თავადაზნაურული ამბები (7)
სადღაც სამი საათი სრულდებოდა,რომ გამეღვიძა.გგვერდით ანანო მომწოლოდა და ტელეფონში რაღაცას უყურებდა,თან ჩუმად ხითხითებდა,რომ არ გამღვიძებოდა. -რა გაცინებთ ქალბატონო?-უცებ ჩავყვირე ყურში და ლამის საწოლიდანაც გადავაგდე. -რა გაყვირებს ცხოველო?-გამომიქანა ბალიში და ტელეფონიც იქვე მიაგდო. -კაი ანჩ დამშვიდდი-გავუღიმე და ისევ საწოლზე მივწექი-არავის მოვუკითხივართ? -კიი,ყველა სათითაოდ ამოვიდა შენს სანახავად! -მოიცა,ეგ როგორ? ყველაფერი იციან?-სატირლად მოვბრიცე ტუჩები. -არა გოგო,დამშვიდდი.ნიკოლამ უთხრა წაიქცა და იტკინა ხელებიო,ლოყაც გაუსკდაო! -დაიჯერეს მერე?-ინტერესით მივაშტერდი. -დაიჯერეს რომელია? დაგცინეს კიდეც,სიარული მაინც გამოსდიოდა კარგად და ეგეც არ სცოდნიაო-თავისი მოკლე ჭკუით იხუმრა -მაგრამ.... -რა მაგრამ? -ქალბატონმა ნინომ მგონი არ დაიჯერა,ასე თქვა,რომ გაიღვიძებს თავად დაველაპარაკებიო! -აუუუუ,არ მინდა.არავის ნახვა არ მინდა.წარმომიდგენია ნიკოლა და იოანე რას ფიქრობენ ჩემზე-თვალებზე ხელი ავიფარე და ცოტა ხანში ავბღავდებოდი კიდევაც-ეს რა გოგოს საქციელი იყო? ცხოვრებაში ხელი არავისთვის დამირტყავს და გუშინ რამ გამაგიჟა.ღმერთო რა სირცხვილია! -ჩემი აზრით,სადარდებელი არაფერია!-მხრები უდარდელად აიჩეჩა ანანომ. -რატომ ვითომ? -რატო და იოანემ ლამის შენი ძეგლი დადგას მაგ გოგოს ცემისთვის! ასე თქვა,თათიას გარდა რძლად არავის მივიღებო! -მართლა?-ბედნიერებისგან გამიბრწყინდა თვალები-აუუ რა საყვარელიაა! -არ თქვა,ნამეტანი-ირონიულად ამომხედა და სახე დამანჭა. -შენ იმიტომ არ მოგწონს,რომ გიყვარს!-პირდაპირ ვაჯახე სიმართლე ჩემს ცანცარა დაქალს. -ვინ? იოანე? მე? მე მიყვარს იოანე?-გაოცებული მიყურებდა. -კაი,ნუ ღელავ.ჩემი აზრით,მასაც ჩაუვარდი გულში-ეშმაკურად გავუცინე. -აღარ მინდა ამ სისულელეზე ლაპარაკი.ჯობია შენ ნიკოლაზე იფიქრო-ნიშნის მოგებით მითხრა. -ნიკოლა რა შუაშია აქ? -მადლობა უნდა უთხრა.მთელი ღამე გივლიდა,ეგ რომ არა დღეს ალბათ ხელსაც ვერ გაანძრევდი.თან შენ გამო ტყუილიც კი თქვა! -უმადური არ ვარ,მადლობას ვეტყვი რა თქმა უნდა! -შეყვარებული რომ უცემე მაგას გაპატიებს ალბათ-აკისკისდა ანანო,თითქოს რამე კარგი ეთქვას. -ღმერთოო,ნუ მახსენებ!-წამოვიყვირე და ბალიში ავიფარე სახეზე.ამ დროს კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა და ანანოს თანხმობის შემდეგ ქალბატონი ნინო შემოვიდა ოთახში.ანას თვალით ანიშნა,დაგვტოვეო და ისიც გაიძურწა ოთახიდან.მე კი აწურული ლამის ჩავეხუტე საწოლის თავს. -აბა ქალბატონო,როგორ ხარ? -მადლობთ,უკეთ-ძლივს ამოვიბლუყუნე,თან თვალსაც ვერ ვუსწორებდი. -ხელებიი ხომ არ გტკივა? -ოდნავ,მაგრამ უმნიშვნელოდ-თავჩახრილი ჩემ ხელებს დავყურებდი. -თვალებში რატომ არ მიყურებს პატარა ქალბატონი? -მეე.... მე უბრალოდ... -შენ უბრალოდ მომიყვები სიმართლეს და არ შეეცდები ჩემს მოტყუებას! -ნიკოლამ ხომ გითხრათ? წავიქეცი! -თათია ტყუილების გარეშე! -არ შემიძლია,მრცხვენია! ვერ გეტყვით-წამოვიყვირე და სიწითლის დასამალად ბალიში ავიფარე სახეზე. ქალბატონმა ნინომ კი ჩამომაცალ და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია. -საყვარელო,სიმართლის თქმა სირცხვილი არასდროსაა,როგორიც არ უნდა იყოს ის! თუ გინდა თვალები დახუჭე,წარმოიდგინე რომ შენ გვერდით ანანო ზის და არა მე.ასე უფრო გაგიადვილდება თქმა!-თბილად მომიგო,თან ჩემს ნატკენ ხელებს ეფერებოდა.მაქსიმალურად შევეცადე მისი იქ ყოფნა დამეიგნორებინა და სიმართლე მომეყოლა,რადგან სხვაგვარად ვერ მოვიშორებდი მას.დაწყება ჭირს როგორც ყოველთვის,თორემ შემდეგ ხუთ წამში მოვუყევი ყველაფერი და თვალებიც გავახილე.იმის მაგივრად,რომ გაბრაზებული და სახეშეჭმუხნული ნინო დამხვედროდა,ყურებამდე გაკრეჭილი მიყურებდა. -ქალბატონო ნინო,ხომ კარგად ხართ?-გაკვირვებულმა ვკითხე. -კარგად არა,ძალიან კარგად ვარ-გაბადრულმა შემომხედა. -მაშინ გაიგეთ რაც მოვყევი? -იმაზე კარგად გავიგე,ვიდრე შენ გგონია.რატომ თვლი,რომ სამარცხვინოდ მოიქეცი? პირიქით,ჩემი გული ახლა უკვე მთლიანად შენია.ინტუიცია არასდროს მატყუებს,შენი სურათი მანახა თუ არა ლელამ,უკვე ვიცოდი როგორიც იქნებოდი.მაგ გველისთვის ვინმეს უნდა ესწავლებინა ჭკუა და ერთადერთი გმირი შენ გამოდექი,ჩემი სარძლო-მხიარულად მითხრა,თან ბედნიერი იღიმოდა-უხხ,წარმომიდგენია მისი სახე.თმაგაწეწილი,დალურჯებული რომ წიოკობდა მომაცილეთო-ამის წარმოდგენაზე ბოლომდე ახარხარდა.ამ ქალს პირველად ვხედავ ასე გაცინებულს,მგონი ღირს ყოველდღე ანიუტას ცემა ამად. -მოკლედ საყვარელო,შენ ამაზე მეტად აღარ იდარდო! მე არავის არაფერს ვეტყვი! -არც მამიდას უთხრათ რაა! თორემ ყოველდღე ცხვირში ამომადენს ამ ქაჯობას! -ნუ ღელავ შენ მაგაზე! ყველაფერი ისე იქნება,როგორც იტყვი.არ რაა,შენნაირი გოგო ზედგამოჭრილია ნიკოლასნაირი მუდოსთვის! -ნიკოლა მეეჭვება ეგრე ფიქრობდეს-ჩემთვის ჩავილაპარაკე მეგონა,მაგრამ ყველაფერი გაიგო. -ნიკოლას საკუთარი შვილივით ვიცნობ და ტყუილად არ ამირჩევიხარ! იმაზე მეტად მოწონხარ,ვიდრე გგონია!-ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა. მთელი საღამო ჩემს ოთახში გავატარე,არსად გასვლა არ მინდოდა.მითუმეტეს სადმე ნიკოლას ნახვა.წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეთქვა მისთვის.ბიჭს შეყვარებული ვუცემე,მერე მთელი ღამე ჩემს მოვლაში გავატარებინე და ჩემი ისტერიკები ვასმენინე.ბოდიშები მეხადა თუ მადლობები აღარ ვიცოდი,მაგრამ გულის სიღრმეში არც ერთის გაკეთება მინდოდა და არც მეორის.მინდოდა მეჩხუბა და მეყვირა,მეკითხა რატომ არ დამიცავი მისგანთქო.ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ანიუტასთვის.ერთხელაც კი არ შეწინააღმდეგებია,იდგა ასე ბეტონივით უძრავად და ჩვენ ჩხუბს უყურებდა. ამ ფიქრებში ვიყავი,კარი რასაც ქვია რომ შემოანგრიეს.ვინ იქნებოდნენ თუ არა გიორგი და იოანე. -რომელ წონით კატეგორიაში ჭიდაობა ძმა?-გაკრეჭილმა გიორგიმ ინტერესით მკითხა. -შავი ქამარი რომელ წელს აიღე?-იოანეც აჰყვა,თან ტელეფონი ეჭირა მიკროფონის იმიტაციისთვის და ინტერესით ელოდებოდა ჩემს პასუხებს. -ჭიდაობის გარდა რომელ სპორტს მისდევთ? -ჩემი აზრით,სუმოისტობაც დაამშვენებდა-გიორგის კითხვას იოანემ გასცა პასუხი,რადგან უკვე სიცილისგან ცუდად ვიყავი. -ცალი ხელით რამდენ აჯიმანიას აკეთებ ძმა? -ჯიხვს რქებში ჩაბერავ? -დაგორებულ მანქანას რამდენ წამში აჩერებ? ეს და ამდაგვარი ათასობით სულელური კითხვის შემდეგ,როგორც იქნა მომასულიერეს და წყალიც მაპკურეს. -აუუ ბიჭებოო,მიყვარხართ!-ორივეს შევხედე და ხელით ვანიშნე აქეთ-იქით მომიწექითთქო.მათაც არ დააყოვნეს და გაითხლაშნენ ჩემ საწოლზე. მე კი შუაში გამჭყლიტეს. -აქ რა ხდება?-დაიყვირა ანანომ და ხელებგადაჯვარედინებული წინ აგვესვეტა. -რა ანჩის ხატივით დაგვადექი გოგო თავზე?-გვერდულად გახედა გიორგიმ. -თათიაზე მაგრად ვჩხუბობ და მიფრდხილი ვაჟბატონო!-გაბუსხულმა გადახედა. -მოდი გოგო ჩვენთან,ჩაგიგორო უნდა საწოლში-სიცილით უთხრა იოანემ და თან ხელი საწოლზე დაატყაპუნა-მოდი შენს სიყვარულთან!-ანანო ამაზე სულ გაგიჟდა,იოანე ერთი მიაწყევლა მოხუცი დედაკაცივით და ოთახიდან გასვლას აპირებდა,იოანე რომ წამოხტა და ზურგზე მოიგდო,მერე კი ჩემსა და თავის შორის ჩააწვინა. -გამიშვი იდიოტო,თავი ვინ გგონია-ისე ყვიროდა გეგონება იტაცებდნენ,თან ფეხებს იქნევდა. -კაიი გოგო დაყრუვდნენ ძროხები-დავუყვირე და მუჯლუგუნი ვკარი. -კაიი დამშვიდდი სიყვარულო-ზემოდან დაჰყურებდა ვაჟბატონი და უფრო ამწარებდა-ნუ ყვირიხარ,მაინც არ მოგეკარები, რამდენიც არ უნდა მთხოვო-ქალივით გაინაზა და ცხვირი აიბზუა-შენნაირი გოგოები ვერ შემაცდენენ!-ანანო გაოცებული უყურებდა,იოანემ კი დრო იხელთა და ლოყაზე აკოცა,თან მაგრად ჩაიხუტა. მთელი დღე ამათ მასხრობას ვუსმენდი და დებილივით ვიცინოდით მე და გიო ამ ორის დიალოგეზე.საღამოს,როგორც იქნა ყველა გავაცილე და მარტო დავრჩი,მამიდაჩემი რომ ტორნადოსავით შემოიჭრა. -მომიკვდეს თავი,ეს რა მოუვიდა ჩემ გოგოს! რატო არ მომტყდა ენა,აქ წამოსვლაზე რომ დაგითანხმე!-მოხუცი ქალივით ქოთქოთებდა და არ ჩუმდებოდა. -ლელაჩკა როგორ გეტყობა რომ ენერგიას ვერაფერში ხარჯავ?-სინანულით გავაქნიე თავი. -რაც მე ენერგიას ვხარჯავ იმ მოხუცის მოვლაში... -მე სხვა ენერგიის ხარჯვა ვიგულისხმე-ეშმაკურად ჩავუკარი თვალი და გავაგიჟე კიდევაც. -არაა,ღირსი ხარ,მეტის ღირსი ხარ-ყვიროდა თან მუჯლუგუნებს მირტყავდა-რატო ისე არ დაეცი,რომ ეგ ენა კბილებს შორის ისე მოგყოლოდა,ვერ გელაპარაკა ერთი-ორი თვე,ჰააა? ხო მოისხავდა ეს სამყარო მადლს! -დამშვიდდი გოგო,რა ჯანზე ხარ? მართლა გინდა შენ კაცი! სერიოზულად,კლიმაქსი რომ დაგეწყება,მერე არ გინდა შენი ატანა?-სიცილს ძლივ ვიკავებდი მამიდაჩემის გამომეტყველებაზე,თავს ძალიან შეურაწყოფილად რომ გრძნობდა.ბოლოს,როგორც იქნა ლელაჩკაც გავაცილე და დავრჩი ჩემ თავთან მარტო.ამ დროს კი ავტომატურად ნიკოლა ჩნდებოდა ჩემს გონებაში.ნეტა სადაა? რას აკეთებს? ერთხელაც არ მომიკითხა მაგ ბეტონის ქვამ! ალბათ ანიუტას უვლის,გოგოს თმები გავუწეწე და... არა მე საერთოდ მასზე რატო ვფიქრობ? ვინ ჯანდაბაა ნიკოლა? ეგეც ჩემი ტოლი არ იყოს რაა,პედოფილი-უკვე ხმამაღლა ვფიქრობდი და თავს ვიმშვიდები იმით,რომ ნიკოლა რეალურად სულაც არ მადარდებდა და მხოლოდ ვერთობოდი მისი მოჟამული სახით.ბევრი ვიფიქრე,ცოტაც ვილაპარაკე,მაგრამ იმ დღეს არავინ გამოჩენილა ქვა-ბეტონი ნიკოლას მსგავსი. მეორე დღეს ქალაქის იმ ნაწილის დათვალიერებას ვაპირებდით,რაც ნანახი არ გვქონდა.მე,გიო,ანანო და იოანე ერთ მანქანაში მოვთავსდით და ქალაქში გავიარეთ.წინ მე და გიო ვისხედით,უკან კი ანანო და იოანე,მაგრამ ვაი ამ ჯდომას.მანქანა მთლიანად მოშალეს,ისეთ მუჯლუგუნებს ისროდა ქალბატონი. -თათია შენს ყელტიტველა ქათამ დაქალს უთხარი რამე!-აწუწუნდა იოანე. -რაოო? ყელტიტველა ვინაა,შე ყურებპარტყუნა ბიჭო! -ყურები საერთოდ არც მიჩანს,ისეთი პატარაა-დაეჭვებული იოანე სარკეში ამოწმებდა თავისი ყურების სიდიდეს. -ეგრე არც მე ვარ ყელტიტველა ქათამი!-გაბრაზებულმა ანანომ გემრიელად უთავაზა. -როცა ვერ მხედავ,სულ კისერი გაქვს დაგრძელებული და აქეთ-იქით იყურები გიჟივით,ნეტა სადაა ჩემი ბიჭიო!-არტისტულად აჯავრებდა ქალბატონს,რომელიც მართლაც სულ იოანეს ეძებდა თვალებით-რაა თათია ეგრე არაა? -მართალია,ეგრეა!-კვერი დავუკარი ყურებპარტყუნას. -რააო? შენც გოგო?-გამწარებული ანანო ახლა ჩემზე გადმოვიდა და მაგრად მიჩქმიტა-შენ იმიტომ დაგეძებ,რომ არ გადავეყარო შენს მახინჯ სიფათს სადმე და მოგშორდე ხოლმე. -ჩემი აზრით,ცოტა უგემოვნო ქათამი ხარ-იოანე უფრო ამწარებდა-ჩემნაირ ბიჭზე რომ მაგას იტყვი,ან გემოვნება არ გაქვს,ან გოგოები გევასება საყვარელო!-ირონიულად გადახედა. -ახლა დამაკავეთ ვინმემ-დაიკივლა ანანომ და გიჟივით წამოხტა ფეხზე,მაგრამ თავი მანქანის სახურავს მიარტყა და გაიხეთქა.სისხლის დანახვაზე ხომ საერთოდ,ერთი გაიფართხალა ქათამივით და გულიც წაუვიდა. -ანანო,ანანოო-გიჟივით უყვიროდა იოანე-გოგო,გეყოფა მაიმუნობაა! გამოფხიზლდი,ვიხმურე! მართლა ყელტიტველა მამალი კი არ ხარ,არც ბეცივით იყურები ხოლმე აქეთ-იქით,არც არანორამური ხარ და არც ჭკუასუსტი,ოღონდ ახლა გაიღვიძე და ყველა სიტყვა უკან მიმაქვს! -მართლა?-უცებ წამოიყვირა გონზე მოსულმა ანანომ. -კიი,ყველა სიტყვა უკან მიმაქვს,ერთის გარდა! მაინც,საგიჟეთის გიჟი ხარ!-ეს თქვა და სამივე ავხარხარდით ანანოს გარდა.მარტო ის იჯდა თავგატეხილი და გაბუსხული. ბოლოს გიომ გადაწყვიტა,რომ იმ საავადმყოფოში შეგვევლო სადაც ნნიკოლა მუშაობდა.თან ანანოს თავსაც მიხედავს,ბავშვი მართლა არ გაგვიგიჟდეს ნელ-ნელაო.საავადმყოფოში ნიკოლას ხსენებაზე ყველა გიჟივით იქცეოდა,ყველა რაა ძირითადად ქალები.აღარ იცოდნენ,რომელი წასულიყო მის დასაძახებლად. -ეს ბებიაჩემის ტოლა ქალები რაღამ გადარია-ვბურტყუნებდი ჩემთვის-მაგრამ რა მიკვირს,ეგეც მაგათი ასაკისაა!-უდარდელად ავიჩეჩე მხრები.არა და გულში ნაკვერჩხალი ღვივდებოდა ამ ქალბატონების შემყურე. ბოლოს,როგორც იქნა გადაწყდა ვინ წავიდოდა ნიკოლას მოსაყვანად.წასული ქალბატონიც მალე დაბრუნდა ბედნიერი ღიმილით და გიოს რაღაც უთხრა გერმანულად.მანაც გამომყევითო და საბოლოოდ თავი ნიკოლას კაბინეტში ამოვყავით.საკმაოდ დიდი და ნათელი ოთახი იყო,ლამაზად და კომფორტულად მოწყობილი.ახლა გამახსენდა,რომ იმ ჩხუბის მერე ნანახი არ მყავდა და საშინლად დავიძაბე.მეშინოდ მისი რეაქციების,მაგრამ თვითონ ისე გადამკოცნა,თითქოს რომელიმე პაციენტი ვიყავი.მე სულელი კი ლამის მოსასულიერებელი გავხდი,თან ეს თეთრი ხალათი და კიდევ უფრო დინჯი მანერები ისე უხდებოდა,თვალს ვერ ვაშორებდი.თვითონ წესივრად არც შემოუხედავს,ანანოს დატრიალებდა თავზე.მე კიდევ ამაზე საშინლად ვბრაზდებოდი და ცოტა ხანში,მისი ყურადღების მისაქცევად ძერას კი არა ჯიხვსაც მოვკლავდი. -სერიოზული არაფერია,მაგრამ აჯობებს მაინც გადავუღოთ თავზე! რამე არ გაიპაროს-ისე სერიოზულად თქვა,გეგონება მსოფლიოს ბედი გადაწყვიტა.იდიოტი! -ანანოს მე გავიყვან და თქვენ აქ დამელოდეთ!-განაცხდა ვაჟბატონმა,რომელიც კვლავ მაიგნორებდა. -მეც წამოვალ!-ისე სერიოზულად თქვა იოანემ,ასეთი ეს ბიჭი გაცნობის ღამეს ვნახე მარტო,ანანომ რომ თავი გაუტეხა. -შენ აქ დარჩები-გაკაპასდა ისევ ქალბატონი. -შენ ვინ ხარ,რომ მიწყვიტავ? -ახლა,რომ დაგახრჩობ,შენს ცხოვრებაში ვეღარფერს გადაწყვიტავ-გაცეცხლდა ჩემი დაქალი. -ხო გეუბნები,ტომოგრაფიაზე კი არა საგიჟეთში უნდა გაგიშვათ-ამ ჩხუბით გავიდნენ კაბინეტიდან ანანო და იოანე.ნიკოლაც მათ მიჰყვა,მხოლოდ გიოს უთხრა მალე მოვალთო.გიომაც აქვე გავალ,წყალს ვიყიდიო. რამდნეიმე წუთში ყველა გაიკრიფა და დავრჩი მარტო ნიკოლას კაბინეტში.უცებ ვიღაცამ კარები შემოაღო,მაგრამ მე ზურგით ვიდექი და სახეს ვერ ვხედავდი.მეგონა გიოს დარჩა რამე და მობრუნდათქო. -ბატო,საფულე დამრჩაო არ თქვა! -უკაცრავად,მგონი ოთახი შემეშალა-უცხო ხმა გავიგე,თანაც ქართულად ლაპარაკობდა და შეშინებულივით შევხტი.სანამ შემოვბრუნდი,უცნობი გასული დამხვდა მაგრამ რამდენიმე წამში ისევ შემოაღო კარები. -ოთახი არ შემშლია,ეს ხომ ექიმი ნიკოლას კაბინეტია?-იკითხა სასიამოვნო გარეგნობის ბიჭმა,რომელიც საყვარლად მიცინოდა. -ბატონის რა მოგახსენოთ და ნიკოლას ოთახი ნამდვილად არის-მეც გავუცინე და ხელით ვანიშნე,რომ შემოსულიყო. -თქვენ ნიკოლასი ვინ ხართ? -მეე? მე...-ისე დავიბენი თითქოს რამე სერიოზული ეკითხოს-მე ნიკოლას მეგობარი ვარ თათია. -სასიამოვნოა-თბილად გამიღიმა და ხელი ჩამომართვა-მე ირაკლი მქვია,ნიკოლა სადაა ხომ არ იცი? -ჩემი მეგობარი წაიყვანა ტომოგრაფიაზე და მალე მოვა. -წინააღმდეგი ხომ არ იქნები,თქვენთან ერთად რომ დაველოდო?-ისე საყვარლად მკითხა,რომ უარის თქმა არც მიფიქრია. -რა თქმა უნდა შეგიძლია-ირაკლი ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა.ისე გავერთე მასთან საუბარში,რომ ვერცერთმა გავიგეთ ნიკოლას მოსვლა,სანამ კარები არ მიაჯახუნა ჩვენი ყურადღების მისაქცევად. -უიი ბატონო ნიკოლოზ-გაუცინა ირაკლიმ და ხელი ჩამოართვა-თქვენთან მოვედი,აქ კი ისეთი გოგო დამხვდა,რომ სიმართლე გითხრათ დამავიწყდით-ისე გულწრფელად და საყვარლად ლაპარაკობდა,რომ ლამის მივედი და ჩავკოცნე ეს ბიჭი. -მერე?-ისე იკითხა ამ ქვა-ბეტონმა,რომ ოთახში ჰაერიც კი გაყინა. -უბრალოდ მინდოდა მეთქვა,რომ კარგი მეგობარი გყავთ! -მეგობარი?-ირონიულად კითხა და მზერა ჩემზე გადმოიტანა.საინტერესოა ეს დიდება რით დავიმსახურე. -დიახ,მან მითხრა რომ მეგობარია თქვენი-გააკვირვებული ირაკლი ხან მას უყურებდა და ხან მე. -ეტყობა ქალბატონ თათიას მეგორბობა სხვანაირად ესმის-გვერდულად გამომხედა და თავის მაგიდას მიუჯდა-აბა რა გინდოდა?-მიმართა ირაკლის. -დედას რომ წამლები გამოუწერეთ,არ მოგიციათ რეცეფტი და მისი წაღება მინდოდა. -ახლავე!-რაღაც ფურცლები ამოიღო,დაჯღაბნა და მისცა-ახლა კი ნახვამდის!-ისე ელაპარაკებოდა ამ ბიჭს,თითქოს ერთი სული აქვს თავიდან მოიცილოსო. -ნახვამდის და მადლობდა!-გაუღიმა ნიკოლას და მერე მე მომიბრუნდა-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ლამაზო ქალბატონო-გამიღიმა და თან ხელზე მეამბორა,მაგრამ ნიკოლას სახეს რომ გადავხედე,მგონი ჯობდა ეს ბიჭია მალე გამექრო აქედან. -იქნებ შენი ნომერი მომცეე!-საყვარლად გამიღიმა. -გერმანული კარტა არ აქვს!-კბილებში გამოსცრა ნიკოლამ,ისე რომ ჩვენთვის არც შემოუხედავს,რაღაც საბუთებს მიშტერებოდა.თან ხელში ისე ჩაებღუჯა ლამის გაეხია. -მაშინ,მისამართი მითხარი და დღეს სადმე გავისეირნოთ!-არ ნებდებოდა ირაკლი,ნიკოლას კი მოთმინება ამოეწურა და ფეხზე დინჯად წამოდგა.ჯიბეებში ხელჩალაგებული დაიძრა ჩვენკენ.როგორც კი მომიახლოვდა ხელი გადამხვია და ირაკლის გაუღიმა. -არანაირი ტელეფონის ნომერი,არანაირი სახლში მოკითხვები! ეს ქალბატონი დაკავებულია-გამოსცრა კბილებში,თან გადახვეულ ხელს ისე მიჭერდა,თითქოს რამე ყოფილიყოს ჩემი ბრალი. -კი მაგრამ...-გაოცებულმა წამოვიყვირეე. -არავითარი მაგრამ,საყვარეეელო!-ისე გადმომხედა,რომ ირაკლიც მიხვდა უნდა გაგვცლოდა.ბოდიში მოიხადა და სწრაფად გავარდა ოთახიდან. -ეს რა იყო?-გაცეცხლებულმა ქვა-ბეტონის ხელი მოვიშორე და მივუბრუნდი. -რაც გაიგე!-კმაყოფილმა ამოილაპარაკა და ისევ თავის ბეტონის სავრაძელში ჩაჯდა. -რა უფლება გაქვს გადამიწყვიტო მსგავსი საკითხები? -მადლობა თქვი,რომ მოსაწყენი საღამოსგან გიხსენი!-უდარდელად აიჩეჩა მხრები. -შენზე მოსაწყენი ამ ქვეყნად ქვაც კი არაა!-გაბრაზებულმა დავუყვირე.ნიკოლა კი სწრაფად წამოდგა და მკლავებში ჩამაფრინდა,თან ისე ახლოს მოვიდა,რომ მისი შავი თვალებიდან წამოსული ბრაზი მთელ ჩემს სხეულზე გადმოდიოდა. -მეორედ გეუბნები,რომ ტონი და სიტყვები აკონტროლო! თუ ასე ძაან მოგეწონა ეგ ს..რი, მიდი და გაეკიდე! მაგრამ იცოდე, რომ ორივე კაი ჩიტს დაიჭერთ! -არანორმალუროო,გამიშვი ხელი-ვუყვიროდი,თან გიჟივით ვფართხალებდი მის მკლავებში. -აქ ერთადერთი არანორმალური შენ ხარ, მე კიდევ ექიმი ვარ და ჰიპოკრატეს ფიცის გამო მაინც უნდა გიმკურნალო!-დააამთავრა თუ არა სიტყვა,მისი ცივი ტუჩების შეხება ვიგრძენი.ტუჩებიც ქვა-ბეტონის ჰქონიათქო გავიფიქრე,მაგრამ რამენიმე წამში იმხელა ადრენალინი ვიგრძენი,რომ არა ნიკოლას მკლავები ალბათ იატაკს ჩავეხუტებოდი.ჩემი პირველი კოცნა წამართვა ამ კათარზისის მოხუცმა,მე კიდევ დებილივით ვიდექი და უფლებას ვაძლევდი,რომ კოცნა არ შეეწყვიტა.ასე რომ ვინმეს ეკოცნა თქვენთვის,ალბათ ვერც თქვენ ეტყოდით უარს.იმდენად გრძნობით და თან მომთხოვნად მკოცნიდა,რომ სანამ ჟანგბადის მარაგი არ გაუთავდა,არ გაჩერებულა.როგორც კი მომშორდა ვიგრძენი როგორ გამიწითლდა ლოყები,ისე შემრცხვა მისი,რომ თვალებშიც ვერ ჩავხედე.დარცხვენილი ძირს ვიყურებოდი.ამ ქვა-ბეტონმა კი ყველაფერი უფრო გამირთულა. -კაცმა რომ გკითხოს ბავშვი არ ვარო და კოცნაზე თუ ასე დნები,მერე რაღას იზავ?-ამაზე სულ გადავჭარხალდი,ამ იდიოტს რა ჰგონია,რომ ყოველ დღე ვკოცნაობ ბიჭებთან? რომელი გამოცდილი მე მნახა,სრული იდიოტი! თითქოს ჩემ ფიქრებს უსმენდაო ისე წამოიყვირაა. -არააა... არ მითხრა,რომ პირველი ვარ!-ისე საყვარლად გაიცინა,რომ სირცხვილი სულ დამავიწყდა.ისეთი ბედნიერი იყო იმ ფაქტით,რომ ჩემი პირველი კოცნა მას ვაჩუქე,გადავწყვიტე ცოტა გამემწარებინა. -მესამეა! -რა? -მესამე კოცნაათქო!-უდარდელად ავიჩეჩე მხრები. -რაღაც არ გეტყობოდა-გამომცდელად შემათვალიერა. -ეგ იმიტომ,რომ შენი კოცნა არ მინდოდა! -ეგ უკვე ტყუილია და თუ გინდა ახლავე დავამტკიცებ-ჩემკენ წამოიწია,რომ კიდევ ეკოცნა. -არ მოემკაროო-დავიყვირე შეშინებულმა და კარები გამოვგლიჯე. -მესამე და სამართალიო,ხომ გაიგია?-კარებში მომაწია და კმაყოფილი სახით მიუბრუნდა საქმეს. თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი,გეგონება მომსდევდა ვინმე,ანანოს და იოანეს რომ შევეჯახე. -რა იყო,რა შეშინებული თხასავით მოდიხარ?-ისე მკითხა ანანომ,უჭველი ესენი კიდე ჩხუბობდნენ. -შეშინებული არ ვიცი და თხა გვერდით მიდგას-გაკრეჭილმა იოანემ თავლით ანანოზე მანიშნა და ფერდში მუშტიც მიიღო. -ამ დაქალებს რა ძალა გაქვთ ჩემი-ჩაიკეცა ვაჟბტონი-მართლა ხო არ ჭიდაობდით,ძალა გერჩით? -თუ არ მოკეტავ,ორივეს ძალას ერთად გამოცდი-მიუგდო ანანომ და გასასვლელისკენ წავედით.სადაც ვაჟბატონი გიორგი ერთ წერტილს მიშტერებოდა. -შენ რაღა გეტაკა? ბოცვერი ხო არ გეცა? -რა ფრაზებია,რა საუბარია? ზოოპარკიდან მოდის ეს მგონი-გაოცებული იოანე კიდევ არ ისვენებდა. -მამონტის ხმა მესმის! -მე კიდევ ქათმის! -კარგი გეყოფათ!-ამოიროხროხა გიომ და გვანიშნა,წავიდეთ აქედანო. პ.ს. ახალი თავი მოფრინდა,ბოდიში რომ ასე დავიგვიანე მაგრამ საშინლად დატვირთული ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ,თავისუფალ დროს ვწერო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.