შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ სადაც 4


4-02-2018, 04:37
ავტორი Frigga
ნანახია 1 571

საშინლად დაბუჟებული და დაღლილი ვარ, აზრზე ვერ მოვდივარ კარგ ხანს, თავი მტკივა და გულისრევის შეგრძნება არ მასვენებს, დღეს შაბათია, არსად მეჩქარება, და გადავწყვიტე ცოტა წამეძინა, ისევ გავაგრძელე ძილი, რომ გავიღვიძე უკვე საღამოს ხუთი იყო, საკმაოდ თბილი ამინდი, წვიმის ნასახი არ იყო გარეთ, ვერ ვიტყვი, რომ წვიმა არ მბეზრდება, უბრალოდ ძალიან მიყვარს..
ამ ჯერად თავი აღარ მტკიოდა, მაგრამ სასმლის სუნად ვყარდი, სწრაფად ავდექი და აბაზანაში შევვარდი, გუშინდელი დღის გახსენებას ვცდილიბდი, მაგრამ ამაოდ, ჯერ კიდევ ნაბახუსევი ვიყავი, ცხელი შხაპი მსიამოვნებდა, თითქოს ჩემს მარად გაყინყლ სხეულზე ლავასავით მიედინებიდა და ტანში სასიამოვნოდ მცრიდა, წყალმა ნდგომარეობიდან გამომიყვანა, აბაზანიდან გამოსულმაბგადავწყვიტე ბარში წავსულიყავი, სვიტერი და მოკლე ჯინსის კაბა ავირჩიე, ჩავიცვი და ყურსასმებები ავიღე, რომელიც კარებთან ვიპოვე დავარდნილი „ამას აქ რა უნდა?“ გამეღიმა და სახლი დავტოვე, კიბეები ჩვეულებისამებრ ჩქარა ჩავირბინე, სადარბაზოში როგორც ყოველთვისბაუტანელი სუნი და მტვერი იყო, თითებით ვეხებოდი კიბის მოაჯირებს და მისიბთეთრი გრძელი თითები მახსენდებოდა, როგორ შეუძლია იყოს თან ასეთი ნატიფი და თან ასეთი ძლიერი? რატომ ეშინია ჩემი ან რატომ არ მენახება? მე ხომ არავისთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ, როგორ მაინტერესებს როგორი სახე აქვს...
ამ ფიქრებში გართული ვიჯექი ტაქსიში და ვათვალიერებდი შემოდგომის სუსხ შეპარულ კლდეებს რომელნიც ჩაკარგულიყვნენ ქალაქის უკიდეგანო სივრცის მიღმა, თითქოსბგალავნები არიანბრომელთაც ზეცა უჭირავთ.
- გოგონა, მოვედით.
ბოხი, მაგრამ არც ისე სასიამოვნო ხმა მაღვიძებს, ჩემი ჰანტაზიის სიზმრებს მწყვეტს და ფანჯრიდან მზერა ტაქსისტზე გადამაქვს.
- აჰ დიახ, უკაცრავად, დიდი მადლობა.
ფული გადავუხადე და გავუშვი ტაქსი.
ბარში ჩვეულად შევაბიჯე და წიგნებიან რიკულებში დავიკარგე, თითებით ვგრძნობდი მათ წარწერებს და მათი სუნი გონებას მაკარგინებდა, მათი არაერთფეროვანისიძველის და ნესტის სუნი, რომელთაც თან ღვინის და თამბაქოს სუნი შეჰპარვოდათ, თვალში ერთი თეთრი წიგნი მომხვდა, მომეწონა სათაური „მე შენამდე“ წიგნი გადავშალე, თან ვკითხულობდი და თან ჩემი მაგიდისკენ მივდიოდი, როცა ის ვარდისფერ თმიანი მიმტანი გამოჩნდა.
- გამარჯობა გოგონი.
წიგნმა იმდენად ჩამითრია ჩაფლული ვიყავი მის სამყაროში და მისმა ამ "გამარჯობა გოგონიმ„ წამიერად შემახტუნა და წიგნი ხელიდან გამივარდა.
- გაგიმარჯოს.
ზრდილი, რბილი ხმით ვუთხარი და წიგნის ასაღებად ნარნარილოს იატაკს თითებით შევეხე, ის ის იყო თავი წამოვწიე, რომ კაპიშონიანმა შემოაღო კარი, „რამდები იდუმალი დადის ამ ქალაქში“ გავიფიქრე და ჩემს ადგილამდე როგორც იქნა მივაღწიე.
წიგნმა ჩემში ერთდროულად გააღვიძა: ბავშვი, მოზარდი, სრულფასოვანი პიროვნება, მეოცნებე პატარა გოგონა, ( რომელიც ისედაც ვიყავი) ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ამდენი ემოციის მოზღვავება არასდროს მქონია, ზუსტად ორი საათი თავდახრილი ვკითხულობდი წიგნს, მართაკია პატარა წიგნი იყო, მაგრამ მინდოდა თითოეული მომენტი წარმომედგინა და ყოველი აბზაცი გამეაზრებინა, ამ წიგნმა თავი შემაყვარა..
კითხვა რომ დავამთავრე და თავი ავწიე, ჩემს წინ წებოვანი ფურცელი ეკრა, „არ დალიო, იცოდე მე თან ყველგან ვარ და თაბ არსად არ ვარ“ ბრაზისგან გამაკანკალა, წიგნი რიკულებში დავაბრუნე, ჩემი ყურსასმენები და ტელეფონი ავიღე და ბარის კარი ისე მოვაჯახუნე მეგონა კედლები დაიმსხვრა.
„მაინც რა არის ადამიანის სიცოცხლე, ერთი უბრალო შემთხვევა და თავზე გენგრევა ყბელაფერი, რა უსამართლობაა, მას ხომ უყვარდა, საკუთარი ბედნიერების მისთვის დასათმობად და მასთან გასანაწილებლად მზად იყო, მაგრამ არა.. მან მაინც სუიციდი აირჩია, მაინც სუიციდი.. რა მოხდებოდა ადამიანები, რომ არ კვდებოდნენ? ალბათ დედამიწა გადაივსებოდა“ ისევ ფიქრებმა გამიტაცეს, ტაქსიში მჯდომი ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და გამახსენდა, რომ სადარბაზო ასავლელი მქონდა.. პასტა-ფურცელი ამოვიღე და წერა დავიწყე.
„ ბატონო უცნობო, დიახ უცნობო, იმიტომ რომ რატომღაც გეშინია ჩემთან შენი ნამდვილი მე-თი მოსვლა და არა შავებში და სადარბაზოში შეხვედრა, მოკლედ როგორც არის.. მინდა გითხრა, რომ ძალიან მაწუხებ, აღარ მინდა ასე გაგრძელება, თუ არ დამანებებ თავს, იძულებული გავხდები პოლიციას მივმართო, რაც ძალიან ცუდად დასრულდება, გთხოვ თავი დამანებო.. “ დიდი ფურცელი ოთხად მოვკეცე და ჯიბეში ჩავიდე.
სადარბაზოსთან გაჩერებულს თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, როგორ უნდა დამედო ეს წერილი იქ ისე, რომ არ დავეჭირე. მტვრიამი კიბეების სუნს გარეთაც იგრძნობდით, ჩრდილები თავისით ხატავდნენ ღამის ზღაპრებს, მე ვიდექი სადარბაზოსთან და იქამდე ვფიქრობდი, სანამ შავი მანქანა არ დავინახე, საკმაოდ შორს იყო, მაგრამ მაინც მალე ავედი სადარბაზოში, მანქანის ახლა გამოჩენამ მაფიქრებინა, რომ აქ არ იქნებოდა, მთელი ძალები დამჭორდა იმისთვის, რომ ეს სამი სართული ამერბინა და წერილი მოაჯირაში დამეტოვებინა.
სახლში ავედი და კარები ჩავრაზე, მოკუნტული ვიჯექი კარის პირდაპირ და მესმოდა მისი ფეხის ნაბიჯები, რამოდენიმე წამი შეჩერდა, მერე მისი გამყინავი ხარხარი გავიგე და სწრაფი კიბეზე ასვლის ან ჩასვლის ხმა იყო, მე არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ავდექი და დივნის უკან ჩავძვერი, მალევე გაისმა მისი ბოდი და ფხლიწიანი ხმა.
- კარი გამიღე.
საშინლად მეშინია, ლამის გული ამომვარდეს.
- არ მინდა და არ გაგიღებ.
მაინც ვიკრებ ძალას, რომ ჩემი სიძლიერე დავუმტკიცო და ვანახო, რომ ჩემთან ეგ თამაში არ გაუვა.
- ესეიგი ვერ გაიგე ხო რა გითხარი?
ისეთი მკაცრი ტონი აქვს ალბათ ახლოს რომ იყოს ყელში წამიჭერდა.
- ზოგადად მესმის, ყრუ არ ვარ, მაგრამ არც არავის ვემორჩილები.
მართალია ხმა მიკანკალებს, მაგრამ ვცდილობ შიში არ შევიმჩნიო, არადა დივნის უკან მოკუნტული ვარ და იქიდან ველაპარაკები.
- ბოლოჯერ გაფრთხილებ, კარი გააღე.
- შენი ყვირილის არ მეშინია, მე არც საკუთარი თავის გამოჩენის მეშინია შენგან განსხვა...
დამთავრებული არ მქონდა სიტყვა, რომ კარის მტვრევის ხმა გავიგე, გავჩუმდი, ცხვირზე დელი მივიფარე, რომ არ გაეგო ჩემი სუნთქვა, რამოდენიმე წამი იტრიალა, მერე დივანზე დაჯდა და წერილის კითხვა დაიწყო, თან ხმა დაიწვრილა.
„ ბატონო უცნობო, დიახ უცნობო, იმიტომ რომ რატომღაც გეშინია ჩემთან შენი ნამდვილი მე-თი მოსვლა და არა შავებში და სადარბაზოში შეხვედრა, მოკლედ როგორც არის.. მინდა გითხრა, რომ ძალიან მაწუხებ, აღარ მინდა ასე გაგრძელება, თუ არ დამანებებ თავს, იძულებული გავხდები პოლიციას მივმართო, რაც ძალიან ცუდად დასრულდება, გთხოვ თავი დამანებო.. “
- ასეთი სულელი როგორ ხარ?
უეცრად დივნიდან გადმოიხედა და ასე მოკუნტული, რომ დამინახა გულიანად გადაიხარხარა, მერე წამებში ისევ დაუბოხდა ხმა, დივნიდან ადგა, ხელი მკლავში ჩამავლო, ამაყენა და დივანზე დამაგდო.
- გგონია პოლიციით შემაშინებ?
ისევ ჩემი მაჯა უჭირავს, კაპიშონი უფარავს ნახევარ სახეს, მე მხოლოდ მისი მსხვილი ტუჩების და მსხვილი ტატუირებებით დატვირთული ყელის დანახვა შემიძლია.
- სხვა გზას არ მიტოვებ.
ამოვილუღლუღე და მაჯის გამთავისუფლება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, ისე ვფართხალებდი როგორც წყლიდან ამოღებული თებზი, მაგრამ მის ძლიერ მკლავებს მაინც ეჭირათ ჩემი მაჯები.
- გეყოფა გასაგებია? მე თოჯინა კი არა ადამიანი ვარ, არ გაწვს უფლება ასე მექცეოდე, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ არც კი გივმობ.
ახლა უკვე ყვირილზე გადავედი, რამაც სულ შეშალა.
- სწორედაც, მე როგორც მინდა ისე იქნება ყველაფერი.
წამიერად გაეცინა.
- მოგართმევ, მე არავის ვემორჩილები თქო ვთქვი და ვიტყვი კიდეც.
მაჯების განმთავისუფლებას ვცდილობდი, ბოლოს ფეხით მივაწექი და მოვიშორე.
- მე იმ არავინ ში არ შევდივარ.
ახლა უკვე წყნარი ტონით მელაპარაკება, ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა.
- სწორედაც, რომ არავინ ხარ, ახლა კი გადი ჩემი სახლიდან.
წამივხტი დივნიდან და თითით კარებისკენ ვანიშნე..
- შენ არ მოგიპატიჟებივარ ასე რომ ვერც გამაგდებ, ვერც თავიდან მომიშორებ, ვერც მომკლავ, ვერც მიჩივლებ და იცი რატომ? არ მეშინია და იმიტომ.
გემრიელად მოკალათდა ტახტზე და იქვე მაგიდაზე დაყრილი მზესუმზირის ჭამა დაიწყო.
- დარწმუნებუკი ვარ არ გეშინია, აბა რა? შენ არა მე ვმალავ სახეს.
გვერდით დავუჯექი და მზესუმზირის ჭამა დავიწყე.
- რატო წაიღე ამ სახით ტვინი? გგონია შენი მეშინია? სულაც არა..
- მაშინ რატომ არ მაჩვენებ სახეს!?
ახლა ხმაც შეეცვალა და ქცევაც.
- როცა ვამბობ არაა საჭირო არაა.. როცა ვამბობ, რომ არ უნდა დალიო არ უნდა დალიო, გასაგებია?
მაგიდაზე მუშტს არტყამს და არც კი მიყურებს, სუნთქვა უჩქარდება და ხელი ისევ მაგიდაზე უდევს მუშტად შეკრული.
- ეგრე არა?
ვდგები დივნიდან, სამზარეულოში გავდივარ და მაცივრიდან ლუდის ბოთლს ვიღებ, ვხსნი და ერთიანად ვსვამ.
გახსნის ხმაზე უცნობი ეგრევე ჩემი სამზარეულოს კარებთან ჩნდება, მერე სწრაფი ნაბიჯით მოდის ჩემსკენ და ლუდის ბოთლს ხელიდან მართმევს, იქვე მდგარ ნაგავს ვერც კი ამჩნევს ისე ისვრის ფანჯრიდან. ამის დანახვაზე საფეთქლები მეწვის სიბრაზით და მთელი ძალით ვურტყამ მუშტებს, მაგრამ ის ადგილიდან არ იძვრის.
- შენ რა? გინდა გამაგიჟო?
გავკივი ბოლოხმაზე, შემეშვი რა ადამიანო? რატო არ გესმის, რომ არ შეიძლება ასე უცმათ ჩნდებოდე ჩემს ცხოვრებაში და იწყებდე ჩემი ცხოვრების გაკონტროლებას.
- ტონს დაუწიე.
მშვიდად და ნელა მიმარცვლავს უცნობი.
- ჩემი სახლია და როგორც მე მინდა ისე ვილაპარაკებ.
ჩემს წინ დგას, ჩემზე ორი თავით მაღალია, მე თითისწვერებზე ვდგავარ, მაგრამ მაინც ვერ ვწვდები.
- როგორც შენ გინდა ჩემთან ისე ვერასდროს ილაპარაკებ და უნდა შეიგნო.
ისევ ეს აუღელვებელი ტონი უკვე ნერვებს მიშლის, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ნარცისი იყო, ასეთი არანორმალური...
- შენ ვინ ჯანდაბა ხარ, რომ შენთან ლაპარაკისთვის ცალკე ვამუღამო საუბარი? რაც ვარ ეს ვარ.. ახლა მიბრძანდი ჩემი სახლიდან.
ახლა უკვე მეც მშვიდად ვესაუბრები, არადა როგორ მინდა ყელში ვწვდე.
ეს ადამიანი მეზიზღება, ზუსტად ვიცი. სწრაფი ნაბიჯით ვიცვლი მიმართულებას და ახლა უკვე მკლავში ვგრძნობ ძლიერ მოჭერას
სიბრაზისგან ცოტაც და გავსკდები.
- შენი მარიონეტები ქუჩაში მოიკითხე, მე ნუ გეშლები მათში..
ამის თქმა და მის ტანზე მიკვრა ერთი იყო..
- დაიმახსოვრე, მე არავინ და არაფერი არავიში და არაფერში არ მეშლება.
ბოროტულად ჩაიცინა და მე ისევ მის ტანზე, პატარა ბავშვივით მიკრული რამოდენიმე წამით გავითიშსავით, მისი კანის სითბომ მომთენთა, მაგრამ გონს მალავე მოვედი და პასუხი დავუბრუნე.
- საინტერესოა, ბიჭს რომელიც ასეთი დარწმუნებულია საკუთარ თავში რაში სჭირდება სახის და ვინაობის დამალვა?
- ეგ შენ აღარ გეხება.
ცივი ცმის სიცივე ჩემი კანის სიცოვესაც კი აღემატებოდა.
- ჰო და რომ დამსდევ, რა იცი იქნებ შეყვარებული მყავს!?
ამის თქმა და ჩემი ხარხარი ერთი იყო, მასაც გაეღიმა, მართალია საგულდაგულოდ ნიღბავდა, მაგრამ მე ხომ მაინც შევამჩნიე.
- გეფიცები კიდევ ერთი დალევა და გატკენ.
- ისე საუბრობ, თითქოს შენი საკუთრება ვიყო.
გაბრაზებულმა გავაშვებინე ხელი და გაზქურას მივეყუდე.
- ხარ კიდეც.
მისი ირონიული ღიმილი, როგორ მინდა ახლა ყელში წავწვდე, მაგრამ თვალებს ვჭუტავ და გაუგებარი მზეეით ვუყურებ.
- მე არც შენი და არც არავისი არ ვარ, ნივთი არ ვარ რომ ვინმესი მერქვეს.
მშვიდად ვუხსნი.
- მაგაში გეთანხმები.
მისი სახის სიმხურვალე ჩემსას შეეხო, ეს ჩემი პირველი კოცნა იყო, საოცრად რბილი და საოცრად ვნებიანი, მაგრამ ხომარ შევიმჩნევდი, რომ მომეწონა, ჰო და ავდექი და ერთი კარგი სილა გავაწანი. გამწარებულმა კედელს მიმაკრა მერე ერთი სამჯერ ამოიოხრა და ისევ მოთოკა გრძნობები, მე კი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ჩემი ბოლო სიტყვები ეს იყო
- იცოდე დღეიდან ვეღარ მნახავ. სწრაფად გამოვედი სახლიდან და კიბეებზე ჩავურბინე.



№1  offline წევრი მოგზაური

Dzaanmagaria velodebi shemdegtaavs imdeia dgesdadeb????

 


№2 სტუმარი ani gafrindashvili

Dzalian kargia momewona ucnobi Cota mashinebs saboloo jamshi magari iyo warmatebebii.. :-)

 


№3  offline წევრი Frigga

[quote=მოგზაური]Dzaanmagaria velodebi shemdegtaavs imdeia dgesdadeb????[/quote შევეცდები დღეს დავდო, დიდი მადლობა

მოგზაური
Dzaanmagaria velodebi shemdegtaavs imdeia dgesdadeb????

ani gafrindashvili
Dzalian kargia momewona ucnobi Cota mashinebs saboloo jamshi magari iyo warmatebebii.. :-)

ჯერ სად ხარ :) დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent