შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეთერთმეტე თავი (23)


9-02-2018, 01:47
ავტორი fireending
ნანახია 1 738

ლუკას და სესილის წასაყვანად საავადმყოფოში ზურა მოვიდა.სახლამდე ხმა არცერთს გაუღია,ორივე ნერვიულობდა სარეპეტიციოში მომხდარზე.ზურა დაწოლაში მიეხმარა ლუკას და მის გვერდით ჩამოჯდა.აწუხებდა ის ფაქტი,რომ მოწყენილებს ხედავდა.სესილი ფანჯარასთან იდგა და ხან გარეთ იყურებოდა,ხან კი მობილურის ეკრანს შეხედავდა ხოლმე.
-არაფერი ისმის ბიჭებისგან_ნაღვლიანი ხმით თქვა გოგონამ და ფანჯარას მოშორდა
-მეც ვურეკავ და არცერთი მპასუხობს._უპასუხა ლუკამ
-ლამის მოვკვდე ნერვიულობისგან,რატომ არაფერს გვეუბნებიან,სად არიან.ვნერვიულობ
-დამშვიდდით ბავშვებო_თქვა ზურამ-შესაძლოა ახლა პოლიციას ელაპარაკებიან და მალე შეგვატყობინებენ ყველაფერს.ნუ ნერვიულობთ.კარგად იქნება ყველაფერი.
-ჰო...შეიძლება.კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ თვითონ შეგვეხმიანებიან_თქვა ლუკამ
-ჰო...ალბათ_თქვა სესილიმ
უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო გოგონა,თვითონაც არ იცოდა ასე რატომ იყო აფორიაქებული.არ ციოდა,თუმცა ხელები გაყინული ჰქონდა და თითქოს ტანში სიცივეს გრძნობდა.უმიზეზოდ შფოთავდა.ხვდებოდა,რომ ეს სარეპეტიციოში მომხდარი ამბის გამო არ იყო ,მაგრამ ვერ გაეგო რატომ შეიპყრო გაურკვეველმა შიშმა,არც ის იცოდა რისი ეშინოდა.ეს მეტად უცნაური გრძნობა ყელში იყრიდა თავს და დიდ ბურთად აწვებოდა.არ უნდოდა ამ შიშს აყოლოდა,ამიტომაც ტელევიზორი ცართო და ლუკას გვერდით ჩამოჯდა.ბიჭს არ ეძინებოდა და გადაწყვიტეს რამე ფილმისთვის ეყურებინა.
არხებს ათვალიერებდნენ და სესილი მოულოდნელად ფეხზე წამოდგა.პულტი ხელიდან გაუვარდა და გაშეშებული უყურებდა ტელევიზორს,საინფორმაციოში აცხადებნენ ,რომ ხიდიდან მანქანა გადავარდა.ლუკამაც იცნო ლევანის მანქანა.მოულოდნელად ყველაფერი ჩამობნელდა,გოგონა ვეღარაფერს ხედავდა,არ იცოდა რა გაეკეტებინა,ნაბიჯიც კი ვერ გადადგა.მუხლები მოეკვეთა .ზურამ ხელი შეაშველა და საწოლზე დააწვინა.მამაკაცმა საჩქაროდ მოიტანა წყალი და მის გამოფხიზლებას ცდილობდა.საბედნიეროდ გოგონა მალე მოვიდა გონს.მის თვალებში გაურკვევლობა და შიში ჩანდა მხოლოდ.
-უნდა წავიდე.ლევანის მანქანაა,ლევანის მანქანა_ტიროდა პანიკაში ჩავარდნილი
ლუკა და ზურა მის დაწყნარებას ცდილობდნენ,თუმცა თვითონაც თავზარდაცემულები იყვნენ.სესილი კი თავისას არ იშლიდა,წასვლა უნდოდა.
-მე წაგიყვან,ოღონ დაწყნარდი,ჯერ არ ვიცით რა მოხდა_უთხრა ზურამ-ლუკა სესილის წავიყვან
-კარგი,გთხოვ გამაგებინე ყველაფერი _თხოვა ბიჭმა ანერვიულებული ხმით
ზურამ მანქანის გასაღები აიღო და სესილისთან ერთად .მთელი გზა თვალდახუჭული იჯდა სესილი მანქანაში.გულისცემის ხმა კი ყურებში ესმოდა.თვალის გახელის ეშინოდა.გზის დამთავრების ეშინოდა,მხოლოდ ის უნდოდა,რომ გაღვიძებოდა და ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი ყოფილიყო.
შემთხვევის ადგილს უახლოვდებოდნენ.სესილის ძალა არარ ჰქონდა.მანქანიდან ზურას დახმარებით გადმოვიდა.შემთხვევის ადგილას ბევრი ხალხი იყო შეკრებილი,ქუცა პოლიციელებით იყო სავსე.გოგონა ზურაზე იყო დაყრდნობილი და ისე ადგამდა ნაბიჯებს,თითქმის აღარაფერი ესმოდა,თავზარდაცემული უყურებდა დამტვრეულ მანქანას,რომელიც ამწეთი ამოჰქონდათ.
-სად არიან ?გადარჩნენ?ვინმე გადარჩა?_ხმამაღლა ეკითხებოდა ზურა პოლიციელებს.
-ერთ-ერთი საავადმყოფოში გადავიყვანეთ,უგონოდაა_უპასუხა პოლიციელმა და შეჩერდა
სესილი სასოწარკვეთილი თვალებით მიაჩერდა მას
-მეორე ბიჭი კი...სამწუხაროდ_მამაკაცს უჭირდა სათქმელის თქმა-უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა
-არა,არა_დაიყვირა სესილიმ და გვამისკენ გაიქცა,რომელიც უკვე დაფარული იყო.ზურაც გაეკიდა.გოგონამ ნაჭერი გადააძრო .ხმის ამოღებაც ვერ შეძლო.მიწაზე დაეცა და საკუთარი ქმრის უსულო სხეულს დაემხო.არც ტირილი შეეძლო,საერთოდ დაკარგა მეტყველების უნარი ,გაუნძრევლად იჯდა.ძლივს წამოაყენეს ფეხზე.გაყინულივით იდგა,სახეზე და თვალებში კი მხოლოდ სიცარიელე ჰქონდა.ფიქრიც შეწყვიტა,ორივე თვალი გახელილი ჰქონდა,მაგრამ ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა რასაც ეუბნებოდნენ.ურეაქციოდ ემორჩილებოდა ზურას,რომელმაც მანქანაში ჩასვა.მამაკაცი შეშინებული შესცქეროდა გოგონას,შემდეგ კი გულმოკლულმა გააყოლა თვალი თუ როგორ დაფარეს ახალგაზრდა ბიჭის გვამი და სასწრაფოს მანქანაში შეასვენეს.თვალებზე მაგრად მიიჭირა ხელი და ცოტა ხანს ასე იდგა,შემდეგ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო,მაგრამ ხელი ჰაერში გაუშეშდა.ახლა ნამდვილად არ შეეძლო ვინმესთან ლაპარაკი.ტელეფონი ისევ ჯიბეში დააბრუნა და მანქანისკენ წავიდა,სესილი ისევ არ იღებდა ხმას,არც ტიროდა,არაფრის მეტყველი სახით გასცქეროდა სივრცეს,არც კი მოძრაობდა.ზურამ ღვედი შეიკრა,მანქანა დაქოქა და წავიდა.
...
-რა კარგია,რომ ლუკა უკვე სახლშია,სალომეზე და ანდრიაზეც ისე ვნერვიულობდი.ისე ცუდად იყვნენ_თქვა სოფიამ და ქმარს გვერდით მიუჯდა
-ჰო,ჩემი აზრით,სასწაულია რომ გადარჩა.ისეთი უიმედო მდგომარეობა იყო...
-მაგრამ ,როცა შენ ერევი საქმეში უიმედო მდგომარეობა არ არსებობს_უთხრა ქმარს და აკოცა
დათოს გაეღიმა და ქალს ხელი მოხვია.
-შენ ,უფრო სწორად თქვენ როგორ გრძნობთ თავს?
-ჩვენ ძალიან კარგად ვართ_გაეღიმა სოფიას
მამაკაცი მუცელზე მოეფერა.
-უკვე ვეღარ ვითმენ,ნეტავ მალე გავიდეს დრო და ჩვენი პატარა მალე ჩავიხუტოთ
-მოუთმენელი მამიკო_გაეცინა ქალს
ზარის ხმა გასიმა და კარის გასაღებად დათო წამოდგა.
-სესილი,ზურა შემოდით_მხიარულად უთხრა მათ თუმცა შემდეგ მათ სახეებს დააკვირდა.-რა მოხდა?მშვიდობაა?
-დათო..._თქვა ზურამ
-ბიძია_წამოვიდა მათკენ გახარებული სოფია ,მაგრამ მატი სახეების დანახვაზე სახეზე ღიმილი შეეყინა.
სესილი ისევ არაფერს ამბობდა.გოგონა ოთახში შემოიყვანეს და დივანზე დააჯინეს.
-რა მოხდა?_აღელვებული ხმით იკითხა სოფიამ.
ზურას უჭირდა თქმა.ადვილი ხომ არაა ასეთი ცუდი ამბის თქმა.მაგრამ მაინც ხომ გაიგებდნენ.სოფიას რეაქციისაც ეშინოდა,მის მდგომარეობაში ნერვიულობა კარგი არ იყო,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
სოფია და დათო დუმდნენ,ახლადმოსმენილი ამბავი საშინელება იყო.სიტყვებს თავს ვერ უყრიდნენ.თითქოს ლუკას ამბავი არ აკლდათ და ახლა თავს ამხელა ტრაგედია დაატყდათ.
-გიორგი...გიორგი როგორაა_აცრემლებულმა იკითხა სოფიამ
-რეანიმაციაშია,ახლა მასთან მივდივარ._უპასუხა ზურამ-სესილი არც ლაპარაკობს,რეაქცია არაფერზე აქვს,შემეშინდა და აქ მოვიყვანე
-ჰო,მივხედავ_თქვა სოფიამ და გოგონას გვერდით დაჯდა
-ეს რა უბედურებაა,აზრზე ვერ მოვდივარ
-ვერც მე დათო_უპასუხა ზურამ-საავადმყოფოში უნდა წავიდე.გიორგის მშობლებს დავურეკე და იქ დავხვდები
-მოიცა,მეც წამოვალ_უთხრა დათომ-სოფია,სესილის მიხედავ?
-ჰო,ჰო არ ინერვიულო.გთხოვ დამირეკე და ყველაფერი გამაგებინე
...
დათო და ზურა საოპერაციოსთან იდგნენ,როდესაც მათკენ მომავალი ქალი და მამაკაცი დაინახეს
-გიორგის მშობლები მოვიდნენ _თქვა ზურამ და მათკენ წავიდა
-სადაა ჩემი შვილი რა დაემართა_ხმამაღლა ტიროდა ქალი
-რა მოხდა?გიორგი როგორაა_ანერვიულებული ხმით კითხულობდა მამაკაცი და ცოლს ხელს არ უშვებდა,რომელიც საოპერაციოსკენ ცდილობდა წასვლას.
-ბექა,ლიკა გთხოვთ დამშვიდდით.
-აქ დაჯექით_უთხრა დათომ
ატირებული ქალი სკამზე დააჯინეს.
-როგორ დავმშვიდდე,როგორაა გიორგი?_ტიროდა ლიკა
-ოპერაციას უკეთებენ,მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,მთავარია ,რომ ცოცხალია .ყველაფერს გააკეთებენ და გადაარჩენენ_აწყნარებდა მათ დათო
-ეს როგორ მოხდა?ჩემი ბიჭი...რატომ_მოთქვამდა ქალი
-ის და ლევანი ავარიაში მოყვენენ და..._წინადადება ვეღარ დაამთავრა ზურამ
-ლევანიც მასთან ერთად იყო?ახლა სადაა,როგორაა?_იკითხა ბექამ
-სამწუხაროდ ის ადგილზევე გარდაიცვალა
-რა?დათო,რას მეუბნები_თავზე შემოიდო ხელი მამაკაცმა და ცოლის გვერდით დაჯდა.
ამ ამბის გაგების შემდეგ გიორგის დედა უარესად გახდა,კინაღამ გონება დაკარგა,მაგრამ მისი გამოფხიზლება შეძლეს.ამ დროს ექიმიც გამოვიდა საოპერაციოდან,რომლესაც სახეზე ეწერა,რომ საქმე კარგად არ იყო.
-როგორაა ჩემი შვილი_ეკითხებოდა ლიკა
-ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია,მაგრამ...
-რა?რა მოხდა?_ჰკითხა ბექამ
-ხერხემალი დაუზიანდა და სიარულს ვეღარ შეძლებს.
ეს სიტყვები სასიკვდილო განაჩენივით ჩაესმა ლიკას.თავბრუ დაეხვა და კედელს დაეყრდნო.
-რას ამბობთ ექიმო?_სასოწარკვეთილმა იკითხა ბექამ.
-იქნებ ოპერაციის გაკეთება ვცადოთ_თქვა დათომ
-არა_უპასუხა ექიმმა-მაპატიეთ მაგრამ ოპერაციას აზრი არ აქვს.თანაც ამ მდგომარეობაში კიდევ ერთ ოპერაციას ვერ გაუძლებს,ძლივს გადარჩა
-ჩემი შვილის ნახვა მინდა_ტიროდა ლიკა
-დილამდე ეძინება და შემდეგ ცოტა ხნით შეძლებთ მის ნახვას_უპასუხა ექიმმა
-რატომ.რატომ დაგვემართა ეს ჩვენ...რატომ ჩემი შვილი...ახლა რა უნდა გავაკეთო,ახლა რაღა გვეშველება...
-ლიკა,დამშვიდდი,გთხოვ_ხელები მოხვია ქმარმა -ახლა ისე ძლიერები უნდა ვიყოთ ,როგორც არასდროს.ჩვენ შვილს ჩვენი თანადგომა ახლა ისე ჭირდება,როგორც არასდროს.ჩვენ უნდა მივცეთ ძალა,რომ ყველაფერი გადაიტანოს.
-ძალა აღარ მაქვს._სუსტი ხმით თქვა ქალმა და თვალები ცრემლებით აევსო.
დათოს ცრემლები მოერია,ფანჯრისკენ შეტრიალდა.ფიქრობდა იმაზე თუ რა უსამართლლოა ცხოვრება.ერთ წამს ბედნიერი ხარ,შემდეგ კი ხდება რაღაც,რაც ყველაფერს რევს და ანგრევს,შენ კი დგახარ და ვერაფერს შველი,გინდა რაღაც გააკეთო,მაგრამ უძლური ხარ ამ ყველაფრის წინაშე და ხდები უბრალოდ მაყურებელი და არ იცი თუ რა იქნება ხვალ,არც ის იცი დღეს რა ხდება,გუშინდელი დღეც ქრება და რჩება მხოლოდ სიბნელე,შიში,სასოწარკვეთა.თითქოს ნაწილებად იმსხვრევი.უყურებდა ახალგაზრდა ბიჭის მშობლებს,მათ უიმედო სახეებს,მათი შვილი სიკვდილს ებრძოდა,მისი საუკეთესო მეგობარი კი უბრალოდ გარდაიცვალა.ჯერ კიდევ ახალგაზრდა.მთელი ცხოვრება ხომ წინ ჰქონდა.მერე სესილიზე დაიწყო ფიქრი,გული ეკუმშებოდა,როდესაც მის განადგურებულ სახეს და ჩამქრალ თვალებს იხსენებდა.დარდი კი ლამის კლავდა,დარდი იმისა რომ ამ ყველაფრის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო.ახლა კი მხოლოდ უნდა გაეძლოთ ყველაფრისთვის.რა იქნებოდა შემდეგ?ამაზე პასუხი ნამდვილად არ ჰქონდა.რა ბედი ელოდა გიორგის,ამაზე ფიქრი ტანჯავდა.
...
ჯერ კარგად არ იყო გათენებული გიორგის რომ გაეღვიძა.თვალი გაახილა,ირგვლივ მიმოიხედა.თავიდან ვერ მიხვდა სად იყო,თუმცა ცოტა კარგად გამოფხიზლდა და შეხედა,რომ საავადმყოფოში იწვა.პალატა ცარიელი იყო.სცადა წამომდგარიყო,მაგრამ ვერ მოძრაობდა.ამან პანიკაში ჩააგდო.სუნთქვა გაუხშირდა და ყვირილი დაიწყო.ოთახში ექიმთან ერთად მისი მშობლებიც შემოვიდნენ.ექიმი მის დაწყნარებას ცდილობა.
მშობლები მის გვერდით ჩამოჯდნენ.გიორგი ცოტათი დამშვიდდა.
-ლევანი,ლევანი სად არის?
არაფერი უპასუხეს.ვერ გაბედეს თქმა.ეს სიჩუმე კი მას ძალიან აშინებდა.
-მითხარით_დაიყვირა მან და ისევ სცადა წამოდგომა,თუმცა ამაოდ-ფეხებს ვერ ვგრძნობ.სად არის ლევანი...
-გიო,დამშვიდდი.ამ მდგომარეობაში ვერ დაგელაპარაკებით
-რა დამამშვიდებს მამა,აღარ შემიძლია...ლევანი სადაა
ისევ ის სიჩუმე,ავის მომასწავებელი სიჩუმე.სიჩუმე უფრო კარგად ამბობს სათქმელს.
-არა...არა...მითხარით რომ გადარჩა...რატომ ხართ ჩუმად.დათო შენ მაინც მითხარი რამე _შეხედა დათოს,რომელიც ის ის იყო პალატაში შემოვიდა.
-ვწუხვარ მაგრამ..._წინადადების დასრულება ვეღარ შეძლო მამაკაცმა.
-არა არა არა_ყვიროდა გიორგი.-ის კახა,ის იმას მოვკლავ
-კახა?_იკითხა დათომ
-მაგ დამპალი კაცის ბრალია ყველაფერი მან ესროლა ჩვენ მანქანას.არაკაცი_გიორგი თავს ვეღარ აკონტროლებდა.ნერვული შეტევა დაეწყო და ექიმი იძულებული გახდა დამამშვიდებელი გაეკეთებინა მისთვის.
...
გგონია ფეხზე მყარად დგახარ,არ ფიქრობ რომ ბედნიერებას ერთ დღეში დაკარგავ,არა ამაზე არავინ ფიქრობს.ცხოვრება კი მოულოდნელი და მძიმე დარტყმებითაა სავსე,ეს ის შემთხვევაა,როდესაც დარტყმას თავიდან ვერ ვიცილებთ.ასე მოხდა გიორგის ცხოვრებაშიც.ორმაგი დარტყმა მიაყენა ცხოვრებამ.დაკარგა საუკეთესო მეგობარი და ხეიბრად იქცა.ზოგჯერ უნდოდა დაესრულებინა კიდეც ეს ტანჯვა,მაგრამ მერე ისევ საღ აზრზს უბრუნდებოდა.მშობლებზე ფიქრობდა.იმ ადამმიანებზე ფიქრობდა,რომლების სულ მის გვერდით იყვნენ და წამითაც არ აძლევდნენ დანებების საშუალებას.ახლა მხოლოდ ლუკა დარჩა,ერთი ძმა დაკარგა.ლევანი მისთვის ყოველთვის ძმა იყო,მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ახლა იმ ფაქტის წინაშე იდგა,რომ სამუდამოდ დაშორდნენ და ვეღარ შეძლებდნენ საუბარს,ერთად დაკვრას.დარჩა მოგონებები,რომლებიც სევდიან ღიმილს გვრიდა.ცოცხალი იყო,სუნთქავდა,მაგრამ თითოეული მისი ამოსუნთქვა უაზროდ ეჩვენებოდა.
ერთი თვე გავიდა ლევანის დაკრძალვიდან და დღე არ გასულა იმ დღეზე რომ არ ეფიქრა.გონებას და გულს უწამლავდა ფაქტი,რომ ის კუბოში იწვა,უძრავი,უსულო.მიწა დააყარეს.დამარხეს და თიტქოს ყველაფერი დაასრულეს,მაგრამ ნამდვილი მეგობრობა,ძლიერი ძმური სიყვარული ვერასდროს დასრულდება.სასტიკი რეალობის წინაშე უძლური აღმოჩნდა.რეალობის,რომლის გააზრებაც კიდევ ვერ მოახერხა,არა მარტო მან,ვერცერთმა მათგანმა.
სესილი კი იწვა,გაუნძრევლად,ხმაამოუღებლად.არც არაფერზე ფიქრობდა.არაფერს ჭამდა.მხოლოდ ჭერს უყურებდა გაყინული თვალებით.ქმრის დაკრძალვაზეც კი ვერ შეძლო წასვლა.არცერთი სიტყვა არ უთქვამს იმ დღის შემდეგ.მისი მდგომარეობით კი დათო და სოფია ძალიან იყვნენ შეშფოთებულები.იძულებული გახდნენ,რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ.სოფია ყოველ დღე მიდიოდა მასთან და ელაპარაკებოდა.სესილის როცა უყურებდა მისი თავი ახსენდებოდა.ზუსტად იცოდა თუ რას გრძნობდა ახლა გოგონა.სწორედ იგივეს გრძნობდა,როდესაც შვილი დაკარგა.სიცარიელეს,არაფერს,ყველაფერი უაზრობა იყო.მაგრამ იცოდა,რომ სესილი ამასაც დაძლევდა დროთა განმავლობაში და ისევ შეძლებდა ფეხზე დადგომას.
ერთ დღესაც სოფია ჩვეულებრივ მივიდა საავადმყოფოში.სესილის პალატაში შევიდა და გოგონა საწოლზე არ დახვდა.ქალს შეეშინდა.
-სესილი_დაიძახა მან
აბაზანის კარი გაიღო.სესილი გამოვიდა.თმა დავარცხნილი ჰქონდა და კაბა ეცვა.სოფია გაკვირვებული უყურებდა მას ,არ იცოდა რა რეაქცია ჰქონოდა.
-დილა მშვიდობისა სოფია_იღიმოდა გოგონა
-სესი,კარგად ხარ?საყვარელო,როგორ მიხარია,რომ დამელაპარაკე._ქალი მისკენ წავიდა და გოგონას მოეხვია.
-მე კარგად ვარ სოფია...არ მინდა ჩემ გამო ინერვიულო
-ვერ აგიღწერ,როგორ მიხარია,რომ უკეთ ხარ.სესილი...ჩემო კარგო_სახეზე ეფერებოდა გოგონას.
სესილიმ ხელზე მოეფერა ქალს და ისევ გაუღიმა.
-დათოს დავუძახებ_სახლში წავიდეთ კარგი?_სოფია ძალიან გახარებული იყო.სიხარულისგან აღელვებული წავიდა ქმართან და ამცნო ახალი ამბავი.დათოსაც ძალიან გაუხარდა.სესილის რამდენიმე გამოკვლევა ჩაუტარეს და ყველაფერი ნორმაში იყო.გახარებულმა სოფიამ სახლში დარეკა,რომ გემრიელი სადილი მოემზადებინათ.
ერთად ისადილეს.სოფია ბედნიერი იყო რომ სესილი ისევ ლაპარაკობდა.როგორც იქნა ფეხზე წამოდგა.საღამოსაც გვერდიდან არ მოშორებია სანამ არ ჩაეძინა.შემდეგ კი თავის ოთახში დაბრუნდა.დათოს უკვე ეძინა.ქალმა ხალათი გაიძრო და გვერდით მიუწვა.დღევანდელ დღეზე ფიქრობდა.სიხარულისგან ვერც კი შეამჩნია სესილის უცნაური ქცევა.ახლა კი ამან შეაშფოთა.გოგონას ლევანი ერთხელაც არ უხსენებია.მხოლოდ იღიმოდა.სოფია ფეხზე წამოდგა.ოთახიდან ფრთხილად გავიდა.სესილის ოთახის კარი ღია იყო და სინათლეც ენთო.კარგად ახსოვდა,რომ სინათლე გამორთული დატოვა.ქალი ოთახში შევიდა ,იქ არავინ იყო,საწოლზე კი წერილი იდო,რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა,მაპატიე ეწერა.
...
სესილი მიდიოდა,ფეხშიშველი,ღამის პერანგით,შუა ღამეზე.მიდიოდა და თვითონაც არ იცოდა საით.უნდოდა გზა არასდროს დასრულებულიყო.რატომ არ მოვკვდი?მხოლოდ ეს კითხვა უტრიალებდა თავში.ტკივილისგან კივილი უნდოდა,მაგრამ ხმა ჰქონდა ჩამწყდარი.მიწაზე დაჯდა და ატირდა.პირველად ატირდა ერთი თვის განმავლობაში.პირველად მიხვდა რა რეალობა ელოდა წინ,ცხოვრება ლევანის გარეშე,წამოდგა და ხიდისკენ წავიდა.მოაჯირს მიუახლოვდა და ქვემოთ ჩაიხედა.მშვიდი ღამე იყო,ქუცას მხოლოდ მთვარის სინათლე ანათებდა,რომელიც წყალზე ირეკლებოდა.ქვემოთ იყურებოდა ისევ,სახეზე ოდნავ ეხებოდა ცივი ნიავი და ცრემლებისგან ამწვარ ლოყებს სასიამოვნოდ უგრილებდა.გოგონამ თვალები დახუჭა და გადაწყვიტა საბოლოოდ დაესრულებინა ყველაფერი.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგი რააა ძალიან მეტკინა გულიიი.რატო მოკალი ლევანი?ეხლა სესილიც.

 


№2 სტუმარი სტუმარი nina

kargia dzalian gaagrdzele .nu agvianebbb

 


№3  offline წევრი For Love

ძალიან კარგი იყო, გული დამეწვა ((

 


№4  offline წევრი fireending

სტუმარი მარიამი
კარგი რააა ძალიან მეტკინა გულიიი.რატო მოკალი ლევანი?ეხლა სესილიც.

მადლობთ რომ კითხულობთ.ამ მოთხრობაში რამდენიმე ნამდვილი ამბავიც ურევია და ლევანიც ნამდვილად არსებობდა .:( სამწუხაროდ არსებობდა.

სტუმარი nina
kargia dzalian gaagrdzele .nu agvianebbb

მადლობთ,რომ კიტხულობთ .ხვალ იქნება შემდეგი თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent