შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (16 თავი)


6-02-2018, 20:52
ავტორი jina
ნანახია 1 802

საკმაოდ დიდი ფართობის ოთახის შუაგულში, საწოლის კიდესთან ჩაკეცილიყო გოგონას სილუეტი, მჯდომარე პოზიციაში აქეთ–იქით შეუმჩნევლად ირხეოდა, ხელები უღონოდ ჩამოეყარა დაბლა, სახეზე ფერი არ ედო, თვალებიდან შეუჩერებლად სდიოდა მლაშე სითხე, არ ტიროდა, არც ქვითინებდა, უხმოდ მოსდიოდა ცრემლები, მზერა ერთი ადგილისთვის გაეშტერებინა, მაგრამ ნებისმიერი შეამჩნევდა რომ იმ წუთას იგი ოთახში არ იმყოფებოდა, მისი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად სრულიად სხვაგან იყო ფიქრებით...
ჩებნელებულ ოთახში ძლივსშესამჩნევად აღწევდა მთვარის შუქი, მისი სინათლის სხივები საწოლის ზედაპირამდე აღწევდა...
–ახლა რა იქნება? ჩურჩულით ჰკითხა გვანცამ გვერძე მდგომ გიორგის, ოთახში მყოფ სილუეტს ორივე თვალ–ყურს ადევნებდა
–დრო გვიჩვენებს... ამოიხრა გიორგიმ და გვანცას მხრებზე ხელი ჩამოუსვა
–მეშინია! დაღონებულმა წარმოთქვა გოგონამ და გიორგის ხელი ჩაჰკიდა
–რისი?
–იმის რაც ნიტას დაემართება...
–ნუ გეშინია! თავს არაფერს დაუშავებს! ძლიერი გოგოა!
–ეგ ვიცი...
–აბა რისი გეშინია?
–მისი სიძლიერის...
–არაფერი მოხდება...
–იმედი მაქვს! თორემ ეს ყველაფერი კარგად არ ჩაივლის,,
–გამოვა მდგომარეობიდან
–რათქმაუნდა გამოვა, მაგრამ მთავარი ისაა რის მერე..
–რას გულისხმობ?
–როგორ გგონია მისი მშობლების მოკვლას ვინმეს შეარჩენს?! გვანცა გიორგისკენ შებრუნდა
–მაგრამ ისინი ავარიაში მოყვნენ!
–შენ გავიწყდება რომ ნიტაზე ვლაპარაკობთ! ამ ტრაგედიის ეს ვერსია მეც კიარ მჯერა და ის დაიჯერებს?! აღელვებული ელაპარაკებოდა გვანცა და ის იყო ავალიანს უნდა ეპასუხა რომ დემეტრე დაინახეს კიბეზე ამავალი
–კარგია რომ მოხვედი დემე! ნათლიას გადაეხვია გოგონა
–როგორაა? მხოლოდ ეს იკითხა
–შენთვითონ ნახე. გვანცამ ოთახისკენ მიუთითა
არღვლიანი წელში გაიმართა, ღრმად ამოისუნთქა და კარი შეაღო
–დაბლა ვიქნებით. გიორგიმ მხარზე ხელი დაჰკრა და გვანცას მიანიშნა ჩავიდეთო
როგორ აგიხსნათ დემეტრეს გრძნობები... ერთადერთი რაც დაზუსტებით ვიცი ისაა რომ უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა ნიტას ამ მდგომარეობაში ხილვისას, ვერ წარმოედგინა ნიტა ამირეჯიბი ასეთი უსუსური, ასეთი მტირალა, უგონო, უსულო, ჩამქრალი...
მასთან მივიდა და ჩაიმუხლა...
ამირეჯიბი იგივე მდგომარეობაში იყო..
დემეტრემ ხელი ნელა ასწია და სველ ლოყებზე მიკრული თმა ნელნელა გადაუწია სახიდან, ყურს უკან გადაუწია და სახეზე მოეფერა...
გოგონამ თავი მამაკაცისკენ მიაბრუნა, ერთხანს თვალებში უყუებდნენ ერთმანეთს, შემდეგ ნიტამ ბაგეები დააშორა
–გაეთრიე!
მშვიდი ტონით, თუმცა სიძულვილით და სიცივით წარმოთქვა. მის თვალებში კი დემეტრემ ის დაინახა რის შემდეგაც უსიტყვოდ ადგა და გავიდა...
კარი გაიჯახუნა და კიბეზე ელვის სისწრაფით ჩაიარა
–რა ხდება? შეშინებული წამოდგა გვანცა სავარძლიდან
–არაფერი! გაბრაზებულმა მიუგდო ორი სიტყვა და გარეთ გავარდა არღვლიანი]
–ღმერთო ეს რა ხდება... მოსამსახურემ ხელები ზევით ასწია თითქოს ღმერთს ესაუბრებაო
–წავალ, ავხედავ.. გვანცა კიბისკენ დაიძრა მაგრამ ავალიანის ხელმა გააჩერა
–არ გინდა! აზრი არ აქვს! დილით მოვალ და დაველაპარაკები
–იქნებ დამელაპარაკოს... მოღუშულმა შეხედა ბიჭს
–დამიჯერე... მშვიდად უპასუხა გიორგიმ
–კარგი... რომ მიხვალ დამირეკე ხო? მსუბუქად გაუღიმა გოგონამ
ავალიანმა წელზე სწრაფად შემოხვია ხელი გვანცას, ახლოს მიიზიდა და ბაგეები ვნებიანად დაუკოცნა
როცა ერთმანეთს მოსწყდნენ გვანცამ იქვე დაიჩურჩულა
–ეს თუ გამომაკეთებდა ახლა! ოდნავ ღიმილი შეეპარა და კიდევ ერთხელ შეეხო ბიჭის ტუჩებს
–ხვლამდე! ყურის ძირში აკოცა გიორგიმ და სახლი დატოვა...

***


დემეტრე სახლში არ დაბრუნებულა, მთელი ღამე ფაქტებს ადარებდა ერთმანეთს რომლის მიხედვითაც ნიტას მშობლების ავარიის დეტალებს აგროვებდა...
საიდუმლოდ აპირებდა ამ საქმის მოგვარებას, ყველასგან მალულად, პრინციპში ყველასგან კიარა ნიტასგან, რადგან იცოდა როცა ამირეჯიბი გონს მოვიდოდა ყველაფერი მისებურად წარიმართებოდა, ვერ გეტყვით ამით იცავდა თუ უბრალოდ თავს ვალდებულად თვლიდა მაგრამ ფაქტი ერთი იყო–ნიტას ამ ამბავში არ ჩარევდა!

დაახლოებით 10ის ნახევარზე შევიდა ერთ–ერთი მოსამსახურე ნიტას ოთახში, საუზმე შეუტანა.. ჯერ აკაკუნებდა, რომ არაქვინ გაუღო სახელური ჩამოსწია და ნელნელა გააღო კარი, შიგნით შევიდა თუარა ლანგარი ხელიდან დაუვარდა, ხელები პირზე მიიდო და კივილი დაიწყო
–ღმერთო ჩემო! დამეხმარეთ! დემეტრე! ნანა! დემეტრეე!
ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, ნიტა საწოლთან ეგდო გულწასული და სისხლდენა ჰქონდა, გაფითრებულიყო, თითქოს უკვე აღარ იყო ამქვეყნად... მოსამსახუტე მივარდა და თავი კალთაში ჩაიდო, კომოდზე დადებული წყლით სავსე ჭიქა აიღო, ხელები დაისველა და შუბლზე წაუსვა გოგონას... თავადაც გაფითრებული ვეღარაფერს ფიქრობდა, აზროვნება აღარ შეეძლო
–რა ხდება?! გიჟივით ამოვარდა დემეტრეს დედა და როცა სიტუაციასში გაერკვა ახლა მან დაიწყო კივილი და ტირილი
–ღმერთო ბავშვი! ვაიმე დემეტრეს ბავშვი! თავშ წაივლო ხელები... ბოლოს ისღა მოიფიქრა მობილური მოეძებნა და დემეტრესთან დაერეკა...
არღვლიანი მანქანაში ჯდებოდა როცა მისი ტელეფონი ამღერდა
–გისმენ! ბოხი ხმით უპასუხა დედამისის ზარს
–დემეე... დემეე... შვილო.. ქალი ქვითინებდა და ვერ აბამდა სიტყვებს ერთმანეთს
–რა ხდება დედა?! კატეგორიული ტონით ჰკითხა
–სისხლდენა აქვს შვილო! როგორც იქნა მოაბა თავი სათქმელს... დემეტრეს პასუხი აღარ გაუგონია, მხოლოდ ყურმილში გაბმული ზარი ისმოდა..
მეც კი ვერ გეტყვით როგორი სისწრაფით აღმოჩნდა სახლში, წამსვე ოთახში შევრდა, ნიტა ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა...
–ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! საჭეს მუშტები დაჰკრა და სიჩქარეს უმატა..
საავადმყოფოში მისვლისას ექიმების ბრბო დაეხვა თავს, დემეტრე არღვლიანის საცოლეს უყურადღებოდ ვინ დატოვებდა!
–ორსულადაა! მხოლოდ ეს ამოთქვა გალურჯებული ტუჩებიდან არღვლიანმა
–სისხლდენაა! გაისმა ერთი ექიმის ხმა
–პულსი სუსტია!
–საოპერაციო მოამზადეთ!
–ბატონო აქ დარჩით! გონს მაშინ მოვიდა დემეტრე როცა ერთ–ერთმა ექიმმა ხელით უბიძგა ადგილზე გაჩერებულიყო...
კარი დაიხურა მის წინ და მისი გულის ცემაც იმ კარის მიღმა შეწყდა! მიტკლისფერი ედო სახეზე, გაშეშებული იდგა და არაფერს, უფრო სწორად ვერაფერს აკეთებდა, გონებაში ათასი აზრი უტრიალებდა და საბოლოოდ ყველა ერთ ობიექტს–ნიტას უკავშირდებოდა.
საავადმყოფოს ჰოლში გიორგი, გვანცა, დემეტრეს დედა და მათი ოჯახის ახლო წევრები იმყოფებოდნენ, მდგომარეობა როგორი იყო არავინ იცოდა, რამდენიმე საათი იყო გასული და საოპერაციოდან ისევ არაფერი ისმოდა, მხოლოდ ექთნები შედიოდნენ და გამოდიოდნენ...
–უკვე ვეღარ ვუძლებ... ამოიოხრა გვანცამ და სკამიდან წამოდგა
–დამშვიდდი, ექიმი მალე გამოვა
–რამდენი ხანი გავიდა და არავინ ჩანს, იქნ... გვანცას თქმა არ დასცალდა, საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა, ნიღაბი მოიხსნა, დაცვარული შუბლი მაჯით მოიწმინდა და დემეტრეს თვალი გაუსწორა
–როგორ არიან? არღვლიანს არ გამოუჩენია სასოწარკვეთილი ქმრისთვის დამახასიათებელი ჩვევები და სრულიად მშვიდი ტონით ჰკითხა
–ბატონო დემეტრე! საქმე არც ისე მარტივადაა
–პირდაპირ მითხარით ნუ წელავთ!
–მაშინ ილოცეთ რომ ნიტა გადარჩეს!
–რაა? მოიცათ ბავშვი? ექიმო ბავშვი როგორაა? ამჯერად დემეტრეს დედამ გამოიჩინა კითხვის ინიციატივა და ცრემლიანი თვალები მოიწმინდა
–ბავშის გადარჩენაზე საუბარი ზედმეტია ქალბატონო, ამიტომ გირჩევთ გოგონასთვის ილოცოთ! ოპერაცია დასრულდა მაგრამ მომდევნო 48 საათი კრიტიკულია! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
ექიმი იქაურობას გაეცალა, დერეფანში ჩოჩქოლი ატყდა, გვანცა გიორგის მიეკრო და ტირილი დაიწყო, დემეტრეს დედა შვილიშვილს გლოვობდა, თავად არღვლიანი კი თვალებჩასისხლიანებული იდგა ერთ ადგილას და ნაკვთი არ უტოკავდა...
ჰოლში ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ დანიელი, თორნიკე და კესო (ნიტას ამერიკელი მეგობრები, უფრო სწორად ქართველები რომლებიც ამერიკაში გაიცნო)
–ჩვენ ნიტას მეგობრები ვართ. მორიდებით წარმოთქვა კესომ და ყველას ყურადღება მიიპყრო
–მე გიორგი ვარ! ნიტას მეგობარი!
–ასეთ სიტუაციაში რთულია თქმა მაგრამ მაინც სასიამოვნოა... კესომ ნაძალადევად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა
–ეს გვანცაა დემეტრეს ნათლული, დემეტრე ნიტას საქმრო და ქალბატონი მანანა დემეტრეს დედა...
–ძალიან კარგი! მეკესო ვარ, ეს თორნიკეა ჩემი მეუღლე და დანიელი ჩვენი მეგობარი მას ალბათ ცნობთ უკვე დაკრძალვაზე გაიცნობდით... რაო ექიმმა?
–რთული მდგომარეობაა.. დაღონებულმა უპასუხა გვანცამ და ისევ აქვითინდა
–კონკრეტულად? ჩაეკითხა დანიელი
–ნერვიული ფონი იყო და...
–ნიტა ნერვიულ ფონზე საავადმყოფოში არ მოხვდებოდა! ხმა გაიმკაცრა დანიელმა–დამალვაა არაა საჭირო ისედაც ვიცით რომ ორსულად იყო!
–არ მეგონა ასე ახლოს თუ იყო შენთან! საუბარში საკმაოდ უხეში ტონით ჩაერია დემეტრე
–საკმაოდ ახლოს! არც დანიელმა დააკლო
–მაშინ ილოცე მისთვის რადგან არ მოგნია მისთვის ღმერთმა კიდევ გამოიმეტოს უკან დასაბრუნებელი გზა! ღვარძლიანად წარმოთქვა არღვლიანმა და იქაურობას გაეცალა.
მანქანას დიდი სისწრაფით მიაქროლებდა და მომხდარზე ფიქრობდა, გულის სიღრმეში ეცოდებოდა ნიტა, არ ემეტებოდა ამხელა ტანჯვისთვის, საერთოდ რატომ უთხრა დანიელს ის სიტყვები ვერ ხსნის, ამჯერად საკუთარ თავზე ბრაზობდა...
***

ორი დღე ისე გავიდა მდგომარეობა უცვლელი იყო, ექიმებიც ძირითადად არაფერს ამბობდნენ იმის გარდა რომ მოცდა იყო საჭირო...
ქალბატონი მანანა ორი დღის განმავლობაში საავადმყოფოში ათენებდა და აღამებდა, მიუხედავად იმისა რომ შვილიშვილის ამბის გამო ცუდად იყო მაინც ეცოდებოდა სრულიად ობლად დარჩენილი ნიტა...
ამირეჯიბის მეგობრები რიგრიგობით დადიოდნენ და ერთმანეთს აგებინებდნენ ნიტას ამბავს...
დემეტრე კი მხოლოდ ერთი ღამით მივიდა, რეანიმაციაში შესვლა უნდოდა თუმცა არაფრის დიდებით შეუშვეს, არც მისმა სახელმა და ავტორიტეტმა გაჭრა...
იმ ღამით მაინც იქ დარჩა.
მესამე დღეს ექიმის კაბინეტში თავად შეიჭრა და დანიელის იქ დანახვით ცოტა არ იყოს გაოცდა
–შეიძლება ექიმს ცალკე დაველაპარაკო?! რიტორიკული კითხვა ცივად დასვა
–დიახ იცით ბატონ დანიელს ახლა ვესაუბრებოდი ნიტას მდგომარეობაზე...
–ჩემი ცოლის მდგომარეობაზე ჯერ მე რომ უნდა მელაპარაკოთ უცხოა თქვენთვის? მკაცრად მიმართა ექიმს და წარბები შეკრა
–საცოლეზე! შეუსწორა დანიელმა
–შენ არავინ გეკითხება! შეუღრინა არღვლიანმა, დანიელმა საპასუხოდ უცნაურად ჩაიღიმა
–ბატონო დემეტრე უბრალოდ იმის ახსნას ვცდილობდი რომ... დაიბნა ექიმიც
–რაიყო მოკვდა და ვერ მეუბნებით? ცინიკური სახე ჰქონდა დემეტრეს
–შენ ნიტას კარგად არ იცნობ! გველურად ჩტეხა ტუჩის კუთხე დანიელმა
–და შენ რამდენად კარგად იცნობ?! საყელოში სწვდა მოთმინება დაკარგული
–იმდენად კარგად რომ მივხვდი ორი დღის წინ მოხია აქედან!
ამის გაგონება იყო და კედელს მიანარცხა დანიელი, კაბინეტიდან გიჟივით გავარდა, გამძვინვარებულ ცხოველს ჰგავდა, რეანიმაციაში შევარდა და ფარდა გადასწია, ერთ ადგილას გაშეშდა როცა საწოლი ცარიელი დახვდა, ბალიში და ზეწარი ერთი ხელის მოსმით მოაცლა საწოლს თითქოს მაინც იმედი ჰქონდა რომ ნიტას მათ ქვეშ იწვებოდა... კარში ექიმი გამოჩნდა, დამფრთხალი კურდღელივით იყურებოდა და ხელში თეთრი ფურცელი ეჭირა რომელიც ხელის კანკალით გაუწოდა არღლიანს
–მე... მე...რაც მიბრძანეს ის გავაკეთე,... მეე... მეე... ბოდიშს გიხდით... უბრალოდ....
დემეტრემ ფურცელი გამოგლიჯა, არც უსმენდა რას ებუტბუტებოდა ექიმი.
თეთრი ქაღალდი გაშალა და დააცქერდა ნაწერს
„ჩემი შესაძებლობები სათანადოდ უნდა შეგეფასებინა, ამ შემთხვევაში მიხვდებოდი რასაც მოვიმოქმედებდი! ვერ გეტყვი რომ ვწუხვარ რაც გავაკეთე, მაგრამ გპირდები მე და შენ როცა დრო მოვა გავსწორდებით!
პ.ს. გზაზე არ გადამეღობო! ‘’
სიმწრისგან ჩაიცინა დემეტრემ, წერილი მუჭში მოიქცია და მთელი ძალით მოუჭირა, თვალები დახუჭა, შუბლზე ძარღვები გამოუჩნდა, კისერი დაეჭიმა, რამდენიმე წამი ამ პოზაში იდგა, თითქოს გონებას ამ ნფორმაციის შეწოვას აცდიდა, მერე წერილი ჯიბეში ჩაიდო და სრულიად მშვიდად რეანიმაციის ოთახი დატოვა.


ძვირფასო მკითხველებო, პირველ როგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თითქმის საუკუნე გავიდა რაც ახალი თავი არ ამითვირთავს, მიუხედავად ჩემი დაპირებებისა ყოველ ჯერზე ისეთი სიტუაცია მექმნებოდა რომ ვერ ვახერხებდი დამატებას...
რაც შეეხება ისტორიას ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი, როგორ გინდათ რომ გაგრძელდეს სიუჟეტი, ან თუ გსურთ რომელიმე პერსონაჟი შეიცვალოს და უკეთესი თუნდაც ოდნავ განსხვავებული თვისებები გამოავლინონ... ძლიან მნიშვნელოვანია თითოეულის აზრი ამიტომ გთხოვთ დააფიქსიროთ კომენტარი <3
განსაკუთრებული ბოდიში მათ ვინც მელოდით და ჯერ კიდევ ჩემს ერთგულ მკითხველებშ ითვლებით <3 გაფასებთ და მიყვარხართ <3



№1 სტუმარი ani gafrindashvili

Anu me am temas pirvelad vkitxulob ubralod agweram da sataurma damainteresa martlac magaria dges 16 tavi ise wavikitxe ar mombedzrebia yochag

 


№2  offline წევრი jina

ani gafrindashvili
Anu me am temas pirvelad vkitxulob ubralod agweram da sataurma damainteresa martlac magaria dges 16 tavi ise wavikitxe ar mombedzrebia yochag

ვერ წარმოდგენ რამხელა სტიმულია ჩემთვის ასეთი სახის კომენტარი ❤️❤️

 


№3  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ღირდა ლოდინათ :*
ეღლა მთლად ასეც ნუღარ დააგვიანეეებ იცოდე :დ თორე გაგებუტები :დდ
მიყვარს დაძაბული სიტუაციები.
თან ასეთი ♥
ეხლა რომ ვთქვა მესმის ნიტასი მეთქი მოგატყუებ, მაგრამ რომ წარმოვიდგენ რა რთულია იმ ადამიანისგან რომლისგანაც ბავშვს ელოდები აბორტის მოთხოვნა და მითუმეტეს ის სიტყვები რაც უთხრა დემეტრემ, ძნელია თან გრძნობა აქვს ნიტას მისადმი :/

ეხლა რა ინტრიგაში ჩამაგდე :დ
იმასაც ვფიქრობ რომ ბავშვი არ მოშლიათქო და დემეტრეს სიტყვების გამო გაითამაშა მეთქი, მაგრამ იმ ტკივილის გადატანა რაც მშობლების დაკარგვამ გამოიწვია ალბათ ეგ მაფიქრებინებს მარტო რომ მართლა მოეშალა მუცელი და ცოტა არ იყოსდა მეცოდება ნიტა იმ ტკკივილის გადატანისთვის რაც წარსულში შეემთხვა და ეხლა ხო საერთოდ ((

აუუ მალე დადე რა ერთისული მაქვს გავიგო რამოხდება შემდეგ თავებში :დ

#წარმატებები♥გამიხარდიმეშენძალიან ♥♥

 


№4  offline წევრი jina

Tskrialashvili Mariami
ღირდა ლოდინათ :*
ეღლა მთლად ასეც ნუღარ დააგვიანეეებ იცოდე :დ თორე გაგებუტები :დდ
მიყვარს დაძაბული სიტუაციები.
თან ასეთი ♥
ეხლა რომ ვთქვა მესმის ნიტასი მეთქი მოგატყუებ, მაგრამ რომ წარმოვიდგენ რა რთულია იმ ადამიანისგან რომლისგანაც ბავშვს ელოდები აბორტის მოთხოვნა და მითუმეტეს ის სიტყვები რაც უთხრა დემეტრემ, ძნელია თან გრძნობა აქვს ნიტას მისადმი :/
Miyvars sheni komentarebi da azrebi <3 daaxloebit mixvdi ki situacias genacvale da sadgaa aba intriga :D :D
Mec gamixardi mariamoo ????????????

ეხლა რა ინტრიგაში ჩამაგდე :დ
იმასაც ვფიქრობ რომ ბავშვი არ მოშლიათქო და დემეტრეს სიტყვების გამო გაითამაშა მეთქი, მაგრამ იმ ტკივილის გადატანა რაც მშობლების დაკარგვამ გამოიწვია ალბათ ეგ მაფიქრებინებს მარტო რომ მართლა მოეშალა მუცელი და ცოტა არ იყოსდა მეცოდება ნიტა იმ ტკკივილის გადატანისთვის რაც წარსულში შეემთხვა და ეხლა ხო საერთოდ ((

აუუ მალე დადე რა ერთისული მაქვს გავიგო რამოხდება შემდეგ თავებში :დ

#წარმატებები♥გამიხარდიმეშენძალიან ♥♥

 


№5 სტუმარი სტუმარი თათა

შემთხვევით ვნახე და წავიკითხე, ძალიან მომეწონა <3 იმედია მომდევნო თავს მალე დადებთ <3

 


№6  offline წევრი jina

სტუმარი თათა
შემთხვევით ვნახე და წავიკითხე, ძალიან მომეწონა <3 იმედია მომდევნო თავს მალე დადებთ <3

MAdloba didi <3 vecdebi male davdo

 


№7 სტუმარი მერო

გთხოვ მალე დადე თავები თორემ სული მელევააა????????????????

 


№8  offline წევრი jina

მერო
გთხოვ მალე დადე თავები თორემ სული მელევააა????????????????

Mec mind rom male davdo ubralod pizikurad ver vaxerxeb :(

 


№9 სტუმარი მერო

აღარ აგრძელებ...შინაარსი დამავიწყდა უკვეე.

 


№10  offline წევრი jina

მერო
აღარ აგრძელებ...შინაარსი დამავიწყდა უკვეე.

Gamiprinda muza da cudad ar minda rom davasrulo amitom jerjerobit tavs vikaveb :-(

 


№11 სტუმარი მერო

შენს მუზას უთხარი მოგიფრინდეს???????????? ეხლა რა ვქნათ????????????????

 


№12  offline წევრი jina

მერო
შენს მუზას უთხარი მოგიფრინდეს???????????? ეხლა რა ვქნათ????????????????

Mgoni bolo tavi iqneba rasac davdeb :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent