მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მესამე თავი (15)
უკვე საღამო იყო სარეპეტიციოში მხოლოდ ლუკა და ლევანი იყვნენ .ბიჭები ფანჯრის რაფაზე ისხდნენ და ხმას არ იღებდნენ.ლევანი ფანჯარაში იყურებოდა და სხვადასხვა მიმართულებით მიმავალ მანქანებს აკვირდებოდა.თუმცა მანქანებზე ნამდვილად არ ფიქრობდა,მის გონებაში ახლა მხოლოდ ერთი სახელი ტრიალებდა,სესილი,დიახ სესილი.იმ კოცნის შემდეგ მასთან ურთიერთობას ერიდებოდა,არ იცოდა სწორად მოიქცა თუ არა.იმ დღის ლევანს და სესილის მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თუ ექნებათ ნათქვამი.ორივე იძაბებოდა და უხერხულობას გრძნობდა,როდესაც ერთმანეთს უახლოვდებოდნენ. -ახალი სიმღერა კარგია,არ მეგონა ასე მოკლე დროში თუ დავასრულებდით,შენ რას ფიქრობ,იქნებ ერთი სოლო დავამატოთ? -რა?_ფიქრებიდან გამოერკვა ლევანი,რომელიც სულ არ უსმენდა ლუკას. -რა და სულ არ მისმენ?ახალ სიმღერაზე გელაპარაკებოდი -ჰო_უპასუხა ლევანმა და ფანჯარაში ყურება განაგრძო -რა ჰო?რა გჭირს შენ საერთოდ?_ჰკითხა ლუკამ. -რა უნდა მჭირდეს? -ჰო,მართალია,რა კი არა ვინ გჭირს შენ_ცალყბად გაეღიმა ლუკას და ლევანს ახედა. -ნუ ბოდიალობ ერთი_ხელი ჩაიქნია ლევანმა -არაფერსაც არ ვბოდიალობ,შენ გგონია რამე გამომეპარება?მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს სესილის რატომ არ ელაპარაკები ამის შესახებ. -კარგი რა,რა უნდა ვუთხრა? -რასაც გრძნობ. -არაა ასე ადვილი. -როგორ არა,ადვილია.ადექი,მიდი იმ გოგოსთან და დაელაპარაკე,მით უმეტეს რომ არც ისაა გულგრილი შენ მიმართ,კარგა ხანია უკვე ორივეს გამჩნევთ -მართლა ვერაფერს გამოგაპარებს კაცი_გაეღიმა ლევანს -აუცილებლად უნდა დაელაპარაკო -აუ,არ ვიცი...ჯერ ასე დაბნეული არ ვყოფილვარ ცხოვრებაში_კეფაზე ხელს ისვამდა ლევანი. საუბარი კარის გაღების ხმამ შეაწყვეტინათ. -სესილი?შენ არ წასულხარ?_გაუკვირდა ლევანს გოგონას დანახვა და თან გაეღიმა -ტელეფონი დამრჩა_უპასუხა სესილიმ და მაგიდისკენ წავიდა.ტელეფონი აიღო და კარისკენ წავიდა. ლევანი ადგილიდან არ განძრეულა და თვალი აარიდა ლუკას,რომელიც თვალით რაღაცას ანიშნებდა.სესილი გავიდა და კარი გაიხურა. -შტერი ხარ რა..._გაბრაზებული ხმით ჩაილაპარაკა ლუკამ-წავედი მე და დაფიქრდი. -მოიცა მეც მოვდივარ.თქვა ლევანმა.ფეხზე წამოდგა და ფანჯარა მიხურა. ქვემოთ რომ ჩავიდნენ სესილი ჯერ კიდევ არ იყო გასული შენობიდან.ლუკა და ლევანიც მისკენ წავიდნენ. -სახლში მიდიხარ?_ჰკითხა ლევანმა სესილის -კი. -წაგიყვან.გვიანია უკვე._მკლავზე ხელი გამოსდო ლევანმა.სესილის წინააღდეგობა არ გაუწევია.ლუკას დაემშვიდობნენ და მანქანისკენ წავიდნენ. ორივე ჩუმად იჯდა მანქანაში,დროდადრო გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და ორივეს ეღიმებოდა.თითქოს სიტყვებიც არ იყო საჭირო და ეს სიჩუმე ამბობდა ყველაფერს.ლევანმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა.შემდეგ სესილის მიუბრუნდა. -რატომ გავჩერდით?_იკითხა გოგონამ -უნდა დაგელაპარაკო სესილიმ ღრმად ჩაისუნთქა,თითქოს ხვდებოდა ლევანს რაც უნდა ეთქვა. -სესილი,ის კოცნა... -ძალიან გთხოვ,არ გინდა ამაზე საუბარი,ეს შემთხვევით... -სულ იმ კოცნაზე ვფიქრობ.ვერ ვივიწყებ და გონებაშიც მხოლოდ შენი სახელი მიტრიალებს სესილი არაფერს ამბობდა.სახეზე სიმხურვალე იგრძნო.თვალები კი მლაშე სითხით ევსებოდა.არ უნდოდა აღიარება,მაგრამ ზუსტად იგივეს გრძნობდა ამ ხნის მანძილზე,რასაც ლევანი.გოგონამ სახე გვერდზე მიაბრუნა,რომ მისი ცრემლები ლევანს არ დაენახა. -სესილი გოგონამ ხმა არ გასცა.ლევანმა ნიკაპზე ნაზად მოკიდა ხელი და მისკენ შემოატრიალა.ამჯერად სესილიმ აკოცა.ორივემ თვალები დახუჭა და დროებით ფიქრი შეწყვიტეს და თითქოს მათი გულებიც სინქრონში ძგერდნენ და ერთად უკრავდნენ ტკბილ მელოდიას. ... -სოფია,ჩემი პერანგი სადაა?_სახლში წინ და უკან დარბოდა დათო -რომელი?_ჰკითხა სოფიამ,რომელიც დივანზე იჯდა და ყავას სვამდა. -ლურჯი. -ახალი გარეცხილია,შენ კარადაშია. -აუ,იქ არ არის,უკვე ვნახე.არადა მეჩქარება. -მოიცა,მე ვნახავ. სოფია წამოდგა და საძინებელში შევიდა.კარადის კარის გაღება და დათოს ლურჯი პერანგის პოვნა ერთი იყო. -როგორც ყოველთვის,მე ვერასდროს ვერაფერს ვაგნებ რა... სოფიას გაეღიმა.დათომ პერანგი საწოლზე დადო და სოფიას ხელები წელზე მოხვია.ყელზე ნაზად აკოცა და შემდეგ მის ტუჩებს დაეუფლა. -არ დაგაგვიანდეს_უთხრა სოფიამ და აკოცა -არაუშავს. დათომ მაისური გაიძრო,პერანგი მოიცვა,შემდეგ კი მისი საყვარელი სუნამო დაისხა.სოფიას ყოველთვის უყვარდა ამ სუნამოს სურნელი,მაგრამ დღეს დილით არ ესიამოვნა და ხელი სახეზე აიფარა. -სოფი,კარგად ხარ?_ჰკითხა დათომ -კი,კი.უბრალოდ სუნამოს სურნელმა გამაღიზიანა. -სერიოზულად?შენ ხომ ეს სუნამო ყოველთვის მოგწონდა?_გაუკვირდა დათოს. -ჰო,მეც ეგ მიკვირს.შეიძლება ალერგიის ბრალია. -ჰო,ალბათ,გაზაფხულზე ალერგია გაქვს ხოლმე,მაგრამ ამ სუნამოს არასდროს გაუღიზიანებიხარ. -არაუშავს,ალბათ მალე გამივლის.ხომ ისაუზმებ? დათომ საათზე დაიხედა. -კი,ჯერ მაქვს დრო. სოფია და დათო სასაუზმოდ დასხდნენ. -როგორ მიყვარს ეს ნამცხვარი_თქვა დათომ და მოზრდილი ნაჭერი გადაიღო თეფშზე-სოფი,რატომ არაფერს ჭამ? -ბოდიში,ცუდად ვარ უნდა გავიდე. სოფია მაგიდიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ გაიქცა.ნამცხვრის დანახვაზე ცუდად გახდა.შეშფოთებული დათო უკან გაყვა. -სოფია,კარგად ხარ?_აბაზანის კარზე უკაკუნებდა დათო -ჰო_კარი გააღი სოფიამ -რა გჭირს?ფერი არ გაქვს სახეზე -არ ვიცი,მგონი მოვიწამლე.გული მერეოდა. -იქნებ დღეს კლინიკაში წამოხვიდე და ანალიზი აიღო.არ მომწონხარ. -კარგი რა,რა საჭიროა,მალე გამოვკეთდები.უბრალო მოწამვლის გამო საავადმყოფოში ხომ არ წამოვალ. -უბრალო?ფერი არ გაქვს სახეზე. სოფიას თავბრუ ეხვეოდა,დათომ ხელი შეაშველა და დივნამდე მიიყვანა. სოფია დაჯდა.დათო მის გვერდით ჩამოჯდა და წყალი მიაწოდა. -დღეს აუცილებლად წამოხვალ საავადმყოფოში ჩემთან ერთად. -დათო კარგი რა... -არავითარი კარგი რა,ხომ იცი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.ახლავე მივდივართ. -აუ შენ რომ რამეს დაიჯინებ რა_გაეღიმა სოფიას და წამოდგა -ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება სოფია.წავიდეთ ... გიორგი და ლუკა სარეპეტიციოში ადრე მივიდნენ.გადაწყვიტეს დრო უქმად არ დაეკარგათ და ერთ-ერთი ახალი სიმღერის გარჩევას შეუდგნენ.დაკვრაში გაერთნენ და ამასობაში სარეპეტიციოში ლევანი და სესილიც შემოვიდნენ.ბიჭებმა დაკვრა შეწყვიტეს და მათ მიესალმნენ.ლევანს ხელი მჭიდროდ ჰქონდა სესილიზე მოხვეული,ლუკას კი მათი ბედნიერებისგან ანთებული სახეები არ დარჩენია უყურადღებოდ და ლევანს ყველასგან შეუმჩნევლად გაუღიმა,ლევანსაც გაეღიმა. -ახალი ამბავი იცით_იკითხა გიორგიმ -რა ამბავი?_ჰკითხა სესილიმ -თვის ბოლოს კონცერტზე ვუკრავთ -ეე, რა მაგარია_სახე გაუბრწყინდა ლევანს -ო და მაგის მერე კიდევ ორ კონცერტზე გვაქვს მოწვევა_დაამატა ლუკამ -რა კარგი ამბებია_თქვა სესილიმ და მიკროფონთან მივიდა -ჰო_უპასუხა ლუკამ-უფრო დიდხანს მოგვიწევს რეპეტიცია ,მაგრამ ღირს -ნამდვილად_დაეთანხმა გიორგი. ... -ახლა აქედან გავიქცევი_ჩურჩულით უთხრა სოფიამ დათოს,როდესაც ქალმა ნემსი დაინახა -კარგი რა სოფია,არ მითხრა ახლა,რომ ნემსის გეშინია -თანაც როგორ,რა საჭირო იყო ახლა ეს ანალიზები რა..._ბუზღუნებდა სოფია და სკამზე დაჯდა. -ნუ გეშინია,ვერაფერს იგრძნობ -ახლა ვიყვირებ იცოდე -დამშვიდდი_გაეცინა დათოს და მკლავზე ხელი დაადო -ნუ დამცინი იცოდე,თორემ ცოცხალ ბაყაყს მოგიყვან დილით საწოლში დათოს გააჟრჟოლა.საშინლად ეშინოდა ბაყაყების.სიცილი მაშინვე შეწყვიტა. -რას ამბობ,საერთოდ არ დაგცინი ნემსი მოუახლოვდა თუ არა სოფიამ თვალები დახუჭა და "გმირულად" გაუძლო ამ "განსაცდელს" . -აი,სულ ეს იყო.ამის გეშინია?_ღიმილით თქვა დათომ და სოფიას წამოდგომაში მიეხმარა. -მეზიზღება ნემსები -ჰო,მაგრამ ზოგჯერ გვიწევს რაღაცეების ატანა,რომ მერე უკეთ ვიყოთ. -ჩემი ბრძენი ქმარი_სიცილით თქვა სოფიამ და დათოს აკოცა. დერეფანში სალომე მოდიოდა.სოფიას დანახვაზე გაეღიმა,მისკენ წავიდა და გადაკოცნა. -სოფი,შენ აქ საიდან? -ანალიზი გავიკეთე_უპასუხა სოფიამ -რა?ცუდად ხარ? -დღეს დილით ისე ცუდად გახდა,ფერი აღარ ჰქონდა სახეზე_თქვა დათომ -რა? _შეშფოთებით იკითხა სალომემ -ოო,დათო ნუ აჭარბებ რა,ცოტა შეუძლოთ ვიყავი და ჩემმა ქმარმა მაშინვე აქ გამომაქანა_გაეცინა სოფიას -სწორად მოქცეულა,თავს უ ნდა გაუფრთხილდე.ძალიან იღლები და ასე არ შეიძლება -მეც მაგას არ ვეუბნები სულ_დაეთანხმა დათო სალომეს. სოფიამ ღიმილით გააქნია თავი. -მე წავალ,კარგი?_თქვა სოფიამ-სანამ სახლში წავალსაყიდლებზე გავივლი და შემდეგ კაფეში შევივლი,დილით ვერაფერი ვჭამე და ახლა მომშივდა. -კარგი საყვარელო_უპასუხა დათომ და აკოცა. ... -თითქმის შუადღეა_თქვა ლუკამ,როდესაც დაკვრა შეწყვიტეს-მშია -აუ მეც_თქვა გიორგიმ -შევისვენოთ ცოტა ხანი და რამე ვჭამოთ_თქვა ლევანმა და ინსტრუმენტი მოიხსნა. -აქვე რომ კაფეა იქ გავიდეთ კარგი?_შესთავაზა ბიჭებს სესილიმ -გიო,მე საცხობში მირჩევნია გასვლა და გამომყევი რა._უთხრა ლუკამ გიორგის -აუ კაფეში მინდა მე ,პიცა უნდა ვჭამო -არ გინდა პიცა,საცხობში გინდა ჩემთან ერტად წამოსვლა.-ლევან,სესილი თქვენ გადით კაფეში და ერთ საათში შევიკრიბოთ სარეპეტიციოში ისევ. ლუკამ გიორგის ხელი დაავლო და ოთახიდან გაიყვანა. -ბიჭო რა ხისთავა ხარ_ჩაიბუზღუნა ლუკამ -რას მერჩი?_გაკვირვებით ჰკითხა გიორგიმ და მხრები აიჩეჩა -რა პიცა და კაფე აგიტყდა,სესილი და ლევანის მარტო დატოვება მინდოდა და მაგიტომ მოვიმიზეზე საცხობში წასვლა. -სესილი და ლევანი? სერიოზულად?როდის ?რამდენი ხანია? -ეეე,შენ მართლა გძინავს რა...რამდენი ხანია უკვე ვამჩნევ,რომ მათ შორის რაღაც ხდება და როგორც იქნა თავი რაღაცას მოაბეს. -აჰაა,ესე იგი ლევანიც რომეოდ გადაიქცა?ეჰ რა ძმაკაცი დავკარგე_დანანებით ჩაილაპარაკა გიორგიმ-გუშინ ვნახე იცინოდა -შენ არაფერი გამოგასწორებს_თავი გააქნია ლუკამ -ზუსტადაც.თავისუფლება ჯობია. -აი იმ ერთადერთს რომ დაინახავ მერე როგორ იჭიკჭიკებ თავისუფლებაზე მაგასაც ვნახავ_უთხრა ლუკამ -მოიცა ერთი,რა დროს ერთადერთია,წამოდი რამე ვჭამოთ .დილიდან არაფერი მიჭამია გამიხმა კუჭი. -წამო,წამო_თქვა ლუკამ და ორივე გასასვლელისკენ წავიდნენ. ... -ლუკას და გიოს დიდი ხანია იცნობ?_ჰკითხა ლევანს სესილიმ და ცივი ყავა მოსვა -კი,საკმაოდ.მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდით ერთად.რაც თავი მახსოვს მეგობრები ვართ. -გაგიმართლა,რომ ასეთი მეგობრები გყავს,თავიდან ისეთი დაძაბული ვიყავი,მაგრამ მალევე შეგეჩვიეთ. -კიი,ნამდვილად გამიმართლა_თქვა ლევანმა-ერთად იმდენი სისულელე გვაქვს ნაკეთები. -შენზე რას მეტყვი?თითქმის არაფერი ვიცი_ჰკითხა სესილიმ -რავიცი,სათქმელიც არაფერია ბევრი.მშობლები ადრეულ ასაკში დამეღუპა და ბებია მზრდიდა.ლუკა და გიორგი ჩემთვის მეორე ოჯახი გახდა,განსაკუთრებით ლუკას ოჯახი,სალომე ყოველთვის დედასავით მექცეოდა,სოფიაც ძალიან მიყვარს.ლუკას მამა კიდევ ჩვეულებრივად ძმაკაცობს ჩვენთან,დათოც ძალიან კარგი ადამიანია. -თვალები ბედნიერებისგან გენთება,როცა მათზე საუბრობ_გაიღიმა სესილიმ -სოფია_მოულოდნელად თქვა ლევანმა და წინ გაიხედა. სესილიმაც იგივე მიმართულებით გაიხედა და კაფეში მჯდომ სოფიას მოკრა თვალი. -წამო მივიდეთ -არა_თქვა სესილიმ-მეუხერხულება და მრცხვენია -რისი?_გაოცდა ლევანი -რაც იმ დღეს ჩემმა მშობლებმა ჩაიდინეს...ძალიან უხერხულად ვარ -მოიცა,შენ კიდევ მაგაზე ფიქრობ?ახლოს გაიცნობ სოფიას და დარწმუნდები,რომ ტყუილად გეუხერხულება.წამოდი სესილი ფეხზე წამოდგა.სოფიას ძალიან გაუხარდა მათი დანახვა და ორივეს გულთბილად მიესალმა.სესილი და ლევანი მის მაგიდასთან ჩამოსხდნენ.სესილი დარწმუნდა,რომ ლევანი მართალი იყო.სოფიას ერთხელაც კი არ უხსენებია ის ამბავი,თითქოს არაფერი მომხდარიყოს.გულთბილად და მხიარულად ელაპარაკებოდა მათ.სესილი კი დიდი პატივისცემის გრძნობით განიმსჭვალა სოფიასადმი.ცოტა ხანს ისხდნენ და საუბრობდნენ,თუმცა საუბარი სოფიას მობილურის ზარმა შეაწყვეტინა. -ბოდიშს გიხდით ბავშვებო,აუცილებელი საქმეა და უნდა დაგტოვოთ.ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა და კიდევ უფრო გამიხარდება თუ მთელი ბენდი მესტუმრებით _ჩვენც ძალიან გვიხარია შენი ნახვა.გესტუმრებით აუცილებლად_ღიმილით ითხრა ლევანმა. სესილიც გულთბილად უღიმოდა ქალს.სოფიას თვალები კი ძალიან თბილი ეჩვენებოდა,განსაკუთრებით მაშინ როცა ქალი იღიმოდა და მისი ხმაც თბილი და სიყვარულით სავსე იყო.ის ისე თბილად ესაუბრებოდა მას და ლევანს,როგორც ალბათ დედა დაელაპარაკება საკუთარ შვილს.სესილის გულში რაღაც ჩასწყდა,სწორედ იმ წამს ინატრა,რომ სოფია ყოფილიყო დედამისი და არა ლუიზა,რომელიც მისდამი ყოველთვის ცივად იყო განწყობილი. სოფია ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ უნდოდა წასვლა,მაგრამ ორი ნაბიჯი გადადგა თუ არა ძლიერი თავბრუს ხვევა იგრძნო და მაგიდას დაეყრდნო. -სოფია,რა დაგემართა_შეშფოთებული ხმით იკითხა ლევანმა -სოფია_შეშინებულმა დაიძახა სესილიმ სოფიას ძალა გამოეცალა,თვალებზე სიბნელე ბინდი გადაეკრო და გონება დაკარგა. ლევანმა ხელში აიყვანა და სასწრაფოდ მანქანაში ჩასვა.ელვის სისწრაფით მიიყვანა საავადმყოფომდე.მიმღებში სალომე გამოჩნდა,გულწასული სოფია რომ დაინახა მაშინვე დახმარებას გამოუძახა თვითონ კი დათოს დასაძახებლად გაიქცა. სესილი და ლევანი დერეფანში იდგნენ,ორივე ნერვიულობდა.რამდენიმე წუთი გავიდა და არავინ ჩანდა,რომ ამბავი გაეგოთ. ... სოფია გონს მოვიდა.თავიდან ვერ მიხვდა სად იყო,მაგრამ რამდენიმე წამში ბოლომდე გამოფხიზლდა და საწოლზე წამოჯდა.მის გვერდით დათო იჯდა,რომელიც უღიმოდა. -რა დამემართა?_სუსტი ხმით იკითხა ქალმა -გონება დაკარგე,სესილიმ და ლევანმა მოგიყვანა აქ_უპასუხა დათომ და ქალს წამოჯდომაში მიეხმარა.ზურგს უკან კი ბალიში დაუდო,რომ კომფორტულად მჯდარიყო. პალატის კარი გაიღო და სალომე შემოვიდა,ისიც იღიმოდა. -სოფია,თავს როგორ გრძნობ?_ჰკითხა მან -კარგად,კი მაგრამ რა ხდება? -ჯერ არ იცის? -არა სალო_უპასუხა დათომ -რა უნდა ვიცოდე?_იკითხა სოფიამ და დათოს შეხედა. -სოფი_დათომ სოფიას ხელი ხელში დაიჭირა,მეორე ხელით კი სახეზე ნაზად მოეფერა.-ჩვენ შვილი გვეყოლება. -რა?_იკითხა სოფიამ უცნაური ხმით,რომელიც სიხარულს და გაოცებას ერთად გამოხატავდა. -შენ ორსულად ხარ_უთხრა დათომ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.