დაბრუნდა დამირეკა! და მერე ხომ იცი როგორც ხდება... – დაიმორცხვა – ისე შემიყვარდა ვერც მივხვდი და ახლა ის ჩემი საცოლეა! – სახე გაუბრწყინდა და ფიქრებში წავიდა. მერე თითქოს რაღაცამ დაარტყა თავში და საათს დახედა – აუ ბაბსი ადექი მალე, გეხვეწები!
-კაი ხო, ვდგები, ვდგები!
მალევე ავდექი, ლოგინი გავასწორე, ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. სამზარეულოში შესულს მხვდება ძირს დაყრილი მინები და ლუკა ცოცხით და ნაგვის ასაღებით ხელში. შემომხედა და გაშეშდა:
-მე...მე... შემთხვევით მომივიდა! თეფშები უბრალოდ ხელში მეჭირა და უცბად გამივარდა! –დაიწყო ბლუკუნი.
ვაიმე ისეთი სასაცილო იყო, სიცილი ვერ შევიკავე და სანამ ცრემლები არ წამომივიდა იქამდე ვიცინე.
-მერე ისევ ჩემზე იტყვი, არ ხარ სამზარეულოში შესაშვებიო – ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
სასწრაფოდ ავიღე მინები და იქაურობა დავალაგე, მერე სხვა ოთახებსაც მივხედე და ბოლოს სუფრა გავაწყვე. ყველაფერი იდეალურად იყო. წუთი-წუთზე მამაც სახლში მოვიდოდა და დაახლოებით ნახევარ საათში ჩვენი სარძლოც!
-აბა როგორ მოგწონს ლუკიტო?
-არაჩვეულებრივია ბაბლი!.. არაჩვეულებრივი! ძალიან დიდი მადლობა, ხომ იცი ეს ჩემთვის რამდენს ნიშავს – მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა.
ამ დროს კარებზე ზარია.
-მამაც მოვიდა! წავალ კარებს გავაღებ – ვუთხარი და კარისკენ ღიმილით დავიძარი.
კარები გავაღე და ხელში მამას მაგივრად ნოე შემრჩა. შემომხედა, გამიღიმა და მერე ჩემს წინსაფარს დახედა.
-გიხდება! – მითხრა სიცილნარევი ღიმილით.
-მოგიხურო ახლა კარები, თუ რის მიღწევას ცდილობ?! – ვუთხარი მობეზრებულმა.
დამეკრიჭა.
-ბოდიში.
-მიპატიებია! შემოდი. – ვუთხარი და გზა დავუთმე შემოსასვლელად.
სამზარეულოში გავიდა და ჩემს ძმას მოეხვია.
-აბა სად არის ჩვენი სარძლო? – ეუბნება ჩემს გადაქანცულ ძმას.
-მოვა მალე... მოვა!
-მოიცა და შენ ვინ დაგპატიჟა?! – ვეკითხები გაკვირვებული.
-ლუკამ, რა თქმა უნდა. – თქვა კმაყოფილმა და სკამზე ჩამოჯდა.
ისევ ზარია. ალბათ მამა იყო. გავედი და კარები გავაღე, მაგრამ ხელში ვიღაც გოგო შემრჩა, სავარაუდოდ ჩემი პოტენციური სარძლო.
-გამარჯობა, მე სალომე ვარ. შენ ალბათ ბაბი ხო?! – მეუბნება ღიმილით და ხელს მიწვდის.
ღიმილით შევათვალიერე. მართლაც ძალიან ლამაზი გოგო ყოფილა. მწვანე თვალებით, მუქი წაბლისფერი თმით, მაღალი, მაგრამ არც ძალიან გამხდარი ფეხებით. ჩაცმულობითაც ძალიან სადად ეცვა. მანტო, შავი შლაქსი შარვალი და სავარაუდოდ შავი ყელიანი ზედა (ყელი მანტოდანაც ჩანდა).
-დიახ ბაბი! ძალიან მიხარია შენი გაცნობა სალი – ვეუბნები და ხელის ჩამორთმევის მაგივრად ვეხუტები.
ამ დროს სამზარეულოდან ლუკა და ნოე გამოვიდნენ. ლუკამ ნოეც გააცნო და მოკლედ ამ ყველაფრის შემდეგ მივაღწიეთ სუფრასთან... მამა იგვიანებდა. ყველანი მოვკალათდით სუფრასთან, მაგრამ მე ვერ ვისვენებდი. გული ცუდს მიგრძნობდა. რამდენჯერმე ვცადე მამასთან დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. ვიფიქრე მუშაობს და ალბათ აგვიანდებათქო და ცოტახანი კიდევ მოვითმინე. მანამდე ბევრი ვისაუბრეთ და ვიცინეთ.
-ერთი წუთით, დავრეკავ! – ვთქვი და ბოდიშის მოხდით გავედი აივანზე.
ბევრი უშედეგო ცდის შემდეგ, მამას მაგივრად კომპანიაში დავრეკე, სადაც მისმა მდივანმა მითხრა, რომ დაახლოებით საათ ნახევრის წინ გამოვიდა ოფისიდან. ღმერთო, რაღაც ცუდი ხდება. იმედია ეს ის არ არის, რაც მე მგონია.
-კარგად ხარ? – მესმის უკნიდან უკვე კარგად ნაცნობი ხმა.
-კი ნოე, კარგად ვარ. – ვეცადე წამოსული ცრემლები მის მოსვლამდე მომეშორებინა, მაგრამ ვერ მოვასწარი.
-შენ რა ტირი?! – მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა.
-უბრალოდ მამაზე ვნერვიულობ! თვითონ არ მპასუხობს. სამსახურშიც დავრეკე და მითხრეს, რომ დაახლოებით საათ ნახევრის წინ გამოსულა. ამდენი ხანი კი ნამდვილად არ უნდა კომპანიიდან საახლამდე. – ვუთხარი ხმაამღვრეულმა და ცრემლების შეკავებაც ვეღარ შევძელი – უბრალოდ...უბრალოდ...არ მინდა,რომ მამაც დედასავით დავკარგო!
მეტი ვეღარ მოვითმინე და ნოეს მაგრად ჩავეხუტე. მჭირდებოდა, რომ ვინმეს ჩავხუტებოდი.
-კაი დაწყნარდი. მე წავალ და გავარკვევ კარგი?!
-მეც შენთან ერთად მოვდივარ! – ვუთხარი მტკიცედ და მხოლოდ სახე მოვაშორე, რომ მისთვის თვალებში ჩამეხედა. ტანით ისევ მასზე ვიყავი აკრული.
-არა შენ რჩები!
-მეც უნდა წამოვიდე – ვუთხარი და მოვშორდი – უნდა გავიგო, როგორ არის და სად არის მამაჩემი!
-შენ რჩები! მე და ნოე წავალთ! – მესმის უკნიდან ძმის მკაცრი ტონი.
მოკლედ მაინც თავისი გაიტანეს და მალევე დავიშალეთ. ჩემი ძმა და ნოე ოთახში გავიდნენ.ჩემს ძმას უნდა ჩაეცვა.
-ბოდიში სალი, რომ ასე გამოვიდა...
-არა რა ბოდიში. რამეს თუ გაიგებთ, მაშინვე შემატყობინეთ! – მითხრა და თბილად გამიღიმა – არ ინერვიულო ბაბი, მალე გამოჩნდება მამაშენი! – მოვიდა და თბილად, დაიკოსავით ჩამეხუტა.
მართლა ძალიან საყვარელი და კეთილი გოგოა. ძალიან მომეწონა ჩემი მომავალი რძალი.
-ბაბი?! ვიცი ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ვერ მოვითმენ რომ არ გითხრა – მეუბნება მოულოდნელად და მორცხვი ღიმილით მიყურებს – ნოეს მოსწონხარ!
-რა?! საიდან იცი? – მოულოდნელად სახეზე სულ ავხურდი.
-რათ უნდა ამას ცოდნა. სახეზე ეტყობა, რომ ძალიან მოსწონხარ. მაგიდასთან თვალი არ მოუშორებია შენთვის და აივანზე ანერვიულებული რომ გახვედი, ადგილს ვეღარ პოულობდა. სულ იქით აცეცებდა თვალებს და მალევე გამოგყვა უკან. – მითხრა და დამეკრიჭა.
გავწითლდი და დავიმორცხვე.
-შენც მოგწონს! – მეუბნება გაოცებული.
-შეიძლება, ჯერ არ ვიცი! – ვეუბნები მორცხვად. – სამაგიეროდ ის ვიცი, რომ მე და შენ კარგად გავუგებთ ერთმანეთს – ვეუბნები დარწმუნებით.
ამ დროს ნოე და ლუკაც შემოვიდნენ.
-სალი, სახლამდე ჩვენ წაგიყვანთ. ბაბი შენ კი სახლში დარჩი.
-კი, მაგრამ...
-ბაბი! სახლში რომ მოვიდეს, ვინმე ხომ უნდა დახვდეს. თუ მოვა, მაშინვე გვირეკავ, კარგი?!
-კარგი – ვუთხარი და სკამზე ჩავესვენე.
მალე წავიდნენ და სახლში მარტო დავრჩი. არ ვიცოდი ნერვიულობისგან რა მექნა. რამდენჯერმე ისევ ვცადე მამასთან დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, რომ აღარ ვიცოდი უსაქმურობისგან რა მექნა, მაგიდის ალაგება დავიწყე. თან თავის გამხნევებას ვცდილობდი. როდესაც ყველაფერს მოვრჩი, მისაღებში, კარებთან ჩამოვჯექი, თან გვერდით ტელეფონი დავიდე და ასე გადავწყვიტე დავლოდებოდი. მალე ტირილისგან თვალები დამისივდა. არც ბიჭებისგან ისმოდა რამე და არც მამასგან. დაახლოებით ერთ საათში კარებთან ჩამეძინა.
* * *
წუილის ხმა მაღვიძებს. მალე ეს ხმა იზრდება და მივხვდი რომ ეს კარების ზარია. წამოვდექი და აცრემლებული თვალებით გავაღე კარი. კარებში კი სახეზე სისხლით მოსვრილი სანდრო მხვდება, რომლის მხარსაც ვიღაცის ხელი გადაჰხვევია და ეს ხელი სანდროს მაგრად უჭირავს. ამ ხელს გავაყოლე მზერა და ვხედავ, რომ სანდროს კაცი უჭირავს, სავარაუდოდ გათიშული. ცოტახანი გაშტერებული ვუყურებ ამ კაცს და მალევე მოვტვინე, რომ ეს კაცი მამაჩემია. სახეზე ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა.
-ბაბი! ჩქარა შემოგვიშვი!
მეც ინსტიქტურად შემოვუშვი სახლში. სანდრომ მამა დივანზე წამოაწვინა, თვითონაც იქვე ჩამოჯდა დაღლილი და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. ჯერ მამას მივვარდი და ტირილით მოვხვიე ხელები.
-ნუ გეშინია. უბრალოდ დამაძინებელით არის გათიშული! – მეუბნება სანდრო.
-ნუ მეშინია?!იქნებ ამიხსნა შენ რატომ მოიყვანე დამაძინებლით გათიშული მამაჩემი?! ან რატომ ხარ სისხლიანი?
-შენი გამოქცევის მერე ბევრი რამე მოხდა. მიხარია, რომ ჩემს დაგდებულ დანას მიწვდი. მათ იქ კამერები ეყენათ და იმიტომ ვერ გაგხსენი, ბოდიში! ერთადერთი რაც შემეძლო შენთვის ჯაყვის დაგდება იყო. შენი წასვლის შემდეგ, გამომლანძღეს და ვიჩხუბეთ მე და ბერდომ. ბოლოს კი მითხრა, რომ მე უბრალოდ მისი ნაბი*ვარი ვარ და რომ ერთ-ერთი საყვარელისგან გავუჩმდი, რომლის მისი სახელიც კი არ ახსოვს. ამის შემდეგ კი უბრალოდ მითხრა, რომ მხოლოდ იმიტომ შემიწყალა, რომ მისი შვილი ვარ და რომ ცხოვრებაში არ უნდა მენახა, რადგან სულაც არ მიმიჩნევს თავის ნამდვილ შვილად. ეს მის ცივ დამოკიდებულებას ხსნის ჩემდამი. ვიცოდი, რომ მამაშენის მოტაცებასთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდა და ამიტომ მამაშენს დავუწყე თვალთვალი. უკვე მანქანაში აწვენდნენ, რომ გავთიშე ჯერ ერთი, მეორესთან კი მომივიდა პატარა კამათი, მაგრამ საბოლოოდ გამოვასწარით. ბოდიში, სპირტი და ბამბა გაქვს?!
მაშინ მარტო მოვტვინე, რომ წარბი და ტუჩი გახეთქვოდა (სავარაუდოდ იმ მეორე ტიპთან ჩხუბის დროს) და მეც გავიქეცი და პირველადი დახმარების ყუთი მოვიტანე. სასწრაფოდ ამოვუწმინდე სპირტით ეს პატარა ჭრილობები და მერე ’’ლეიკო’’ გადავაკარი.
-სასწრაფოდ ლუკას უნდა დავურეკო! – ვთქვი და ტელეფონს მოვკიდე ხელი.
საჩქაროდ ავკრიფე ლუკას ნომერი და დავრეკე. მალევე აიღო.
-ძამიკო, მამა სახლშია! მალე მოდით!
* * *
ლუკა, ნოე და სანდრო სამზარეულოში ლაპარაკობდნენ, მე კი ახალგამოფხიზლებულ მამიკოს ვეხუტებოდი და თან მის გარშემო მომხდარ ამბავს ვუყვებოდი.
-ჩემო მამაცო გოგო, როგორ მიყვარხარ! – მითხრა მამიკომ და მაგრად მომეხვია.
ერთმანეთთან საუბარით გული რომ ვიჯერეთ, მამაც სამზარეულოსკენ წავიდა და მოსაუბრე ბიჭებს შეუერთდა. ცოტახანი წამოვწექი დივანზე და გაშტერებული მივჩერებოდი ერთ წერტილს. დღევანდელი დღის გადახარშვას ვცდილობდი. დაახლოებით ნახევარი საათი, ალბათ ასე გაუნძრევლად ვიწექი, შემდეგ კი მამაჩემის ხმამ გამომაფხიზლა:
-ბაბიკო!
-ხო მამი! მოდი დაჯექი – წამოვჯექი და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
-ბაბი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა! რაღაც, რასაც დიდი ხანი გიმალავდით შენ და ლუკას. ჯერ ლუკასთვის არ მითქვამს. მინდა, რომ პირველმა შენ გაიგო.
-გისმენ მა – ვუთხარი და თბილად გავუღიმე. თან ხელი ხელზე დავადე და ვანიშნე, რომ დაეწყო.
-მოკლედ მე და ბერდო ყოველთვის მტრები არ ვყოფილვართ. ჩვენ კლასელები ვიყავით და ყველაფერთან ერთად საუკეთესო მეგობრებიც. პირველი კლასიდან ვძმაკაცობდით და ბავშვობიდან ვაწყობდით საერთო კომპანიაზე გეგმებს. ამაზე ბევრს ვოცნებობდით. ძალიან მტკიცე მეგობრობა გვქონდა...მეთორმეტე კლასამდე... სანამ სკოლაში დედაშენი არ გადმოვიდა და ორივეს ერთი ქალი არ შეგვიყვარდა! – ცოტახანი შეისვენა და ღრმად ჩაისუნთქა-ამოისუნთქა – საბედნიეროდ თუ საუბედუროდ დედაშენს მე შევუყვარდი. აი ამის მერე დაინგრა ჩვენი მეგობრობა. დედაშენზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, ამიტომ მის გამო ბევრი ისეთი რამ ვუთხარი მას, რაც არ უნდა მეთქვა. მას მერე კი წავიდა და კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. წლები გადიოდა, მე და დედაშენს კი ერთმანეთი უფრო და უფრო გვიყვარდებოდა. თან ამავდროულად მართლა ჩამოვაყალიბე ჩემი კომპანია და აი ასე საათივით ამეწყო ცხოვრება, რასაც ბერდოზე ვერ ვიტყვით. როდესაც ჩვენი მომავალი ქორწინების შესახებ გაიგო, ჩაგვისაფრდა და ქორწილის მერე დედაშენი მომტაცა. მერე... მერე კი... – მამას ცრემლები წამოუვიდა და ხმა აემღვრა – მერე კი მასზე იძალადა და დააორსულა. მას მთელი ღამე ვეძებდი, მაგრამ სამწუხაროდ დავაგვიანე მასთან მისვლა. დედაშენი შოკში იყო თვეები. იცოდა, რომ მისგან ორსულად იყო, მაგრამ ბავშვი არ მოიშორა. იძახდა, რომ ის არაფერ შუაში იყო და ეს პატარა, უბრალოდ მსხვერპლია ამ ყველაფრის. ამ 9 თვის განმავლობაში ბერდომაც მოიყვანა ცოლი და კაზინოში მოგებული ფულით კომპანია ჩამოაყალიბა. ალბათ დედაშენის ორსულობაზეც გაიგო და პატარა ბიჭი, როგორც კი დაიბადა, იმ დღესვე მოიტაცა საავადმყოფოდან. დედაშენს უთხრეს რომ პატარა ბიჭი მუცლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს, მაგრამ შემდეგ ექიმები გამოვტეხე და გავიგე, რომ ის ბიჭი ბერდოს წაუყვანია. მერე მისი ცოლს ერთი გოგო მივუგზავნე სამუშაოდ, რომლისგანაც გავიგე, რომ ერთხელ ბერდოს სახლში პატარა ბავშვი მიუყვანია, რომელიც ქუჩაში უპოვია და მალევე ბავშვთა თავშესაფარში წაუყვანია. ამის შემდეგ კი კვალი დავკარგე და ბავშვი ვერ ვიპოვე...
გაშტერებული ვისმენდი ამ ამბავს და თავი საშინელ სიზმარში მეგონა. ცრემლები გაუჩერებლად მოგვდიოდა, მეც და მამასაც. ხმას ვერ ვიღებდი.
-და შენ ფიქრობ, რომ... – მინდოდა სათქმელის დამთავრება, მაგრამ თავი ვეღარ მოვაბი.
მამაც მიხვდა, რასაც ვეუბნებოდი და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სანდრო ის პატარა ბიჭია, რომელიც დედაშენმა მუცლით ატარა.

###
იმედია თქვენი მოლოდინები გაამართლა ამ თავმა... <3 <3 <3 მადლობა რომ თბილ და ტკბილ კომენტარებს არ იშურებთ! მიყვარხართ ძალიან! <3 <3 <3
პ.ს. ფოტოზე, რომ ბიჭია იდეაში ლუკაა :დდდ <3 <3 <3 <3



ვ ა ი მ ე !ბომბიი იყო ეს თავი!ყოჩაღ heart_eyes

 


№2  offline წევრი Lily Morgan

მწვანეთვალებაგოგო
ვ ა ი მ ე !ბომბიი იყო ეს თავი!ყოჩაღ heart_eyes

მადლობა საყვარელოო <3 <3 <3

 


№3 სტუმარი მარი. ელ❤

ვააა ერ რა ამბებიაა ბოლო მომენტმა გამაოცაა ნამდვილად არ ველოდიი:) შესანიშნავია ყოველი ახალი თავი და მოუთმენლად ველიი❤ ბაბი და ნოე ხო არიან და არიან საოცრებებიი❤❤❤

 


№4 სტუმარი ani

ძალიან გთხოვ შემდეგზე აქცენტი ძირითადად ოფისზე გადაიტანე იქც მაინტერესებს რა იქნება heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

მართლა ძალიან მაგარია და შეეცადე აი იმ მომენტებზე უფრო მეტი დაწერო და ყურადღება გაამახვილო ნოემ რო უთხრა კომპანიაში შეყვარებულები ვიქნებითო და რამე რაა კაი იქნება უფრო ველოდები შემდეგ თავსს <33

 


№6  offline წევრი sali_cram

აუუუუუ რა მაგარიააააააააააა heart_eyes ყოჩაღ heart_eyes მალეე გააგრძელე რა

 


№7  offline წევრი blondeangel631

აუ ძალიან მაგარია მალე დადე ♡ ♡ ♡

 


№8  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიმეეე მომეწონაა:)????❤
ძალიან მაგარი თავი იყო ????❤❤ ველოდები ახალ თავს ❤ მიყვარხაარ ❤

 


№9 სტუმარი ani

ახალ თავს დღეს დადებ ეს ძალიან მაგარი იყოო

ani
ახალ თავს დღეს დადებ??? ეს ძალიან მაგარი იყოო

 


№10  offline წევრი Lily Morgan

მარი. ელ❤
ვააა ერ რა ამბებიაა ბოლო მომენტმა გამაოცაა ნამდვილად არ ველოდიი:) შესანიშნავია ყოველი ახალი თავი და მოუთმენლად ველიი❤ ბაბი და ნოე ხო არიან და არიან საოცრებებიი❤❤❤

ვაიმე მადლობააა <3 <3 <3 <3 როგორ მიყვარხარ და მახარებ ხოლმეე! heart_eyes heart_eyes

ani
ძალიან გთხოვ შემდეგზე აქცენტი ძირითადად ოფისზე გადაიტანე იქც მაინტერესებს რა იქნება heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

ოოო... ზუსტად მოარტყი შემდეგი თავის მთავარ თემას! ^_^ <3 <3 <3

სტუმარი მარიამი
მართლა ძალიან მაგარია და შეეცადე აი იმ მომენტებზე უფრო მეტი დაწერო და ყურადღება გაამახვილო ნოემ რო უთხრა კომპანიაში შეყვარებულები ვიქნებითო და რამე რაა კაი იქნება უფრო ველოდები შემდეგ თავსს <33

ნოემ კი უთხრა, მაგრამ ქალბატონი არ დასთანხმდა და ვნახოთ როგოორ განვითარდება ოფისში მათი ურთიერთობა blush heart_eyes

sali_cram
აუუუუუ რა მაგარიააააააააააა heart_eyes ყოჩაღ heart_eyes მალეე გააგრძელე რა

ვაიმეე <3 <3 <3 მადლობააა <3 <3 <3 <3

blondeangel631
აუ ძალიან მაგარია მალე დადე ♡ ♡ ♡

კი ბატონი მალე იქნება <3 <3 <3 <3

taisia
ვაიმეეე მომეწონაა:)????❤
ძალიან მაგარი თავი იყო ????❤❤ ველოდები ახალ თავს ❤ მიყვარხაარ ❤

ტაისიააა! <3 <3 <3 მალე იქნება ახალი თავი საყვარელოო ^___^ <3 <3 <3 <3

ani
ახალ თავს დღეს დადებ ეს ძალიან მაგარი იყოო

ani
ახალ თავს დღეს დადებ??? ეს ძალიან მაგარი იყოო

დღეს დავდებ ალბათ ^_^ <3 <3 <3

 


№11 სტუმარი ნდჰბ

vaimeerakargii istoriaa...shencc dzalian kargixarr.. Dzaliann momconss..imediaa kargad damtavrdebaa.. Da noe da babi ertd iknebiann.. Carmatebebii..male dadee????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent