იქ სადაც 7
მართალია, მინდოდა დიდი თავის დაწერა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე გამოვაქვეყნო, მადლობთ რომ კითხულობთ და გამიხარდება, თი თქვენს აზრს კომენტარებში დაწერთ. ************ დიდხანს მაინც არ დამაძინა ფეხის ტკივილმა, ძილში ისე ამტკივდა, რომ ტირილით გამეღვიძა, სვირინგა ჩემს ერთ მოძრაობაზეც კი ახელდა თვალს და არც ახლა უღალატია ტრადიციისთვის, მე კი უკვე იმ დონეზე ვიყავი, რომ აღარც ის მაინტერესებდა და საერთოდ აღარც არაფერი, ისე მტკიოდა ბალიში ავიღე და შიგ დავიწყე კივიილი ამის დანახვაზე სვირინგამ მოლოდინს გადააჭარბა, ბალიში გამომართვა და გულში ჩამიკრა. - მტკივა. ამოვილუღლუღე და ისევ ჩავეხუტე. - ნეტა ვისი ბრალია? ხელები გავაშვებინე და თვალებში ჩავხედე. - ანუ რა გინდა თქვა, რომ ჩემი ბრალია? ისევ გვერდი ვაქციე, ჩემთვის ბალიშს ჩავეხუტე და ტირილი განვაგრძე. - დიახ, შენი ბრალია ჩემი, რომ არ გესმის და შენ რასაც გინდა იმას აკეთებ. ისევ თავისას აგრძელებს, მაგრამ ამ ჯერად უკვე ფეხზე დგას და ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობს. - მორჩა, ასე აღარ შემიძლია, ადექი... ადექი კი არადა. ხელში ამწია, მერე პლედი მიმაფარა და ისე, როგორც პატარა ბავშვები გაჰყავთ პლედში გახვეული გამიყვანა სადარბაზოში, მეც მთელი ძალით ვეხუტები, საშინლად მტკივა და ვცდილობ უხმოდ ვიტირო, მაგრამ რამდენიმე კვნესა მაინც ამომდის. - დაწყნარდი მალე მივალთ. ისევ უხეში ტონი, ამ ჯერად ყველაზე უხეში რაც კი ოდესმე ჰქონია, ეს ბიჭი მაკვირვებს, იმის მაგივრად, რომ დამამშვიდოს აქეთ მედიდგულება, მაგრამ ახლა ისე ცუდად ვარ, არაფრის თავი არ მაქვს და საკადრის პასუხს ვერ ვცემ, ჩამიყვანა ეზოში გამოაღო ბრაბუსის კარი და უკანა სავარძელზე ჩემთან ერთად დაჯდა, წინ მისი ძმაკაცი იჯდა. - სად მივდივართ? გადმოყო თავი და ამათვალიერ- ჩამათვალიერა, მე მაშინვე სვირინგას მივეკარი. - თვალები მოაშორე, მანდ არ გადმომიყვანო. საცოდავი სახით ავხედე სვირინგას, რომელიც ჯერ კიდევ მის სავარაუდოდ ძმაკაცს, უბღვიროდა და რაც შემეძლო მოვიკუნტე, მან კურტკის ზმეიკა გაიხსნა და მომაფარა. - ისეთი, ისეთი ამოილუღლუღა და სათქმელი ვეღარ დაასრულა ისე ამაცილა მზერა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ცუდად ვიყავი, მის მაიკაზე ხელი მქონდა ჩაჭიდებული და ყოველი შემოტევითი ტკივილისას უფრო და უფრო ვუჭერდი, ისიც უფრო და უფრო მიხუტებდა, მისი სითბო მინდოდა დამემახსივრებინა, მისი ეს მხარე, მინდოდა ისედაც ასეთი ყოფილიყო, სიმართლე გითხრათ თან მინდოდა, თან არც მინდოდა, არასდროს მომწონდა ბანალური ბიჭები, მართალია არც ამდაგვარ ძეგლზე ვვოცნებობდი, მაგრამ ასე მოხდა, ჯერჯერობით მის მხოლოდ რაღაც ნაწილს ვიცნობ, ასე მოხდაში კი არ ვგულისხმობ იმას, რომ შემიყვარდა, მე მისი საქციელიდან გამომდინარე გესაუბრებით. გზა უსაშველოდ გაიწელა, მე უკვე ვტიროდი, ვეღარ ვითმენდი ტკივილს. - ცოტა ჩქარა. დაუღრიალა სვირინგამ ძმაკაცს, როცა ჩემი ცრენმლი მკლავზე დაეცა, მის მაიკაზე ჩაჭიდებულს, მხოლოდ ტირილიღა დამრჩენოდა, მას კი ჩახუტებული ვყავდი და ფეხიდან სველ ტილოს არ მაშორებდა. - ილოცე, რომ მოტეხილი არ გქონდეს, თორემ ვერ გადამირჩები. ამის თქმა იყო და მეტი ვეღარ მოვითმინე, მეორე სავარძელზე ძლივს გადავბობღდი და ზურგი ვაქციე, იმის ნიშნად, რომ ზედმეტი მოსდიოდა, მაგრამ მან ისევ ძლიერად მომკიდა ხელი და კალთაზე დამიჯინა, ისევ კურტკა დამაფარა და ამ ჯერად თმაზე დამიწყო თამაში, მთელი გზა ისე გავიდა, აღარაფერი უთქვამს, საავადმყოფოს კარი ერთი აჟიოტაჟით გააღო და გამვლელ ექიმს საკაცე მოატანინა, მერე ისევ გავითიშე. გონს მოსულს, სვირინგა ისეთი სახით დამხვდა, მეგონა ვკვდებოდი. - რა მოხდა ვკვდები? გადავიხარხარე. - მოკეტე. მკაცრად მითხრა და ჩემს გვერდზე ჩამოჯდა. - იდიოტი ხარ. ისევ გავიბუტე და გვერდზე გადანრუნება ვცადე, მაგრამ ფეხი ისე მეტკინა, რომ წამოვიკივლე. - კარგი იქნება ნაკლებს თუ იფართხალებ. - კარგი იქნება ნაკლებს თუ ილაპარაკებ, იმიტომ, რომ უკვე ყელში ამომივიდა შენი ცინიზმი. ხმას ავუწიე და ბალიშს ჩავეხუტე. უხმოდ ადგა საწოლიდან და ისევ სავარძელს დაუბრუნდა. თავდაჯერებული იდიოტი, ჩავილაპარაკე ხმამაღლა და თვალები დავხუჭე, ძილბორანში ვარ, ვგრძნობ როგორ მეხება თმაზე და მეთამაშება, მერე თითებით მიჰყვება ჩემს ხელებს მხრიდან თითენის ბოლომდე, ტანში სასიამოვნოდ მოვლის, მერე ისევ უკან მოჰუვება, და ასე თამაშობს, ინსტიქტურად მომინდა გადავბრუნებულიყავი და გადავბრუნდი კიდეც, მაგრამ ამ ჯერად ფეხი არ მტკენია, რადგნ მან მოასწრო დაჭერა რომ არ დავწოლილიყავი ნატკენ ფეხზე. მაინც რატომ არის ასეთი ცივი? ან თუ თამაშობს, რატომ? იქნებ უბრალოდ არ შეუძლია და სითბოს თავისებურად გამოხატავს? თვალებს ვახელ, ამ ჯერად უკან არ იხევს, პირიქით გვერდით მიწვება. - არ გაინძრე. კბილებში ცრის და მეხუტება. - ბარემ ისიც მითხარი არ ისუნთქოო. გავბრაზდი. - არ ისუნთქო. ჯინაზე შევიკავე სუნთქვა და იქამდე გავძელი სანამ ლამის გული არ გამიჩერდა, მერე ღრმა სუნთქვით დავუბრუნდი აზროვნებას. - რა ჯანდაბა გააკეთე? წამოხტა ინსტიქტურად. - რა იყო!? მართლა აღარ ვისუნთქო, თუ როგორ არის შენი საქმე?! -ისევ მოკუნტული ვეკითხები, ოღონდ ამ ჯერად ზურგს ვაქცევ. - ისუნთქე, მაგრამ ასე არასდროს, ცუდად მხდი. ისევ დაწვა, მთელი ღამე რაღაცნაურად მშვიდად მეძინა, მის მკლავებში გახვეულს, მაგრამ არ ვასვენებდი, ზოგადად ასეთი ძილი ვიცი ხან იქით ვარ ხან აქეთ, ის კი მხოლოდ ჩემს ფეხს იჭერდა, არც კი სძინებია. - დილამშვიდობისა. თვალები გავახილე და ექიმს მივესალმე, რომელიც უკვე ღიმილით მედგა თავზე. - კარგი ამბავი მაქვს, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ, მაგრამ იცოდეთ, ფეხი ზედმეტად არ დატვირთოთ ერთი-ორი დღე მაინც. ექიმს თვალი მოვარიდე და სვირინგას შევხედე, სავარძელში ჩასძინებოდა დილით ადრე ამდგარს უძილობისგან, მოკუნტულიყო და ფეხებსშორის ბალიში ჩაედო, მეც ზუსტად ასე მძინავს ხოლმე, მის შემხედვარეს ჩამეცინა, რაც არც ექიმს გამოპარვია. - ასეთი ადამიანი, რომ მყაბდეს გვერდით არც მე დავიბღვირებოდი, მთელი ღამე შენი ნატკენი ფეხი ეჭირა, მართალია გამაბრთხილა არაფერი მეთქვა, მაგრამ მაინც გითხარი, თანაც როგორ შემეძლო არ მეთქვა, ის ისეთი სიამოვნებით გეფერებოდა თმაზე. ტანში გამაჟრჟოლა, მაგრამ მერე მისი სიტყვები გამახსენდა, „მოუხერხებელი, სულელი, ცანცარა“ და გამახსენდა თუ როგორია რეალურად, ანუ ჩემთან მაშინ როცა მღვიძავს და მალევე გადამიარა. - დიახ, მადლობთ. თავაზიანობის გამო ვუღიმი. - სასწავლებელში წასვლას შევძლებ? ექიმი ჩაფიქრდა. - იცით? სამწუხაროდ ვერა. - ჯანდაბა ამოვიხვნეშე და ნელა წამოვდექი. - თქვენი ტანსაცმელი მზადაა, ახლავე მოვატანინებ. მინდოდა წყალი დამელია, მაგრამ ჭიქა ხელიდან დამისხლტა. სვირინგა ეგრევე წამოხტა და გამოუფხიზლებლად მივარდა საწოლს. - რა გჭირს? ხელებს საწოლზე აფათურებს,ერე თვალებს სამი-ოთხჯერ ხუჭავს და ფეხზე, რომ მხედავს საერთოდ გიჟდება. - რატომ ადექი? ვინ მოგცა უფლება? ახლავე დაწექი. - დამშვიდდი რა! - რას ქვია... - ექიმმა, ექიმმა მითხრა. წამოვიყვირე და ნაბიჯი გადავდგი. - ხმას დაუწიე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.