შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის ჯადოსნობა (10)


11-02-2018, 19:05
ავტორი Mari korti
ნანახია 1 377

თავი 10
მარიამი დილით საშინელმა ყვირილის ხმამ გააღვიძა. შეშინებული წამოხტა ფეხზე, მაგრამ თავბრუ დაეხვა და სწრაფად მოეჭიდა ტახტის თავს. ქვევიდან ბოხი ხმის ყვირილი ამოდიოდა. რათქმაუნდა, გიორგი იქნებოდა, მაგრამ ვის უყვიროდა? მარიამს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ოთახს თვალი მოავლო და კუთხეში დადებულ ბარგს, რომ თვალი მოკრა სიხარულისგან წამოიკივლა. სწრაფად გახსნა და თავისი ტანსაცმელები, რომ დაინახა შვება იგრძნო, რადგან არ მოუწევდა ერთი ტანისამოსის ტარება მთელი ეს დრო. ერთი ხელი ტანსაცმელი აიღო და ოთახიდან გავიდა, რადგან თავისთან სააბაზანო არ იყო. ნელა ჩაუყვა კიბეებს და დივანზე მჯდომი გიორგი დაინახა თუ არა, გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა. ტელევიზორს უდარდელად უყურებდა ისე, რომ მარიამის მოსვლა არც გაუგია მანამ, სანამ გოგონამ მსუბუქად არ ჩაახველა, მანაც მისკენ მიაპყრო თვალები.
-სააბაზანო საით არის?-
-მარჯვნივ და პირდაპირ კოლიდორს, რომ გაუყვები მარცხენა მხარესაა ბოლოში.-
-კარგი მადლობა- უთხრა მარიამმა და სააბაზანოსკენ წავიდა. კარები, რომ შეაღო თვალები შუბლზე აუვიდა. იცოდა კიდეც, რომ საშხაპე არ იქნებოდა, მაგრამ მასზე მაგარი რაღაც თუ დახვდებოდა ნამდვილად არ ეგონა. ხის მასალისგან გაკეთებული ჯაკუზი მთელს სიგრძეზე ფარავდა კედელს. გვერდით თავის და ტანის მოვლის სხვადასხვა საშუალებები ეწყო. ნიჟარაც ასევე ხისგან იყო გაკეთებული, რომლის თავზე სარკიანი კარადა ეკიდა. მარიამმა ფრთხილად გამოაღო და ახალი კბილის ჯაგრისები, სავარცხელი, სუნამო და რამდენიმე წყვილი ახალი პირსაცოხი, რომ დაინახა ძალიან გაუხარდა. ტანსაცმელი მშრალ ადგილას დააწყო, ორი პირსახოცი გამოიღო, ერთი ტანისთვის, ერთი თავისთვის, სავარცხელი, კბილის პასტა და ჯაგრისიც გამოაყოლა და კარადა დახურა. ფრთხილად მოუშვა ჯაკუზში ცხელი წყლის ონკანი, ცოტათი შეაზავა და სანამ აივსებოდა კბილები გაიწმინდა. ცხელმა წყალმა ორთქლი დააყენა, რამაც კედლების დანამვა გამოიწვია. ჯაკუზი ნახევრად, რომ გაივსო მარიამმა ტანსაცმელი გაიხადა და ცალი ფეხით წყალი მოსინჯა, სასიამოვნო ტემპერატურის იყო, მეორე ფეხიც მიაყოლა და ბოლომდე ჩაწვა. მთელი ტანი ცხელმა წყალმა მოიცვა, რაც თავიდან ცოტა არაკომფორტული იყო, მაგრამ იმდენად სასიამოვნო, რომ ბოლოს შეეჩვია. შამპუნი აიღო და თავი გაიქაფა, ნაზად ხლართავდა თმებში ხელებს, რამაც განტვირთვის საშუალება მისცა და დაძაბულობა მოეხსნა. კვლავ წყალში ჩაბრუნდა და მანამ ნებივრობდა, სანამ კარზე კაკუნის ხმა არ მოესმა. შიშისგან შეხტა და სწრაფად წამოიწია.
-კიდევ დიდხანს გელოდო?-
-გამოვდივარ უკვე.-
-ახლავეს გამოდი თორე კარს შემოვაღებ- დაუღრინა გიორგიმ. გოგონას გაახსენდა, რომ კარი ჩაკეტილი არ ჰქონდა და გიორგის ნებისმიერ დროს შეეძლო შემოსულიყო.
-ვსო ვაღებ. 3...2...1-
-არა არა- დაიკივლა მარიამმა, ტანზე პირსახოცი შემოიხვია და ჯაკუზიდან ფეხი გადმოდგა, რომ სააბაზონოში გიორგი შემოვიდა.
-გოგო ორი საათი რა ჯანდაბას აკეთებ?- დაუყვირა მარიამს, რომელმაც შეშინებულმა ვეღარ გააცნობიერა სად დგამდა მეორე ფეხს და ძირს გაიშხლართა, თავი კი ჯაკუზის კუთხეს ჩამოარტყა და გაითიშა.
-მარიაამ, კარგად ხარ? გამოფხიზლდი მარიაამ.- ნერვიულად აიყვანა ხელში გოგონა და თავისი ოთახისკენ წაიყვანა.
-ღმერთო, გაძლება მომეცი ამის ხელში.- ამოილუღლუღა და საწოლზე დასვა. პირსახოცში გახვეული, რომ დაინახა თვალები ეშმაკურად აუციმციმდა, მაგრამ ახლა ვერაფერს იზამდა. თავისი მაისური გამოიტანა ოთახიდან და პირსახოცზე გადააცვა, შემდეგ კი საბანი დააფარა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში შესულმა ბლინების მომზადება დაიწყო. სხვასთან არ აღიარებს, მაგრამ საკმაოდ გემრიელად ამზადებს იმას რაც უყვარს.
მარიამის ოთახამდეც მიაღწია გემრიელმა სურნელმა, რამაც გოგონას გამოფხიზლება გამოიწვია. საწოლზე წამოჯდა და თავის თავს, რომ დახედა წამოიკივლა. ბიჭის მაისური ეცვა, თან პირსაცოხშემოხვეულს. რამდენიმე წუთში ისიც გაახსენდა როგორ შეუხტა გიორგი სააბაზანოში, მას ფეხი აუცურდა და ძირს დაეცა.
-ჰმ, კიდევ კარგი პირსახოცზე ჩამაცვა.- ამოილუღლუღა და სახეზე ღიმილი მოეფინა. ამასობაში შიმშილის გრძნობამაც შემოუტია და სწრაფად წამოდგა ფეხზე. ტანსაცმელი ჩაიცვა, ჯერ კიდევ სველი თმა დაივარცხნა და პირველ სართულზე ჩავიდა. სამზარეულო მისაღები ოთახის გვერდით იყო, ამიტომ მარიამმა ადვილად მიაგნო. შიგნით შევიდა და კედელს მიეყრდნო. გიორგი ისე იყო საქმით გართული, რომ მარიამის მისვლა არც გაუგია. გოგონა კი იდგა მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით და უყურებდა მის მიხვრა-მოხვრას, მის თითოეულ დეტალს იმახსოვრებდა, გულში აღმოცენებულ გრძნობებს კი იკლავდა, რადგან იცოდა რა მდგომარეობაშიც იყო ახლა. მისი ოცნებები არასდროს ახდებოდა, ამიტომ არც უნდა ეოცნება. გიორგი სხვაგვარ ამპულაში, რომ გაეცნო, შეიძლება ასე ძალიანაც არ შეყვარებოდა ის, მაგრამ ახლა ეს სიყვარული მისთვის აკრძალული ხილია, რადგან იცის მას მისი გამოყენება სურს, მხოლოდ შურისძიების გამო უნდა საბოლოოდ გაანადგუროს უდანაშაულო გოგონა, მაგრამ ამის უფლებას არ მისცემს. შეიძლება უყვარს, მაგრამ დედამისს კიდევ ერთხელ ვერ ატკენს გულს. მაკამ, რომ კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი დაკარგოს, ვერ გადაიტანს და საბოლოოდ განადგურდება.
მარიამი ისე იყო გიორგიზე ფიქრში გართული, რომ ვერც კი გაიგო როგორ მიუახლოვდა ბიჭი, რომელსაც სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. მთელი სახე დაუთვალიერა, მზერა კი ტუჩებზე შეაჩერა. ახლა ორივეს ერთი რამ უნდოდა. კოცნა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას ვერცერთი ბედავდა. ბოლოს რათქმაუნდა გიორგი დაიხარა მარიამისკენ და მის მარწყვივით ტკბილ ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა. გოგონას სხეული და გული ერთიანად აუთრთოლდა და სიამოვნებისგან ამოიკვნესა. გიორგიმ ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა და ნაზად გადაატარა ბიუსჰალტერს გარედან, შემდეგ კი წამიერად მოუჭირა, რაზეც გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და სიამოვნებისგან ამოიკვნესა. ხელები კი თმებში შეუცურა. რას აკეთებდა? არა ამას ვერ იაზრებდა, იმდენად ილტვოდა ბიჭისკენ, რომ არაფერი აინტერესებდა მანამ, სანამ მისი ფიქრები იქამდე არ მივიდა, რომ გიორგი მის განადგურებას ცდილობდა. სწორედ ამიტო ზემოქმედებდა მასზე ასე ძალიან. გაახსენდა როგორ მოიტაცა წვეულებიდან და როგორ აპირებს მისთვის გულის ტკენას. გაცეცხლებულმა კრა ხელი ბიჭს და თავის სხეულს მოაშორა. გიორგი თვალებანთებული მიაშტერდა ტირილამდე მისულ მარიამს.
-რას აკეთებ?- უთხრა და გაბრაზებულმა თმებში ჩაავლო ხელი.
-რასაც მე გეტყვი იმას გააკეთებ, რასაც მოვისურვებ იმას გაგიკეთებ, შენ კი შეწინააღმდეგების უფლება არ გაქვს გასაგებია?-
-არ გაქვს ჩემი წამების უფლება.- გოგონამ ტკივილსგან წამოიკივლა და თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა.
-მაქვს თან როგორ... რასაც გეტყვი იმას გააკეთებ, თორე შენი სუსტი წერილი უკვე ვიცი. შენს საყვარელ დედიკოს წერილი უკვე მისული ექნება, თუ გინდა ამჯერად თავად მივაკითხო?- დაუღრინა და თმაზე მოქაჩა, ხელები კი ზურგს უკან გაუკავა.
-კარგი, კარგი. ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ დედაჩემს არაფერი დაუშავო, გთხოვ.- ამოიტირა მარიამმა და ცრემლიანი თვალები მიაპყრო. გიორგის მის დანახვაზე გული შეეკუმშა, თითქოს ტყვია ესროლეს. საშინელი ტკივილი იგრძნო. არ შეიმჩნია, მაგრამ გოგონას ხელები გაუშვა და ცინიზმურად გაიცინა. მარიამმა მაჯებზე დაიხედა, გიორგის ნათითარები ლურჯად ეტყობოდა და საშინლად ეწვოდა.
-ძალიან კარგი, მიყვარს დამჯერი გოგონები. ახლა დაჯდები და ჩემთან ერთად ისადილებ.- გოგონამ თავი დაუქნია და მასთან ერთად დაჯდა მაგიდასთან. ყელში არაფერი გადადიოდა, რადგან ტირილისგან კვლავ სლუკუნებდა. რამდენიმე ლუკმა ბლინი შეჭამა და გიორგისგან თავის ოთახში ასვლის ნებართვა აიღო. მას შემდეგ, რაც დათანხმდა სწრაფად აირბინა კიბეები და თავის ოთახში შევარდა. იქვე ჩაიკეცა და ატირდა. გული საშინლად ტკიოდა, თითქოს ისარი ესობოდა. როგორ მისცა გიორგის კოცნის ნება. ეს მისი ბრალი იყო და სასჯელიც უნდა აეტანა, მანამ უნდა შეწინააღმდეგებოდა სანამ მასთან ერთად კვნესას არ აჰყვებოდა. ტირილისგან გული მოიოხა და საწოლზე წამოწვა. თავი ძალიან ატკივდა, იმ ველურმა თითქმის ქალა ააძრო.
მანამ სანამ მარიამი ოთახში იყო და ტიროდა გიორგის ძმაკაცებმა დაურეკეს, ამიტომ ქალაქში წასვლა მოუხდა. მარიამის ოთახი საგულდაგულოდ გადაკეტა, სახლის კარიც ჩარაზა და თბილისისკენ წავიდა.
მარიამს, რომ გაეღვიძა უკვე მთვარე ანათებდა მის ოთახში. ფეხზე წამოდგა და ოთახში შუქის ანთება სცადა, მაგრამ როგორც ჩანს წასულიყო. გარეთ ცივი ქარი ჰქროდა, ასეთ ამინდში კი ხშირად მიდის შუქი, მითუმეტეს ამ ადგილას. ოთახის კარის გაღება სცადა, მაგრამ ჩაკეტილი იყო. შიშმა მოიცვა და გიორგის დაუწყო ძახილი, მაგრამ არავინ გააგონა.
კარს გამეტებით ურტყამდა მუჭებს მიშველეთო, მაგრამ მისი მშველელი არავინ იყო. სიბნელის შიშმა შემოუტია და თვალებიდან ცრემლები წამოცვივდა. ნეტა არ ჩაეძინა, ხო გაიგებდა სად წავიდა გიორგი, იქნებ ახლა მის გვერდითაც ყოფილიყო. ასე ხომ არ შეეშინდებოდა. კართან ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო, შიშისგან მთელი სხეული უკანკალებდა.
-გთხოვ მიშველე, გიორგი.- ლუღლუღებდა მანამ, სანამ თვალები არ დაეხუჭა და გონება არ დაკარგა.
ამის შემდეგ გიორგი ნახევარ საათში მივიდა სახლში. შემოსასვლელი კარი გააღო და შუქის ანთება სცადა, მაგრამ ამაოდ. მიხვდა კვლავ წასულიყო დენი. თავისი ოთახისკენ დაიძრა, როდესაც მარიამი გაახსენდა. კარზე დააკაკუნა, მაგრამ ხმა არავინ გასცა. ტელეფონში ფანარი ჩართო და სწრაფად გააღო კარი. გოგონა კუთხეში ჩაკეცილი, რომ დაინახა შეშინებულმა მიირბინა მასთან.
-მარიამ, კარგად ხარ? გთხოვ გამოფხიზლდი მარიამ. მაპატიე ასე, რომ მიგატოვე და მარტო დაგტოვე, ოღონდ გამოფხიზლდი მარიამ, გთხოვ.- გოგონა ხელში აიყვანა და ნაზად ჩააწვინა საწოლში, შემდეგ ფეხსაცმელები და შარვალი გაიხადა და თვითონაც გვერდით მიუწვა. თმებზე ნაზად ეფერებოდა და მის ტკბილ, არომატულ სურნელს ღრმად ყნოსავდა. ცოტა ნასვამი იყო, რის გამოც გრძნობები გადაჭარბებულად მოერია. გოგონას დილამდე დასცქეროდა. მთვარის შუქი სახის მარჯვენა მხარეს ეცემოდა, რაზეც მისი ღაწვები კაშკაბედნენ. ოთხი საათი იყო ფეხზე, რომ წამოდგა. შარვლიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო, ფანჯარა ნახევრად გააღო და ღრმა ნაფაზი დაარტყა. პირიდან იასამნისფერი ბოლი გამოუშვა, რომელიც მის გარშემო დატრიალდა, შემდეგ კი ჰაერში გაიფანტა. რამდენიმე წუთში სიგარეტის ნამწვავი გარეთ გადააგდო და ფანჯარა დახურა.
ოთახიდან გასვლამდე მარიამს ერთხელაც გადახედა, არაფერზე ეფიქრებოდა. უბრალოდ სურდა სამუდამოდ ეყურებინა ამ ანგელოზის სახის გოგონასთვის, მაგრამ ასე არ შეიძლება. აკრძალულ ხილს ვერ დაეტანება. თავისი ნივთები აიღო და თავის ოთახში გავიდა, რამდენიმე წამში კი საწოლზე გაშლილს ჩაეძინა.



№1 სტუმარი დგგ

მძულს გიორგის ქცრვები ასე რომ აწვალებს მარიამ, აუცილებლად წინ დახვდება თავისი შეცდომებიი, მინდაა რომ მარიამის დაკარგვის შიში განიცადოს იქნებ მაშინ მაინც აღიაროს რომ მარიამზე გიჟდება

 


№2  offline წევრი mia15

ველი შემდეგ თავს.ძალიან კარგი ისტორია

 


№3 სტუმარი სტუმარი Lika

Au male dadee raaa

 


№4  offline წევრი nina12

მალე დადე რა

 


№5 სტუმარი სტუმარი Lika

Dadee male male

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent