შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (11)


11-02-2018, 21:37
ავტორი Mtirala
ნანახია 1 892

"მეძინება, ავალ"-ო მხოლოდ გასამართლებელი საბუთი იყო მისგან წამოსასვლელად. ელზას ოთოს სიტყვებმა ძალიან ააფორიაქა, დააბნია და ალბათ ამიტომაც არ დაეძინა მთელი ღამე. სახლში შესვლისას დედას გადაეხვია, საავადმყოფოს ამბები მოუყვა და პირდაპირ თავისი საძინებლისკენ გაემართა. ფანჯრიდან არ გადაუხედავს, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ ბიჭის მანქანა ისევ სადარბაზოსთან იდგა და უაზროდ გაჰყურებდა არემარეს. სავარაუდოდ, უკვე მესამე ღერს ეწეოდა და კიდევ მოწევდა ამდენივეს. საწოლში ჩაწოლამდე დედას გასძახა, ჩაი მინდა, ლიმნიანიო. ხუთ წუთში მიაკითხა სამზარეულოში და საკუთარი ფინჯანი ოთახში შეიტანა. ჩაის ცხელი ორთქლი ასდიოდა, წყალში ლიმნის ნაჭერი ლივლივებდა და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ერთი სული ჰქონდა როდის გაგრილდებოდა ოდნავ მაინც, მთელი ყელი რომ არ ჩასწვოდა. საწოლში ჩაიფუთნა, ჭიქა ახლოს დაიდო, ფანჯარაში გაიხედა და სავსე მთვარეს გახედა. როგორ მოსწონდა ასეთი გარემო... სევდიანი მუსიკა აკლდა და ნამდვილი რომანტიკოსი იყო. არ ეძინებოდა, არც ინძრეოდა, მხოლოდ ჩაის მოსასმელად ხრიდა ოდნავ თავს. ტელეფონი საერთოდ არ გახსენებია, რა საჭირო იყო ღამე მესიჯობაში გაეთია?! ხანდახან 11-ზეც ეძინა უკვე... მაგრამ დღეს საშინლად აფორიაქებული და გულაჩქარებული იყო. ოთოსთან საუბარმა, მათი ურთიერთობის უცბად დათბობამ ძალიან დააბნია და შეაშინა. მთელი ღამე ასე იჯდებოდა, ჭიქა რომ არ დაცარიელბულიყო. 3 საათი იყო დაწყებული, რომ ჩაეძინა. დილას, არც მზის სხივებს გაუღვიძებია, არც დედის წივილს, სამაგიეროდ საზარლად ზუზუნებდა ტელეფონი. ელზას თვალების გახელა საშინლად უჭირდა, მაგრამ გაუთავებელმა ზუზუნმა აიძულა მობილური აეღო.
-გისმენ, - საშინლად უხეშად ამოიბურტყუნა ერთადერთი სიტყვა, არც დაუხედია ვინ ურეკავდა. ერთი წამით გაუელვა, შეიძლება ოთოაო, მაგრამ ეს ფიქრები სადღაც კუნჭულში მიჩქმალა და ისე აიღო ყურმილი არც კი დაფიქრებულა.
-ელზა, იცი რამდენი ხანია გირეკავ?! - ტელეფონის მეორე მხრიდან მოესმა, თავისი ძმის, ოდნავ ანერვიანებული და აღელვებული ხმა. გულში რაღაც საშინლად ჩაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ბიჭი არ დაურეკავდა მაინც ელოდა... ასეთ იმედგაცრუებას არ იყო მიჩვეული, თუმცა ეს ფიქრებიც მალევე ამოიგდო თავიდან და ვაჩეს ყური დაუგდო. - ახლა, ოთო გამოგივლის და საავადმყოფოში წამოგიყვანს... მოემზადე, ასე ადრე არ გაგაღვიძებდი, კატოს შენი გაცნობა რომ არ უნდოდეს. გავიქეცი... მიყვარხარ, ელზა.
ისე მოულოდნელად გათიშა ტელეფონი გოგონას ძმამ, ელზამ გააზრებაც ვერ მოასწრო. "ოთო გამოგივლის" - ტვინში გაფუჭებული რადიოსავით ტრიალებდა ეს წინადადება და ვაჩეს მიერ ნათქვამ დანარჩენ ფრაზებს ვერ იაზრებდა. სახეზე წყალი შეისხა, საკუთარ ანარეკლს თვალი გაუსწორა და გაეღიმა. "კატოს შენი გაცნობა რომ არ უნდოდეს"... როგორ გაუხარდა ვერ აღგიწერთ. ძალიან ესიამოვნა ეს ფაქტი. კატო მისთვის ზედმეტად მისტიური და ამოუცნობი გოგო იყო, როგორც საკუთარი ძმა. მისი მეგობარიც როგორ მოსწონდა. ქრისტინა ძალიან სადა და უბრალოდ "ბრალიანი" გოგო იყო. ისე გულწრფელად, მაგრამ ტკივილიანი მზერით იყურებოდა, გულს ჩაგიწვავდა. ელზამ თავი გააქნია, ზედმეტად ბევრს ვფიქრობო და წასასვლელად მომზადებას შეუდგა. გადაწყვიტა კატოსთვის ბრუტერბრუდები მოემზადებინა და მისთვის წაეღო, რადგან იცოდა რომ საავადმყოფოში "გემრიელად" არ აჭმევდნენ. დანარჩენებსაც გაუმზადა და ოთოს დაელოდა. ბიჭიც მალევე გამოჩნდა. ანიშნა მალე ჩამოდიო და მანქანასთან დაელოდა. გოგონა ოდნავ ღელავდა, გუშინდელი საღამო კადრებივით უტრიალებდა გონებაში და ერთი წამით არ ავიწყდებოდა ბიჭის ამღვრეული მზერა. თავს თითქოს უხერხულად გრძნობდა, მაგრამ არ შეეძლო ოთოსთან არ გახსნილიყო და ემორცხვა. ჩასვლისთანავე შორიდან მიესალმა და მანქანაში ჩახტა. არც გადაკოცნა, არც ხელის ჩამორთმევა... ბიჭს ელზას ქცევაზე გაეღიმა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. გამწყრალი მზერა მოავლო გოგონას, უსაყვედურა მერამდენედ უნდა შეგახსენო რომ ღვედი გაიკეთო-ო... ოთო ოდნავ გადაიწია, ღვედი თვითონ შეუკრა და ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია. შუბლზე საჩქაროდ აკოცა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. მანქანა დაძრა და მალევე მიუახლოვდა საავადმყოფოს.
-ელუ, გადმოდი, კატო გელოდება. - გოგონას ყური არ დაუგდია მისი სიტყვებისთვის ისე გადმოვიდა მანქანიდან, იქვე ორი წუთი დააყოვნა და წინ მიმავალ ბიჭს დაედევნა.
-ეს, "ელუ" რაღა მოიფიქრა?! - ხმადაბლა ამოიბურტყუნა და მხარგაშლილ ბიჭს გახედა. ძალიან ესიამოვნა... ეგოისტურად ესიამოვნა მის მიერ დაძახებული "ელუ", ასე მისთვის ხომ არავის მიმართავს. ეგოისტურად, არც არავის მისცემდა საშუალებას, ოთოს გარდა სხვას მისთვის "ელუ" დაეძახნა.

***
მთელ პალატაში სიჩუმე სუფევდა. კატო მშვიდად ფშვინავდა, საწოლში არ წრიალებდა და ალბათ უშფოთველად ეძინა. ვაჩე კი უმოძრაოდ იჯდა ფანჯარის რაფაზე, ხან კატოს გახედავდა, ხან ფანჯრიდან გადაიხედებოდა და სახლში მიმავალ მანქანებს გაჰყურებდა. სავსე მთვარე მშვიდად დაჰყურებდა მთელ დედამიწას და მშვიდ გარემოს ჰქმნიდა. ვაჩეს არ ეძინებოდა, სიგარეტის მოწევა უნდოდა, მაგრამ ცდილობდა სურვილი დაეიგრონებინა. ოთახში მოწევა არ შეიძლებოდა, გარეთ გასვლას კი სიკვდილი ერჩივნა. ვერ დატოვებდა მარტო კატოს, უბრალოდ არ შეეძლო... ასე დიდხანს იჯდა, შემდეგ სავარძელში ჩაეშვა და თვალი ისევ კატოს სხეულს გაუსწორა. უყურებდა როგორ აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი და გული ეკუმშებოდა. წარმოუდგენელია, არ აგაღელვოს შენი საყვარელი ადამიანის სუნთქვამ... ასე იყო ვაჩეც. მთელი სხეული აუფორიაქდა, შიგნეული ამოუტრიალდა და ორგანიზმში ქაოსი სუფევდა. ქაოსი ყოველთვის გვაწამებს, გვკლავს, ჩვენს ნერვულ სისტემას აზიანებს, მაგრამ ახლა პირიქით იყო. ბიჭს სხეულში არსებული ქაოსი სიგიჟემდე სიამოვნებდა, არაამქვეყნიურ გრძნობას განიცდიდა. ფიქრებს თავს ვერ უყრიდა, ხან კატოზე ფიქრობდა, ხანაც საკუთარ ოჯახზე ფიქრობდა. ელზა საშინლად ენატრებოდა, თავისი დედიკოც, მაგრამ იმდენად დიდი იყო კატოსთან დარჩენის სურვილი ეს მისთვის მეორეხარისხოვანი ხდებოდა. საკუთარ თავს კიცხავდა, ასე არ შეიძლებაო, მაგრამ მაინც არ ფიქრობდა სახლში მალე დაბრუნებაზე.
-რაზე ჩაფიქრდით, ბატონო ვაჩე?! - მოულოდნელად კატოს ნამძინარევი ხმა მოესმა.
-ელზაზე, - არც კი უცდია მისი ფიქრების დამალვა. - მგონი მომენატრა.
-მგონი?! - ბიჭის სახეზე სიცილი აუტყდა. მოულოდნელად დასერიოზულდა. - ვაჩე, ელზას გაცნობა მინდა. ვგონებ, მან ჩემ შესახებ ბევრი რამე იცის, მე კი მხოლოდ ის რომ ელზა ჰქვია. გამაცანი, რა. - მუდარანარევი ხმით სთხოვა გოგომ ბიჭს და მომლოდინე თვალებით მიაშტერდა.
-კარგი, ოღონდ ვერ დაგპირდები, რომ ნერვებს არ მოგიშლის. თან ჩემს ძმაკაცებსაც გაგაცნობ. - ღიმილით უპასუხა. ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც გაბედა ეთქვა. - ბოლოსდაბოლოს, მომავალ სიძეს ხო უნდა იცნობდე, არა?!
-უკაცრავად, რა? - ვერ მიუხვდა ხუმრობას ბიჭს, მერე "მოწვა". არარსებობს! ვაიმე, რას მიმალავ, ვაჩე? ქრისტინა და შენი ძმაკაცი?! - უაზროდ გაჰკიოდა, თან დაბნეული იცინოდა. საშინელ ხმებს გამოსცემდა, თან ჯერ კიდევ შოკში იყო, ასეთი რაღაც როგორ გამომრჩაო. მაგრამ რატომ უკვირდა? მას გამოღვიძების შემდეგ ნანახიც კი არ ჰყავდა ქრისტინა, ვაჩეს ძმაკაცებს კი საერთოდ არ იცნობდა. საშინლად ეცინებოდა, მაგრამ გული სწყდებოდა, ჯერ კიდევ რომ არ იცოდა მისი საყვარელი ადამიანების ამბები.
-ოღონდ მე რომ გითხარი არ უთხრა, თორემ ჩემს გასვენებაში მოგიწევს მოსვლა. - გაეცინა ბიჭსაც და კატოს თვალებში გამკრთალი სევდა დააიგნორა. გოგონას მის სიტყვებზე გაეცინა, არა, არ გაგცემო და საყვარლად თვალი ჩაუკრა. ვაჩემ ჯერ ბიჭებს დაურეკა, მერე ელზას მალე მოდითო. დაახლოებით, ნახევარ საათში პალატის კარზე კაკუნი გაისმა. ვაჩემ გასძახა შემოდითო და მომღიმარ ოთხეულს გახედა. ქრისტინა თავს აიძულებდა გაეღიმა და ცრემლები შეეკავებინა, მაგრამ ვერ შეძლო. სასწრაფოდ მიირბინა კატოსთან და მთელი გულით ჩაიკრა. ორივე მთელი გული ტიროდა, უერთმანეთოდ გატარებულ დღეებს მისტიროდნენ, გიორგისაც. არც ერთი არ იღებდა ხმას. ორივე უთქმელად გრძნობდა, თუ როგორ სჭირდებოდათ ერთმანეთი და საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდნენ მათთვის. დანარჩენები ღიმილიანი სახით უყურებდნენ მათ შეხვედრას, მაგრამ გულში მაინც ყველას სტკიოდა მათი ასეთი მდგომარეობა. მერე რა რომ მათ კარგად არ იცნობდნენ?! ამ რამდენიმე თვეში კატო და ქრისტინა შეიხორცსისხლეს და ისე შეიყვარეს, როგორც მათ ერთმანეთი უყვარდათ. ელზა გაკრეჭილი იდგა, ოთოს გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ სიამოვნებდა და ტანში უსიამოვნოდ აჟრიალედა, მაინც ცდილობდა არ შეემჩია და ბუნებრივად მოქცეულიყო. ოთოს ელზას ქცევაზე ეცინებოდა, ხანდახან დახედავდა და თბილად გაეღიმებოდა. მაინც ძალიან სათუთი იყო მისთვის გოგონა, ვერასდროს შეხედავდა მას როგორც დას. ხვდებოდა, რომ არც ვაჩე იყო წინააღმდეგი, მაგრამ მაინც ერიდებოდა მისი და ცდილობდა ამ თემაზე საუბარს თავი აერიდებინა.
-კარგი, გვეყო ხვევნა-კოცნა, დავყუდეთ ამდენი ხალხი აქ. - გაიცინა ქრისტინა და ფეხზე წამოდგა. ვაჩეს გახედა, გააცანი კატოს ბავშვებიო ანიშნა.
-ბავშვებო, მოკლედ ეს კატოა. მის შესახებ ბევრი გსმენიათ, მეტი რაღა გითხრათ. - იღიმოდა ბიჭი და ისე წარუდგინა კატო თავის საყვარელ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად მას იცობდნენ, თავი ვალდებულად ჩათვალა მათთვის ოფიციალურად გაეცნო გოგონა. - კატო, ეს ელზაა, ჩემი და. მასზე საკმაოდ ბევრი ვილაპარკე მგონი. ეს ვაჟბატონი ოთოა, ჩემი ძმაკაცი, მეგობარი და სავარაუდოდ მომავალში სხვა სტატუსიც ექნება. - ხმამაღლა გაიცინა და თვალი ჩაუკრა ელზას. გოგონა საგრძნობლად ახურდა, ვაჩეს "ნამიოკი" "მოწვა", თავი ოდნავ გვერდზე მიაბრუნა და სახეზე თმა ჩამოიფარა. ბავშვების ხარხარი დააიგნორა და ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა.
-ვაჩე, გეყოს. - შეუღრინა ოთომ და მიბრუნებულ ელზას გახედა. ესიამოვნა გოგონას სიმორცხვე და ოდნავ ჩაეღიმა.
-კაი, მეყოს. - გაიცინა ვაჩემაც და ორი დაბღვერილი სახე დააიგნორა. - ეს ბექაა, აი, ის ბიჭი, ცოტა ხნის წინ რომ გელაპარაკე. - თვალი ჩაუკრა გოგონას, კატომაც იგივე თვალის მოძრაობა გაიმეორა და გაიცინა. ეშმაკურად უყურებდა ჯერ ბექას, შემდეგ კი ქრისტინას. ქრისტინამ მაშინვე შეამჩნია დაქალის მზერა და ეჭვით გახედა.
-კატო, ბრუტებრუდები მოგიტანე, იმედია მოგეწონება. - მაშინვე ატიტინა ელზა და გვერდით მიუსკუპდა. - შენზე იცი რამდენი მსმენია?! აქაც ვარ ნამყოფი რამდენჯერმე. ღმერთოოო... როგორი ლამაზი თვალები გაქვს. აი, ახლა ნამდვილად შემშურდება შენი. - არ ჩერდებოდა ელზა და კატოს სულმოუთქმელად ელაპარაკებოდა. ვაჩე ღიმილით შეჰყურებდა ორ მოსაუბრე გოგონას და ეცინებოდა. ორივე პატარა ბავშვები იყვენენ, და როგორ უყვარდა ორივე?! არც იკითხოთ! უზომოდ... სიგიჟემდე...
-ამოისუნთქე, ელზა, დაიღალა კატო. - ამოიფრუტუნა ოთომ და გველურად გახედა. კატოს გაეცინა, ძალიან ესაყვარლა ორივე. მათი წაკბენებიც ახალისებდა. დარწმუნებული იყო, ამათ ხელში არ მოიწყენდა და ნაკლებად გაახსენდებოდა საკუთარი წარსული, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, მას ვერასდროს ვერ დაივიწყებდა. ელზას საერთოდ არ გასცინებია ბიჭის ხუმრობაზე, პირიქით მოიქუფრა და ხასიათი წაუხდა.
-კარგი... თუ ასე გაწუხებს ჩემი საუბარი ხმას საერთოდ არ ამოვიღებ. - შეუბღვია ოთოს, კატოსკენ თავი მიაბრუნა და გაუღიმა. - მგონი, უმჯობესია ხუთი წუთით დაგტოვო.
-მე არ მაწუხებ, მაგრამ თუ ასე გსურს... - გოგონამაც გაუღიმა ვაჩეს დას და თავით ანიშნა შეგიძლია გახვუდეო. ელზა ფეხზე წამოდგა, ხელი ხელზე ჩამოუსვა კატოს და კიდევ ერთხელ გაუღიმა. ვაჩეს მიუბრუნდა, ეზოში გავისეირნებო და პალატა დატოვა. ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ელზას წასვლამ ოთახი დააცარიელაო. ბექას სახეზე გაბრაზება ეტყობოდა... ვაჩე მშვიდად იყო, იცოდა მალე გადაუვლიდა წყენა ელზას და დიდად არც ნერვიულობდა, მაგრამ აუცილებლად მოუწევდა ოთოს მასთან საუბარი. ბექა ფეხზე წამოდგა, ოთოს ანიშნა ერთი წუთით გამომყევიო და გოგოებს გაუღიმა, მალე მოვალთო. გასვლისთანავე მკლავში ხელი ჩაავლო ოთოს და დერეფნის კუთხეში "მიათრია".
-ბიჭო, შენ ში* ხო არ გაქვს? - ჩურჩულით "დაუღრიალა" ბექამ, ექთნებს მათი ხმა, რომ არ გაეგონათ. ოთომ თავი ჩახარა, ვერ უსწორებდა თვალებს ძმაკაცს. - ელზა ჩემი არაბიოლოგიური დაა, შენც კარგად იცი როგორ მიყვარს. მართალია, ეს საქმე ვაჩემ უნდა მოაგვაროს, მაგრამ შენც კარგად იცი, ის ზედმეტად არ ჩაერევა. გგონია ვერც ერთი ვერ ვხვდებით როგორ უყურებ მას?! ელზა ჯერ პატარაა, არ შეუძლია შენი ყველა ხუმრობა "გაატაროს", ბავშვია, ბავშვი.
-მესმის, - აღმოხდა თავჩახრილ ბიჭს და თავი ოდნავ წამოწია. - ყველაფერი კარგად მესმის. წავალ მე...
-ეჰ, როგორ გცემდი, ახლა. - ოდნავ მოლბა ბექა და ტუჩის კუთხეში გაეღიმა.
-მკითხე, სად მივდივარ. - გაუცინა ძმაკაცმა ბიჭს.
-შენზე უკეთ ვიცი. - დაეჭყანა და პალატისკენ მიბრუნდა. - წადი, გელოდება, ვიცი. - ოთო უყურებდა ზურგით მდგომ ბიჭს, მალევე მიბრუნდა და ელზას ძებნას შეუდგა. ბექა პალატაში შევიდა, მოსაუბრე მეგობრებს გახედა. ვაჩეს თვალით ანიშნა, მოვაგვარეო და გაუცინა.
-ბექა, ჩემ არ ყოფნაში ჩემი დაქალი კარგად იქცეოდა? - გადაიკისკისა მწოლიარე გოგონამ, თვალი ჩაუკრა ბიჭს და მის პასუხს დაელოდა.
-უკაცრავად და, მე რატომ მეკითხები? - ღიმილით შეუბრუნა კითხვა და დაბნეულმა მიაპყრო მზერა ჯერ კატოს, შემდეგ ახურებულ ქრისტინას.
-აბა, ვის ვკითხო?! ჩიტმა ამბავი მომიტანა, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთსო. - გაიცინა ისევ გოგონამ, ვაჩეც აჰყვა და ასე ორ ხმაში ხარხარებდნენ.
-კატო, - შეუბღვირა ქრისტინამ დაქალს და ხელი მხარზე ოდნავ ჰკრა. - გეყოს.
-ეგ ჩიტი გაილახება. - შეუბღვირა ვაჩეს. ხვდებოდა, რომ ქრისტინა უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა და ამის გამო ბრაზდებოდა ვაჩეზე. თვლიდა რომ თავისი და ქრისტინას საქმე მისი პირადი იყო და არავინ უნდა ჩარეულიყო, მაგრამ თითქოს ძმაკაცზე ვერ ბრაზდებოდა.



დაგვიანება ჩემი ჰობია, ალბათ ამას უკვე მიხვდით :დდ
მაპატიეთ, დიდი ბოდიში!
არ შევწყვეტ, მაგრამ თავიდან ახალ თავამდე 1 კვირიანი ლოდინი მაინც მოგიწევთ.
რადგან სკოლა არ მაძლევს საშუალებას დრო გამოვნახო.
ძალიან გთხოვთ, კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილება გამიზიარეთ, ეს დიდ მოტივაციას მაძლევს.
მიყვარხართ! <3



№1  offline წევრი ანუშირვანი

ვუამეე :* ძალიანნ მიყვარს :* დაგელოდევი , არაუშავს :*

 


№2 სტუმარი gggg

Vgijdebi am motxrobaze magram meti oto da elza oto da elza

 


№3  offline წევრი Mtirala

ანუშირვანი
ვუამეე :* ძალიანნ მიყვარს :* დაგელოდევი , არაუშავს :*

ძალიან გამახარე საყვარელო <3 დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ბოდიში ასე რომ გალოდინებ <3

gggg
Vgijdebi am motxrobaze magram meti oto da elza oto da elza

მხოლოდ ელზა და ოთო?! :)) სხვებმა რა დააშავეს :)) ძალიან დიდი მადლობა, ძვირფასო <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4  offline წევრი Ålways

მალუსი!
რა იყო გოგო ეს?!
მე აქამდე რატო არ "ვიცოდი"?!
აუუუ გავგიჟდები ეხლა!
(რამდენი ძახილის ნიშანია ღმერთოო :დდ)
არა, მართლა!
აუუუ ვიტირებ ეხლა,
რა იყო გოგო ეს.
ჩემ თავზე მეშლება ნერვები,
აქამდე რომ არ მქონდა წაკითხული.
უბრალოდ მოკლედ როგორ ვთქვა არ ვიცი,
მაგრამ...
ვაჩესავით გავაფრინე მეც,
ამ ისტორიამ გამაფრენინა...
კატოს ტკივილი ვიგრძენი მე'ც
ვაჩეს კატოსადმი ტკივილი'ც...
აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის!❤️
ხო ამდენი სევდა იყო, მაგრამ...
მაგრამ ელზა და ოთო!
აუუ გავჭედავ ეხლა❤️რაღა უნდა გითხრა ჰა?
ყველაფერი მომწონს,
სულ სულ ყველაფერი...
რამდენი სევდა იყო ღმერთო, რამდენი.
მაგრამ ოთო და ელზა...
(როგორ ავიკვიატე ეს ოთო და ელზა)
მაგრამ გავაფრინე ამწყვილზე.
აი როგორი "ბავშვები" და ლაღები არიან
ღმერთო...
მთელი ისტორია გაანეიტრალეს❤️
უბრალოდ სხვა ვერაფერს ვამბობ და
მაინც რა იყო ეს ჰა?!
პ.ს უყვარხარ შენს ტყუპს!❤️❤️
პ.ს.ს რამდენი ვიტლიკინე ღმერთო,
მაგრამ მიჩვეული ხარ ასე რომ :დდ❤️
გყვარობ.

 


№5  offline წევრი Mtirala

Ålways
მალუსი!
რა იყო გოგო ეს?!
მე აქამდე რატო არ "ვიცოდი"?!
აუუუ გავგიჟდები ეხლა!
(რამდენი ძახილის ნიშანია ღმერთოო :დდ)
არა, მართლა!
აუუუ ვიტირებ ეხლა,
რა იყო გოგო ეს.
ჩემ თავზე მეშლება ნერვები,
აქამდე რომ არ მქონდა წაკითხული.
უბრალოდ მოკლედ როგორ ვთქვა არ ვიცი,
მაგრამ...
ვაჩესავით გავაფრინე მეც,
ამ ისტორიამ გამაფრენინა...
კატოს ტკივილი ვიგრძენი მე'ც
ვაჩეს კატოსადმი ტკივილი'ც...
აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის!❤️
ხო ამდენი სევდა იყო, მაგრამ...
მაგრამ ელზა და ოთო!
აუუ გავჭედავ ეხლა❤️რაღა უნდა გითხრა ჰა?
ყველაფერი მომწონს,
სულ სულ ყველაფერი...
რამდენი სევდა იყო ღმერთო, რამდენი.
მაგრამ ოთო და ელზა...
(როგორ ავიკვიატე ეს ოთო და ელზა)
მაგრამ გავაფრინე ამწყვილზე.
აი როგორი "ბავშვები" და ლაღები არიან
ღმერთო...
მთელი ისტორია გაანეიტრალეს❤️
უბრალოდ სხვა ვერაფერს ვამბობ და
მაინც რა იყო ეს ჰა?!
პ.ს უყვარხარ შენს ტყუპს!❤️❤️
პ.ს.ს რამდენი ვიტლიკინე ღმერთო,
მაგრამ მიჩვეული ხარ ასე რომ :დდ❤️
გყვარობ.

ლიზა, იცი როგორი გოგო ხარ?!
მთელი გულით რომ უნდა შეიყვარო და აღარ გაუშვა არსად.
გეხვეწები მმითხარი,
ამ სიტყვების მერე როგორ არ გავაფრინო?
ყველა სიტყვა გულთან მიგაქვს,
ყველა ემოციას იაზრებ და ამას აი ასე გამოხატავ...
ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებს ვერ ვპულობ, საერთოდ დამაბნიე...
მე ტლიკინი, იმას რომ ვწერ მაშინაც არ მიჭირს და :დდ
ოთო და ელზა...
ელზა და ოთო...
გული მიგრძნობდა მოგეწონებოდა,
მეც ისე მიხარია ჩემი ბარტყები რომ მოგწონს <3
სიტყვები მეც არ მყოფნის...
ახლაც ისეთ უაზრობებს ვბოდიალობ, ღმერთო, მიშველე :დდ
ამ სიტყვებით უბედნიერესი გამხადე...
როცა კომენტარის კითხვა დავიწყე ცრემლები შემომაწვა,
სიხარულის ცრემლები ადამიანის უხდება, ხო იცი შენ :დდ <3
თავიდან ოდნავ მეწყინა, როცა მითხარი არ მცალიაო, არადა საიტიდან არ გასულხარ. :დდ
მაგრამ ეს კომენტარი, წყენადაც ღირდა, ცრემლებადაც
და გაბრწყინებულ სახედაც.
ერთად გავაფრენთ, მალე.
მადლობას არ გადაგიხდი, რა...
არ მიყვარს, უბრალოდ მგონია მადლობაზე მეტს ამ სიტყვებით ვიძახი :) <3
პ.ს. ძალიან მაგრად მიყვარხარ, ტყუპო ❤
პ.ს.ს. "ის" აქაც რომ ჩავაკვეხე, იღადავე :დდდ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline წევრი Ålways

Mtirala
Ålways
მალუსი!
რა იყო გოგო ეს?!
მე აქამდე რატო არ "ვიცოდი"?!
აუუუ გავგიჟდები ეხლა!
(რამდენი ძახილის ნიშანია ღმერთოო :დდ)
არა, მართლა!
აუუუ ვიტირებ ეხლა,
რა იყო გოგო ეს.
ჩემ თავზე მეშლება ნერვები,
აქამდე რომ არ მქონდა წაკითხული.
უბრალოდ მოკლედ როგორ ვთქვა არ ვიცი,
მაგრამ...
ვაჩესავით გავაფრინე მეც,
ამ ისტორიამ გამაფრენინა...
კატოს ტკივილი ვიგრძენი მე'ც
ვაჩეს კატოსადმი ტკივილი'ც...
აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის!❤️
ხო ამდენი სევდა იყო, მაგრამ...
მაგრამ ელზა და ოთო!
აუუ გავჭედავ ეხლა❤️რაღა უნდა გითხრა ჰა?
ყველაფერი მომწონს,
სულ სულ ყველაფერი...
რამდენი სევდა იყო ღმერთო, რამდენი.
მაგრამ ოთო და ელზა...
(როგორ ავიკვიატე ეს ოთო და ელზა)
მაგრამ გავაფრინე ამწყვილზე.
აი როგორი "ბავშვები" და ლაღები არიან
ღმერთო...
მთელი ისტორია გაანეიტრალეს❤️
უბრალოდ სხვა ვერაფერს ვამბობ და
მაინც რა იყო ეს ჰა?!
პ.ს უყვარხარ შენს ტყუპს!❤️❤️
პ.ს.ს რამდენი ვიტლიკინე ღმერთო,
მაგრამ მიჩვეული ხარ ასე რომ :დდ❤️
გყვარობ.

ლიზა, იცი როგორი გოგო ხარ?!
მთელი გულით რომ უნდა შეიყვარო და აღარ გაუშვა არსად.
გეხვეწები მმითხარი,
ამ სიტყვების მერე როგორ არ გავაფრინო?
ყველა სიტყვა გულთან მიგაქვს,
ყველა ემოციას იაზრებ და ამას აი ასე გამოხატავ...
ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებს ვერ ვპულობ, საერთოდ დამაბნიე...
მე ტლიკინი, იმას რომ ვწერ მაშინაც არ მიჭირს და :დდ
ოთო და ელზა...
ელზა და ოთო...
გული მიგრძნობდა მოგეწონებოდა,
მეც ისე მიხარია ჩემი ბარტყები რომ მოგწონს <3
სიტყვები მეც არ მყოფნის...
ახლაც ისეთ უაზრობებს ვბოდიალობ, ღმერთო, მიშველე :დდ
ამ სიტყვებით უბედნიერესი გამხადე...
როცა კომენტარის კითხვა დავიწყე ცრემლები შემომაწვა,
სიხარულის ცრემლები ადამიანის უხდება, ხო იცი შენ :დდ <3
თავიდან ოდნავ მეწყინა, როცა მითხარი არ მცალიაო, არადა საიტიდან არ გასულხარ. :დდ
მაგრამ ეს კომენტარი, წყენადაც ღირდა, ცრემლებადაც
და გაბრწყინებულ სახედაც.
ერთად გავაფრენთ, მალე.
მადლობას არ გადაგიხდი, რა...
არ მიყვარს, უბრალოდ მგონია მადლობაზე მეტს ამ სიტყვებით ვიძახი :) <3
პ.ს. ძალიან მაგრად მიყვარხარ, ტყუპო ❤
პ.ს.ს. "ის" აქაც რომ ჩავაკვეხე, იღადავე :დდდ

მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა.
ის უფრო გამიხარდა ჩემმა კომენტარმა ასე რომ გაგახარა❤️
(რანაირი წინადადება გამოვიდა, მაგრამ... :დდ)
ეხლა რო დავიწყო ლაპარაკი უაზრობებს ვილაქლაქებ
შენც იცი და მეც :დ❤️
ამიტო უზომოდ ბედნიერი ვარ შენი გახარებით და გაბედნიერებით
და იცოდე ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ!
ხვალ უფრო კარგად დაგელაპარაკები პირადში
და გყვარობ ტყუპო❤️
პ.ს "ის" რო ჩააკვეხე გამეცინა :დდ
პ.ს.ს ოთო და ელზა❤️ (მგონი მართლა გავჭედე :დდ)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent