შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ (5)


8-02-2018, 13:41
ავტორი smsamudamod
ნანახია 1 621

ნიკა რამდენიმე წუთში ჩემს თმას ეფერებოდა, მერე კისერს, მერე წელს და გაჩერდა.
ძლივს დავიძინე, დილით კარზე ბრახუნმა გამაღვიძა, ნია და ირაკლი თურმე ნახევარი საათია კართან დგანან და ვერ გვაღვიძებენ, ავდექი და კარი გავაღე.
- ამოწყდით? იცი რამდენი ხანია გირეკავთ და გეძახით? - ნია გიჟივით შემოვარდა ოთახში.
ირაკლი ნიკას მიუახლოვდა და ცალი თვალი თითით გაუხილა.
- ბიჭო, რა გჭირს მოკვდი?
- კი და მგონი სამოთხეში ვარ - ნიკას ჯერ ნახევრად ეძინა
- მერე, როგორია სამოთხე? - ირაკლი სიცილით კვდება
- აუ, ღვთაებრივია ოღონდ მართლა.
- ხოარა? მართლა კარგი გოგოა
- თქვენ მთელი ღამე გარეთ იყავით? - ნიკა ლოგინზე წამოჯდა და მეორე თვალიც გაახილა.
ძალიან რთულია სიყვარულით ილაპარაკო ადამიანზე, რომელმაც საშინლად გაგაბრაზა, იმედი გაგიცრუა და თავისი დაუფიქრებელი საქციელით დაგკარა, მაგრამ მაინც ვეცდები გავაგრძელო და ბოლომდე მოვყვე ჩვენი ისტორია, რომელიც იმ ღამეს დაიწყო.
გათენდა, იმ სიახლოვის მიუხედავად, რომელიც გასულ ღამეს გვქონდა,მე და ნიკა ერთმანეთისთვის ჯერ კიდევ უცხოები ვიყავით. არც მისი ასაკი ვიცოდი, არც გვარი, მოკლედ არაფერი, გარდა მისი სახელისა.
- ნიკა და ირაკლი დღეს მიდიან? - ვკითხე ნიას.
- აზრზე არ ვარ, ალბათ კი და არ მინდა რომ წავიდნენ.
- აუ, არც მე და დავიტოვოთ რა, თქვენ პლიაჟზე დაიძინებთ ხოლმე, ჩვენ ოთახში და ვიყოთ ასე ბედნიერად.
- დღესაც თუ დარჩებიან პლიაჟზე თქვენ იძინებთ.
- არაფერიც, ნიკას მაღალი სიცხე აქვს და ლოგინში უნდა იწვეს თან სახლის პირობებში უნდა მოვუარო - ვჩურჩულებდით მე და ნია და სიცილს ძლივს ვიკავებდით, ბიჭებს რომ არ გაეგოთ.
ნიკა და ირაკლი პლიაჟზე არ წამოგვყვნენ, მე და ნიაც მალევე დავბრუნდით სტუმრებთან. მე და ნიკა დღის განმავლობაში თითქმის არ ვკონტაქტობდით ერთმანეთთან, თითქოს წინა ღამეს ჩახუტებულებს არ გვეძინა.
- დღეს მიდიხართ? - ვიკითხე და უარყოფით პასუხს დაველოდე.
- კი, 1-2 საათში გავიდეთ იკა რა - მოკლედ მომიხაზა ნიკამ და ირაკლის მიუბრუნდა.
- ჰო, უფრო ადრეც თორე გვიან მოგვიწევს ჩასვლა.
- კაი რა, დარჩით დღესაც - მე ხო მუცლით მოუთმენელი და მოურიდებელი ვარ.
- ხო რა, დავეტევით რამენაირად ოთხივე - ამყვა ნია.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.
- ვერა რა, გუშინაც არ ვაპირებდით ისე შემოვრჩით თან რა პონტია - ამ დროს პირველად შევატყე, რომ ნიკას დარჩენა უნდოდა.
- არაფერი პონტი არაა, დარჩით და ხვალ ერთად წავიდეთ, ჩვენ თბილისში მივდივართ.
- უკვე?
- ჰო, რაღა უკვე, 2 კვირაა აქ ვართ და...
- მოკლედ რჩებით ხო? - გავაწყვეტინე ნიას.
- ჰო რავი, ვნახოთ რა.
- კაი, დღეს თქვენ მაინც წამომყევით ციცინათელაშო, აც ჩამოვედი ნიას ვეხვეწები წავიდეთთქო და ხან დამწვარია ხან ეძინება ხან ეზარება...
- აუ, ბაზარი არაა, ციცინათელა მაგრად მომხოდავს - აშკარად ნიკასაც უყვარდა ატრაქციონები.

***

მე და ნიკამ თითქმის ყველაფერზე ვიკატავეთ, ნია და ირაკლი ისხდნენ და ჩვენზე იცინოდნენ, ერთობიან ბავშვებიო.
თვეების მერე ნიკამ გამახსენა:
- გახსოვს ციცინათელაში შუბლზე რომ გაკოცე? აი ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რომ ვგიჟდები შენზე.
- მე ვფიქრობ, რომ სანამ გამიცნობდი უკვე გიჟდებოდი ჩემზე.
- ჰო, ეგეც არის, ცუდ ხასიათზე რომ ვიყავი ეგრევე შენს პროფილზე შემოვდიოდი და შენი სურათები მაგრად მშველიდა.
- ჰაჰა, ნეტა კიდევ რამდენი მეტრფის ესე შორიდან?
- ვინ გეტრფის? ღმერთი არავის გაუწყრეს... - ნიკამ უცებ სერიოზული სახე მიიღო.

***

მე და ნია ზღვიდან თბილისში რომ ჩამოვედით, ბიჭები ჯერ კიდებ გურიაში იყვნენ. მთელი დღე ველოდებოდი ნიკას მესიჯს, ბოლოს ავდექი და მივწერე, სხვათაშორის მშვიდობით ჩავედითმეთქი. მოკლედ მომიჭრა ლაპარაკი და მერე დღეგამოშვებით მომიგდებდა ხოლმე ერთ მესიჯს. მოკლედ, ნერვებს მიშლიდა. ერთ საღამოსაც მომწერა, ცუდად ვიყავი და ეხლა უკეთესად ვარო, მერე მთელი ღამე გავათენეთ ლაპარაკში. ფაქტობრივად მაშინ დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა. ერთ საღამოსაც მომატყუა, გზაში ვარ და ჩამოვდივარო, სიურპრიზი მინდოდა, მაგრამ ვერ მოვითმინე და გითხარიო. ვერ აგიღწერთ როგორ მიხაროდა, რომ მითხრა ვიხუმრეო, აღარ ველაპარაკებოდი. მერე ნიას დაურეკა და პანიკები გაუმართა, შენი დაქალი არ მპასუხობს და უთხარი რამე სანამ მართლა ფეხით ჩამოვსულვარო.
რამდენიმე დღეში მართლა ჩამოვიდა. რომ ვნახე სულ სხვანაირი მახსოვდა და სულ სხვანაირი იყო, უკეთესი. ან შეიძლება უკეთესად იმიტომ აღვიქვი, რომ მაშინ უკვე მიყვარდა. ირაკლი გურიაში დარჩა, საქმეები მაქვსო.

ნია და ირაკლი

ირაკლის ჩამოსვლა დაუგვიანდა, გაიწელა, ნია უკვე ბრაზდებოდა, დაიღალა რა, სულ 2 დღით ვიყავით ზღვაზე ერთად, არ ჩამოვა და დარჩება ზაფხულის მოგონებებშიო.
- არა, ნერვები მეშლება რა, კაი, ჯანდაბას, ვერ ჩამოდის, მაგრამ მესიჯის მოწერა რაღა გახდა? ესეთი მოუცლელია რომ მთელი დღე ისე გადის 2 წუთს ვერ მითმობს? - ქოთქოთებდა ნია ყოველდღიურად.
- არ იჭერს იქ ტელეფონი თორე ეგ რომ დღე და ღამე შენზე ფიქრობს ეჭვი გეპარება? - ნიკა იცავდა თავის ძმაკაცს.
მას შემდეგ ირაკლი გამოჩნდა, ნია თემოს ზარებს იშვიათად პასუხობდა. ერთხელ თემოს ზარს ნიკაც შეესწრო.
- საქმეები აქვს ხო შენს ძმაკაცს? ხოდა იყოს იქ, სულ ნუ ჩამოვა, რატო უნდა ველოდო? - ნიამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, თემოს უპასუხა და სალაპარაკოდ ცალკე გავიდა.
- ნიკა, რაღაც უნდა ვქნათ თორე ეს მართლა დაიკიდებს იმას.
ნიკამ ეგრევე გადაურეკა ირაკლის:
- ბიჭო, აქ რაღაცა ჩეპეა რა - სიცილს ვერ იკავებდა ნიკა.
- რა ხდება?
- ნიას ვიღაცა თემუკამ დაურეკა და აგერ უკვე 15 წუთია ცალლეა გასული და იმ ტიპს ელაპარაკება - თქვა ნიკამ ხმამაღლა, ნიას გასაგონად.
- დამალაპარაკე
ნიამ სწრაფად მოირბინა ჩვენთან და ყურებამდე გაღიმებულმა უპასუხა ირაკლის. არ ვიცით იმან იქიდან რა უთხრა, მაგრამ ნია ესეთი გაღიმებული დარჩა მონდევნო რამდენიმე საათი.

***

- დღეს საღამოს ირაკლი ჩამოდის ოღონდ ნიას რომ არ უნდა უთხრა ხო იცი?
- აბა ორშაბათსო?
- ეგ ნიამ იცის ეგრე, მოკლედ არ წამოგცდეს თორე დავიღუპეთ, დღეს ჩემს სანახავად რომ გამოხვალ წამოიყვანე ეგეც - ნიკას აშკარად უკვე ყველაფერი დაგეგმილი ქონდა.

ახალი მოთხრობა "უაზრობა" გაუერთიანდება ამას, ნიკას და ირაკლის ისტორიის მერე გავაგრძელებ აქ, მაინც ორივე ჩემზეა:)) <3



№1  offline წევრი ჭირვეული

დიდი ჩახლართულობაა, მაგრამ საინტერესოდ მეჩვენება ! დიდი თავები მინდა (((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent