არანორმალური (11)
ვიჯექით მე, ლუკა და სანდრო და მხიარულად ვყვებოდით ამბებს. ყველაზე მეტს რა თქმა უნდა მე ვტლიკინებდი. საღამოს მამაც მოვიდა და თბილად მოსაუბრე და-ძმანი რომ დაგვინახა, თვალებზე ცრემლები მოადგა. სანდროც მამას დანახვისას ფეხზე წამოხტა და უხერხულად გაიღიმა. -გამარჯობა, ბატონო დავით! – მიესალმა და კვლავ უხერხულად გაუღიმა. მამაჩემი კოპებშეკრული დადგა და თან ცრემმორეული თვალებით გადახედა სანდროს. -ბატონო დავით?! ბატონო დავით?! – დაიწყო გაბრზებულმა – როგორ შეგიძლია ასე მომმართო?! – სანდრომ თავი დახარა, რადგან იცოდა რომ რამდენი კარგიც აქვს გაკეთებული ამ ოჯახისთვის, იმდენჯერ მეტი ზიანი აქვს მიყენებული მათთვის (როგორც ფიზიკური, ისე მორალური) – ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების სიყვარულმა ცხრა თვე მუცლით ატარა და ადამიანი, რომლის სხეულშიც ეკატერინეს სისხლი ჩქეფს, მან რა თქმა უნდა მამათი უნდა მომმართოს. თვალებამღვრეულმა სანდრომ, ბედნიერი თვალები შეანათა მამას, შემდეგ კი მისკენ გაიქცა და მაგრად მოეხვია. -მ...მამმმ...მამიკო! – ძლივს-ძლივობით აღმოხდა ეს სიტყვები სანდროს და მალე ცრემლების ზღვა დადგა მამაჩემის მხარზე. -მოდი დავსხდეთ შვილო! – შესთავაზა მამამ დაახლოებით 10 წუთიანი ჩახუტების შემდეგ. -დიახ...ხო...ბოდიშით!.. კიარადა ბოდიში! – უხერხულად მოიფხანა კეფა და სკამზე ჩამოჯდა – უბრალოდ ძალიან დაბნეული ვარ და ვერ ვხვდები, როგორ მოტრიალდა ჩემი ცხოვრება ასე! მე, მე არავინ მყავდა ვისაც მამას დავუძახებდი, არც ისეთი ვინმე მყავდა ვისაც დაიკოთი ან ძამიკოთი მივმართავდი. ბერდო არც მისთვის მაძლევდა მამის დაძახების უფლებას და არც მისი შვილისთვის ძმის დაძახების უფლებას. – თქვა დამწუხრებულმა – მადლობა, რომ მიუხედავად ჩემი ცოდვებისა, მაინც მაპატიეთ და მიმიღეთ! – თქვა ხმაამღვრეულმა. -მოდი ჩაგეხუტო! – ვეუბნები და ძალიან მაგრად ვეხუტები. ის დღე ასე ბედნიერებმა გავატარეთ ერთად. სანდროს სახლში ყოფნამ სულ გადამავიწყა ნოე და მასთან დაკავშირებით მომხდარი ამბები. სტუმრების საძინებელი სანდროს ოთახად ვაქციეთ და ყველანი ჩვენს საძინებლებში მოვთავსდით. დაწოლამდე, აქამდე მიგდებულ ტელეფონს დავხედე და ვნახე 18 გამოტოვებული ზარი ნოესგან და 16 მესიჯი. ნერვებმოშლილმა ყველაფერი უნახავად წავშალე და დასაძინებლად დავწექი. * * * დაახლოებით პირველ საათზე მეღვიძება. ავდექი, აბაზანა მოვილიე, ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი სასაუზმოდ. მაგიდაზე წერილი დამხვდა. როგორც ყოველთვის ლუკასგან, სადაც წერს რომ ყველანი სამსახურში არიან, სანდროს ჩათვლით. ვიკის და ნიას შევეხმიანე, მაგრამ ორივენი მუშაობენ. ორივემ ჟურნალისტიკაზე ჩააბარეს და ბევრს მოგზაურობენ. კაი ხანია, რაც ორივე ტრამპთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩასაწერად გაუშვეს კონკურენტებად. უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, მაგრამ ისინი ჯერაც არ ჩამოსულან. სოციალურ ქსელში ვწერ ხოლმე, მაგრამ ყველაფერს იქ ვერ მოვუყვები, ასე რომ ჯერ არც სანდროზე იციან და არც ნოეზე. ალბათ გაგიჟდებიან! საუზმედ არაფერი მაქვს. ასე რომ მაია დეიდასთან უნდა ჩავიდე და უნდა ვჭამო. სასწაულად მშია! მალე მაია დეიდას კაფეში ვიჯექი და ჰამბურგერს შევექცეოდი. თან სანდროზე და მის უჩვენოდ განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობდი. როგორი დაჩაგრული ჰყავდა ბერდოს. როდესაც საუზმობას მოვრჩი ისევ სახლისკენ ავიღე გეზი. უკვე ლიფტი იხურებოდა, როდესაც ვიღაცამ ხელი შემოყო და ლიფტში შემოძვრა, მის დახურვამდე. შევხედე და ნოეა. მოვიდა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა. აი ასე უბრალოდ მომვარდა. იქამდე მკოცნა სანამ კინაღამ არ გავიგუდე. მეც ჩემდა უნებურად ავყევი. შემდეგ კი, როდესაც ყველაფერი გავაანალიზე და გავაცნობიერე რა ხდებოდა სასწრაფოდ მოვიშორე ტუჩებიდან. -რა ჯანდაბას აკეთებ?! – ვკითხე გაბრაზებულმა. მან კი ისევ მისკენ მიმიზიდა და კიდევ ერთხელ მაკოცა. საბოლოოდ კი დავნებდი და მეც ავყევი. და აი ჩემი პირველი კოცნაც ნოეს შეეწირა, მაგრამ ისეთი ვნებამორეული ვიყავი, რომ აღარაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ მაშინ მოვცილდით ერთანეთს, როდესაც ფილტვებს ჰაერი აღარ მიეწოდებოდა. -წამოდი, სადღაც მინდა წაგიყვანო! – აქამდე გაჩერებული ლიფტი, კვლავ ავამოქმედეთ და დაბლა ჩავედით. მალე მის მანქანაში ვიჯექით და სადღაც შორს მივყავდი. ზუსტად მეც არ ვიცი სად. -სად მივდივართ?! – ვკითხე, როდესაც თბილისს გავცდით. -ნახავ! – მეუბნება ღიმილით და კვლავ გზისკენ ტრიალდება. მალევე ჩამეძინა. ნოეს ხმა მაფხიზლებს. -გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო! მოვედითთ. გარეთ გავიხედე. მთვარე ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში აღმართულიყო და თითქოს რაღაც ამბავს უყვებოდეს ვარსკვლავებს. ულამაზესი ბუნება იყოო. -რა ლამაზია! – ვამბობ აღტაცებით -ეს რაჭის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. აქ მე და მამა ბავშვობაში გავლით ვიყავით. ჩვენც ღამით მოგვიწიწა ამ გზაზე სიარული და ეს ადგილი იმდენად მომეწონა, რომ მამას ვთხოვე აქ ხშირად მოვსულიყავით. ხოდა მამამ აი ამ ხეზე ულამაზესი ქოხი ამიშენა – და იქვე ახლოს მდგარ ხეზე მიმანიშნა თითით. თითს თვალი ავაყოლე და დავინახე დიდი და ლამაზი ქოხი. – მამას აქ ხშირად დავყავდი და ხანდახან ვრჩებოდით კიდეც, მაგრამ რაც წამოვიზარდე და კომპანიის საქმეებში აქტიურად ჩავერთე, მას შემდეგ ამ ადგილას აღარ ვყოფილვარ... დღემდე... ხვალ ჩემი დაბადების დღეა და სწორედ მან გამახსენა ჩემი ქოხი! მალე მაღლა, ქოხში ვიყავით. -კი, მაგრამ ლუკა და სანდრო რომ არ გამიფრთხილებია?! – ვუთხარი და თავში ხელი შემოვირტყი – ძალიან ინერვიულებენ. -ნუ გეშინია.სანამ შენ გეძინა, დავურეკე და იციან, რომ ჩემთან ერთად ხარ. -კარგია! – შვებით ამოვისუნთქე და ძირს მოვკალათდი. შემდეგ კი ფანჯრიდან გადავხედე ულამაზეს ხედს და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს დედამიწას მოვწყდი და სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. -რაზე ფიქრობ?! – მეკითხება ნოე ღიმილით. გავხედე და ჯერ გავუღიმე, შემდეგ კი სახე მოვღუშე და დავიწყე გამოლანძღვა: -რაზე ვფიქრობ?! რაზე და იმაზე რა ჯანდაბას მიკეთებ. როგორ შეამოაღწიე ჩემს ცხოვრებაში და როგორ ამიწეწე დალაგებული ცხოვრება და აზროვნება. ჯერ მოტყუებით მიმიყვანე შენს კომპანიაში, მერე შენს შეყვარებულად გამასაღე, გაბუტვის შემდეგ კიდევ მომადექი და პირველი კოცნა მომპარე. მერე ეს არ გეყო და თბილისიდან ძალიან შორს წამომიყვანე! რა ჯანდაბას ნიშნავს ეს ყველაფერი, ვერ ამიხსნი?! – ვეკითხები კოპებშეკრული და დოინჯშემორტყმული. მე ასეთი გამწარებული ვარ, ნოემ კი სიცილი დაიწყო. როგორ მომეშალა ნერვები, კინაღამ გადავაგდე ფანჯრიდან. -აუ ახლა გაგიხევ სიფათს! – ვეუბნები და გემრიელ სილას ვამზადებ, რომ გამაჩერა ბოდიშებით. -მაპატიე, მაპატიე! უბრალოდ ძალიან საყვარელი იყავი! პატარა ბავშვივით იჯექი კოპებშეკრული და დოინჯშემორტყმული. -ვაიმე ნოე ვარდოსანიძე ან გამასწარი ახლა აქედან ან კიდევ ამიხსენი ის ყველაფერი რაც წეღან ჩამოვთვალე, რას ნიშნავს! ნოეც მაშინვე დასერიოზულდა და ორაზროვნად გადმომხედა. -ნუთუ ვერ ხვდები?! -ვერა ვერ ვხვდები?! -ჯანდაბა ბაბი! -რა ჯანდაბა?რა გინდა ჩემგან საერთოდ?! – წამოვხტი და დაბლა ჩავირბინე. სასწრაფოდ მანქანაში ჩავჯექი და ყურსასმენები კარგად მოვირგე. მალე თვითონაც გვერდით მომიჯდა, მაგრამ მისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ისე გავაგრძელე მუსიკების მოსმენა და თან ვიკისთან მესიჯობა -ჯანდაბა, შემიყვარდი! ახლა მიხვდი?! ვიცი, ვიცი, რომ არ უნდა შემყვარებოდი! ისიც ვიცი, რომ შენ უბრალოდ მემეგობრად მთვლი! უბრალოდ, მეც არ ვიცი როგორ, მაგრამ შემიყვარდი! დიდხანს ვუარყოფდი ამას, მაგრამ რომ გამებუტე და როდესაც შენი ნახვა მინდოდა და ვერ გნახულობდი, მივხვდი რომ ამან გული მატკინა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ ბაბი! შენთან ისეთი ნოე ვარ, როგორიც თითქმის არავის არ ახსოვს. მე მე ვარ! გესმის?! შენთან ლაღი ნოე ვხდები, რომელსაც თავისი პრობლემები დროებით ავიწყდება, რომელმაც არ იცის დეპრესია რა ხილია. რომელიც მეტ დროს ატარებს საყვარელ ხალხთან და ბოლოს ნოე, რომელიც შეყვარბეულია! ყურებამდე შეყვარებული! მე შენთან ვიპოვე ჩემი თავი! ამ დროს ყურსასმენი მოვიხსენი და აფორიაქებულ ნოეს გავხედე. -მაპატიე რამე მითხარი?! ვიკი მწერდა მის ამბებს და ისე გავერთე კითხვაში, რომ გარე სამყაროს მთლიანად მოვწყდი და თან სიმღერებსაც ვუსმენდი! ამბობდი რამეს?! – მივუბრუნდი უდარდელად. შოკირებულმა გამომხედა. –რამე მოხდა?! – ვუთხარი ანერვიულებულმა, შემდეგ კი თავდახრილმა დავამატე – ბოდიში წეღანდელის გამო! ბოდიში, რომ სისულელეებზე გებუტები! რაც არ უნდა იყოს ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ და დღეს რაც ლიფტში მოხდა ვითომ არც ყოფილა, კაი?! – ვუთხარი ლაღად. -კაი! – მითხრა და გაბრაზებული გადავიდა მანაქანიდან. მხრები ავიჩეჩე და სიმღერების მოსმენა გავაგრძელე. მალევე უკან წამოვედით და დილით თბილისში ვიყავით. მთელი გზა ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის. როდესაც უკვე სადარბაზოსთან ვიყავით, გავხედე დამწუხრებულ ნოეს და გაკვირვეუბლმა ვკითხე: -რამე მოხდა ნოე?! -არა, არაფერი! აბა ნახვამდის! – მეუბნება და კარებისკენ მანიშნებს თვალებით. -აბა კარგად ვეუბნები და ღიმილით ვხურავ კარებს! ### აი სულ ეს არის რისი დაწერაც შევძელი ავადმყოფმა და განადგურებულმა, 39 სიცხით :// ბევრი მადლობები თქვენი თბილი და ტკბილი კომენტარებისთვის! გყვრობთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.