შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბლუანის სათამაშო (თავი 11)


9-02-2018, 00:36
ავტორი ადელაინი
ნანახია 3 156

-გადმოდი მანქანიდან! - აკანკალებულ ცოლს წარბაწეული მიუბრუნდა რატი
-არსადაც არ წამოვალ მანიაკო! ეს რა ადგილია, აქ ერთ წუთსაც ვერ გავჩერდები - ცხვირაბზუებული, უკმაყოფილოდ მიუბრუნდა ქმარს. რატის არაფერი უთქვამს წამში გაჩნდა ცოლთან, ხლიერად ჩასჭიდა ხელი მკლავში და ძალით გადმოათრია
- იდიოტი ხარ რატი! ნამდვილი იდიოტი- კბილებში გამოსცრა და როცა მიხვდა, რომ ჭირვეულობას აზრი არ ჰქონდა დასჯილი ბავშვივით მიჰყვა უკან ქმარს, რატის წამითაც არ შეუშვია ხელი ქალისთვის, მიუხედავად იმისა რომ ბნელოდა ჯაყელმა მაინც მოახერხა შეეთვალიერებინა გარემო
- ხუმრობ? მიტოვებული ბოსელი?- ლამის წამოიყვირა
- გეყოფა წუწუნი ცოლო- სარკაზმი გაურია ხმაში, კარები გააღო და ცოლი შიგ შეაგდო. - როგორც ხედავ შეცდი ნუციკო! მშვენიერი ქოხია, განმარტოებით ბუნებაში, ხომ ხედავ შენც კი ცდები ხოლმე - მაცდურად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა
-როგორც ვხედავ მომზადებულხარ სიხარულო, მოგიწესრიგებია აქაურობა, ელექტრო ენერგიაც შემოგიყვანია თუ იყო აქამდეც?- საჩვენებელი თითი ტუჩთან ისე მიიდო და კოპები ისე შეკრა თითქოს საჭირბოროტო საკითხზე ჩაფიქრდაო
-მიუხედავად იმისა რომ იყინები შენი სარკაზმი მაინც შენთანაა არ გტოვებს- უემოციოდ მიუგო, იქვე ტახტზე მიგდებულ პლედს დაწვდა, ცოლისკენ ნელა დაიძრა, აკანკალებულ ქალს მხრებზე მოახვია, რამდენიმე წამს "სიყვარულისფერ" თვალებში ჩააშტერდა, წამში უკუაგდო კაცმა მოწოლილი ვნება და მოშორდა გატრუნულ, მომლოდინე ჯაყელს
- ვიცი, მესმის შენი იწვი ისე გინდა შეგეხო, მაგრამ ამჯერად დასჯილი ხარ! - ცალყბად ჩაიცინა, მერე ბუხართან ჩაიმუხლა და შეშას დაუწყო დაწყობა
-რამხელა წარმოდგენა გაქვს შენს თავზე! - თვალები გადაატრიალა ჯაყელმა და იქვე ოთახის კუთხეში მდგარ ტახტზე აცოცდა, ფეხები მოიკეცა და პლედი მჭიდროდ შემოიხვია.


****
უყურებდა ბაბლუანის დაკუნთულ მხარ-ბეჭს, შავ ოდნავ აქოჩრილ თმას, აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას, როგორ მოუკიდა ასანთს, როგორ ცდილიბდა ცეცხლის დანთებას, როგორი ჩვეულებრივი იყო მისი ყველა ქმედება და მაინც როგორი მამაკაცური იყო ამ დროს კაცი. როგორ გამოიჭირა რატიმ, როგორ მიუხვდა სურვილს ქალს, მაგრამ არ შერცხვა, წამითაც კი არ შერცხვა რომ მიუხვდა ქმარმა, უკვე იმდენად ახლოს იყვნენ, სხვა რომ არაფერი ბოლოს და ბოლოს რატი ბაბლუანი მისი ქმარი იყო და ქორწინების მიზეზს არანაირი მნიშვნელობა ქონდა ქორწინების მოწმობაში ან დანარჩენი სამყაროსთვის
-ახლა გათბები- გვერდულად გამიხედა აბუზულ ქალს და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა
-მხოლიდ იმიტომ ვიყინები რომ კრეტინი ხარ! ოთახიდან ლამის შიშველი გამომათრიე, სადღაც უკაცერიელ აფგილას, დანგრეულ ბოსელში მომიყვანე და კეთილი ინებე და ის მაინც მითხარი რა გვინდა აქ?
-შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება- სრული სერიოზულობით მიმართა ნუცას, მერე ხის სავარძელი ბუხართან ახლოს მიაჩოჩა და შიგ ჩაეშვა- გცივა? - იმდენად შორიდან ჩაესმა ქალს ბაბლუანის ხმა თითქოს მეზობელი სახლიდან ეძახდნენ, იმდენად ხავერდოვანი და იდუმალი იყო კაცის ხმა- მოდი ჩემთან!- ნუცას არაფერი უთქვამს, მიუხედავად იმისა რომ უნდოდა ეყვირა, გაელანძღა ქმარი, დაჰიპნოზებულივით წამოდგა და ნელა გაემართა ბუხრის წინ ნდგარი სავარძლისაკენ სადაც ბაბულუანი არხეინად გაშოტილიყო, თანაც თვალს არ აშორებდა აგიზგიზებულ ცეცხლს.
როგირც კი მიუახლივდა ცალი ხელი მისკენ გაიწვდინა ისე რომ არც კი შეუხედავს ცოლისთვის, წელზე მოხვია და გააზრებაც ვერ მოასწრო ქალმა ისე აღმოჩნდა რატის კალთაში.
-რას აკეთებ?- ამოიკნავლა , მაგრამ წამითაც არ უცდია თავის დახსნა, ძალიანაც მოსწონდა ეს სიტუაცია, რომანტიკული გარემო, ცოლ-ქმარი, ძველი ქოხი, ბუხარი, მაგრამ თავს უფლებას ვერ მისცემდა რაღაც ფაქტორებზე თვალები დაეხუჭა.
- დაივიწყე ყველაფერი და მომენდე, გთხოვ! - ყურთან უჩურჩულა კაცმა, ოდვავ შეეხო ყურის ბიბილოზე, გაეღიმა როცა ქალის ათთრთოლებული სხეული იგრძნო, თითები ტუჩებზე მიადო, მერე ნელ-ნელა ქვევით ჩამოასრიალა, ყელზე, ლავიწზე გადაატარა გრძელი თითები.
ნუცას თვალები დაეხუჭა, ბაგეები ოდნავ დაეშორებინა და მძიმედ სუნთქავდა.ბაბლუანს შავ თვალებში წითელი ალი არეკვლოდა, იზიდავდა ეს ქალი, მოსწონდა, უყვარდა... იგი სინაზისა და სიძლიერის, მეამიტობისა და გარყვნილევის ნაზავი იყო, ორი ნუცას ნაზავი, ნუცა ბაბლუანამდე და რატის შექმნილი ნუცა...
თითებით პერანგი მხრებზე ჩამოუცურა, წამით გაშეშდა, ქალის ამაყად შემართულ მკერდს დაასო მზერა, მერე ნაზად მოიქცია ქორფა მკერდი ხელში და ძლიერად მოუჭირა, ნუცამ თავი ვეღარ შეიკავა და ბაგეებს სიამოვნების კვნესა მოსწყდა. ნიშანი იყო ბაბლუანისთვის, რატიმ უეცრად შეუშვა ხელი, სწრაფად გადმოსვა ქალი მუხლებიდან მის წინ დააყენა მკერდმოშიშვლებული და გაბრუებული ქალი
-მორჩა- უხერხულად გაუღიმა ცოლს
-ეს რა იყო?- წამოიბუტბუტა ქალმა, მერე გონს მოეგო პერანგი გაისწორა და მრისხანება ჩაუბუდდა თაფლისფერ თვალებში
-მეტი გინდოდა?- ირონიულად შენიშნა- მაპატიე მაგრამ აქ თაფლობის თვის გასატარებლად არ მომიყვანიხარ
-აბა?- გულწრდელად იკითხა ჯაყელმა და წამსვე ენაზე იკბინა
- ჭკუა უნდა გასწავლო! - წარბიც არ შეტოკებია სახეზე
- დამცინი? - ისტერიულად გადაიკისკისა ქალმა
-სულაც არა ნუციკო, მე შემოგთავაზე თამაშზე უარის თქმა, შენ უარი მითხარი, აქ კი მარტონი ვართ იმ ზომამდე მიგიყვან რომ აქეთ მეხვეწო, აქეთ მთხოვდე წარსულის დავიწყებას
- სულ გაგიჟდი არა? ამ თამაშში ერთადერთი მსხვერპლი მე ვარ და კიდევ მე უნდა გთხოვდე რამეს?
- ვიცი და მაპატიე! ეს თამაში დასრულდა, ნუთუ არ გესმის? რამდენჯერ გთხოვო? მითხარი რა გავაკეთო! თავი მოვიკლა? გინდა თავი მოვიკლა? - გიჟივით წამოხტა სავარძლიდან, მისი სიმშვიდიდან აღარაფერი დარჩენილიყო
-მინდა- გაცეცხლებულმა გაუაზრებლად მიახალა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რატი ამას სერიოზულად ამბობდა, მხოლოდ მაშინ გაიაზრა მომხდარი ბაბლუანმა ოთახის კუთხეში მდგარი კარადის უჯრიდან იარაღი რომ ამოიღო, ნელა დაიძრა გაფითრებული ცოლისკენ და იარაღი გაუწოდა
- მგონი ასე უფრო დამშვიდდება შენი სიამაყე! მეგონა ჩემი ტკივილით გამოვისყიდიდი ჩემს დანაშაულს შენდამი, მაგრამ შევცდი, თუ ჩემი სიკვდილია ის რაც შენ შვებას მოგიტანს მე აქ ვარ- საჩვენებელი თითი გულთან მიიტანა.



№1 სტუმარი Ana

Ghmerto chemo saukuniscin dade cina tavi exla gamochndi da ori-sami abzaci “mogvigde?” Really.ar movelodi tumca sheni sakmea.chemisaxif erti mkitxveli dagaklda.kargi maxsovrobit gamovirchevi da cakitxuli kovelt is maxsovs da exlac ar gamichirda cina tavebis aghdgena gonebashi tumca meechveba kvelam shedzlos...mokled me gemshvidobebida tumca mainc carmatebebs gisurveb

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

უნდა გაგლანძღო!

 


№3 სტუმარი nia

ახლაც თუ დაიკარგები, მაშინ ვერც მე გავაგრძელებ კითხვას, განა არ მახსოვს წინა თავები, მახსოვს ყველა. უბრალოდ, ელემენტარული პატივისცემის ამბავია, მკითხვლის აბუჩად აგდება არ ამართლებს ავტორს არაფრით

 


№4  offline წევრი ადელაინი

Ana
Ghmerto chemo saukuniscin dade cina tavi exla gamochndi da ori-sami abzaci “mogvigde?” Really.ar movelodi tumca sheni sakmea.chemisaxif erti mkitxveli dagaklda.kargi maxsovrobit gamovirchevi da cakitxuli kovelt is maxsovs da exlac ar gamichirda cina tavebis aghdgena gonebashi tumca meechveba kvelam shedzlos...mokled me gemshvidobebida tumca mainc carmatebebs gisurveb

Madlobaa ???? warmatebebi aseve ❤

Anuki96
უნდა გაგლანძღო!

Motminebit avitan dddd sxva ra damrchenia

nia
ახლაც თუ დაიკარგები, მაშინ ვერც მე გავაგრძელებ კითხვას, განა არ მახსოვს წინა თავები, მახსოვს ყველა. უბრალოდ, ელემენტარული პატივისცემის ამბავია, მკითხვლის აბუჩად აგდება არ ამართლებს ავტორს არაფრით

Vecdebi ar davikargo, isedac uamravi problema maqvs (((( vici cudad viqcevi, magram ar makvs xolme sxva gza

mmm
კარგი ისტორიაა თუმცა იმდენად აგვიანებ დადებას რომ მავიწყდება..????????

Madloba sayvareloooo <3 :*

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

საად ხარ გოგოო??
სული და გული შეეწირა მგონი ამ ისტორიას!
არა ღირსი ხარ გაგლანძღო მაგრაამ..
რავქნა რომ ეს ისტორია მიყვარს ფა ვერ ვშორდები ჰაა?
ძალიაან ნაწყენი ვარ აი ძალიაან! უბრალოდ იმდენაად მომწონს ეს ისტორია.. პერსონაჟები და საერთოდაც შინაარსი ამ ისტორიის რომ ასე ,,მიგდებას" არ იმსახურებს :(
თანაც ამდენი მკითხველი გყავს.. მესმის რომ შეილება მუზა არ გქონდეს ან ცუდად იყო და დადებას ვერ ახერხებდე გაგვაფრთხილე ან უბრალოდ ჯერ დაწერე და შემდეგ დადე ისტორია..
უბრალოდ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნო და იმედი მაქვს ასეც იქნება და გაითვალისწინებ.. თანაც ამხელა ლოდინის შემდეგ ასეთი პაწაწინა თავი, მართალი ამაღელვებელი იყო ..ბათ..არ მეყო.. არ მეყო კიარა წყენამაც და გაბრაზებამაც ოდნავადაც არ იკლო! ახლა შენზეა დამოკიდებული რამდენ ხანში დადებ და რამხელა თავს! მაგრამ მაინც მიხარია რომ გაგახსენდა და დადებას აგრძელებ!
წარმატეები და გელოდები-თ მთელო გულით და სულითნ ♥♥♥

 


№6 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესოდ წერ,კარგი გოგო ხარ ,მაგრამ ზალიან დიდი სუალედიტ დებ ახალ ტავს.

Nუ დაგვტანჯე.გამოიჰინე მოწკალება და აგარ გვალოდინო ბევრი.❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან მაგარია მომეწონა იმედია მალე დადებ

 


№8  offline წევრი ადელაინი

ტკბილიწიწაკა
საად ხარ გოგოო??
სული და გული შეეწირა მგონი ამ ისტორიას!
არა ღირსი ხარ გაგლანძღო მაგრაამ..
რავქნა რომ ეს ისტორია მიყვარს ფა ვერ ვშორდები ჰაა?
ძალიაან ნაწყენი ვარ აი ძალიაან! უბრალოდ იმდენაად მომწონს ეს ისტორია.. პერსონაჟები და საერთოდაც შინაარსი ამ ისტორიის რომ ასე ,,მიგდებას" არ იმსახურებს :(
თანაც ამდენი მკითხველი გყავს.. მესმის რომ შეილება მუზა არ გქონდეს ან ცუდად იყო და დადებას ვერ ახერხებდე გაგვაფრთხილე ან უბრალოდ ჯერ დაწერე და შემდეგ დადე ისტორია..
უბრალოდ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნო და იმედი მაქვს ასეც იქნება და გაითვალისწინებ.. თანაც ამხელა ლოდინის შემდეგ ასეთი პაწაწინა თავი, მართალი ამაღელვებელი იყო ..ბათ..არ მეყო.. არ მეყო კიარა წყენამაც და გაბრაზებამაც ოდნავადაც არ იკლო! ახლა შენზეა დამოკიდებული რამდენ ხანში დადებ და რამხელა თავს! მაგრამ მაინც მიხარია რომ გაგახსენდა და დადებას აგრძელებ!
წარმატეები და გელოდები-თ მთელო გულით და სულითნ ♥♥♥

უგრმესი მადლობა საყვერელო ვიცი საშინელი ადამიანი ვარ მაგრა მაპატიე <3

სტუმარი lia
შაუკეტესოდ წერ,კარგი გოგო ხარ ,მაგრამ ზალიან დიდი სუალედიტ დებ ახალ ტავს.

Nუ დაგვტანჯე.გამოიჰინე მოწკალება და აგარ გვალოდინო ბევრი.❤❤❤

Vaime ar vici ra gitxra. Cudi gogo var namdvilad magram mixaria rom momyvebi yvelafris miuxedavad ????

სტუმარი გვანცა
ძალიან მაგარია მომეწონა იმედია მალე დადებ

Didi madloba, gzashia, wuti wutze daideba????

Anuki96
უნდა გაგლანძღო!

Gamlandzge avitan???????????? girsi var

 


№9  offline წევრი mariam m.k

stuck_out_tongue_winking_eye კარგი თავი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent