კაფანდრა [15]
გაკვირვებული, შეშინებული და ძალიან გაბრაზებული იჯდა დივანზე და მის წინ მდგარ შავებში გამოწყობილ მაღალ მამაკაცს აკვირდებოდა. ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა თარაში ამ ყველაფერს ამ დღისთვის თუ ამზადებდა. ვიწრო ქუჩაზე თურმე იმიტომ დაჰყავდა რომ ერთ მშვენიერ დღეს მსაგვს ინციდენტს ელოდა. ახლა კი დაპანიკებული ზის ვიღაცის სახლში და წარმოდგენა არ აქვს მის თავს რა ხდება, წარმოდგენა არ აქვს თარაში სად არის, ან როგორ არის. -კარგად არის?_ხმადბალა იკითხა და მამაკაცის პასუხს ნიკაპაკანკალებული დაელოდა. უცნობს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. დაბალი მაგიდა ლოლასკენ მიაჩოჩა და მის წინ ჩამოჯდა. -ბოლოს რომ ვისაუბრეთ კარგად იყო, ნუ ღელავ თარაშმა იცის რასაც აკეთებს. _თვალი ჩაუკრა და ღიმილით დაამშვიდა. -ისინი ბევრნი არიან, თარაში ერთი. _ნერვიულობის მიზეზი გაუმხილა და ღრმად ამოისუნთქა. -შეიძლება ისინი ბევრნი არიან, მაგრამ თარაში მარტო არ არის. -შენც მასთან ერთად ხარ? ცნობისმოყვარე თვალებით იკითხა და შეეცადა თბილი გამომეტყველებით მამაკაცისგან მცირე ინფორმაცია მაინც მოეპოვებინა. ერთი შეხედვითაც ეტყობა რომ საუბარი უყვარს და თარაშივით ჩაკეტილი არ არის. არც ცივი გამოხედვა აქვს და არც კოპებს კრავს. -არა, მე ჟურნალისტი ვარ. მოულოდნელმა პასუხმა ცოტა დააბნია. ყველაფერს ელოდა, მაგრამ მის წინ მჯდარ ჟურნალისტს არა, თანაც ამ საქმეში. გაკვირვებულმა ხმით ჩაიცინა და თავი გააქნია. -არაა?! -კი, ჟურნალისტი ვარ. როგორც წესი ასეთ საქმეში ერთი შენიანი აუცილებლად უნდა გყავდეს. _თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა. _თარაშმა მითხრა რომ აპარატის ყავა გიყვარს. _ღია სამზარეულოსკენ წასული ნახევარი ტანით მიტრიალდა გოგონასკენ. ლოლას მამაკაცის სიტყვების მოსმენისას საოცარი სითბო ჩაეღვარა გულში. სულ გადაავიწყდა თარაშზე გაბრაზებული რომ არის. ვერასოდეს იფიქრებდა რომ მერლანი მსგავს დეტალებს ყურადღებას აქცევს. როგორც წესი თავად ყოველთვის გაქზურაზე ადუღებული წყლით უკეთებს ხოლმე ყავას და აპატარას არასოდეს არ იყენებს იმიტომ, რომ არ აქვს. მაგრამ ლოლას ყავის მიმართ სიყვარული არ გამოპარვია. ბედნიერმა, ღიმილით დაუქნია თავი და ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს. -მე პროდიუსერი ვარ. ნაწილობრივ კოლეგასთან შეხვედრამ ცოტა გაახალისა. ახლა მაქსიმალურად უნდა ეცადოს რომ ცუდზე არ იფიქროს და საკუთარ თავს უფლება მისცეს თარაშის საქმისგან რამდენიმე საათით თავი შორს დაიჭიროს. დარწმუნებულია რომ ლოლას ფორიაქი იმ ადამიანსაც ავტომატურად გადაეცემა ვისზეც ასე ღელავს, მას კი არ უნდა რომ თარაშს პრობლემები შეუქმნას. -ვიცი, მომწონს შენი გადაცემები. -მართლა? უყურებ ხოლმე?_გახარებული წამოდგა ფეხზე და მამაკაცისკენ წავიდა. -კი, ვუყურებ. სხვათაშორის შენი დამსახურებაა დღეს აქ რომ ვართ. _თვალი ჩაუკრა და ყავის აპატარს მიუტრიალდა. ლოლას სახიდან ღიმილი წამებში ჩამოერეცხა. -ჩემი დამსახურება?! რას გულისხმობ?_დაეჭვებულმა იკითხა და ბართან აიტუზა. -ხო, შენ ერთ-ერთ გადაცემაში იყო იმ კაცის ცოლი ვისმა საქმემაც მთავარ საქმეზე გაგვიყვანა. -ვერ ვხვდები რას ამბობ... ვინ ცოლი?_უფრო და უფრო დაიბნა. რამდენიმე დეტალი სწრაფად ამოუტივტივდა გონებაში, მაგრამ დარწმუნებული არ არის რომ ეს საქმე თარაშის საქმესთან რაიმე კავშირშია. -გახსოვს მოკლული ბიზნესმენის ცოლიმ რომელიც მთელი ერთი საათი თქვენ გადაცემაში მარტო იმიტომ ატირეთ რომ სხვა გამოსავალი არ გქონდათ?! -ღმერთო ჩემო, ყველაზე საშინელი გადაცემა იყო. არც კი მიყურებია!_შეწუხებულმა მოისვა ხელები სახეზე და მაღალ სკამზე ჩამოჯდა. _და ამ საქმეს თქვენთან რა საერთო აქვს? -მაგ კაცის მკვლელობა ერთ-ერთში გავს იმ მკვლელობებს რომელსაც გიგა აბზიანის ძველი მეგობრები ანხროციელებდნენ. -არ მინდა ცუდ ტონად ჩამომართვა, მაგრამ ახლა საიდუმლო სამსახურის მასალებს მიმხელ. _შეფარული ღიმილით ჩაილაპარაკა და ტუჩები სასაცილოდ მოწრუპა. -მართალი ხარ, თუ რაიმე მოხდა და აქ მოგვაგნეს შენც ჩემთან ერთად წამოხვალ იმ ქვეყნად. _სიცილით ჩაიჩურჩულა და თვალებდაქაჩულ ლოლას ყავის ფინჯანი მიაწოდა. _ნუ ღელავ, მე ჟურნალისტი ვარ და საუბარი ჩემი პროფესიული მხარეა. აი, თარაშს რომ ეს ყველაფერი ეთქვა, მაშინ იქნებოდა საქმე ცუდად. _აუხსნა და მის პირდაპირ მოკალათდა. -კარგი._კმაყოფილი დაეთანხმა და ყავა მოსვა. _მაშინ მითხარი ყველაფერი რაც იცი და რისი თქმაც შეგიძლია. -გიგა აბზიანი დაიბადა..._სიტყვა გარედან შემოსულმა ხმაურმა გააწყვეტინა. ორივემ ერთდროულად მიატრიალა თავი შემოსასვლელი კარისკენ. _სწრაფად, სააბაზანოში. უცნობი ფეხზე წამოდგა, ლოლას მკლავში მოკიდა ხელი და რომელიღაცა კარისკენ წაიყვანა. სააბაზანოში შესულმა ლამაზად გაფენილი უზარმაზარი ხალიჩა ერთი ხელის მოსმით გადააგდო და მის ქვემოთ მოთავსებულ საიდუმლო სამალავის კარი გააღო. კაცს თითი რომ არ მიეჭირა იატაკისთვის ვერც კი მიხვდებოდა აქედან სადმე თუ შეიძლება ჩასვლა. გაოგნებულმა შეათვალიერა შავებში გამოწყობილი და განათებულ სარდაბს ჩახედა. -აქ ჩადი და სანამ მე არ მოგაკითხვა არ ამოხვიდე. დაბლა ყველაფერია საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, პლედი. რამდენიმე დღე იცოხვრებ. _თვალი ჩაუკრა და კიბისკენ უბიძგა. _ტელეფონს ხმა გამოურთე!_გააფრთხილა და სამალავის კარი დაკეტა. აფორიქებული ჩავიდა კიბეებზე. განათებულ სარდაფს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი, მაგრამ აქაურობა საცხოვრებელ ადგილს უფრო ჰგავდა ვიდრე სარდაფს. ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა რომ ვიღაც ცხოვრობს. პატარა სამზარეულო, მისაღები სადაც როგორც სჩანს გასაშლელი დივანია განთავსებული და პატარა სააბაზანო. თვალები სწრაფად მოიფშვნიტა და ჭერს ახედა. მაღლიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, ყველაფერი ისეთ წყვდიადში იყო მოქცეული. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ხმა გამოურთო, მერე კი კიბეზე ფრთხილად ავიდა და შეეცადა რაიმე მაინც გაეგო, მაგრამ ყური ვერაფერს მოკრა. ხელები და ფეხები უკანკალებდა, ერთი დღის განმავლობაში ეს ყველაფერი მისთვის ზედმეტია. საიდანღაც გამოვარდნილი შავი მანქანები, მერე ეს შავებში გამოწყობილი ზორო, მერე ხმაური და ბოლოს სარდაფი სადაც კაცმა არ იცის რამდენხანს მოუწევს ყოფნა. ყველაფერს კი ემატება ის რომ თარაშზე არაფერი არ იცის. არც ის იცის ზემოთ რომ ბიჭი დატოვა ის როგორ არის, იქნებ რაიმე დაუშავეს, ან საერთოდ ვისი ხმა იყო კართან?! ფეხები დივანზე ააწყო და მოკუნტული მიეყუდა საზურგეს. ფიქრისთვის იდეალური გარემოა. სიმშვიდე, სიმყუდროვე, ლამაზი განათება და სითბო. რომ არა ეს სიტუაცია დიდი სიამოვნებით დაიდგამდა ერთ ფინჯან ყავას, გადაშლიდა ლეპტოპს და ფიქრებთან ერთად ცოტას წაიმუშვებდა. რა სასაცილოა, როგორი გარემოა და ეს ისევ სამსახურზე ფიქრობს. საკუთარ თავზე ხმამაღლა გაცინება მოუნდა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, ჯერ ისევ არ იცის მაღლა რა ხდება და ეშინია მისი ზედმეტი მოქმედება სარისკო არ აღმოჩნდეს. თარაშთან ურთიერთობის სირთულეც გაანალიზა და მიხვდა რომ ამ კაცის გვერდით ყოფნა ძალიან ხშირად დიდ პრობლემას შეუქმნის, თუ ყოველთვის ასე უნდა სდიონ რა გამოვიდა რომ ლოლას საკუთარი ცხოვრება აღარ ექნება, აღარ ექნება ის რისი შექმნისთვისაც ამდენს წვალობს და შრომობს. გამუდმებით სარდაფში ხომ არ დაიმალება მარტო იმიტომ, რომ მისი მეგობარი მამაკაცი ქვეყნის სამსახურში დგას. არ იცის აქედან რომ გავა როგორ გაგრძელდება ყველაფერი, შესაძლოა თარაშთან ურთიერთობაზე კატეგორიული უარი განაცხადოს, ან ადგეს და ძალიან მაგრად მოეხვიოს, უთხრას რომ ყველაფრისთვის მზად არის... მაგრამ თავადაც იცის რომ გრძნობა რომელიც თარაშის მიმართ აქვს მსგავსი დაბრკოლებებისთვის მზად არ არის. შიშის რეჟიმისთვის და გამუდმებით ზურგს უკან ყურებისთვის მზად არ არის. არ უნდა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ისეთ გარემოში გაატაროს სადაც თავს დაცულად ვერასოდეს იგრძნობს. რა თქმა უნდა ზუსტად იცის რომ თარაში მისი კარგად ყოფნისთვის ყველაფერს გააკეთებს და ამაში ეჭვიც არ ეპარება, მაგრამ თარაშს რომ რაიმე მოუვიდეს?! მერე რა უნდა ჰქნას? ყოველ დღე იმ შიშით არსებობა რომ შესაძლოა სახლიდან გასული შინ აღარ დაბრუნდეს. ამ ყველაფრის გააზრებამ მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა, მაღლა ასვლის და ყველაფრის გარკვევის სურვილმა შეიპყრო, მაგრამ ემოციებს არ აჰყოლია და მშვიდად აგრძელებდა დივანზე მოკალათებული ფიქრს. ჩხაკუნის ხმაზე სწრაფად გადასწვდა განათების ღილაკს და მთელ ოთახში გამორთო შუქი. გასუსული იჯდა დივანზე და ელოდებოდა როდის გაიხსნებოდა სამალავის მთავარი კარი. -ლოლა,არ შეგეშინდეს, მე ვარ. _თარაშის ხმის გაგონებისას ერთიანად ამოისუნთქა და ყველა დარდი მაღლა ამოუშვა. სწრაფად წამოხტა ფეხზე და კიბეებისკენ გაიქცა. მაღლა ასული სააბაზანოს იატაკზე ჩამომჯდარ მამაკაცს მთელი ძალით მოეხვია და სახე მის ყელში ჩარგო. -ცოცხალი ხარ... ცოცხალი ხარ. _ნაწყეტ-ნაწყვეტ იმეორებდა და მამაკაცის სურნელოვან ყელს ხმაურით კოცნიდა. _ძალიან შემაშინე. _ხმადაბლა ამოიჩურჩულა და თარაშის სახე ხელებში მოიქცია. _როგორ გაბედე ჩემი მოშორება? -მაგ საკითხზე არ ვსაუბრობთ!_შუბლშეკრულმა გააფრთხილა და ორივე ხელი წელზე მოხვია. _ყველაფერი კარგად არის, აღარანაირი საფრთხე არ გემუქრება. მაპატიე. _საფეთქელზე აკოცა და უკან დასწია. -ყველაფერი დასრულდა?_გახარებულმა იკითხა. -ნაწილობრივ კი. _თვალი ჩაუკრა და საფეთქელზე აკოცა. -ჟურნალისტი?_მისი მხსნელი გაიხსენა და ფეხზე წამოდგა. -სამზარეულოშია. როგორც სჩანს იმაზე მეტი ილაპარაკა ვიდრე ველოდი. _ლოლას ეშმაკურად აციმციმებული თვალებიდან ყველაფრის ამოკითხვა შეძლო. ქირიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სააბაზანოდან გავიდა. -თუმცა ბოლომდე ვერ მოვასწარით. _სიცილით მოხვია მკლავზე ხელი და ბართან მდგარ წინასაფარში გამოწყობილ ჟურნალისტს თვალებდაქაჩული მიაშტერდა. -ამოსულა. _ლოლას დანახვისას ხმამაღლა წამოიძახა და ხელის აწევით მიესალმა წყვილს. _კეთილი იყოს შენი დღის შუქზე გამოჩენა. როგორია ბნელეთში, იცხოვრები? -აქ მირჩევნია. -ყავა დალიე თუ გაგიმზადო? ამ ბიჭის აქტიურობა ძალიან მოსწონს. სისხლში აქვს საუბრის ასეთი კარგი მანერა, არ გაღიზიანებს და არც გღლის. ლაპარაკობს, მაგრამ ზუსტად იცის რასაც და გადაჭარბებული არაფერია. გაბადრული ჩამოჯდა ბარის მაღალ სკამზე და ცალი თვალით ტელეფონში ჩამძვრალ თარაშს გახედა. -ხდება რამე? ინტერესით იკითხა და დაჟინებით დააკვირდა მამაკაცს. ახლა ისეთი ტონი აქვს რომ თარაში ვალდებულია უპასუხოს, რაც არ უნდა იყოს ეს საკითხი ლოლასაც შეეხო და სრული უფლება აქვს თავი ყველანაირად უსაფრთხოდ იგრძნოს. თარაშმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მისკენ წავიდა. ცალი ხელი მსუბუქად მოხვია სხეულზე და თავზე აკოცა. -კი, ყველაფერი კარგად არის. სამსახურში წასვლა შეგიძლია. _ლოლას კითხვის მთავარ ქვეტექსტს მარტივად მიხვდა. ქირიამ გაბადრულმა ახედა მამაკაცს და კმაყოფილმა დააქნია თავი. -სახლში წასვლა შემიძლია? -კი. -კარგი, მაშინ..._და ახლა დააფიქსირა რომ ჟურნალისტის სახელი არ იცის. სიცილით გააქნია თავი და მისკენ წამოსულს მორიდებით დააკვირდა. -დათო. -დათოს მოდუღებულ ყავას დავლევ და წავიდეთ. *** -ლოლა, გახსოვს რომ დამპირდი დედაშენის გამომცხვარ ღვეზელზე აუცილებლად გესტუმრებითო?_ზურგს უკან ბიჭის მხიარული ხმა მოესმა. მთელი ტანით მისკენ შეტრიალდა, ლეპტოპი გულზე მიიხუტა და თავი მსუბუქად დაუქნია. _მთხოვა რომ დღეს მივიდეთ, თუ რა თქმა უნდა შეგიძლია. მორიდებით გაუღიმა ბიჭს და ქვედა ტუჩზე კბილები მსუბუქად დაისვა. რაც იტალიაშია მსგავსი ვიზიტებით არასოდეს სტუმრობს თანამშრომლებს, მაგრამ მარკოს დაპირდა და აუცილებლად უნდა წავიდეს. თანაც დედამისის გამომცხვარ ღვეზელზე ეპატიჟება, პაემანზე ხომ არა. -სამსახურის მერე მცალია. -ძალიან კარგი, 6 საათზე გამოგივლი და წავიდეთ. _გახარებულმა ჩაუკრა თვალი და ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას. ლოლამ ღიმილით გააქნია თავი და კაბინეტის კარი გააღო. იმ ამბების შემდეგ აღარაფერი მომხდარა, ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც თარაშის გამოჩენამდე იყო. ლოლა თავს მშვიდად გრძნობს, იცის რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება და სამსახურშიც ისე დადის როგორც ადრე. თარაშის სჯერა, მან კი უთხრა რომ ყველაფერი მოგვარდა და აღარაფრის არ უნდა ეშინოდეს. ერთადერთხელ სცადეს ლოლასთან მიახლოვება და ისიც კრახით დასრულდა, ახლა უკვე მასთან დაკონტაქტებას აღარავინ შეეცდება, ამის სჯერა. -“აქედან რომ წახვალ მერე როგორ უნდა ვიყოთ?!” სამზარეულოში მოფუსფუსე თარაშის სურათს ღიმილით დახედა და ჩაფიქრებულმა ხმამაღლა ამოიხვნეშა. წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა მოიქცეს, ურთიერთობა გაწყვიტოს თუ ყველაფერი ისე დატოვოს როგორც არის და დროს მისცეს საშუალება სიტუაცია მართოს. რა თქმა უნდა ოჯახზე და სამომავლო გეგმებზე არ ფიქრობს, მაგრამ ურთიერთობისთვის რამდენად უსაფრთხოა ამხელა მანძილით შორს ყოფნა არ იცის, არ აქვს ამის გამოცდილება და შესაბამისად ვერც ვერაფერს იტყვის. არ უნდა აჩქარებულმა მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ ინანოს, ურჩევნია ყველაფერი ისე დატოვოს როგორც არის. თუ რაიმე არასწორად განვითარდება ორივე ცივილიზებული ხერხით დასვამს წერტილს და იქ მორჩება ყველაფერი. აწკრიალებულ ტელეფონში, თარაშის სურათზე გამომხტარ ნომერს დახედა და სენსორს თითი ტუჩების თამაშით გადაუსვა. -შუა დღე მშვიდობის. _დაასწრო და თავად მიესალმა პირველი. -როგორ ხარ? -კარგად. როგორ მოხდა, მირეკავ და მკითხულობ. _მამაკაცის ქცევით გაკვირვებულმა სიცილი ვერ შეიკავა. -ერთ ადგილას მინდა შენი წაყვანა. -დღეს?_მორიდებულმა იკითხა და სახე უკმაყოფილოდ დამანჭა. -კი, დღეს. სხვა გეგმები გაქვს?_მშვიდი ხმით იკითხა მერლანმა. -ჩემ ერთ თანამშრომლეს დავპირდი რომ დედამისს ვესტუმრებოდი და მის გამომცხვარ ღვეზელს დავაგემოვნებდი. ის ქალი კიდევ დღეს აცხობს ღვეზელს და... _ტუჩმოკვნეტილი ლუღლუღებდა. -ლოლა. _მამაკაცს ხმაში სიცილი შეეპარა. _ნუ გაქვს ისეთი ხმა თითქოს დანაშაულზე წაგასწრესო. თუ დაპირდი და თუ დედამისმაც დაგპატიჟა უნდა წახვიდე, ჩვენი შეხვედრა ხვალისთვის გადავდოთ. მამაკაცის სიტყვების მოსმენისას თვალებაციმციმებული წამოდგა ფეხზე და ფანჯრისკენ წავიდა. -ამ..._შეფარვით დაიწყო. რა თქმა უნდა თავს ვალდებულად არ თვლის რომ ეს ყველაფერი თარაშმა იცოდეს, მაგრამ რატომღაც მოუნდა რომ მამაკაცისთვის ეთქვა. _ჩემი თანამშრომელი ბიჭია, თან მე მგონი მოვწონვარ. -სადედამთილოსთან მიყავხარ შესაფასებლად?_თარაშის ცინიკური ხმის მოსმენისას ყბები დაეჭიმა. -რა ვიცი, იქნებ მივყავარ. _მხრები აიჩეჩა და ხედს გადახედა. -კარგი, სახლში რომ მიხვალ მომწერე. _ურეაქციოდ ჩაილაპარაკა თარაშმა. -კარგი, მარკო რომ მიმიყვარს მოგწერ. _მამაკაცის “გაბრაზებას” არ წყვეტდა ლოლა. -რა თქმა უნდა, უნდა მიგაცილოს, წინააღმდეგ შემთხევაში ვნახავ და პასუხს მოვთხოვ!_მკაცრი ტონით ჩაილაპრაკა თარაშმა. -წავედი თორემ უკვე ნერვები მეშლება. _მის ურეაქციობაზე გაღიზიანება ვეღარ დაფარა და ტელეფონი გაუთიშა. -უპს. _ტელეფონის ეკრანს დახედა და ტუჩებზე თითები აიფარა. _დღეს ვნებიანი სტუმარი გვეყოლება. _ტუჩების მისამართით ჩაიჩურჩულა და ხმამაღლა გადაიკისკისა. _”ტელეფონი გავუთიშეთ” *** თვითონაც ვერ ხვდება რატომ გადაწყვიტა თარაშისთვის ეჭვიანი კაცის როლი მოერგო. რა ეგონა რომ მერლანი ფაფარს გაშლიდა და მარკოსთან წასვლის ვიზიტის დეტალებს გამოჰკითხავდა?! თუ ეგონა რომ ეტყოდა “მე მოგაკითხავო.”? ვერ იტანს ეჭვიან ადამიანებს, ძალიან ურეაქციოდ შეუძლია მათი დაკაგვა და ცხოვრების წიგნაკიდან ამოშლა, მაგრამ თარაშთან საუბრის დროს რომელმა ბზიკმა უკბინა თავადაც ვერ ხვდება. არც ლოლაა ეჭვიანი და ეგოისტი გოგო, ძალიან ადამიანური გზებით ცდილობს ყოველთვის ფიქრს და მოქმედებას. მისი საქციელი არასოდეს არ ხდება გამაღიზიანებელი და ურთიერთობისთვის საფრთხის მომტანი. ალბათ თარაშთანაც ზუსტად ამიტომ გრძნობს თავს ასე კარგად და კომფორტულად, მამაკაცშიც იგივე თვისებებს იჭერს. ახლა კი ისე გამოვიდა რომ მერლანის ეჭვიანობის სცენა თავად დადგა და სურვილი გაიჩინა რომ მამაკაცს მასზე და მარკოზე ეეჭვიანა. ან იქნებ უბრალოდ უნდოდა რომ თარაშისგან ცოტა სხვანაირი სითბო და ყურადღება ეგრძნო?! სამსახურიდან მარკოსთან ერთად გავიდა. ბიჭი აღტაცებული უყვებოდა დედამისის შესახებ. მის თითოეულ წარმოთქმულ ბგერაში იგრძნობოდა მშობლის მიმართ არსებული სიყვარული და პატივისცემა. დედამისის სახელის ხსენებისას მთელი სახე ებადრებოდა და თვალებში ულამაზესი ნაპერწკლები იწყებდნენ ციმციმს. მარკოს ყურების და მოსმენის დროს ნინასთან ყოფნა და მასთან ჩახუტების საშინელმა სურვილმა შეიპყრო. მშობლების სითბო, ყურადღება და სიყვარული დააკლდა. თვითმფრინავში თარაშის საშუალებით შემსუბუქებული უარყოფითი ემოციები ახლა მოაწვა და მთელი სხეული აუწრიალდა, ცოტაც და ალბათ დაუფიქრებლად მოკიდებდა თავის ნივთებს ხელს და დედასთან წავიდოდა. მაგრამ საბედნიეროდ ფიქრი მარკოს ხმამ შეაწყვეტინა. ბიჭმა მანქანა კორპუსის წინ, სადგომზე დააყენა და ღვედი შეიხსნა. -აქ ვცხოვრობ._სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადავიდა. მარკოს დედა ძალიან სასიამოვნო, თბილი და საოცრად დადებითი პიროვნება აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ისაუბრეს, თითქმის ყველა თემაზე ჰქონდათ საკუთარი პოზიცია. მართალია იტალიაში დაბადებულ და გაზრდილი ქალბატონი რამდენიმე საკითხში არ ეთანხმებოდა, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. სამაგიეროდ მისი გამომცხვარი ღვეზელები აღმოჩნდა უგემრიელესი და სულ გადაავიწყა მცირედი უკმაყოფილებაც კი. სახლის სითბო გაახსენდა. -სახლში გაგატან, ახალგაზრდა გოგო ხარ, რატომ უნდა იწვალო?! საღამოს ჩაისთან ერთად შეჭამ. _კონტეინერში ჩააწყო ღვეზელი და ლამაზ ყვავილებიან პარკში ჩაუდო. *** მარკომ მანქანა ლოლას სახლის წინ გააჩერა და ჩაფიქრებულმა ახედა მთლიან კორპუსს. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვერ თქვა. ალბათ იცოდა რომ ამ საღამოს მისი სიტყვები აუცილებლად გააფუჭებდა, შესაძლოა ლოლას დამოკიდებულებასაც გრძნობს და ხვდება რომ მის მიმართ სიმპათიით არ არის განწყობილი. -დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. -პირიქით, მადლობა შენ და დედას. ძალიან სასიამოვნო იყო ყველაფერი. _გაუღიმა და მანქანის კარი გააღო._ორშაბათამდე. -ნახვამდის. სადარბაზოში შესულმა გასაღების ძებნა დაიწყო, როგორც ყოველთვის ჩანთაში არსებული არეულობის გამო გასაღების მოძებნა გაუჭირდა. ლიფტში შესულმა განაგრძო ძებნა და როგორც იქნა ჩანთის წინა ჯიბეში იპოვა. ლიფტიდან გასვლა და ლოლას კივილი ერთი იყო. მის კართან მდგარი სილუეტის დანახვისას გულგახეთქილმა დაიკივლა და თვალები მთელი ძალით, ინსტიქტურად დახუჭა. -როგორ შემაშინე. _გაფითრებულმა ჩაილაპარაკა და კარისკენ წავიდა. ლოლას კართან აყუდებული მერლანი დაკვირვებით ათვალიერებდა გოგონას. _დიდი ხანია აქ ხარ?_ეშმაკური ღიმილით იკითხა და სახლში შევიდა. -5 წუთის წინ მოვედი. _თარაშმა ქურთუკი საკიდზე დაკიდა და ნელი ნაბიჯებით მიჰყვა გოგონას უკან. -მარკომ მომაცილა. -ვიცი. -იცი რა კარგი დედა ჰყავს, ძალიან თბილი ქალია. -კარგია თუ ისიამოვნე. _თვალი ჩაუკრა და ცალი ხელი წელზე მოხვია. -და შენ... რას საქმიანობდი?_ვნებიანი მზერა დაასო მამაკაცის ბაგეებს და გასუსული დაელოდა მის პასუხს. -ლოლა, სალაპარაკოდ მოვედი. _ხმა გაუცივდა თარაშს. გოგონას სწრაფად მოსცილდა და დივნისკენ წავიდა. ქირია გაკვირვებული მიტრიალდა მამაკაცისკენ. -ამჯერად რა მოხდა? -დამშვიდდი, არაფერი. უბრალოდ საქმე რომელიც იტალიაში უნდა შემესრულებინა მორჩა. ძარღვებდაჭიმულმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მარჯვენა მუხლი აათამაშა. -ანუ?!_ტუჩების ნელი მოძრაობით ჩაიჩურჩულა და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა. _უნდა წახვიდე?_მისუსტებული ხმით იკითხა და ჩანთა იატაკზე დადო. -უნდა წავიდე. თავი დაუქნია, ფეხზე წამოდგა და წინ დადგა. ძალიან მცირე დროში მოასწრო იმის გააზრება რასაც ხშირად რამდენიმე დღე სჭირდება ხოლმე. მიხვდა რომ თარაშის ამ ქვეყნიდან წასვლა ძალიან ბევრ რაიმეს შეცვლიდა. მათ არ აქვთ ისეთი მყარი ურთიერთობა რომელიც ყველანაირად დაბრკოლებას გაუძლებს და ერთ მშვენიერ დღეს ერთად იცხოვრებენ, ისე როგორც ლამაზ ფილმებში ხდება ხოლმე, ან რეალურ ცხოვრებაში სადაც წყვილს ძალიან ძლიერი გრძნობა აკავშირებს. ქირია და მერლანი კი ვინ არიან ერთმანეთისთვის?! საერთოდ რა ურთიერთობა აქვთ?! თავადაც არ იცის! -მაგრამ გადავწყვიტე რომ ერთ თვიანი შვებულება აქ გავატარო, შენთან ერთად. მამაკაცის წინადადებამ რამდენიმე წამის წინ ამოტივტივებული ფიქრები უგზოუკვლოდ გაფანტა და სახეზე ულამაზესი ღიმილი გამოესახა. -თარაშ. _გახარებულმა მამაკაცის სახელი ხმამაღლა წამოიძახა, სახე ხელებით დაუჭირა და ვნებიანი კოცნით დააჯილდოვა მერალნი. -ერთი თვე გვაქვს იმისათვის რომ მომავალში მანძილი ჩვენი სისუსტე არ აღმოჩნდეს. >>>> ჩემი საყვარლებო, ძალიან დიდი ბოდიშით 3 დღიანი დაგვიანებისთვის. მართლა ვერ ვწერდი და დამიჯერეთ რომ საპატიე მიზეზები მქონდა... იმედია ამ თავით ისიამოვნეთ. <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას. <3 მიყვარხართ მე თქვენ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.