შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქალმეია


6-02-2018, 21:22
ავტორი bee
ნანახია 784

წითელი… ცისფერი… ყვითელი… თეთრი… მწვანე… არა, ეს იისფერია. მწვანე ბალახია, მინდორი, სალათის ფურცლები და ჩემი სახლის სახურავი. იისფერი სხვა არის, გაზაფხულობით რომ ყვავილი მოდის აი იმის ფერია… რა ჰქვია? ჰო, ია. ცისფერი ცის ფერია. ჩემი თვალის ფერიც მისი მსგავსია და კიდევ ის, ზღვა… ყვითელი განსაკუთრებით მიყვარს. სიცოცხლის და ბედნიერების ფერია. ყვითელს რომ ვუყურებ ვეღარ ვიწყენ. მაბედნიერებს და ეს ძალიან მიყვარს. შავი… შავიც მომწონს, იმიტომ არა რომ მომწონს მისი ყურება. შავი ფერი ჩემი მთელი ცხოვრებაა. სიშავე იყო ბავშვობისას, და მას შემდგაც. 22 წელი მხოლოდ სიშავე… მეტი არაფერი… კარგია თუ ცუდი, შავი ჩემი ფერია ვერაფერს შევცვლი. ნაცრისფერი, ანუ რუხი, როგორც მას ლეა უწოდებს, მისი თვალის ფერია. ალბათ გესმით რამდენად მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანის თვალის ფერი ჩემთვის. კიდევ ნარინჯისფერი მიყვარს, როგორც სტაფილოს ფერი. ვარდისფერი, ლურჯი, ყავისფერი, კანისფერი… და თეთრი… თეთრი როგორც საავადმოფოს და ექიმების ფერი, ერთდროულად ორ ემოციას აღძრავს ჩეში. პირველი, მათ მიმართ სიძულვილია. მეორე კი მადლიერება. არ ვიცი რომელს უნდა ვენდო, იმას რომლის გამოც ახლა მე ვწერ, თუ იმას, რომლის გამოც 22 წელი მხოლოდ გონების თვალით ხედვა შემეძლო… არ ვიცი, არც არავინ იცის. ეს ფერი წითელია, გაურკვევლობის ფერი…

***
ცისფერი - ბავშვობა
უბრალოდ ჩააწვეთე.
კი მაგრამ შორს არის და არ წვდება
მომეცი მე თვითონ გავაკეთებ.
ფრთხილად. - შრაშუნი ისმის. ვტირი, მაგრამ ალბათ მათ არ ესმით. თვალებზე ცრემლებს ვგრძნობ. ფეხებს და ხელებს ბოლომდე ვიქნევ. ვიცი ვერაფერს გავხდები, მაგრამ უბრალოდ ვერ ვიჯდები.
რამდენი წლისაა.
ხუთის.
მეეჭვება ამან რამე შედეგი გამოიღოს. ტყუილად ვაწვალებთ. „ცოდოა!“
სიჩუმე… შემდეგ ჩაცინება. შორს დაახლოებით ორიოთახის მოშორებით კაცის ხმა მესმის. უეცრად ვშეშდები. შიში მიპყრობს. თვალებში წვეთების დაცემას ვგრძნობ. ხელფეხშეკრულს ძალა არ მყოფნისგასაქცევად. კარი იღება. შიშისგან ცახცახს ვიწყებ.
აბაა. დავიწყეთ?
არა. გთხოვთ არა.
ამას შენთვის ვაკეთებთ პატარავ. - კვლავ ეს ჩაცინება. წყეული სიცილი. მიახლობვდება. ვიცი ბორკილები უნდა ამხსნას. გახშირებული სუნთქვის ხმა ყველაფერს ახშობს. გული გამალებით, საშინლად სწრაფად ცემს. შვებას ვგრძნობ და მაშინვე ფეხზე ვხტები. მივრბივარ გაურკვეველი მიმართულებით. ასობით ნივთს ვეჯახები. სუნთქვა… კვლავ ხელს მიშლის… არაფერი მესმის წამლების ყუთების გადმოყრის გარდა.. და აი, როგორც ყოველთვის ვიღაც ხელს მკიდებს და პაციენტის საწოლისკენ მიმაქანებს. ნემსის ჩხვლეტას ვგრძნობ. ყველაფერი ისე რომ არ იყოს როგორც არის…
გაღვიძება დიდი ხანია რაც ახალი დღე, მზე ან დილა არ ყოფილა ჩემთვის. ეს ყველაფერი სიშავეა, მუქი, არაფრისმთქმელი სიშავე. ყველაზე საშიში, საშინელი და ამავდროულად ჩემზე მოჩვეული სიშავე. ისე ამეკიდა, რომ წასვლა აღარ უნდა. ბევრს ვტირი, ცრემლებს ამაოდ ვყრი მაგრამ ხომ გაგიგიათ, უგულოს გულს ვერ ჩაუნერგავო. ზუსტად ასეა. არანაირი შეცოდება, სიყვარული, სიკეთე არ სუფევს მათ გაყინულ და გამოუსადეგარ გულებში.
გაიღვიძა.
შეამოწმეთ. - არასდროს მესმოდა რაში მამოწმებდნენ. ხუთი წუთი რაღაც ციფრებს იძახდნენ, მე კი ვერაფერს ვხვდებოდი და ვგრძნობდი. მალე ამთავრებენ და სადღაც მივყავარ. ოღონდ ეს არა. სუნით ვხვდები რაც უნდა იყოს. არ ვიცი რა ქვია და როგორ გამოიყურება მაგრამ მისი სუნი თევზისა და დაობილი ხორცის ნაზავს მოგაგონებთ. ჩემკენ მოიწევს. არომატი უფრო მძაფრდება. ვცდილობ გავიწიო, წინააღმდეგობის გაწევა მინდა მაგრამ ამაოდ. თვალებზე მეხება. ვკივი. ბოლო ხმაზე. მინდა ეს კივილი სამყაროს ესმოდეს. სამწუხაროა რომ ამ ყველაფრში ჩვენ გარდა არავინ არის გარეული რადგან საკმაოდ საინტერესო თემა შეიძლება გამოვიდეს. გპირდებით, ნანახით ისე ისიამოვნებდით, სიცოცხლის ბოლომდე დავიწყებას ვერ მისცემდით. ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ მე მაქვს ნანახი, არამედ იმიტომ რომ ხმაურის შედეგად წარმოდგენილის დავიწყება მეც კი არ შემიძლია.
ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობაა. ექიმი, ნემსი, საავადმყოფო… ყველაზე მძიმე და რთული, რასაც დრო ვერ შემაჩვევს ეს ხსნარია. სიკვდილს რომ წარმოვიდგენ უფრო უმტკივნეულოა ვიდრე მისი თვალებზე დასხმა. არ ვიცი რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები როცა ამ ყველაფერს აკეთებენ. არც ის ვიცი, როგორ გამოიყურებიან, რა აცვიათ, ლამაზები არიან თუ არა. ისიც მაინტერესებს მე როგორი ვარ. სავარაუდოდ ლამაზი არ უნდა ვიყო. ხელის მოძრაობით რომ ვამოწმებ ჩემი სახე არაპროპორციული, გაუწონასწორებელი და ულამაზოა. ვიღაცამ რომ მითხრას ერთი სურვილი რომ გქონდეს რას ჩაიფიქრებდიო პირველ რიგში თვალებს ვეტყოდი, ოღონდ ლამაზ თვალებს. თვალები მაქვს, მაგრამ არ ფუნქციონირებს, ხომ გესმით? ისინი ჩემთვის ისე არიან როგორც პინგვინისთვის ფრთები. ჩემი სუპერძალა სმენაა. ყველაფერი მესმის თითქმის. ექიმებს ხმების საშუალებით ვარჩევ, მათ მოსვლას წასვლას, მოძრაობას ყველაფერს ჩემი ყურების დახმარებით ვიგებ. ამ კივილის დროს კი სუპერძალაც ქრება. არაფერი მესმის. მხოლოდ ჩემი ხმა, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ წყდება…
ამით ბევრ რამეს შევცვლით პატარავ, შენ გმირი გახდები…
გმირი გახდები… გმირი გახდები… გმირი გახდები… და ვის უნდა გმირობა?! ვისუნდა სამყაროს შეცვლა მისი ხილვის გარეშე?
***
ვცადე რაღაც ახალი დამეწყო. არ ვიცი რა გამოვა მაგრამ მაინტერესებს დასაწყისითვის როგორია. ამიტომ გთხოვთ გამიზიაროთ შთაბეჭდილებები, ღირს თუ არა გაგრძელებას <3 პირველი თავი რა თქმა უნდა პატარაა, როგორც ექსპერიმენტი ისე <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent