შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამისთვის დაისჯები


9-02-2018, 16:35
ავტორი elena gavasheli
ნანახია 2 496

-ლინდა უფროსი გეძახის!-მესმის ლუკას ხმა
-რაო რა მინდაო?-ვეკითხები და თან კაბინეტისაკენ მივდივარ
-როგორც ჩანს არაა ეგ ჩემი საქმე და მაგიტომ არ ვიცი რა უნდა -გამეცინა მის ნათქვამზე
-კარგი კარგი შევალ-ვეუბნები კაბინეტის კარებს ვაღებ, შევდივარ და ვხედავ სავარძელში ნერვიულად მჯდომ ჩემს უფროს , ასეთი რამ იშვიათად ხდება.
-მეძახდით ბატონო ზაზა?-ვეუბნები ოფიციალურად, ჩემი ხმის გაგონებაზე თავს წევს, ცოტახანი მაკვირდება მერე კი ამბობს
-კი გეძახდი-გადამრევს ეს კაცი მე, მარტო ამის სათქმელად დამიბარა რომ მეძახდა.
-რატომ მეძახდით?-ვაკვირდები ინტერესეთ.
-კაი ბავშვი ხარ შენ მაგრამ ცოტა სწრაფი ხარ -ამბობს და საბუთებში იქექება -გამომართვი ეს საბუთებია, გადახედე კარგად შეისწავლე და საქმეს შეუდექი.
-კი მაგრამ რა საქმეს?-ვეკითხები გაკვირვებული.
-ეგ კაცი ვისი პირადი ინფორმციაც მოგაწოდე ცნობილი ბიზნესმენია ,მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ფულს ათეთრებს და მაფიასთანაც აქვს კავშირი. ხომ მიხვდი რაც უნდა გააკეთო?-მეკითხება და ინტერესით მიყურებს.
-კი. როგორმე მტკიცებულებები უნდა მოვიპოვო-ვეუბნები აჟიტირებული.
-როგორმე არა აუცილებლად -მეუბნება მკაცრად და ხელს მაღლა წევს, რაც იმას ნიშნავს რომ საუბარი დასრულდა და უნდა მოვშორდე მისი კაბინეტიდან. როგორ მინდა ამ კაცხს თავ-ყბა გავუერთიანო, მაგრამ მერე სამსახურს დავკარგავ და ეგ არანაირად არ მაწყობს.
კაბინეტიდან გამოსულმა მაშინვე ჩემი მაგიდისაკენ ავიღე გეზი და საბუთების შესწავლას შევუდექი.
• სახელი-გვარი: ალექსანდრე დევდარიანი
• ასაკი: 30 წელი
• დაბადების თარიღი: 18.07.1988
• გარეგნობა: სიმაღლე-195სმ შავი თმით ამავე ფერის თვალებით სწორი ცხვირი დიდი ტუჩები დაკუნთული
• ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
• პროფესია: ბიზნესმენი
• განრიგი:09:00-18:00- სამსახური, 18:30-19:30-სპორტდარბაზი, 20:00-სახლში 22:00-კლუბი.
• მშობლები: დედა-მაკრინე დევდარიანი, გარდაიცვალა 24.03.2010 ავთვისებიანი სიმსივნით
მამა-გურამ დევდარიანი, გარდაიცვალა 15.10.2011 თვითმკვლელობა
• და-ძმა: ძმა-დიმიტრი დევდარიანი , ფეხბურთელი დასაოჯახებელი
და-ეკატერინე დევდარიანი, ადვიკატი , ქმარს გაშორებული, ყავს შვილი.
• მეგობრები: დავით ჟღენტი-ადვოკატი, ანდრეა გამცემლიძე-ბიზნესმენი, ლექსო ონიანი-მორაგბე.
ეს ის მცირები იმფორმაციაა რაც საბუთებში წავიკითხე, უფრო სწორად რისი წაკითხვაც არ შემეზარა. ალბად იტყვით ასე უგულოდ რატომ ეკიდება საქმესო ? გეტყვით არ მიყვარს ჩემი სამსახური, არ მომწონს როდესაც ვინმეს პირად ცხოვრებაში ვიქექები ან მათ სივრცეში ვიჭრები. რას ვიზამ თუ მინდა რომ მშიერი არ მოვკვდე უნდა ვიმუშავო , თან ეს დევდარიანიც რაღა მაინცდამაინც ახლა გამოჩნდა როდესაც დასვენებას ვგეგმავდი ,ჩამეშალა ზაფხულის გეგმები, მომიწევს მოვიხარშო თბილისში. მობილური ავიღე და მიასთან დავრეკე .
-რახდება?-მპასუხობს მია.
-გაგიმარჯოს, როგორ ხარ? -ვეუბნები სიცილით.
-საქმეზე გადადი!-არ არის ხასიათზე.
-ეე რაგჭირს ?-ვეკითხები ნირწამხდარი.
-მოხვალ და მოგიყვები-მეუბნება და გათიშვას აპირებს
-მია , მია, მომისმინე გოგოებს დაურეკე და შენთან შევიკრიბოთ საღამოს საქმე მაქვს კარგი?
-კარგი-მეუბნება და თიშავს ნეტა რა დაემართა? ვინ გააბრაზა ასე საკუთარ თავს რომ ვერ აკონტროლებს? გამეცინა მწყობრიდან გამოსული მია რომ წარმოვიდგინე
მთელი დღე სამსახურში გავატარე, ხოლო როგორც კი 20:00 შესრულდა მაშინვე ავიღე ჩემი ნივთები, ტაქსი გამოვიზახე და მიასთან წავედი
ცოტა რამ ჩემი და ჩემი სამეგობროს შესახებ: მე ლინდა ვარ მახარაძე ,28 წლის მაღალი , შავი თმით, თაფლისფერი თვალები, სწორი ცვირი და ჩვეულებრივი ტუჩები. ხო უკვე 10 წელია რაც თბილისში ვარ , აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ ფარულ დეტექტივად . ძალიან ცოტამ თუ იცი ჩემი ვინაობა, მშობლები საზღვარგარეთ არიან ხშირად მიკავშირდებიან და ამით ვივსებ მათი შორს ყოფნით გამოწვეულ სიცარიელეს. ერთადერთი ძმა მყავს ვაჩე, რომელიც ამერიკაშია და მთელი ხუთი წელია არ მინახავს. მხოლოდ სკაიპიT ვახერხებ მასთას საუბარს. ძალიან მენატრება და მინდა რომ დაბრუნდეს. რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, ეს ცოტა რთული თემაა გიჟი და გდარეული მეგობრები მყავს. დავიწყოთ მია წიკლაური 28 წლის, ნინო გაბისონია 27 წლის, ანასტასია გავაშელი 24 წლის ამ ხალხძე ვგიჟდები ყველა ძალიან მიყვარს
ახლა კი გავაგრძელოთ ტაქსიდან როგორც კი გადმოვედი მთელი სისწრაფით ავირბინე სამი სართულის კიბეები და ბოლოს მიას კარებზე ზარი დავრეკე .
-ოჰო მობრძანდა!-ხმამაღლა ამბობს მია და კარებს უფრო ფართოდ აღებს ,სახლში შესულს ყველა იქ მხვდება.
-გოგოებო ცუდათაა საქმე-ვეუბნები და უღონოდ ვეცემი იქვე მდგარ სავარძელში-აუ ტასო მიდი ყავა მოადუღე რა
-რახდება აღარიტყვი ?ნუ დაგვხოცე ხალხი-(ნინო)
-რადა ზაფხულში თქვენთან ერთად ზღვაზე ვერ მოვდივარ-ვეუბნები და მათ სახეებს ვაიგნორებ
-რატომ ? რა მოხდა? გუშინ თანახმა იყავი-(ნინო)
-ვიცი ,ნინო ვიცი, მაგრამ ჩემმა იდიოტმა უფროსმა ახალი საქმე მომცა და იძულებული ვარ იმას მივხედო-ვამბობ და ზაზას გახსენებაზე ნერვები მეშლება .
-სიმპატიურია?-(ტასო)
-ზაზა? კარგი რა საფრთხობელად თუ გამოდგება მარტო-ვეუბნები სიცილით
-ეგ არა შენი ახალი საქმე ვიგულისხმე-სიცილით ამბობს ტასო და ამაზე ყველას გვეცინება
-გიჟები ხართ რა. მაგრამ კარგი გეტყვით ,სიმპატიურია და თან საკმაოდ
-და ძმაკაცები თუ ყავს მაგ შენს ახალ საქმეს ?-(ნინო)
- კი ყავს, კი მაგრამ რამ აგაცანცარათ ასე ერთ დღეზე ყველა?-ვეკითხები გაოგნებული
-შენმი ახალი საქმის ძმაკაცებმა-(ნინო)
-არც კი იცნობთ ჯერ და კიდევ ერთი ,ჩემს საქმეში არცერთი არ ჩაერევით-გავაფრთხილე კატეგორიულად.
-ჯერ შენი ახალი საქმე და მისი ძმაკაცები გვაჩვენე და მერე გადავწყვიტოთ-(მია)
-კარგი რა მია შენც?-ვეკითხები სერიოზულად
-ხო მეც -ამბობს სიცილით
-შინაბერობა გადაიფიქრე?-(ნინო)
-კარგით მორჩით ,თუ გინდათ ყველაფრის გაგება ყავა მოადუღეთ-ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ .ხო მართლა ჩემი გოგონები ასეთები არია ,ჩემს ყველა საქმეს ასე უყურებენ და სხვათაშორის არცერთი საქმმე არ დამიწყია მათ გარეშე, ისინი მეხმარებიან და მხარში მიდგანან .უცებ მიას დღევანდელი უხასიათობა გამახსენდა და გადავწყვიტე გამერკვია ყველაფერი-მია დღეს რა მოხდა? ვინ არის ის ვინც შენი მწყობრიდან გამოყვანა მოახერხა?
-რაში გაინტერესებს?-აქეთ მეკითხება გაბრაზებული სახით
-კაი არ მომკლა ,უბრალოდ ოსკარი მინდა გადავცე-ვეუბნები და ვიცინი
-სულელო ოსკარს მსახიობებს და რეჟისორებს აძლევენ, ეგ კი გაუთლელი ხეპრეა-იგესლება მია
-მოყვები ახლა ყველაფერს თუ დაგსვათ ელექტროსკამზე?-(ნინო)
-მაცადეთ მოვყვე , სადაც ვმუშაობ იმ კომპანიაში ორი კვირა დადიოდა ბატონი ხეპრე ,ხოდა გუშინ ალბად ტავისი მამაკაცური ჟინი რომ დაეკმაყოფილა მომვარდა და მაკოცა-ამბობს და ილანძღება
-გოგო ის ხეპრე კი არა შენი გადამრჩენია-დასცინის ნინო
-და რა ქვია მაგ ხეპრეს არიცი?-ვეკითხები მე
-როგორ არა ,მაშინვე მოცუნცულდა ჩემთან ერთი ჭორიკანა გოგო და იცი რა მითხრა ?შენ ახლა თვით ლექსო ონიანმა გაკოცაო-მე თვალები გამიფართოვდა ,იმედია ის ლექსო არაა ვისაც მე ვფიქრობ.
-მოიცადე-ვუთხარი და ჩანთიდან ალექსანდრეს საქმე ამოვიღე შენდეგ კი მისი მეგობრების ფოტოებიც ვიპოვე- ეს ხომ არ არის ის ხეპრე?- ვეკითხები და ვლოცულობ რომ ეს არიყოს.
-კი ეგაა. უზრდელი ახლა აქ იყოს ხომ მივალეწავდი სიფათს , ეს კიდევ ჩემი უფროსია ბატონი ანდრეა-ამბობს და მუშტებს იქნევს-ანუ რა გამოდის, ის ხეპრე რომელმაც მე მაკოცა შენი ახალი საქმის მეგობარია?-კითხულობს გაკვირვებული
-კარგით ,კარგით გაგაცნობთ ამ საქმესაც -ვეუბნები სიცილით და საბუთებს მაგიდაზე ვდებ.
თითქმის ერთი საათი უშედეგოდ ვცდილობ მათგან რამის გაგებას, თითქოს განგებ პირი შეკრესო.
-ერთი კითხვა მაქვს მარტო-იწყებს მია-როგორ აპირებ ამ კაცთან დაახლოებას?-მე ეშმაკური ღიმილი მიპობს სახეს და მია ხვდება რომ ცუდათაა საქმე -არა ლინდა ოღონდ არ მითხრა რომ მე იმხეორეს ისევ უნდა შევხვდე თორემ აქვე მოგკლავ?
-კი მია სწორედ გამოიცანი- ვეუბნები და ვიცინი
-მხოლოდ შენი ხათრით-ამბობს და საბუთებში იქექება ისევ.
-რაღაც ძალიან მალე დათანხმდი, მემგონი მოგეწონა კოცნა-მაინც წაკბინა ნინომ.
-კარგით აბა საქმეზე რასფიქრობთ?-ვეკითხები და პასუხის მლოდინში ვჩუმდები.
-მე და დავითი, მია და ლექსო, ნინო და ანდრეა, და ბოლოს შენ და ალექსანდრე-ამბობს აჟიტირებული ანასტასია
-ტასო მე გამომძიებელი ვარ მაჭანკალი კი არა-ვეუბნები სიცილით
-მოდი კლუბში წავიდეთ-(ნინო)
-მაგარი იდეაა. თან ცოტას გავერთობით-ვეუბნები მეც
რახან სახლში გასვლა გვეზარება, ყველა მიას კაბებს ვიცმევთ, სადა მაკიაჟს ვიკეთებთ , ტაქსს ვაჩერებთ და კლუბში მივდიივართ. კლუბსი მისულები ოთხივე მაგიდასთან ვჯდებით და მიმტანს ვეუბნებით რაიმე მაგარი მოგვიტანოს .
-გოგოებო! მემგონი სასწაულების უნდა დაიჯეროთ- (ტასო)
-რამოხდა ?-(ნინო)
-უკან გაიხედეთ-(ტასო)-ყველა ერთად ვიხედებით და ალექსანდრეს და მის მეგობრებს ვხედავთ იქ.
-სულელო სასწაულების კი არა დამთხვევების -უსწორებს ნინო
-მია ნახე შენი ხეპრე მოდის-ვეუბნები და ვიცინი
მია ერთ ადგილას ცქმუტავდა, ვერ ისვენებდა, ვიცოდი გაქცევას მოინდომებდა, მაგრამ ეს ხომ მისი მხრიდან სისულელე იქნედოდა, ამიტომ ცალი ხელი ჩავკიდე. ლექსოც მოგვიახლოვდა .
-სალამი ყველას-(ლექსო/)
-დასხედით-იხუმრა ნინომ რაზეც გულიანად გამეცინა
-გამარჯობა მია-(ლექსო)
-მია ესაა ის ხეპრე?-ვეუბნები მიას და მის დაქაჩულ თვალებს ვაიგნორებ .არ გამომპარვია ლექსოს გაღიმებული სახე .
-ანუ ხეპრე ,არადა ბავშვობიდან ყველა ლექსოს მეძახის -(ლექსო)
-ლინდა გახსოვს ძაღლი მყავდა პატარა რომ ვიყავი, რაერქვა როგორ დამავიწყდა?-ამბობს მია სამიყვე ვხვდებით მისს ეშმაკობას .
-ლექსი ერქვა-ვეუბნები და სიცილს ძლივს ვიკავებ ,ლექსოს გაბრაზებული სახეც დავიმსახურეთ ჯილდოდ.
-ამისთვის დაისჯებით ოთხივე !-ამბობს გაბრაზებული ლექსო
-დათვლა გცოდნია.მე კარატეზე დავდივარ-(ნინო)
-მე შავი ქამარი მაქვს-(ტასო)
-მე ორი ძმა მაყავს, ჭიდავძე დადიან_(მია)
-შენ რაზე დადიხარ?-მომიბრუნდა ლექსო მე
-კულინარიულ კურსებზე-ვეუბნები და ყველას სიცილი გვიტყდება, ლექსოსაც ეცინება.
-არანორმალურები ხართ!-გვეუბნება ლექსო და თავის საძმაკაცოს უერთდება.
მალე მიმტანმა სასმელიც მოიტან.ა ცოტა რომ შევთვერით მე ერთი გენიალური იდეა მომივიდა თავში.
-გოგოებო ხომიცი როგორ მიყვარხართ?-ვამბობ და სკამზე ვდგები ძლივს ძლივობით-ამ ყანწით ჩვენ გაგვიმარჯოს! -ვამბობ და წიქიან სასმელს ვსვამ-ასე მტერი დაგვეცალოს ბიჭებო
-ლინდა რესტორანში არ ვართ, მითუმეტეს შენ არ ხარ თამადა და ჩამოდი სკამიდან-მეუბნება სიცილით ნინო.
მოკლედ კიდევ ბევრი სისულელე ვილაპარაკეთ, ხოლო შემდეგ ტაქსი გავაჩერეთ და სახლში წავედით. დილით რომ გავიღვიძე თავი საშინლად მტკიოდა, სააბაზანოში შევედი აფთიაქის ყუთიდაბ წამალი ავიღე და დავლიე .ზაზას დავურეკე რომ თავს ცუდად ვგრძნობდი და დღეს სამსახურში ვერ მივიდოდი , ასე რომ ისევ საწოლში დავბრუნდი და ძილის შებრუნება ვცადე მაგრამ უშედეგოდ. უცებ ალექსანდრე ამომიტივტივდა გონებაში. ისე მართლა რა სიმპათიური მამაკაცია, გუშინაც არ ვიმჩნევდი მაგრამ თვალს ჩუმად მაინც ვაპარებდი მისკენ. არა ლინდა არანაირი ფიქრი მასზე ის ხომ ცუდი ადამიანია . მივხვდი რომ ვერ დავიძინებდი ,ამიტომ სწრაფად ავდექი საწოლიდან, თავი მოვიწესრიგე და პარკში წავედი სასეირნოდ. გზად რესტორანს ჩავუარე და მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ ჩემი კუჭი მაგინებდა ისე შიოდა. რსტორანში შესულმა პიცა შევუკვეთე ნახევარი შევჭამე ნახევარი დავტოვე ფულთან ერთად და ისევ პარკისკენ გავეშურე . პარკში მისულმა ერთ-ერთ სკამზე დავიკირე ადგლი და ადამიანების თვალიერება დავიწყე. ამ პროცესმა ისე გამიტაცა ვერ მივხვდი როგორ მოსაღამოვდა, მიყვარს ღამე სეირნობა მარტოს , მაგრამ არა ახლა.სასწაულად ჩამობნელადა და ცაც მოიქუფრა, ცოტახანში კი საშინელი ქუხილი ატყდა. გეგონებოდათ ბუნება რაღაც გრანდიოზულ წვეულებას აწყობსო ისე განათდა ცა და დაელვა, შემდეგ კი საშინელი წვიმა დაიწყო. ბავშვობიდან მეშინია ჭექა-ქუხილის და ელვის მითუმტეს, შეიძლება გავგიჟდე ასეთ მომენტში . ტელეფონიც არ მქონდა რომ ვინესთვის დამერეკა. სირბილით მივუყვებოდი ტრორუარს .ქუჩის მეორე მხრეს ვაპირებდი გადასვლას უცებ ისევ რომ გაელვა ცაზე ,მას საშინელი ჭექა-ქუხილი მოყვა ,მე კიდევ შიშისაგან გული წამივიდა.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გათიშული, მაგრამ გონს რომ მოვედი საწოლში ვიწექი. ძალიან ბნელოდა, გარეთ კი ისევ ის შემზარავი ამინდი იყო სინათის ჩამრთველის ძებნა დავიწყე, მაგრამ უშედეგოდ ,ვერ ვოპოვე ცოტაც და ალბად გავგიჟდებოდი, საწოლიდან წამოვდექი და კარი ძებნა დავიწყე მალევე ვიპოვე და ძალიან გამიხარდა .კარი გავაღე იქედან მოკიაფე სინათლე რომ დავინახე გარეთ გავედი და სინათლისაკენ წავედი , ჭექა-ქუხილი არ წყდებოდა მე კი ძალა აღარ შემწევდა, საშინლად ცუდად ვიყავი სიარულიც აღარ შემეძლო და ალბად წავიქცეოდი კიდეც ვიღაცის ძლიერ ხელს რომ არ დავეჭირე .
-კარგად ხართ?-მომესმა სასიამოვნო ბარიტონი და დამეფიცება რომ ცხოვრებაში პირველად მამაკაცის ხმაზე ჟრუანტელმა დამიარა. ცოტა რომ დავმშვიდდი მერე ვიკადრე თავის აწევა და თქვენ წარმოიდგინეთ მომიწევს სასწაულები მართლა დავიჯერო, მე ბატონი ალექსანდრე დევდარიანის მკლავებში ვიყავი მოქცეული. ოღონდ ეს არა! - გოგონა კარგად ხართ?
-კი.... კარგად ვარ... უბრააა...ლოდ მე... -ვბლუყუნებდი და ვერაფრის თქმას ვახერხებდი .
-რა თქვენ?
-მე აქ აქ როგორ აღვმოვჩნდი ?-ძალა მოვიკრიბე, მისი მკლავებიდან გავთავისუფლდი, იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი და ისე ვკითხე.
-უგონოდ იყავით, შუა ქუჩაში გიპოვეთ და აქ წამოგიყვანეთ -უემოციოდ აგრძელებს მოყოლას.
-მე უბრალოდ ბავშვობიდან ძალიან მეშინია ჭექა-ქუხილის და ამის ბრალია რომ გავითიშე-ვეუბნები და თავს მაღლა ვერ ვწევ. ალექსანდრე დევდარიანის სახლში ვარ. ფიქრებში ვიყავი გართული როდესააც ისევ გაისმა საზარელი ქუხილის ხმა, შეშინებულმა ერთი წამოვიკივლე და ალექსანდრეს მთელი ძალით ჩავეხუტე -ვიცი რომ საშინელი ქალივით ვიქცევი, მაგრამ გეფიცებით როგორც კი ეს შეწყდება მაშინვე წავალ აქედან და არ დაგენახებით ოღონდ ახლა ხელის გაშვება არ მთხოვოთ.
არვიცი რამდენი ხანი ვიყავი მასზე აკრული ,მაგრამ ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და ხელი გავუშვი საშინლად არ მესიამოვნა თბილ სხეულს რომ მოვშორდი მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა ამინდი ნელ ნელა დამშვიდდა მეც ისევ იმ ოთახში დავბრუნდი არ მიძინია სულ ალექსანდრეზე და მომხდარზე ვფიქრობდი ახლაღა გამახსენდნენ გოგონები რომ ინერვიულებდნენ რა სულელი ვარ როგორც კი ინათა მაშინვე წამოვხტი საწოლიდან შხაპი მივიღე მოვწესრიგდი და წასვლა გადავწყვიტე ახლაღა შევავლე თვალი სახლს მემგონი ეს უფრო რბილად ნათქვამია სახლი კი არა ნამდვილი სასახლეა გარეთ გასულს ულამაზესი ბაღი დამხვდა შუაში კი ბილიკი რომელიც კარამდე მიდიოდა მალევე მივედი კართან დაცვამ გამატარა ისე რომ არაფერი უკითხავს არ ვიცოდი სად ვიყავი არც ის ვიცოდი რომელი საათი იყო რამოდენიმე მეტრის გავლის შემდექ ცენტრალური გზაც გამოჩნდა იქედან მალე გავაჩერე ტაქსი და სახლისაკენ წავედი ბინაში შესულს ჩემი მეგობრები იქ დამხვდნენ საათს შევხედე რვა ხდებოდა
-ჩემს ბინაში უნებართოდ რატომ გძინავთ-ხმამღლა დავიძახე და მრე გულიანად გავიცინე ჯერ ვერაფერს მიხდნენ მერე რომ გააცნობიერეს მე ვიყავი წამოხტნენ და მომვარდნენ
-შენ გოგო გაგიჟდი სად იყავი ან რატომ არ შეგვატყობინე-(ნინო)
-გუშინ ისეთი ამინდი იყო ძალიან ვინერვიულეთ შენზე-(ტასო)
-ვისთან იყავი -(მია)
-ალექსანდრე დევდარიანთან- ხმამაღლა გამოვაცხადე და ყველაპორდაღებული დავტოვე
-მოყევი სწრაფად_(ნინო)
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი გოგონებს გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ რომ ვუთხარი სახელიც კი არ ითქვამს მეთქი დებილიხარო მომაძახეს
-იცი რა მიკვირს კაცის უნახავი ხარ-მეკითხება ნინო
-არ არ ვარ რატომ მეკითხები
-პირველივე შეხვედრაზე კაცთან ისე მივარდი მეეჭვება მეორედ შეხვედრაზე იფიქროს-დამცინის ნინო
-ოხ გაბისონია ერთი დღე იქნება გაიღვიძებ და ენა აღარ გექნება -ვეუბნები ნერვებ მოშლილი- შეგიძლიათ წახვიდეთ სამსახურში უნდა წავიდე და არ მცალია თქვენს მოსასმენად-ვეუბნები და გოგოებს ვაცილებ ტანისამოსს ვიცვლი და სამსახურში მივდივარ
-ვა ლილუ მოხვედი-გამეკრიჭა ლუკა როგორც კი ლიფტიდან გამოსული დამიგულა
-ლუკა მოგკლავ კიდევ ერთხელ თუ დამიძახებ ლილუს-ვეუბნები ნირწამხდარრი
-კაი არ მომკლა რა გეხვეწები ჯერ ახალგაზრდა ვარ ქალებშიც არ წავსულვარ ცოლიც არ მომიყვანია- დაიწყო მასხარაობა ლუკამ
-ვაიმე ლუკა არაფერი არ გეშველება შენ-ვთქვიდა ხელი ჩავიქნიე
-კაი რა რა დედაჩემივით მელაპარაკები-აგრძელებს თავისას
-და დედაშენი როგორც გცემდა ბავშვობაში ისე რომ გცემო-ახლა მე გავეკრიჭე
-კაი ოღონდ ზალიანაც ნუ დამასახიჩრებ თორებ დავრჩები შთამომავლობის გარეშე
-ეგ ჩემს სინდისზე იყოს- ვეუბნები და ჩემს მაგიდასთან ვჯდები
არისე ბევრი სამუშაო მქონდა მაგრამ საბუთების კითხვა და შეცდომების გასწორება დამიჯერეთ ძალიან რთულია საღამოს სახლში დაბრუნებულს გოგონები დამხვდნენ გამოპრანჭულები მეც სასწრაფოდ გამოვიცვალე და მათთან ერთად წავედი კლუბში
კლუბში მისულებმა ისევ ჩვენი ადგილი დავიწირეთ მაგრამ შევთანხმდით რომ დღეს არ დავლევდით რადგან ხვალე უმაგრესი დღე იყო რამოდენიმე წუთში კი ისეთი რამე მოხდა საერთოდ ვინანე კლუბში წამოსვლა ალექსანდრე და მისი იდიოტი ძმაკაცები გამოჩნდნენ ოღონდ მარტო არა გოგონების ერთად
-ლინდა მია თქვენ დამშვიდდით აი მე კი ვერ დავმშვიდდები და ნამდვილად მოვკლავ ანდრეას -განაცხადა ნინომ
- კარგი რა ნინო ეჭვიანი ცოლივით ნუ იქცევი მოიცა შესანიშნავი იდეა გამიჩნდა მადლობა ხომ უნდა გადავუხადო ალექსანდრეს რომ გადამარჩინა-ვეუბნები და გოგონებსაც ვაცნობ გეგმას მერე კი მაგიდიდან ვდგები და ბიჭებისკენ მივდივარ
-გამარჯობა საყვარელო-ვეუბნები ალექსანდრეს და ლოყაზე ვკოცნი გაკვირვრბული მიყურებს და არაფერს ამბობს
-ეეე არანორმალური როგორ ხარ სადაა შენი გიჟი სასტავი -მეკითხება ლექსო
-აქაა ლექსო მაგრამ მე ჩემს ქმარს მოვაკითხე ისე არამგონია ბიჭებო თქვენს ცოლებს ესიამოვნოთ აქ გოგოებთან ერთად რომ დაგინახავთ-ვთქვი და თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამცინეოდა ამ დროს ჩემ გვერდით გოგოებიც ჩნდებიან გაბრაზებული სახით
-როგორ არ გრცხვენია ლექსო-დაიწყო მიამ- ასე უნდა მომექცე ამდენი ხნის სიყვარული ამ ქალის გამო უნდა დაანგრიო- და სლუკუნი დაიწყო
-ან შენ ვაჟბატონო არ მოგაქციე ერთიდღე ყურადღება და აიშვი ხომ ბავშვებს ხელს ვკიდებ მე და დედაჩემთან მივდივარ-აყვა ნინოც რომელიც ანდრეას უყვიროდა
-შენ ჯერ ერთი თვეა რა დავქორწილდით და რა გააკეთე არ გრცხვენია საერთოდ -ტასოც კარგი მსახიობია მაგრამ დამწყებია
-კარგი არ გინდა მაგრამ იცი დღეს გავიგე რომ ორსულად ვიყავი მინდოდა შენთვის მეთქვა და გამეხარებინე მაგრამ როგორც ჩანს ისედაც გახარებული ხარ -ვეუბნები მე ალექსანდრეს
არასდროს დამავიწყდება გოგოების სახეები რომლებმაც უკან მოუხედავად დატოვეს კლუბი ხოლო ამის შემდეგ ბიჭების ჯერ გაოცებული შემდეგ გაბრაზებული სახეები როგორც კი გოგოები გავიდნენ მე და ჩემს მეგობრებს ისეთი სიცილი აგვიტყდა ვინმე თუ მოახერხებდა ჩვენს გაჩერებას არ მეგონა
-ბიჭებო მართლა მთელი გულით გიხდით ბოდიშს არ გვინდოდა უბრალოდ წუხელ ბატონმა.....
-ალექსანდრე მქვია-გამოსცრა კბილებს შორის გაბრაზებულმა
-ხო ბატონმა ალექსანდრემ სიკვდილს გადამარჩინა ამიტომ მადლობის გადახდა გადავწყვიტეთ -ვუთხარი და სიცილის შეკავება ვცადე
-წამომყევი-მითხრა ალექსანდრემ და მკლავზე მომკიდა ხელი უფრო ძალით მიმათრევდა ვიდრე მივყვებოდი შემეშინდა არ ვიცოდი რას გააკეთებდა გარეთ გავედით კედელთან მიმიმწყვდია- ანუ ჩემი ცოლი არა?
-ხო გითხარი მხოლოდ ვიხუმრეთ- ძივს მივაბი ამ ერთ წინადადებას თავი იმდენად ახლოს იყო რომ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი რომელიც აზროვნების უნარს მართმევდა
-იხუმრე ხო ძალიან ძვირად რომ დაგიჯდება ეს ხუმრობა იცი?-მეკითხება და ნელნელა უფრო ახლოს იწევს
-არც კი გაბ.....-ვინ მაცალა წინადადების დასრულება ისე მეძგერა და მაკოცა რა ვიგრძენი ? ყველაფერი ერთად თითქოს დედამიწას მოვწყდი და სადღაც კოსმოსში დავფრინავდი მუცელში პეპლები კი არა მემგონი მთელი ფრინველთა და ცხოველთა სამყარო დაფრინავდა შეწინააღმდეგება არც მიფიქრია საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდი მკოცნიდა ვნებიანად და მომტხოვნად როგორც კი კოცნა შეწყვიტა მაშინვე წავიღე მარჯვენა ხელი მისი სახისკენ მაგრამ რად გინდა დამიჭირა
-რაო რას აკეთებ?-მეკითხება გაბრაზებული
-შენიაზრით-ვეკითხები გაბრაზებული
-მემგონია რამოდენიმე წუთის წინ თვითონ გამოთქვამდი ჩემს ცოლობაზე პრეტენზიას და არ მაქვს უფლება ცოლს ვაკოცო-ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე
-არ გადაიფიქრებ ჩემს დასჯას?-ვკითხე საწყალი თვალებით
-არა და საყვარელო შენი სახელი არ ვიცი რა სირცხვილია ცოლის სახელი დამავიწყდა -მასხარა მსახიობი
-ლინდა -ვეუბნები და ხუთი წლის ბავშვივით ვიბუტები ეცინება ასე რომ მხედაბს ამ იდიოტს ღიმილიც როგორ უხდება ვამბობ და ბარში ვბრუნდები სადაც გოგონები მხვდებიან ისინიც ჩემ მდგომარეობაში არია
-გოგოებო წამო წავიდეთ სახლში ხვალე დიდი დღეა -ვამბობ აჟიტირებული და ტაშს ვუკრავ
-ბიჭებო ცოლებს მარტო უშვებთ- თავისას არ იშლიდა ალექსანდრე ერთი ხუმრობა არ მაპატია
ჩვენი ბევრი თხოვნისა რომ არ იყო საჭირო მათი შეწუხება და ჩვენ თვითონ წავიდოდით სახლში მაინც თავისი გაიტანეს და მათ მიგვაცილეს სახლამდე გოგოები ერთად დავრჩით მთელი ღამე ვიცინეთ ამ ამბავზე თვალებიდან ცრემლებიც კი გვდიოდა
-მია ხვალ ვაჩე ჩამოდის და აეროპორტში ხომ წამოხვალ-ვკითხე ძილ ბურანში მყოფმა
-რაა-ყველამ ერთად წამოიძახეს
-ვაჩუნა ჩამოდის მაგარია-(ნინო)
-ეე და მაგას გვიმალავდი_(ტასო)-ხვალე ყველა მოვდივართ აეროპორტში
ძალიან გამიხარდა მათი გადაწყვეტილება ხო მართლა მიუხედავად იმისა რომ ჩემი დაქალები და ჩემი ძმა სულ ჩხუბობენ დამეფიცება რომ ერთანრთი ძალიან უყვართ მეორე დილით ყველა აეროპორტშ ვიყავით და მოსაცდელში ველოებოდთ ვაჩეს როგორც იქნა გამოჩნდა მეც სწრაფად გავიქეცი და ჩავეხუტე ამდენი ხნის მონატრებულს
-კაი ლილუ არ დამახრჩო-მეუბნება სიცილით მალე გოგონებიც მოგვიახლოვდნენ
-გამოწი ქალო მეც ვნახო-(ნინო-გაზრდილხარ მაგრამ ისევ ისეთი მახინჯი ხარ-ბოლოს მაინც გააფუჭა შემდეგი ტასო იტო მერე მია ბოლოს ისევ მე დავიკავე ჩემი ძმის გვერდით ადგილი და სახში წავედით გზაში ბატონმა ვაჩემ მშიაო განაცხადა
-ამერიკულ კერძებზე შეჩვეული შენი ორგანიზმი უვიზოდ ქართულ კერძებს მიიღებს -გაეკრიჭა ნინო
-ნინაჩკა რამეს სისულელეს ისევ ითყვი და ნახავ რაც მოგივა-წამოიყვირა ნერვებ მოშლილმა ვაჩემ
ბოლოს ერთ ერთ რესტორანში დავჯექით ვაჩემ უამრავი კერძი შეუკვეთა
-რამოხდა კი მარა ამერიკაში არ გაჭმევდნენ-არ ისვენებდა ნინო
ყურადღებას არ აქცევდა ვაჩე ჭამას რომ მორჩა ამ დროს ვიღაცამ დაურკა 5 წუთი ესაუბრა მერე კი ანგარიში გადაიხადა და წავიდა
-ან მოსვლა რა იყო ან წასვლა -ხუმრობდა ნინო რაზეც გვეცინებოდა
საღამოს მარტო ვიყავი სახლში ვაჩემ რომ დარეკა გოგონებსაც უთხარი და კლუბში გამოდითო მეც ეგ მინდოდა მაშინვე დავრეკე გოგონებთან ისინიც ხუთ წუთში ჩემთან გაჩნდნენ და ყველა ერთად წავედით კლუბში. იქ მისულებს ბიჭები იქ დაგვხვდათ,ჩვენს მაგიდასთან ისხდნენ ჩვენც მათკენ ავიღეთ გეზი ხომართლა ჩემი ძმის ძმაკაცებს ყველას ვიცნობ ლუკა ოდიშერიძე ჩემთან ერთად მუშაობს სწორად გამოიცანით . გუკა კვარაცხელია და ვახო ჭელიძე.
ძალიან კარგად ვერთობოდით ათას სისულელეს იხსენებდნენ ბიჭები რაზეც ჩვენც გვეცინებოდა დალევით მხოლოდ ბუჭები სვამდნენ
-ლინდა გახსოვს როგორ გაგიცანი-გაიკრიჭა გუკა
-კი თავი დღესაც მტკივა-ვეუბნებ და მახსენდება როგორ მომქაჩა ტმებში სამაგიეროდ ჩემგან პანღურის ამორტყმაც მიიღო
-მე კიდე საჯდომი-სიმწრით ამბობს გუკა
-ვახო შენი მოტეხილი თეხი თუ გახსოცს-ვეუბები მე
-დრესაც მიკვირს როგორ ვერ დავინახე გირი რომ იდო ბურთის ნაცვლად-ამბობს და იცინის
-ნინო შენი გამოსაშვები საღამო გახსოვს-გაეკრიჭა ვახო ნინოს
-მახსოვს საპირფარეშოში გამოკეთილმა რომ გაავატარე ერთი იდიოტის გამო-ეუბნება ნიშნისმოგებით
ამ საუბარში ვიყავით გართული როცა ამექსანდრე და მისი ძმაკაცები შემოვიდნენ კლუბში არ გამომპარვია მათი გაბრაზებული მზერა მაგრამ დავაიგნორე არაფერს ცუდს არ ვაკეთებდით
-ლინდა ჩემი სურვილი გახსოვს -დაიწყო ლუკამ
-ოღონდ აქ და ახლა არა-ვთქვი და გამახსენდა ლუკასთან წაგებული ჯჯოკერი სამ სურვილზე ორი შევასრულე და ერთი დამრჩა
-წეღან რომ შემოვიდნენ ის სასტავი ნახე უნდა მიხვიდე და შეაბა- მითხრა ლუკამ ვაიმე ლუკა როგორ გამიმართლა არ იცი
-კარგი- ვუთხარი და გოგონებს თვალი ჩავუკარი მიხვდნენ არაფერი რომ არ უნდა ეთქვათ მაგიდიდან წამოვდექი და ბიჭებისკენ გავემართე
-გმარჯობათ ბიჭებო -ვუთხარი როგორც კი მივუახლოვდი
-ვა არანორმალურს ვახლავართ- გაიკრიჭა ლექსო
-რძალო ასე მოსალმება რა პონტია-შეიცხადა ანდრეამ მეც მივედი და ყველა გადავკოცნე მერე კი უკან მივტრიალდი ლუკას გაოცებული სახე არ დამავიწყდება
-რძალო როგორც ჩამს შენი ქმარი გაბრაზეებულია-აგრძელებს ანდრეა
-და რატომ რა დავაშავე?-ვეკიტხები ალექსანდრეს
-არიცი ?-მითხრა და თვალით ბიჭებისკენ მანიშნა
-საყვარელო სულ ტყუილად ეჭვიანობ-ვეუბნები და მის გვერდით ვიკავებ ადგილს ალექსანდრე ყურადღებას არ მაქცევს მეც მბეზრდება და ვდგები ბოლოს გამიხარდა ასე რომ იეჭვიანა მაგრამ გული მაინც მეტკინა ასე ცივად რომ მექცევა ამის გამო არ შემიმჩნევია როგორ მომიახლოვდა გაბრაზებული ვაჩე
-ლინდა წავედით-მკლავში ხელი მომკიდა გაბრაზებულმა
-კაი ძამიკო მოვდივარ ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი-ალექსანდრეს სახე არ დამინახავს მაგრამ გავიგე როგორ ჩაეცინა ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი რიგზეა მაგიდასთან მისულებმა დავივიწყეთ ეს ფაქტი და ისევ გართობა დავიწყეთ ვაჩეს ისევ დაურეკეს
-ლინდა მივდივათ -მითხრა და თვითონაც წასასვლელად მოემზადა ბიწებიც წამოდგნენ გოგოებმაც მათ მიბაძეს გა გასასვლელისკენ დავიძარით
-ლუკა -ახლა მას შემოვახვიე კისერზე ხელები- ხვალე სამსახურში ხომ წამიყვან
- და სანაცვლოდ რას მივუღებ-მითხრა და ლყაზე მიიდო თითი მეც მაშინვე ვაკოცე -ახლა გამოგივლი მითხრა და მანაც მაკოცა შუბლზე
ბიჭებმა სახლებში დაგვანაწილეს და მერე სადღაც გაუჩინარდნენ მეც შხაპი მივიღე და საწოლში დავწექი ძილბურანში მყოფს ტელეფონის ხმა მაღვიძებს ნომერი არ მეცნო მაგრამ მაინც ვუპასუხე
-ამისთვის დაისჯები -მესმის გაბრაზებული ხმა მაშინვე ვიცანი ვინც იყო და გამეღიმა
-რისთვის ბატონო ალექსანდრე-მივმართე თეატრალურად ვითომ ვერ მივხვდი
-კარგად იცი რისთვისაც, ახლა კი ტკბილი ძილი-მითხრა და ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე გამითიშა უზრდელი ხეპრ ვთქვი და ისევ დაძინება გადავწყვიტე მალევე დამეძინა
დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს მალევე ავდექი საწოლიდან სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე მაკიაჟიც გავიკეთე და სადარბაზოს კიბეები ღიმილით ჩავირბინე მანქანაზე მიყრდნობილი გაბრაზებული ლუკა რომ დავინახე სიცილი ვერ სევიკავე მივუახლოვდი და გადავკოცნე
-ნახევარი საათია გელოდები-ამბობს უკმაყოფილოდ
-დაგვიანება ვიცით ქალებმა-წავიღიღნე ჩემთვის და მანქანის წინა სავარძელზე მოვკალათდი მანაც დაიჭირა მძღოლის ადგილი
სამსახურში მალევე მივედით მე ჩემი ადგილი დავიჭირე ორი საათის შემდეგ ბატონმა ზაზამ დამიბარა
-გისმენთ ბატონო ზაზა-მაშინვე ვუთხარი როგორც კი მის კაბინეტში შევედი
-შენ კი არა მე გისმენ რა გაარკვიე ალექსანდრე დევდარიანზე-მეკითხება და ინტერესით მაცქერდება მე ახლაღა გამახსენდა რომ მისი საქმე გამოსაძიებელი მაქვს
-ვერაფერი ბატონო ზაზა ბევრი ვარკვიე მაგრამ არც ფულის გათეთრებასთან და მითუმეთეს მაფიასთან კავშირი ვერ დავადგინე-გამოვაცხვე ახალი ტყუილი არადა არაფერიც არ გამირკვევია
-კარგი გააგრძელე ძიება და ახალს თუ რამეს გაიგებ შემატყობინე-მეუბნება და მაღლა წევს ხელს მეც მაშინვე გავდივარ კაბინეტიდან ჩემს ადგილს ვუბრუნდები და ფიქრებში მივდივარ
რას იფიქრებს როცა ალექსანდრე გაიგებს რომ მე ფარული დეტექტივი ვარ? ალბად იმას რომ ჩემი საქმის გამო დავიწყე მასთან ურთიერთობა და რაც აქამდე მოხდა ერთი დიდი დადგმული ფარსი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის მე მის შესახებ არაფერი გამომიძიებია .აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა . რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო რა მართალია ეს ანდაზა
სამსახურს როგორც კი მოვრჩი ისევ ლუკამ დამაბრუნა სახლში მანანა ჩემს კორპუსთან გააჩერა
-ლინდა დღეს გამოგივლი და კლუბში წავიდეთ-მეუბნება ლუკა-თან ჩვენებიც იქ იქნებიან
-არა ლუკა მე არ წამოვალ არ მინდა - ვეუბნები და მანქანიდან გადავდივარ სახლში შესული კი ჩემი ოთახისაკენ მივდივარ და ერთი სული მაქვს როდის დავიძინებ თორემ მალე თავი გამისკდება
შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი ვიცი დაძინება ვცადე მაგრამ ვინ გაცადა მობილურზე შეტყობინება მომივიდა
„კლუბში რატომ არ ხარ?“-ვკითხულობ ალექსანდრეს შეტყობინებას და არაფერს არ ვწერ ვაიგნორებ
„ნერვებს ნუ მიშლი და მიპასუხე შეკითხვაზე“-ისევ ალექსანდრეს შეტყობინებ ისევ არაფერს ვპასუხობ ხუთი წუთის შემდეგ კი დამირეკა მინდოდა მეპასუხა მაგრამ სამწუხაროდ ჩემი მობილურის ელემენტი დაიცალა და მობილური გაითშა
ბევრი აღარ მიფიქრია ალექსანდრეზე მაშინვე დამეძინა , შუა ძილში ვიყავი კარებზე ბრახუნის ხმამ რომ გამომაღვიძა შემეშინდა მაგრამ ვიფიქრე ვაჩეა და გასაღები სახლში დარჩათქო მაშინვე გავედი გარეთ პიჟამოს ამარა და კარი გავაღე
-ოხ ვაჩე რამდენჯერ უნდა გითხრა გასაღები თან წაიღეთქო-ვუთხარი გაბრაზებულმა და ისე გავტრიალდი უკან მისთვის არც კი შემიხედავს
-ვაჩე არ ვარ და მითუმეტეს არც გაასაღები მაქვს -მომესმა ნაცნობი ხმა მაშინვე მივტრიალდი
-ალექსანდრე აქ რას აკეთებ?-ვეკითხები გააოცებული
-ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობდი?-დააიგნორა ჩემი კითხვა
-ყავას დალევ?-ვკითხე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი მაგრამ დამიჭირა და კედელზე ამაკრა
-კითხვაზე მიპასუხე!-თვალები ბრაზით უელავდნენ
-ვაპირეპებდი პასუხს მაგრამ ელემენტი დაიცალა და გაითოშა-ვეუბნები და ვიღიმი მასაც მაშინვე ეცვლება გამომეტყველება ნელნელა ახლოს იწევა -ალექსანდრე ახლა რა დავაშავე -ვეუბნები დემონსტრაციულად
-არიცი აბა კარგად გაიხსენე ხომ გითხარი რომ დაისჯებოდი- მეუბნება და ისე სწაფა ეხება ჩემს ტუჩებს ვერაფრის თქმას ვეღარ ვასწრებ ბოლოს როგორც იქნა შეელია ჩემს ბაგეებს
-ყავას დალევ-ვეკითხები კვლავ
-კი დავლევ მაგრამ უშქროს -მეუბნება ღიმილით და სავარძელში ჯდება
-რატომ უშაქროს -ვკითხები გაკვირვებული
-დღეს დიდი როდენობით ტკბილეული მივიღე და უნდ გავანიტრალო თორებ დიაბეტი დამემართება-მეუბნება და ტუჩემზე მანიშნებს
მეც თავს ვხრი და სამზარეულოში შევდივარ ყავას მალევე ვადუღებ ორისთვის და გარეთ გამაქვს
-მიირთვი- ვეუბნები და ყავის ფინჯან ვაწყდი
-შემერგოს- ამბობს და ყავას სვამს მე კი ისევ სულელივით ვუყურებ ყავის დალევას სპეციალურად აჭიანურებს და ამაზე ნერვები მეშლება ვაჩე რომ მოვიდეს რა ვუთხრა ვინ არისთქო ალბად მომკლავს
-ახლა კი ძვირფასო შეგიძლია წახვიდე მეძინება - ვუთხარი როგორც კი ყავის სმა დაასრულა
-მოიცა, ერთი დეტალი გავიწყდება-მეუბნება და თვალებში მიყურებს ვხედავ როგორ უელავს თვალები და ვხვდები რომ ჩემი საქმე ცუდათაა
-რა მაინც-იხტიბარს არ გავიტეხე
-როგორც შენ აღნიშნე მე შენი ქმარი ვარ არა- აგრძელებს სიცილს
-არც იფიქრო რომ ჩემთან ერთად დაძინების საშუალებას მოგცემ - ვუთხარი კარისკევ წავედი და გავაღე-შეგიძლია წახვიდე კარი ღიაა
-ძალიან არ მომწონს ის ფაქტი რომ ჩემი ცოლი ჩემს სახლში არ ცხოვრობს-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა მე კი ძალიან მესიამოვნა ეს სიტყვები არვიცი რატომ მაგრამ თავს უცნაურად ვგრძნობ როდესაც მის ცოლს მიწოდებს . ალექსანდრე წავიდა და მასინვე შეტყობინება მოვიდა
„ტკბილი ძილი “-ალექსანდრესგან იყო მე უნებურად გამეღიმა
„ტკბილი ძილი და ფრთხილად იარე“-მივწერე და მერე ჩემს ოთახში დავბრუნდი
ტკბილად დამეძინა მართლაც არც სიზმრებს შევუწუხებივარ და არც მოუსვენრად ვტრიალებდი დილით რომ გამეღვიძა ვაჩე უკვე წასული დამხვდა სულ მაინტერესებდა სად დადის ეს ბიჭი რომ არასდროს არაა შინ , მაგრამ მისთვის რომ მეკითხა ისე წავიდოდა პასუხის ღირსადაც არ ჩამთვლიდა . სააბაზანოდან როგორც კი გამოვედი თავი მოვიწესრიგე და გოგოებს დავურეკე დიდიხანია არ გვიაუბრია შევთანხმდით რომ საღამოს ყველა მიასთან შევიკრიბებოდით ტელეფონი გავთიშე და სამსახურში წავედი
-ლილუ დააგვიანე იცი-გამეკრიჭა ლუკა
-ვაიმე ლუკა ერთი წუთით დავაგვიანე-ყოველთვის ახერხებს ჩემს გაბრაებას
-საკუთარ ქორწილშიც ასე თუ დააგვიანე გაგექცევა სიძე და ეგაა-აგრძელებს ჩემს დაცინვას
-შენ ენას თუ არ დაიმოკლებს შენი შთამომავლობის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება მომიწევს-ვეუბნები ნიშნისმოგებით
-კარგი ხო არ დამღუპო ვჩუმდები-ამბობს და თავის ადგილს უბრუნდება
მეც კიდე პოზიტიურ ხასიათზე დავდექი მაგრამ ვნ გაცლის ბედნიერად ყოფნას ბატონმა ზაზამ დამიბარა თავის კაბინეტში
-გისმენთ ბატონო ზაზა-ვეუბნები როგორც კი კაბინეტში შევდივარ
-ლინდა ერთი კვირა გავიდა უკვე და სათქმელი ხომ არაფერი გაქვს-მკითხა და ინტერესით შემომხედა ოღონდ ეს არა
-არა ბატონო ზაზა ვერაფერი გავარკვიე იქნებ შევეშვათ ამ საქმეს მითუმეტეს ეს მხოლოდ ეჭვებია და მტკიცებულებებიც არ არსებობს-როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი
- სწორედ მაგიტომ მოგეცი შენ ეს საქმე რომ იპოვო მტკიცებულებები-აგრძელებდა ზაზა
-რის თქმას ცდილობთ გინდათ რომ უდანაშაულო ადამიანს ცხოვრება დავუნგრიო თქვენი ეჭვების გამო-მისმა სიტყვებმა ნერვები მომიშალა
- ხომ არ გავიწყდება ვის ელაპარაკები - ხმა აიმაღლა ზაზამ
-არა არ მავიწყდება მაგრამ თქვენც ხომ არ გავიწყდებათ რომ მე თქვენი თანამშრომელი ვარ მონა კი არა და არ ვაპირებ თქვენი დავალების შესრულებას- მეც ავუმაღლე ხმას
-ხომიცი შემიძლია სამსახურიდან გაგაგდო ამას თუ არ გააკეთებთ-თქვა და კმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე
-იცით ვინ ხართ საშინელი ადამიანი რომელსაც პირადი სარგებლის მისაღებად უდანაშაულო ადამიანის იმქვეყნად გასტუმრებაც არ მოერიდება ერთი შეუხედავი საფრთხობელა ხართ ჯიბის და ფულის მონა თქვენ მე სამსახურიდან ვერ გამაგდებთ რადგან თვითონ მივდივარ განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე კი ხვალ დაგახვედრებთ მაგიდაზე ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ და ჯანდაბამდე გზა გქონით - თავი ვეღარ შევიკავე და ყველაფერი ვუთხარი რასაც მასზე ვფიქრობდი მის პასუხს არც კი დავლოდებივარ ისე გამოვედი ისი კაბინეტიდან
ჩემი ნივტები ავიღე და გარეთ გავვარდი, სახლში არ წავსულვარ იქვე ახლოს პარკში შევედი სკმაზე დავჯექი და ფიქრების მორევში გადავეშვი. ახლა რა უნდა გავაკეთო სამსახური აღარ მაქვს ახალი სადარდებელი დამემატა თითქოს და ძველი არ მყოფნიდა მომიწევს ახალი სამსახური მოვძებნო მაგრამ მაონც ბედნიერი ვარ რადგან იმ საფრთობელას თავისი ადგილი მვუჩინე არ ვაპირებდი ამის მოთმენას ზაზას თავგამოდება კი რომ როგორმე ალექსანდრე დაედანაშაულებინათ უფრო მარწმუნებდა მის უდანაშაულობაში ამს საქმის უკან რაღაც ნამდვილად იმალება რაც მე არ ვიცი იმედია ალექსანდრე იმდენად ჭკვიანია რომ მათ დაგებულ მახეში არ გაებმება . ფიქრებიდან პატარა ბავშვის ტირილის ხმამ გამომაფხიზლა დავინახე ჩემს წინ ხუთიოდე წლის გოგო იდგა და ტიროდა მის შეხედვასს არაფერი სჯობდა პატარა ანგელოზი იყო დედამიწაზე
-პატარავ რატომ ტირი-ვერ მოვითმინე და ვკითხე
-მე პატალა ალ ვარ -ტირილი შეწყვიტა და ახლა მე გამებუტა
-კაი ბოდიში შენ ხომ დიდი გოგო ხარ . აბა მეტყვი რატომ ტიროდი -ვკითხე მხიარულად და ხელი მოვკიდე
-მე.. მე ..... დავიკალგე-თქვა და ისევ დაიწყო ტირილი ისე გულიანად ტიროდა ლამეს მეც იქვე ბავშვივით ავტირდი მაგრამ ემოციების გაკონტროლება შევეცადე
-მოიცადე კი მაგრამ აქ ვისთან ერთად მოხვედი-ვკითხე
- ბიძიასთან ელთად-თქვაა და გაეღიმა ამ პატარა ეშმაკს ძალიან უყვარს ალბად ბიძამისი
-და შენ რაგქვია
-მე თეკლა მქვია-თქვა და დაიმორცხვა ამ ბავშვს შევჭამ ისეთი საყვარელია
-წამოდი ბიძაშენი ვიპოვოთ კარგი-ვეუბნები და ფეხზე ვდგები
-კალქი -მეუბნება და ჩემს გვერდით დგება ახლა თვითონ მკიდებს ხელს
დიდხანს ვეძებე თეკლეს ბიძა მაგრამ არაფერი გამოვიდა თითქმის მთელი პარკი მოვიარე უშედეგოდ. აუცილებლად პოლიციაში უნდა წავიდე და შევატყობინო ეს ამბავი ალბად როგორ ნერვიულობენ. ახლაღა გამახსენდა ბავშვისთვის ბიძამისის სახელი მეკითხა რა სულელი ვარ
-თეკლა შეგიძლია ბიძაშენის სახელიდა გვარი მითხრა
- შემიძლია ბიძიას ალექსანდრე დევდალიანი ქვია-თქვა და გაეცინა აი მე კი აშკარად გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა
ჩანთიდან მობილური ამოვიღე და ალექსანდრესთან დავრეკე უშედეგოდ არ მიპასუხა ვიცოდ ამის მიზეზი და არ გავბრაზებულვარ მეორედაც დავრეკე როგორც იქნა აიღო
-ლინდა ახლა არ მცალია მერე გადმოგირეკავ კარგი-მითხრა ანერვიულებულმა
-ძვირასო მეუღლევ თეკლას ხომ არ ეძებთ-ვუთხარი სიცილით
-შენ საიდან იცი? მოიცადე თეკლა შენთანაა- აშკარად დაბნეული მეკითხებოდა
-კი ჩემთანაა მთელი დღეა ბიძამისს ვეძებ და ვერა და ვერ ვიპოვე -ვცადე მსახიობობა
-სადხართ მითხარი და მოვალ?
-პარკში ვართ ალექსანდრე ტბასთან
-კარგი ძვირასო ცოლო დამელოდეთ -მეუბნება ახლა უკვე სიცილით და თიშავს
ალექსანდრეს ლოდინში თეკლას ჩაეძინა კალთაში მყავდა ჩასმული და განძრევაც კი მეშინოდა რომ არ გაღვიძებოდა , ალექსანდრეს მივწერე თეკლას დაეძინა და რომ მოხვალ ხმამაღლა ყროყინი არ დაიწყოთქო ნახევარი საათი გავიდა და ალექსანდრეც გამოჩნდა
-როგორც იქნა თორემ უკვე კარავის გახსნას ვგეგმავდი-თავი ისე მოვაჩვენე თითქოს და გავბრაზდი
-მომიყვანე მძიმეა დაიღლებოდი-მითხრა და თეკლა გამომართვა-რაც შეეხება კარავს არაა ცუდი იდეა -მითხრა და გაიღიმა
-კაწგი ბავშვი დაღლილია დროზე წავიდეთ -ვეუბნები და წინ ვასწრებ
-მაინც დაისჯები - მეუბნება და მანქანისკენ მიდის
-კი მაგრამ რისთვის ?-ვკითხე გაკვირვებულმა მართლა ვერ მივხვდი რა დავაშავე ახმა
-ნუ მიყურებ შვლის ნუკრის თვალებით ესეიგი მე ვყროყინრბ ხომ-მითხრა და ეშმაკურად ჩაიცინა გამახსენდა ჩემი მიწერილი შეტყობინება
- კარგი ერთი მოწერილი ყროყინი არ მაპატიო-ვეუბნები სიცილით
-სასჯელი ღირსეულად უნდა მიიღო და აიტანო - მითხრა და მანქანის კარი გამოაღო მე თეკლეს გვერდით უკანა სავარძელძე მოვთავსდი თვითონ კი მძღოლის ადგილი და იკავა და დავიძარით
სახლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია კორპუსთან რომ მივედით მხოლოთ მაშინ ვუთხარი ნახვამდის და ეგიყო მეთი არაფერი ნინაში რომ შევედი მერეღა გამახსენდა რომ მიასთან ვიყავი ასასვლელი ტაქსი გამოვიძახე და როგორც კი მოვიდა მაშინვე წავედი მიასთან
კარებზე ზარი დავრეკე და დაველოდე მალევე გამიიღო
-რას დგახარ მანდ ქანდაკებასავით შემოდი- მეუბნება მია ოთახში შევდივარ და გოგონებს ვესალმები
-ლინდა რა სახე გაქვს ვინმე მოგსდევდა -(ტასო)
-კი ჩემი უფროსი- ვეუბნები და ყველაფერს ვუყვები რაც მოხდა ზაზასთან
- მოიცადე ანუ რა გამოდის რომ ზაზა ცდილობს ალექსანდრეს დანაშაული დააბრალოს-(მია)
-კი ეგრეა უნდა რომ მისი ბინძური ხელები მას შეაწმინდოა-ნერვები მეშლება ზაზა რომ მახსენდება
-კარგი გოგოებო ამაზე სასაუბროდ მაინც არ მოვსულვარ რამდენი ხანია არ გვისაუბრია მოყევით აბა რა ხდება
-ლინდა ტასომ დაიწყოს კარგი მისი ამბავი ნამდვილი ბომბია-იცინის მია
-კარგი რა მია ნუ დამცინი ისედაც ცუდად ვარ-სადაცაა იტირებდა ტასო
-მორჩი მელოდრამას და მოყევი რა მოხდა - დავიღალე ბოლოს მაგრამ ხმას არავინ იღებს სიჩუმე კი ურო მაგიჟებს - ვინმე მეტყვის რა ხდება
-კარგი ორი წუთის წინ დათვები იყავთ და ახლა დაფეთებულ თრითინად გდაიქეცით - თქვა ნინომ და გაიცინა - რახდება ლინდა და ჩვენს საყვარელ ტასოს და ბატონ დავითს იმდენად მოეწონათ ერთმანეთი რომ გაცნობა და პირველი ღამე ერთდღეზე ქონდათ
-რაა? ტასო ეს სიმართლეა?-თვალები გამიფართოვდა არ ვიცოდი რა მეთქვა არ არის პატარა გოგო და მისი გადასაწყვეტია რას გააკეთებს და რას არა უბრალოდ არ მინდა გული ეტკინოს და ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცეს- კარგი რა ტასო დამშვიდდი რა მოხდა ნახავ ყველაფერი კარგად იქნება
-შენ რა არ ბრაზდები-მეკითხება გაკვირვებული ტასო
-არა და დამშვიდდ, აბა მია შენკენ რახდება - ვეუბნები და მკვლელი მზერით ვუყურებ
-მემგონი ლექსო მიყვარს -ამბობს მია და თავს დაბლა ხრის
-აუ ნინო ახლა არ თქვა მე ანდრეა მიყვარსო ტორემ გულიანად გადავიხარხარებ-ვამბობ სიცილით
-კარგი რა მე და ანდრეა ერთად სისულელეა მზე და მთვარე აი ასე ვართ-ამბობს და იცინის
-მეწყინა ხომიცი
-შენ მთავარი არ იცი-მეუბნება მია
-რას მიმალავთ
- ნინაჩკას შენი საყვარელი ძამიკო უყვარს - ამბობს მია და ჩუმდება ყველა ჩემს რეაქციას ელოდება ნინოც კი ვისაც არასდროს არაფრის შეშინებია ახლა კრავის თვალებით მიყურებს გულში ვხარხარებ მაგრამ აბა როგორ შევიმჩნენ ისე ნონოზე უკეთეს სარძლოს ვერც ვნახავ სადმე
-მოიცა სწორად გავიგე ნინო შენ ჩემი ძმა გიყვარს, ვა რძალო შე ძველო - ვეუბნები და ვეხუტები
-შენ რა არ ბრაზდები -მეუბნება ნინო
-კარგი რა შენზე უკეთესი ვინ უნდა ნახოს ჩემმა ძმამ
მოკლედ რომ გითხრათ კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ დიდხანს გავჩერდი იქ იცით მეწყინა ის კი არა რომ ნინოს ჩემი ძმა შეუყვარდა ის მეწყინა რომ ალექსანდრეს ტკბილი ძილი არ უსურვებია არც დაურეკავს გოგონებს ისიც ვუთხარი რომ მათთან ერთად აუცილებლად წავიდოდი ბათუმში. ყველანი ძალიან გახარებული ვიყავით რადგან ბათუმი არის ადგილი სადაც ბავშვობის წლები გვაქვს გატარებული. თქვენ წარმოდგინეთ და არ დამეძინა ვერ მოვახერხე ალექსანდრეზე ვნერვიულობდი. კარგი ლა ლინდა რა სულელი ხარ ალბად ახლა ტკბილად ძინავს შენ კი ნერვიულობ გავამხნევე საკუთარი თავი და დაძინება კიდევ ერთხელ ვცადე ჩამეძინა კიდეც დილით სახლში გავედი და ბარგის ჩალაგება დავიწყე რადგან გოგონები საღამოს ბათუმში მივდვართ ვაჩე მეორე დღეა არ მინახავს ნეტავ სად არის მობილური ავიღე და დავრეკე
-გისმენ ლილუ-მეუბნება ნამძინარევი ხმით
- შენ და ლუკას ორივეს ერთად მოგაჭრით ენას, სად ხარ ეს ორი დღეა რომ არ ჩანხარ
-ლილუ ბათუმში ვართ ბიჭები -მეუბნება სიცილით
-ხოდა დაგველოდეთ გოგოებიც მოვდივართ მაგრამ ნინო არ მოდის-ვთქვი და ვაჩეს პასუხს დაველოდე
-რატომ ?-მკითხა ცოტა დაბნეულმა
-ერრთი კაცი გამოჩნდა ანდრეა და მას ვერ ელევა მემგონი მალე ქორწილიც იქნება-ვეუბნებიდა და თავს ძლივს ვიკავებ რომ არ გავიცინო
-კარგი ბედნიერებას ვუსურვებ-მითხრა და გათიშა გაბრაზდა ვიცნობ ჩემს ძმას ნინოს მიმართ გულგრილი არ არის
ალექსანდრე ისევ არ გამოჩენილა არცკი დაურეკავ ალბად დაიღალა რადგან სახლში მარტო ვიყავი გადავწყვიტე რაიმე ტკბილი მომემზადებინა არჩევანი კი მადამ ბოვარზე შევაჩერე . ნამცხვარი მართლაც რომ შესამიშნავი გამომივიდა ოქროს ხელებ მაქვს საღამოს გოგონებიც მოვიდნენ ნამცხვარი და ყავა შევთავაზე სიამოვნებით დამეწვივნენ მერე კი ყველანი ერთად წავედით ბათუმში ნინოს მანქანით
მეორე დილით უკვე სოფელში ვიყავით გზად მარჯეტში შევიარეთ ვიცოდი რომ ბიჭებს არაფერი ექნებოდათ ნაყიდი გზად ნინოსაც მოვუყევი გუშინ ვაჩე რომ მოვატყუე მოკლედ მაგრად ვიხალისეთ
რომ ჩავედით ბიჭებს ისევ ეძინათ საჭესთან მია იჯდა ამიტომ მაშინვე დასაძინებლად წავიდა მე ნინო და ტასო კი სამზარეულოში შევედით და პროდუქტების ამოლაგება დავიწყეთ რადგან ყველას გვშიოდა საჭმელი გავამზადეთ ტასომ დათო მირეკავსო და გავიდა მე და ნინო დავრჩით მარტო
-ვა გოგოებო მოგენატრეთ-მომესმა ვაჩეს ხმა
-კი -ვეუბნები და ვიცინი
-მეც - ამბობს და იღიმება ნინო
-შენ წამოსვლას ვერ ახერხებდი როგორც გავიგე-(ვაჩე)
-კი მაგრამ ანდრეამ მეც მალე ჩამოვალო და წამოვედი-არ ჩამორჩა ნინოც
-ვაჩე მიდი ბიჭებ გააღვიძე და ერთად ვისაუზმოთ- ვუთხარი ვაჩეს და ისიც მაშინვე წავიდა -ნინო ეს რა იყო?
-სხვა გზა არ მქონდა -გაიცინა ნინომ- ცოტა მანაც იეჭვიანოს
-კარგი
სურა გავშალეთ ბიჭებიც ჩამოვიდნენ და მშვიდად ვისაუბმეთ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი მაგრამ სრული ბედნიერებისათვის რაღაც მაკლდა უფროსწორად ვიღაც. როგორც კი საუბმეს მოვრჩით მაშინვე სოფელში გავედით ძველი მეგობრები და მეზობლები მოვინახულეთ ძველი ადგილები და სკოლა სადაც ბავშვობის შესანიშნავი წლები გავატარეთ შატალოებით დაწყებული მასწავლებელზე ჭიკარტების დადებით დამთავრებული , დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი მივხვდით როგორ მოსაღამოვდა ხო მია გაგვახსებნდა ყველას ამიტომ სახლში დავბრუნდით და ექვსკურსიის გაგრძელება ხვალისთვის გადავდეთ
სახლში მისულებს მია ტელევიზორთან დაგვხვდა პოპკორნით და ლუდით ჩვენც მოვკალათდით და ფილმის ყურება გადავწყვიტეთ
-ლინდა შენი ტელეფონი დილიდან რეკავს თავი ამატკია -მითხრა მიამ პასუხი არ გამიცია ისე ავედი ოთახში და ტელეფონი ავიღე უამრავი ზარი იყო შემოსული ალექსანდრესგან . ბევრი არ მიყოყმანია მაშინვე დავრეკე
-გისმენ-მიპასუხა გაბრაზებულამა
-ალექსანდრე რა ხდება რატომ მირეკავდი?-ვკითხე დაინტერესებულმა
-ჩამოდი შენს სადარბაზოსთან ვარ და გეტყვი-მითხრა ისევ გაბრაზებულმა
-ეს შეუძლებელია
-რას ქვია შეუძლებელია ლინდა- ხმას უწევს
-რა დღეში გაქვს ნერვები ბათუმშ ვარ და თბილისში და მითუმეტეს ჩემს სადარბაზოსთან ვერანაირად ვერ გავჩნდები-ვეუბნები და ვიცინი არაფერს ამბობს და ტელეფონს მითიშავს ვერაფერი ვერ გავიგე ან დარეკვა რა იყო ან გათიშვა
ამ ამბიდამ მთელი ორი კვირა გავიდა მას შემდეგ ალექსანდრეს არ დაურეკავს ერთი სეტყობინებაც კი არ მოუწერია ასე თამაშ-თამაშში ალექსანდრე ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა . ახლა გავაცნობიერე რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა იგი ჩემთვის. არვიცი იმ ერთ დღეში რა მოხდა მაგრამ ჩვენი ბოლო საუბრის გახსენებაზე ვხვდები რომ კარგი არაფერი მოხდებოდა . ვერ ვისვენებდი ეს გოგონებმაც შენიშნეს და გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით თბილისში
ჩვენი ბარგი მალევე შევაგროვეთ და თბილისისკენ ავიღეთ გეზი საღამოს უკვე იქ ვიყავით სახლში ავედი ბარგი ამოვალაგე შხაპი მივიღე მოვწესრიგდი და ალექსანდრეს დავურეკე
-გისმენთ-ვიღაც ქალმა მიპასუხა
-უკაცრავად ალექსანდრეს სთხოვეთ თუშეიძლება
-ალექსანდრე აბაზანაშია როგორც კი გამოვა შევატყობინებ და გადმოგირეკავთ-
-უკაცრავად და თქვენ ვინ ხართ ალექსანდრეს- ვეკითხები და ნერვიულობისაგან ლამისაა შევისალო
-საცოლე ვარ-მეუბნება სიცილნარევი ხმით
-კარგით ნახვამდის- ვეუბნები და ვთიშავს ეს სიტყვები რომ მოვისმინე თითქოს ვიღაცამ თავში მძიმე ურო ჩამარტყა ისეთი შეგრძნება მქონდა გული მეტკინა. ემოციური არასოდეს ვყოფილვარ ამიტომ არ მიტირია არც თავი გამიგიჟებია შესაშურად მშვიდად ვიყავი და არ ვიცი რატომ არასდროს მიტირია მაშინაც კი როცა ჩემი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ ამისგამო მეგობრები ხშირად უგულოსაც მეძახდნენ
სავარძელში მოვთავსდი და ტელევიზრი ჩავრთე გული ვერ დავუდე და გამოვრთე ბოლოს ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა ალექსანდრე იყო
-გავიგე მირეკავდი -შეუვალი და რაღაც ამავდროულად საშიში ხმის ტემბრი ქონდა
-კი ასეა შენმა საცოლემ მიპასუხა -ვეუბნები ნაწყენი
-არ მყავს მე საცოლე- თქვა გაბრაზებულმა -რატომ მირეკავდი ?
-შენი ნახვა და საუბარი მინდა -ვეუბნები შეშინებული
-და რა თემაზე უნდა ვიისაუბროთ-ისევ გაბრაზება რა სჭირს დღეს
-ყველაფერზე
-კარგი ნახევარ საათში შენთან ვარ - მეუბნება და ტელეფონს თიშავს
ნახევარ საათში მართლაც გაისმა კარბზე ბრახუნის ხმა კარი გავაღე და ალექსანდრე ბინაში შემოვუშვი
-აბა რატომ დაიბარე- მეუბნება გაბრაზებული და დამიჯერეთ მის გამოხედვაში ზიზღიც კი შევნიშნე
-ალექსანდრე რა მოხდა ასე რატომ მელაუბრები-ვრ მოვითმინე და მაინც ვკითხე
-მეკითხები კიდეც არ გრცხვენია ზურგს უკან სამარეს მითხრი დ უტიფრად მიყურებდი თვალებში და კიდევ მე რა მჭირს არა-ხმას აუწია
-ესეიგი ყველაფერი გაიგე-ვეუბნები და სახეზე ხელებს ვიფარებ
-ესეიგი არ უარყოფ-ახლა კი ნათლად იგრძნობოდა ზიზღი მის ხმაშიც
-არა არ უარვყოფ მაგრამ ყველაფერი ისე არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს-ვეუბნები მშვიდად
-როგორ არის აბა ლინდა? იმედი გამიცრუე ყელასგან ველოდი ამას მაგრამ შენგან არა-ზიზღნარევი ხმით აგრძელებს საუბარს
-იქნებ ჯერ მომისმინო-თავს ვეღარ ვაკონტროლებდი
-ზაზასაც საკმარისად მოვუსმინე ის რაც გავიგე საკმარისია არ მინდა უარესად მეტკინოს გული-ზაზას სახელის ხსენებაზე მოთმინების ფიალა საბოლოოდ ივსება
-ზაზას გჯერა მე კი ახსნის საშუალებასაც არ მაძლევ -ვამბობ და ვცდილობ ემოციები გავაკონტროლო
-შენგან განსხვავებით მას ვებდობი-ამ სიტყვებმაკი გამანადგურეს თვალებიდან ცრემლებმა თავისით იწყეს სვლა ვცდიობდი მაგრამ ვერ ვაჩერებდი
-კარგი მაშინ გასარკვეიც აღარაფერია , შენ არ მენდობი არაფრის ახსნას არ ვაპირებ, დრო მოვა ყველაფერ გაიგებ მაგრამ მერე ძალიან გვიანი იქნება -ეს ვუთხარი და წამოვდექი კარები გავაღე-ახლა კი შეგიძლიათ მიბრძანდეთ ჩემი ბინიდან იმედია აღარასოდეს გნახავთ მშვიდობით თუ არ მენდობი ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია
-ჩვენ ურთიერთობა არც გვქონია ლინდა-ისევ ისეთი ზიზღნარევი ტონი
-ხოდა მომავალშიც არ გვექნება შეგიძლია წახვიდე მეძინება უნდა დავიძინო-ვეუბნები და ჩემს ოთახში შევდივარ მხოლოდ კარის ძრიერი მიჯახების ხმა მესმის
საწოლში ვწვები და ემბრიონის ფორმას ვიღებ თვალებიდან ისევ მომდის ცრემლლები, მე ხომ არაფერი დამიშავებია ახსნის საშუალებაც არ მომცა, ზაზას ენდობა ძვიდად დაუჯდება ეს ნდობა .
სახლში ვეღარ გავჩერდი და გარეთ გასეირნება გადავწყვიტე როგორც კი ჩემს კორპუს გავცდი ვიღაცამ ზურგიდაბ თავში რაღაც მძინე ჩამარტყა და მანქანაშ ჩასვეს მხოლოდ ეს მახსოვს მეტი არაფერი . არვიცი რამდენი საათი ვიყავი უგონოდ მაგრამ გონს რომ მოვედი თავი საშინლად მტკიოდა თვალებს ვერ ვახელდი თითქოს ქუთუთოები ერთმანეთს მიეწება.ბოლოს როგორც იქნა ძალა მოციკრიბე და თვალები გავახილე არ ვიცოდი სად ვიყავი მაგრამ ეს ადგილი რომ ხუთვარსკვლავიანი სასთუმრო არ იყო ეს ნამდვილად მივხვდი ოთახი ძალიან ბნელი იყო მხოლოდ ერთი ნათურა ანათებდა ისიც ბჟუტავდა ვიდრე ანათებდა ირგვლივ მეტი არაფერი იყო მე ხელები მქონდა შეკრული , გონს ისევ ვერ მოვდიოდი რა მინდოდა მე აქ რატომ გმიტაცეს , მე ხომ მტრებიც კი არ მყავს
ცოტახანში ფეხის ნაბიჯების ხმა გავიგე და ლამის გული გადამიტრიალდა შიშისაგან კარი გაიღო და ოთახში ზაზა რომ შემოვიდა აი მაშინ ვიგრძენი მისდამი ზიზღი და ხელ-ფეხი შეკრული რომ არ მქონოდა აუცილბლად რამეს დავუშავებდი, მივხვდი მე აქ რას ვაკეთებდი მას ალექსანდრეზე შურისძიება უნდოდა მაგრამ რისთვის?
-აბა როგორ მოგწონს აქაურობა-მეუბნება და საზიზღრულად იცინის
-უკეთესიც შეიძლებოდა მაგრამ შენი ხელფასით უკეთესს ვერ გასწვდებოდი - არ დავაკელი ირონია მას კი ღიმილი სახეზე მიეყინა
-ჩემი მწყობრიდან გამოყვანა თუ გინდა არ გამოგივა-ამბობს და ისევ იცინის
-მე აქ რას ვაკეთებ?-ვეუბნები და პასუხის მოლოდინში მემეგონი მოვკვდი და თავიდან დავიბადე
- საყვარელო ძალიან მიხვედრილი გოგო ხარ და შენით უნდა მიმხვდარიყავი -მითხრა და გვერდით მომიჯდა
-ნამდვილი შეშლილი რომ ხარ იცი? -ვეუბნები და თავს გერდით ვწევ
- შენ რომ ხარ ჩემი შეშლილობს მიზეზი ეს თუ იცი-ამბობს და თავს მისკენ მაწევინებ
-მეეე?-თვალები გამიფართოვდა ვერაფრისთქმა ვეღარ მოვახერხე
-ხო პატარავ შენ - მეუბნება და კოცნას ცდილობს მე კი თაცს ვაბრუნებ
-ალექსანდრე დევდარიანი რა შუაშია მაშინ-ვეკითხები გაკვირვებული
-მან მე და წამართვა ჩემი და მოკლა და ამის გამო შური უნდა ვიძიო. ჩემი დას არ დასჯერდა შენი წართმევაც მოინდომა , ალექსანდრეს კაცი მივუჩინე რომელიც უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა მის შესახებ ყველაფერი ვიცი თქვენი ურთიერთობა ჩემთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა მაგრამ თავიშევიკავე შენ რომ ბათუმში წახვედი ვიფიქრე მორჩა მათი ურთიერთობათქო მაგრამ დღეს ჩემმა კაცმა რომ მითხრა ბატონი ალექსანდრე შენს ბინაში მოვიდაო ეს ვეღარ მოვითმინე და ჩემი გეგმის განხორციელება დავიწყე მართალი იყავი როდესაც მითხარი პირადი სარგებელის მისაღწევად ადამიანის იმქვეყნად გასტუმრებაც კი სეგიძლიაო ასეა -მითხრა და ფეხზე წამოდგა - შენი მეშვეობით ალექსანდრე სიცოცხლეს გამოემშვიდობება
-შენ კიდევ ციხეში ამოლპები სამუდამოდ-ვეუბნები გაბრაზებული
-მომავალ მეუღლეზე ასეთი საუბარი სად გაგონილა-მეუბნება და იცინის
-მომავალ მეუღლეზე მე შენი ცოლი არასდროს გავხდები , შეგიძლია მომკლა მაგრამ შენს ცოლობას მაინც არ დავთანხმდები შენზე გული მერევა გესმის, ხელ-ეხი შეკრული რომ არ მქონდეს მიგახრჩობდი დედამიწაზე ერთი არაკაცით ნაკლები ივლიდა- ხმამაღლა ვყვირი ხმას ვერ ვაკონტროლებ იმდენად გაბრზებული ვარ , იმდენად გამაბრაზა მისმა სიტყვებმა თუ ამ საფრთხობელას გონია მისი ცოლი გავხვდები ძალიანაც შემცდარა
არაფერს ამბობს მხოლოდ მობილურს იღებს რეკავს და სპიკერის რეჟიმზე რთავს
-გისმენ ზაზა-მომესმა ალექსანდრეს ხმა
-მგონია დროა მეგობარო ძველი ანგარიში გავასწოროთ-ეუბნება ზაზა
-ზაზა მე მეგონა ეს ისტორია წარსულს ჩავარდა -ალექსანდრეს ხმაში ნერვიულობა იგრძნობა
-შენ მე და მომიკალი მე კი საყვარელ ქალს მოგიკლავ და აი მაშინ გავსწორდებით-ამბობს ზაზა და იცინის
-მას თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარედეს ვერ გადამირჩები
- მისი გოგო მე მყავს და კიდევ აქეთ რომ მემუქრმა -თავისთვის ჩაილაპარაკა ზაზამ
-მოიცა ახლა შენ რა თქვი-გაუკვირადა ალექსანდეს
-რაც გაიგე ლინდა ჩემთანაა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლის-
-დამალაპარაკე - ეუბნება ალექსანდრე ისსეთი სეგრძნება მაქვს თითქოს დროის გაყვანას ცდილობს მობილურზე ამდენ ხანს მეც კი არ მესაუბრებოდა მაგრა ზაზა ვერაფერს ხვდება ტელეფონს ახლოს მოაქვს და მანისნებს ილაპარაკეო მე გამიზნულად არ ვიღებ ხმას უშედეგოდ ცდილობს ჩემს ალაპარაკებას მაგრამ არაფერი გამოდის ბოლოს მკლავზე ძლიერად მიწერს ხელს
-მეტკინა ცხოველო-ვეუბნები და თვალებიდან ცრემლები მომდის
-ლინდა დამშვიდდი არაფერი მოგივა-მამშვიდებს ალექსანდრე მე კიდევ ნერვები მეშლება
-ჩემთვის რომ მოგესმინა მართლა არაფერი მოხდებოდა -ამას რომ ვამბობ ზაზას სახეზე ვაკვირდები ასკარად გაოგნებულია -ზაზა შეგიძლია ტელეფონი მომაშორო მისი ხმის გაგონებაც არ მინდა -ზაზას გაოცებას საზღვარი არ აქვს მემგონი ყველაფერი დაიჯერა გულში ალექსანდრეს ბოდიშს ვუხდიდი ამ სიტყვებისთვის
-ამისთვის დაისჯები- მეუბნება შცვლილი ხმით და მეც ნერვიულობა მეხსნება მივხვდი რომ მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს
-მისამართს მოგწერ და შეგიძლია მოხვიდე ოღონდ მარტო თუ გინდა რომ შენი გოგო უკანასკნელ გზაზე გააცილო-ეუბნება და მობილურს თისავს- შენ კი პატარავ ნამდვილად გამაკვირვე. ბატონ ალექსანდრეს გონია რომ სასწორზე შენი სიცოცხლე დევს მე კი ამას არ დავუშვებ.
-ანუ ჩემს მოკვლას არ აპირებ
-არა პატარავ მე ალექსანდრესთან მაქვს ანგარიში გასასწორებელი -მეუბნება და ოთახიდან გადის
მე არ ვიცი რა გავაკეთო ვნერვიულობ ალექსანდრეს რომ რამე დაემართოს მაშინ არა ამის წარმოდგენაც არ მინდა მე მეგონა ზაზა მხოლოდ ჩემს მოკვლას დაჯერდებოდა მაგრამ შევცდი სულ სხვა გეგმები ქონია . ნეტავი არ წამოეგებოდეს ზაზას ანჯესზე და არ მოვიდოდეს ამ უკანასკნელის იმედი კი ტყუილად რომ მაქვს ვხვდები . ალექსანდრე მიყვარს კი სწორად გაიგეთ მიყვარს უსაზღვროდ ზოგს ამის გასაგებათ მთელი ცხოვრება სჭირდება მე კი ის სულ რაღაც ერთ ტვეში ვიპოვე ამ ფიქრებში ვიყავი გასროლის ხმა რომ გავიგე და მემგონი მეც მოვკვდი ცოტახანში კი ჩემს ყურთასმენას პოლიციის სირენების ხმაც მისწვლა გასროლა ისევ განმეორდა მე კიდევ შიშსგან გული წამივიდა
გონს რომ მოვედი მხოლოდ ერთადეთთ სახელს ვლუღლუღებდი
-ალექსანდრე-მაშინვე დავიძახე როგორც კი თვალები გავახილე
-აქ ვარ საყვარელო-მეუბნება და შუბლზე მკოცნის მსიამოვნებს მისი ცხელი ტუჩემის შეხება და უნებურად მეღიმება
-სასჯელის ფორმა შეიცვალა- ვეუბნები და ვიღიმი
-არა მაგრამ მე მეგონა ახლა მაგის არც დრო იყო და არც ადგილი -ამბობს და იცნის
-ალექსანდრე წავიდეთ რა აქედან-ალექსანდრეც თავს მიქნევს და საავადმყოფოდან გავყავარ
საავადმყოფოდან გასულს უამრავი ჟურნალისტი გვხვდება შეკრებილი ძლივსძლივობით ვახერხებთ მანქანასთან მისვლას წინა სავარძელზე ვიკავებ ჩემს ადგილს და მალევე მივდივართ გზას ვაკვირდები ყოველთვის მიყვარდა ეს ბავშვობიდან ასეთი ჩვევა მაქვს
-სად მივდივართ-ვკითხე როდესაც დავინახე რომ ჩემს ქუჩას გავცდით
-ჩვენს სახლში -მეუბნება და ღიმილიანი სახით მიყურებს -ხო და კიდევ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, შენმა საყვარელმა ძამიკომ და დაქალებმა ყველაფერი იციან და თანახმა არიან , იცი მემგონი გაუხარდათ კიდეც - ამბობს და სიცილს აგრელებს
-კი მაგრამ ალექსანდრე
-არანაირი მაგრამ, ადრეც ავღნიშნე და ახლაც დავამატებ რომ არ მომწონს ის ფაქტი ჩემი ცოლი სხვაგან რომ ცხოვრობს
აღარაფერი მითქვამს ან თქმას რა აზრი ქონდა მანქანა უზარმაზარ კარებთან გააჩერა ვიცანი ეს ადგილი მალე კარი გაღო და ისევ იმ ოაზისში აღმოვჩნდი სადაც რამდენიმე კვირის წინ
სახლში რომ ავედით მაშინვე სააბაზანოში შევედი მოვწესრიგდი და უკან დავბრუნდი ალექსანდრე არსად დამხვდა ბოლოს მისი ოთახისკენ წავედი მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი სად იყო პირველიცე ოთახის კარზე დავაკაკუნე მაგრამ ხმა არავინ მომცა ამითომ სევედი მალე კი სააბაზანოს კარი გაიღო და ნახევრად შიშველი ალექსანდრეც გამოჩნდა კინაღამ გული წამივიდა მისუ კუბიკების დანახვისას სახეზე გვწითლდი თვალებზე ხელი ავიფარე და მისი ღიმილი დავაიგნორე
-მე... მე .... უბრა...ლოდ -ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი ამიტომ მივტრიალდი და გარეთ გასვლა დავაპირე მაგრამ შემაჩერა და კედელზე ამაკრა
-სასჯელი გამახსენდა-ამით იმართლა თავი და ჩემს ბაგეებს შეეხო მე კიდევ მორფეოსის სამყაროში გადავეშვი
-ალექსანდრე მორჩი შენზე ისევ გაბრაზებული ვარ -ვუთხარი და მის თუჩემს მოვშორდი დრემდე მიკვირს ეს როგორ მოვახერხე . ოთახიდან გავედი და სამზარეულოს მივაშურე ძალიან მშიოდა მალე ალექსანდრეც შემომიერთდა ერთად მივირთვით და გარეთ ბაღში გავედით
-აბა რატომ ხარ გაბრაზებული -მითხრა და ჰამაკში ჩაწვა მერე კი მეც გამიყოლა თან
-რატომ თქვა ზაზამ რომ შენ მას და მოუკალი -გამახსენდა და ვკითხე
-კარგი თავიდან დავიწყებ ყველაფრის მოყოლას მაგრამ იმედია არ გამაჩერე-მეუბნებამე კი თავს ვუქნებ- მამაჩემი გურამი და ზაზას მამა ვახტანგი ბავსვობიდნ მეგობრები იყვნენ შემდეგ მამაჩემმა ბიზნესი წამოიწყო რომელიც წარმატებული გამოდგა ცოლი მოიყვანა და ასე გავჩნდი მეც ბატონი ვახტანგი კი პოლიციელობას და მის საქმეს შეეწირა ერთერთი ოპერაციის დროს ორი შვილი ყავდა ზაზა და მარიამი , მე და მარიამს კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ხოლო ერთ დღეს მარის დაბადებისდღეზე ავარიაში მოვყევით მარიამი აადგილზე გარდაიცვალა მე კი ერთი თვე კომაში ვიყავი გონს რომ მოვედი თითქოს არაფერი ყველაფერი მოგვარებული დამხვდა ზაზაც კი არგად იქცეოდა და არაფერი იმჩნევდა მაგრამ ამ რამოდენიმე წელში ყველაფერი შეიცვალა და თავდაყირა დადგა ჯერ დედაჩემი გარდაიცვალა მამაჩემმა კი მის სიკვდის ვერ სეეგუა და ერთი წლის თავზე თავი მოიკლა. ზაზა ძალიან გაუცხოვდა ვიცოდი რასაც საქმიანობდა მაგრამ მის საქმესი არასოდეს ჩავრეულვარ , ზაზას ყოველთვის ვუთვალთვალებდი რადგან მისი სიმშვიდე არ მომწონდა ეჭვი მეპარებოდა მასში მერე კი შენ გამოჩნდი პირველად კლუბში გნახე ვაღიარებ ძალიან მომეწონე და სენზე ყველაფრის გარკვევა დავავალე მალე გაარკვიეს და მითხრეს რომ ზაზასტან მუშაობდი ეს ფაქტი არ მესიამოვნა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია . შემდეგ შუა ქუჩაში გიპოვე უგონოდ ყოფი მაშინვე სახლში წაგიყვანე, არვიცი რატომ მაგრამ შენ ჩემი მტელი გონება დაისაკუთრე მაშინ . ხოლო ის ჩახუტება საბოლოო წყეთი აღმჩნდა. მეორე დილით რომ გავიღვიძე და სახლში არ დამხვდი ძალიან გავბრაზდე სწორედ ესიყო ჩემი გაბრაზბის მიზეზი კლუბში როდესაც თავი ჩემს მეუღლედ წამროადგინე და არა ის რომ გოგოები გაგვიქციე. შენი შეშინებული სახის დანახვას კი არაფერ სჯობდა დამიჯერე. შემდეგ ისევ კლუბში გნახე ბიჭების ერთად საშინლად გავბრაზდი ლექსო რომ არა არვიცი რამოხდებოდა ვაჩე ძალიან კარგი პიროვება აღმოჩნდა მე დავურეკე და მათან საუბარი გადავწყვიტე ყველაფერი მოვუყევი და კარგად მიიღოო ასე თქვა დიდი გოგოა და მისი გადასაწყვეტია რას გააკეთებსო-თქვა და გაიცინა მე კი გაოცებული სახით ვუყურებდი-ლუკა არ მომეწონა მასზე საშინლად ვიეჭვიანე მერე გავიგე რომ ერთ ოფისში მუშაობდთ ისიც გავიგე ზაზამ ჩემზე ინფორმაციის შეგროვება რომ გთხოვა სენ კიდე დათანხმებულხარ მაგრამ იმ ამბავმა რომ სამსახურიდან წამოხვედი და ჩემს შესახებ არაფრის მოძიება დაიწყე საბოლოოდ გადამაწყვეტინა რომ ერთადერთი ქალი ვისაც ჩემი ცოლი ერქმეოდა ეს შენ იყავი.
-მოიცადე და ის საუბარი რას მივაწერო მიწასთან რომ გამასწორე- გავბრაზდი მე
-გახსოვთ თეკლა რომ დაიკარგა მაგ დღეს აღმოვაჩინე რომ ვიღაც კაცი გითვალთვალებდა , მაშინვე მივხვდი რომ ინტერესის ობიექტი მე ვიყავი და არა შენ მივხვდი ზაზას კაცი რომ იქნებოდა ამიტომ შენთან ურთიერთონის გაწყვეტა გადავწყვიტე დროებით, რომ გავიგე ბათუმში იყავი გავბრაზდი და მობილური გაგითიშე მაგრამ მერე მივხვდი რომ ასე უკეთესი იყო ვიცოდი ზაზა ჩემს გასანადგურებლად ყველაფერს გააკეთებდა ამითომ არ მინდოდა შენ რაიმე დაგშავებოდა ის სპეკტაკლიც ამიტომ დავდგი, ეს მაპატიე კარგი ვერ მოვითმინე იმ ღამეს და ისევ შენთან მოვედი ნამტირალევი სახე რომ მახსენდებოდა თავი არაკაცი მეგონა სახლში მოვედი და არ დამხვდი გოგონებმაც არ არის ჩვენთანო მაშინ მივხვდი რაც მოხდებოდა, პოლიციას სევატყობინედა ზაზას ტელეფონის სიგნალი დავაჭერინე როგორც კი დარეკა მაშინვე დავიწყეთ მისი ადგილსამყოფელის დადგენა სპეციალურად ვაჭიანურებდი დროს, შენი სიცოცხლიტ რომ დაიწყო მანიპულირება კინაღამ მწყობრიდნ გამოვედი დანარჩენი კი ისედაც იცი-ამბობს და იცინის
-ალექსანდრე დევდარიანო ამისთვის დაისჯები- ვეუბნები და ვიცინი
-და სასჯელის არსი რაში მდგომარეობს -მეკითხება ინტერესით
-მართლა მოგიწევს ჩემი ცოლად მოყვანა და სიცოცხლის ბოლომდე ყურება
-სასჯელი იმისთვისაა რომ რირსეულად აიტანო- მეუბნება და ჩემს ბაგეებს ეხება
ამ ამბიდან ორი წელი გავიდა მე და ალექსანდრე კი დღემდე ბედნიერად ვცხოვრობთ რაც შეეხება დანარჩემს ვაჩე როგორც იქნა გამოუტყდა ნინოს რო უყვარს და მალე ქორწილიც აქვთ. მია და ლექსო უკვე ცოლქმარი არიან და პატარას ელოდებიან . ტასო და დათოს კი პატარა საბა ყავთ უკვე .
-ალექსანდრე გაიღვიძე რა -ვეუბნები მაგრამ ჩემი არ ესმის
-ლინდა დამაძინე რა ან უკეთესი შენც ჩემთან ერთად დაიძინე-მეუბნება და ხესს მხვევს
-არმინდა დაძინება მე ნაყინი მინდა-ვეუბნები და გათავისუფლებას ვცდილობ
-კარგი რა საყვარელო სად ვნახო ამ ღამე ნაყინი -მეუბნება და ძილს აგრზელებს
-საყვარელო შენი მამიკო დაისჯება - ვამბობ და ვიცინი
-მოიცადე გაიმეორე ახლა რა თქვი-მეუბნება და საწოლზე ჯდება
-ვთქვი რომ დაისჯები-ვეუბნები გაბუთული
-მანამდე რა თქვი-მივხვდი რისი გაგეაც უნდოდა ალექსანდრეს
-ის რომ მალე მამიკო გახდები და კიდევ ნაყინი მაინც მინდა -ვამბობ და ვიცინი არასდროს დამავიწყდება ალექსანდრეს გაბრწყინებული თვალები იმდენი მკოცნა მემგონი ნაყინი საეთოდ დამავიწყდა
-კარგი ნაყინი იქნება- მეუბნება და საწოლიდან დგება
-დიდი ნაყინი მინდა შოკოლადის და ზემოდან მარწყვით-ვეუბნები და ბავშვურად ვეტიტინები
-მიყვარხარ - მეუბნება და მკოცნის
-მაბედნიერებ-ვეუბნები და ვწითლდენი

*******************************************



№2 სტუმარი )))

Yvelaferi esrt sivrceshiii yvela wutti yvelaferi rac ki arsebosb yochagg dzann kargi iyooo

 


№3  offline მოდერი ენემი

სათაურმა მომიყვანა წასაკითხად laughing ძალიან, ძალიან ვისიამოვნე kissing_heart ნიჭიერი ხარ შენ kissing_heart

 


№4  offline წევრი elena gavasheli

ენემი
სათაურმა მომიყვანა წასაკითხად laughing ძალიან, ძალიან ვისიამოვნე kissing_heart ნიჭიერი ხარ შენ kissing_heart

დიდი მადლობა მიხარუა თუ მოგეწონა

)))
Yvelaferi esrt sivrceshiii yvela wutti yvelaferi rac ki arsebosb yochagg dzann kargi iyooo

მადლობა გაიხარე

 


№5  offline წევრი elena gavasheli

For Love
<3 <3 <3

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent