ბრუნვადი გრძნობები (14)
-ასეთი დილა შენთან დაშორების მერე არ მქონია-თვალი გაახილა თუ არა სალომემ, გაიზმორა საწოლში და მათეს მხარეს გადაბრუნდა. მათე ეწეოდა -ჩემს მერე არავისთან გქონდა მსგავსი ღამე თუ სექსი არ გქონდა საერთოდ?-სხვათაშორის ჰკითხა და ნაპაზი დაარტყა -სექსი არ მქონია არავისთან-დაუბღვირა,რადგან კითხვა არ მოეწონა -არ დაგიმალავ და გამიკვირდა-ისევ სხვათაშორის თქვა მათემ და სიგარეტის ნარჩენი საფერფლეში ჩაასრისა -დეგენერატი კაცი ხარ-მხარზე ხელი მიკრა და საწოლიდან ზეწრიანად წამოდგა-მართალია თავისუფალი გოგო ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ,მაგრამ ეს არ ნიშნავ იმას,რომ ვინც მეყოლება ყველასთან დავწვე-შეუღრინა და სააბაზანოსკენ წავიდა. მათემ ღრმად ამოიოხრა და თავი საწოლს მიადო. კარგა ხანი დაჰყო სალომემ აბაზანაში.ამასობაში მათემ თავის მოწესრიგებაც მოასწრო და ყავაც გაამზადა ორივესთვის. ნახევარ საათში უკვე გამზადებული და ჩაცმული სალომე შემოვიდა სამზარეულოში.თავიდან ორივე ჩუმად მიირთმევდა ყავას და მათეს მიერ მომზადებულ სენდვიჩებს. -სალომე მომისმინე-დაიწყო კარგა ხნიანი დუმულის შემდეგ მათემ-ის რაც გუშინ მოხდა... -შეცდომა იყო და არ განმეორდება-დაასრულა სალომემ ფრაზა -ეგეც.. და კიდევ,ბოდიში რომ უნებისყოფოდ მოვიქეცი.ეს არ უნდა გამეკეთებინა-თავის მართლებას მოჰყვა -მათე, ეს მეც მინდოდა და შენც,ამიტომ ახლა ამის გამო ერთმანეთს ნუ მოვუბოდიშებთ, თან... ეს პირველი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს შორის-ბოლოს გაეღიმა -ამიტომ არ გვინდა ამაზე ფიქრი და დარდი, ნუ თუ რა თქმა უდა შენ ძალიან არ ნანობ ამ საქციელს-მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა -როგორ შეგიძლია ყველაფერი ასე ფეხებზე გეკიდოს?-გაღიზიანებულმა ჰკითხა-მე შენთან სექსი კი არა,საერთოდ კომუნიკაციაც არ მინდა,მაგრამ ასე მოხდა,თავს ვერ მოვერიე და ამას ძალიან ვნანობ-ხმადაბლა ჩაილაპარაკა.სალომე გაჩუმებული იყო და უსმენდა.იცოდა ახლა მათე ისევ ბოღმისგან დაიცლებოდა და ჯავრს მასზე ამოანთხევდა,ამიტომ უხმოდ იჯდა და ელოდებოდა როდის მორჩებოდა -როგორც არ უნდა უარვყო და თავი გავიგიჟო,შენთან სიახლოვე ძალიან მსიამოვნებს და შენთან ერთად ღამის გატარება ნეტარებაა, მაგრამ ასე არა,ასე არ მომწონს და არც მინდა.შენ მე გული ძალიან მატკინე და ამის პატიება მე არ შემიძლია.არ ვიცი,შენ რას და როგორ ფიქრობ,უკვე მართლა ვერ ვხვდები მაგ ტვინში რა გიტრიალებს,მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია. კი, უსიყვარულოდ სექსი უამრავჯერ მქონია, მაგრამ შენთან არ შემიძლია ასეთი ურთიერთობა მქონდეს.აღარ მინდა კიდევ რომ შევხვდეთ სადმე ერთმანეთს. მართალია, ეს მხოლოდ ერთი ღამე იყო და ეს არ ნიშნავს რომ შევრიგდით ან თუნდაც მომავალში ისევ ერთად გავატარებთ ღამეებს, ეს უბრალოდ ერთხელ მოხდა,რადგან ორივეს გვინდოდა და მე აღარ მინდა მსგავსი ინციდენტი მოხდეს შემდეგში,ამიტომ ორივესთვის უკეთესი იქნება,ეს ყველაფერი აქვე თუ დამთავრდება და დავივიწყებთ-ჩაილაპარაკა დარწმუნებულმა და ბოლო ყლუპი ყავა მოსვა -წესით მსგავსი რამეები მე უნდა მაწუხებდეს და არა შენ-თვალები აატრიალა სალომემ -ხო და საქმეც მაგაშია,რომ შენ უნდა გაწუხებდეს, შენ...-ნიშნის მოგებით უთხრა -მათე, არ ვიცი რამდენად დამიჯერებ,მაგრამ...-ცოტა პაუზა გააკეთა-შენ ჩემთვის ბევრ ნიშნავდი,არ იყავი უბრალო მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში და არ მინდა ეგრე გეგონოს.მართალია ყველაფერი მორჩა და მე ბევრი მივქარე,მაგრამ შენ ჩემთვის სულ ერთი ვერასდროს გახდები,რაღაცას ყოველთვის ნიშნავდე იქნება-გულწრფელად უთხრა რასაც ფიქრობდა -ცუდია,რომ მხოლოდ რაღაცას ვნიშნავ-დანანებით ჩაილაპარაკა მათემ.სალომემ არაფერი უპასუხა -კარგი, მე წავალ. ისედაც გაგვიგრძელდა ეს ყველაფერი-მიხვდა რომ საუბრის გაგრძელებას არანაირი აზრი არ ჰქონდა,გარდა ერთმანეთის გულის ტკენისა,ამიტომ გაცლა ამჯობინა.ჭიქა ნიჟარაში ჩადო და კარებისკენ წავიდა -მათე...-უცებ მოტრიალდა- მე მინდა,რომ შენ ძალიან ბედნიერი იყო... ჩემთან ბედნიერი ვერ იქნებოდი-ბოლო სიტყვები გულს ამოაყოლა და არაფრის თქმა არ აცადა მათეს ისე გავიდა მისი სახლიდან. *** -მთელი დღე ვერ დაგიკავშირდი,ასე შეიძლება მაქსიმე?- კარები გაუღო თუ არა ეგრევე საყვედური უთხრა მარიამმა -ხო,ტელეფონი ოფისში დამრჩა,მე კიდევ საქმეებზე დავდიოდი. ბოდიში-ეგრევე იმართლა თავი და ძალიან მაგრად ჩაეხუტა-მომენატრე-თავი მის თმებში ჩარგო -ასე არ შეიძლება. რა აღარ ვიფიქრე -ინერვიულე?-გაეღიმა მაქსიმეს -გეღიმება კიდეც? ჯერ იმდენჯერ დაგირეკე არ მპასუხობდი,მერე საერთოდ გაითიშა ტელეფონი,ვერც ვერავის დავურეკე რომ მეკითხა სად იყავი და მთელი დღეა ვნერვიულობ-ბუზღუნებდა მარიამი -ბოდიში,ჩემი ბრალია ტელეფონი რომ დამრჩა. მერე ეტყობა დაჯდა და გაითიშა -ის ხომ არ გინახავს?-ეჭვით ჰკითხა -ვინ ის?-ვითომ ვერ მიხვდა -შოთიკო- ,,როგორ ვერ მიხვდი’’ ტონით უპასუხა -აა, არა,არ მინახავს-გაუღიმა -მართლა? -დღეს მთელი დღე სახლში ხარ?-თემის გადატანას შეეცადა -კი და მართლა არ გინახავს?-ვერ ისვენებდა -მაშინ რამე გექნება მომზადებული,ძალიან მშია-ხელები ერთმანეთს გაუსვა -რაღაცას გეკითხები და კითხვას ბანზე რატომ მიგდებ? -ყავა მაინც გამიკეთე -მაქსიმე... -მარიამ,არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, კარგი? -ანუ ნახე?-შეშფოთდა -... -მაქსიმე! სიმართლე მითხარი!ხომ იცი, ტყუილს ვერ ვიტან,მითუმეტეს ასეთ რამეებს რომ მიმალავენ-მუდარით უთხრა -ხო, ვნახე და ვილაპარაკეთ.მეტი არაფერი -არ მატყუებ? -არა და რატომ გიყვართ ამ ქალებს ჩაძიებები?-ამოიოხრა -ბევრი ქალი გეძიებოდა ხოლმე?-ინტერესით ჰკითხა და თვალები დაუქაჩა -თითქმის ყველა,ვისთანაც ურთიერთობა მქონდა-მხრები აიჩეჩა -და ბევრი იყო?-სასოწარკვეთილმა ჰკითხა -ოფიციალური გაინტერესებს თუ არაოფიციალური?-მის ნერვებზე თამაშს განაგრძობდა -ოფიციალურებიც გყავდა?-თვალები გაუფართოვდა- მე არ მახსოვდა მსგავსი რამ -არაოფიციალურები არ მახსოვს რამდენი იყო... და ოფიციალურები-წამით ჩაფიქრდა და თითებით დათვლას შეუდგა.ამის დანახვაზე მარიამს ლამის თვალები გადმოსცვივდა -მოიცა ამერია-თავიდან დაიწყო დათვლა -იცოდე არ მითხრა რამდენი იყვნენ, თორემ გავგიჟდები, გასაგებია?-მოულოდნელად წამოიყვირა მარიამმა და ხელზე მოუჭირა-არ მაინტერესებს-დააყოლა უცებ. მარიამის რეაქციაზე ჯერ გაეცინა და მერე გულიანად ახარხარდა.მარი გაოცებული უყურებდა -რა გაცინებს?-გაბრაზდა -ახლა შენი თავი განახა,რა სახე გაქვს-ისევ იცინოდა-შენ რა ეჭვიანი ყოფილხარ, არ მეგონე ასეთი -დამცინი ხო? -როგორ გეკადრება,ფაქტი აღვნიშნე-მხრები აიჩეჩა -აჰა, ესე იგი, ეჭვიანი ვარ,ჩაძიებები მიყვარს და იმ ქალებს ვგავარ ვინც გყოლია?-სასოწარკვეთილმა,ცრემლშეპარული ხმით ჰკითხა -არ მითხრა რომ ნამდვილად მეკითხები ამ რაღაცებს?-დასერიოზულდა მაქსიმე,რადგან არ ეგონა ხუმრობა ასე თუ გასერიოზულდებოდა -აბა ვითომ?-ცრემლები გადმოსცვივდა და ზურგი აქცია -ახლა გავგიჟდები. რა გატირებს?-შეშფოთდა მაქსიმე- მარიამ,შემომხედე-მხარზე მოკიდა ხელი და ცდილობდა მისკენ შემოებრუნებინა,მარიამი ჯიუტად არ ბრუნდებოდა. როცა მიხვდა, რომ მარიამი მისკენ არ შემობრუნდებოდა, თვითონ გადაჯდა მეორე მხარეს -მარი, ვიხუმრე,გესმის? ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და არ მეგონა ასე სერიოზულად თუ მიიღებდი,მართლა-შეწუხდა მაქსიმე,მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვისას.მარი ხმას არ იღებდა -მოსერიოზულო ურთიერთობა ერთხელ მქონდა მხოლოდ და მალევე დამთავრდა. დანარჩენი ყველა არაოფიციალური იყო,რომლების მოყოლასაც აზრი არ აქვს და ამის გამო ნერვები უნდა იშალო ახლა? -ისევ არ სცემდა ხმას -შენ ხარ ჩემთვის ყველაზე სერიოზული ურთიერთობა. არც კი იფიქრო ოდესმე,რომ თავი მაგათ შეადარო ხოლმე,ვინც წარსულში მყოლია. შენნაირი არავინ იყო და ვერც ვერასდროს იქნება,რადგან მე მხოლოდ შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად და არავინ მაინტერესებს სხვა-ძალიან თბილად უთხრა -მეც ყველაზე მეტად მიყვარხარ-ამოისლუკუნა მარიამმა -მართლა ყველაზე მეტად გიყვარვარ?-ჩაეკითხა მაქსიმე -შენ ჩემს გრძნობებში ეჭვი გეპარება? -არა,არ მეპარება,უბრალოდ მინდა ხშირად გავიგო ხოლმე ეს სიტყვები შენგან-გაუღიმა და ხელი თმაზე ჩამოუსვა -ასე არ არის-ცრემლები შეიმშრალა-ვიცი რაც გაწუხებს-სევდიანად თქვა -რამე მაწუხებს და არ ვიცი-შეიცხადა მაქსიმემ -შენ ჩემი პირველი სიყვარული გაწუხებს მაქსიმე-ნაღვლიანად უთხრა-და ვერ ამბობ. გგონია რომ მას რაღაც კვალი აქვს ჩემს ცხოვრებაში დატოვებული და არ იცი შეძელი თუ არა მისი ამოშლა ჩემი ცხოვრებიდან -სისულელეს რომ მეუბნები ხვდები? -შენი მესმის,არაფერში არ გამტყუნებ.მეც ვიეჭვებდი მსგავს რამეს-ისევ თავისას აგრძელებდა -ახლა ვიჩხუბებთ,რეებსაა რომ მელაპარაკები,გაგიჟდი? -სიმართლე მითხარი გთხოვ, მართლა ფიქრობ თუნდაც წამიერად მაინც,რომ მე შეიძლება ისევ მახსოვდეს მათე? -მარიამ... -არ მინდა,რომ თუნდაც ერთი პროცენტით ჩემში ეჭვი გეპარებოდეს. -ეჭვი არ მეპარება და რა ხასიათზე დადექი,რა არის ეს მარიამ? -მაქსიმე,მომისმინე და ახლა რასაც გეტყვი მინდა რომ სულ გახსოვდეს და რაც მთავარია გჯეროდეს -დღეს ვერ გცნობ... -არ გამაწყვეტინო ისე მომისმინე-უთხრა და ღრმად ჩაისუნთქა-მე ძალიან ბევრი ვიფიქრე ყველაფერზე. მათეზე,შენზე,ჩემზე და დასკვნებიც გავაკეთე. შენ კარგად იცი,რომ შეყვარებული არასდროს მყოლია.ურთიერთობებში გამოცდილი არ ვყოფილვარ,შენამდე. მათე რომ პირველად დავინახე,შთაბეჭდილება ძალიან მოახდინა ჩემზე. ეს პირველი შემთხვევა იყო,როცა ბიჭით დავინტერესდი,მაგრამ არავისთვის მითქვამს. მერე სალომეს და მათეს შესახებ რომ გავიგე,მაშინ საერთოდ გავჩუმდი. ახლა რომ შევხედე სიტუაციას და კარგად გავაანალიზე,მივხვდი,რომ მე მათე უბრალოდ ძალიან მომწონდა და ის არასდროს მყვარებია. უბრალოდ მომეწონა და ავიკვიატე,მეგონა რომ მიყვარდა, მე ხომ ამ გრძნობის შესახებ არაფერი ვიცოდი მანამდე და როცა თითქოს ამის შანსი მომეცა, მომეწონა ბიჭი და მეგონა რომ შემიყვარდა,მაგრამ მხოლოდ ახლა ვხვდები,რომ ის არასდროს მიყვარდა,ის იყო მხოლოდ ჩემი აკვიატება,გატაცება, ნუ რაც გინდა ის უწოდე, გარდა სიყვარულისა. ნამდვილი სიყვარული რა არის,ამას მხოლოდ ახლა მივხვდი,შენთან ურთიერთობისას. შეუძლებელია ადამიანი,რომელსაც კარგად არ იცნობ,ერთი ნახვით შეგიყვარდეს, მაგრამ ერთი ნახვით რომ მოგეწონოს ეს სრულებით შესაძლებელია და სწორედ ეს დამემართა მაშინ. იმ დროინდელი ჩემი გრძნობა,ახლანდელ გრძნობას რომ შევადარო,ის ყველაფერი ახლანდელთან შედარებით ზღვაში წვეთია.არ შემიძლია იმასაც და ამასაც ორივეს სიყვარული ვუწოდო. ვერ შევადარებ იმ ემოციებს და გრძნობებს,რასაც შენდამი განვიცდი,წარსულ გრძნობასთან,რადგან იმდენად დიდი რამ მაკავშირებს შენთან,უბრალოდ იმასთან შედარებაც კი მრცხვენია.არც ერთი წამითაც კი არ მინდა იფიქრო,რომ შენ ვერ შეძელი იმ კვალის წაშლა და შენი თავის მაგასთან შედარება,რადგან შენ იმაზე დიდი ბედნიერება ხარ ჩემთვის,ვიდრე წარმოგიდგენია. შემ ხარ ჩემი პირველი და რეალური სიყვარული და ყველაზე ძალიან მიყვარხარ-დაამთავრა დიდი მონოლოგი და მთელი ძალით ჩაეხუტა.მაქსიმე კიდევ,ბედნიერებისგან დამუნჯებული ხმას ვერ იღებდა და უბრალოდ ეხუტებოდა. -შენზე გავბრაზდი-მოშორდა თუ არა ეგრევე უთხრა-რეებზე ფიქრი მაკადრე?არ გრცხვენია?-ვითომ გაბრაზებული სახე მიიღო.მარიამს სახე შეეცვალა -რაა? -ხო,როგორ იფიქრე რომ მე შენზე მსგავს რამეს ვფიქრობდი? -მაქსიმე...-ტუჩები ისევ დაებრიცა -ვაიმე,ოღონდ ისევ არ იტირო და გეხუმრები მარიამ-ბოლოს ვეღარ მოითმინა და გაეცინა -ცუდი ბიჭი ხარ და...-აქ უკვე მაქსიმემ არ აცადა სიტყვის დამთავრება,ეგრევე კოცნით გააჩუმა. ბოდიში დაგვიანებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.