შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გონების თამაშები (2)


5-02-2018, 19:03
ავტორი Lilith Morningstar
ნანახია 1 124

კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ოლქში ახალი აღორძინებული გახლდათ ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელსაც ხშირად სტუმრობდა ფსიქოლოგიის დოქტორი ქალბატონი კარენ ჰორნი. ის ეძებდა საინტერესო პაციენტებს. თუმცა ქალბატონი ჰორნი სებასტიან სმიდტს ახლოსაც არ ეკარებოდა, რადგანაც მისთვის ეს იოლი გამოცანა იყო და მის უმცროს კოლეგას დაუთმო.
რა თქმა უნდა ამაში პროფესორ მანის ხელი ერია, მაგრამ ეს სულაც არ გახლდათ ადელაიდასთვის დამამცირებელი, რადგანაც მან იცოდა, რომ პროფესორი არ აიტკივებდა თავს უნიჭო ახალბედების გამო.
ადელაიდას ,,წინკარში" დამხმარე ქალი შეხვდა, რომელსაც ევალებოდა ყველა პაციენტის დოსიე ზეპირად დაემახსოვრებინა. ის ექიმებს ყოველთვის თან ახლდა და საჭიროების შემთხვევაში ახსენებდა თუ როდის და რა მიზეზით მოხვდა ესადაეს პაციენტი ფსიქიატრიულში.
- მოგესალმებით მის, გთხოვთ გამომყვეთ, თქვენს მოსასვენებელ ოთახამდე მიგიყვანთ. მოეწყვეთ და შემდეგ საავადმყოფოს მთავარი ექიმის კაბინეტში გელოდებიან.
- მელოდებიან?
- დიახ, უკვე სამი საათია თქვენ გელოდებიან. - გაოცებული სახით მოახსენა ქალმა.
ადელაიდას დამხმარე ბიჭუნამ, რომელიც 13-14 წლის იქნებოდა, ხელებში სწვდა და ჩემოდნები სწრაფად აარბენინა კიბეებზე.
- აპატიეთ თავხედობა, ჯერ გამოუცდელია.
შეევედრა ქალი.
- არაუშავს. - თვითდაჯერებულად უპასუხა ადელაიდამ.
- თქვენ საავადმყოფოს მესამე სართულზე მოისვენებთ. იქ მხოლოდ პროფესორები და ექიმები ცხოვრობენ. აკრძალულია სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ოთახის გარეთ გამოსვლა, რადგანაც ამ დროს პაციენტებს ვუშვებთ, რათა ცოტა განტვირთვის საშუალება მივცეთ, აქედან ზოგი აგრესიულია და ჩვენ მომხდარზე პასუხს არ ვაგებთ.
- რომელ საათზე სრულდება სამუშაო დრო?
- საღამო 9-ის შემდეგ.
- ამ დროს ნერვიულად აშლილ პაციენტებს უნდა ეძინოთ.
- ამაზე შეგიძლიათ მთავარ ექიმს მისტერ ანდერსონს გაესაუბროთ.
- აუცილებლად დაველაპარაკები.
- აი თქვენი ოთახიც, 77' თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში.
- ადელაიდამ ოთახის კარი გააღო და იქედან დიდი ხნის დაკეტილი ოთახის, სტით გაჟღენთილი ჰაერი გამოვარდა. ოთახი პატარა იყო, მაგრამ ძალზედ სუფთა. ეტყობოდა, რომ ახალი განიავებული იყო, თუმცა მაინც მძაფრი სუნი ტრიალებდა. მარჯვენა კუთხეში პატარა, ხის საწოლი იდგა. მარცხენა კუთხეში დაბალი მაგიდა და ორი სავარძელი. იქვე საწერი მაგიდა. მაგიდაზე კოხტად დალაგებული ფურცლები და საკალმე. თეთრი შიფონის ფარდები ფანჯარას ძლივს ფარავდა. ოთახს მზის სხივი თითქმის არ ურტყამდა, ამიტიმ საკმაოდ ციოდა. ადელაიდამ ჩემოდნებიდან მხოლოდ საჭირო ნივთები ამოიღო და საწოლთან ახლოს მდგარ ძველ კარადაში ჩაალაგა. შემდეგ ოთახის კარი გამოიხურა და მთავარი ექიმის კაბინეტის საძებნელად გაეშურა. გზად ათვალიერებდა ყველაფერს, რაც მას ინტერესს უღვივებდა. კარებზე წარწერა შეამჩნია ,,პროფესორი ჯორჯ ანდერსონი". ფრთხილად დააკაკუნა კარებზე და იქედან ბოხი და ჩახრიწული ხმა გაისმა - მობრძანდით.
- ღმერთო ალბათ რამდენ სიგარას ეწევა ეს კაცი.
გაიფიქრა ადელაიდამ და თავდაჯერებული მოძრაობით შეაღო კაბინეტის კარი.
- მოგესალმებით მისტერ ანდერსონ, მე ადელაიდა მიულერი ვარ. მითხრეს რომ მელოდებოდით.
როგორც ჭეშმარიტ ჯელტმენს შეეფერება მამაკაცი მაშინვე ფეხზე წამოიმართა და ადელაიდასკენ გაეშურა, ხელზე ეამბორა და სავარძელი შესთავაზა.
- ოო პატარა ქალბატონო, ვაღიარებ რომ თქვენმა სილამაზემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მსმენია გერმანელ ქალებზე, თუმცა ამას ნამდვილად არ ველოდი.
- მოხარული ვიქნები თუ თქვენს გაოცებას გონებრივი შესაძლებლობებით მოვახერხებ.
- ეჭვიც არ მეპარება, რომ ამას შეძლებთ.
ჯორჯ ანდერსონი მაღალი, გამხდარი, წაბლისფერთმიანი, 40-45 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გახლდათ, რომელიც ხარბად შესცქეროდა ადელაიდას გამოყვანილ წელს.
- პირველ რიგში მე მსურს ნება დამრთოთ გავესაუბრო სებასტიან სმიდტს.
- რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმე ფორმალობის შემდეგ.
- მზად ვარ.
- არ მინდა თავხედი გეგონოთ, თუმცა შეთავაზებას წინ არაფერი უდგას. მე შემიძლია თქვენ ამ საავადმყოფოს დედოფლად გაქციოთ, მხოლოდ თქვენი ალერსი მჭირდება.
- თავხედი არ მგონიხართ, ბრძანდებით თავხედი. - ადელაიდას ლამაზი სახე წითლად შეეფარკლა და მის ცისფერ თვალებში სიბრაზე აკიაფდა.
- ოო მაპატიეთ, თქვენი განაწყენება არ მსურდა, უბრალოდ ასე გამოვიდა.
- მე თქვენს გასართობ თოჯინად ვერასდროს მაქცევთ, თქვენი თავხედობა ზღვარს გადავიდა და მომიტევეთ, თქვენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. მე აქ თქვენი ნებართვით არ ჩამოვსულვარ და არც მჭირდება ის. ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ, ჩემს საქმეს გავაკეთებ და წავალ, გასაგებია თქვენთვის?
- აბსოლუტურად გასაგებია ყველაფერი. - მორცხვად უპასუხა პროფესორმა.
- მშვიდობით, ამიერიდან მე თქვენთან საქმე აღარ მაქვს.
- მშვიდობით მის მიულერ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent