შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცხოვრე წესების გარეშე. 4 +18 დასაწყისი


10-02-2018, 03:57
ავტორი miranda mira
ნანახია 2 471

უეცრად თავს სწევს და ჩემგან მოშორებით დგება,ცოტა ხანს გაშეშებული ვრჩები მოულოდნელობისგან მაგრამ მალე მოვდივარ აზრზე და სავარძელში ვესვენები.უკან ვწევ თავს და თვალებს ვხუჭავ,ყოველი წუთი თვალწინ მიდგება რაც ამ ღამით მოხდა და გულის სიღრმეში მეცინება კიდეც,ვერ ვხვდები ამდენად როგორ უნდა დაეცე სხვას რომ ეცე და ქაჯივით დაუწყო გაბრდღვნა,ჩემი თავი ასე ძალიან რომ არ მიყვარდეს გასაპუტი ქათამივით გავაძრობდი ბუნდღლებს და შემდეგ სათითაოდ ჩავტენიდი პირში,მაგრამ თავმოყვარეობის საკითხია ესეც.
კარებზე კაკუნის ხმა ისმის,დემეტრე კართან მიდის და ფრთხილად აღებს,სახლში ანასტასია,აკო და ილია შემოდიან,კარს აკო ხურავს ჩუმად და მაშინვე მისაღებ ოთახში შემოდის სამივე
-რა მოხდა ? როგორ ხარ?- ანასტასია დაფეთებული მიახლოვდება და ჩემს ხელს თავის ხელებში იდებს,რომელსაც შემდეგ ნაზად კოცნის და შუბს ადებს
-ნუ იკითხავ ანა,დემეტრეს ქაჯი ყოფილი მოვიდა და მებრდღვნა,ჯერ სალანძღავი სიტყვები მეძახა..სასწაული პირდაპირ თუ გინდა რა..-ხელებს გაოცებისგან ვიქნევ
-ეგ მაშხალა ხო ვერ მოიშორე რა-შეწუხებული იძახის ილია და ნოხზე წამოჭიმული დემეტრეც უკმაყოფილოდ აქნევს თავს
-რავიცი ძმაო,ასეთი რაღაცა ჯერ ნანახიც არ მაქვს,გოგოებშიც თუ იყო მსგავსი ჩხუბი არ მეგონა რა
-ავადმყოფი,დამაგლიჯა ხორცები-ხელზე ხელს ისვამს აკო -არ მესმის სად იპოვნე ან თუ ეძებდი სანთლით მსგავს ანტიკვარ არსებას რაღას მიატოვე?
-სასაცილო ადგილას გავიცანი-ხელებს ერთმანეთზე ახახუნებს დემეტრე-ალბად მიხვდი სადაც.. შემეცოდა და ვიფიქრე გამოვიყვან ქვეყნიერებაზე პატიოსან ქალად ვაქცევ-მეთქი მაგრამ ჰა !! შეგვიყვარდა ერთმანეთი მაგრამ ბოროტად ისარგებლა,ხო იცი ჯონი?
-ჯონი რომელი?-კითხულობს აკო
-ბაღათურია ბიჭო.. აი მაგასთან ჩაგორებული ვნახე საწოლში,თანაც იმ სახლში რომელიც ვუყიდე მაგ კახპას-ბრაზი ერევა ახლიდან-იმ დღიდანვე წაიშალა ჩემი ცხოვრებიდან,რამდენიმე კვირაა გასული მას შემდეგ
-ბიჭო ჯონი? ჩვენი ჯონი? მაგას რაღა დაეტაკა ტო?
-ჩვენი არა მამაჩემი ვახტანგასი აკო-ტუჩებს ბრიცავს ილია და ბურტყუნებს
-ვახოს შეეშვი თუ კაცი ხარ-იცინის დემეტრე
-კარგი შედარება კი გამოვიდა რას ერჩი ? ისე ძმაო ეგ არ ვიცი მაგრამ აშკარაა ცალკე უნდა გადახვიდეთ რა-ანასტასია ახალ ვერსიას ახეთქებს ლოდივით
-სხვაგან ?-გაოცებული ვიწევი სავარძლიდან
-ის გიჟი რომ გითვალთვალებდეთ ახლა გაგიკვირდება ხო? როგორც კი დემეტრეს დაინახავს სახლიდან გასულს მაშინვე უწინდელივით გეცემა და ალბად ვეღარც გიშველის ვერავინ მერე-ანა ეჭვის თვალით უყურებც დემეტრეს გვერდულად,მის რეაქციას ელოდება
-ანა ეგ ხო.. მაგრამ მე მამაჩემთან მივდივარ ერთი კვირით-ვიღიმი და ჯერ კიდევ უცნობ სიახლეს ახლა ვაგებინებ მეუღლესაც.
დემეტრე იფხორება ასგილზევე და წარბებს ბრიცავს,შემდეგ ილიას და აკოს აჩერდება რის მერეც ორივე ფეხზე დგება. ილია ხელს კიდებს ნაზად ანას და ყურში რაღაცას ეჩურჩულება,სიცილს ვერ იკავებს მეტიჩარა ქალბატონიც და ჩანთას მაშინვე იკიდებს მხარზე,უხმოდ გადის სამივე მისაღები ოთახიდან,შემდეგ გასასვლელი კარიდანაც და ვრჩებით ისებ მარტოები.
დემეტრე ტრიალდება ჩემკენ მკაცრი სახით,ცოტა ხანს თვალს არ მაცილებს,მერე შუბს იზელს მარჯვენა ხელით და ღრმა ამოსუნთქვას აყოლებს შეკოწიწებულ კითხვას
-როდის უნდა გეთქვა ჩემთვის?
-როგორც კი სახლში დავბრუნდებოდი
-რატომ მიდიხარ? არ გიშლი მაგრამ მაინტერესებს
-მამამ მთხოვა,დიდი ხანია არ მინახავს,თუ ნებას დამრთავ ხვალ დილითვე წავალ-ვუღიმი და მისგან დადებით პასუხს პატარა ბავშვივით ველოდები
-კარგი-მპასუხობს თუ არა ფეხზე ვხტები და გაუცნობიერებლად ვეხვევი დემეტრეს,სიცილი უტყდება ჩემი რეაქციის შემხედვარეს და ფეხზე მშვიდად დგება-წადი მოემზადე ხვალ ლაშას ვეტყვი და წაგიყვანს რვა საათზე-უკვე ოთახისკენ წასული მაძახებს და თავის უცნაურ საბუდარში იკეტება.
ყველგან ვაქრობ ანთებულ შუქს და მეც ჩემს ოთახში ვიმალები,ტანსაცმელს ვამზადებ ხვალინდელი დღისთვის და ბედნიერი საწოლზე ვიშხლართები.

თვალწინ მიდგება სოფელში გატარებული ბავშვობის წლები,როგორი პატარა და მიამიტი ვიყავი,განაწყენებული შვებას მუდამ მამის დიდრონ მკლავებში ვეძებდი და თვალ ცრემლიანი ვიძინებდი ასე.
დილის სუფთა ჰაერი მზის ამოსვლის თანავე იჭრებოდა ოთახში გახნილი ფანჯრებიდან და პირდაპირ ცხვირის ნესტოებში მეხეთქებოდა,ცივი მაგრამ სუფთა და ნოტიო. მეც ბედნიერი მქონდა ყოველი დღე,შევიგრძნობდი პირველი სართულიდან ამოღწეულ გემრიელი საჭმელების სუნს,კვირა არ გადიოდა მამიდას ხაჭაპური რომ არ გამოეცხო კეცზე,იცოდა როგორც მიყვარდა და მცირედით მიხარებდა პატარა გულს.
სოფლის ეზოში ჩამდგარ მაგიდასთან ვიკრიბებოდით და ცხელ ჩაის ვაყოლედით მამიდას ოქროს ხელებით გაკეთებულ ხაჭაპურს. მამლის ყივილს რატომღაც მეზობლის ქალების სტუმრობა მოსდევდა მუდამ,დოდო და ნაირა ბებია გამუდმებით ჩვენთან ისხდნენ და ახალ-ახალ ჭორებს აგორებდნენ მამიდა ლელასთან ერთად. ვუყურებდი და ამ სიისულელის მოსმენით სიამოვნებას ვიღებდი,წარმოვიდგენდი ჩემს სიბერეს,ასე როგორ ვიჯდებოდი მეც მეზობლის ქალების გარემოცვაში და გავჭორავდი ვიღაც ლოთი ბადრის მოღალატე ცოლ ციურას.
ჩვენს სახლს გარს უზარმაზარი ოქროსფერი ჭიშკარი ფარავს,ლამზად მოხატულ კარს გარეთ გარკვევით აწერია "გოჩა ბიბილაშვილი" რისი დახმარებითაც ცხადი ხდებოდა მუდამ ვის ეკუთვნოდა სახლი.
ჭიშკრის გაღებისთანავე იშლება ულამაზესი მწვანე ხედი,დაბალზე მოკორტნილი ბალახი,გარდი-გარდმო ნაირ-ნაირი ყვავილია დარგული,ლელა მამიდას უაზროდ უყარს ვარდები და რაღა თქმა უნდა ვარდები ჭარბობს.
ხელმარცხნივ დაკიდულ საქანელას მუდმივად ისე ვაწვალებ როგორც ბავშვობაში,მაგრამ ხის ტოტზე დამაგრებულ თოკს ვერცერთი საქანელა შემიცვლის.
ხელ-მარჯვნივ მაგიდა და სკამებია,სადაც ვიკრიბებით,მაგიდის მოშორებით სახლთან ახლოს კი კოკრიკოს სახლია ხისგან ნაშენები.
კოკრიკო პატარაობიდან იზრდება მამაჩემის ხელით,ჯერ კიდევ ლეკვი იყო სოფლის მდინარესთან საცოდავად მიგდებული და გალუმპული რომ იპოვნა,სახლში წამოიყვანა და ორფეხა მამობა გაუწია. სტუმრების შესვლის თანავე ყეფას ტეხს,თუ ადამიანი არ მოეწონება მთელ დროს მის დაკვირვებაში ატარებს მისი წასვლის თანავე კი ისევ ყეფას იწყებს,აი თუ კი მოეწონა ვინმე გვერდოთ უსკუპდება და მართლაც რომ უჩვეულო შავ თვალებს აღარ აშორება,მარცხენა თათს ადებს მუხლზე და მოფერებას ითხოვს ამ ჟესტით.
სოფლის ეზოებში მუდამ ბავშვები იკრიბებიან,სახლის ჭიშკრებთან მდგარ სკამებზე წამოზრდილი გოგო-ბიჭები ღამღამობით ალიაქოთს ტეხენ და სიცილ-კისკისით აცოცხლებენ ბუნებას,იქამდე სანამ რომელიმეს ბები ან ბაბუა არ გამოჩნდება და სიმყუდროვეს არ დაურღვევს.
ჩემი თანატოლებიდან ბევრი სოფელში დარჩა,ბევრიც თბილის-რისთავის გზას დაადგა,ფიქრობდნენ რომ სოფელში ფული ვერაფრით იშოვებოდა და ახალგაზრდას უფრო სასტიკად უნდა ეშრომა მშობლების დასახმარებლად,იგივე მიზეზით აღნკვჩნდი ქალაქში მეც.
დილაობით სოფლის ყავისფერი ავტობუსი ჩამოივლის ხოლმე,გაჩერებაზე შეკრებილ მგზავრებს ახვეტავს და მეორე გაჩერებამდე მიყავს საიდანაც უკვე ქალაქის მარშუტკები მოჩანან,ჩვენც ასე სიარულ-მგზავრობით ჩამოვედით აქამდე.

სოფელზე ფიქრის გამო სიზმარშიც მამის ეზოს ვხედავ,დილაუთენია ნაადრევად ვდები და რვა საათზე ჩანთებით მომარაგებული ველოდები დემეტრეს,მას უფრო ადრე მოუსწრია ადგომა და სოფელში წასაღებად უამრავი პაკეტი დამახვედრა.
მისი ყურადღება გულზე მედება თბილად,დიდ ჩანთას ვიღებ სა პარკებს ფრთხილად ვალაგებ ჩანთაში რის შემდეგაც ელვა შესაკრნავა ბოლომდე ვკრავ.
-მზად ხარ?-სამზარეულოში შემოსული დემეტრე მეკითხება და თან ჩაიდანს დგამს გაზქურაზე
-კი მზად ვარ.. მადლობა ამ ყველაფრისთვის
-არაფრის.. მე ვერ გამოგყვები და გადაეცი რომ სიძემ გაუგზავნა-ორივეს გვეცინება რადგან ამ წამს თავი უსაშინლესად მოიტყუა დემეტრემ,მაგრამ ყველაზე დიდი ირონია ის არის რომ ჯერ არავინ იცის ჩემი გათხოვების შესახებ.
-მოიცადე გაშეშდი და შემომხედე-ვეუბმები და ტელეფონს ვიღებ ჩანთიდან,ვიდეო კამერაში შევდივარ ფოტოს ვუღებ-ასე
-რა გააკეთე?-დაბნეული მეკითხებ
-ფოტო გადაგიღე,უნდა ვანახო ჩემებს როგორი ხარ,გაუხარდებათ და ყველასთან ილაპარაკებენ რაოდენ ლამაზი და გულიხვი ხარ -ვუღიმი თვალს არ ვწყყვეტ
-ხო მაგრამ ჩამოვალ მეც არ იყო საჭირო ფოტოს გადაღება-წარბებს ვზნიქავ გაოცებისგან
-ჩამოხვალ?
-აბა ? უნდა გავიცნო ყველა- ჭაობის ფერ თვალებს აბრიალებს -მოვიდა ლაშა,მომეცი მე ჩამოვიტან ჩემოდნებს-მიახლოვდება და ჩემოდნებს კიდებს ხელებს,კიბეებზე ნელა ჩავდივართ,მე დემეტრეს წინ მოვდივარ და ვაკონტროლებ მის ნაბიჯებს რომ არ დაეცეს სიმძიმის გამო მაგრამ წარმატებით ვაღწევთ მანქანამდე. ჩემოდნებს უკანა საბარგულში ალაგებენ ლაშა და დემეტრე და წინ ვჯდები მძღოლის გვერდითა სავარძელზე.
-მშვიდი მგზავრობა -გვაძახებს დემეტრე და მანქანა იძრება...

ხეები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან და შემდეგ ისევ ქრებიან,თვალს არ ვაცილებ გზას და ამის წყალობით ვეღაც ვხედავ ვერაფერს დაძაბულობის გამო.
ოდნავ ჩაწეულ მინას ბოლომდე ვწევ ზემოთ და სავარძელში ვიკუნტები,ლაშა ხმას არ იღებს,გახევებული მიჩერებია გზას თითქოს აკრძალულო აქვს ჩემთან საუბარი,ეგეც არა და ზედაც კი არ მიყურებს,რამდენჯერმა სიგარეტი მოწია და მისი გამოძრავების მიზეზი მხოლოდ ეგღა გახდა.
გზად თოვლმა მოგვისწრო,როგორც ზამთარს სჩვევია უეცარი გამოვლინებები. უნებურად მეღიმება და თავს მინაზე ვადებ,თვალებს ვხუჭავ და თვალწინ დემეტრეს სურათი მიდგება....
თვალებს ჩემი სოფლის სახლის ჭიშკართან ვახელ,ჭიშკრის კართან მდგარ ჩემოდნებით ხელში ლაშას ვაშტერდები,კარი იღება და ჩემოდნებს გაურკვევლობაში მყოფი ლელა მამიდა ართმევს,
უცბად გადავდივარ მანქანიდან,ჩემი დანახვისთანავე ძირს ყრის ჩემოდნენ ლელა და ჩემკენ მორბის,ძლიერად მწხვევა კისერზე და არც მე ვაკლებ ძალის დარანებას
-ასე უეცრად როგორ ჩამოხვედი სიხარულო- შოკირებული მიკოცნის ლოყებს და შუბლს
-ვაპირებდი მაგრამ დღეს არა,ასე უცბად გადავწყვიტე-ვპასუხობ და ვუღიმი-ლაშა შემოდი ყავას დაგალევინებთ-ვთავაზობ რობოტა ლაშას მაგრამ მაშინვე უარს მაკრავს შუბლზე და მანქანის ქრება. გაოცებულო ლელა და მე ეზოში შევდივართ,ეზოდან სახლში და ტელევიზორის წინ მდგარ სავარძელში მჯდარ მამას ვამჩნევ,ხელით ვანიშნებ ლელას რომ ხმა არ ამოიღოს,მივდივარ მამისკენ და ხელებს ვაფარებ თვალებზს
-გეყოფა ლელა,შენს გაყინულ ხელებს ყოველ დღე ვცნობ -მპასუხობს და ხელებს ხელებზე მკოდებს,თბალებიდან იცილებს და უკან იხედება. წამიერად ხტება ფეხზე და გულში მიკრავს,ბედნიერებისგან ცრემლები სკდება თვალებიდამ და ბავშვივით იწყებს სლუკუნს
-გეყოფა მამა ნუ ტირი გთხოვ-ვწმენთ დასველებულ ღაწვებს
-შვილო არ გელოდი.. გენაცვალოს მამა შენ,ჩემო პატარა გოგო,ჩემო ლამაზო,როგორ გაკოხტავდი შემოგევლე შენ-ვეღარ ჩერდება და გარს მივლის,ათარ სიტყვას ყრის ერთიანად პირიდან და თვითოეულზს ვცემ პასუხს მეც.
ბედნიერი შეხვედრის შემდეგ ჩემს ძველ ოთახში ავდივართ,მამა და მამიდა ბარგს მალაგებინებენ მაგრამ იმ ერთ ჩემოდანს არ ვკიდებ ჯერ კიდევ ხელს,ოსევ უკან ჩამომაქვს პირველ სართულზე და სამზარეულოში იატაკზე ვდებ.
ორივეს აწწრია სახეზე თუ როგორ აინტერესებთ რა დევს ჩემოდანში,მეც აღარ ვაწვალებ და ვხსნი ელვას მათ თვალწინ,ჯერ მეც არ ვიცი რა ალაგია პაკეტებში.
ყველა პაკეტს მაგიდაზე ვდებ,ზოგი ხმაურით იდება,ზოგი შეუმჩნევლად ჩუმად..
ვხსნი პირველ პაკეტს და შიგნით ჩადებულ შავ როლინგს ვხედავ,გაოცებული ვიღებ და ვამჩნევ რომ ზუსტად მამაჩემის ზომის არის,როლიგნს ვაყოლებ კლასიკურ ნაცრისფერ შარვალს,კოსტიუმს,ქამარს,სპორტულ შარვალსა და ჟაკეტს,საათს და ნასკებს... სიტყვასაც ვერ ვამბობ მამის წინაშე,გაოგნებული მართქმევს ყველაფერს და გულში იკრავს
-რატო შეწუხდი მამი-მკოცნის შუბლზე.. მეორე პაკეტში გრძელი კაბა დევს,მაოსურზე დასაბნევი რამდენიმე,ზოგი პეპლის ფორმის,ზოგიც მრგვალი და თვლიანი,ლურჯი საფულე და საფულეში ჩადებული ორი ას ლარიანი. ახლა ნამდვილად გაგიჟების პიკზე ვარ,მართლა აღარ ვიცი რა უნდა ვთქვა,გავბრაზდე თუ გამიხარდეს ?
სხვა პაკეტებში ბანკაში ჩადებული პომიდვრის წნილია თითქოს აქ ვერ აკეთებდნენ. ორი ცალი ხალათი,თევზი,სალათები,სანთლები და ერთი შეკვრა ლურჯი ვინსტონი...... ვერ ვხვდები საიდან იცის რას ეწევა მამაჩემი ?.....
ლელა და გოჩა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე არიან,აქეთ-ოქით დაატარებენ ყველაფერს და აღარ იციან რით გამოხატონ მადლიერება ჩემდამი.
სიტყვას არ მაცდიან რომ ვთქვა გავთხოვდი-მეთქი და ყველაფერი ჩემმა ქმარმა გამოგზავნა თქო,რაც დრო გადის მეც მეშინია ამის თქმის..
ლელა სუფრას შლის,გემრიელად ვვახშმობთ ლაპარაკში და სიცილში,ვუყვები ამბებს მუშაობის შესახებ,რატომღაც ვერ ამჩენევენ საბედნიეროდ ფაკტს რომ უბრალო მიმტანს ამ ფასიანი ნივთების ყიდვა არ შეუძლია.. მეც არ ვიმჩნევ და ტყუილი შიგნიდან ერთიანად მჭამს..
ვახშმობის შემდეგ ძალით შევყავარ ოთახში ორივეს,დაისვენეო მაძახებენ და კარს მიხურავენ..

გაკვირვებული ჯერაც ვერ მოვდივარ აზრზე,ბოლთას ვცემ და დავდივარ ერთი კედლიდან მეორემდე,ვერ ვხვდები დემეტრემ როგორ მოახერხა ამდენი რამის ყიდვა ? ან რატომ იყიდა საერთოდ ?
ტელეფონს ვიღებ ჩანთიდან და დე დემეტრეს ხუთი ნარეკი მხვდება,
შეტყობინებებში შევდივარ და ლაპარაკს მოწერას ვამჯობინებ რადგან წერის დროს მეტად გამბედავი ვხდები.
-ჩამოვედი...-მოკლედ ვწევ და ისიც ისე მალე მიბრუნებს პასუხს თითქოს ჩემს წერილს ელოდა
-ახლა ხოარ ჩახვედი ? აქამდე სად იყავი რომ ვრეკავდი ?
-ტელეფონი ჩანთაში დამრჩენია ბოდიში,სულ გადამავიწყდა რომ უნდა შემეტყობინებინა ჩამოსვლის შესახებ.. ისე მადლობ,რატომ შეწუხდი ასე ძალიან ? არ ღირდა
-არ ღირდა კი არა ღირდა ! გულით ვუყიდე მე ყველაფერი,თანაც ყველაფერი თვალის ზომით
-კარგი თვალი გქონია,პომიდვრის წნილი რა საჭირო იყო?
-ეგ ჩემი გაკეთებულია-სიცილისგამ ვერ ვიკავებ თავს,გემრიელად ვხარხარებ და წარმოვიდგენ როგორ აკეთებს წნილს დემეტრე.
უკან აღარ ვუბრუნებ პასუხს,ვწვები საწოლში და ვიძინებ.

მეორე დილით მამიდა მაღვიძებს,მეზობლის ქალებო შეიკრიბნენ და ჩემს ნახვას ელიან.
ვიცვამ და ბედნიერი სახით ჩავდივარ კიბეებზე
-ვაი შე შემოგევლოს დოდო ბებია-ფეხზე ხტება ერთ-ერთი-აბა დატრიალდი გენა-მეც ვტრიალდები
-რა ოქრო ხარ თვალი არ გეცეს,ტფუ ტფუ რფუ-სამჯერ აკაკუნებს ხის მაგიდაზე ლუიზა ბებია
-მადლობთ დიდი,როგორ ხართ?
-ჩვენ რა გვიჭირს შენ იყავი კარგად -მპასუხობს დოდო და ისევ ჯდება-მოყეი რამე ეხლა ,შეგიყვარდა ვინმე
?-იქავე მეკითხება დოდო და მეღიმება მის სიტყვებზე
-კაი ეხლა რეებს ეკითხები ბოვშს ? რ გრცხვენია ? -ლუიზა დაცაცხანებს თავზე
-მე აქ უნდა გავურიგო ერთი კაი ბიჭი-დოდო აგრძელებს-ის დიმიტრის ბიჭი ხოიცი შენ-ხელს იშვერს გოჩასკენ-გოგა რო ყავს სუ გაგიჟდება ახლანდელი ნატა რო დაინახოს შეკაცო,ბოვში ქე გიჟდებოდა ამის წასვლამდე ისე უყვარდა-რატომღაც არ მსიამოვნებს ამის მოსმენა,ალბად იმიტომ რომ გათხოვილი ვარ უკვე..
ხმას არ ვიღებ,ამათ გარჩევებსა და ქება დიდებებს ვუსმენ თუ როგორი ოჯახის ბიჭი და მშრომელია გოგა.
ტელეფონზე ზარის ხმა მესმის,დროს ვხელთულობ და მაშინვე ვიპარები ოთახიდან
-ალო-ვპასუხობ ისე რომ ნომერსაც არ ვაკვირდები
-დილამშვიდობის -დემეტრეს ხმა ჩამესმის ყურში და ცალი ხელით ვიფშვნეტ თვალებს
-დილამშვიდობის
-როგორ ხარ ?
-კარგად,როგორ ვიქნები აბა ? -ვიწყებ სიცილს-მეზობლები მოვიდნენ ჩემს სახავად როგორც იციან ხოლმე,მირიგებ თავიაანთ ფავორიტს-არ ვწყვეტ სიცილს იქამდე სანამ უჩვეულო სიჩუმეს არ ვუგდებ ყურს-დემეტრე აქ ხარ ?
-კი აქ ვარ.. ვის გირიგებენ?
-ადრე ვუყვარდი,კარგი ბიჭი კია მაგრამ არა საჩემო
-არ იციან გათხოვილი რომ ხარ?-ახლა მე ვჩუმდები-ნატა
-გისმენ ხო.. არა არ მითქვამს ჯერ
-რას ელოდები? სანამ არ გაგათხოვებენ მეორედ? -უხეშად აგრძელებს საუბარს
-ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ გავთხოვდები შეთანხმება შეთანხმებაა..
-ანუ გინდა რომ გაყვე ?
-გეყოფა ახლა დემეტრე.
-დღეს ეტყვი ხო?
-კი ვეტყვი
-ანუ თოთიდან ბეჭედი მოიხსენი თუ აქამდე არ შეუმჩნევიათ-დარცხვენილი მარჯვენა ხელზე ვიყურები,ბეჭედი ჯერ კიდებ გზაში მლვიძრე და ჩანთაში ჩავაგორე რომ არ დამვიწყდებოდა მოხსნა მერე-კარგი წავედი სამსახურში ვარ
-კარგი-მითიშავა ყურმილს..
უცნაუფ გუნებაზე ვდგები,ოთახში ვბრუნდები ისევ და ყავის მსმელ მეზობლებს ვხედავ,ახლა სულაც არ მსიამოვნებს მათი დანახვა,შეუმჩნევლად ავდივარ ოთახში და ვიკეტები.
მახსენდება კიდევ ერთხელ აქ გატარებული დრო,მეგობრები რომლებთანაც უმეტეს დროს ვყოფდი,მათ შორის გოგაც შედის.
მართლაც ვუყვარდი ორი წლის წინ,მეფიცებოდა ერთგულებას და შანსს ითხოვდა მაგრამ ამაოდ,რატომღაც ჩემს გულამდე ვერ მოაღწია იმის მიუხედავად რომ თაყვანისმცემელი არ მყოლია და ერთადერთი აღმოჩნდა ის ვისაც მოვწონდი.
როგორც კი გარეთ გასულს მხედავდა მაშინვე მედევნებოდა ფეხდაფეხ,ჩემს ოჯახის წევრებსაც მოაწონა თავი,მთელმა სოფელმა გაიგო მისი გრძნობების შესახებ და უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა ამით. აქედან წასვლასთან ერთად გოგას სახით უზარმაზარი ტვირთიც აქ დავტოვე,ისე რომ ამ დროის განმავლობაში არ გამხსენებია დღევანდელ დღემდე.
მაშინებს მეზობლების მიდგომა ჩვენდამი,თუ მამაჩემი ატყდება ჩვენს შეუღლებაზე ვეღარ გადავათქმსვინებ ჯიუტია საშინლად,სიმართლე დღესვე უნდა ითქვას რადგან ხვალ შესაძლოა გვიანიც კი იყოს უკვე.

დაღამებამდე ოთახში ვზივარ,როგორ წავიდნენ მეზობლები ვერც გავიგე,არც მამა არც მამიდა არ მაწუხებს და მე თვითონვე ვბედავ ჩასვლას.
ორივე ეზოში ზის,ჩათბუნებილები არიან კურტკებში,თოვლზე ახახუნებენ ფეხებს და რაღაცაზე ლაპარაკობენ.
მეც ვუერთდები მათ და შუაში მურმანის ეკალივით ვჯდები
-რაზე ლაპარაკობთ ? -მომღიმარე ვაჩერდები ორივეს
-არაფერზე შვილო,ერთი რაღაც უნდა გითხრა-იწყებს მამა-დღეს გოგა მოვა,შეხედი როგორი ბიჭია თუარ მოგეწონება შენი მებაა-მხრებს იჩეჩავს
-მამა მე..
-არ მაწყენინო მამა-მაწყვეტინებს და ხელებზე მექაჩება-ამ ერთხელ.. გთხოვ-საწყალ სახეს იღებს
-კარგი კარგი-ვპასუხობ და მეტი სიტყვის უთქმელად ვდგები გაღიზიანებული და ჭიშკრისკენ მივდივარ,გზად ანა მეფეთება და მისი გამოჩენა ანგელოზის ჩამლფრენას უდრის
-არ მელოდი ხო?-იცინის
-ნამდვილად არ გელოდი.. ისე ვარ გაბრაზებული,წამოდი გავისეირნოთ
-რა მოხდა?
-რადა მამამ გადაწყვიტა რომ გოგას შევხედო ავხედო და დავხედო
-არ იცის დემეტრეზე?
-არა ჯერ.. ვინ მაცდის თქმას ? როგორხ კი ძალებს ვიკრებ მაშინბე გოგას სახელს ჩამკივიან ყურებში
-დღეს შენ თუ არა მე ვიტყვი -ბრაზდები ამა და ლოყები ართიანად უწითლდება..
-შევგანხმდით -თავს ვუქნებ და ვამშვიდებ.
სოფლის დათოვლილ ბილიკებს მივუყვებით,ერთიანად აჭრელებულია ბავშვებით მთელი ქუჩები,თეთრით გაჟღენთილი ხის ქვეშ ვდგებით და სურათებს ვიღებთ,დრო და დრო ტელეფონზს შეტყობინებებს აგზავნის ქალბატონი მერე ისევ ჩემკენ ტრიალდება. რამდენიმე წუთი გადის და თავხე უზარმაზარი თოვლის კორიანტელი გვეცემა,ერთიანად მეყინება სხეული,ისტერიკული სიცილი გვიტყდება ორივეს და ბავშვებივით ვიწყებთ სირბილს.
კარგი დროის გატარების შემდეგ კარგად შეღამებულზე ვბრუნდებით სახლში.
ანას იცნობენ უკვე ჩემს ოჯახში,ამიტომ მისი დანახვა მუდამ უხარია ყველას.
ცხრას უკაკუნებს საათი და ზუსტად ამ დროს მოდიან დოდო,ლაურა,ლუიზა და გოგა.
მობეზრებით ვაქნევ თავს და მოვალეობის მოხდის მიზნით ვიღიმი
-როგორ ხარ ?- მკოცნის ლოყაზე და მიღიმის ისიც
-კარგად შენ?
-ა მოვიყვანე გოგა მოენატრებოდა ნატას-თვალა უკრავს დოდო ჩემებს და იცინის,ყველა მაგიდის გარშემო ვსხდებით. გააფთრებული ანა აქეთ-იქით იყურება და ცოტა აკლია რომ არ წამოხტეს და გაუტეხოს თავი გოგას
-როგორია ქალაქი?-მეკითხება ლოყებ შეწითლებული გოგა
-კარგია
-მუშაობ ხო?
-კი ვმუშაობ-მოკლე-მოკლე პასუხებს ვუბრუნებ,მინდა ყველამ და მათ შორის გოგამ შემამჩნიონ რომ არ მაინტერესებს ეს შეთხზილი სიყვარულის ისტორია.
დრო და დრო დოდო და ლაურა გვაპარებენ მზერას მე და გოგას,ერთმანეთში ჩურჩულებენ ეშმაკურად და მერე ისევ ჩერდებიან,ლუიზას კი სახეზე აწერია რომ არ მოწონს ეს ყველაფერი და აქ მხოლოდ მეგობრების გამო ზის.
ანა ფეხზე დგება და მაშინვე ხელზე ვებღაუჭები
-სად მიდიხარ?
-მოვალ ახლავე-ხელს მაშვებინებს და ოთახიდან გადის.
უაზრო სიტუაციაში აღმოჩენილი უხერხურად ვაფართხალებ ფეხებს,მერე ხელებს ვუსვამ ერთმანეთზე. ლელა მამიდამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი,ამიტომ არც ისაა დიდად გახარებული ამ ყველაფრით,მაგრამ მამას წინ ვერ აღუდგება ვერავინ.
მისაღებ ოთახში ანა შემოდის მკაცრი სახით,უკან დემეტრე და ილია მოყვებიან,წამიერად გულის ცემა მიჩერდება,სკამზევე ვდნები და ვგრძნობ როგორ მიწითლდება სახე.მიხურდება მთელი სხეული,შენელებული გული ფეხებში ჩამდის და ფეხებიდან საშინელი ძგერა-ძგერით ისევ საგულეში დგება,გაკვირვებული სახეებით ყველა უყურებს მათ,ჯერაც ვერავინ არკვევს რა მაფია ტრიალებს ოთახში.
-დემეტრე..ილია ? ანა ? -ფეხზე ვდგები და მათკენ მივდივარ,დემეტრე მაშინვე ჩემკენ მოდის და ხელს ხელზე მკიდებს,მამაჩემიც გამოდის ასპარეზზე და ახლა ჩვენს ხელებს შეჩერებია
-აქ რა ამბავია ? რა ცირკია ეს ? -მკაცრად გვეკითხება და ლელა უკნიდან მხრებზე უკეთებს მასაჟს
-მე ნატას ქმარი ვარ-მაშენვე პასუხობს დემეტრე,ჩვენს უკან მდგარი ილია და ანა ბუტბუტებენ
-რაო? -წამოიყვირა მამამ-რა ხდება ნატა?
-გავთხოვდი და ამდენი ხანია ამის თქმას ვცდილობ
-დროზე გავიდეს ყველა-ყვირის გოჩა და ოთხივე მაგიდიდან დგება და ისე იძირწებიან როგოდც ვირთხები-როდის გათხოვდი?
-ოთხი კვირაა-პასუხობს ანა
-ახლა უნდა ვიგებდე ამას ?
-შესაძლებლობა არ მომეცა მამა
-დამშვიდდი გოჩა-უკნიდან უკირკიტებს ლელა
-ბატონო გოჩა,მება მომეცით-მიდის დემეტრე მამაჩეკისკენ,ხელს უწვდის და მისი ხელის მოლოდინში თითქოს საულინე გადის. მამაჩემიც უწვდის მარჯვენა ხელს და ართმევს ფრთხილად-არ გცინდოდა ასე რომ გაგეგოთ,მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა.. მე თქვენთვის ჩამოვედი აქ,ნატასთვით თქვემთვის და ლელა მამოდასთვის,ჩემი საჩიქრებიც გამოვატარე ნატალიას,და სხვათა შორის ის წნილი მე გავაკეთე-სიამაყით აცხადებს დემეტრე და ამის გაგონებაზე ოთახში მყოფ ყველა ჩვენგანს სიცილი უვარდება
-მართლა?-ეკითხება გოჩა
-მართლა
-დალევა გიყვარს?-ეჭვის თვალით აკვირდება
-უმიზეზოდ არა
-მიზეზი ხოა ეს ამბავი ახლა ?-იღიმის გოჩა და ლელა მაშინვე არყისთვის გარბის მარანში,ორო ბოთლი შემოაქვს ჭიქებთან ერთად და უკვე გაშლილ სუფტას ახალ თეფშებს ამატებს.
ყველა ვსხდებით,მამა და დემეტრე მალე უგებენ ერთმანეთს რაც უზომოდ მახარებს,ამას არც კი ველოდი..
-ანამ მომწერა რომ ვიღაცა გოგასთვის გინდოდათ ჩემი ცოლი,ხოდა ვეღარ გავჩერდი ქალაქში-გაოცებული ანას ვუტრიალდები,ისიც იმორცხვებს მაშინათვე და ილიას ეფარება
-აბა რა ვიცოდი ეს ამბავი რო იყო შვილო? გოგას უყვარდა ადრე-ამის მოსმენა არ სიამოვნებს დემეტრეს და თემას ცვლის
-მომიყევით თქვენს შესახებ,თქვენც მკითხეთ რამე-ეუბნება და მამაჩემს მწტი არც უნდა.
დემეტრე მამაჩემისთვისაც ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა,მთელ ორ საათს არყის სმასა და ლაპარაკში ატარებენ,ერთმანეთზე ბევრ რამეს იგებენ ისეთსაც კი მეც რომ არ ვიცი არცერთ მათგანზე.
უკვე პირველი საათია დრო ძალიან მალე გასულა,დაღლილი ვიშმუშნები ფანჯარასთან მდგარი
-მამა იქნებ დავწვეთ?-შეწუხებული ვემუდარები
-შენ წადი დემეტრე აქ დარჩება-ხელს კიდებს დემეტრეს ხელზე
-დარჩები?-
-კი წადი დაწექი და ამოვალ-ბედნიერი სახით მაფრთხილებს ისე თოთქოს დიდად მიხარებდეს გულს ის ამბავი რომ საწოლში ერთად უნდა ვიწვეთ. მეორე სართულზე ასული ილიას და ანას ოთახებს ვუჩვენებ მაგრამ ერთ ოთახს ირჩევენ,მეც მაშინვე ჩემსაში შევდივარ და ფანჯარასთან ვისვეტები..
დემეტრეს დღევანდელი საქციელი უფრო მაყვარებს მას,არ ვიცი როდის ან რანაირად მაგრამ ამ დროის განმავლობაში მისი შესანიშნავე მხარეების დანახვამ დამარწმუნა რომ ღირს მისი ნდობა და სიყვარული,უაზროდ ვფიქრობ რამდენიმე დღეა ამ გრძნობაზე და ნეტის ატანა აღარ შემიძლია რადგან მისი გრძნობების შესახებ ჯერაც არ ვიცი არაფერი..
მამა მახსენდება დედაჩემზე უზომოდ შეყვარებული რომ იყო,თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა მისი სახელოს გაგონებისას მაგრამ რამდენიმე წელში უიმედოდ ჩაუქრა,არ მინდა მეც მსგავსად მომიწიოს ჩაქრობა.
ტანსაცმელს ვიხდი და სკამზე ვალაგებ,პიჟამას ვიცვამ მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიძინებ,დავდივარ ოთახში და დემეტრეც ადგავს საშველს და შემოდის,გზად სიცილით ემშვიდობება ლელას და გოჩას
-ავალაგეთ და მოვედი-როგორც ჩანს დახმარება უყვარს
-გაერთე?
-და თან როგორ.. მშვენიერი მამიდა და მამა გყოლია
-ვერ შეგედავები მაგაში
-შენ რას აკეთებდი?
-რავიცი... ვმესიჯობდი-ვპასუხობ დაუფიქრებლად. აბა ხოარ ვეტყვი შენზე ვფიქრობდი ერთი საათი თქო
-ვაა და ვის წერდი? ანა აქ არის
-რავი.. ისეთს არავის
-აბა ტელეფონი მანახე-მაგიდაზე დადებულ ტელეფონს წვდება -მოხსენი ბლოკი-მაწვდის და მეც ცკრეფ 0505 . მაშინვე მაცლის ხელებიდან ისევ-აბა შეტყობიმებები
-წავშალე-ჩემსას არ ვიშლი
-ხო ? ვის წერდი არ მეტყვი?
-რა საჭიროა
-რავიცი მაინც.. ეს ისევ გაქვს ? დათოს მოწერილებს ვგულისხმობ-სახე ეცცლება-რატომ არ შლი ვერ ვხვდები
-არც მახსოვდა
-კაი წავშლი არ დაგეღალოს ლამაზი თითები-ჩემს თვალწინ შლის შეტყობინებებს-გაითვალისწინე ერთი რამ,ჩემი ცოლობა ბევრ რამეს არ ნიშნავს,უბრალოდ ჩემი ხარ -ტელეფონს მაგიდაზე დებს ისევ
-ვერ გავიგე-გული მიჩქარდება ისევ.. ჩემკენ მოდის დემეტრე და კედელს ვეკრობი ტკიპასავით
-გაუგებარია მგონი მართლაც..
-ხო მასეა,მთვრალი ხარ
-არა არ ვარ,ვიცი ვინ ვარ და ისიც ვიცი შენ ვინ ხარ,იმის მიზეზიც თუ რატომ ვარ აქ და რატომ ხარ ჩემი ცოლი
-გაიწიე ცოტა ვერ ვსუნთქავ ასე
-რატომ ? ჰაერი გწვდება ცხცირამდე,ჩემი სიახლოვის ბრალია ალბად-უფრო მეტად მიახლოვდება და ახლა მართლას ვეღარ ვსუნთქავ
-სულელობ
-მოიცადე... ასე არ არის ? -ცალი ხელით კედელს ეყრდნობა,ცალს კი კედლიდან აშორებს და თმაში მიყოფს. მისი შეხება ათასი დენის დარტმას გავს,თვალებს ვხუჭავ და ნერწყვს ძლივსღა ვყლაპავ,ცოტაც და მუხლები მომეკეცება
-დემეტრე გთხოვ..-ჩუმად ვლუღლუღებ ჩემთვის
-გაჩუმდი-პირზე მადებს ცერა თითს,ჩემკენ იწევა და ბაგეებზე მაცხრება.მისი თბილი ტუჩებიის გემოს შევიგრძნობ,ძლიერად მეხუტება,მარცხენა ხელს წელზს მხვევს მარჯვენას თავზე მკიდებს უკან და მჭიდროდ მიკრავს სხეულზე.ცისარტყელებში ვექანები,უაზროდ თბილ მორევში და მისი გაშვება აღარ მინდა. ორივე ხელს ვკიდებ თავზე
-ნატა ..-ჩერდება ცოტა ხანს -მიყვარხარ-ამოს გაგონებისას უფრო მეტად მეკეცება მუხლები
-რა ?
-გაჩუმდი..
-კი მაგრამ.. მეც ..-არ მაცდის საუბარს და ისევ ტუჩებზე მაცხრება.
დაფიქრებულად და გაანალიზებულად ვავლებ თმაში ხელს,ამაზე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვოცნებობდი,თავს უკან წევს და ღრმად იწყებს სუნთქვას,ორივეს არათანაბარი სუნთქვის ხმა მესმის. მეც თავს ვწევ და დროს არ კარგავს,ყელში მკოცნის ნაზად,მის სურნელს შევიგრძნობ და ერთიანად ვბუჟდები,ადგილზე ვქვავდები და ბოლომდე ვენდობი. ყელიდან კიდევ ცოტა ქვემოთ ჩადის,შემდეგ ზემოთ და მარცხენა ყურზე მკოცნის,ტუჩებს შორის იქვევს ყურის ბიბილოს და ნაზად მკბენს.
მის თმას ვებღაუჭებიდა ძლიერდ ვქაჩაბ უკან მაგრამ ადგილიდან არ იძვრის,ვგრძნობ მის ერექციას,ახლა გული უფრო მეტად მიწყებს ძგერას
-ნატა გაჩერდი-მშორდება ცოტა-არ გინდა..ინანებ
-რატომ? -დაბნეული ვეკითხები
-ერთ წლიანი შეთანხმება-ნახსენებს მაგრამ აღარ მაინტერესებს არანაირი შეთანხმება
-არ მაინტერესებს
-ინანებ და ამ დროის უკან დაბრუნებას ინატრებ
-არა-ვუარვყოფ მკაცრად. ხელს კისერზე ვხვევ,ვერ ითმენს და ისევ კოცნას მიწყებს,ხელში მიტაცებს და საწოლზე მაწვენს,პერანგის ღილებს ნელა ვუხსნი,მის დაკუნთულ გულ-მკერდს ვეხები.
აღზნებული საღამურის მკლავს ეხება და ზემოდან ქვემოთ მაძრობს ხელებიდან.
მკერდის შორის სიცარიელეს მივსებს მისი კოცნა,ერთბაშად მეძაბება ყველა კუნთი.



№1 სტუმარი სტუმარი tatu

საინტერესოა და კარგად მიდის თხრობა.
რამდენიმე გრამატიკული შენიშვნა მაქვს,მაგრამ ზოგი დამავიწყდა:დ
გავს არა,ჰგავს
ალბად არა,ალბათ
+18 ჩემი აზრით აქ არაფერი იყო)
წარმატებები❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

Tkbili istoriaa momwons zalian.

Imedi maqvs axali tavebis dadebaze ar gvawvaleb.❤❤❤

 


№3  offline წევრი skida

აუ რა საყვარლები არიან იმედია მართლა სანანებლად არ გაუხდება

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ესეიგი კარგი ისტრია ჩანს.. მართალია შეცდომები იყო თუმცა გამოასწორებ შემდეგისთვის.. კარგად წერ.. მაგრამ მეჩვენება რომ მოვლენები დააჩქარე ნუ თუ სხვა რამე არ გაქვს ჩაფიქრებული გააჩნია.. ასევე +18 არიყო მართლაც აქ არაფერი.. ისე ყვლაფერი კარგია და საი ტერესო ♥♥წარმატებები და რაც მთავარია არ დაიგვიანო! ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent