შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწერილი შვილები [სრულად]


11-02-2018, 14:50
ავტორი მარრიამი
ნანახია 13 072

გიფიქრიათ რა მოხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, უეცრად რომ აღმოგეჩინათ - არასწორი ადამიანი აირჩიეთ? არასდროს მეგონა თუ ამაზე ფიქრი მომიწევდა, უფრო სწორად არც ერთი წამით არ მიფიქრია იმ კონკრეტულ დღემდე.
დღემდე, როცა თეთრ კაბაში გამოწყობილმა, სახეზე ღიმილით და თითქმის ქმარზე ხელჩაკიდულმა შევაბიჯე ქორწინების სახლში. ვუსმენდი იმ მაღალფარდოვნად, ლამაზად მოლაპარაკე ქალს, იქამდე, სანამ მთავარი კითხვა არ დასვა:
- ლიზა, თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ ირაკლი კვირკველიას, გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ ცხოვრების ბოლომდე, მასთან ერთად გაიზიაროთ ბედნიერება და მწუხარება? - ვუსმენდი, ვხედავდი იმ ქალის ღიმილს და უკვე ძალიან მაღიზიანებდა მისი წითელი ტუჩსაცხი, ხელოვნური ღიმილი, დაყენებული ხმის ტემბრი და ეს ძალიან, ძალიან ფორმალური სიტყვები.
მერე?
მერე ირაკლის შევხედე, მინდოდა კიდევ ერთხელ დამენახა მასში ის ადამიანი, ვის გვერდითაც მთელი ცხოვრება უნდა გამეტარებინა, ვისშიც ეჭვი არ უნდა შემპარვოდა, ვისაც უნდა დავყრდნობოდი და მივნდობოდი, მაგრამ.. ამ მაგრამმა შეცვალა ჩემი ცხოვრება და ერთადერთი რაც დავინახე, იყო კაცი, ვისაც უბრალოდ ქალი სჭირდებოდა, ადამიანი, რომელიც მასთან იცხოვრებდა და მოემსახურებოდა..
აბსურდია არა?
აბსურდია, რომ ამდენი ხანი ვიყავი ამ ადამიანის გვერდით და მხოლოდ ახლა დავინახე ეს ყველაფერი.. ნეტავ რამ დამაბრმავა აქამდე?
რატომ ვფიქრობდი ასე?
სულ რაღაც ერთი კვირის წინ რომ ყველაფერს აკეთებდა ჩემი თანხმობისთვის, მანებივრებდა, ჭკუიდან მშლიდა თავისი საქციელით, თანხმობის შემდეგ ყველაფერი უკვალოდ გაქრა. დარჩა მხოლოდ დაჩქარებული ქორწილი და ცივი, მშრალი ირაკლი, რომელსაც ოდნავადაც არ ანთებია თვალები საქორწინო კაბაში ჩემი დანახვისას. ირაკლი, რომელსაც ერთი კომპლიმენტიც კი არ უთქვამს თავისი პატარძლისთვის. ირაკლი, რომელმაც მხოლოდ ჩემი შეხსენების შემდეგ ჩამკიდა ხელი.. ირაკლი, რომლისთვისაც სტუმრების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი ვარცხნილობა, მაკიაჟი, კაბა, თაიგული.. ირაკლი, რომელმაც ვერც კი შეამჩნია, როგორ მეწყინა მისი უყურადღებობა, როგორ ჩამიქრა თვალები და გამიქრა ღიმილი.. და ბოლოს ირაკლი, რომლისთვისაც მთელი ეს ქორწილი უბრალო სანახაობა იყო და მეც, ამ სანახაობის მთავარი პერსონაჟი.
მერე სულ ერთი სიტყვა იყო, სამი ასო და ჩემი მშვიდი წამოსვლა ჩემივე ქორწილიდან.

ვერ ვიტყვი, რომ ირაკლის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდა. არც ერთი წამით.. სერიოზული დეპრესია მქონდა რამდენიმე თვე, თუმცა ჩემი გოგონების, მშობლების და თქვენ წარმოიდგინეთ საკუთარი თავის ძალისხმევის შედეგად, რაღაც გამოვიდა.. მეც გამოვედი ოთახიდან, სახლიდან და პირველად მაშინ ამოვისუნთქე თავისუფლად.. პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ ისევ ცოცხალი ვარ, ისევ კარგად ვარ და ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი საბოლოოდ დამთავრდა. უკვე იმდენი ხანი იყო გასული, რომ საახლობლო და სამეზობლო ჭორებიც ჩავლილი გახლდათ. ჩემმა გამოჩენამ თითქოს ცოტა ხნით განაახლა ეს ყველაფერი, მაგრამ მალევე მიწყნარდა, ალბათ მობეზრდათ.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ყოფილი საქმრო თუ ქმარი, „მოქმრო“ ორი ბინის მოშორებით ცხოვრობდა და ფაქტობრივად გარდაუვალი იყო მასთან შეხვედრა, გადავწყვიტე საცხოვრებელი შემეცვალა. მშობლებს დიდად არ გახარებიათ ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, ამიტომ თავადვე დამეხმარნენ სახლის მოძებნაში.

ჩემდა საბედნიეროდ ძალიან ადვილად ვიპოვე იდეალური საცხოვრებელი და თანაც სად? ირაკლისგან ძალიან შორს, ქალაქის მეორე ბოლოში და ძალიან ახლოს ჩემს გოგოებთან, ნატაშკას სადარბაზოში, რამდენიმე სართულით ზემოთ. წინა ბინაში სალიკო ცხოვრობდა თავის პრინცთან ერთად და მეტი რა გვინდოდა ბედნიერებისთვის.

***
- ნატაშ, ამო რა ჩემთან, სალო და ლაშაც მოდიან..
- რაზე მეპატიჟები ცუნცულ? - ამ გოგოს ცანცარი მკლავს.
- ჩაქაფულზე.
- ბევრსაც კარგად მაგაზე რომ არ მპატიჟებ - ღმერთო ამ გოგოს გემოვნება მიეცი.
- ამოაღწიე.

ვგიჟდები ერთად რომ ვიკრიბებით და ათას სისულელეს განვიხილავთ.. როცა ჩვენი განსახილველი თემის სულელურობა პიკს აღწევს, ლაშა თავისივე ნებით გვტოვებს ხოლმე.

- გაქცეულ პატარძალს ვახლავართ
- სალიკო შენს ქმარს თავს გავუტეხავ!
- ისე შენ რანაირი მეგობარი ხარ, თავის დროზე ჩემთვისაც რომ გესწავლებინა ეგ ტრიუკი, ახლა ყველანი მშვიდად ვიქნებოდით - სიცილს არ წყვეტს.
- ლაშა, იცოდე მე დავასწრებ თავის გატეხვას - ქმრის სიტყვებზე განაწყენებული სალოც ბობოქრობს.
- კაი რა სალო, ხო იცი რომ ვხუმრობ პატარა..
- ძალიან გთხოვთ ჩემთან თავი შეიკავოთ სიყვარულის გამოხატვისგან - პრეტენზიული ტონით ვითხოვ და სამზარეულოში გასასვლელად ვდგები.
- რატომ ლიზიკო? მიტოვებული საქმრო ვერ ქაჩავდა მაგდენ რომანტიკას?
- ლაშა დავაქვრივებ სალომეს თუ არ მოკეტავ - ეს ბიჭი ერთხელაც იქნება მართლა შემომაკვდება თავისი ხუმრობების გამო.
- გოგო რა გიტყდება, შენ მიატოვე, იმან ხომ არა?
- რატომღაც სკოლიდან ნორმალური მახსოვს ეს ბიჭი და რა გაუკეთე სალომე ასეთი - ფრატუნით გავდივარ სამზარეულოში და მთელს ჩემს სურსათ-სანოვაგეს პატარა ჟურნალების მაგიდაზე ვშლი.

მეათე ჭიქის შემდეგ კიდევ ერთი ბოთლის მოსატანად რომ ვდგები, მაშინ ვხვდები რა ცუდად მაქვს საქმე. ზედმეტი მოქმედებების გარეშე პირდაპირ ვწვები დივანზე და ვიძინებ-მეთქი ვაცხადებ. მერე რა ხდება მართლა არ მახსოვს, არც ის ვიცი იმ ღამესვე მიდიან ჩემი სტუმრები თუ დილით მტოვებენ მარტო, პრინციპში არც აქვს მაგას მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ის ზარია, 18 საათსა და 2 წუთზე რომ ისმის ჩემს ტელეფონზე.

- ცოცხალი ხარ გოგო?
- არ გავცოცხლდებოდი რომ არ დაგერეკა ნატაშ, რა გინდა?
- გინდა ახლა ისევ მოგკლა?
- მიდი აბა - ცალ თვალს ვახელ და ვჯდები.
- მიტოვებულმა ცოლი იშოვა - რამხელა ხმა აქვს ამ ერთი ბეწო გოგოს, მაოცებს. მოიცა, რაო?
- რა თქვი?
- შენმა ქმარმა რა, თუ საქმრომ თუ ვინც იყო, რა მნიშვნელობა აქვს, ცოლი მოიყვანა დღეს.
- კაი?! ღადაობ?
- არა, საერთოდ.
- და შენ რა იცი?
- სოციალური ქსელიდან ყველაფრის გაგება შეიძლება, შენსავით 5 „ფრენდით“ კი არ ვმოძრაობ - მითხარით ახლა რითი ჯობს ამისი 1000 „ფრენდი“ ჩემს 5 მეგობარს და ხმას არ ამოვიღებ.
- უპოვია სათავისო გოგო და ეგაა, აშენდა.
- შენ ხო არ გეწყინა ლიზ?
- ნატაშ ისევ მთვრალი ხარ თუ თავი მიარტყი წუხელ რამეს?
- ხო რავიცი, მაინც ახალი ეთქმის რა ჯერ თქვენს ამბავს..
- ჩვენ ხო დავამთავრეთ ეგ თემა, არ ვუყვარდი, უბრალოდ იდეალური გოგო ვიყავი მისთვის, ახლა ახალი იდეალური იპოვა და ეგაა, მეც დავამთავრე ყველაფერი, თუ კი რამე მაკავშირებდა მაგ ადამიანთან.
- აუ ძაან მიყვარხარ რა.
- ნატაშ გეხვეწები სიცხე გაიზომე რა - ვიცინი და ტელეფონს ვთიშავ.

მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ გათიშვისთანავე ვძვრები სოციალურ ქსელში და ირაკლის და მისი მეუღლის ფოტოების ძებნას ვიწყებ. მსგავსი არაფერი, მაგრამ ისიც ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ საერთოდ არ მოქმედებს ეს ამბავი ჩემზე. დიახ, მოქმედებს. კაცმა ადამიანების ნდობა დამიკარგა და თვითონ რამდენიმე თვეში კვლავ ბედნიერად დაქორწინდა. მას შემდეგ არც ერთი ბიჭი არ გაჭაჭანებულა ჩემს ცხოვრებაში, გარეგნულადაც კი არ მომწონებია არავინ, თავს არ ვაძლევდი ამის უფლებას და ალბათ კიდევ დიდ ხანს გამყვება ის შიში, რომ ადამიანში შევცდები, თვითონ კი არც არაფერი ადარდებს.. აბა? არ უნდა მქონდეს რეაქცია? მაგრამ დროს მიჰყვება ყველაფერი, რეაქციებიც და ადამიანებიც..
ერთი წლის შემდეგ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ იყო გამქრალი ვინმე ირაკლი, რომელსაც მხოლოდ მიტოვებულის სახელით მოიხსენიებდნენ ჩემი მეგობრები და ისიც მაშინ, როცა ლაშიკო ხუმრობის ხასიათზე იყო.
კიდევ რა შეიცვალა?
ყველაზე მაგარი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, მალე ნათლული მეყოლება, დღეებს ვითვლით მთელ ქვეყანაში ყველაზე საყვარელი ბავშვის დაბადებამდე. უკვე ვფიქრობ, რომ საკუთარი ორსულობაც ვერ გამახარებს ისე, როგორც სალოს ორსულობამ გამახარა. ვის ახსოვს ლაშა? ანალიზებზეც მე და ნატაშკა დავყვებით, ეხოებზეც, იხვეწება ბიჭი ერთხელ მარტო მე და ჩემი ცოლი წავალთო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ფაქტობრივად სალოსთან გადავდივართ საცხოვრებლად.

- ერთი შვილი მინდოდა, სამი კი არა - სიცილით ბუზღუნებს ლაშიკო, აზრი? არავითარი.

და იცით როგორ დაგვცინა ამ პატარა მაიმუნმა?
ზუსტად მაშინ ინდომებს დაბადებას, ჩვენ რომ საკუთარ სახლებში ტკბილად გვძინავს. რა კისრის ტეხვით ჩავრბივარ კიბეებზე ვერ გეტყვით, რაც მთავარია მშვიდობიანად და სამშობიაროს მაგივრად ტრავმატოლოგიურში არ მიწევს წასვლა.

- ლაშა, რა ხდება აბა? - სიძის დანახვისთანავე იწყებს ნატაშკამ დაკითხვას.
- აზრზე არ ვარ, ახლახანს შეიყვანეს.
- მოიცა შენ აქ რა გინდა? მშობიარობას არ ესწრები? - წარბაწეული ვუდგები წინ და თან მახსენდება მთელი ცხრა თვე როგორ ვარწმუნებდი, რომ უნდა დასწრებოდა.
- შენ მართლა გაკლია გოგო? მეც მინდა ჩემი შვილით ტკბობა და იმის დაბადებამდე თუ მოვკვდი ვერ მოვახერხებ.
- რა სუსტი გული გაქვს, მოგიკვდი - თანაგრძნობით ვეუბნები და მხარზე ვუსვამ ხელს.
- შენს მიტოვებულ საქმროს ჰქონია მაგარი გული და ბევრი დაკარგე რომ არ გაყევი - მგესლავს.
- აი ახლა მაინც რა შუაშია ის, გაფიცებ? - მეცინება, აშკარად გავაბრაზე.
- რა შუაშია და მისი ცოლიც და თვითონაც სამშობიარო ბლოკში არიან - ნიშნისმოგებით მიყურებს.
- ირაკლი? არ არსებობს - დაახლოებით როგორი აბსურდი იყო იცით? როგორც თოვლი აგვისტოში.
- არსებობს, იმდენი იყვირა იმ გოგომ შენ გარეშე ბავშვს არ გავაჩენო, რომ - ისეთი სიცილი გვიტყდება, სალომე აღარავის ახსოვს, სანამ ექიმი არ გამოდის და დანიელის დაბადებას არ გვილოცავს.
იქ ამბავი აიწია? არნახული. ყველა ყველას ულოცავს, ეხუტება, მერე შამპანური, დალოცვა, მერე ლაშიკო წაიყვანეს ცოლ-შვილის სანახავად და მე?
მე ჯერ კიდევ იმაზე ვფიქრობ რა საოცარი ხმა ჰქონდა იმ ექიმს, ბავშვის დაბადება რომ გვახარა.

- ჩვენც ხომ გვინდა ბავშვის ნახვა? - იდაყვს მკრავს ნატაშკამ.
- როგორ არ გვინდა, როგორც იმათია, ისე ჩვენიცაა ის ბავშვი.
- მეეჭვება ამ ბავშვის შექმნაში რამე წვლილი მიგიძღვოდეთ - ვიღაცის სიცილი იქცევს ჩვენს ყურადღებას და ვაანალიზებ, რომ ეს ზუსტად ის ხმაა, რომელზეც ბოლო ნახევარი საათია ვფიქრობ.
- თქვენ წარმოიდგინეთ და შექმნის შემდეგ ერთ დღეც არ გაუტარებია ამ ბავშვს უჩვენოდ - სიცილითვე ვბრუნდები მისკენ და ახლა ვაფიქსირებ, რომ ისეთივე მომხიბვლელია, როგორი ხმაც აქვს.
- ლაშას კარგი ნერვები ჰქონია - ღიმილიც? კარგი რა!
- იცნობთ თქვენ და ლაშა? - ნატაშკა ფარავს ჩემს გაშტერებას.
- ვიცნობთ - ეთანხმება ექიმი.
- ჩვენ როდის შეგვიშვებთ?
- თქვენ ვერ შეგიშვებთ, მიღების საათები განსაზღვრულია, მხოლოდ ერთი ადამიანის ყოფნა შეიძლება პალატაში და ისიც ძალიან ახლობლის.
- ჩვენზე ახლობელს ვერ იპოვით ვერავის - როგორც იქნა ვახერხებ ხმის ამოღებას.
- მე კიდევ მგონია, რომ ბავშვის მამა უფრო მნიშვნელოვანია - როგორც ამბობენ თვალს თვალში მიყრის.
- ეგ მამაა ბავშვის დაბადებას რომ არ დაესწრო - უკვე ძალიან ვბრაზდები, რას ჰქვია არ გვიშვებენ?
- მერე რა, ყველა ხომ ვერ იტანს? აუცილებელია?
- რა თქმა უნდა, აუცილებელია, როგორ შეიძლება კაცს ამ საოცარი წუთის ნახვის უფლება ჰქონდეს და უარი თქვას? - ლაშას რომ ესმოდეს უეჭველად მომკლავს.
- კარგი, მე აუცილებლად დავესწრები შენს მშობიარობას - თვალს მიკრავს და ისე მიდის, პასუხის გაცემასაც ვერ ვასწრებ.
- ბატონო? - ჩემთვის ვბურტყუნებ და თავს ვაჯერებ, რომ ეს ყველაფერი მომესმა.

გვერდით ვიხედები, რომ ნატაშკასგან მაინც მოვისმინო რამე, მაგრამ ის არ მხვდება. როდის წავიდა? ამ ექიმმა მართლა გამომაშტერა!

- რაო, როდის შეგიშვებთო? - კარგ დროს მოხვედი მეგობარო, კარგ დროს.
- რავიცი ერთი, სად გაქრი შენ?
- ხათომ დამიძახა, არ გაგიგია?
- არა, ეს ლაშა მაინც გამოვიდეს რა, მოვკვდი ინტერესით.

სიძე ბატონი როგორც იქნა კადრულობს გამოსვლას, მაგრამ ნახვის საათები არ არის და მეტს ვერავის შევუშვებთო.

- ლაშიკო, ნაცნობობა რომ გამოიყენო და დაგვეხმარო შვილობილის ნახვაში არ გინდა? - თხოვნაზე გადავდივარ.
- არ ჭრის ნაცნობობა, წესი წესიაო.
- ღმერთო ჩემო, ნაცნობიც კი არავინ გამოგიჩნდა ნორმალური რა - ვწუწუნებ.
- არანორმალური იმიტომ ვარ, რომ წესების დაცვას ვითხოვ?
- მითხარით, რომ ეს ის არ არის ვინც მე მგონია - როგორ ახერხებს ასე ჩუმად მოპარვას არ მესმის.
- ზუსტად ის ვარ.
- ანუ ბავშვის ნახვის შანსი სულ დავკარგე? - მეცინება.
- არა, ერთი პირობით შეიძლება ახლავე შეგიშვა.
- აბა?
- შემდეგი ბავშვი შენია, ჩემი თანდასწრებით, რა თქმა უნდა - ისე ბუნებრივად გადავდივართ შენობითზე, საერთოდ არ გვაწუხებს უხერხულობა.
- ბატონო? - ზუსტად იგივე შეკითხვას ვსვამ, ცოტა ხნის წინაც რომ დავსვი, მაგრამ არ გაუგონია.
- ამისი რა გითხრა, მაგრამ მიტოვებული ქმრის თუ საქმროს ბავშვი კი დაიბადა - ხარხარს იწყებს ლაშა და სერიოზულად ვფიქრობ, რა დაშავდება თუ სალომეს ქმარი აღარ ეყოლება?
- ლაშა, საყვარელო სიძე, ეგ ყველასთან არ უნდა თქვა - ძალით გაცინებული სახით ვეუბნები და „მსუბუქად“ ვურტყამ.
- მოიცა, როგორ? მიტოვებული ქმარი თუ საქმროო? - ახლა ექიმი ჰყვება.
- ხო, სუპერ ორიგინალური გოგო გვყავს, თავისი ქორწილიდან დატყდა და მიატოვა ქმრად ვერ-წოდებული.
- აი ეს მესმის - სიცილისგან სულს ვეღარ ითქვამენ ვერც ერთი, სამაგიეროდ მე საერთოდ არ მეცინება.
- ახლა წავალ და ხვალამდე დალაპარაკება არავინ გაბედოს -ვეჩურჩულები ნატაშკას და სწრაფად გავდივარ.

მე თვითონაც ვერ ვხვდები რამ გამაბრაზა. ამ თემაზე დიდი ხანია უკვე, რეაქციაც აღარ მაქვს, ხუმრობდნენ და მეც ვიცინოდი. ალბათ ყველაფერს ექიმის დამატება აფუჭებს, ალბათ. რატომ უნდა იცოდეს ვიღაც უცხომ ჩემი ქორწილის ისტორია? და თანაც რატომ უნდა იცინოს ამაზე რაღაც არაადეკვატურ ხმაზე? ნორმალურია ეს?
მთელ ქვეყნიერებაზე გაბრაზებული შესასვლელთან კიბეებზე ვჯდები და ცას ვუყურებ. ვარსკვლავები არ ჩანს, არც ამინდია დიდად გადასარევი და საერთოდ, ამ შუა ზამთარში ბავშვის გაჩენა იქნებოდა?

- გაცივდები - ღიმილი ეტყობა ხმაზე.
- მერე რა..
- მერე შეიძლება შვილების გაჩენაშიც პრობლემა შეგვექმნას და არ ღირს მგონი ხო?
- შენ მართლა არ ხარ დალაგებული ხო?
- როგორც შენი ისტორიიდან მივხვდი, არც შენ უნდა იყო დიდად ნორმალური, ავიტანთ ერთმანეთს - მიცინის და ხელს მიწვდის, რომ წამოდგომაში დამეხმაროს.
- სალოსთან შემიშვებ?
- შეგიშვებ, შეგიშვებ - მიღიმის და მეც ხელს ვკიდებ.

***
სამ დღეში წერენ სალიკოს ჩემს ნათლულთან ერთად. პატარას ოთახი მოწყობილია, ფაქტობრივად ყველაფერი იდეალურადაა. ჩემი და ნატაშკას სახით უფასო ძიძებიც ჰყავთ, მაგრამ სხვა სამსახურებთან შეთავსებით. ვერც მე ვტოვებ ჩემს პატარა ოფისს და ვერც ნატაშკა თავის პოსტს. სიძე კი ხუმრობს კიდევ კარგი სამსახურები მაინც გაქვთ და ცოტა ხნით გვტოვებთო, მაგრამ ხომ ვიცით, უჩვენოდ ცხოვრება არ შეუძლია. ბავშვის ნათლობას ჩვენი ქორწინების ორი წლის თავს დავამთხვევთ და აღვნიშნავთო იტეხავენ, შესაბამისად ასრულებენ კიდეც. გაზაფხულის პირველ რიცხვებში წყდება ყველაფერი. ნათლობა არაჩვეულებრივად ტარდება, ბავშვს ბებიასთან ტოვებენ და რადგან არსად წასვლა არ გვინდა, უბრალოდ სახლში, ჩვენებურად ჩასხდომა გვირჩევნია, ჩემთან ავდივართ. რა თქმა უნდა, სხვანაირად არც ველოდი, სალიკოსთან ბავშვი იყო, ნატაშკასთან მისი მშობლები და ეს ჩემი ერთოთახიანი, პაწაწუნა საცხოვრებელი იდეალურ ადგილად გვესახება.
მესამე ჭიქაზე კარებზე კაკუნის გამო ადგომა მიწევს. გულში ვლოცულობ მეზობელი ლამარა არ იყოს და ხმაურის გამო არ მისაყვედუროს. ლოცვა მშველის, მაგრამ.. სადარბაზოდან საოცარხმიანი ექიმი მიღიმის.

- შეიძლება?
- მგონი მისამართი შეგეშალა, მაგრამ სტუმარი ღვთისაა, მობრძანდი - ვიწევი.
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი - საჩუქრად მოტანილ ღვინის ბოთლს მაწვდის.
- მადლობა, არ იყო საჭირო, აქეთ - მისაღებისკენ ვუთითებ და მივყვები. სამზარეულოდან თეფში გამომაქვს მისთვის და ჩემს ადგილს ვუბრუნდები.
- ცოტნე მე დავპატიჟე - რა იყო ამაში მიუხვედრელი.
- მივხვდი სიძე.

კიდევ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ბატონი ექიმი ჩემკენ იწევა.
- რამდენი შვილი გინდა რომ გვყავდეს? - მეჩურჩულება და დენდარტყმულივით ვიწევი უკან.
- მგონი სასმელი ცუდად მოქმედებს შენზე - ვცდილობ არ შევიმჩნიო როგორ მოქმედებს მისი ხმა.
- კარგი, შენ რამდენი გინდა? სერიოზულად გეკითხები.
- მინიმუმ სამი.
- ანუ ხუთი?
- რა? - აშკარად ყურადღებას ვიქცევთ.
- შენი სამი, ჩემი ორი და მთლიანობაში ხუთი რა - როგორ ვიფიქრე, რომ რამეს სერიოზულად მკითხავდა? - მაგრამ ამდენი ბავშვი ამ პატარა სახლში არ დაეტევა, ჩემთან როდის გადავიდეთ?
- ლაშა შენი მეგობრის მკვლელს ნუ გამხდი ძალიან გთხოვ და მომაშორე - თავს ძლივს ვიკავებ, ეს სულელები კი იცინიან - გეფიცებით გაგყრით ყველას!
- მართალი ხარ, რაც მალე გავყრით, მით მალე დავიწყებთ ბავშვებზე ფიქრს _ თვალს მიკრავს, იმ ამოსათხრელ თვალს.
- შენ პირდაპირ აივნიდან გისვრი, თუ არ გაჩუმდები.
- ცოტა ნერვები თუ არ აკონტროლე ბავშვების აღზრდა გაგიჭირდება.
- ღმერთო რა შევცოდე ასეთი? - ზედმეტად რიტორიკულ კითხვას ვსვა,მ და ერთი ამოსუნთქვით ვცლი ჭიქას.

***
- კარგი ტანი გაქვს.
- რაა?
- ფართო მენჯი ვიგულისხმე - თვალი მიკრავს და გვერდით მიდგება.
- ხომ შეიძლებოდა დანიელი სადმე სხვა კლინიკაში დაბადებულიყო, ხომ ავიცილებდი თავიდან შენს გაცნობას.
- მე მაინც გიპოვიდი, შანსი არაა ჩემი შვილების დედა ვერ მეპოვა - მიცინის და ისევ ეზოში მოთამაშე ბავშვებზე გადააქვს ყურადღება.

რაღაცა არ ჯდება ხომ ლოგიკაში?
გეთანხმებით, აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ჩემდაუნებურად ყოველთვის, როცა ვხედავ, მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს გონებაში - „მისი შვილების დედა“. შეძახილმა ხე გაახმოო, რაღაც ეგეთი დამმართა მგონი.

ხომ ხვდებიან ბავშვობის ნაცნობებს, შემოიფარგლებიან უბრალო მოკითხვით და შორდებიან მერე ისე, თითქოს არც არასდროს შეხვედრილან, ჩემი სიძე რატომაა ყველაფერში ორიგინალური? დგება და თავიდან აწყობს ურთიერთობას და გადამკვდარ ძმობას ბატონ ცოტნესთან, რაც ავტომატურად ნიშნავს ცოტნეს ჩვენთან ყოფნას ყველა სიტუაციაში.

- წავიდეთ სადმე?
- ცოტნეც მოდის.
- თქვენ ამოვალ..
- ცოტნეც აქაა.
- ჩემთან ამოდით..
- ცოტნეც ამოვა.

საითაც გავიხედავ ყველგან ცოტნე მხვდება, ცოტაც და მართლა დავიჯერებ, რომ ბედია.

***
- ლიზაა..
- ცოტნე, იცოდე ისევ ჩვენს შვილებზე თუ უნდა მითხრა რამე, ამ ვაზას თავში ჩაგარტყამ.
- ჩვენს შვილებზე ლიზა? ეს უკვე მომწონს - ისევ იცინის - იმედი უნდა გაგიცრუო, ამჯერად დანიელი უნდა ვიშვილოთ სამი-ოთხი დღით დღით.
- სულ გარეკე?
- არა, სალოს და ლაშას ქალაქგარეთ უნდათ წასვლა, ზაფხულია რა, ნატაშკა მივლინებაშია, იმათი მშობლები სოფელში და ასე.
- და უნდათ რომ ექვსი თვის ბავშვი მე დამიტოვონ? - ვიცინო თუ ვიტირო ვერ ვხვდები.
- შენ არა, ჩვენ - ეცინება.
- მითუმეტეს, არა! შანსი არ აქვთ, შვილის ყოლის სურვილი რომ მქონოდა, გავაჩენდი თვითონაც მშვენივრად.
- მარტო ვერ მოახერხებდი დამიჯერე - ერთხელაც იქნება მოვკლავ!
- ხვდები მაინც რამხელა პასუხისმგებლობაა რამდენიმე დღით თვეების ბავშვის დატოვება?
- ვხვდები, მაგრამ იმათაც გაუგე, რაც ბავშვი ჰყავთ ასე ამდენი ხნით ერთმანეთისთვის ვერ მოიცალეს, კარგი რა.
- და ისე შენ რატომ მეუბნები ამ ყველაფერს? თვითონ რომ ეთქვათ?
- თვითონ ვერ გეტყვიან, წავიდნენ უკვე - მხრებს იჩეჩავს და ოთახისკენ ბრუნდება - დანიელიც იმიტომ მოვიყვანე მე - ღიმილით ამატებს და ბედნიერად კალათდება დივანზე.
- მეღადავები ხო?
- არანაირად, არც ერთი წამით.
- მოვკლავ, ორივეს მოვკლავ!
- ტყუილად იმუქრები, შენ მაქსიმუმ მიტოვება - ამასაც მოვკლავ - გინდა ამ ამბის ყველაზე კარგი მხარე გითხრა?
- ამ ამბავს კარგი მხარეც აქვს?
- გარდა იმისა რომ დანიელის ფაქტობრივი მშობლები ვიქნებით, კი, კიდევ აქვს.
- ყურადღებით გისმენ - მისი სიმშვიდე ძალიან მიშლის ნერვებს.
- ამ დღეებს და ღამეებს ერთად გავატარებთ და მერე დანიელის გარდა სხვებიც შეიძლება გვყავდეს, ნამდვილად ჩვენები ოღონდ.
- სულელი ხარ ამხელა ექიმი კაცი - ვბუზღუნებ და ბალიშს ვესვრი.
- საღამოს ყველა საჭირო ნივთს მოვიტან და არ ინერვიულო, კარგი მამა ვიქნები - ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება ისეთი სიყვარულით უყურებს დანიელს და ისე ეთამაშება ხოლმე.
- რაც მალე მოიტან, მით უკეთესი, რომ გაიღვიძებს ხომ უნდა ვაჭამო.
- ხედავ? უკვე მზრუნველი დედიკო ხარ, კარგი ახლავე წავალ.

***
პირველი საღამო.
დანიელი საშინლად ჭირვეულობს.
ვერ გაამტყუნებ, დედა უნდა ბავშვს, მაგრამ სადაა დედამისი?
დაგულაობს!
დიდი ძალისხმევის შედეგად რამდენიმე კოვზს კი ვაჭმევთ, მაგრამ დაძინებით არაფრით იძინებს. გამუდმებით ჭუჭყუნებს და იმასაც კი ვერ ვიგებ რა უნდა. ლამისაა მეც მასთან ერთად ვიტირო. ჩახუტებულს დავატარებ აქეთ-იქით და თან ვირწევი, იქნებ დაიძინოს, მაგრამ არა.
- ჩუ, პატარა, ჩუ, ჩემო ლამაზო ბიჭო, დავიძინოთ რა დე - იმდენად მივეჩვიე სალომესგან, მეც კი დეს ვეძახი, მაგრამ არაფერი შველის, საერთოდ არაფერი.
- ლიზა, მომიყვანე ცოტა ხანი, დაიღლებოდი..
- ხომ გითხარი არაფერი გამოვა-მეთქი? - დაღლილი ვჯდები და ისე მაწუხებს დანიელის წუწუნი, სალომე რომ აქ მყავდეს ალბათ მოვკლავდი ბავშვის ასე წვალებისთვის.
მთელი საათი ცოტნე დაატარებს წინ და უკან, შედეგი კი მხოლოდ ისაა, რომ ორივე საოცრად ვიღლებით და პატარა ისევ არ იძინებს.

- პირველი ხდება, როდისღა უნდა დაიძინოს? - სულ ერთი სიტყვა მინდა და ხმამაღლა ავქვითინდები.
- ლიზა, ძალიან ემოციურად ხარ განწყობილი, არ შეიძლება ასე, დაიღლება და დაეძინება.
- არ იღლება ხომ ხედავ? წუხს და ვერაფრით ვშველი!
- შენ თუ ბავშვის ყველა ტირილზე ასე ინერვიულე, ხუთს კი არა, ერთს ვერ გაზრდი - მიღიმის და გვერდით მიჯდება - აი ნახე, ცოტა დაწყნარდა, მალე მოითენთება.
- და მთელი ღამე ასე უნდა გვყავდეს?
- მე მეყოლება, შენ წადი, დაწექი და დაიძინე - მის ხმაში მზრუნველობას რომ ვამჩნევ, საერთოდ მაგიჟებს.
- ეგეთი უნასუმოც არ ვარ, სოლიდარობას გიცადებ - ვუცინი და მზერა დანიელზე გადამაქვს, მგონი მართლა დაიღალა.

ასე იყო თუ ისე, დილით რომ ვიღვიძებ, თავი ცოტნეს მხარზე მიდევს, ცოტნეს ბავშვი უკავვია ხელში და რატომღაც ისევ ღვიძავს.

- დილა მშვიდობის - ჩურჩულით მესალმება და ძალიან, ძალიან ჩვეულებრივად მკოცნის შუბლზე.
- საერთოდ არ გძინებია? - როგორც იქნა ვკადრულობ და ვშორდები.
- თქვენი ძილის ყურება ვამჯობინე - მიღიმის.
- წამოდი ოთახში, მიაწვინე და შენც დაიძინე, მე მივხედავ თუ გაიღვიძებს.
- ხოო?
- მიდი, ცოდო ხარ.
- უკვე ჩემზეც ზრუნავ, არაა ცუდი - როგორ შეუძლია სულ იცინოდეს.
- მორჩი მასხარაობას და წადი.
- შენს ოთახში? შენს საწოლში? უკეთესი რა უნდა ინატროს ადამიანმა - ძალიან ფრთხილად დგება და ფეხაკრეფით მიდის, ოდნავადაც არ ამოძრავებს ტანს, როგორ შეუძლია ამდენად მზრუნველი იყოს?

ყველაზე მეტად რა მიკვირს იცით? როგორც კი დანიელი ტირის, სანამ მე ოთახში შევდივარ, ცოტნეს უკვე ღვიძავს და აწყნარებს, მგონი მართლა ღირსია, რომ 5 შვილი ჰყავდეს.

- საუზმე მზადაა, მობრძანდით - კარებიდან ვამცნობ ღიმილით და გავდივარ.
- მგონი სულაც არ იყო ცუდი იდეა ბავშვის დატოვება - სამზარეულოში შემოდიან და ისევ ძალიან ჩვეულებრივად მკოცნის კისერში. ამდენს ვეღარ ავიტან, ერთხელაც იქნება გამთიშავს.
- ხო, წინასწარი რეპეტიცია გამოგვდის - სიცილით ვპასუხობ.
- იმედია, ჩვენი შვილები უფრო წყნარები იქნებიან - ისევ არ ეშვება ამ თემას.

***
მეორე საღამო.
დანიელი ისევ ჭირვეულობს, მაგრამ მთელი ღამის გათენება არ გვიწევს. ორ საათში ვაძინებთ და იმდენსაც ვახერხებთ, საწოლზე დავაწვინოთ. აქეთ-იქიდან ვუწვებით და ჩვენც წამებში ვითიშებით. მგონი ბავშვის ყოლა მთლად კარგი იდეა არ უნდა იყოს.
სიზმარშიც კი ბავშვის ტირილი მელანდება და წამდაუწუმ ვწევდი თავს, ჩემს ყოველ გაფაჩუნებაზე ცოტნეც მიცხადებს სოლიდარობას და ერთად ვუყურებთ მძინარე დანიელს.
დილა იმაზე ბევრად მშვენიერია, ვიდრე წარმოდგენა შემიძლია.

- დილა მშვიდობის, საუზმე მზადაა - ისე მაღვიძებს ბატონი ექიმი, თითქოს მართლა ჩემი ქმარი იყოს და თითქოს იდეალური ოჯახი გვქონდეს.
- დილა მშვიდობის, ბავშვი?
- დანიელს უკვე ვაჭამე და ახლა თამაშობს თავისთვის, მიდი, ადექი, მშვიდად ვისაუზმოთ.
- სიამოვნებით.
მოთამაშე პატარას ვკოცნი და სამზარეულოს მაგიდასთან და ვჯდები. როგორი ბედნიერებაა გამზადებული საუზმე.
- ნორმალურად მაინც არ გვეძინა ხომ? - მიცინის.
- რა დამაძინებდა, არ იტიროს, არ იტიროს ძახილში გავატარე მთელი ღამე.
- გავიდეთ შუადღისას სადმე?
- მოდი შუადღისას დავაძინოთ დანიელი და ჩვენც დავიძინოთ, აბა, უკეთესი იდეა არაა?
- მგონი არის - მიცინის და ყავას მისხამს.

პატარა ისედაც შეჩვეული მყავს, მთელ თავისუფალ დროს მასთან ვატარებდი, მაგრამ დედის გარეშე მაინც ძალიან უჭირს. მასხარებად ვართ ქცეულები, დანიელთან ერთად ვსხდებით იატაკზე, ვმაიმუნობთ, ათასგვარად ვცდილობთ მის გახალისებას. თავიდან ბოლომდე ვერთვებით ბავშვის გახალისების საქმეში და წამითაც არ გვახსენდება გარე სამყარო, სანამ ცოტნეს ტელეფონი არ რეკავს.

- კარგი, გასაგებია, მოვდივარ - თიშავს თუ არა ისეთი სახით მიყურებს, როგორ უნდა ვუთხრა არ წახვიდე-მეთქი - აუცილებელია რა, როგორც კი გავთავისუფლდები, მაშინვე წამოვალ.
- კარგი, არაუშავს, მე და დანიელი დავიძინებთ.
- კარგი - დანიელს კოცნის. გასაცილებლად რომ მივყვები, ზღურბლიდან ბრუნდება, მეც მკოცნის და კარებს კეტავს.
ეს ბიჭი შემშლის!

ჩემდა საბედნიეროდ, დანიელს მულტფილმების ყურება მოსწონს, ვწევართ და ვუყურებთ, კიდევ ერთი-ორი დღე და ბავშვს სულ აღარ ენდომება დედ-მამა. მაგრამ მე ნამდვილად საშინელი დედა ვიქნები, ძილი ისე მიტაცებს, წინააღმდეგობას ვერ ვუწევ და რატომღაც იმასაც ვერ ვახერხებ, გავიგო პატარას ჩაეძინა თუ არა. სიწყნარე ხელს გვიწყობს და სამი საათი მაინც მშვიდად გვძინავს, მერე მისი პატარა ხელები მაფხიზლებს და სერიოზულად ვფიქრობ შვილის ყოლის პერსპექტივაზე.
საღამომდე არ ჩანს ცოტნეც და რატომღაც სერიოზულ დანაკლისს ვგრძნობ, თითქოს მოწყენილობაა და ვერაფრით ვახეხრხებ სხვა რამეზე გადართვას. დარეკვა არ მინდა, ვფიქრობ რომ არ მაქვს უფლება ვკითხო სადაა და რატომ აგვიანებს. მაგრამ ცხრა საათი რომ ისე ხდება, არც მოდის და არც რეკავს, ისევ მე ვეხმიანები.

- ლიზა გზაში ვარ, ათ წუთში მოვალ, წამოვიღო რამე?
- არაფერი, უბრალოდ რომ დაიგვიანე, მოგიკითხე.
- მალე მოვალ, მეც მომენატრეთ - იცინის და თიშავს.

ისეთი ფრთხილი კაკუნი მესმის, აშკარად ჰგონია, რომ დანის ძინავს, ვერ მივართვით, ისევ მაგის საწვალებელია. მაგრამ როგორც კი მის დაღლილ სახეს ვხედავ, გადავიფიქრე.

- როგორ ხართ? - ლოყაზე მკოცნის და შემოდის, მაინც წამოუღია რაღაცები - ძალიან დაგღალა?
- ჩვენ კარგად, დაღლილი შენ ხარ.
- ხო, რთული პაციენტი იყო.
- კარგად ჩაიარა ყველაფერმა?
- შეძლებისდაგვარად.
- წამო, ჭამე რამე და ყავასაც გაგიკეთებ, თორემ წაშლილი ხარ.
- უარს არ ვიტყოდი - ხმაც ისეთი გადაღლილი აქვს. საოცრად არანორმალური სურვილი მიყრობს მივიდე და ჩავეხუტო, რომ ყველანაირი დაღლილობა მოეშვას, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას არ ვაკეთებ.
ვახშამს ვუმზადებ ყავასთან ერთად და მე ისევ ბავშვთან გავდივარ მისაღებში. ტელეფონზე ხუთი გამოტოვებული ზარი მხვდება, ხუთივე სალომესგან, უკვე აღარ ვპასუხობ ისე დამღალა. თუ მაინც ასე უნდა ყოფილიყო, რაღას მიდიოდა.
- ძალიან მაგარი ყოფილა დაღლილს სახლში საყვარელი ადამიანები რომ გხვდებიან - ჩვეული ღიმილით გამოვიდა სამზარეულოდან და დივანზე ჩამოჯდა.
- ხოო? - მეცინება.
- ნამდვილად.
- ძალიან განერვიულეს დღეს? - თემა გადამაქვს, ალბათ ხვდება, მაგრამ მყვება.
- შენ ასე არ მანერვიულო რა - თვალებში მიყურებს და თან ისეთი მზერით, ახლავე დავთანხმდები მისი ყველა შვილის დედობას.
- ჩემზე შენ რატომ უნდა ინერვიულო? - სიცილით ვპასუხობ.
- რას ჰქვია რატომ? საკუთარი შვილების დაბადებაზე ყველა ნერვიულობს ლიზა.
- ცოტნე იცოდე დღესაც შენ დაგაძინებინებ დანიელს - ვემუქრები ჩემი ჭკუით.
- მზად ვარ ხუთივე შვილი მე დავაძინო ხოლმე - მიცინის, არა როგორ გინდა უარი უთხრა?

იმ საღამოს ისე ადვილად იძინებს პატარა, როგორც არასდროს. ესეც მესამე საღამო, თერთმეტ საათზე უკვე ტკბილად სძინავს და ჩვენც მშვიდად ვსვამთ ცივ ყავას ჩემს პატარა აივანზე.

- ხვალ სალო და ლაშა ჩამოდიან - დუმილს ვარღვევ.
- ხო, ჩამოდიან - მეთანხმება.
- არადა ისე შევეჩვიე დანიელს.
- მარტო დანიელს? - მიყურებს და მიღიმის - მე ორივეს შეგეჩვიეთ და წარმოდგენაც არ მინდა ხვალ როგორ დაღამდება.
- ვერც მე წარმომიდგენია, რომ ხვალ ისევ მარტო დავრჩები სახლში - ღრმად ვსუნთქავ და მოაჯირს ზურგით ვეყრდნობი.
- არც მე დამხვდება არავინ, ლიზა..
- არაუშავს, ისევ დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს და შევეჩვევით.
- ხოო? ასე ფიქრობ?
- კი - ვუღიმი.
- ვერ დავუბრუნდები ჩვეულ რიტმს, რაც შენ გამოჩნდი, მას შემდეგ ჩვეული არაფერია და ახლა მითუმეტეს აღარ იქნება. როგორ გინდა ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე, როცა მესამე ღამეა შენთან ერთად მძინავს? როცა ყოველ დილით პირველი შენ გხედავ და დაძინებამდე, ისევ შენ ხარ უკანასკნელი, ვისაც ვხედავ.. ამის შემდეგ როგორ დავბრუნდე სახლში ისე, თითქოს არაფერი მომხდარა? - დაჟინებულ მზერას არ მაშორებს და ყოველ სიტყვაზე მიახლოვდება, საბოლოოდ კი ჩემს პირისპირ დგას იმდენად ახლოს, მის სუნთქვასაც კი ვგრძნობ.
- ცოტნე, დავიძინოთ ჩვენც, ადრე გაიღვიძებს დანი - გვერდს ვუქცევ და ოთახში შევდივარ.
მისი სიტყვები მაბნევს, მაფორიაქებს, მაგრამ მზად არ ვარ პასუხისთვის, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. ისიც ჩუმად შემოდის ოთახში და მეორე მხარეს წვება. მიხარია, რომ აღარაფერს ამბობს, თუმცა ვგრძნობ, რომ არც ის იძინებს.

დილით ტირილი გვაღვიძებს. მგონი დაგვაგვიანდა, პატარა ძალიან მშიერია და თავის წილ რძეს ერთი ამოსუნთქვით ცლის. წინა ღამის დიალოგის კვალი ატყვია ყველაფერს, თითქოს ზედმეტად დაძაბულები ვართ, აღარც ვხუმრობთ და ერთმანეთსაც თითქმის არ ვეკონტაქტებით. არ მომწონს, მაგრამ ვერაფერს ვცვლი.
შუადღისთვის ჩამოდიან სალომე და ლაშა. იმდენ მადლობას გვეუბნებიან, მღლიან უკვე. დანიელი მიჰყავთ და ლამისაა ავტირდე, ისე შევეჩვიე.

- კარგი, მეც წავალ - მიღიმის.
- კარგი, ნახვამდის - ცოტა უხერხულად ვემშვიდობებით ერთმანეთს.
- კარგად - მკოცნის და მიდის.

მიდიან, ყველანი მიდიან და ჩემი სახლიც საოცრად ცარიელდება. ამ გრძნობაზე ცუდი არაფერი ყოფილა, როცა ეჩვევი ხმაურს, ადამიანებს და უცებ ყველაფერი ქრება, რჩება სიჩუმე და შენ. ნატაშკა მაინც იყოს. საღამომდე ჩემი საქმეებით ვერთობი ცოტას, თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებ. გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, რას შეიძლება აკეთებდეს ახლა ცოტნე, ისიც ფიქრობს ჩემზე, თუ მხოლოდ მე მაწუხებს ასეთი ალოგიკური ფიქრები? მასაც აწუხებს მარტოობა, თუ მხოლოდ ჩემი შეგრძნებებია ასეთი მძაფრი? უკვე ტვინი მერევა და ნელ-ნელა ვაანალიზებ, რომ რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს, ჩემს ტვინში არაა ისე და მგონი, არც გულში.

საათის ისრები თერთმეტს აჩვენებს, დასაძინებლად ვემზადები და საწოლში რომ ვწვები, მაშინ მესმის კარებზე კაკუნი. ამ დროს ძირითადად ძალიან მეზარება ხოლმე გაღება, ამიტომ არც ვაღებ, მაგრამ აღარ ჩერდება ვიღაც და იძულებული ვხდები ავდგე. ჭუჭრუტანიდან ვიყურები, ცოტნეა.. რამდენიმე წამით ვჩერდები და ვცდილობ გული დავიმშვიდო, ალბათ რამე დარჩა.
ერთი, ორი, სამი, ვაღებ..
ცოტნე მიყურებს, მიყურებს, მიყურებს და მერე ისე უეცრად, მგონი თვითონაც რომ არ ელოდა ისე, მკოცნის.

- არ შემიძლია ლიზა, სახლში დაბრუნებულს მინდა შენ დამხვდე ჩვენს ხუთ შვილთან ერთად - მელაპარაკება, მაგრამ წამითაც არ მიშვებს ხელს.
მაშინ როცა მე ოდნავადაც აღარ ვენდობოდი ადამიანებს ჩემი წარსულის გამო, მაშინ როცა ყველა კაცს ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაშინ როცა ზოგადად ბიჭის ხსენებაც არ მინდოდოდა ჩემ გვერდით, ცოტნესგან ვისმენ ამ ყველაფერს და ტვინში რაღაც ტრიალდება, რაღაც სრულიად მოულოდნელი, ჩემთვის ძალიან არაბუნებრივი და თითქმის აბსურდული, მაგრამ მე მას ვეთანხმები!
- ვფიქრობ, რომ იმსახურებ ხუთ შვილს - მის გაკვირვებულ სახეზე მეცინება და ახლა მე ვკოცნი.
- იცოდე მეც არ მიმატოვო.
- იცოდე ახლავე გაგაგდებ!
- ცხრა თვეში რომ სამნი გავხდეთ რა აზრის ხარ? - ეცინება.
- მგონი წინააღმდეგი არ ვარ - სიცილითვე ვპასუხობ და კარებს ვკეტავ.
_____________________
გეფიცებით თუ ვიცოდე ეს რა არის :დდ ზუსტად ერთი ღამის და 1-2 საათის ამბავია, აი ასე უბრალოდ დავიწყე და დავამთავრე, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვისა და გათვლების გარეშე.. რა გამოვიდა, ამას თქვენ შემიფასებთ <3
ისე მენატრებოდა თქვენი კკომენტარები, ნახვები, შეფასებები <3 ისე მიხარია ახლა რომ ამას ვტვირთავ და მთელი დღე მილიონჯერ შევამოწმებ საიტს იმის გასაგებად რამდენმა ადამიანმა წაიკითხა და რამდენს მოეწონა..
სასწაულად მიყვარხართ მე თქვენ!



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ვაიმე მარიამ... წავალ წავიკითხავ და მოვალ ❤❤

 


№2  offline მოდერი zia-maria

ასე ნაჩქარევად დაწერილი ძალიან კარგია,მომეწონა და წარმატებები. kissing_heart

 


№3  offline წევრი iasamani

ხო უნდა დაუხვრიტო სახაშე კოჭები ისეთ კაცს, ცოლი რომ მარტო ნასკების გასარეცხად უნდა rage rage
ისტორია კი ძალიან თბილი და გემრიელი იყო kissing_heart kissing_heart heart_eyes

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian sayvareli, tbili da magari istoriaaaa, yocahgg

 


№5 სტუმარი kati

Auuu ise tbili iyo kidev mindoda gagrzelebuliyo da meore nawilsac didi siamovnebit wavikitxavdi...

 


№6  offline წევრი TeddyBear

მარიამ,
ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო ❤
პერსონაჟებმა ძალიან გამახალისეს ^^
ცოტნე მესაყვარლა ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომეწონა.კარგი იყო ძალიან იასამანო ძალიან მომწონს სველი იასამანი და ეს ისტორიაც ზალიან კარგი იყო.

 


№8  offline მოდერი Maiaabuladze

მარიამ ჩვეულებრივად ვარ შენზე შეყვარებული ❤
ცოტნეზეც და ლიზაზეც ❤
ძალიან მაგარი გოგო ხარ ასე რომ დამატკბე ❤
პ.ს მაგრამ ვარლს არ ვთვლი დაბრუნებულად იცოდე

 


№9  offline წევრი ვარა შველიძე

კარგია და სასიამოვნო წასაკითხი

 


№10 სტუმარი სტუმარი Lia

Zalian swrafad daamtavre
Gaagrzee raaaaaa fliiis

 


№11 სტუმარი სტუმარი ბარბარე

შეიძლება ერთი ღამის და 1-2 საათის ამბავია მაგრამ მართლა ძაან კარგია არა♥♥♥

საოცარია ძაან მაგარია რა მნიშვნელობა აქვს რამდენ ხანში დაწერე ძალიან კარგი წასაკითხია

 


№12  offline წევრი Mtirala

როგორი სასიამოვნო და კარგი წასაკითხი იყო <3
ძალიან მომეწონა <3
ცოტნე როგორი საყვარელი და თბილი მამა იქნება წარმომიდგენია <3 შენ კი ძალიან ნიჭიერი და კარგი გოგო ხარ <3
წარმატებები <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№13 სტუმარი სტუმარი Tamri

Momewona kide mindoda gagrdzeleba

 


№14 სტუმარი სტუმარი თათუ

კაი რაა))) გავგიჟდები ასეთ ტკბილობებზე❤️

 


№15  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ძალიან კარგი იყო.გამიხარდა შენი სახელის ნახვა საიტზე.აღარ დაგვეკარო და ასე 1-2 სთ ამბავი ხშირად აგვიტვირთე საიტზე.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ასეთივე კარგი ისტორია იყო ესეც.გმირებზე არაფერს ვამბობ.ძალიან დადებითი აურა მოდიოდა.პატარა არის, მაგრამ ბევრ დიდ ისტორიას სჯობს
--------------------
ლანა

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო, მომეწონა .

 


№17  offline მოდერი მარრიამი

zia-maria
ასე ნაჩქარევად დაწერილი ძალიან კარგია,მომეწონა და წარმატებები. kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა <3
iasamani
ხო უნდა დაუხვრიტო სახაშე კოჭები ისეთ კაცს, ცოლი რომ მარტო ნასკების გასარეცხად უნდა rage rage
ისტორია კი ძალიან თბილი და გემრიელი იყო kissing_heart kissing_heart heart_eyes

უნდა დაუხვრიტო :დდ ძალიან დიდი მადლობა <3
Qeti qimucadze
Zalian sayvareli, tbili da magari istoriaaaa, yocahgg

მადლობაა <3
kati
Auuu ise tbili iyo kidev mindoda gagrzelebuliyo da meore nawilsac didi siamovnebit wavikitxavdi...

მადლობაა <3 მეორე ნაწილზე არ მიფიქრია :დდ
TeddyBear
მარიამ,
ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო ❤
პერსონაჟებმა ძალიან გამახალისეს ^^
ცოტნე მესაყვარლა ❤

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3 მიხარია, რომ მოგეწონა <3
ვარა შველიძე
კარგია და სასიამოვნო წასაკითხი

მადლობა <3
სტუმარი თამო
ძალიან მომეწონა.კარგი იყო ძალიან იასამანო ძალიან მომწონს სველი იასამანი და ეს ისტორიაც ზალიან კარგი იყო.

ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია, რომ ის გახსოვთ <3
Maiaabuladze
მარიამ ჩვეულებრივად ვარ შენზე შეყვარებული ❤
ცოტნეზეც და ლიზაზეც ❤
ძალიან მაგარი გოგო ხარ ასე რომ დამატკბე ❤
პ.ს მაგრამ ვარლს არ ვთვლი დაბრუნებულად იცოდე

მეც ჩვეულებრივად მაგიჟებ <3 კარგი, ნუ ჩათვლი :დდ დაელოდე იმას <3
სტუმარი Lia
Zalian swrafad daamtavre
Gaagrzee raaaaaa fliiis

გაგრძელებაზე არ ვფიქრობ :/
სტუმარი ბარბარე
შეიძლება ერთი ღამის და 1-2 საათის ამბავია მაგრამ მართლა ძაან კარგია არა♥♥♥

საოცარია ძაან მაგარია რა მნიშვნელობა აქვს რამდენ ხანში დაწერე ძალიან კარგი წასაკითხია

ძალიან, ძალიან მიხარია თუ მოგწონთ <3 იმიტომ აღვნიშნე, რომ წესით სხვა ისტორია უნდა ყოფილიყო და არა ეს :დდ
Mtirala
როგორი სასიამოვნო და კარგი წასაკითხი იყო <3
ძალიან მომეწონა <3
ცოტნე როგორი საყვარელი და თბილი მამა იქნება წარმომიდგენია <3 შენ კი ძალიან ნიჭიერი და კარგი გოგო ხარ <3
წარმატებები <3

ძალიან დიდი მადლობა <3 ცოტნეს სახით იდეალური მამა წარმოვიდგინე მგონი :დდ
სტუმარი Tamri
Momewona kide mindoda gagrdzeleba

მადლობა <3
სტუმარი თათუ
კაი რაა))) გავგიჟდები ასეთ ტკბილობებზე❤️

მეც გავგიჟდი შენს კომენტარებზე <3
La-Na
აი ძალიან კარგი იყო.გამიხარდა შენი სახელის ნახვა საიტზე.აღარ დაგვეკარო და ასე 1-2 სთ ამბავი ხშირად აგვიტვირთე საიტზე.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ასეთივე კარგი ისტორია იყო ესეც.გმირებზე არაფერს ვამბობ.ძალიან დადებითი აურა მოდიოდა.პატარა არის, მაგრამ ბევრ დიდ ისტორიას სჯობს

ლანა, ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3 არც მე მინდა ასე დაკარგვა, მაგრამ გამოდის ხოლმე <3
Ans...
მარიამ <3
შენსავით ტკბილი, თბილი და დადებითი ისტორია იყო. heart_eyes
ცოტნე ძალიან საყვარელია! თან ექიმი, თან ასეთი ^_^ !
მეგობრები კიდე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწილია ნებისმიერ ისტორიაში!
შენ ხარ არაჩვეულებრივი-როგორც ყოველთვის!
თუუუუუუუუუუუუუმცა!
ჰმ...
ჩვენში დარჩეს და ესაა ისევ შენი ჯერიაო? ასე მარტივად ვერ გამოძვრები!!! ;დდდ
მე ისევ ლოდინის რეჟიმი ჩავრთე იცოდე ! joy

ძალიან დიდი მადლობა <33 შენგან განსაკუთრებით მიხარია ასეთი შეფასება <3 თუუუუუმცა :დდდდ კარგი, დაელოდე :დ <3
lalita
სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო, მომეწონა .

მადლობა <3

 


№18  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მგონი ჩემი ორ დღიანი კითხვის შემდეგ, ისედაც მიხვდი, უზომოდ რომ მომეწონა ???? მიყვარს შენი ისტორიები იმდენად თბილი და გრძნობებით სავსეა. კარგი იქნებოდა მსგავსი ისტორიებით ხშირად რომ გვანებივრენდე. ????????????

 


№19  offline მოდერი Kira

სასიამოვნო წასაკითხია,თანაც ძალიან შენი ისტორიები სულ ასეთია <3 ხშირად დაგვიბრუნდი ხოლმე :3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№20  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორი თბილი ტკბილი და სასიამოვნოო წასაკითხი იყო ????????თან არ მინდოდა დასრულებულიყოო ...ისე ჩამითრია კითხვამ.ძალიან ძალიან კარგი იყოო ????????

 


№21  offline მოდერი ენემი

მიყვარხარ მე შენ heart_eyes მომეწონა კი არა გადავირიე

 


№22 სტუმარი Mariami

Shn sul unda wero
Dzn magari gogo xar <3

 


№23  offline წევრი მალუ

ვეღარ გააგრძელებ? ძალიან მომეწონა <3

 


№24  offline მოდერი sopiko

რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ ხანში დაწერე, მე რომ ძალიან მომეწონა და კიდევ ბევრს, ესაა მთავარი <3
ყველაზე მეტად იმაზე ვხალისობდი, ცოტნე ყველაფერს ბავშვებთან რომ აკავშირებდა ;დდ მენჯის ძვალი პიკი იყო ;დდ
როცა მინდა, რომ ხასიათზე მოვიდე, მუდამ შენს ისტორიებს ვაკითხავ!
ტკბილი, ბოლოსთვის შემონახული ლუკმასავით...

 


№25  offline წევრი მოცინარი

ყველაზე, ყველაზე ყველაზე ტკბილი რაფაელო ხარ!!!! თავიდან დამეწყო დემნაობა და რამე, მაგრამ! :დ ცოტნე საღუარელია <3 აუ მენჯის ძვალზე ვიცინეე :დდ
შენი ისტორიები არის ყველაზე ყველაზე თბილი <3 ცხელი ჩაით რომ ჩაჯდე სავარძელში და ისიამოვნო <3
ოქრო ხარ :*

 


№26  offline მოდერი მარრიამი

murachashvili
მგონი ჩემი ორ დღიანი კითხვის შემდეგ, ისედაც მიხვდი, უზომოდ რომ მომეწონა ???? მიყვარს შენი ისტორიები იმდენად თბილი და გრძნობებით სავსეა. კარგი იქნებოდა მსგავსი ისტორიებით ხშირად რომ გვანებივრენდე. ????????????

ანა, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა კომპლიმენტია შენგან ამის მოსმენა <3
Kira
სასიამოვნო წასაკითხია,თანაც ძალიან შენი ისტორიები სულ ასეთია <3 ხშირად დაგვიბრუნდი ხოლმე :3

:ო შენც მკითხულობ? არ გელოდი და სასწაულად მიხარია <3 მადლობა <3
ნიტა♡♡
როგორი თბილი ტკბილი და სასიამოვნოო წასაკითხი იყო ????????თან არ მინდოდა დასრულებულიყოო ...ისე ჩამითრია კითხვამ.ძალიან ძალიან კარგი იყოო ????????

ნიტა, ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია <3
ენემი
მიყვარხარ მე შენ heart_eyes მომეწონა კი არა გადავირიე

თქვენ გადამრევთ მე! <3
Mariami
Shn sul unda wero
Dzn magari gogo xar <3

ძალიან დიდი მადლობა <3 ყველაზე დიდი მოტივაციაა თქვენი სიტყვები <3
მალუ
ვეღარ გააგრძელებ? ძალიან მომეწონა <3

მალუ, მადლობა <3 გაგრძელებაზე არ ვფიქრობ <3
sopiko
რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ ხანში დაწერე, მე რომ ძალიან მომეწონა და კიდევ ბევრს, ესაა მთავარი <3
ყველაზე მეტად იმაზე ვხალისობდი, ცოტნე ყველაფერს ბავშვებთან რომ აკავშირებდა ;დდ მენჯის ძვალი პიკი იყო ;დდ
როცა მინდა, რომ ხასიათზე მოვიდე, მუდამ შენს ისტორიებს ვაკითხავ!
ტკბილი, ბოლოსთვის შემონახული ლუკმასავით...

სოფიკო, ყოველთვის მანებივრებ კომენტარებით და შეფასებით <3 ძალიან მიხარია, თუ ასე გეტკბილება ჩემი ისტორიები <3
მოცინარი
ყველაზე, ყველაზე ყველაზე ტკბილი რაფაელო ხარ!!!! თავიდან დამეწყო დემნაობა და რამე, მაგრამ! :დ ცოტნე საღუარელია <3 აუ მენჯის ძვალზე ვიცინეე :დდ
შენი ისტორიები არის ყველაზე ყველაზე თბილი <3 ცხელი ჩაით რომ ჩაჯდე სავარძელში და ისიამოვნო <3
ოქრო ხარ :*

მცინარა <3 არ იყო ცოტნე დემნასავით "არ მევასება და ჰაა" ბიჭი :დ უკეთესია ცოტნიკო :დდ შენ ხარ ყველაზე თბილი და მიხარიხარ ძალიან <3

 


№27 სტუმარი Nat Ia

ძალიან კარგი იყო ♡♡♡ მეორე ნაწილზე არ ვიტყოდი უარს♡♡♡

 


№28  offline მოდერი მარრიამი

Nat Ia
ძალიან კარგი იყო ♡♡♡ მეორე ნაწილზე არ ვიტყოდი უარს♡♡♡

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№29 სტუმარი Qeti

კარგი იყო. მარიამ იქნებ მიტხრა ნენე გრინი იგივე elle საიტი წაიშალა

 


№30  offline მოდერი მარრიამი

Qeti
კარგი იყო. მარიამ იქნებ მიტხრა ნენე გრინი იგივე elle საიტი წაიშალა

მადლობა, კი, ნენე აღარაა საიტზე და არც მისი ისტორიები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent